ლულის ე.წ. "აბკატკა" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ლულის ე.წ. "აბკატკა", ჯადოსნური ვუდუს სწავლება?
Shooter
პოსტი May 6 2013, 22:59
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



მე საერთოდ ვპასიურობ ქართულენოვან ფორუმებზე და როგორც წესი არანაირ დისკუსიაში არ ვერევი. მაგრამ ბოლო დროს ვამჩნევ რაღაც ძალიან ჩემთვის გამაღიზიანებელ ტენდენციას, რომელმაც იმატა ასე ვთქვას "აბაროტები" და ტრენდი გახდა პრაქტიკულად ფორუმებზე.

როგორც წესი ვინმე ახალბედა ყიდულობს ჭ ხარისხის შაშხანას (ეს არის ყველა ის სევიჯები, მარლინები, რემინგტონები რომელთა ფასი აშშ-ში არ აღემატება 400 დოლარს ჩვენთან კი როგორც ყოველთვის ორჯერ მეტი და + მოხსნილი და დამალული ოპტიკა, რომელიც წესით უნდა მოყვებოდეს ამ იარაღებს) და ეგრევე გახსნილ თემაში მილოცვებთან ერთად იღებს რჩევებს ლულის აბკატკაზე, იმიტომ რომ ა) სიზუსტე გაუმჯობესდება. ბ) რესურსი მოიმატებს. ეს უკვე გახდა ტრენდი (Тренд в моде — актуальное (ближайшее, краткосрочное) направление, периодически повторяющаяся тенденция развития моды) და ამით მიიპყრო ჩემი ყურადღება და პრაქტიკულად მაიძულა გამეხსნა ეს თემა.

პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავიწყებ იმით, რომ, ლულის ე.წ. აბკატკა არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული პროცედურა რომლსაც რეალურად აბსოლუტურად არაფერი არ მოაქვს. ეს ჩემი აზრი არ არის. არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი, მეცნიერული (ხაზგასმით) დადასტურება რომ ე.წ. აბკატკა (ანუ გასროლა, წმენდა, გასროლა) რაიმე გავლენას ახდენს ან სიზუსტეზე ან ლულის რესურსზე. სამაგიეროდ უამრავია კვაზი-მეცნიერული დასაბუთებები, რომლის უკან არ დგას არაფერი გარდა პირადი დაკვირვებებისა, რომლებიც არის სუბიექტური, არადამაჯერებელი, არასარწმუნო და შეუძლებელია გადამოწმდეს. მეცნიერული ფაქტი არის ერთი: ლულის ფიზიკური თვისებები არ იცვლება. ესეიგი იცვლება კარმა, აურა, ჩი ძალა, ინი და იანი, კოსმოსური ენერგეტიკული ველი და ასე შემდეგ newsmile05.gif ასევე იგივე ეფექტის მისაღწევად დააწუწოთ ლულას ახლად მოკლული ქალიშვილი... ქათმის სისხლი და თქვათ დოხ ტიბი დოხ ტიბი დოხ. newsmile05.gif

მიუხედავად ამისა ეს მითი ცხოვრობს და ხარობს ყველგან სადაც ისვრიან. გასაკვირი არ არის რომ იქმნება აზრი რომ ლულის აბკატკა არის აუცილებელი და სასარგებლო. თუ ვინმემ ამაში დაიჯერა და ამ პროცედურას მისდესვ გასაკვირი არ არის. ამის მომყოლი ან დამწერი შეიძლება იყოს ძალიან დამაჯერებელი და პრობლემაც სწორედ ეგ არის. ვინც იჯერებს ის უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი (სამარცხვინო ამაში არაფერი არ არის), ვინც ამას კიდე უსადაგებს კვაზი მეცნიერულ ახსნებს ის უკვე სექტანტია newsmile05.gif

