თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ღარლულიანი _ blazer R93

პოსტის ავტორი: ბექარი19 Dec 16 2009, 05:07

newsmile040.gif ინფო მოძიებული მაქ ამ იარაღზე და გადასათარგმნია ვინმე თუ დამეხმარება კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 16 2009, 09:09

ეს კარაბინი( BLASER-R93) დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში, არსებობს თითქმის ყველა კალიბრში, ეცვლება ლულა რაც საშუალებას იძლევა ერთ ბაზაზე გქონდეს და გამოიყენო რმადენიმე კალიბრის ლულა! გადატენვის სისტემა უნულალური მექანიზმია სიგრძივ მცოცავი საკეტი ორმელსაც საკეტის სახელურის შემობრუნება არ ჭირდება, მოძრაობა წინ და უკან ხდება რაც გადატენვის სისწრაფეს ზრდის ერთი სიტყვით მაგარი კარაბინია ზისტი უტყუარი და ყველა კალიბრში!! მინდა ეგეთი! newsmile029.gif newsmile029.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 16 2009, 09:33

hunter777
ერთია რომ გინდა მაგრამ მეორე თუ რაში გამოყენებ მაგ კარაბინს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 16 2009, 09:49

ბექარი19

მომეცი რა მასალაც გაქვს და გადავთარგმნი

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 16 2009, 14:00

blazer R93 .......იიიიი.......რავიცი მე არმომწონს რატომღაც მასეთი საკეტიანი იარაღი. ისე კი კაი რამე ჩანს. და ბევრ ქვეყანაში ძალზედ კარგი გამოხმაურება აქვს. მაგრამ მე მაინც კლასიკას ვამჯობინებ........A BOLT.

პოსტის ავტორი: ბექარი19 Dec 16 2009, 14:18

აქ კლასიკურობაზე კიარა მის უნიკალურობაზეა საუბარი მაგარი რამაა უადვილესი კონსტრუქციის აი იფოს რო დავყრით მერე ნახე მისი შესაძლებლობები ყველაზე პოპულარულიცაა მთელ მსოფლიოში

პოსტის ავტორი: შალვა Dec 16 2009, 14:30

ფასი რა აქვს ნეტა? newsmile038.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ბექარი19 Dec 17 2009, 01:05

მე რამდენადაც ვიცი 2000 ევრომდე

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 09:13

ციტატა(geojorjika @ Dec 16 2009, 10:33) *
hunter777
ერთია რომ გინდა მაგრამ მეორე თუ რაში გამოყენებ მაგ კარაბინს newsmile045.gif

შე კაი კაცო მოსინის ვინტოვკებითა და კარაბინებით ნადირობს აქაური ხალხი და თანაც წარმატებით და ბლაზერი რაში უნდა გამოიყენოო მეკითხები კაცო???"

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 09:52

hunter777
შენი არ ვიცი და მე ბლაზერს მთაშI სათრევად არ ვიყიდდი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 13:38

მაგისათვისაა შექმნილი! და შენ რისთვის იყიდი მაგი შენი საქმეა პირადული! ან იყიდი თუ არა კიდე! small3d011.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 17:56

hunter777
მერკელ KR 1-ი უფრო მესიმპატიურება რავიცი შAეიძLება სუბიექტური აზრია მაგრამ მაინც მერკელი უფრო მომწონს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 19:07

ჰოო ეგეც კარგი აგრეგატია!
მეც მომწონს! მარა ბლაზერი და ტიკკა ფავორიტებია ამ საქმეში დამიჯერე!

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 19:13

hunter777
რავიცი რავიცი როცა ეგეთ მწარმოებლებია იქ უკვე ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია, ყველა მაგარია და მერე უკვე წმინდა სუბიექტური მიდგომა წყვიტავს არჩევანს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 19:17

მესმის გემოვნებაზე არ კამათობენ ეგრეა შენ ის მოგწონს მე ეგსე მარა საერთო ჯამსი რომელია უკეთესი ეგაა საქმე!

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 19:20

hunter777
ჰოდა საერთო ჯამში ძალიან ძნელია ფავორიტის გამოვლენა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 19:22

მე მყავს ჩემი ფავორიტები და თან არა ერთი! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 17 2009, 19:32

ციტატა(irakli fofxadze @ 17th December 2009 - 20:22) *
თან არა ერთი!

ჰოდა არა ერთი რომ არის მაგას ვამ,ბობ მეც newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 17 2009, 20:25

ბლაზერი და ტიკა ვიგულისხმე!! ნახევარ ავტომატურებიდან კიდე სუპერ ვეპრი 308win ზე! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter87 May 29 2010, 20:09

ბლაზერის ეგ მოდელი ძალიან პოპულარულია, ნადირობის ვიდეოებში უმეტესწილად ეგ უჭირავთ ევროპელ მონადირეებს და არამარტო მათ, მისი დამპროექტებელი რუსი იარაღის ოსტატია, გვარი არ მახსოვს, გადაცემა ვნახე მაგ ფირმის იარაღზე და მის რუს კონსტრუქტორზე, ეს ადამიანი არის რუსეტში ბლაზერის წარმომადგენელი. მართლაც უნიკალური კონსტრუქციის თოფია და ძალიან მარტივი და გამძლე კონსტრუქციაც აქვს, ასევე დიდი სიზუსტე, მობილურობა და ცვლადი ლულები კი უნიკალურს ხდის, ცვლადი ლულებით კიდევ ერთი გერმანული ფირმა უშვებს შაშხანებს ესაა ,,ჰეიმი" მე მაქვს ნანახი ერთ ერთ მაღაზიაში ტიპს საჩვენებლად ქონდა მოტანილი, ისე სწრაფად ტენიდა ნახევრად ავტომატი გეგონებოდა, ტან საკმაოდ ლამაზი გრავირებაც ჰქონდა, კალიბრი 300 ვინჩესტერ მაგნუმი, 2500 დოლარი დამიჯდაო და ფასი გრავირებისა და ლულის დიზაინის მიხედვით იზრდებაო, უბრალო მოდელების ყიდვა 2000 დოლარშიც შეიძლებაო. მე მაგრად მომწონს, ბაზა ერთი და ფართო ასორტიმენტის გამოსაცვლელი ლულები, მონადირისთვის ზედ გამოჭრილია, მარა ფასი საკმაოდ მაღალია ჩვენი მონადირეების უმეტესობისთვის. ვისაც გაქვთ ახოტა ი რიბალკა მანდ გადის ხოლმე ამ ფირმის იარაღზე გადაცემა და უყურეთ მაგარი საინტერესოა

პოსტის ავტორი: dato6 Jun 3 2010, 20:21

ბრაუნინგ ბარ2-ზე რას იტყვით ვარგა? თუ იცით რამე ამ იარაღის შესახებ.

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 3 2010, 20:22

dato6
ნამეტანი ზოგადი კიტხვა დასვი მეგობარო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato6 Jun 3 2010, 22:27

Bonehill რატომ? ზემოთ ახსენებენ კარგ მოდელებს და მე როგორც ვიცი ბევრი პროფესიონალი მონადირე აფასებს ბარ2-ს და მაინტერესებდა ჩვენთან თუ იცნობს ამ მოდელს ვინმე, ანუ თუ აქვთ. ჩემი აზრით კი ყველა ერთმანეთზე უკეთესია, უბრალოთ გემოვნების საკითხია რომელი ფირმა უფრო მოგწონს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)