თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გადარჩენის ხელოვნება, მედიცინა _ პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში

პოსტის ავტორი: 919 Jul 28 2009, 17:38

მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს newsmile05.gif

ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა
ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა
გამიზიარეს.
გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ).
ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი.
რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა.
სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია
მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე
(ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად).
ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში.
არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან.
ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული)
ვიშნევსკის მალამოს სახით.
პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა.
10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე.


ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი.
ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია.
ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე.
კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ.
ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90

პოსტის ავტორი: ნოდარიძია Jul 28 2009, 18:33


ძალიან საინტერესოა ხშირად ვხვდებით უდაბნოსკენ გიურზებს

მაგრამ
"სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე "
ამაში რას გულისხმობთ 1მგ/1კგ-ზე??? თუ 10კგ-ზე?


პოსტის ავტორი: 919 Jul 28 2009, 20:17

ნოდარიძია

როგორც დანიშნულებაში წერია მწვავე ალერგიული რეაქციის თუ ანაფილაქტიკური
შოკის შემთხვევაში 20-40 მგ ანუ 1-2მლ 2% ხსნარისა. მაგრამ ეს არა გიურზის ძლიერი
შხამის შემთხვევაში... თუ 80კგ-იან ადამიანზე საშტატო ალერგიის დროს 40 მგ-ს იმეტებენ
(0.5 მგ/კგ-ზე) 4 ფეხაზე კი გველის კბენის შემთხვევაში 1მგ/კგ-ზეა ანუ 2მაგი დოზა.
ანუ თუ ძაღლი იწონის 20 კგ-ს ე.ი. 20 მგ ანუ 1 მლ 2% ხსნარი უკეთდება)

პირველ პოსტში!
მაპატიეთ ვიშნევსკის მალამოზე. ჰიპერტონიული კომპრესი ან მალამო ვიგულისხმე.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 28 2009, 21:41

919
ადამიანის შემთხვევაში როგორ ხდება, შველის ეგ 3 კომპონენტი? (პირველადი დხმარების ამბავში)

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 28 2009, 22:57

მე ალერტეკს, ნოშპას და დეგსამეტაზონს დავათრევ ხოლმე სხვა წამლებთან ერთად და ეს ათროპინი რა დანისნულების არის?

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 00:56

ზახარა
ჩელე
ადამინსაც შველის, როგორც წესი თუ პანიკიორი თანმხლები პირი შემთხვევით კარტეჩს არ დაახლის დაკბენილ მეგობარს. newsmile035.gif
ათროპინს გააჩნია სპაზმალიტიკური თვისება - ამცირებს გლუვი მუსკულატურის ტონუსს
მუცლის ღრუს ორგანოები და ბრონქები, არის ალკოლოიდი და ასე შემდეგ...
ამასთანავე ათროპინს ხმარობენ ფოსფორშემცველ შხამების ანტიდოტად, გიურ8ის შხამი კი შეიცავს რიგ ფოსფორშემცველ-ფერმენტს.
დაიმახსოვრეთ, შხამის გავრცელება ხდება უფრო ლიმფური სადენებით და არა სისხლ9არღვების
მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჟგუტის დადება, ნაკბენის გაკვეთა, დენთით მოწვა - სისულელეა და დანაშაული!
მთავარია, დვაწვინოთ დაზარალებული და გადავიყვანოთ მწოლიარე მდგომარეობაში.
სიკვდილიანობა უდრის 10%-ს. ანუ არ დაუშვათ პანიკა და იმისთანა იდიოტური მკურნალობა, როგორიც არის
ალკოჰოლის მიღება, ამ შემთხვევაში წერილი დი-ეიჩ-ელის სისწრაფით გაიგზავნება. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 29 2009, 01:20

ვააა..ეს მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა...ესეიგი..ჟგუტი, სისხლის გამოწოვა, მოწვა და ეგეთები..სულ ტყუილი და კვერცხობაა????...ისე საინტერესოა..დაკბენიდან რამდენიხანი აქვს ადამიანს გადარჩენის შანსი.(ესეიგი რამდენის დაგვიანებაა შესაძლებელი მაქსიმუმ)

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 29 2009, 08:28

919
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
ცოტა უხერხული კითხვააა,მაგრამ პროფესიას რომ ვერ გაგვიზიარებთnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 29 2009, 09:29

ნოსო
ნაექიმარია newsmile05.gif

919-ს სახელია გიგა, ბევრ სდაინტერესო რამეზე შეუძლია საუბარი, ასე რომ გამოიყენეთ newsmile045.gif


919
გიგა ამ განყოფილებასაც იქნებ გადახედო newsmile05.gif
http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=46

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 14:09

ლევანი
ნოსო

რაც პროფესიას შეეხება, განათლებით დიპლომირებული სამრეწველო დი8აინერი ვარ.
პაპა ჩემი სამხედრო ექიმი რადიოლოგ-ტოქსიკოლოგი იყო, მამა ექიმი, ბი9ა სამხედრო ექიმი და ასე შემდეგ.
მანამდე,14 წლიდან ვიდექი საოპერაციო მაგიდასთან ექსპერიმენტალურ სისხლ9არღვთა ქირურგიაში,
შემდეგ ვსწავლობდი სსრკ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო უმაღლესში.
1992 წელს (ომობანა) გარიცხული ვიყავი უმაღლესიდან თბილისში ყოფნის გამო, რათა ვეხმარებოდი მეგობრებს და საერთოდ
თანამემამულეებს (საველე ქირურგიის კუთხით). ბოლოს არ აღმადგინეს - ჩერნოჟოპი.
რაც კომპეტენტურობას ეხება, არასოდეს არ ჩავერევი სხვის საქმეში (თუმცა ჩემში ყველა ერევა).
მაგრამ თუ ადამიანს შველა ჭირდება და ექიმი ახლოს არ არის, შევეცდები უ8იანოდ მივიყვანო კომპეტენტურ პირამდე
მანამდე კი გაუწიო პირველი დახმარება (კვალიფიციურად).

ახლა რაც ლევანის კითხვას შეეხება:
გიურის შხამი, მარტივი ენით იწვევს სისხლის შედედებას, სისხლ9არღვების კედლების დაიანებას.
ახლო მდებარე ქსოვილების დანეკროებას ანუ სიკვდილს. იწვწვს გსს-ის და სუნთქვის დათრგუნვას.
კბილის ჩასობის სიღრმე 8ოგჯერ 15მმ-ს შეადგენს. ამიტომაც შხამის ამოწოვის შანსი უაღრესად დაბალია.

ჟგუტის დადებისას ჩვენ ვაჩქარებთ ქსოვილების ნეკრო8ულ პროცესს ვინაიდან ვახდენთ სისხლის მიმოქცევის
შე8ღუდვას არადაიანებულ უბნებშიც! კიდევ ერთხელ ავღნიშნავ8ემოდ ხსენებული მი8ე8ების გამო
შხამის გავრცელება ხდება ლიმფური სადინარებით და არა სისხლ9არღვებით (ისინი პირველრიგში იანდებიან
და ითრომბებიან). აღინიშნება მრავალი სისხლის ჩაქცევა და ჟგუტი კი ამცირებს სასიცოცხლო მეტაბოლი8მს
ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. აჯობებს კიდურიე არტაშანის და ცივი კომპრესის დადება.
არსებობს მრავალი ხალხური მეთოდი გარდა ნახსენებისა. მარილგადა8ელილი ჭინჭარი. მრისა და ნივრის 7 დღიანი
ნაყენის კომპრესი. მოითხოვთ? დაწვრილებით მოგწერთ.

აგრეთვე ურიგო არ იქნება ტეტანუსის შრატის გაკეთება , რათა ცნობილია ტეტანუსით დაავადება გველის
ნაკბენის შემდეგადაც (მიწაშია ეს ქვეწარმავალი).

პატივისცემით
გიგა




და ბოლოს,
ნებისმიერ შემთხვევაში და8არალებული მიგვყავს სტაციონარში,
გინდ მე2 დღეს აკრობატივით დაფრინავდეს!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 29 2009, 15:03

919
უკვე ვიყიდე ეგ ამპულები და შპრიცები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 15:54

ჭალიმგელა

და სად გეჩქარება შე კაი ადამიანო?
მაშინ ამაზონზე თქვენთვის და თქვენი ძაღლებისათვის
შეიძინეთ საწვივე გამაშები. newsmile035.gif

ისე ძაღლის გადარჩენა მის სიფრთხილეშია და პირველად
გაწვრთნაზეა დამოკიდებული.
თუ არავცდები ობერლენდერს აქვს მეთოდი,
საკმაოდ არაჰუმანური- შლანგის შიში... ნიტო ჯერ სცემენ,
ნიტო აგდებენ შლანგს მიწაში და წყალს უერთებენ.
ძაღლი მიდის შლანგთან და უეცრად წყალს რთავენ - ჭავლი პირდაპირ სახეში ხვდება და
ის გარბის კუდამოძუებული.

პოსტის ავტორი: ჩავლე Jul 29 2009, 16:03

ადამიანზეც უნდა დავიზღვიოთ თავი,

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 29 2009, 16:09

ძაღლს არ ვუჩივი მაგ მხრივ, მაგრამ მართლა თავი დავიზღვიოთ

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 29 2009, 16:19

919
გაიხარე ასეთი საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის, იმედია არ დაგვჭირდება მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ძალიან გამოგვადგება!
newsmile027.gif
სხვაზე ვერ ვიტყვი მაგრამ მე პირადად ახალი რაღაცეები გავიგე, რადგან ადრე ვიცოდი რომ ნაკბენი ადგილიდან სისხლის ამოწოვა, 20-50% შხამის გამოდევნის საშუალებას იძლევა(ასე მაქვს ნასწავლი თავის დროზე[ტატაიშვილი, შინაგანი სნეულებ.])
რაც შეეხება ამოწვას ეგ რათქმაუნდა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
ისე ძაღლებს რომც ჩააცვათ კიდურების დამცავები, მისი კორპუსი იმდენად დაბლაა მიწასთან რომ გველს არ გაუჭირდება კბენა ტანზე და თავზე...

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 17:42

მაქვს წინადადება ცნობის მოყავრე ძაღლებს შეუკეროთ
ჯავშან კომბინიზონები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
იმედია არავის დაგჭირდებათ აქ ნახსენები ინფო.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 29 2009, 18:11

919
გაიხარე, კარგი და საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდე

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 21:10

მადლობა მეგობრებო!
თქვენთან ერთად თუ მიმიღებთ თქვენს მართლაც კულტურულ და ჯოგრიან საოგადოებაში.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 29 2009, 21:33

919
აბა მაგას კითხვა უნდაა???............. შენ სურვილი გამოთქვი და დანარჩენი თავისით მოგვარდება...........

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 29 2009, 23:47

ციტატა(Gigs13 @ 29th July 2009 - 10:10 PM) *
მადლობა მეგობრებო!
თქვენთან ერთად თუ მიმიღებთ თქვენს მართლაც კულტურულ და ჯოგრიან საოგადოებაში.

დიდი სიამოვნებით და ზარზეიმით.... newsmile041.gif newsmile041.gif
ისე პროფესიით სამრეწველო დიზაინერი ვარო და რემისთან ხო არ სწავლობდი????

პოსტის ავტორი: 919 Jul 30 2009, 00:25

ლევანი

არა, ცხონებულ გაბოსთან...

პოსტის ავტორი: 919 Jul 30 2009, 10:48

ჭალიმგელა

ისე შხამის ამოღებას რაც შეეხება ეს უნემსო შპრიცითაც არის
შესაძლებელი. Oრონდ რამდენიც წაკითხული თუ გაგონილი
მაქვს - ნაკბენი ძალიან მტკივნეულია და ხელს დაკბენილი
არ დაგაკარებინებს (შენ კი ჯვარი გწერია).

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 30 2009, 11:33

919
ჩვენი საძმოს "კარები" მუდამ ღიაა კაი ხალხისთვის....
newsmile027.gif newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: 919 Jul 30 2009, 18:15

Bonehill
დიდი მადლოვა თბილი მიღებისათვის.
დიდი მადლობა ვიტოსაც, რომ თქვენთან "შემომიტყუა" small3d018.gif newsmile041

პოსტის ავტორი: 919 Jul 30 2009, 23:34

აი მეგობრებო გაითვალისწინეთ - სასრგებლო კაკაბ8ე ნადირობისას, გინდა სხვა რამე8ეც


http://www.cabelas.com/cabelas/en/common/search/search-results1.jsp?_dyncharset=ISO-8859-1&selectedPerPage=&hasJS=true&_D%3AhasJS=+&_D%3Asort=+&sort=all&Ntt=snake&Go.x=0&Go.y=0&_DARGS=%2Fcabelas%2Fen%2Fcommon%2Fsearch%2Fsearch-box.jsp.form1

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 30 2009, 23:46

919
ეგეთებს აქაც ვკერავთ newsmile035.gif
ვინმემ ხო არ იცის სადაა ჩიქო

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 30 2009, 23:51

ჩიქო სამშობლოშია და დარწმუნებული ვარ ეხლაც მაგას კერავს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 30 2009, 23:53

კუდიგორელი
შეეხმიანე რა იქნებ დაამთავროს სეზონისთვის newsmile035.gif შემატყობინე თუ რამეს გაიგებ

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 30 2009, 23:59

BEK_M
ხვალ თუ არ დამავიწყდა დავურეკავ newsmile035.gif , ისე ნოსოს ეცოდინება მაგის ამბავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 31 2009, 01:59

ციტატა(Gigs13 @ 30th July 2009 - 01:25 AM) *
არა, ცხონებუკლ გაბოსთან...

გაბო მოკვდა????..საწყალი...მაგარი კაცი იყო..მაგასთან მეც ვსწავლობდი(სანამ აკადემიაში გადავიდოდი)..დიზაინ კოლეჯში...(პავლოვზე)....პირადად ვიცნობდი.....

პოსტის ავტორი: 919 Jul 31 2009, 09:31

ლევანი
ხო და მეც მაგასთან ვსწავლობდი 92-97მდე.
გაბო 2008წ-ის აგვისტოში გარდაიცვალა newsmile038.gif
მაგარი მადლობელი ვარ მაგ ადამიანის. მაგრად ვმეგობრობდით
ინსტიტუტის შემდეგ, ე-ეჰ....

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 31 2009, 15:06

საწყალი...მართლა მაგარი კაცი იყო....აცხონოს ღმერთმა...

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 8 2009, 14:24

აი ბრაცი ესაა ყველაზე ეფექტური პირველადი დახმარება გველის ნაკბენის(და ყველა შხამიანის)შემდეგ!

