თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ იქთიოლოგია _ ჩვენთვის უცნობი

პოსტის ავტორი: sergeevich Jul 21 2009, 14:50

აქ დავდოთ სურათები რაც დავიჭირეთ და ვერ გავარკვიეთ რა თევზთან გვაქვს საქმე.

მაგალითად თბილისის ზღვაზე, თემქის მახარეს, სკალებთან დავიჭირე ეს თევზი
http://www.radikal.ru

მივაგენი ფოტოს ინტერნეტში, ლათინური სახელწოდებაა pseudorasbora parva ვინც იცით რა თევზთან მაქვს საქმე მასწავლეთ, მადლობელი ვიქნები.

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 23 2009, 10:05

sergeevich
მეგობარო წყარო ვიპოვე. ეგ ყოფილა амурский чебачок

თავად ნახე

http://uznix.narod.ru/sci/fkey/parva.html


პოსტის ავტორი: sergeevich Jul 23 2009, 11:24

მადლობა, ესე იგი მაგის ჩვენებური სახეობაა თორემ ამურიდან როგორ მოხვდებოდა ჩვენთან? შეიძლება რამე შემოყვანილ თევზს შემოყვა.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 2 2009, 10:43

ეს რა თევზია ორაგული?????????????

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 2 2009, 14:40

ყოველ შემთხვევაში გავს, ტაიმენი არ არის.

პოსტის ავტორი: 919 Aug 2 2009, 22:58

მე კი მგონია, რომ ტაიმენია, სე8ონიც ხელს უწყობს და ადგილმდებარობაც.
სიმართლე, რომ გითხრათ ცოცხლად არ მყავს ნანახი, მაგრამ რაც წაკითხული
მაქვს იმას ვამსგავსებ.

ისე შავი 8ღვის თევ8იც დაგვედო ამ განყოფილებაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 4 2009, 11:53

კი ტაიმენია მეთქი უნდა მეთქვა, წერტილის მაგიერ ?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 4 2009, 18:29

არსებობს ინფორმაცია რომ საქართველოში შემოყვანილი იქნა სიგისებრთა წარმომადგენელი Goregonus peled, რუსულად-ПЕЛЯДЬ. ვინმეს აქვს ინფო ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: sergeevich Aug 23 2009, 23:01

37. Pseudorasbora parva (Temminck et Schlegel, 1846), Stone moroco
Distribution: Riv. Iori, Alazani and others. L: Bazaleti, Jandara. Res: Kumasi, Algeti, Tkibuli, Shaori
http://www.radikal.ru
აი რა გავარკვიე ამ თევზზე, სამწუხაროდ ინფო ინგლისურადაა და ქართული სახელი ვერ გავიგე, მაინც კარგია რომ არ შევცდი და ვიცანი. აქ საბინადრო ადგილებიდან თბილისის ზღვა გამოტოვებულია. მე ზღვაზე დავიჭირე ეგ თევზი.

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 26 2009, 17:27





ეს რა თევზია იციტ ვინმემ? ბათუმში დავიჭირე მორვაზალთან, სტავრიდის ფილეზე წამოეგო

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 26 2009, 17:52

რაღაც შხამიანი როა ის ხო არ არის?

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 26 2009, 17:59

ხო, შხამიანია, მეტევზეებმა მითხრეს ხელი ვინც მოკიდა ზურგის ფარფლზე ორი კვირა გასუებული ჰქონდაო მაგრამ ზუსტი სახელი ვერავინ მითხრა

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 26 2009, 18:26

ხალხნო სამწუხაროდ არ მაქვს სურათი იმ თევზის, რაც მე დავიჭირე დაახლოებით 10 წლის წინ ან უფრო მეტი..
ასურეთის კაშხალზე თევზაობისას დავიჭირე თევზი, რომელიც იყო სულ გამჭირვალე, აფსოლიტურად და მხოლოდ შავი დიდი თვალები ქონდა. მთელი ანატომია ჩანდა თევზის რო დახედავდი.
ზომით 1 პოსტში რო თევზია იმხელა იყო.
ვინმეს მსგავსი რამე ხო არ დაგიჭერიათ ან გაგიგიათ რა არის?