ეხლა პირველ აბზაცს რომ დაუბრუნდეთ, რატომ არის ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია უფრო აბსურდული? იმიტომ რომ ხალხნო, რას ელოდებით 300 დოლარიანი შაშხანისგან? ეს არის მაქსიმალურად გაიაფებული სერიული წარმოების შაშხანა, და ხალხი ვინც მაგას ყიდულობს არიან სროლაში პირველ კლასელები ჯერ. რამე შედეგს ისინი ვერ ნახავენ (იმიტომ რომ ის არც არის, მაგრამ მიზერული ალბათობაც რომ იყოს ის დაიმალება ჭ ხარისხის შაშხანის ლულის ხარისხში, ქარში, ატმოსფერულ სხვა პირობებში, მსრიოლელის ნევროზულ განწყობაში და ასე შემდეგ). ამიტომაც ხშირად ისმის წუწუნი, რატომ არ აკეთებს ერთ მოა-ს მსუბუქი შაშხანა ფანქრის სისქე ლულით გათვლილი .300 ვინ მაგზე. newsmile05.gif საკუთარი თავი გამორიცხეს, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი და იარაღი ლანძღე რამდენიც გინდა, პასუხს ვერ გაგცემს (ეს ჩემი სიტყვები არაა, ერთ ჩემზე ბევრად გამოცდილ სტრელოკს ეკუთვნის).

მიზეზი რის გამოც ლულის მწარმოებლები ხშირად აქეზებენ მყიდველს ეს პროცედურა გაიარონ აიხსნება ელემენტარული მათემატიკით: ყოველი უაზროდ გასროლილი ტყვია არის ლულის რესურსის შემცირება. რაც უფრო მეტს გაისვრით მით უკეთესი. ეს აქტუალურია იმ კალიბრებზე გათვლიული ლულებისთვის რომელთა რესურსი ისედაც მცირეა (მაგნუმები მაგალითად). მეტს ისვრით, მეტ ლულებს გაყიდიან მწარმოებლები.

კიდე უფრო დიდი უაზრობაა რაღაც მოლიბდენური სმაზკების გამოყენება რომლებიც მზადდება მათ შორის აფრიკული მცენარის გუარანას ფესვების ნაყენის გამოყენებიტ და გარდა იმისა რომ ინახვას ლულას კიდე დადებიტად მოქმედედებს იარაღის პატრონის ერექციაზე. მაგ მეთოდით ლულის ზედაპირის დამუშავება იგივეა რაც გუდვილში ნაყიდი სპრეით მანქანის ძრავში ინჟექტორების გაწმენდა. ორივე არის სრულად აზრს მოკლებული პრცედურა რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ლულის ზედაპირი ასე არ მუშავდება ხოლო ინჟექტორებში მუშაობისას ისეთი წნევაა რომ იქ არაფეერი არ ჩერდება, ხოლოს თუ რამე იქ გაჩერდა და საოცრება მოხდა მაგას მითუმეტეს სპრეი ვერ გამორეცხავს. იგივე ეხება ჩემი არ15-ის საყვარელ დენთის აირების მილს, რომელსაც პერიოდულად ეტაკებიან სექტანტები და უწუნებენ რომ შომპოლით იქ ვერ აღწევ. ესეთი ნივთიერებებით ლულისთვის ცუდი არ არის, ცუდია დამუშავების მეთოდი, ტყვიის დაფარვა მათი და ასეთი ტყვიის სროლა.

ასე რომ ჩემი რჩევა იქნება არ გაავრცელოთ მცდარი სწავლებები, არ გახდეთ სექტანტები და დაუბრუნდეთ წეშმარიტ რელიგიას newsmile05.gif

მე პრობლემები მაქვს ელემენტარულის ახსნასთან ხოლმე (ეტყობა არ მაქვს ამის ნიჭი) ამიტომაც თუ ეხლაც მე ყველაფერი არეულად დავწერე ელემენტარულად "დაგუგლეთ" ეს თემა და ნახეთ რას წერენ ნამდვილი პროფესორები ამ თემაზე. ჩემი მოსაზრება ადვილად დადასტურდება ყველაზე კომპეტენტური დამოუკიდებელი (ლულის მწარმოებელბი არ არიან დამოუკიდებლები) რესურსებიდან.