აი ლინკიც!




ანუ ეს აპტეჩკა არამგონია აქ იშოვოთ,მაგრამ შეგილით გამოიყენოთ იმპროვიზაცია ! მაგალითად ასეთი newsmile05.gif

აიღეთ 20გრამიანი შპრიცი
http://www.radikal.ru

დანით მოაჭერით თავი სწორად და აკურატულად ისე რომ მტლიანი ზედაპირი ეხებოდეს ბრტყელ სიბრტყეს
http://www.radikal.ru

ახლა თქვენ უკვე მზად გაქვთ იმპროვიზირებული შხამის ამომწოვი საშუარება! ნაკბენ ადგილას ათავსებთ ამ შპრიცს და მოქმედებთ
http://www.radikal.ru

ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს რაც შეილება მეტჯეს სანამ სავადმყოფოში მიგიყვანენ ან მიხვალთ!!!!!!
გახსოვდეთ მტავარია არ დაპანიკდეთ !!! გაიკეთოთ ზემოთ აღნიშნული პროცედურა და დაუყონებლივ წახვიდეთ საავადმყოფოში!!! ეს პროცედურა საშუალებას იძლევა 40% მდე შხამის უკან ამოტუმბვას! აბა ტქვენ იცით



P.S მე შირაქში რომ ვიყავი სულ ჯიბეში მედო ეს მოწყობილობაnewsmile05.gif თქვენც გირჩევთ თან ატაროთ,როგორც ჩვენსკენ იძახიან,,მარცხი ელანძეაო!!! newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ჟობია იყო მომზადებული და არ დაგჭირდეს ვიდრე დაგჭირდეს და არ იყო მომზადებული!!!

პოსტის ავტორი: 919 Sep 9 2009, 18:55

იკო1981
ნუ დაუჯერებ და სხვასაც ნუ დააჯერებ ამ კავბოების მონაყოლს.
ნებისმიერი შხამიანი გველის ეშვები, რაც უყურადღებო, ბლუ, უპასუხისმგებლო
მონადირეს ემუქრება, დაახლოებით 5-12მმ შეადგენს და შესაბამისი სიღრმის
ნაკბენს ტოვებს. ეს ხიჭვი არ არის. ამ სიღრმეზე განლაგებულია საკმაოდ მსხვილი
ვენები და ფასციები. ამ სიღრმიდან შხამს ვერ ამოიღებ. ნუ მხოლოდ კანქვეშა ცხიმით
მდიდარ მიდამოში თუ არ უკბინა გველმა (მაგალითად, ღიპი ან კოზლა newsmile035.gif ).
ამ ხელსაწყოთ სარგებლობა იგივეა, რაც გაზით მოწამლულ ადამიანს კბილები უხეხო newsmile035.gif
შხამი კი ამ დროს უკვე ძალიან შორს არის... კუ-კუუუუუუუ
თანაც უნდა გაითვალისწინო რომელი გველია! გიურზის შხამი ადედებს სისხლს და
თავის საქმეს ლიმფური სადინრებით აგრძელებს. თუ გირჩება შხამის ამოღების სურვილი,
უნდა აიღო 250-300 ატმოსფეროიანი ვაკუმის ტუმბო და ამოიწოვო მთელი ქსოვილები,
კუნთიან ხრტილიანად, ანუ უფრო მარტივად - აიღო ცული და იღლიამდე მოიკვეთო ხელი. newsmile035.gif
წაიკითხე ჩემი დაწერილი ინფო წინა გვერდებზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 9 2009, 21:13

რავი ძმაო ამ ხალხმა იციან ჩემი აზრით,და რახან ეს საშუალებაცარსებობს ესეეგი მოქმედებს კიდეც! ხოდა გიგი სულ არაფრის გაკეტებას ეს პროცედურა ჩაიტარო აჯობებს! მე არავის არ ვაძალებnewsmile05.gif ყველას აქვს არჩევანის უნარი ხოდა აირჩიონnewsmile05.gif მე პირადად ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მიმაჩნია!!!!!!!

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 21:17

იკო1981
კაცო რა მეთოდი მიგაჩნია ვერ გავიგე? newsmile05.gif კაცი გეუბნება სისულელეაო და მაინც არ იშლი, რომ არ იცოდეს ხომ არ გეტყოდა ტო,
შპრიცების თავების წაჭრას ის პრეპარატები ატარო ჯიბით რაც დაწერა ეგ ჯობია, რა იეღოველობაა, რას გავს ეს? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 9 2009, 21:23

აუ ბიჯო მე კი არ ვიძახი 919-ის ნათქვამი არასწორიათქო!!!! პროსტა ესეც შეილება გამოიყენო კაცმა newsmile05.gif ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს!!! სულ არაფერს ეს აჯობებს,და თუ გიგას ნაამბობს გაითვალისწინებენ ხო სულ კაი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 09:39

ვიტო

ვიტო, გლიჯავ რა newsmile035.gif !!!
მე და შენ ისიც კი ვიცით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება
ანკარა ან გველხოკერა უცებ სატელეგრაფო სვეტისხელა გიურზა-ანაკონდათ
იქცეს.
ალია-ბალია კაკაბზე სანადიროთ გასვლისას კაცს სეზონზე ერთხელ ეული
გიურზა შეხვდეს... ტარიბანაზე გაგანია ივლისის თვეს შვილი გიურზის
საჩვენებლად წავიყვანე და ვერცერთი წიწილიც ვერ ვნახეთ.

იკო1981

როგორ გგონია გულის წამალი აბენდიციტის შეტევას შველის? ალბათ არა...
ჰო და მე იმას გეუბნები, რომ ფუტკრის ნესტარს ამ შპრიცით ამოიღებ (თუმცა მე პინცეტიც
მყოფნის)! მაგრამ კიდევ ერთხელ გახსენებ, გიურზის ნაკბენი იმისთანა მტკივნეულია,
რომ იმას რომ მიგაკარონ ტკივილგამაყუჩებლის დოზა უნდა მიაღებინო დაშავებულს!

და იმ კავბოების ყურებას დოქტორ ბუშს უყურე, გაცილებით მეტს ისწავლი! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 13:51

919
ისე რაღაც ფილმში მაქვს ნანახი, ტიპს შხრიალა გველი უკბენს და მეორე მანქანის აკუმლატორზე
კლემებს შეართებს და ნაკბენზე ძუძგავს, შხამს ანეიტრალებსო და უშველის, რამე გაგიგია ელექტრო
პროცედურებზე ?

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 10 2009, 14:12

ციტატა(ვიტო @ Sep 10 2009, 02:51 PM) *
919
ისე რაღაც ფილმში მაქვს ნანახი, ტიპს შხრიალა გველი უკბენს და მეორე მანქანის აკუმლატორზე
კლემებს შეართებს და ნაკბენზე ძუძგავს, შხამს ანეიტრალებსო და უშველის, რამე გაგიგია ელექტრო
პროცედურებზე ?

ალბათ ელექტროდენი შხამის შემადგენელ ცილებს უცვლის სტრუქტურას???????????

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 14:18

იკა კაპანაძე
ეგ თუ დაზუსტდა და მართლა მოქმედებს მაშინ არაფერი აღარ გვაშინებს და ეგ არის,
მარა ზუსტად რომ არ ვიცი მუშაობს თუ არა ეგ მეთოდი?

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 14:20

ვიტო

გველი არ ვიცი, მაგრამ აკუმლიატორი ეგეთ დენს არ მახსოვს იძლეოდეს, რომ კაცს – "ძუძგოს"

ჭრილობაზე არ მისინჯია, მაგრამ რაც მე მაგის კლემები ხელში მჭერია, დენის ნასახიც არ მიგრძვნია და რა ვიცი

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 14:25

გიორგი
ეხლა იცი რა ქენი, კაპოტი ახადე კლემები კარგად დაამაგრე და მეორე ბოლოები ერთმანეთ მიადე,
მაგარი კარგი შეგძნება დაგეუფლება, დიდი არაფერი, ცოტას მოგიღუტუნებს უბრალოდ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

რა არაფერი არ გიგრძვნია? ზემოაღნიშნული არ ცადო თორემ ისეთს გძუძგავს რომ ნაძუძგს დაგტოვებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 14:30

კაცო კლემებს ერთმანეთს რო დავადებ ნაპერწკლებს კი გაყრის მაგრამ გველის ნაკბენთან ეგ რა კავშირშია ?!?!!? newsmile035.gif newsmile035.gif

შენ იმისთვის გინდა, რომ ჭრილობაში დენი გაატაროს, ხომ არის ასე ????

ეგრე თუ მიიდე ნაკბენთან - დენი შენზე არ გავა და ნაპერწკლების ყრა თუ შველის მაგ ნაკბენის ამბავს მაშინ შეიძლება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


პოსტის ავტორი: გოგა Sep 10 2009, 17:53

აკუმლატორს არ ჯობია 100 კილოვატიანი დვიჟოკი ვატაროთ ხოლმე newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

არ ვიცი ეგ რამდენად მართალია მაგრამ ვეტერინარიაში რო ვიკითხე შემდეგი წამლები მითხრეს:"სულფაკამფოკაინი" და "პრედნიზოლონი" აქედან რომელიღაცა შარდმდენია.კბენის შემთხვევაში უკეთებ ძაღლს(ან ადამიანს.ორივე ნემსით გასაკეთებელი ყოფილა) და საავადმყოფომდე მიაღცევო და მერე იქ ანტიგიურზინით მოგარჩენენო.ვოტ.ესე მითხრეს მცოდნე ხალხმა

გიორგი
ისე სველ ადგილში აკუმლატორიც დაგარტყავს მგონია დენს(ანუ ჭრილობა ხო სველია)

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 18:53

აუ რა ურწმუნო თომები ხართ ვაააა....

გიურზამ თუ გიკბინათ (ღმერთმა დაგიფაროთ) ამ დროს ჩადით ჩრდილოეთ ამერიკაში
ანუ მექსიკაში თუ ტექასში და თქვენი ნაკბენიდან შხამი გაუცვალეთ შხრიალა გველს.
თუ შხრიალა იდიოტი აღმოჩნდა, ანუ ამ ჩენჯზე წამოვიდა - მაგარი გაგიმართლად!
სასწრაფოდ ეტაკეთ აკუმულატორის კლემებს და მიიღეთ დენის დიდი პორცია newsmile035.gif
ოღონდ დაქოქილ ძრავაზე არ გაბედოთ - უარესი მოგივათ, გულის ფიბრილაცია, ანუ გაჩერება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ისე მე ჯადაიც მყავს ნანახი კინოში და იქ ხმლებში ლაზერები თუ პლაზმური ალები ჰქონდა newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

ხალხნო სხვა და სხვა გველს სხვა და სხვა შხამი აქვს...

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 10 2009, 18:57

ვიტო
არც მე ვიცი, უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვი. დენმა შხამი როგორ უნდა გააუვნებლოს ამაზე სხვა ვერსია არა მაქ

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 19:38

გოგა
ოოოოოო, მაგარი მცოდნე ხალხი ყოფილა, აკადემიკოსები არიან ალბათ newsmile035.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ჯერ პირველადი შაშიშროება უნდა აიცილო თავიდან და მერე რეაბილიტაციას შეუდგე

გოგა
ოოოოოო, მაგარი მცოდნე ხალხი ყოფილა, აკადემიკოსები არიან ალბათ newsmile035.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პირველ რიგში სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები უნდა აღმოიფრქვას და
მერე კი სარეაბილიტაციო ღონისძიებებს უნდა მიჰყოთ ხელი...

იკა კაპანაძე
ამასაც აგიხსნი... შხამი წარმოადგენს ფერმენტების სპექტრს. ფერმენტები კი
ცილას წარმოადგენენ. შხრიალა გველის (მოკასინის, რომბული შხრიალასა და სამხრეთ წყნარი ოკეანის შხრიალას)
ძირითადი ფერმენტი დენის ზეგავლენის ქვეშ იწყებს დენატურაციას ანუ პირველადი სტრუქტურის შეუბრუნებელ დაკარგვას.
ანუ ეს ცილა (ფერმენტი) კარგავს საკუთარ სტრუქტურასა და თვისებას...
არ მოგბეზრდათ ამაზე კამათი? newsmile035.gif ალბათ გაგაგიჟეთ ამდენი ფიზიოლოგიით, ფარმაკოკინეტიკით და ბიოქიმიით... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 10 2009, 20:07

919

ხოდა ეგრე ამიხსნეს პირველადი დახმარება,ეგ ჩემი მოგონილი არ არის newsmile05.gif მაგ ორ ნემსს დაარტყავ და ადგილამდე მიიყვან ძაღლსო.მე აზრზე არ ვარ რა ნემსებია,ერთზე კი მახსოვს მითხრეს შარდმდენია.
ისე მცოდნეს შენ უფრო გავხარ ისეთი განმარტებები მოგყავს newsmile027.gif მაგ სფეროში მუშაობ?

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 21:06

გოგა

არ ვეთანხმები შენს მრჩევლებს... მე რაც მოგწერეთ, სუპრასტინი და ათროპინი, მერე ნო-შპა,
აი ეს არის პირველადი დახმარება.
საერთოდ საქართველოში ვეტერინარია სერიოზულად მოიკოჭლებს. ნაკლები პასუხისმგებლობა რომ
არის ალბათ იმიტომ newsmile038.gif ბევრმა არც ბიოქიმია და არც ფარმოკოლოგია იცის წესიერად.
მე ადრე მოგწერეთ, ერთმა ვეტმა, რომ მკითხა: "- აორტა რომელიაო? (აი იქ დავეცი...) "

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 10 2009, 22:19

919
თU დენი შველის მაშინ არ გააყიდინოთ ძაღლის აშეინიკები და ჩაურთოთ თუ უკბინა newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 11 2009, 17:01

919

ციტატა(Gigs13 @ 10th September 2009 - 10:06 PM) *
მე ადრე მოგწერეთ, ერთმა ვეტმა, რომ მკითხა: "- აორტა რომელიაო? (აი იქ დავეცი...) "


ეგ მაგარი ვეტერინარი ყოფილა newsmile090.gif
ეს ყველა ცამალი რაც დაწერე ნემსით გასაკეთებელია?

