საქართველოს კანონი ნადირობის შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
საქართველოს კანონი ნადირობის შესახებ, პროექტი
ჯოლა
პოსტი Jul 28 2016, 23:10
პოსტი #16


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



dima71
რაც კანონპროექტში წერია, განხილვას და დახვეწას საჭიროებს. იმის გამო გამოვფინეთ სააშკარაოზე, რომ ყველამ ნახოს და აზრი გამოთქვას. თუ ინერტულები ვიქნებით, პირველი სახე კანონად გადაიქცევა. თუ მოვინდომებთ ბევრი რამე შეიცვლება. მოკლედ, წავიკითხოთ გავიაზროთ და შევასწოროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Jul 28 2016, 23:17
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო და .. მეც მაგიტომ გამიჩნდა კითხვები და ვსვამ,..კონსულტაციები დაწყებულია? ვინმე ,,ოჩოდან " იღებს მონაწილეობას რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ? .. გეთანხმები რომ აქტიურობა საჭირო და აუცილებელია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Jul 28 2016, 23:43
პოსტი #18


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რატო ? ლეგიტიმაცია რომ შევმატოთ ? და მონადირეებთან დიალოგის შედეგად მიღწეული კონსენსუსის ნაყოფი დავარქვათ ? ვის ჭირდება ეს კანონი ? ვისი ინიციატივაა ? ან ის სიმახინჯე იარაღის კანონი რატო უნდა მიეღოთ ? ჩაკვდა იარაღის სამყარო...... ან ყველა ფორუმი რატო ამტკიცებს ეს ასეა და სხვანაირად ვერიქნებაო ?


ძალიან მიყვარს ეს ფორუმი. წლები მაგრად ვერთობოდი აქ. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი .....

ჯერ იარაღის კანონი მერე ეს ნადირობის კანონი.... ეს ყველაფერ არმომწონს უჩემოდ გააგრძელეთ. არმინდა ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი ვიყო, პროტესტი მიჩნდება. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველაფრისთვის... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Jul 29 2016, 00:11
პოსტი #19


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნება თქვენია,.. როგორც ზემოთ ითქვა პროცესი დაწყებულია და პატარძალსაც არ აცდებაო და ამითომაცაა გამოტანილი საფიხვნოზე რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს!!

ბლექ -ხასან გვითხარ რამე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 29 2016, 09:55
პოსტი #20


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემი აზრი ასეთი: საერთოდ რაიმე კანონი ან კანონში ცვლილება რომ შედის რაიმე კვლევაზე ან ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული, არავითარი კვლევა და მონიტორინგი არ ტარდება გარეულ ცხოველთა თუ ფრინველთა პოპულაციაზე საქართველოში. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, კოორდინაცია და თანამშრომლობა არ მიმდინარეობს ამ სფეროსთან და მაშთან დაკავშირებულ შესაბამის ორგანიზაციებსა და კავშირებთან. მასზედ რომ ერთადფ ხდებოდეს ამა თუ იმ საკითხზე საერთო აზრის შეჯერება და შემდგომში მოქმედება შეთანხმებულად და არა ცალკეული ორგანიზაციებისა თუ კლუბების თავიანთი ნააზრევის თავზე მოხვევა. რამოდენიმე ქვეყნის მაგალითი ვიცი ყველა სტრუქტურა ვინც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ თემასთან კოორდინირებულად მოქმედებენ, მაგალითად ფინეთში ვისაც ტყის მასივი ან სასოფლო სამეურნეო ან და სამონადირეო მეურნეობები აქვს არენდით აღებული (მათ შორის მიწის კერძო მესაკუთრეები) თანამშრომლობენ სამონადირეო და მეთევზეთა კლუბებთან , რათა გააკონტროლონ პოპულაციები და ბრაკონიერები, ამასთან გარემოსდაცვითი შესაბამისი სამსახური ავალდებულებს მათ ( შესაბამისი კანონით) ითანამშრომლონ აღნიშნულ კლუბებთან და კავშირებთან რაც მათ ინტერესშიც შედის. აგრეთვე არავის არ აქვს უფლება აუკრძალოს ნადირობა მონადირეს (თუ ეს ადგილი შედის სამონადირეო არეალში) იმის გამო რომ ის მისი საკუთრებაა. მეტიც სადაც დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკებია არ იკრძალება გადამფრენ ფრინველზე ნადირობა (მაგალითად როგორც კოლხეთის ეეროვნული პარკია სხვა სახეობებზე ნადირობა აკრძალილია გარდა გადამფრენი ფრინველისა ან და გაზრდილი პოპულაციის ამოღებისა) ჩვენთან 90 % დაცულ ტერიტორიაში შეიყვანეს და აკრძალეს ყველაფერზე ნადირობა. ასე რომ ეს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მეწარმეები, ბიზნესმენები, გარემოსდამცველები, მონადირე-მეთევზეები და სხავა ყველა მოგებული და კმაყოფილი რჩება.