ხო მართლა, "ჭ ხარისხის" შაშხანების პატრონები არ გამიბრაზდეთ, ყველაფერი შედარებითია, არც ისე დიდი ხნის წინ ასეთ ფასში შაშხანის გამოშვება წარმოუდგენელი იყო და ის რომ ეს ეხლა ხდება არის ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი. მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას რომ ეს იარაღები არის დამწყები დონის ასე რომ მოეკიდეთ გაგებით ((ც) ბ. ივანიშვილი) ამ ფაქტს. ეს შაშხანებია კარგია იმატთვის ვინც "ჩესტნად" ცხოვრობს და არ აქვს ბევრი ფული, რომ იყიდოს მაღალი კლასის იარაღი. ასე რომ მე პატივს ვცემ ამ კლასს. თავის საქმეს (იშვიათი გამონაკლისებით) ეს შაშხანები აკეთებენ.

ეს მაგალითად გეილ მაკ მილანის (ხო ის მაკ მილანი) სიტყვებია

It all got started when a barrel maker that I know started putting break-in instructions in the box with each barrel he shipped a few years ago. I asked him how he figured it would help and his reply was if they shoot 100 rounds breaking in this barrel that's total life is 3000 rounds and I make 1000 barrels a year just figure how many more barrels I will get to make. He had a point; it definately will shorten the barrel life. I have been a barrel maker a fair amount of time and my barrels have set and reset benchrest world records so many times I quit keeping track (at one time they held 7 at one time) along with High Power, Silhouette, Smallbore national and world records and my instructions were to clean as often as possible preferably every 10 rounds. I inspect every barrel taken off and every new barrel before it is shipped with a bore scope and I will tell you all that I see far more barrels ruined by cleaning rods than I see worn out from normal wear and tear.

მარტივი კანონზომიერება რომ სროლის სამყაროში უფრო მეტი ლულა ფუჭდება არასწორი მოვლით ვიდრე წურავს თავის რესურს აქაც მოქმედებს.

არც მე არ მასწავლეს ეს რამე გასაიდუმლოებულ კურსებზე. მარტივმა გამოძიებამ გუგლით მომცა ამომწურავი პასუხი. არც არის გუგლი საჭირო. თუ ჩვენ რადმენიმე ტყვიის სროლით და შომპოლის გატარებით უცვლით ლულას თვისებას ისე რომ ეს ასისახება შესამჩნევად სიზუსტეზე, მაშინ წმენდის გარეშე 20-30 გასროლამ ლულას რა უნდა უქნას? ნარეზები წაუშალოს?. მე ყოველთვის მეგონა რომ თუ აბკატკას ქონდა რამე სარგებელი ის გამოიხატებოდა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ეგრევე და მითუმეტს სიზუსტის გაუმჯობესებით. ლულის თვისებების შეცვლა ცვეთით/ექსპლუატაციით (სროლა/წმენდა) იწვევს მხოლოდ დეგრადაციას და სიზუსტის შემცირებას რაც ბუნებრივი პროცესია. როგორც კი ვიმეორებ მე საკითხს ჩავეძიე, პასუხიც ადვილად ვიპოვე.

მადლობთ ყურადღებისთვის.

პს
ვინც ინგლისური იცით, ეს დისკუსია იხილეთ სადაც თავად მაკ მილანი მონაწილეობს და მოისმინეთ მისი ოპონენტების არგუმენტები და შეფასეთ მათი ხარისხი. მანდვე არის კომპანია მუშმასტერის ტექნიკური ექსპერტი რომელიც იგივეს წერს და გუგლში კიდე ბევრს ნახავთ newsmile045.gif
http://www.snipercountry.com/Articles/Barrel_BreakIn.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 6 2013, 23:57
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰააჰ სადაა შუკაა D.gif რატო არკითხულობს ყოველივე ამას D.gif ბარე 200 ვაზნა დაწვა სანამ თავის ტიკას აპკატკას გაატარებდა თან ყოველი გასროლის შემდეგ ნიშადურის სპირტით წმენდდა ლულას D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 00:05
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(HUNTER FREDY @ May 7 2013, 00:57) *
ჰააჰ სადაა შუკაა D.gif რატო არკითხულობს ყოველივე ამას D.gif ბარე 200 ვაზნა დაწვა სანამ თავის ტიკას აპკატკას გაატარებდა თან ყოველი გასროლის შემდეგ ნიშადურის სპირტით წმენდდა ლულას D.gif D.gif