პოსტის ავტორი: dato79 Oct 26 2009, 18:42

ციტატა(kakhaber @ Oct 26 2009, 06:59 PM) *
ხო, შხამიანია, მეტევზეებმა მითხრეს ხელი ვინც მოკიდა ზურგის ფარფლზე ორი კვირა გასუებული ჰქონდაო მაგრამ ზუსტი სახელი ვერავინ მითხრა

თუ არა ვცდები ეს არის ზღვის სკორპენა. ''დიალოგი ო რიბალკი''-ში იყო მაგაზე დიდი გადაცემა. იჭერდნენ კამჩათკაზე სკორპენას ჯიშის არისო და ძალიან ჰგავს მას.

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 26 2009, 21:00

ციტატა(kakhaber @ Oct 26 2009, 06:27 PM) *




ეს რა თევზია იციტ ვინმემ? ბათუმში დავიჭირე მორვაზალთან, სტავრიდის ფილეზე წამოეგო



http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=859 მე მგონი ეს უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 26 2009, 21:16

ზღვის ზღარბია!!!

პოსტის ავტორი: Davitus Oct 27 2009, 11:08

ციტატა
ასურეთის კაშხალზე თევზაობისას დავიჭირე თევზი, რომელიც იყო სულ გამჭირვალე, აფსოლიტურად და მხოლოდ შავი დიდი თვალები ქონდა. მთელი ანატომია ჩანდა თევზის რო დახედავდი.


უმეტესობა მღვიმის თევზები ეგეთი აგებულებისაა, მე ლოკოკინისმაგვარი და ხვლიკისმაგვარი ქმნილებაც მინახავს 90% გამჭვირვალე, ზუსტი სახელი ძნელია თვქა თუ სურათი არ გაქვს, თევზების ბევრი სახეობაა ჩვენთან, ყველა მღვიმეში და მიწისქვეშა მდინარეებში ცხოვრობს, ეტყობა გამოყვა რამე დინებას და შეერია მდინარეს



ეს ხომ არ იყო შემთხვევით





ამის გენოტიპი ადამიანის გენოტიპტან ყველაზე მიახლოებულია, ამიტომ მეცნიერების საყვარელი ობიექტია, კვლევებზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 27 2009, 12:35

მაგას გავდა ძაან თითქმის ეგ იყო, მაგრამ რას უნდა გამოყოლდა?
1 ცინდლიანი ნაკადული ჩადიოდა მაგ კაშხალში....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 27 2009, 13:00

მე გამიგია რაღაც ტბა არის სადღაც ყაზბეგის მხარესო ალპურებში და მარტო ეგეთი სახის თევზი ბინადრობსო,
90% გამჭვირვალეაო.........

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 28 2009, 00:03

სულაც რამე ადგილობრივი ჯიშის მუტაცია შეიძლება ყოფილიყო. ან სულაც ალბინოსი. აკვარიუმში ხშირია ერთი ხაზის წარმომადგენლების ხანგრძლივად ერთმანეთთან შეჯვარებით მიღებული ალბინოსი ფორმები, ზოგი თვალის წითელი, ზოგი შავი პიგმენტაციით.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 28 2009, 10:24

sergeevich
სხვათაშორის, საწყენად არ მიიღოთ, ისე ინფორმაციის მიზნით, ალბინოსს თუ უწოდებთ ორგანიზმს, პიგმენტაცია საერთოდ არ არის სახსენებელი, შესაბამისად შავი ფერის ვერ ექნება, წითელი ფერი კი სწორედ პიგმენტის არარასებობის გამო აქვთ, ანუ სისხლძარღვებში არსებული სისხლის წითელი ფერი ჩანს გამჭვირვალობისა და უპიგმენტობის გამო



ზემოთხსენებული თევზი, ალბინოსი არ არის, უბრალოდ გამჭვირვალეა, ალბათ 40%

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 28 2009, 21:50

ციტატა(Davitus @ Oct 28 2009, 11:24 AM) *
sergeevich
სხვათაშორის, საწყენად არ მიიღოთ, ისე ინფორმაციის მიზნით, ალბინოსს თუ უწოდებთ ორგანიზმს, პიგმენტაცია საერთოდ არ არის სახსენებელი, შესაბამისად შავი ფერის ვერ ექნება, წითელი ფერი კი სწორედ პიგმენტის არარასებობის გამო აქვთ, ანუ სისხლძარღვებში არსებული სისხლის წითელი ფერი ჩანს გამჭვირვალობისა და უპიგმენტობის გამო