ჩემი აზრია: სანამ ყველა ამ თემასთან დაკავშირებული შესაბამის ორანიზაციები, კლუბები, შპს ები და ასე შმდეგ არ დასხდებიან ერთად და არ მოხდება ყველა საკითხების ერთობლივად გავხილვა და შეჯერება მანამდე მე პირადად არც ართ კანონს და ცვლილებას არ ვმხრობი ( მარტივი მიზეზის გამო რომ ის ვერანაირად ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და სწორი)

აქვე ღიად მოგახსენებთ თუ ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდა და ყველაფერზე ფაქტიურად აიკრძაკლა ნადირობა ( ეგრე გამოდის, იხვს აწი ეზოში თუ ვესვრი ჩავდებ ჩემს თოფუკაში ორ ვაზნას როგორც ზემოთ გვითითებენ და მიდი ) მე როგორც პოლიციელები და ჩინოვნიკები გავაპრავებ ნადირობებს ( რათქმაუნდა ყველაფერზე არა მე ჩემი მორა ლი და კოდექსი მაქვს სუ არ მინდა ამათი კანონი ისედაც ვიცი რას ვესროლო და რას არა ) და კი გავერთობი აბა... ochom-dagchipos.gif

პ.ს განა მაგაზეა მარა სადღაც მაგაზეც არის newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 29 2016, 10:54
პოსტი #21


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(dima71 @ Jul 29 2016, 00:03) *
და.. ვინ უნდა შექმნას ეს ფედერაცია?.. ან რა კრიტერიუმით უნდა შეირჩნენ ადამიანები ვინც ამას დააფუძნებენ?... ახლა გუგლში ჩავწერე და .. დარეგისტრირებულია ,, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია"???.. წერეთელზეა 118_ში ...


ნელნელა ვეცდები ყველას გავცე პასუხი. არსებული ფედერაცია არაფერი შუაშია რაც შეიქმნება იმასთან

ფედერაციას შექმნიან მონადირეები და არა სახელმწიფო.

პრინციპი იქნება ყველა კლუბს ეყოლება დელეგატი არჩევისას

ვინც კლუბის ან მსგავსი ორგანიზაციის წევრი არ არის შეუძლია დაესწროს როგორც საინიციატივო ფგუფის წარდგენილი წევრი. უფრო სწორედ 70-80% საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი იქნება

ყრილობა აირჩევს ფედერაციის თავმჯდონარეს და გამგეობას.

ანუ იქმნება სრულიად ახალი ორგანიზაცია, რომლის არჩევაშიც სახელმწიფო არ ერევა და სახელმწიფო აფინანსებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 29 2016, 11:02
პოსტი #22


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(assassin29 @ Jul 28 2016, 19:20) *
ვინ დაწერა იქნებ დამაკავშიროთ უნდა ვკითხო შიგ ხო არააქვს


ეს დაწერა გერმანულმა ჯგუფმა, GIZ ის ხელშეწყობით. რაც შეეხება სურვილს კითხვის დასმაზე დააგვიანე. უკვე დავუსვით newsmile045.gif

ეს არის შავი ვერსია, ჩონჩხი. აქედან 80% პროცენტი პუნქტების შეიცვლება ან სახეს იცვლის. ან გაუქმდება

ჯერ სამინისტრო განიხილავს, სადაც იმმედია კომისიაში მეც ვიქნები

შემდეგ მონადირეთა ჯგუფებს წარუდგენენ. ყველა კლუბი იქნება ინფორმირებული, ასევე თუ ვინმეს საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

და ბოლო ეტაპი პარლამენტია. აი მად კი არ ვიცი რა იქნება shiverr.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 29 2016, 12:05
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(Chalimgela @ 29th July 2016 - 12:02) *
ეს დაწერა გერმანულმა ჯგუფმა, GIZ ის ხელშეწყობით. რაც შეეხება სურვილს კითხვის დასმაზე დააგვიანე. უკვე დავუსვით

მადლობა ჯიგრები ხართ D.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 29 2016, 13:24
პოსტი #24


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კონსულტაციები მიდის და რათქმაუნდა ოჩოდანაც არიან წარმომადგენლები.
დაახლოებით 20 კაცი იყო სხვადასხვა კლუბებიდან, აქედან სამი ოჩოპინტრეს წარმომადგენლები.