პოსტის ავტორი: 919 Sep 11 2009, 17:45

გოგა
ხო გოგა, მხოლოდ ნემსით და ურიგო არ იქნება წინა გვერდზე ჩემ პოსტებს თუ წაიკითხავ.
დაიწყე პირველი გვერდიდან... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 11 2009, 17:59

919


მართალი ხარ,წესით უნდა წავიკითხო,მაგრამ პასტაიანდ მაგდენი დრო არ მაქვს newsmile019.gif ერთხელ გადავხედავ,იმდენი რამე მაქვს კიდე ამ ფორუმზე წასაკიტხი რო .... newsmile020.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 11 2009, 18:15

919
ზუსტად ეს ვიგულისხმე (იხ. პოსტი #40)

პოსტის ავტორი: 919 Sep 11 2009, 20:24

იკა კაპანაძე

ეს ვიტომ დაწერა და არა მე newsmile035.gif
ხო, შხრიალა გველის შხამის ფერმენტებს უცვლის სტრუქტურას!
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე მექანიზმი მუშაობს კობრის, მამბის, ეფის,
გველგესლის, ყავისფერი ავსტრალიური გველის და ყველაზე გაუგებარი შხამის მიმართ
http://en.wikipedia.org/wiki/Atractaspididae Шпильковая змея...
ამაზე ენიმალ პლანეტზე თუ უყურეთ????? გადავირიე, ეს რა შხამია!!!

პოსტის ავტორი: bigmisha Sep 12 2009, 13:22

919

გადავიკითხე შენი პოსტები და small3d018.gif

ჟგუტის მოჭერა უმეტესობას გონია ერთადერთი გამოსავალი და ასე არ ყოპილა newsmile05.gif


პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Sep 12 2009, 16:53

919
შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, დაიმსხვრა ჩემში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ჟგუტის გადაჭერის, ამოწოვის და ჭრილობის მოწვის შესახებ

პოსტის ავტორი: 919 Sep 14 2009, 19:35

იკა კაპანაძე
მაგრად გამახარეთ, რომ დამიჯერეთ... ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ გადასარჩენ დაზარალებულს
არ განწირავთ ხელისა თუ ფეხის მოსაჭრელად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 14 2009, 22:33

ისე კარგი იქნება ამ თემაში თუ გაკეთდება ამომწურავი ინფორმაცია ამ სახეობის გველთან მიმართებაში სრულყოფილად და არა ასე როგორც ეეხლა წერია რომ არანაირი კითხვა აღარ დაეებადოს კაცს

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 15 2009, 01:30

919

ციტატა(Gigs13 @ 11th September 2009 - 09:24 PM) *
იკა კაპანაძე

ეს ვიტომ დაწერა და არა მე

კი არ დავწერე, არამედ ვიკითხე newsmile035.gif

ჰერცოგი997
ციტატა(hercogi997 @ 14th September 2009 - 11:33 PM) *
ისე კარგი იქნება ამ თემაში თუ გაკეთდება ამომწურავი ინფორმაცია ამ სახეობის გველთან მიმართებაში სრულყოფილად და არა ასე როგორც ეეხლა წერია რომ არანაირი კითხვა აღარ დაეებადოს კაცს

საკმაოდ ამომწურავად დაწერა გიგამ მარა კითხვები ხომ ხედავ მაინც ჩნდება

პოსტის ავტორი: elisa Sep 19 2009, 19:53

ძალიან კარგი რჩევებია, მაგრამ ძნელი შესასრულებელი.... 80-იან წლებში გამოდიოდა ჟურნალი ,,ნადირობა'' და მოცემული იყო რჩევები გველის ნაკბენზე, აფთიაქებში იყიდებოდა შრატი ,,ანტიგიურზა'', ადვილი მოსახმარია. ღმერთმმა ნუ დაგაჭირვოთ, მაგრამ მაინც ჩაიდეთ ჩანთაში და ატარეთ, აუცილებელია ნადირობის დროს...

პოსტის ავტორი: ბექარი19 Sep 19 2009, 22:10

elisa
ეგ ადრე იყიდებოდა. ახლა აფთიაქებში ეგ აღარ იყიდება მე რამდენადაც ვიცი

პოსტის ავტორი: 919 Sep 19 2009, 23:34

elisa

და რომელია რთული შესასრულებელი ღონისძიება (ჩემს მიერ აღწერილებიდან)?
ეტყობა თემა თავიდან არ წაგიკითხავთ...
მე ვწერ: არავითარი ჟგუტის გადაჭერა (ააჩქარებთ ნეკროზულ პროცესებს),
არავითარი დენთით მოწვა, არავითარი ჭრილობის გაჭრა (ფასციოქტომიის გარდა კრიტიკული შეშუპების
შემთხვევაში), არავითარი შხამის ამოწოვის მცდელობა (უბრალოდ უაზრობაა, როგორც ჭის ვედროთი დაშრობა)!

მე ვამბობ ერთს, სითხის მიღება დიდი რაოდენობით, მშვიდი წოლა, სუპრასტინისა და ათროპინის ინიექცია
და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია!!! რა არის ამაში რთული? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 20 2009, 09:22

ხო ბარემ ერთს დავწერ აქ....
ანუ ყველაზე კარგი დაცვა გიურზისაგან და საერთოდ გველისაგან, ჩვენ ქვეყანაში არის ცხვრის ბეწვი, ანუ მატყლი.....
არანაირი შარვლის შებოლვა და დაკაფჩონება გოგირდის ბოლში....
ყველამ იცით რომ გველს ეშინია ყველაზე მეტად ცხვრის, ანუ სადაც კი იგრძნობს მის სუნს ეგრევე გარბის... შესაბამისად თუ თქვენ ფეხძე დაიმაგრებთ ცხვრის ბეწვს და თქვენ ძაღლსაც პატარა ტომსიკას შეუკერავთ და ჩაუყრით ამ ბეწვს იქნებით დაცულები.
ეს არ არის ჩემი ნაბოდი newsmile035.gif
ეს მითხრა 1 მა ქართველმა ტოსიკოლოგმა ექიმმა, რომელიც მაგარი მონადირეა და თურმე უკვე 30-40 წელია ამ მეთოდით სარგებლობს....

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 20 2009, 11:28

კარგი მეთოდია ისე თვითონ ტყავისგან რომ შეიკერო ვალინკზე ან ბატინკზე ამოსაცმელი ეგრე არ გამოვა?

პოსტის ავტორი: elisa Sep 20 2009, 19:48

919
არ გეწყინოს, ვხედავთ რომ ბევრი იცით, რაც უფრო მეტი ჭკვიანი ხალხი გვეყოლება საიტზე მით უკვეთესი. მე 10 წელია წასული ვარ საქართველოდან, რათქმაუნდა დროებით , ახლა აღარ ვიცი იშოვება თუ არა ანტიგიურზის შრატი, არადა ჩემი აზრით დაცული ვიყავით გველის შხამისგან მე და ჩემი ძაღლი ეს არის და ეს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 20 2009, 20:08

ჯეკო

ციტატა(jeko 15 @ 20th September 2009 - 12:28 PM) *
კარგი მეთოდია ისე თვითონ ტყავისგან რომ შეიკერო ვალინკზე ან ბატინკზე ამოსაცმელი ეგრე არ გამოვა?

კი რა თქმა უნდა ეგეც შეილება.......
elisa
ციტატა(giorgi elisashvili @ 20th September 2009 - 08:48 PM) *
, ახლა აღარ ვიცი იშოვება თუ არა ანტიგიურზის შრატი, არადა ჩემი აზრით დაცული ვიყავით გველის შხამისგან მე და ჩემი ძაღლი ეს არის და ეს.

ხო მარა მანდ კიდე მეორე ცუდი მომენტია....
ანუ ან გველი გკლავს, ან ანტიგიურზინისაგან გამოწვეული ანაფილაქსიურო შოკი ანდა გადარჩები უვნებლად
newsmile035.gif
ისე რა ტეხავს რაააა....
სულ შიშში უნდა იყო ადამიანი და დიდი სიფრთხილე გჭირდება ყოველ ფეხის ნაბიჟზე........

პოსტის ავტორი: 919 Sep 20 2009, 22:22

შოთა.03
elisa

ისე ნადირობას ერთი სპეციფიკა და სახიფათო რამ გააჩნია - იარაღი და მისი ტარება!
ხელში ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღი თუ გიჭირავს ფეხქვეშ უნდა იყურებოდე, რომ რამე
ჯაგასა თუ ფესვს არ წამოსდო და არ ააცვა საკუთარი თავი ან ახლო მდგომი მეგობარი
დანაზე თუ შუბზე newsmile035.gif , ან ძირს დაცემის შემთხვევაში არ გაგივარდეს შენივე ტყვია!

ეს უსაფრთხოების პირველი ზომაა და თუ მას იცავ, გაცილებით უფრო ნაკლებია გველზე
ბრმა დაბიჯების რისკი.

რაც ძაღლს შეეხება - წესიერად თუ არის გაწვრთნილი თუნდაც გველხოკერაზე ან წყლის
შლანგზე, არც მას არ ემუქრება სიკვდილი. newsmile045.gif

აბა ვინ რამდენი გიურზა ნახა წელს ნადირობისას?
მე პირადად - 0
გველხოკერა და ანკარა 2-3 ცალი

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 20 2009, 23:44

მატყლის ამბავი მომეწონა..ნაღდია ნეტა???...თუ ეგ ნაღდია კოტორაშვილივით ცხვრის ტყაპუჭით ვივლი...ან სულაც ნაბდით და ფაფახით... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 21 2009, 08:49

ლევანი
მე ეჭვი მეპარება, რომ გველს ცხვრი სუნი ძალიან შორს სცემდეს... newsmile045.gif
გველი ცხვრის და პირუტყვის ფარას მიწის ზედაპირის ვიბრაციით გრძობს
და არა ყნოსვით, აგრეთვე თერმოლოკაციით newsmile05.gif

საწყენად არ გამიგოთ, ნეტ-ში უამრავი მასალაა ამ ჭორებისა და ცრურწმენის
გასაბათილებლად, ასე მგონია კითხვა და ძიება გეზარებათ. ვიკიპედია თუ გუგლი,
ჰა ბურთი და მოედანი! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 21 2009, 08:58


919
გეთანხმებით გველი ვიბრაციით გრძნობს ცხოველის განსაკუთრებით ცხვრის მოახლოეებას და იმ ადგილს ტოვებსს კიდეც ასევე კურდგელიც და კაკაბიც გაურბის ცხვარსს

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 21 2009, 10:03

919

ციტატა(Gigs13 @ 21st September 2009 - 09:49 AM) *
მე ეჭვი მეპარება, რომ გველს ცხვრი სუნი ძალიან შორს სცემდეს...

ამ მეთოდით ვნადირობო იმ კაცმა და ჯერ არ შემქმნია არანაირი პრობლემაო, მე პირადად ჯერ არ გამომიცდია...
ციტატა(hercogi997 @ 21st September 2009 - 09:58 AM) *
აბა ვინ რამდენი გიურზა ნახა წელს ნადირობისას?

სეზონის გახსნაზე ვნახე 1 დიდი გიურზა სოფელ ასურეთში....
რომელმაც მალევე სული განუტევა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 23 2009, 18:18

შოთა.03

ნუ რა გითხრა ?! ბარემ აეროპორტში მიდი და თვითმფრინავები გააფუჭე,
და მანქანები ააფეთქე - რამდენი ადამიანისა და ძაღლის სიცოცხლე შეიწირეს!!!

და ეტყობა ამ კაცს გველის არც ფიზიოლოგიის ესმის და არც ანატომიის... newsmile035.gif
საქართველოში იყო ერთად ერთი ავტორიტეტი სერპენტოლოგიაში, უნივერსიტეტის
ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბ-ნ მიშა ნათაზე თუ არ ვცდები. ამ კაცს რაც შევძელი
მაქსიმუმამდე გამოვკითხე გიურზის შესახებ და მან შემდეგი რამ მიპასუხა:
გზას არასწორედ რომ გადახვალ 100:1 რომ მანქანა გაგიტანს, გიურზას თუ
გადაეყარე 2მ მანძილზე 1:100 000-ია, რომ გიკბინოს. ის 1-იც თუ ბუდეა ახლოს...




პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 23 2009, 18:33

919

ციტატა(Gigs13 @ 23rd September 2009 - 07:18 PM) *
და ეტყობა ამ კაცს გველის არც ფიზიოლოგიის ესმის და არც ანატომიის...

ეხლა მთლად ეგრეც ნუ იტყი....
ციტატა(Gigs13 @ 23rd September 2009 - 07:18 PM) *
გზას არასწორედ რომ გადახვალ 100:1 რომ მანქანა გაგიტანს, გიურზას თუ
გადაეყარე 2მ მანძილზე 1:100 000-ია, რომ გიკბინოს. ის 1-იც თუ ბუდეა ახლოს.

ეგ სულ სხვაა ....
მაგრამ დამატებით რო ს ბეწვი იქონიო რა ცუდია?
გამძიმებს თუ?

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 23 2009, 22:38

შოთა.03
კაცო მეც არ მწამ ამ ექიმბაშური რაღაცეების,
ეგ იგივე პონტია როგორც სოკოში ხახვი ჩააგდე და თუ გაშავდა შხამიანიო, ან კიდევ
მარილი არ დაგეყაროთ თორე ჩხუბი მოხდებაო newsmile05.gif
სადმე რამე წყარო ან კვლევა თუ არსებობს რომ ბეწვი აღიზიანებს გიურზას მანახეთ
და დავიჯერებ.......................

პოსტის ავტორი: brakonieri Sep 23 2009, 23:24

ვიტო ისე გიურზას არაყი და ღვინო აღიზიანებსს, ხოდა თუ გინდა დაგიმტკიცებ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 24 2009, 01:35

ვიტოს ნაკლებად არინტერესებს ეგ თემატიკა... აი ზაზა არის გატაცებული გიურზებით და თუ დაუმტკიცებ კიდევ ერთ თავს გადაშლის ტავის ნაშრომში გიურზების სარგებლობაზე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 24 2009, 17:24

შოთა.03

ნამიან ბალახში, რომ გაივლი, დაგამძიმებს აბა რააა?!

და მიშა ( აუ გვარი მართლაც დამავიწყდა, ცხოვრობდა აღმაშენებლის 117, განთიადის
კორტების ეზოში) გეხსომებათ, ადრე პირველ არხზე სტუდიაში გველები მოყავდა და
გინდ გიურზა, გინდ კავკასიური გველგესლა მაგიდაზე ამოჰყავდა და ხელით ეჭირა newsmile045.gif

ჩემთვის გველთან და იარაღთან ურთიერთობა ერთი და იგივეა, ხელს გააჩნია...
საერთოდ ქართულ წარმართულ პანთეონში, გველს, როგორც ლომსა და მგელს
საპატიო ადგილი ეკავა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: utruxune Nov 14 2009, 20:03

იმ დღეს კურიერში უჩვენებიათ,ქალისთვის უკბენია გიურზას,მიუყვანიათ დედოფლის წყაროში და არ ქონიათ ანტიგიურზა,მერე თბილისში წამოუყვანიათ და არც აქ ქონიათ,ამ სიუჯეტიში უთქვამთ ანტიგიურზა საერთოდ აგარ აქვთ საქართველოშიო,ანუ მაინტერესებს,ახლა ამ კაცის კეთილი რჩევა გსაგებია და დიდი მადლობა,მაგრამ ეს ხომ პირველადი დახმარებაა და ესეიგი თუ გიკბინა აზრი არ აქვს მაინც მოკვდება ადამიანი?