ზემოთხსენებული თევზი, ალბინოსი არ არის, უბრალოდ გამჭვირვალეა, ალბათ 40%



აფსულუტურად მართალს ამბობ, ალბინიზმი არს ფერმენტ მელანინის არ არსებობა ორგანიზმში, მაგრამ არსებობს ალბინოსების ისეთი ვარიამტები რომლებსაც წითელი კი არა შავი თვალები აქვთ. პირადად მე მყოლია აკვარიუმში ჩვეულებრივი coridoras paleatus-ები რომლებმაც წითელთვალიანი და შავთვალიანი ლიფსიტები მომცეს, მთლიანად თეთრები. ამ თევზზეც გეთანხმები (Danio rerio) ზოლიანი დანიოს მუტაციაა. გამჭვირვალე ჯიშები ძალიან ბევრია, მარა არა ჩვენთან.

ნოსო, ზღვის ზღარბი ეს არ არის?

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



“Промежуточный” шаровидный морской еж
Strongylocentrotus intermedius (A. Agassiz, 1863)

პოსტის ავტორი: Davitus Oct 29 2009, 00:24

ციტატა(kakhaber @ Oct 26 2009, 06:27 PM) *




ეს რა თევზია იციტ ვინმემ? ბათუმში დავიჭირე მორვაზალთან, სტავრიდის ფილეზე წამოეგო



ეს თევზი არის морской окунь, მაგ თევზის 90-მდე ჯიში არსებობს, ეს ერთ-ერთია ,ქართულად არ ვიცი რა ქვია, ოღონდ მაგ სურათში ძალიან შელახულია newsmile05.gif








პოსტის ავტორი: გიორგი Oct 29 2009, 11:11

ციტატა(Davitus @ 29th October 2009 - 01:24 AM) *
ეს თევზი არის морской окунь, მაგ თევზის 90-მდე ჯიში არსებობს, ეს ერთ-ერთია ,ქართულად არ ვიცი რა ქვია, ოღონდ მაგ სურათში ძალიან შელახულია newsmile05.gif


окунь არის ქორჭილა.
მაგრამ შხამიანი თუ იყო არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 29 2009, 13:16

ხო სერგეევიჩ ეგ არის,მაგრამ მე მეთევზეებისაგან გამიგია რო ეგრე ეძახიან რუსები,ხოდა შეიძლება შავი ძღვის ზღარბია? დაზუსთებით ვერ გეტყვი,მაგრამ ძალიან ბევრი დამიჭერია.როგორც ასეთი ცალკე ვერ ითევზაებ ამ სახეობაზე,მოდის სხვა თევზებთან ერთად!!!

პოსტის ავტორი: kakhaber Nov 2 2009, 11:49

ციტატა(Davitus @ 29th October 2009 - 01:24 AM) *
ოღონდ მაგ სურათში ძალიან შელახულია newsmile05.gif


სუ ახალი ამოღებულია წყლიდან და ვროდები ფეხიც არ დამიბიჯებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Nov 2 2009, 16:08

ეს არის უგემრიელესი თევზი - морской ёрш!
მე ზღვაზეც მაქვს დაჭერილი და მეთევზეებისგანაც მაქვს
წამოღებული...

შევკმაზე აჯიკით და წამოვაგე შამფურზე... აუუუუუუუუუ- უგ-ემ-რი-ელე-სია!!!
ეკლებზე - სრული სიმართლეა, სიფრთხილე გვმართებს ყველას!
მაგრამ ღირს რა... newsmile05.gif

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=692720

პოსტის ავტორი: sergeevich Nov 2 2009, 17:33

http://bse.sci-lib.com/particle017411.html 919 მართალი ხარ. ეგ არ არის ქორჭილა. სკოპენაა ანუ ზღვის ჩიქვი.

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=692720

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 5 2009, 21:34

თბილისის ზღვაზე ხშირად ვიჭერ მაგ თევზს და თუ არ ვცდები ეგ არის ღორჯო.