ქსოვრეთელი
შენ გგონია რომ ჩვენ მოგვწონს რაც ვითომ კანონად მოგვაწოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიძახით, არ მომწონს და უჩემოდ გააგრძელეთო, პირიქით, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში და დამერწმუნე, თუ არა ჩვენ, კანონს ადრე თუ გვიან მიიღებენ (მისაღებიცაა ნადირობის კანონი, თუ ცივილურ ქვეყანაზე გავქვს პრეტენზია) და უნდა დაიწეროს ისეთი კანონი, როგორიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ქართულ რეალობას. ამ სამომავლო საქმეში, თუ მონაწილეობა არ მიიღე და მაქსიმალურს არ მიაღწიე, მერე გვიან იქნება, ასე რომ ეხლა ერთად დგომა და გონივრული მოქმედებაა საჭირო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მალხაზი 1984
პოსტი Jul 29 2016, 13:25
პოსტი #25


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 29-February 16
ნიკის ჩასმა
ციტირება



უპირველესი რაც ალბათ ყველას ცუდად მოხვდა გულზე ტყვიის შემცველი ვაზნებით ნადირობის აკრძალვაა...(რაც საქართველოში არსებული იარაღების ალბათ 99%-ის უფუნქციობას განაპირობებს). მეორე ნახევრადავტომატურ იარაღში ორზე მეტი ვაზნის არგამოყენება...(ამ შემთხვევაშიც ნახევრადავტომატების ფუნქციის სრული დაკარგვაა). ამ ორ საკითხზე მსჯელობაც კი არ უნდა იყოს და არც უნდა განიხილებოდეს. ეს ყველა მონადირეს უდიდეს მატერიალურ ზიანს მიაყენებს და ამას ყველა ორგანიზაცია და მთავრობაც უნდა ხვდებოდეს... დანარჩენზე კი მონადირეთა მონაწილეობით და აზრის გათვალისწინებით კიდევ შეიძლება მოხდეს რაღაც ცვლილებები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 29 2016, 13:30
პოსტი #26


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მალხაზი 1984

ვაზნების რაოდენობა და შემცველობა ნაკლებად მადარდებს, მაგ მუხლის გასვლის შანსი ფაქტიურად ნოლია.
კანონის დახვეწის და განახლების პროცესზე მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რამე არ გაგვეპაროს, თორემ ერთი თუ მოეწერა ხელი, მერე ძალიან ძნელი იქნება შეცვლა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Ika Exs
პოსტი Jul 29 2016, 13:36
პოსტი #27


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 194
რეგისტრ.: 4-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Poti



მალხაზი 1984

გეთანხმები

ამ ჯერ არ დამტკიცებული (განსახილველი) კანონის მიხედვით ნახევრადავტომატური ვისაც აქვს ფუნქციას დაკარგავს და იმპორტიც შეწყდება ეგეთი იარაღების საქართველოში. მოკლედ ჩამოვრჩებით იარაღის მრავალფეროვნებას და ინტერესსაც დაკარგავს ჩვენში ამა თუ იმ ბრენდების ინოვაციური საქონელი, რომლის ხილვითაც ეხლა ვტკბები და ვოცნებობ ყიდვაზე. ეს პირველ რიგში ამოსაღებია მაქედან და შემდეგ დანარჩენი კიდე რამოდენიმე პუნქტი. ხოლო ნადირობასთან დაკავშირებით კანონები აუცილებლად უნდა იყოს, ვეთანხმები თუ ცივილიზაციისკენ წინსვლა გვინდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 29 2016, 14:54
პოსტი #28


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგ გერმანელებს რო კითხავთ "შიგ ხო არა გაქვთო" მერე ისიც კითხეთ გერმანიაში მარტო ორლულიანებით ნადირობთთქო .... xexe.gif Shooting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 29 2016, 16:49
პოსტი #29


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გერმანიაში ფოლადის ტყვიებით ნადირობა ნებაყოფლობითია, და არა სავალდებულო... პლიუს ამას, ტყვია ძვირდება ფოლადის საფანტზე, მსგავსი ტყვია კარგია, ეკოლოგიურად სუფთა, შორს მიაქვს და სიზუსტეც მეტია, მაგრამ ყველა თოფზე არ არის გათვლილი, ასე რომ ჯერ ჯერობით დაძალება არ გამოუვათ...
ნახევრად ავტომატზე კი აფსურდია, მემგონი არცერთ ქვეყანაში 2 ტყვიის ლიმიტი არ არსებობს...
ან როგორ უნდა გააკონტროლო?
მძინარეს თუ წაგადგება გედეი მინდორში, ისიც ფეხზე უნდა გეძინოს და 5 ტყვია გედოს თოფში, თან ცალთვალა იყო და სულ მარცხნივ იყურებოდე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Jul 29 2016, 17:56
პოსტი #30


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნუკრიMax
კანონის ეს ,,ჩერნავიკი" გასაგებია მაგრამ.. რა მაინტერესებს იცით? ... სექტემბერში თითოეულ პუნქტის გავლა- განშლა თქვენთან ერთად უნდა მოხდეს თუ ისე ,,გამოაცხობენ" და მერე ფაქტის წინაშე დაგაყენებენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:56