პოსტის ავტორი: 919 Nov 14 2009, 22:53

utruxune

ჯანმრთელ და არაალერგიულ ორგანიზმს გაცილებით მეტი გადარჩენის შანსი აქვს გიურზის
კბენისას ვიდრე სოკოთი მოწამვლვისას... როგორც ადრე დავწერე სხვა და სხვა გველს
სხვა და სხვა შხამი და შესაბამისად სხვა და სხვა მახასიათებელი გააჩნია. კობრის შხამი საერთო
მოქმედების ტოქსინია, ახდენს სუნთქვისა და გულის ქმედითუნარიანობის დათრგუნვას ან სრულ
პარალიზებას. გიურზის შხამი კი სისხლის წითელი სხეულაკების დაზიანებას, სისხლის შედედებას
და სისხლძარღვების დათრომბვას... ეს ყველაფერი კი რბილი ქსოვილების ნეკროზის (ანუ ქსოვილების
სიკვდილის) საწინდარია.
რაც ნაკბენ ქალბატონს შეეხება - უბედურმა, როგორც ხშირად ხდება, თავი არა მოაზროვნე არამედ
უბრლოდ მწიგნობარ (ანუ სახიფათო) ექიმთან ამოყო... ამიტომ ასწავლიან სამედიცინოში ბიოქიმიას
და ბიოორგანულ ქიმიას. ამ საგნებს სწავლა კი არა გაგება და გამოყენება სჭირდება.

სასიკვდილო დოზის შესხურება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება როდესაც ქვეწარმავალი ნადავლზე ყბების
სრულყოფილ ფიქსაციას ახერხებს და ღეჭავისებურ მოძრაობას იწყებს, რაც სტიმულირებას უწევს შხამის
გამომყოფ ჯირკვლებს. აი ასე...

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 15 2009, 00:01

ვაახ გიგა-ჯან სულ გადავიკითხე პირველივე გვერდიდან ყველაფერი (ეს თემა ეხლა ვნახე თან ხომ იცი როგორ მაინტერესებს აღნიშნული თემა)
გაიხარე რა! მართლაც საინტერესო და კონკრეტული დახმარების საშუალებები გავიგე
და სხვათაშორის ვფიქრობ ადვილად შესასრულებელი (ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგრამ სიბრთხილეს თავი არ სტკივა)

პოსტის ავტორი: utruxune Nov 17 2009, 12:54

ახლა საღეჭად და დასადორბლად არ ჩოვუდებ ხელს გიურზას პირში ნამდვილად newsmile090.gif ,ისე კიდევ შენი პოსტები წავიკიტხე და მართალი კი ხარ,საერთოდ შიში არ მაქვს გველის ისედაც და ამდენი წელია კაკაბზე ვნადირობ,(ძალიან მიყვარს კაკაბზე ნადირობა)და ერთხელაც არ მინახავს თვალით გიურზა,აგვისტოშიც ვყოფილვარ უდანბოში და არც მაშინ მინახავს,ახლა უბრალოდ ფსიქოლოგიურად მაინც ჩამაფირქა საერთოდ არაა ვქცინაო,სიკვდილის ქე მეშინია შეურაცხადი კი არ ვარ

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Nov 17 2009, 13:36

გმადობთ 919
მეტად საჭირო ინფოა, ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისთანა უბედურებისგან, მაგრამ ელემენტალური პირველი დახმარების გაწევა ყველას უნდა შეეძლოს.
შეიძლება კარგად ვერ გავიგე და ამიტომ ვსვავ ამ კითხვას მეორედ. ვთქვათ 100 კგ. ადამიანს დაჭირდება 100 მგ. სუპრასტინი? ეს გამოდის 5 ცალი 20 მგ-იანი შპრიცი. 1 მგ. ათროპინი და მერე 1 ამპულა ნოშპა კიდევ.

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 17 2009, 14:00

ციტატა(ბესო @ Sep 24 2009, 02:35) *
ვიტოს ნაკლებად არინტერესებს ეგ თემატიკა... აი ზაზა არის გატაცებული გიურზებით და თუ დაუმტკიცებ კიდევ ერთ თავს გადაშლის ტავის ნაშრომში გიურზების სარგებლობაზე newsmile035.gif



ბესო,ამასწინათ უკანა ფშავში ვიყავი,თითქმის მთის მწვერვალზე,ალპურ ზოლში,თოვლიც იდო და მაგრადაც ციოდა.გინდ დაიჯერე,გინდ არა,აი მანდ ვნახე გველი,ბილიკზე შეგვხვდა.ჭრელი ზურგი ჰქონდა.დაახლოებით 40-60 სმ. იქნებოდა.მანდ ნაღდად არ ველოდი.

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2009, 14:40

ზაზა
მერედა რა რომ ნახე, შეგჭამდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif რომ აგიღია და გიბეთქია რას ერჩოდი საცოდავ არსებას?
ვერ იყო თავისთვის? newsmile05.gif და მაგ ზონაში შხამზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Nov 17 2009, 21:44

ისე ქალაქში ბევრი არაკაცი დადის...

ახლავე ავღწერ: აქვს 4 კიდური, ხელ-ფეხის სახით, თავზე შავი თმა აქვს, ფერის თვალი
შავი, თვითო ფეხზე და ხელზე 5-5 თითი აქვთ. ცხვირიც აქვს ოდნავ აპრეხილი, ნიკაპი
2-ად გაყოფილი (ტრაკ-ნიკაპა), წარბები ხშირი და გაერთიანებული, სიმაღლე 190-მდე,
ყბა საკმაოდ მძიმე, დადის გამართული, არ იღიმება, აცვია შავი კოსტიუმი. სადაც ნახავთ
დაახალეთ კარტეჩიან ჟაკნიანა ნებისმიერი ნომერიდან და კალიბრიდან! არაკაცია!!!

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ალაზნისპირელი

ეს ყველაფერი არის პრეპარატის %-ზე დამოკიდებული ანუ კონცენტრაციაზე...
და კიდევ, სათანადო ღონისძიება პროფესინალმა უნდა ჩაატაროს.
პირველად დახმარებაზე კი უკვე დავწერე.

პოსტის ავტორი: jibga Nov 20 2009, 12:19

http://www.radikal.ru
სიღნაღში რო მიდიხარ ტრატქორი როა იქ განგმირა ტრაქტორისტმა

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 20 2009, 23:10

ეს არის გიურზა?

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 20 2009, 23:46

გიორგევიჩ
ან ეგ და ან ვიღაცის სიდედრიnewsmile05.gifnewsmile05.gif მეტი რა უნდა იყოს აბაnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Nov 20 2009, 23:58

ციტატა(919 @ Nov 17 2009, 22:44) *
ისე ქალაქში ბევრი არაკაცი დადის...

ახლავე ავღწერ: აქვს 4 კიდური, ხელ-ფეხის სახით, თავზე შავი თმა აქვს, ფერის თვალი
შავი, თვითო ფეხზე და ხელზე 5-5 თითი აქვთ. ცხვირიც აქვს ოდნავ აპრეხილი, ნიკაპი
2-ად გაყოფილი (ტრაკ-ნიკაპა), წარბები ხშირი და გაერთიანებული, სიმაღლე 190-მდე,
ყბა საკმაოდ მძიმე, დადის გამართული, არ იღიმება, აცვია შავი კოსტიუმი. სადაც ნახავთ
დაახალეთ კარტეჩიან ჟაკნიანა ნებისმიერი ნომერიდან და კალიბრიდან! არაკაცია!!!

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 22 2009, 00:34

ნოსო
რავი მე არც შემხვედრია და არც მინახია.და არც მანახოს ღმერთმა!!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Nov 23 2009, 23:59

ხო, ეს არის ნამდვილი გიურზა...
დააკვირდით სხეულის სისქესა და პროპორციებს.

jibga
გიორგევიჩ

ისე, ერთი რამ მაინტერესებს... ტრაქტორისტი მიზდევდა ამ გიურზას თუ გზად გამოეცხადა?
სხეულზე ეტყობა რომ მაქსიმუმ წლინახევრის, 2 წლის იყო მაი ბაღანა...

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 23 2009, 23:59

919
არ ვიცი მე არ მინახია

პოსტის ავტორი: svanivar Jun 23 2010, 20:33

გამარჯობათ ძმებო,მონადირე არ ვარ მაგრამ გეოლოგი ვარ და მეც ძირითადად ეხლა ისეთ ადგილებში მიწევს სიარული სადაც ეგ საშინელი არესებაა რაა. 919 მეგობარო თუ არ გეზარება ამიხსენი რა ის რაც პირველ გვერდზეგიწეია ადამინზეც არის?? ანუ ის ნემსები??? და მითხარი კბენიდან ამდენი ხანი გაქვს დრო ანტიდოტი გაიკეთო???თუ შეგიძლია უპრო დეტალურად მითხარი რა პირველად დახმარებაზე

პოსტის ავტორი: Davitus Jun 24 2010, 01:49

svanivar

სალამი!

919-ს (გიგას) საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი ის მნიშვნელოვანი პირველადი დამხარების ნუსხა რაც აუცილებელია...

პირველ რიგში მთავარია პანიკას რ მიეცეთ რათა დაზარეალებულიც არ აფორიაქდეს, დაამშვიდეთ და იმოქმედეთ ზედმიწევნით მობილიზებულად

უმთავრესია გველის დაფიქსირება, რა გველმა უკბინა, ამაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, კერძოდ უნდა გავარჩიოთ, ეს იყო : გიურზა, გველგესლა, თუ სხვა გველი

მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმის განსაზღვრა, უახლოეს სამედიცინო პუნკტამდე რა დროში მოხერხდება პაციენტის გადაყვანა, გიურზას ნაკბენის შემთხვევაში, მითუმეტეს თუ არის ქვემო კიდურებზე დაახლოებით 30 წუთი გაქვთ, ისიც თუ სწორად იქნება პირველადი დახმარება გაწეული და დაზარალებულს გარანტირებული ექნება სიმშვიდე და მაქსიმალური იმობილიზაცია.

ყველაფერი ინდივიდუალურ ამტანობაზეა დამოკიდებული, ამიტომ არსებობს გართულებული ვარიანტი (ანაფილაქსიური შოკი, წელს ზევით ნაკბენი)) და უფრო მარტივი ვარიანტი (მაგალითად: ქვემო კიდეურზე კბენა მასიური ნაჭრის მატერიის გავლით, ანუ კბილების ჩასობის სიღრმე მინიმალურია, დაზარალებულის სხეულის კუნთოვანი მასა საკმაოდ დიდია და დაზარალებული მეტად ამტანია ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ)

ისეთი არასწორი პირველადი დახმარება როგორიცაა: ნაკბენის გახსნა (ჭრილობის დადება), ამოწოვა, ლახტის გადაჭერა, ალკოჰოლის მიცემა გაკარგვინებთ ძვირფას დროს და სრულიად უშედეგოა

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.

მთავარი პროცედურაა დაზარალებულის მობილიზაცია, დამშვიდება, ნაკბენზე არცისე მჭიდრო სახვევის დადება, თუ შესაძლებელია ცივი კომპრესი და არტაშანის დადება (იმობილიზაციისთვის)

იმის გამო რომ გიურზას ნაკბენი ლიმფური გზით ვრცელდება იმობილიზაცია აფერხებს შხამის გავრცელების მექანიკურ ზემოქმედებას


დაზარალებულის გადაყვანა ხორციელდება მაქსიმალურად ჰორიზონტალურ მდებარეობაში, ოდნავ თავ წამოწეული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დაზარალებული არ იწვეს გულაღმა, პირით ზევით, რადგან შხამით ინტოკსიკაციის დროს 15 წუთში იწყება ღებინება და შეიძლება ასპირაცია მოხდეს (კუჭიდან ამოსული საჭმლის მასა გადავიდეს სასუნთქ გზებში)

ზოგიერთ კბენის შემთხვევაში ვითარდება ანაფილაქსიური შოკი, აქ უკვე მაქსიმუმ წამები გვაქვს გადასარჩენად, პირველადი ღონისძიება არის ადრენალინის შეყვანა ორგანიზმში, უკიდურეს შემტხვევაში თუ არ გვაქვს ანდრენალინი სუპრასტინიც წავა 0.5 მგ/კგ-ზე. ეს ღონისძიებები სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, სხვა დახმარება თითქმის არ არსებობს

მედიკამენტოზური დახმარება დიდად ეფექტური არ არის გველით ნაკბენის დროს, თუ ტრანსპორტირება გვიგრძელდება მაშინ შეიძლება სუპრასტინის და ატროპინის ჩართვა, მაგრამ თუ ვიცით რომ მოვასწრებთ გადაყვანას არანაირი მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო, დიდი რაოდენობით სითხით თუ დავტვირთავთ უფრო წაადგება დაზარალებულს


რაც მთავარია, კბენამდე რომ არ მივიდეს საქმე, თუ სარისკო ადგილებში გიწევთ სიარული ეცადეთ მაღალყელიანი, სქელი უხეში მატერიის შარვალი ან ანტისნეიკები ატაროთ (ეს უკანასკნელი სიცხის გამო საუკეთესო გამოსავალია)

მეტი ისეთი არაფერი მახსენდება ამ მომენტში, კონკრეტული კითხვა თუ გაგიჩნდებათ დაგვისვით