პოსტის ავტორი: zurikela Jan 2 2010, 12:33

თუ მურწის დაჭერა შეიძლება,ეს რა თევზია? http://www.floranimal.ru/pages/animal/u/3542.html წითელ წიგნშია შეტანილი

პოსტის ავტორი: ნოსო Jan 2 2010, 12:41

zurikela
ეს ჭანარია,მაგრამ წითელ წიგნშია? ,არვიცი გადავამოწმოთ.

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 2 2010, 12:54

ციტატა(kakhaber @ Oct 26 2009, 18:27) *




ეს რა თევზია იციტ ვინმემ? ბათუმში დავიჭირე მორვაზალთან, სტავრიდის ფილეზე წამოეგო

ეს არის "სკორპიონი" ხმელთაშუა ზღვის ბინადარი. როდესაც დაიჭერ ზურგის ფარფლზე არაუნდა შეეხო. როგორც აღნიშნეთ ჯობია დააბიჯო და ისე ამოაცალო ნემსკავი რომ საშუალება არმისცე იმოძრაოს. ზურგის ფარფლზე აქვს 2 ცალი შხამიანი ფხა. ძალზედ მტკივნეულია მაგრამ არ კლავს. თუ ალერგიული ხართ შეიძლება მოგკლათ. ხშირად დამიჭერია და ძალზედ გემრიელია. უხისთვის არის მისწრება. საკმაოდ დიდი იზრდება.

პოსტის ავტორი: zurikela Jan 2 2010, 14:58

ციტატა(ნოსო @ Jan 2 2010, 13:41) *
zurikela
ეს ჭანარია,მაგრამ წითელ წიგნშია? ,არვიცი გადავამოწმოთ.


http://www.floranimal.ru/redbook_.php?Cypriniformes აქ წერია

პოსტის ავტორი: sergeevich Jan 4 2010, 15:46

ციტატა(ნოსო @ Jan 2 2010, 13:41) *
zurikela
ეს ჭანარია,მაგრამ წითელ წიგნშია? ,არვიცი გადავამოწმოთ.

ეგ წვერაა ბიჭებო! ჭანარი რუსეთში არ ბინადრობს.არც მურწა.

პოსტის ავტორი: გოგა Jun 4 2010, 12:53

ალბათ აქ უნდა მეკითხა ეს ამბავი.
http://www.myvideo.ge/?video_id=937361
ეს მართლა პირანიაა ვითომ?

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 4 2010, 13:39

გოგა

არა მგონია ეგ პირანია იყოს, ამას სხეულის განსხვავებული ფორმა აქვს.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 4 2010, 15:27

ციტატა(nika @ 4th June 2010 - 16:05) *
ზუსტად ვიცი რო პირანია არ არის

მართალი ხარ არ არის პირანია, მაგხელა არ იზრდება (20 სახეობა არსებობს)

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 4 2010, 17:29

ეგ პირანია ნამდვილად არ არის..ნანახი მყავს აკვარიუმში. პირანიას მოწითალო ლაქები აქვს ტანზე..თან ნახევარი თავია თითქმის. მაგხელაც არ იზრდება. მაქსიმუმ 700 გრამიანი საზანის ხელა არსებობსო...

ისე..ეგ თევზიც მაგარი უჟასი ჩანს.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 4 2010, 18:07

http://pix.ge/ ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს.. ნამდვილად არსებობს ეს თევზი ვინმემ თუ იცის?? თუ უბრალოდ კომპიუტერის დამსახურებაა.. what.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 4 2010, 18:55

მადლობა ყველას.
მეც ეგრე ვიფიქრე,პირანიას კბილებიც სხვანაირი აქვს მგონი.
ისე მაგარი საშინელება რაღაცეები ბინადრობენ ზღვაში,შიშით წყალში ვერ შევა კაცი

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 4 2010, 21:56

გოგა
ბრაზილიის მდინარეები სავსეა მსგავსი კბილოსნებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Jun 4 2010, 23:35

ციტატა(გოგა @ Jun 4 2010, 13:53) *
ალბათ აქ უნდა მეკითხა ეს ამბავი.
http://www.myvideo.ge/?video_id=937361
ეს მართლა პირანიაა ვითომ?


tiger fish-ვეფხვთევზა.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 5 2010, 00:04

ციტატა(sergeevich @ 5th June 2010 - 00:35) *
tiger fish-ვეფხვთევზა

ეგენი სად ბინადრობენ???...ალბათ ამაზონში არა??..(ყველაფერი ოხრობა იქ იყრის თავს)

პოსტის ავტორი: გოგა Jun 5 2010, 17:49

sergeevich
ალბათ ადამიანსაც დაესხმება ეგ თავს?!