შუკა გარდა ამისა ისე წმინდავს იარაღს რომ არაფერს გააფუჭებს ასე რომ მე წყნარად ვარ newsmile05.gif. თემა დავწერე თუ არა ლინკი მას გაუგზავნე. როგორც ვიცი ფორუმზე არ შემოდის, ჩემი აზრით დიდი დანაკლისია. მგონი 200 ტყვიაზე გაცილებით ნაკლები ისროლა newsmile045.gif

308-ში აბკატკა როგორც მინიმუმ არაფერს არ დაგიშავებს, მოგწონს, გააკეთე. 300 ვინ მაგში სადაც ლულის რესურსი არის სადღაც 1000 გასროლა... 50 ტყვილად გაკეთებული გასროლა უკვე დანაკლისია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 7 2013, 01:14
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter

მე კი ვუთხარი, ჯერ "აბკატკის" გარეშე ნახე რა ჯგუფებს გააკეთებს და მერე ქენი მაგ შენი აბკატკა თქო, მაგრამ არ დამიჯერა : D ისე მაგ "აბკატკას" პლაცებო ეფექტი აქვს მსროლელზე და როცა არაფერს უშავებს, არც უნდა დაუშალო ადამიანმა : D : D

რესურსის ამბავში ოთხივე კიდურით გეთანხმები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 7 2013, 08:09
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Shooter @ May 7 2013, 01:05) *
შუკა გარდა ამისა ისე წმინდავს იარაღს რომ არაფერს გააფუჭებს ასე რომ მე წყნარად ვარ newsmile05.gif. თემა დავწერე თუ არა ლინკი მას გაუგზავნე. როგორც ვიცი ფორუმზე არ შემოდის, ჩემი აზრით დიდი დანაკლისია. მგონი 200 ტყვიაზე გაცილებით ნაკლები ისროლა newsmile045.gif

308-ში აბკატკა როგორც მინიმუმ არაფერს არ დაგიშავებს, მოგწონს, გააკეთე. 300 ვინ მაგში სადაც ლულის რესურსი არის სადღაც 1000 გასროლა... 50 ტყვილად გაკეთებული გასროლა უკვე დანაკლისია.



მე ველაპარაკე ამის წინ და 200 გასროლა გავაკეთეო ეხლა შედეგით კმაყოფილი ვარო კიუთხარი ტიკა ბედინგის და აპკატკის გარეშეც მშვენივრადი ისვრის ყუთიდანვე თქო მაგრამ არდაიშალა კონდახიც დააბედინგა და აპკატკაც გაუკეთა ამას დამატებული ძალიან მაგარი სკოპი და შედეგმაც არდააყოვნა ფოტოებიც მანახა აღფრთოვანებული მიყვებოდა სროლის ამბებს D.gif

ცუდია რომ ამ ფორუმზე არ შემოდის შუკა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 09:53
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ბედინგი გარეშე ნამდვილად შესანიშნავად ისვრის მაგრამ შორ პერსპექტივაში ბედინგი ნამდვილად კარგია.

გარდა ამისა შუკას თემა რომ დავხუროთ, მაგის კლასის მსროლელს მე პრაქტიკულად არ ვიცნობ და შესაბამისად მათი პირადი პრეფერანციები ეს ცალკე თემაა, ყველას თავისი ბზიკები აქვს ამ საქმეში ასეთ სიმაღლეებს რომ მიაღწევს. ეს სხვა და ცალკე თემაა.