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 09:20

(vipera lebetina obtusa) იგივე გიურზა, სირგძეში აღწევს 1.5 იშვიათად 2 მეტრს ბინადრობს მშრალ გაუდანბოებულ ან ნახევრად გაუდაბნოებულ ქვა-ღორღიან ადგილებში, საქართველოში გვხვდება გარეჯას უდაბნოში ბლომად, ივრის ხეობაში, ვარძიის მთელ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე, ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე. გამოირჩევა აგრესიულობით განსაკუთრბით ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, როგორც ყველა ქვეწარმავალი არის ცივსისხლიანი და მისი აქტიურობა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, აქვს საშიში ნეიროტოქსიკური შხამი, ძლიერი კუნთოვანი ტორსი მოკლე ტანთან შედარებით წვრილი კუდი და კისერი, თავი ბლაგვი სამკუთხედის ფორმისაა კისრის მხარეს გამოხატული გააფართოებებით, ( შხამიანი ჯირკვლები აქ მად) შეფერილობა რუხი ნაცრისფერიდან თითქმის მოშავო ფერამდე შეიძლება იყოს, გააჩნია ასაკს დ აწელიწადის დროს. მისი ნაკბენი ძალიან საშიშია თუ კბენიდან 30 წუთის განმავლობაში რამე ზომა არ იქნა მიღებული მთავრდება ლეტალური შედეგით. ნაკბენი მით საშიშია რაც ახლოსაა ცენტრალურ ნერვიულ სისტემასთან, თავთან. საველე პირობებში ნაკბენის საწინააღრმდეგოპდ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნოვოკაინური ბლოკადა ნაკბენის ირგვლივ, და კალიუმ პერმანგანატის (მარგანცოვკა) 0.5% ხსნარი ეს პროცედურა ვერ განკურნავს მაგრამ დამატებით რამდენიმე წუთს გვაჩუქებს იმისთვის რომ დაკბენილი სტაციონარში გადავიყვანოთ. არსებობს გიურზას შხამის საწინააღრმდებო შრატიც მაგრამ ეს შრატი ვერ იტანს ტრანსპორტირებას და ვერს ტემპერტურის ცვალებადობას და თან შენახვის მცირე დრიოო აქვს. ქვია ,,ანტი გიურზინი,, და რომც იყოს საშუალება ყველა ვერ გააკეთებს და ყველა დაკბენილს ვერ გაუკეთებ ამ შრატს, სანამ გაკეთება ხდება დაკბენილის გმაოკვლევა შრატის მიმართ მგრძნობელობაზე და ამის შემდეგ კეთდება ზემოთ აღნიშნული შრატი. გიურზას შხამი შხამი წარმოადგენს რთულ ცილოვან ნაერთს და მდგრადია ტემპერატურის მიმართ ანუ ნაკბენის ამოწვას აზრი არა აქვს, თუმცა გიურზას შხამი ღიად ჰაერზე და მზის შუქზე მალევე იშლება და აღარ წარმოადგენს საშიშროებას რამდენიმე საათის შემდეგ. ნაკბენის შედეგი დამოკიდებულია წელიწადის დროზე ადრე გაზაფხულზე გიურზა ახალი გაღვიძემულია და შხამიც ბლომად აქვს ჯირკვლებში ასე რომ ამ როს კბენისას ძალიან დიდი რაოდენობა შხამს შესტყორცნის ჭრილობაში რაც შესაბამისად მეტად საშიშია, შემოდგომით კი ყველამ იცით რომ ხდება ტემპარტურის სწრაფი ცვალებადობები რაც ძალიან აღიზიანებს გიურზას და ამ დროს განსაკუთრებულად აგრესიუულია, მაგრამ ამ დროს საკვები ბევრი აქვს შესაბამოსად რამდენიმე ნაკბენს აკეთებს კვირაში და შხამიც ცოტა ექნება ჯირკვლებში. მოგახსენებთ რომ გველებს რამდენიმე თვე შუუძლიათ რომ არ ჭამონ.

პოსტის ავტორი: svanivar Jun 24 2010, 18:00

დიდი მადლობა ძმაო ყურადღებისთვის. რამდენიმე კითხვა გამიჩნდა, ზოგიერთი კბენის შემთხვევაში ვითარდება ანაფილაქსიური შოკიო ამბობ და რა იგულისხმება როგორი კბენა,წელს ზემოთ როგორ უნდა გიკბინოს ახტომა რამე იცის???? ტანსაცმელს რაც შეეხება ანტისნეიკები რა არის?? ან სად შეიძლება რომ ვიყიდო???? და თუ პეხზე სპეც ბოტები"ვალინკები" გაცვია, შეძლებს რომ შემოგახტეს მაგაშიც გიკბინოს,გაატაროს????

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 19:17

ანტისნეიკი არის ზოგადად ტანსაცმელი გველებისაგან თავდასაცავად და ამ სპეც ტანსაცმელში ნაკბენი ვერ გავა . გველი ძირითადად მუხლს ქვემოთ იკბინება თუმცა არის შემთხვევები როცა სახეზე ან სხეულის ზედა ნაწილშიც კბენს ადამიანს ეს იმ დროს როცა დახრილია ადამიანი ვერ ამჩნებს გველს , ასევე რამე კლდიან ზედაპირზე ასვლისას. გველი არასდროს არ გამოეკიდება ადამიანს !
პირიქით ის მიწის ზედაპირიდან ვიბრაციებს რომელსაც ადამიანი სიარულის დროს წარმოქმნის. გრძნობს მოახლოებას და გაურბის მას და კბენს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა გაქცევას ვერ ასწრებს თავდაცვის მიზნით ან როცა ჩამალულს შემთხვევით ფეხს დააბიჯებს გველი სრული ყრუა და მხედველობაც არ უვარგა ის კარგად ამჩნევს მოძრავ სხეულებს და კარგი ყნოსვა აქვს მაგრამ არა აქ სმენა და მხედველობაც არ უვარგა, მთელი ტანით შეიგრძნობს მიწიდან წამოსულ ვიბრაციებს სულ მცირესაც კი.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 24 2010, 21:09

ციტატა(svanivar @ 24th June 2010 - 19:00) *
ზოგიერთი კბენის შემთხვევაში ვითარდება ანაფილაქსიური შოკიო ამბობ და რა იგულისხმება როგორი კბენა


კბენაზე არ არის დამოკიდებული ანაფილაქსიური შოკი, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, ანაფილაქსიური შოკის მიმართ მიდრეკილ ადამიანებში ფუტკრის ნაკბენზეც ვითარდება


ციტატა(svanivar @ 24th June 2010 - 19:00) *
წელს ზემოთ როგორ უნდა გიკბინოს ახტომა რამე იცის????


როგორც hunter777-მა დაგიწერა, ძირითადად დაკბენა ხდება მუხლს ქვემოთ, როცა ადამიანი გამართულ მდგომარეობაში მოძრაობს, გიურზას დაახლოებით 25-30 სმ-ის სიმაღლეზე შეუძლია მიწვდეს მსხვერპლს

წელს ზემოთ კბენა უკვე ადამიანის პოზაზეა დამოკდებული და იშვიათ შემთხვევაში ხდება ძირითადად


ციტატა(svanivar @ 24th June 2010 - 19:00) *
ტანსაცმელს რაც შეეხება ანტისნეიკები რა არის??



ანტისნეიკებს ეძახიან, წვივის ან მთლიანად წვივბარძაყის დამცავ ერთგვარ საფარველს, რომელიც შარვლის გარეთ მაგრდება

http://pix.ge/ http://pix.ge/


ციტატა(svanivar @ 24th June 2010 - 19:00) *
და თუ პეხზე სპეც ბოტები"ვალინკები" გაცვია, შეძლებს რომ შემოგახტეს მაგაშიც გიკბინოს,გაატაროს????


როგორც წესი, თუ ფეხსაცმელი ნაჭრის კეტების მსგავსი არ არის, პრაკტიკულად კბენის შანსი ნულია, ჩემი ღრმა რწმენით კეტებშიც ვერ გაატანს გიურზას კბილები, მთავარია რა სიმაღლის სპეცფეხსაცმელი გაცვია, მუხლამდე თუ გიცავს არანაირი პრობლემა არაა

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 24 2010, 21:31

თბილისში ვნახე მთლიანი ფორმის რომაა ბარძაყამდ ე რომ იცავდ და150 ლარი მითხრეს ვერ შევწვდი ფასს ამწუხაროდ არადა საჭიროა და აუცილებელია. რა იცი სად გამოგადგება

პოსტის ავტორი: იკო1981 Jun 24 2010, 22:41

ოო ეს სისინობლები,სადაც დავინახავ იქვეა მისი ლიკვიდაციაც newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 24 2010, 22:50

იკო1981

შენ კიდე რა ij18 დაგემართა, რა პოსტებსა წერ?

პოსტის ავტორი: შუკა Jun 25 2010, 00:16

ვინმემ თუ იცით ჩვეულებრივ რეზინის ჩექმაში ანუ(ვალინკში)ატანს გიურზა?..

პოსტის ავტორი: Davitus Jun 25 2010, 00:50

შუკა

ვერ ატანს, გიურზას და საერთოდ გველის კბენის პრინციპი სხვანაირია, ანუ ინერციით და სისწრაფის ხარჯზე რაც ძალა ეყოფა იმ დონეზე ხვრიტავს ქსოვილს, ამიტომ ვალინკები უსაფრთხოა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: svanivar Jun 25 2010, 14:51

მადლობა ძმაო,ცოტა დავმშვიდდი, რეზინის სპეც ვალინკები მაცვია ბოლომდე მუხლამდე არ არის მაგრამ არც პატარაა... და გარდა გიურზისა სხვა შხამიანი გველის ნაკბენიც სიცოცხლისათვის ეგეთი საშიშია??? გევლგესლა და ა.შ.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 26 2010, 00:56

ციტატა(svanivar @ 25th June 2010 - 15:51) *
და გარდა გიურზისა სხვა შხამიანი გველის ნაკბენიც სიცოცხლისათვის ეგეთი საშიშია??? გევლგესლა და ა.შ.


უფრო მეტად ამტანია ადამიანი მაგ გველების შახაბების მიმართ, გიურზას შხამი ყველა ვარიანტში მომაკვდინებელია თუ არ მოხდება ჩარევა, გველგესლას დაკბენილი ადამიანებიდან ბევრი მინახავს გადარჩენილი... თუმცა გარისკვა არ ღირს გადავრჩებიო თუ არაო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: svanivar Jun 26 2010, 08:16

არა რაც არ უნდა სიცხე იყო ვალინკებს არ გავიხდი რა, კი მაგლიჯავს წინ თითებს მაგრამ მირჩევნია დავიტანჯო ashh.gif

პოსტის ავტორი: chubo1 Dec 21 2010, 01:28

მე დავამატებ იმას რომ არავიტარ შემთხვევაში არ შეიძლება ჭრილობის სპირტით, იოდით, ე. წ. ზილოონკით დამუშავება მხოლოდ სარეცხის საპონია ან ტავი დაანებეთ ჭრილობის დამუშავებას ჯობია მცოდნემ გააკეთოს

პოსტის ავტორი: 919 Dec 22 2010, 08:36

სარეცხი საპნით დამუშავება ნებისმიერ ჭრილობას უხდება,
გარდა ტუტე-ხსნარით მიყენებული დამწვრობისა.
მუშურ-გლეხურად რომ ვთქვა - სოდას, რომელსაც სარეცხი საპონი
შეიცავს ჭრილობიდან ნაგავი ამოაქვს.

რაც ზელიონკას და იოდს შეეხება, აზრი არააქვს. თუ იოდის ხსნარი
კონცენტრირებულია მაშინ ნაკბევს კიდევ ქიმიური დამწვრობაც დაემატება.

ახლა რატომ უნდა დამუშავდეს გველის (თუ მგელის) ნაკბენი ანტისეპტიკური
საშუალებით ან სარეცხი საპნით -
არაერთ წყაროში მოყვანილია შემთხვევები, როდესაც გველის
ნაკბენიდან ტეტანუსის ჩხირს შეუღწევია. ამიტომაც სტაციონარებში სადაც
"განათლებული ექიმია" გარდა ანტიდოტისა (ტოქსინების საწინააღმდეგო
საშუალება) პაციენტს ანტირაბიულ თერაპიასაც უტარებენ.

დავითუსმა სწორად დაწერა, ნებისმიერი ნივთიერებ შესაძლოა შხამად იქცეს
სუსტ ან ალერგიულ ორგანიზმში შეღწევისას.

პოსტის ავტორი: შუკა Dec 22 2010, 16:26

გუშინ მესაზღვრეებმა მაჩუქეს სითხე ბათინკზე ან ჩექმაზე წასასმელი
როგორც მითხრეს 40 დღემდე ყოფნისო და გიურზა არ გეკარება სათოფეზეო
სურათებს დავდებ ხვალ.. newsmile05.gif
იმედია გაამართლებს..

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 19:02

ციტატა(nikash4 @ 22nd December 2010 - 17:26) *
გუშინ მესაზღვრეებმა მაჩუქეს სითხე ბათინკზე ან ჩექმაზე წასასმელი
როგორც მითხრეს 40 დღემდე ყოფნისო და გიურზა არ გეკარება სათოფეზეო
სურათებს დავდებ ხვალ..
იმედია გაამართლებს..