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 5 2010, 23:00

ციტატა(გოგა @ Jun 5 2010, 18:49) *
sergeevich
ალბათ ადამიანსაც დაესხმება ეგ თავს?!

თევზები ადამიანის ხორცს არ ჭამენ
დადგენილია რომ ადამიანს აქვს სპეციპიური სუნი
რომლის გამოც არც ერთი ცოცხალი არსება (ქვეწარმავლების გარდა)
მას პირს არ აკარებს

ზვიგენი რომ ზვიგენია
ისიც რამდენიმე მონაკბეჩით შემოიფარგლება ხოლმე
რაღაც სკუნსის სიმყრალის ტიპის სუნი აქვს ადამიანს
(რა თქმა უნდა სხვებისათვის)
ამ სუნმა გადაარჩინა იგი და გააძლიერა ამ დარვინისტულ სამყაროში newsmile011.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 5 2010, 23:12

(dila)adriano
არც ღორი არ ჭამს?არც კატა არ ჭამს? newsmile05.gif

ციტატა((dila)adriano @ 6th June 2010 - 00:00) *
ზვიგენი რომ ზვიგენია
ისიც რამდენიმე მონაკბეჩით შემოიფარგლება ხოლმე

ზვიგენის "რამდენიმე მონაკბეჩი" კი მინახია რაც არის newsmile090.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 6 2010, 18:08

ციტატა(გოგა @ Jun 6 2010, 00:12) *
(dila)adriano
არც ღორი არ ჭამს?არც კატა არ ჭამს? newsmile05.gif


ზვიგენის "რამდენიმე მონაკბეჩი" კი მინახია რაც არის newsmile090.gif

ძუძუმწოვრებიდან
ადამიანს მხოლოდ ადამიანი ჭამს

სად წაგიკითხავს ღორმა ადამიანი შეჭამაო?

რა თქმა უნდა ყველას სმენია კაციჭამია ლომებზე
მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ ესხმიან ადამიანს
რომ ზალიან ბებრები და უძლურები არიან
სხვებზე ვერ ნადირობენ და ჩვენ გვაწუხებენ
მაგრამ
პირველი ლუკმების შემდეგ ამთავრებენ სადილს
სუნი აწუხებთ

ისე ხომ მაგარი ნუგეშია? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: zurikela Feb 5 2011, 18:44

ოგესალმებით....ამ საიტზე დაწვრილებით ნახავთ ვიდეოს მაგ თევზის შესახებ.(თუ რუსული გესმით მაგ შემთხვევაში...http://video.yandex.ru/users/vkempo/view/7818/?cauthor=vkempo&cid=184

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 29 2012, 23:55

ეხლა რა ხდება.... ერთ ძალიან ლამაზ ტბაზე, რომელიც ბევრმა არ იცის, გაქრა საზანი და საინტერესო რამოდენიმე სახეობა. როგორც ამბობენ მოწამლესო, ჰოდა გამრავლდა ეს პატარა თებზი. რა თევზია აბა მითხარით, არ დამიმალოთ newsmile05.gif სლეური იდეები არ გამოუშვათ არამცოდნეებმა newsmile05.gif

მივასურათებ ბარემ ტბასაც.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

გაჭედა რადიკალმა ისევ

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 29 2012, 23:57

ვერ იზ თებზი?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:01

http://imageshack.us/photo/my-images/826/dsc4865.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/820/dsc4925.jpg/


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:08

http://imageshack.us/photo/my-images/233/dsc4927.jpg/



http://imageshack.us/photo/my-images/85/dsc5154.jpg/


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:14

http://imageshack.us/photo/my-images/135/dsc5151.jpg/


http://imageshack.us/photo/my-images/861/dsc5155b.jpg/


პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 30 2012, 00:18

ვიმბა ომ არ არის?