მე უფრო ამ პოსტის კლიენტებში ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მწირი გამოცდილება აქვთ, რომელიც არ ცილდება ერთ ორ შაშხანას და რამდენიმე ათეულ ტყვიას newsmile045.gif

ლულა პირველი გასროლიდან იწყებს ცვეთას, და შესაბამისად იწყება სიზუსტის დეგრადაცია. ჩვენი ინტერესი კი არის რომ სანამ ლულა ჯანზეა მაქსიმალური რაოდენობა ზუსტი გასროლების გავაკეთოოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 7 2013, 10:37
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Shooter @ 7th May 2013 - 10:53) *
მაგის კლასის მსროლელს მე პრაქტიკულად არ ვიცნობ და შესაბამისად მათი პირადი პრეფერანციები ეს ცალკე თემაა,

როგორ არ იცნობ!?სადაც ადრე იყავი იქ არ იყვნენ კარგი მსროლელები??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 12:23
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა( T A M P L I E R @ May 7 2013, 11:37) *
როგორ არ იცნობ!?სადაც ადრე იყავი იქ არ იყვნენ კარგი მსროლელები??



მე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტები საზღვარგარეთ newsmile05.gif ვიგულისხმე ლაივში ვისაც ვიცნობ. ერთხელ გავიცანი საკამოდ ასაკოვანი ვეტერანი სნაიპერი, რომელსაც ენციკლოპედიური ცოდნა ქონდა სნაიპინგზე და საბრძოლო გამოცდილებაც, შსს-ს კადრი. გამიგია ერთი ორ მოანდირე-ბრაკონიერზე, რომლებიც კარგი მსროლელები არიან. ეს არის და ეს. ადამიანი რომელიც სკრიპკას ყიდულობს (დიდს და ძვირიანს) იმის იმედით, რომ ეგერევ სიმფონიებს დაუკრავს არ ითვლება.

არავისთვის განაჩენი არ გამომაქვს (მე თვითონ არ მაქვს არაფერი სატრაბახო სროლის ამ სეგმენტში) უბრალოდ მე ვარჩევ თავის საქმის მცოდნეს და ყველა დანარჩენს newsmile05.gif

არიან ალპინისტები რომლებმაც ევერესტი აიღეს და არიან ყველა სხვა ალპინისტები. ამის თქმა მინდა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი May 7 2013, 13:43
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Shooter @ 6th May 2013 - 23:59) *
ეფექტის მისაღწევად დააწუწოთ ლულას ახლად მოკლული ქალიშვილი... ქათმის სისხლი და თქვათ დოხ ტიბი დოხ ტიბი დოხ
newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif
ეგრეა რაა, ზოგი მაქამდეც მიდის ხოლმე, ნუ რეალში თუ არა გონებაში მაინც.... newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 7 2013, 14:27
პოსტი #10


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Shooter
გლუვლულიანებზე რას იტყვი, მაგნუმში რომ გეუბნებიან 50-60 ვაზნა უნდა გაისროლო რომ სისტემა მოჯდესო_?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 15:06
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(ნუკრიMax @ May 7 2013, 15:27) *
Shooter
გლუვლულიანებზე რას იტყვი, მაგნუმში რომ გეუბნებიან 50-60 ვაზნა უნდა გაისროლო რომ სისტემა მოჯდესო_?



ეგ უკვე სხვა თემაა ჩემი აზრით. მანდ უფრო კომპლექსური რამეები ხდება და ის რაც ხდება განსხვავდება იარაღის მოდელების მიხედვით.

მე თოფებზე ვერაფერს ვიტყვი, პისტოლეტზე ვიტყვი, რომ ე.წ. აბკატკა თვისობრივად გადის ე.წ. საიმედოობის ტესტში, როდესაც მფლობელი რწმუნდება, რომ მისი პისტოლეტი მუშაობს საიმედოთ. ზოგი მიდის და სანამ დაიწყებს პისტოლეტთან ვარჯიშს ისვრის ზედიზედ 200-300 ვაზნას (ამასაც ეძახიან აბკატკას) და რწმუნდება რომ პისტოლეტი მუშაობს (პისტოლეტი უნდა იყოს აბსოლუტურად საიმედო). ანუ რაღაც რაოდენობა გასროლების პისტოლეტი ტესტირების რეჟიმშია მანამ სანამ ისს გადაყვანილ იქნება იარაღების სიაში რომელსაც შეიძლება სიცოცხლე ანდო.

