IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

განცხადება: ახლად დარეგისტრირებული წევრებისთვის
გიორგი
ახლად დარეგისტრირებული წევრებისთვის 


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარეობა: ტიფლისი
წევრი №: 240



პატივცემულო ახლად დარეგისტრირებულო წევრებო,

იმის გამო, რომ თქვენი მხრიდან, ხშირად ხდება ერთი და იგივე კითხვის დასმა ფორუმზე, რაც თავის მხვრივ იწვევს ერთი და იმავე კითხვებზე ერთი და იგივე პასუხების გაცემას, გთხოვთ სანამ რამეს დაპოსტავთ გადაიკითხოთ ეს თემა.

>> ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს გამოკითხვა: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=236

>> კარგი იქნება თუ თქვენი პირველი პოსტი დაიწყება მისალმებით ამ თემაში http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15

>> ნუ აოფებთ - ანუ ნუ დაპოსტავთ იქ სადაც მოგიხვდებათ.... დააკვირდით იმ თემის შინაარს, სადაც პოსტავთ. ასეთ ქმედებას ქვია გაოფება, ხოლო ოფები თავის მხრივ მატებს სამუშაოს ადმინისტრატორებს და მოდერატორებს. ანუ ზედმეტად უწევთ თქვენი ოფებისგან თემის დასუფთავება

>> სანამ რაიმე კითხვას დასვავთ რომელიმე თემაში, ჯერ ეგ თემა გადაიკითხეთ თავიდან - შეიძლება აღნიშნულ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია

>> გადახედეთ ფორუმს, სანამ ახალ თემას გახსნით - შესაძლებელია, ასეთი თემა უკვე არსებობს.

>> ფორუმის ინსტრუმენტების გამოყენება (მესინჯერი, სურათის/ვიდეოს ატვირთვა და სხვა მრავალი საკითხი) აღწერილია ამავე განყოფილებაში http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=4, მეზობელ თემებში

>> გინებისა და პირმყრალობისგან შეიკავეთ თავი - ფორუმზე ქალბატონები არიან და ეცით მათ პატივი. ("ტრაკზე" ცენზურა არ ვრცელდება )

>> პატივი ეცით სხვა ფორუმელებს და მათ მოსაზრებებს.

>> გაითვალისწინეთ ასევე, რომ ყველა პოსტს კითხულობს და თვალყურს ადევნებს ჩვენი ყველაზე მოხუცი და საპატიო წევრი - ქალბატონი გუგული. იმედია მის უკმაყოფილებას არ დაიმსახურებთ

>> ფორუმზე სასტიკად აკრძალულია ბრაკონიერული მეთოდით ნადირობის და თევზჭერის თემების წამოწევა, განხილვა და პოპულიზაცია.

>> ყველა ახლად დარეგისტრირებულ წევრს ენიჭება სტატუსი ბრაკონიერი, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ !!! სტატუსის შეცვლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურობთ ფორუმზე და რა თქმა უნდა ქალბატონი გუგულის კეთილგანწყობაზე

>> წერეთ ქართულად ! ლათინური ასოებით აკრეფილი ტექსტის კონვერტირების ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ ამავე განყოფილებაში, მეზობელ თემებში.


პატივისცემით,


გიორგი
Go to the top of the page
 
მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 15:19