ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების შენახვის წესები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების შენახვის წესები, მიმდინარეობს იარაღის და ვაზნების შენახვის შემოწმება!!!
Misha Perajka
პოსტი Nov 19 2010, 08:42
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 85
რეგისტრ.: 5-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia.



მოგესალმებით ჩემო კეთილო ადამიანებო. იმედია ეს თემა სათანადო ადგილზე გავხსენი. თუ არა და ადმინს ვთხოვ მიუჩინოს ადგილი newsmile05.gif საქმე იმაშია, რომ როგორც შევიტყვე მიმდინარეობს უბნის ინსპექტორების მიერ რეგისტრირებული იარაღის და ვაზნების შენახვის შემოწმება. გუშინ ჩემ ძმასთანაც ყოფილან, კარგია რომ სეიფში ინახავს ჩემსავით თუ რამე გააჩნია. უკითხავს პოლიციელისთვის, რომ არ ყოფილიყო სეიFში რა იქნებოდაო? პოლიციელის პასუხი ასეთი იყო: დაგაჯარიმებდითო, რაოდენობა არ უთქვავს.

შეიძლება თქვენც გქონდათ უკვე ასეთივე შემოწმება, მაგრამ მე მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალე ეს თემა გამეხსნა ინფორმაციის მიზნით.
სახლში იარაღი სეიფებში შეინახეთ, მიმდინარეობს შემოწმება!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Nov 19 2010, 08:58
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია, რომ გაგვაფრთხილე. ჩემთანაც იყვნენ რამდენჯერმე, ოჯახის წევრებს იარაღის შენახვის ნებართვა მოსთხოვეს, მაგრამ ჩემი არყოფნის გამო არაფერი შეუმოწმებიათ. სწორიც არის ეს ყველაფერი. ხალხი უნდა მიეჩვიოს ელემენტარულ წესებს. ნებით არ იზამ? გაიძულებენ. ეს მეთოდი ამართლებს უფრო ვიდრე თავისთავადი კანონმორჩილება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Nov 19 2010, 09:27
პოსტი #3


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პოლიციელის პასუხი ასეთი იყო: დაგაჯარიმებდითო

ფული რა გზით შეიტანონ ბიუჟეტში იმაზე ფიქრობენ, სხვა არაფერი აინტერესებთ..... როგორც აქ გავიგე მაგის კანონი არ არის ჯერ დაზუსტებული , რამ დააცოფათ ?????? მე ვეთანხმები რომ იარაღი სეიფში უნდა ინახებოდეს , მაგრამ იქნებ ჰობი მაქვს იარაღის შეგროვების , მთელი სახლი სეიფად უნდა გადავაკეთო????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani_200
პოსტი Nov 19 2010, 09:28
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 29-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ეს იმფო ნამდვილად საინტერესო არის მაგრამ იქედან გამომდინარე რომ შალითაში(კაბურაში) აქვს ადამიანს შენახული რამე პრობლემა იქნებაა ,თან ერთი თხოვნამაქვს იქნებ ვინმეს ჰქონდეს ისეთი იმფორმაცია სადაც სეიფებთან დაკავშირებითაა საიტი და ფასებიც ეწერება . დარწმუნებულივარ ყველას არექნება სეიფი სახლში newsmile05.gif




ეს რათქმაუნდა ხუმრობით თუ სიმართლით მაგრამ ჩაკეტილი კარადა არასრულებს სეიFის მოვალეობაას მგონი კანონში ცვლილება უნდა მოხდეს newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Misha Perajka
პოსტი Nov 19 2010, 09:38
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 85
რეგისტრ.: 5-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia.



კანონში არსად არის ნახსენები რკინის კარადა (სეიფი) ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. ყოველშემთხვევაში მე რაზეც ხელი მიმიწვდა იმ კანონში. თუ ვინმეს ხელი მიუწვდება რამე ახალ ვერსიასთან; ჩემი თხოვნა იქნება რომ, დადონ.

თავი III
იარაღის შენახვის წესი

მუხლი 10. (22.12.2008 N 613)
1. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამის ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

მუხლი 11.
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სასპორტო პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვით საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 19 2010, 09:44
პოსტი #6


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს ტემა უკვე არის აქ სადღაც, მეზარება ახლა ნახვა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ, რკინის სეიფში შენახვის აუცილებლობა რა რასებობს, და ვერც ვერავინ ვერავის ვერ დააჯარიმებს


მთავარია, იარაღი არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას და საბრძოლო მზადყოფნაში

თავი III
იარაღის შენახვის წესი

მუხლი 10. (22.12.2008 N 613)
1. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში არსებულ ცეცხლგამძლე ლითონის კარადაში, რითიც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღის აღრიცხვიანობისათვის (იარაღის საცავიდან გატანა-შემოტანისათვის) უნდა წარმოებდეს სპეციალური ჟურნალი, რომელიც იქნება აკინძული და დამოწმებული შესაბამის ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

მუხლი 11.
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სასპორტო პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვით საამისოდ მოწყობილ სათავსოებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.

აქ არსად არის ნახსენები რკინის კარადა, გარდა ამ მუხლით გატვალისწინებული იარაღისა:

მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს; (15.07.2008 N 227 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს; (26.03.2010 N 2869)
დ1) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს; (12.06.2009 N 1184)
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; (27.04.2010 N 2988)
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; (4.05.2010 N 3055)
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;
პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის




წითლად მონიშნული და ხაზგასმით აღნიშნული ის ორი წინადადება ერევათ ერთმანეთში და ჭორებს ავრცელებენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Misha Perajka
პოსტი Nov 19 2010, 09:53
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 85
რეგისტრ.: 5-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia.