ზოგ პისტოლეტს (ძალიან ცოტას მე მეგულება 1-2) ინსტრუქციაში წერია რომ სანამ პისტოლეტი საიმედოთ დაიწყებს მუშაობას მას 100-200 გასროლა ჭირდება. მაგრამ პირველი პოსტიდან გამომდინრე, ბოლომდე ვერ იქნები დარწმუნებული რატომ გაჩნდა ეს მოთხოვნა. აქ ასე დარწმუნებით მე ვერ ვიტყვი, თუმცა ეს თემა იქნება სტატიის ფორმატში მალე ჩემ ბლოგზე და იქ დამატებით გამოვიკვლევ ამ თემას.

ზოგადად მგონია რომ აბკატკა თიოფებშიც არის ზედმეტი. თვისება თოფის 50 ვაზნი გასროლის შემდეგ ისევ და ისევ არ შეიცვლება უბრალოდ გავიგებთ ისვრის თოფი თუ არა.


ნუ რა უნდა მოჯდეს თოფში? რკინის დეტალების გეომეტრია არ შეიცვლება, ზამბარებიც არ დასუსტდება, მხოლოდ ჩემი აზრია რომ საიმედოობის ტესტირება იქნება თქვენი აბკატკაც newsmile045.gif

კარგი იარაღი მუშაობს პირდაპირ ყუთიდან, ყოველგვარი ნაპილინგის, გაუმჯობესებების და აბკატკების გარეშე. თორე ისე დაბრეცილი ნორინკოს ტტ-ს საკმარისი დრო და ენერგია დაახარჯო ისიც გახდება ზუსტი და საიმედო.

ცალკე უნდა განიხილოს თოფის დე-კონსერვაცია, ანუ ქარხნული საფოხების მოცილება, დაზეთვა და ექსპლუატაციისთვის გამზადება, მაგრამ ეს არ ითხოვს სროლას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 7 2013, 15:13
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Shooter
არ აქვს მნიშვნელობა ის ბრაკონიერია თუ არა ამ შემთხვევაში
თუ მხოლოდ შორს სროლაზე ვსაუბრობთ მე ვიცი რომ აქვს ადამიანებს კარგი შედეეგები სროლაში და დიდი ეჭვი მაქვს რომ იცნობ შენ მათ!
ციტატა(Shooter @ 7th May 2013 - 10:53) *
მაგის კლასის მსროლელს მე პრაქტიკულად არ ვიცნობ

ციტატა(Shooter @ 7th May 2013 - 13:23) *
ადამიანი რომელიც სკრიპკას ყიდულობს (დიდს და ძვირიანს) იმის იმედით, რომ ეგერევ სიმფონიებს დაუკრავს არ ითვლება.

რაც არ უნდა ძვირიანი სკრიპკა იყიდო თუ მისი გამართვა არ იცი და ის არ იცი როგორ გაუსვა და გამოუსვა ვერ მოხვდები ორკესტრში სულ დაბალ საფეხურზეც კი newsmile05.gif
და თუ კი წლების განმავლობაში ძვირიან სკრიპკებთან გაქვს კონტაქტი(ულიმიტოდ)და ცოტა გონებაც გიჭრის მაშინ მიაღწევ "კარგ" შედეგს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 15:25
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა( T A M P L I E R @ May 7 2013, 16:13) *
Shooter
არ აქვს მნიშვნელობა ის ბრაკონიერია თუ არა ამ შემთხვევაში
თუ მხოლოდ შორს სროლაზე ვსაუბრობთ მე ვიცი რომ აქვს ადამიანებს კარგი შედეეგები სროლაში და დიდი ეჭვი მაქვს რომ იცნობ შენ მათ!