აპ პა სეკრეტუ მაგ ტბის სახელის ან მისასვლელი გზის ტქმას არ ვართ? newsmile05.gif ძალიან ლამაზი ადგილი ჩანს ისე

http://en.wikipedia.org/wiki/File:Vimba_vimba.jpg

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 00:19

რებეცია ეგ თევზი ბელაგლაზკა

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა May 30 2012, 00:24

ციტატა(alika77 @ May 30 2012, 01:19) *
რებეცია ეგ თევზი ბელაგლაზკა


ქართულად ვიმბა ხომ?

Рыбцы (лат. Vimba)

კი ეგაა

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 00:25

ციტატა(Geoჟორჟიკა @ May 30 2012, 01:24) *
ქართულად ვიმბა ხომ?

Рыбцы (лат. Vimba)

კი ეგაა

ქართულად არ ვიცი როგორაა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:29

მოდიოდა ჩაგდება ამოღება ერთი იყო. თავის დროზე მაგ ტბაში გიგანტი კალმახები იყვნენ და დიიიდი საზნები, მაგრამ ეხლა მარტო ეგ თევზია, თან ბეეევრი.

ანუ ნაღდად რებეცია? 100% ით? და რამდენად საინტერესო თევზია თუ იცით?

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 00:36

ციტატა(ჭალიმგელა @ May 30 2012, 01:29) *
მოდიოდა ჩაგდება ამოღება ერთი იყო. თავის დროზე მაგ ტბაში გიგანტი კალმახები იყვნენ და დიიიდი საზნები, მაგრამ ეხლა მარტო ეგ თევზია, თან ბეეევრი.

ანუ ნაღდად რებეცია? 100% ით? და რამდენად საინტერესო თევზია თუ იცით?

კი რებეცია მტკვარშიც ბევრია არის ძალიან სუფთა, ხრამულზე სუფთა თევზია, თან უგემრიელესი.

სადაა ეგ ტბა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:39

alika77
ჯავახეთში

მოგწერე PM ში

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 00:41

ოკ.

პოსტის ავტორი: darcho May 30 2012, 00:49

ეს არის თეთრულა რუსულად Уклейка.

http://poseidon.by/community/gallery/image_page.php?album_id=1&image_id=7480 ესეც წყარო.

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 00:51

ციტატა(darcho @ May 30 2012, 01:49) *
ეს არის თეთრულა რუსულად Уклейка.

http://poseidon.by/community/gallery/image_page.php?album_id=1&image_id=7480 ესეც წყარო.

თბილისელი მტკვრის რიბაკები ბელაგლაზკას ეძახიან ალბად თეთრულა იქნება ქართულად, რებეციც ქვია

პოსტის ავტორი: darcho May 30 2012, 00:56

აქ სახელებსაც თვითონ არქმევენ და სათევზაო კანონებსაც თვითონ წერენ ... სამწუხაროდ newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 00:58

თეთრულა, ვიმბა, უკლეიკა, რებეცი, ბელაგლაზკა.... ერთია ვითომ ეს ყველა?

პოსტის ავტორი: darcho May 30 2012, 01:03

თეთრულა და უკლეიკა ერთიდაიგივეა.
ვიმბა სულ სხვაა, რებეცი კიდე სხვა, აი ეს ბელაგლაზკა ნამდვილად არ ვიცი, ვერ ვერკვვევი "მტკვრის რიბაკების" ტერმინოლოგიაში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 30 2012, 01:04

darcho
ესე იგი რა თევზია ჯერ ვერ დავაზუსტეთ

პოსტის ავტორი: darcho May 30 2012, 01:10

თეთრულაა 99 % 1% შეიძლება თაღლითა იყოს. ნათესავები არიან რა.

პოსტის ავტორი: ჩელე May 30 2012, 08:34

შამაიასაც რომ წააგავს?..... თუ ვატრაკებ ეხლა მე?......