არ გაამართლებს შენს შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა მოძრაობ, გველის პროვოცირება ხდება უეცარი თავზე წადგომით, ამიტომ გველი რეაგირებას ვერ ასწრებს შენ რა გისვია ბატინკებზე და მაგისთვის სულ არ ცხელა, თავდაცვის პრინციპით მოქმედებს და ზამბარისებურ ნახტომს აკეტებს რომ იდეაში "დაგასწროს და სანამ შენ უკბენ თვითონ კიკბინოს"

ეგ უფრო ალბათ გამოდგება როცა გძინავს ღამე და რომ არ მოგეპაროს, ტრუსიკში არ შეგიძვრეს და კუტუზე არ გიკბინოს მაგისთვის newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ფულის ლოხოტრონია... არ გადაყარო მაგაში

პოსტის ავტორი: კახაბერ Dec 22 2010, 19:31

ციტატა(Davitus @ 22nd December 2010 - 20:02) *
ეგ უფრო ალბათ გამოდგება როცა გძინავს ღამე და რომ არ მოგეპაროს, ტრუსიკში არ შეგიძვრეს და კუტუზე არ გიკბინოს მაგისთვის

სავსებით ვეთანხმები ამ წინადადებას, რამდენადაც ასეთ საკითხებზე ბევრი სპეციალისტის ნააზრევი წამიკითხავს და მიუხედავად იმისა, რომ რეპტალიების ქცევა უმეტეს შემთხვევაში ლოგიკას არ ექვემდებარება, გარკვეული დაკვირვებები არსებობს და სიფრთხილე მაინც მთავარია.
ეხლა რაც შეეხება "კუტუს'.
Davitus
ე.წ. საჯდომზე, ვიცი, რომ "ტაკო" უნდა ვთქვათ. ეს "კუტუ" საიდან მოიტანე? Солидно! სამომავლოდ ტერმინოლოგიის შერჩევისთვის გამოადგებათ ფორუმით მოსარგებლეებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 19:56

კახაბერ

ამ თემაში თემატურად და კუტუზე PM-ში ვილაპარაკოთ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 22 2010, 20:35

შუკა
ამ პერიოდში ეეგ ხსნარი არ გამოდგება იმიტომ რომ ჩვენი უდაბნოს მეგობარი ფაქტიურად არ მოძრაობს და უძრავად ითბობს ერთ ადგილს, ეგ ხსნარი უფრო იმ დროისთვის არის საჯირო როდესაც აგრესიულია და გაცეცხლებულია, მაგრამ ეერი მომენტია ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან უძლულები ამ შემთხვევაში

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 20:43

ისე პირველადი დახმარებიდან თავდაცვის თემაში გადავდივართ ნელ-ნელა

პოსტის ავტორი: chubo1 Dec 22 2010, 22:54

სარეცხის საპონს აქვს PH - რომელიც ჩვენსას უახლოვდება ამიტომ ყველაზე ნალებად აღიზიანებს დაზიანებულ ადგილს, ხოლო რაც შეეხება სპირტს , იოდს და ,,ზილიონკას '' ისინი მიკრობების ფიქსაციას იწვევენ და აიმტომ არ შეიძლება მისი ხმარება რადგან დაინფიცირების შანსი ბევრად მეტია,

პოსტის ავტორი: Davitus Dec 22 2010, 23:04

chubo1

ციტატა(chubo1 @ 22nd December 2010 - 23:54) *
ხოლო რაც შეეხება სპირტს , იოდს და ,,ზილიონკას '' ისინი მიკრობების ფიქსაციას იწვევენ და აიმტომ არ შეიძლება მისი ხმარება რადგან დაინფიცირების შანსი ბევრად მეტია,



სპირტის შემცველი სადეზინფექციო ნივთირებების ყველაზე არასასურველი მოქმედება არის ის რომ უშუალოდ ტეტანუსის სპორების ფიქსაციას იწვევენ, თორემ სხვა მხრივ უმეტესობა ბაქტერიებზე, სოკოებზე, მიკროორგანიზმებზე და ვირუსებზეც კი საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს

და ძლიერი ანტისეპრიკური თვისებებით ხასიათდება

პოსტის ავტორი: 33 Dec 23 2010, 08:22

გამარჯობათ
მინდა გითხრათ, რომ ყველაფერთან ერთად რაც 919-მა დაწერა კარგი იქნება თუ თან გვექნება გააქტიურებული ნახშირი და საფაღარათო საშვალება. ნახშირი ხელს უშლის ტოქსინების გაფანტვას ბოჭავს მათ და საფაღარათო ხელს უწყობს ორგანიზმიდან მათ გამონთავისუფლებას. ეს კიდევ მოგცემთ საშვალებას კიდევ მოიგოთ რამოდენიმე წუთი რაც მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის

პოსტის ავტორი: 919 Dec 23 2010, 11:09

033

მადლობა, ძალიან სწორი და კარგი დანამატია ნებისმიერი ინტოქსიკაციის
შემთხვევაში!

პოსტის ავტორი: 33 Dec 23 2010, 20:45

დიახ ეს კარგმა ტოქსიკოლოგმა მირჩია .
პ.ს მასტერ კლასი ჩავატაროთ რას მეტყვით?

პოსტის ავტორი: 919 Jun 4 2011, 22:36

დღეს ისევ მოვუსმინე მორიგ იდიოტიზმს რ2-ზე ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით...
რამოდენიმე ხნის წინ ვიურთიერთე ერთ გამოცდილ რუს გრეპენტოლოგთან,
რომელუც ყველაფერთან ერთად ექიმია!
გიურზის ნაკბენთან დაკავშIრებით კიდევ რამოდენიმე რამ მომახსენა.
ნაწილს ექიმებს გავუზიარებ ნაწილს ფართო საზოგადოებას.
მანამდე დამიწერია თუ არა აღარ მახსოვს და ისევ გავიმეორებ:
გიურზის შხამი ჰემოტოქსიკურია და იწვევს სისხლის შედედებას (ადრეც დავწერე) შხამი შეიცავს საკვებმომნელებელ
ფერმენტებს (სიახლე) 5-1 ნუკლეოტიდაზა, პროტეაზა, ფოსფოდიესტერაზა, ფოსფოლიპაზა A2,გიალურონიდაზა, კინინოგინაზა
1. გიურზის ნაკბენიდან შხამის ამოწოვა პირველი 10 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი; (სიახლეა დროის ფაქტორი)
2. ამოწოვა შესაძლებელია როგორც პირით აგრეთვე უნემსო შპრიცით ისევ და ისევ პირველი 10წთ-ს გან-ში;
3. ნაკბენის დამუშავება ადრეც დავწერე რითაც ხდება;
4. დაუშვებელია ჟგუტის დადება (ესეც მგონი მეწერა) აუცილებელია კიდურის იმობილიზაცია ბინტის ან ქსოვილის
მეშვეობით; შხამის გავრცელება ხდება ლიმფური სადინრებით, ამიტომაც მოძრაობა ამძიმებს მდგომარეობას.
5. დაზარალებულის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ მწოლიარე მდგონმარეობაში;
6. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება!!! ამწვავებს სიმპტომებს და აბათილებს ანტიდოტების მოქმედებას!!!
ეს უკვე საავადმყოფოში
7. სტაციონარში მიყვანისას აუცილებელია დაზიანებული უბნის მარკერით მონიშვნა;
8. ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება;
9. გიპერტონიული კომპრესის დადება ან დამუშავება ვიშნევსკის მალამოთი;
10. დიდი რაოდენობით სითხის მიცემა (ჩაი, ბულიონი, ასკილის ნაყენი)
11. სისხლის ან მშრალი პლაზმის გადასხმა
12. მონო ან პოლივალენტური შხამსაწინააღმდეგო შრატი არის უკიდურესი საშუალება
და მის შეყვანა უნდა მოხდეს კვალიფიციური ტოქსიკოლოგის მიერ!!!
ანუ დაივიწყეთ "ანტიგიურზინი"!!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 5 2011, 00:27

919
და რას ნიშნავს ბოლო 12 საკითხი უფრო დაწვრილებით იქნებ გვითხრა

პოსტის ავტორი: 919 Jun 5 2011, 08:34

ჰერცოგი997

რაც დავწერე იმას ნიშნავს. ანუ თუ ყველა ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც მე
პირველ 6 პუნქტში ავღწერე და შემდგომ საავადმყოფოში მიყვანისას 8-11 პუნქტებიც
შეასრულეს (+ ის რაც მხოლოდ ექიმებს ეხებათ), "ანტიგიურზინის" გამოყენება არ არის
საჭირო! ანტიგიურზინს ისედაც უამრავი უკუჩვენება გააჩნია.
მონოვალენტური შრატი - მზადდება 1 კონკრეტული გველის შხამის საწინააღმდეგოდ;
პოლივალენტური შრატი - რამოდენიმა სახეობის გველის შხამის საწინააღმდეგოდ.
ანტიგიურზინი არის მონოვალენტური.

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 5 2011, 08:52

919


ხუმრობით არ ვამბობ ამას მარა ერთი ისეთი შხამი არ არსებობს რო ციდან გადმოვასხა მთელ კახეთს და ამ თესლ არსებებს დედა მოეტყნათ? არ შეიძლება როგორმე ამოვწყვიტოთ? ან ეს წყალდიდობები როა არ იხრჩობიან?

პოსტის ავტორი: 919 Jun 5 2011, 09:02

მაჭარა
სისულელეა! სიბეცე!!! ამოწყვიტავ გველს და დაკარგავ მთელ მოსავალს!!!
დაღუპავ ათასობით ჰემოფილიურ ავადმყოფს!
გველს თავისი ადგილი აქვს ბუნებაში და ჩვენ ძალიან უხეშად ვერევით მათ
სამყაროში.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 6 2011, 01:53

919


10000% იანი ხარ, აბსოლიტურად ზედმიწევნით სწორად გაქვს ჩამოყალიბებული პირველადი დახმარების და სტაციონარული პირველადი ჩარევის კრიტერიუმები

ასეთი გაიდლაინები ყველა სტაციონარში უნდა იყოს გაკრული და აღარ მოხდება თვითნებური თერაპიის დემონსტრირებები



ანტიგიურზინი არ არის "ანტიდოტი" და ეს ვერ გაუგია ბევრ არათუ უბრალო ადამიანს, არამედ მედიცინის მუშაკებსაც

პოსტის ავტორი: 919 Jun 6 2011, 09:44

ექიმებმა მომწერეთ მეილები და სახელმძღვანელო მასალას მოგაწვდით! newsmile045.gif

033
Davitus


პოსტის ავტორი: გოგა Jun 6 2011, 09:49

ციტატა(Davitus @ 6th June 2011 - 02:53) *
ანტიგიურზინი არ არის "ანტიდოტი" და ეს ვერ გაუგია ბევრ არათუ უბრალო ადამიანს, არამედ მედიცინის მუშაკებსაც

აბა რისთვის გამოიგონეს ანტიგიურზინი?
ან რას აკეთებს საერთოდ?

პოსტის ავტორი: 919 Jun 6 2011, 10:02

გოგა

ანტიგიურზინს იყენებენ ყველაზე უიმედო სიტუაციაში,
როდესაც ყველა თერაპიული ღონისძიება და საშუალება
ამოიწურება და ეფექტი 0-ის ტოლია.
უამრავ ადამიანს ანტიგიურზინზე შხამზე უარესი რეაქცია აქვს.
უამრავი პრეპარატი არსებობს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა
და ახლა უკვე აღარ გამოიყენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ტყუილად გამოიგონეს.

პოსტის ავტორი: გოგა Jun 6 2011, 10:03

919
გასაგებია,გაიხარე

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 6 2011, 21:17

919

ეხლა გადავხედე ამ ინფორმაციას თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა! საჭირო ინფორმაციაა.

და ერთი კითხვაც მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ ჩვენთან გავრცელებულ გველებს ამ შემთხვევაშიც ჭრის გიურზის მეთოდი?

ანუ შემდეგს ვგულისხმობ:

1. ათროპინი + სუპრასტინი + ნო შპა
2. ვიშნევსკის მალამოთი დამუშავება

თუ სხვა გველებს სხვანაირი მეთოდი უნდა? ჩვენთან კიდევ სამი სახეობის გველგესლაა (ველის, კავკასიური და ცხვირრქოსანი) როგორც ვიცი და ეგ არის

სულ (შხამიანები). თუ ამ სამზეც გაქვს რამე იქნებ დადო?

და კიდევ, შედარებით იშვიათი შემთხვევა, მაგრამ თემა რომ ამოიწუროს. ჩვენთან მორიელი და შხამიანი ობობა კარაკურტი ბინადრობს, მე პირადად არა

ერთხელ შევხვედრივარ მორიელს. ამ ორის შხამი როგორც ვიცი თერმული დამუშავებით იშლება ანუ ნაკბენის კბენისთანავე მოწვა ეფექტს იძლევა. თუმცა

ეს ისე ვიცი მონათხრობით, შეიძლება ესეც მცდარი აზრია.

პოსტის ავტორი: 919 Jun 6 2011, 22:55

Zhorika

რაც შეეხება გიურზას, ის არის გველგესლისებრთა წარმომადგენელი და საქართველოში
შხამის სახეობა ყვეალ გველგესლას ერთნაირი აქვს (გიურზას ყველაზე მკვეთრად გამოსახული
და მდიდარი კოქტეილით) ანუ ჰემოტოქსიური.

რაც შეეხება დახმარებას, ყველა არაექიმმა მიაქციოს ყურადღება 4/06-ში გამოქვეყნებული
პოსტის 1-6 პუნქტს! სუპრასტინის გამოყენება დასაშვებია არაექიმის მიერაც!
აგრეთვე დასაშვებია ტავეგილის (2.0) ან პიპოლფენის მიღება, აბის ან კუნთში 3-4ჯერ დღეში.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 7 2011, 00:39

დღეს იყო საინფორმაციოში. ხობში უკბინა გველმა 13 წლის გოგოს და როგორც თქვეს..სწორედ "ანიგიურზინი" გაუკეთეს. ხობში არამგონია გიურზა ყოფილიყო..ალბათ გველგესლა იქნებოდა...მაგრამ..მაინც ანტიგიურზა გამოიყენეს. ისე კი..როგორც მე ვიცი(ერთ გადაცემაში მოვისმინე) გველგესლას შხამი..ბევრად სუსტია ვიდრე გიურზასი. ეგეც კი თქვეს..გველგესლა არც კი კლავსო. მხოლოდ ცუდად ხდისო...თუმცა ექიმს..აუცილებლად უნდა მიმართოს დაკბენილმაო. რამდენად მართალია ეგ აღარ ვიცი.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 7 2011, 08:42

ლევანი

გიურზას შხამიც არ არის ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო, (იგულისხმება, ზრდასრული, ჯანმრთელი 70კგ-მდე ადამიანი) თუ სათანადო პირველადი დახმარება ჩაუტარდება... იშვიათ შემთხვევაში, ყველანაირი ჩარევის გარეშეც შეიძლება საშუალო სიმწვავით გადაიტანოს ადამიანმა და არ მოკვდეს

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 7 2011, 10:16

თხოვნა მაქვს რომ ერთხელ კიდევ გიურზას ნაკბენის მკურნალობა მარტივად და თანმიმდევრობით ჩამოაყალლიბოს ვინმემ რეცეპტივით. მინდა ის პრეპარატები შევიძინო და ვატარო ხოლმე რა იც რახდება ადმიანტუ არა ძაღლს მაინც დაეხლარები ბოლო ბოლო, წინასწარ გიხდით მადლობას.



ციტატა(მაჭარა @ Jun 5 2011, 09:52) *
919


ხუმრობით არ ვამბობ ამას მარა ერთი ისეთი შხამი არ არსებობს რო ციდან გადმოვასხა მთელ კახეთს და ამ თესლ არსებებს დედა მოეტყნათ? არ შეიძლება როგორმე ამოვწყვიტოთ? ან ეს წყალდიდობები როა არ იხრჩობიან?



მაჭარ ამოწყვეტა არ შეიძლება და არც ამოწყდება არასდროს და ვერც ამოწყვეტავ როგორც არ უნდა ეცადო მაგრამ რაოდენობის შემცირება და კონტროლი შეიძლება ეხლა ესე როა უაზროდ გავრცელებული ეგეც არ შეიძლება და ერთეული ინდივიდების განადრურებით ნურც ვინმეს ეგონება რომ საერთო რაოდენობას რამე დაკლდევბა ამ არსებებს ბუნებაში ძალიან ცოტა მტერი ყავთ, ამიტომ ნადირობისას შეგხვდებათ შეათბეთ ამით ნაწილობრივ დაიცავთ თქვებს უკან მომავალ მეგობარს ან ძაღლს, ვისაც არ გამოუცდია ეგეთი შემთხვევა არ მეკამათოთ!