ციტატა
წითლად მონიშნული და ხაზგასმით აღნიშნული ის ორი წინადადება ერევათ ერთმანეთში და ჭორებს ავრცელებენ


Davitus,
საქმეც მაგაშია, კანონის მოთხოვნილება ერთია და მათი მოქმედება მეორე. ცხადია რომ ამოწმებენ, ჯარიმას რომ გამოწერენ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი წვალება დაჭირდება კაცს იმ ჯარიმის გასაუქმებლად. თუ დიდი არ იქნება ჯარიმა შეიძლება ხალხმა გადაიხადოს, უბრალოდ ნერვებისა და დროის ხარჯვას მოერიდოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 19 2010, 10:05
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ასე რომ იარაღი კარადაშიც რომ გქონდეს, თუ კარადა იკეტება დაერხა ჯარიმას. ხოლო ის, რომ იარაღი უსაფრთხოთ უნდა ინახებოდეს ეს ყოველი ჩვენთაგანის ინტერესია.
ალბათ ცალკე თემაა რასაც ზახარა
ციტატა(zaxara @ 19th November 2010 - 10:27) *
მაგრამ იქნებ ჰობი მაქვს იარაღის შეგროვების , მთელი სახლი სეიფად უნდა გადავაკეთო????
შეეხო. მართალია, იქნებ კოლექციონერი ვარ და სახლში სტენდი მაქვს მოწყობილი. თავისთავად იარაღი აწყობილ მდგომარეობაში იქნება. მაგრამ არ უნდა იყოს საბრძოლო მდგომარეობაში (ანუ გატენილი) და თანაც ეხლა ხომ იყიდება სასხლეტის დამკეტები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani_200
პოსტი Nov 19 2010, 10:05
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 29-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



მიშა მაგაში ნამდვილად მართალიხარ შეიძლება კაცმა თქვას პატარა ჯარიმაზე გადავიხდიო მაგრამ მგონი თვითონვე უნდა გაითვალისწინონ ის რომ ადამიანს როდესაც აქვს 5 იარაღი მინიმუმ მაინც სახლში აშკარად დიდი რკინის ყუთის დადგმა მოუწევს და ცოტა არიყოსდა არმიმაჩნია მიზან შეწონილად ისეთი კანონი რომელიც გავალდებულებს სახლში რკინის ყუთი შეიტანო და დადგა, რკინის კარადა იქნება თუ ხის შკაფი მთავარია ჩაკეტილი იყოს რომ ვერ აიღოს სხვა ადამიანმა .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Nov 19 2010, 10:06
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რაც შემთხვევით გასროლას გამორიცხავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 19 2010, 10:10
პოსტი #11


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ ჩემთანაც იყვნენ მოსულები. გამოვკითხე. აუცილებელი პირობაა რომ იარაღი იყოს გასაღებით დაკეთილ სათავსოში. და გასაღები არ უნდა იყოს სახლში. შეიძლება სათავსო იყოს ხის მდფ ის რკინის ალუმინის. ანუ დაკეტილი. ზოგან კი ჭედავენ რკინისო, მაგრამ მაინც წერენ ოქმში რომ პრობლემა არ იყოო. მოკლედ მთავარია ჩაკეტილში იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 19 2010, 10:15
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(ღლიღვა @ 19th November 2010 - 11:05) *
იქნებ კოლექციონერი ვარ და სახლში სტენდი მაქვს მოწყობილი. თავისთავად იარაღი აწყობილ მდგომარეობაში იქნება. მაგრამ არ უნდა იყოს საბრძოლო მდგომარეობაში (ანუ გატენილი) და თანაც ეხლა ხომ იყიდება სასხლეტის დამკეტები

კოლექციონერი თუ ხარ ერთი დაცული სტენდიც მიაყოლე ბარეღავ და ეგ არის რა ნახევარი თოფის ფასი დაგიჯდება newsmile045.gif

ციტატა(Giorgi @ 19th November 2010 - 11:10) *
და გასაღები არ უნდა იყოს სახლში.

რა მაგარია ყოველ ნადირობაზე მეზობელთან რო უნდა იარო, გასაღები მათხოვე რააა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 19 2010, 10:21
პოსტი #13


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(feroni @ Nov 19 2010, 11:15) *
რა მაგარია ყოველ ნადირობაზე მეზობელთან რო უნდა იარო, გასაღები მათხოვე რააა newsmile035.gif

შენ იხუმრე და, ძია გენოსთან რომ დარეკეს ამან უთხრა მე არ მცალია, გასაღებს ცოლს დავუტოვებ და თქვენით ნახეთო და ინსპექტორმა უთხრა, მაგაზე ხალხს ვაჯარიმებთო.

ანუ საოხრეზე უნდა გამოვიბათ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levani_200
პოსტი Nov 19 2010, 10:25
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 29-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



newsmile035.gif newsmile035.gif ეგკიარა მეიმას ვფიქრობ მეთვითონაც თუ სახლშივარ და მაშინ მოვიდნენ გასაღებიც ხომ სახლში იქნება და მაგდროს რაპასუხი უნდა გავცე გარაჟში დავტოვე გასაღები ჩავალ ამოვიტანთქოო newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 19 2010, 10:31
პოსტი #15


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხო კიდევ. რომ მოვიდა შეამოწმა ჯერ მართლა დაკეტილი იყო თუ არა. გასაღები ჯიბაშიიიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 14:39