პოსტის ავტორი: axalcixeli May 30 2012, 08:41

მგონი მეცნო ეგ ტბა. თებზი თეთრულას გავს აშკარად.
http://www.radikal.ru

სურათი აღებულია ფიშერ.გე-დან

პოსტის ავტორი: alika77 May 30 2012, 09:35

კაცო მტკვარში მაინც არ დაგიჭერიათ? ორი დღის უკანაც ვიყავი საკმაო რაოდენობით დავიჭირე ბელაგლაზკაა

http://www.radikal.ru


აი ეს თევზია ზუსტათ, თაღლითა და თეთრულა მაგხელები არ იზრდება რაც ვედროში რომ არიან, რაც სურათზეა ეგაა მაგათი მაქსიმუმი, ეგენიც ბლომადაა მტკვარში

პოსტის ავტორი: davit.p Jun 3 2012, 23:57

აბა ის რა თევზუკაა ალგეთის წყალსაცავზე რო ღლის ტვინს?
რაგაცა მსგავსია ისიიც, მგონი თვალთეთრა ხო?

პოსტის ავტორი: sergeevich Jun 29 2012, 11:05

ციტატა(ჭალიმგელა @ May 30 2012, 01:14) *
http://imageshack.us/photo/my-images/135/dsc5151.jpg/


http://imageshack.us/photo/my-images/861/dsc5155b.jpg/

ფრიტა და თეთრულებია. რებეცი ანუ ვიმბა სურატებში არ არის არ არის. არც ბელოგლაზკა ანუ აბრამის საპა არაა.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 30 2012, 00:54

მე ნაღდად ვერ ვერკვევი..მაგრამ ლოგიკის თანახმად..ეგ რებეცი არ უნდა იყოს. როგვორც ვიცი(ჩემი ლუდის მოყვარული ახლობლისგან) რებეცი საკმაოდ ძვირადღირებული თებზია(გამოყვანილი) და სასომხეთიდან შემოაქვთ.(ალბათ სევანზე მოდის) ეგ რომ ეგრე ოხრად იჭირებოდეს მტკვარზეც და ყველგან..არამგონია ეგრე იყოს.

პოსტის ავტორი: alika77 Jun 30 2012, 03:10

რას ამბობ ლევან მტკვარი სავსეა

მაგარ სანაძლეოს დავდებ რომ მანდ სურათზე ბელაგლაზკაა ბევრი

პოსტის ავტორი: Manuespaña Sep 18 2013, 20:06

კობრი,საზანი,კარასი? ვერ ვხვდები რომელია,თქვენ გეცოდინებათ,დაწერეთ გთხოვთ
http://postimg.cc/image/w17073anx/

http://postimg.cc/image/w1jlchbdz/

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 18 2013, 20:40

ბებერი კარჩხანაა იგივე კარასი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 18 2013, 21:20

HUNTER FREDY
თვალი თვალში გაუსწორე თEვზს და ისე თქვი xexe.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 18 2013, 21:26

ციტატა(SHOTA @ 26th October 2009 - 19:26) *
ხალხნო სამწუხაროდ არ მაქვს სურათი იმ თევზის, რაც მე დავიჭირე დაახლოებით 10 წლის წინ ან უფრო მეტი..
ასურეთის კაშხალზე თევზაობისას დავიჭირე თევზი, რომელიც იყო სულ გამჭირვალე, აფსოლიტურად და მხოლოდ შავი დიდი თვალები ქონდა. მთელი ანატომია ჩანდა თევზის რო დახედავდი.
ზომით 1 პოსტში რო თევზია იმხელა იყო.
ვინმეს მსგავსი რამე ხო არ დაგიჭერიათ ან გაგიგიათ რა არის?

მე მყავდა ადრე აკვარეუმში მასეთი თევზები.არსებობს მარა არ მახსოვს რა ქვია.მაგარი საკაიფო რაღაცა.

პოსტის ავტორი: Manuespaña Sep 19 2013, 10:11

მადლობთ,წასვლა აღარ მინდა ტვინს ჭამენ ეს თევზები :(

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 19 2013, 10:23

რამდენადაც ვიცი, გამოქვაბულში და ისეთ ადგილებში გაზრდილი თევზი სადაც მზის შუქი არ შედის გამჭვირვალეები არიან, მზე განაპირობებს ფერის მიცემას ასე ვთქვათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 19 2013, 10:30

ციტატა( T A M P L I E R @ Sep 18 2013, 22:20) *
HUNTER FREDY
თვალი თვალში გაუსწორე თEვზს და ისე თქვი xexe.gif



არარი კარჩხანა თუ რა გინდა რო თქვა ბებერო??? არა უბრალო კარჩხანა თქოპო ხო არმითქვია ესაა ჯადოსნური ვეტერანი კარჩხანა მგონი რავი D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 19 2013, 15:49