პოსტის ავტორი: 919 Jun 7 2011, 18:53

Davitus

აბსოლუტურად გეთანხმები ჯიმა. და იმ ექიმს ვინც ბავშვს ხობში
ანტიგიურზინი ატაკა ლიცენზია სამუდამოდ უნდა ჩამოართვა.
1. გიურზა არ ბუდობს ჭაობიან და ნესტიან გარემოში, ეს სავარაუდოდ მცურავი
ან ველის გველგესლა იყო.
2. სანთელია ახლა დასანთები, რომ ის ბავშვი ანტიგიურზინით გადარჩეს.

პოსტის ავტორი: shaka.zulu Jun 15 2011, 20:34

ხო მარა ჟგუტი რაღაა

elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif elementarno-vatson.gif [quote name='919' date='Jun 4 2011, 23:36' post='149535']
დღეს ისევ მოვუსმინე მორიგ იდიოტიზმს რ2-ზე ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით...
რამოდენიმე ხნის წინ ვიურთიერთე ერთ გამოცდილ რუს გრეპენტოლოგთან,
რომელუც ყველაფერთან ერთად ექიმია!
გიურზის ნაკბენთან დაკავშIრებით კიდევ რამოდენიმე რამ მომახსენა.
ნაწილს ექიმებს გავუზიარებ ნაწილს ფართო საზოგადოებას.
მანამდე დამიწერია თუ არა აღარ მახსოვს და ისევ გავიმეორებ:
გიურზის შხამი ჰემოტოქსიკურია და იწვევს სისხლის შედედებას (ადრეც დავწერე) შხამი შეიცავს საკვებმომნელებელ
ფერმენტებს (სიახლე) 5-1 ნუკლეოტიდაზა, პროტეაზა, ფოსფოდიესტერაზა, ფოსფოლიპაზა A2,გიალურონიდაზა, კინინოგინაზა
1. გიურზის ნაკბენიდან შხამის ამოწოვა პირველი 10 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი; (სიახლეა დროის ფაქტორი)
2. ამოწოვა შესაძლებელია როგორც პირით აგრეთვე უნემსო შპრიცით ისევ და ისევ პირველი 10წთ-ს გან-ში;
3. ნაკბენის დამუშავება ადრეც დავწერე რითაც ხდება;
4. დაუშვებელია ჟგუტის დადება (ესეც მგონი მეწერა) აუცილებელია კიდურის იმობილიზაცია ბინტის ან ქსოვილის
მეშვეობით; შხამის გავრცელება ხდება ლიმფური სადინრებით, ამიტომაც მოძრაობა ამძიმებს მდგომარეობას.
5. დაზარალებულის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ მწოლიარე მდგონმარეობაში;
6. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება!!! ამწვავებს სიმპტომებს და აბათილებს ანტიდოტების მოქმედებას!!!
ეს უკვე საავადმყოფოში
7. სტაციონარში მიყვანისას აუცილებელია დაზიანებული უბნის მარკერით მონიშვნა;
8. ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება;
9. გიპერტონიული კომპრესის დადება ან დამუშავება ვიშნევსკის მალამოთი;
10. დიდი რაოდენობით სითხის მიცემა (ჩაი, ბულიონი, ასკილის ნაყენი)
11. სისხლის ან მშრალი პლაზმის გადასხმა
12. მონო ან პოლივალენტური შხამსაწინააღმდეგო შრატი არის უკიდურესი საშუალება
და მის შეყვანა უნდა მოხდეს კვალიფიციური ტოქსიკოლოგის მიერ!!!
ანუ დაივიწყეთ "ანტიგიურზინი"!!!!
მთავარია დაიცვათ პირველი 6 წესი დაშავებულის ჰოსპიტალში გადაყვანამდე!!!

პოსტის ავტორი: kupra Jun 16 2011, 12:23

უნდა იყიდებოდეს ვაკცინა აპტიაქებში და არ იკნება არანაირი პრობლემა.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 16 2011, 13:20

ეს იმფო გადმოვწერე და სულ ჯიბით უნდა ვატარო გაიხარეთ რაიც რა ხდება

პოსტის ავტორი: 919 Jun 16 2011, 18:41

kupra
მადლობა ღმერთს, რომ ეს ვაქცინა აფთიაქში არ იყიდება!

ამ ვაქცინის (ანტი-დოტის) გაკეთება უკიდურეს შემთხვევაში ხდება მაშინ,
როდესაც დაკბენილს ირგვლივ გაუნათლებელი დებილების
იყვნენ და ის რაც დავწერე უკუღმად გააკეთეს.

ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქტიური შოკი და დაზარალებული
დროზე ადრე წერილის წამღებად აქციოს newsmile045.gif
ვაქცინა მხოლოდ ექიმ-რეანიმოტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ კეთდება!
პატივისცემით
გიგა newsmile05.gif

shaka.zulu

არის ლახტი, რითაც სისხლდენას აჩერებენ.

პოსტის ავტორი: შუკა Jun 16 2011, 19:31

ძაღლს რა ეშველება? ვთქვათ საკაკბეზე ვარ და უკბინა? რამაე შანსია გადარჩენის?

პოსტის ავტორი: 919 Jun 16 2011, 21:04

შუკა
ძამიკო, უპირველეს ყოვლისა ძაღლი კაი ოჯახიშვილი უნდა იყოს და რა თქმა უნდა
განათლებული newsmile035.gif
სიმართლე, რომ გითხრა და აქ არაერთხელ დამიწერია - გერმანელები როგორ ზრდიან
ძაღლს. შლანგის მეშვეობით ძაღლს გველის შიში უნდა გაუჩინო. კერძოდ კი შლანგთან მისვლისას
წყალი უნდა ჩაურთო ან ანკარაზე ელემენტარულად ფუ-ს ბრძანებით ავარჯიშო.

კბენის შემთხვევაში, დაწერილი მაქვს შარშანწინ : სუპრასტინი, ნოშპა და ათროპინი.
ნაკბენი კი ვიშნევსკის მალამოთი და ჰიპერტონიული საფენით უნდა დაუმუშაო.

პოსტის ავტორი: შუკა Jun 16 2011, 21:22

გაიხარე გიგა!! შლანგსაც ვცდი და ხოკერაზეც დავაშინებ...

თუ არ გეზარება თანმიდევრულად დაწერე რა..

ვთქვათ ეს მედიკამენტები მაქვს....

დავიწყოთ იქიდან , ვარ სანადიროდ და უკბინა..რომელი მედიკამენტი როდის უნდა..რა დოზით..

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 17 2011, 15:22

შუკა, ვერც ერთი ჩამოთვლილი პრეპარატი გიურზის კბენის შემთხვევაში ძაღლს სიკვდილისაგან ვერ იხსნის. თითქმის 95%-თ არის ძაღლი განწირული კბენის შემთხვევაში. ძაღლის დაბალი წონის და შხამის დიდი რაოდენობის შეფარდება, აგრეთვე ნაკბენის ადგილი (დინგი, კისრის არე) ძაღლის სასარგებლოდ როდია.
და კიდევ, ,, ანტიგიურზა,, შრატია და არა ვაქცინა.

პოსტის ავტორი: მაჭარა Jun 17 2011, 16:04

მე ვამბობ ყველაზე ჭკვიანურს, ამოვწყვიტოთ როგორმე, აღარც ჩვენ თავებზე ვინერივულებთ და აღარც ძაღლებზე...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 17 2011, 16:47

ციტატა(shaka.zulu @ Jun 15 2011, 21:34) *
მანამდე დამიწერია თუ არა აღარ მახსოვს და ისევ გავიმეორებ:
გიურზის შხამი ჰემოტოქსიკურია და იწვევს სისხლის შედედებას (ადრეც დავწერე)

4. დაუშვებელია ჟგუტის დადება (ესეც მგონი მეწერა)

'shaka.zulu' რომელი ხარ? რამოდენიმეჯერ გიწერია ადრეც დავწერეო და აქ 1 პოსტს აჩვენებს

პოსტის ავტორი: 919 Jun 18 2011, 13:30

romeo 1
ვერ დაგეთანხმები, არაერთხელ გადაურჩენი და გადაარჩენს კიდევაც!
საიდან გაქვს ასეთი დაჯერებულობა, რომ ვერც ტავეგილი, ვერც სუპრასტინი,
ვერც ათროპინი, ვერც ნოშპა და შემდგობი ღონისძიებანი ვერ გადაარჩენენ ძაღლს?
თუ ექიმი ხარ, მომწერე მეილი და რფ ჯდს-ის მიერ ჩამოყალიბებუგ დეტოქსიკაციის
ცირკულარს მოქცემ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმი ან ვეტერინარი ხარ!

შუკა თუ ხარ ყვეაფრის გამკეთებელი?
აი სრულ თერაპიას გიწერ

1. პირველ რიგში ძარლი დასაწვენია და გასაუძრავებლად ეს ძალზედ მნიშვნელოვანი - უკვე მიწერია რატომაც!
2. შპრიცით ან პირით ამოწოვოშხამის მაქსიმალური რაოდენობა (პირველი 10 წუთის განმავლობაში)
3. (სანამ არ შეშუპდა) 0.5%-იანი ნოვოკაინით 10მლ-ს ოდენობით დასაჩხვლეტია ნაკბენის ორგვლისვ 3 უბანში.
თუ შეშუპება განვითარდა დასაჩხვლეტია საზღვარი (ნოვოკაინით).
4. კუნთში 1 მლ სუპრასტინი ან დიმედროლი (რომელიც არ არის დაშვებული თავისუფალი გაყიდვისათვის)
აგრეთვე კანქვეშ შეგვყავს ადრენალინი 0.5-1.0 მლ, შემდეგ ათროპინი იგივე რაოდენობა კანქვეშ.
5. პრედნიზოლონი 0.5-1.0 მლ კუნთში
6. შპრიცით კანქვეშ ქეჩოში შესაყვანია ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა (თუ ძაღლს პირღებინება ან ფაღარათი აქვს
ეს პროცედურა მეორდება 1-2ჯერ 10-15 წუთის ინტერვალით).
7. სულფაკამფოკაინი 2 მლ ან კოფეინი 1მლ (ეს უკვე გულის ფუნქციების მხარდაჭერისათვის)
8. ტრაუმელი 10.მლ შოკის საწინააღმდეგოდ კუნთში
9. ასვით რეგიდრონი

ყველა პრეპარატი უნდა გაკეთდეს სტერილური სხვა და სხვა შპრიცით!!!

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Jun 18 2011, 23:54

919

ციტატა
1. პირველ რიგში ძარლი დასაწვენია და გასაუძრავებლად ეს ძალზედ მნიშვნელოვანი - უკვე მიწერია რატომაც!
2. შპრიცით ან პირით ამოწოვოშხამის მაქსიმალური რაოდენობა (პირველი 10 წუთის განმავლობაში)
3. (სანამ არ შეშუპდა) 0.5%-იანი ნოვოკაინით 10მლ-ს ოდენობით დასაჩხვლეტია ნაკბენის ორგვლისვ 3 უბანში.
თუ შეშუპება განვითარდა დასაჩხვლეტია საზღვარი (ნოვოკაინით).
4. კუნთში 1 მლ სუპრასტინი ან დიმედროლი (რომელიც არ არის დაშვებული თავისუფალი გაყიდვისათვის)
აგრეთვე კანქვეშ შეგვყავს ადრენალინი 0.5-1.0 მლ, შემდეგ ათროპინი იგივე რაოდენობა კანქვეშ.
5. პრედნიზოლონი 0.5-1.0 მლ კუნთში
6. შპრიცით კანქვეშ ქეჩოში შესაყვანია ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა (თუ ძაღლს პირღებინება ან ფაღარათი აქვს
ეს პროცედურა მეორდება 1-2ჯერ 10-15 წუთის ინტერვალით).
7. სულფაკამფოკაინი 2 მლ ან კოფეინი 1მლ (ეს უკვე გულის ფუნქციების მხარდაჭერისათვის)
8. ტრაუმელი 10.მლ შოკის საწინააღმდეგოდ კუნთში
9. ასვით რეგიდრონი


ეს ყველაფერი ადამიანზე რა დოზებით იქნება? ვთქვათ და ვერ ვასწრებთ ტრანსპორტირებას ვე ნახევარ საათშ და ვერც 1 დღეში ?

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 19 2011, 09:48

919
კიი, ვეტერინარი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ტავეგილი, სუპრასტინი და ნოწპა ძაღლს ვერ გადაარძენს. ეს წამლები შესაძლოა რომ კომპლექსურ თერაპიაში შედიოდეს, მაგრამ წამყვანი სამკურნალო როლი უჭირავს გველის საწინააღმდეგო შრატს, აგრეთ წოდებულ ,,ანტიგიურზას,, , რომლის გაკეთებაც უნდა მოხდეს კვალიფიცირებულ მედპერსონალის მიერ, რადგანაც შრატს შეუძლიან გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. ჩემი რჩევაა, რომ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, რომელიც კარგადაა ზემოდ აღწერილი, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოდ საავადმყოფოში. რაც შეეხება ძაღლს, არა მგონია რომ ვეტკლინიკაში სადმე ,,ანტიგიურზა,, ქომდეთ, ამიტომ ეს შრატი თან უნდა იქონიოდ ( შენახვის პირობების დაცვით, თერმოსში) მას მოსდევს ინსტრუქცია როგორ უნდა გაუკეთდეს, და რა წამლის შემდეგ, და ეს შრატი ადგილზევე უნდა გაუკეთდეს.
919, თუ დეტოკსიკაციის ცირკულარს გამომიგზავნით, დიდათ მადლობელი ვიქნები, მეილს პმ-ში გამოგიგზავნით

პოსტის ავტორი: 919 Jun 19 2011, 12:48

romeo 1
მე რამდენადაც ვიცი "ანტიგიურზას", როგორც ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურ პირზე გაცემა
არაკანონიერია.
ადრე ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმებსა და სამხედრო პირებზე გაიცემოდა (ექსპედიციაში).

პოსტის ავტორი: შუკა Jun 19 2011, 18:05

919
romeo1


მადლობა...