რაც არ უნდა ძვირიანი სკრიპკა იყიდო თუ მისი გამართვა არ იცი და ის არ იცი როგორ გაუსვა და გამოუსვა ვერ მოხვდები ორკესტრში სულ დაბალ საფეხურზეც კი newsmile05.gif
და თუ კი წლების განმავლობაში ძვირიან სკრიპკებთან გაქვს კონტაქტი(ულიმიტოდ)და ცოტა გონებაც გიჭრის მაშინ მიაღწევ "კარგ" შედეგს!



ნიკოლოზ, დიდი ჭკუა არ არის საჭირო იყიდო ძვირიანი შაშხანა, დაარჭო ზედ უშველებელი ოპტიკა, კარგ ამინდში დადო იარაღი სოშკებზე და უკანა ბალიშზე, გაუტოლო ჯვარი სამიზნეს და სასხლეტს თითი გამოკრა. რაღაც რაოდენობა ტყვიების მერე მიებმევი მანძილს და სსამიზნეს და მორჩა გათავდა. ერთი 10 სამიზნიდან ერთი გამოდგება ინტერნეტში გამოსაფენად. მე ვიცი შემთხვევა ტიპი მოვიდა შეჯიბრზე და იქვე აუწყვეს შაშხანა, აუხსენს შესწორებები და ტიპმა 1000 იარდზე სროლაში აიღო მესამე ადგილი.


საინტერესო იწყება როდესაც არც საყრდენი გაქვს და პირობები არ არის იდელაური ან არის რთული. მე ვნახე ჩემი თვალით რთულ პირობებში როგორი ჯგუფი დასვა კაცმა 700 მეტრზესამასრვით ეს მაშინ როდესაც ისინი ვიზეც მინამიოკებ გამოაცხადეს რომ 500 მეტრის ზევით .308 კვდება newsmile045.gif

ყველა მსროლელი ჩემთვის ძმა არის მაგრამ ჭეშმარიტი მსროლელი მთელი ცხოვრება არის სტუდენტი, ამიტომაც პროფესორების რომლებიც ერთ გასვლაზე სამ ნახევარ ვაზნას ისვრიან მე არ მჯერა და ჩემთვის ავტორიტეტი ვერ იქნებიან newsmile05.gif

ეს განცხადებები 500 მეტრიან ლიმიტზე და აბკატკებზე ადასტურებს რომ მაგათ კიდე დიიიიიიიდი გზა აქვთ გასავლელი. ისევეე როგორც მე რა თქმა უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი May 7 2013, 15:35
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ჩემი თემა არის პისტოლეტები და 10 წელია მე მაგ თემაში ვარ. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ერთმა კაცმა მოიტანა დატუნინგებული გლოკი, ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული აგრეგატი, ხელში აღებისთანავე დავსვი სამი დიაგნოზი პრობლემებს რაც ამ პისტოოლეტს ჭირდა. სროლისას სამივე დიაგნოზი დადასტურდა და ეხლა რამდენიმე დღის წინ, მივხვდი რომ ეტყობა რაღაცა მაინც გამეგება პისტოლეტებში newsmile05.gif ამით იმის თქმა მინდა რომ ნაკლები დრო უნდა ეთმობოდეს ფორუმებზე წერას და მეტი დრო საკითხის საფუძვლიან შესწავლას და პრაქტიკას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 7 2013, 15:37
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კი იცი ის მონადირე ბრაკონიერი რა პირობებიდანაც ისროდა და რა შედეგბიც ჰქონდა!
იმედია იმას არ ფიქრობ რომ სანადიროთ ალესილებში უკანა ბალიშები და პრიბამბასები დააქვს!
მე მისი პირიდან და პოსტებიდან არ გამიგია რომ 308-ით 500-მეტრს ვერ გასცდები!პრინციპში არც არავისგან!
ამის დადასტურებად კი მისი ტიკან 308იდან 900-1000-1200- ნასროლი მინახია.და გამიგია რომ ბევრად კარგი შედეგებიც უჩვენებია!
ასე რომ კარგზე კარგი მსროლელი არ დაილევა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 14:11