ტუჩებს შაჰხედე ჯიგრიყაურმა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 19 2013, 19:16

ჰოო ტუჩები კიიი ტუუუჩებიი ჰო უგამს საზანს მარა იავიცი იავიცი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 19 2013, 20:35

ეგ წალკაში დაჭერილს გავს, იქ იცის ეგეთები, ტუჩა კარასები.....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 19 2013, 20:43

ეგ ან საზან-კარასის ჰიბრიდია ან დენდარტყმული საზანი. თავი საზანისაა

პოსტის ავტორი: aragveli Sep 19 2013, 21:21

საზანია

პოსტის ავტორი: Manuespaña Sep 21 2013, 10:30

ესპანეთში ვიჭერ ხოლმე მეგობრებო https://www.youtube.com/watch?v=JmBfnrDTp9c

პოსტის ავტორი: st. Hubertus Sep 21 2013, 13:19

Manuespaña
კუზიან კარპს ეძახიან. კობრისებრთა ოჯახიდანაა. საქართველოშიც შემოიყვანეს

საკმაოდ ცუდი გამოყვანის ტექნიკაა, მიკვირს როგორ არ გაიქცა. მესაჩოკეც აგრეთვე ვერ ქაჩავდა

პოსტის ავტორი: Manuespaña Sep 23 2013, 23:27

სიმართლე გითხრათ ტექნიკაზე სულაც არ მიფიქრია,ძალიან ბევრი მოდის და სასიამოვნოა,სარკისებრი,ზერკა
ლნი კობრია თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: jola Sep 24 2013, 14:24

ეს რა ჯანდაბაა? კინაღამ თვალი ამოთხარა ძაღლს და კლანჭი ისე მომიჭირა ხელზე სისხლი გამიჩერდა. ღალღა მეგონა და ეს შემრჩა, აქამდე არასდროს მინახავს
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=26536Image_2013_09_26.jpeg

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 24 2013, 14:49

ეგ არის ლერწმის ქათამურა, საჭმელად არ ვარგა. აი ეს ჩემი გადაღებული ვიდეოებია თევზაობისას






პოსტის ავტორი: jola Sep 24 2013, 18:41

ჭალიმგელა
ეგეთი ნაგლი და აგრესიული მე არაფერი მინახავს, მერე სანთებელა დაითრია და ძლივს გავაგდებინეთ D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 24 2013, 20:43

ეს რა ჯიშია ხო არ იცით? wtfg.gif

http://radikal.ru/fp/02ea84c231c8406da8e0967d511b7665


პოსტის ავტორი: gonchatniki Jan 6 2014, 17:10

jola მაგას წყლის ბუღა ქვია

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 12 2014, 11:57

ციტატა(nukraa @ 6th January 2014 - 19:10) *
jola მაგას წყლის ბუღა ქვია

dastur.gif ეგ პატარა წყლის ბუღაა. არსებობს დიდიც.

პოსტის ავტორი: jola Jan 12 2014, 12:17

gonchatniki
ლეონ-ბლექი

გადავრჩი დიდი რო არ იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jan 12 2014, 15:30

ციტატა(ლეკი @ Sep 24 2013, 21:43) *
ეს რა ჯიშია ხო არ იცით? wtfg.gif

http://radikal.ru/fp/02ea84c231c8406da8e0967d511b7665


ოჩოფეხა ქვია ბაბუ ამას ჩვენი ფორუმის ემბლემად გამოდგება ოჩოს პონტში D.gif

პოსტის ავტორი: uiaragho Jan 12 2014, 17:51

მე მსევანს მივამსგავსე.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 12 2014, 20:23

uiaragho

მსევანი სხვაა, მეჭვავიასებრთა ოჯახიდაანაა მაგრამ ოჩოფეხასგან საკმაოდ განსხვავებუი შეფერილობა და ზომა აქვს, იგივე "ტრავნიკს" ეძახიან "საბჭოთა მონადირეები"

სურათში ნამდვილად ოჩოფეხააა, ცალფეხზე რომ დგას ის მაქვს ლაივში ნანახი, მაგარი სანახაობაა, აკმაოდ დიდხანს ჩერდება, ყანჩაზე დიდხანს newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)