ისე რა გახდა!! ხალხი კოსმოსში დაფრინავს და ისეთი პრეპარატი ვერ გამოიგონეს

ძაღლსაც შველოდეს, კაცსაც, იყიდებოდეს და ინახებოდეს!! bliadzl.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 19 2011, 19:26

919 ,,ანტიგიურზა,, ნარკოტიკული საშუალება არაა, ის ცხენის სისხლის გიპერიმუნიზებული შრატია, მაგრამ იმდენად საშიში გართულებები ( ანაფილაკსიური შოკი) შეიძლება გამოიწვიოს, რომ სტაციონარულ პირობებში უნდა გამოვიყენოდ, ამიტომ არაა თავისუფალ გაყიდვაში. ისე მე მქონდა ადრე ნაყიდი ერევანში და 2 წელი ვატარებდი ხოლმე სანადიროდ სანამ ვადა არ გაუვიდა. 120 დოლარი გვქონდა გადახდილი. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ თბილისში თურმე 200 დოზა ინახება, დედოფლისწყაროში კი, სადაც ყველაზე დიდი საშიშროებაა გველმა რომ ვინმეს უკბინოს, არც ერთი...

პოსტის ავტორი: 919 Jun 20 2011, 00:02

romeo 1
მე ეს არ დამიწერია!
"როგორც ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურ პირზე გაცემა
არაკანონიერია".
შეგნებული ადამიანი ვარ, რომ "ანტიგიურზა" და ნარკოტიკი ერთმანეთში
არ შემეშალოს newsmile045.gif უბრალოდ თითქმის ერთი და იგივე მუხლი უდგება თუ არაექიმს აღმოუჩინეს!

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 20 2011, 20:59

919
ბოდიშს მოგიხდით სწორედ რომ ვერ გავიგე. ნამდვილად არ ვიცოდი თუ აკრძალული და უკანონოა რომ მოქალაქეს ,, ანტიგიურზა,, ქონდეს! რა ემუქრება თუ მას აღმოუჩენენ შრატს?

პოსტის ავტორი: 919 Jun 21 2011, 06:02

თუ კანონის კარგადმცოდნემ აღმოუჩინა, "ნარკოტიკულ ნ-ზე" ოდნავ ნაკლები პრობლემა
ექნება. უვიცმა კი შეიძლება არც არაფერი უთხრას. newsmile045.gif

romeo 1
გაიხარე მეგობარო!

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 21 2011, 20:00

დღეს გავიდა ინფორმაცია რომ დასავლეთ საქართველოში 2 შემთხვევა იყო გველის დაკბენის, მგონი ზუგდიდის რაიონზე იყო საუბარი. ორივე პაციენტს ,,ანტიგიურზა,, გაუკეთდა საავადმყოფოში, კარგად არიანო და უკვე სახლში გავწერეთო, აცხადებდა ექიმი. ვინ იცის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გველგესლების გარდა გიურზა თუ ბინადრობს?

პოსტის ავტორი: 919 Aug 10 2011, 20:17

QUOTE (romeo 1 @ Jun 21 2011, 21:00) *
დღეს გავიდა ინფორმაცია რომ დასავლეთ საქართველოში 2 შემთხვევა იყო გველის დაკბენის, მგონი ზუგდიდის რაიონზე იყო საუბარი. ორივე პაციენტს ,,ანტიგიურზა,, გაუკეთდა საავადმყოფოში, კარგად არიანო და უკვე სახლში გავწერეთო, აცხადებდა ექიმი. ვინ იცის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გველგესლების გარდა გიურზა თუ ბინადრობს?



გიურზა დასავლეთ საქართველოში არ ბინადრობს... ანტიგიურზინს კი აჯობებს შეეშვათ!

პოსტის ავტორი: Davitus Aug 10 2011, 23:32

919

+1

მთელი ახალგაზრდობის წლები სამეგრელოში მაქვს გატარებული და მე იქგიურზა არ მინახავს, ყოველშემთხვევაში კოლხეთის დაბლობზე ნამდვილად არ არის


ანტიგიურზინი კი, სამწუხაროდ ბევრ ვაი ექიმს თუ ტოქსიკოლოგს უნივერსალური ანტიდოტი გონია

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 10 2011, 23:59

919

ციტატა(Gigs13 @ 20th June 2011 - 01:02) *
უბრალოდ თითქმის ერთი და იგივე მუხლი უდგება თუ არაექიმს აღმოუჩინეს!

ვააა საინტერესოა, გადმოცემით ვიცი, რომ კომუნისტების დროს მომკავშირში მონადირეებს ურიგებდნენ ანტიგიურზინს და ეგენი ახურებდნენ, თუ ეხლა შეიცვალა პროსტა კანონი?

romeo 1
ციტატა(romeo 1 @ 19th June 2011 - 20:26) *
მაგრამ იმდენად საშიში გართულებები ( ანაფილაკსიური შოკი) შეიძლება გამოიწვიოს, რომ სტაციონარულ პირობებში უნდა გამოვიყენოდ,

და ესეც ვერ გავიგე....
თუ ვერ ასწრებ დაკბენილის გადაყვანას საავადმყოფომდე, მაშინ რა ვარიანტია?
ანუ გიურზის ნაკბენი ანაფილაქსიურ შოკზე, უფრო მარტივი სამართავია ან კეთილ საიმედოა?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 11 2011, 01:00

შოთა.03

რა ვერ გაიგე, თუ სიტყვაზე, გველის ნაკბენით მიიყვანეს და ვთქვათ არ აღმოჩნდა გიურზის ნაკბენი, ექიმებმა მიიჩნიეს რომ გიურზის ნაკბენია, (დაუჯერეს პაციენტს) და გაუკეთეს ანტიგიურზინი...

სიუჟეტის ასეთ განვითარებაზეა საუბარი, თორემ, გიურზას შხამმა თუ არ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი, შრატი ლოგიკურია რომ ვერ გამოიწვევს

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 11 2011, 01:41

Davitus

ციტატა(Davitus @ 11th August 2011 - 02:00) *
რა ვერ გაიგე, თუ სიტყვაზე, გველის ნაკბენით მიიყვანეს და ვთქვათ არ აღმოჩნდა გიურზის ნაკბენი, ექიმებმა მიიჩნიეს რომ გიურზის ნაკბენია, (დაუჯერეს პაციენტს) და გაუკეთეს ანტიგიურზინი...

მომიტევეთ, ეტყობა სწორად ვერ ავღვიქვი წინადადება newsmile035.gif
სორY

პოსტის ავტორი: Computer Feb 25 2016, 19:10

გავაცოცხლებ თემას 1 დასაზუსტებელი კითხვით. ე.ი რეზინის ვალინკში მისი კბილები ვერ ატარებს ? ანუ თუ ჩვეულებრივი 20 ლარიანი ვალინკით დავდივარ საფრთხე არაა ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 25 2016, 19:31

Computer

ციტატა(Computer @ 25th February 2016 - 20:10) *
ე.ი რეზინის ვალინკში მისი კბილები ვერ ატარებს ? ანუ თუ ჩვეულებრივი 20 ლარიანი ვალინკით დავდივარ საფრთხე არაა ?

საფრთხეა საფრთხე, ნაკბენის უმეტესობა მუხლს ზემოთ მოდის....

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 25 2016, 19:43

აქ ამ ადამიანს მემგონი სხვა რამ აინტერესებს,
ვთქვათ და "ვალინკს" უკბინაო გაატარებსო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 25 2016, 20:50

მაქსიმუსა

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 25th February 2016 - 20:43) *
აქ ამ ადამიანს მემგონი სხვა რამ აინტერესებს,
ვთქვათ და "ვალინკს" უკბინაო გაატარებსო?

მაგის გარანტიას ვერავინ მოგცემს, მწარმოებლის გარდა, რომელსაც დატესტილი აქვს, რამდენადაც ვიცი ჩვეულებრივ რეზინის ვალინკსჰი ატარებს დიდი გიურზას კბილი....

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 26 2016, 00:30

Computer
მემგონი გაატარებს გააჩნია ალბათ როგორ გიკბენს

პოსტის ავტორი: Davitus Feb 26 2016, 00:49

Computer

ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, 100% იანი დაცვა, მხოლოდ სპეციალურ ე.წ. ანტისნეიკებს აქვს, კევლარი და სხვა მყარი მასალებგან იკერება.

ფაქტორები შემდეგია:

შეტევის კუთხე (ვალინკთან რაც უფრო პერპენდიკულარულად ხდება შეტევა, მით მეტია შეღწევადობის სიმძლავრე)
გველის გაბარიტები (რაც უფრო დიდია გველი და აქვს ძლიერი კუნთოვანი მასა, მით უფრო ძლიერი, ზამბარისებრი მოძრაობის შესრულება შეუძლია, დარტყმის დროს)
რეზინის სისქე (5 მმ არის სავარაუდო ზღვარი)
მასალა (არსებობს ისეთი რეზინი, რომელიც სიცხეში რბილდება, არსებობსბევრად მყარი რეზინიც)
შარვალი ვალინკის ქვეშ (დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ტიპის შარვალი გვაცვია, სიცხეში ზოგი ვერ იცმევს სქელ, ჯინსს)
დარტყმის მომენტში, ვალინკი შემოტმასნულია ფეხზე თუ, მათ შორის მცირედი სივრცეა. (ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ესეც მომენტის ამბავია)


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რისკი მაინც არსებობს და თუ უეჭველი ისეთ ადგილებში გიწვს სიარული, სადაც რისკი მაღალია, ჩვეულებრივი ანტისნეიკები უნდა გამპიყენო, რომელიც 100% ით დაიცავს ქვედა კიდურებს, მთლიანად.

პოსტის ავტორი: Computer Mar 1 2016, 17:34

ციტატა(SHOTA @ 25th February 2016 - 20:31) *
ნაკბენის უმეტესობა მუხლს ზემოთ მოდის....

ამ მოსაზრებაზე სხვადასხვა შეფასებებია და უმეტესობის აზრი რაც ნეტში მოვიძიე საპირისპიროზე მეტყველებს.

ანტისნეიქებს საქართველოში არ კერავენ ჩემს ზომაზე და ჭკუაზე რომ შევაკერინო ?

შიში მაქვს ჩემი ალერგიული ფონიდან გამომდინარე. კრაზანების ნაკბენზეც კი მეწყება შეშუპება და თან ვატარებ ყოველთვის ყველგან დექსამეტაზონს და სხვადასხვა ალერგიის წამლებს. ვფიქრობ შეიძლება ფატალური იყოს ჩემთვის ავადსახსენებლის შხამი და მაინც ვერ ვეშვები ნადირობა/თევზაობას. მინდა უფრო უსაფრთხო გავხადო და მზად ვარ +50 გრადუსშიც ვატარო შესაბამისი ტანსაცმელი. ანტისნეიქები ნორმალური ცოტა ძვირებია მითუმეტეს დღევანდელი კურსიდან გამომდინარე. იაფიანი ალტერნატივა არ არსებობს ?



P.s კიდევ 1 რაც მაინტერესებს ანტისნეიქებს ხმარობენ ფეხსაცმელზე ხო ?

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 4 2016, 14:00

ციტატა(Computer @ Mar 1 2016, 18:34) *
P.s კიდევ 1 რაც მაინტერესებს ანტისნეიქებს ხმარობენ ფეხსაცმელზე ხო ?

კი ანტისნეიკს ფეხსაცმელზე და შარვალზე გარედან იცვამენ.

რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ გიურზას. პირველად რომ მოვკალი პირი გავუღე ჯოხით და ზედა კბილები გამოვუჩინე ნაოჭებიდან. სანტიმეტრი თან არ მქონია მაგრამ 1 სმ ზე მეტი სიგრძე უეჭველი ექნებოდა კბილებს. ალბათ 1,5 სმ. როდესაც არტყავს ყბები ისე აქვს გადახსნილი რომ კბილები 90 გრადუსით არის დარტყმის ზედაპირისაკენ, ანუ ბოლომდე ჩაასობს. დარტყმის ძალა ჩემზე არ გამომიცდია და ღმერთმა არც გამომაცდევინოს , მაგრამ გამიგია რომ როგორც ჯოხი შემოგკრან ისეთი ძალით არტყავსო. ყველაფერი ამის გათვალისწინებით რეზინის ვალინკი ვერანაირი შეღავათი ვერ არის.
ძირითადად მუხლის ქვემოთ ურტყავს თუ თვითონ გველი არ იმყოფება მაღლობზე.
და კიდევ ერთს დავამატებ. ერთხელ გიურზის წიწილი შემხვდა გავეკიდე და რეზინის ჩექმით გავსრისე. ადგილობრივმა მითხრა რომ პატარას შხამიც იმდენად საშიშია როგორც დიდისო. ასე რომ მიუხედავად ზომისა უნდა ვუფრთხილდეთ.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2016, 15:44

უიარაღო

პატარას შხამი უფრო კონცენტრირებულია. დიდის უფრო გაზავებულია

პოსტის ავტორი: Computer Mar 9 2016, 18:45

ჩვენთან არ კერავენ სპეციალური მატერიით იგივე ანტისნეიქებს ?
თუ ყველავარიანტში უნდ აგამოვწერო ?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 9 2016, 21:34

Computer

კევლარის მასალას თუ იშოვი, ყველაზე იდეალური ეგაა, თუმცა შეიძლება სქელი ბრეზენტი, ან მსგავსი მასალის მატერია. მთავარია იყოს უხეში და შიგ ადვილად ვერ გადიოდეს მახათი. თვითონაც შეგიძლია მონახო, რამე მსგავსი და მერე ცდა ჩაატარო.

ანტისნეიკებს ასევე კერავენ, ფართოდ ჩასაცმელს, ისე რომ შემოტმასნული არ იყოს ფეხზე.

იბეიზე შეგიძლია ნახო მეორადები, შედარებით დაბალ ფასად.

სექენდ ჰენდში ნახეს ადრე მეგობრებმა, რომ მივედი ზომა ბავშვისთვის იყო და აზრი არ ქონდა შეძენას.

ძებნით, შეგიძლია snakeproof chaps მიუთითო


http://www.amazon.com/Rattlers%C2%AE-Scale-Snake-Chaps-Inseam/dp/B004W3FCKE/ref=sr_1_sc_8?ie=UTF8&qid=1457548375&sr=8-8-spell&keywords=Snakeproof+Chaps

http://www.cabelas.com/product/clothing/men-s-hunting-clothing/men-s-specialty-clothing/men-s-snake-protection-clothing%7C/pc/104797080/c/104748480/sc/104590080/i/103951980/whitewater-men-s-snakeproof-chaps-150-regular/725401.uts?destination=%2Fcategory%2FMens-Snake-Protection-Clothing%2F103951980.uts

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 10 2016, 08:39

ესენი სჯობია. უფრო მოხერხებულია.


პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 10 2016, 08:44

აი ლინკიც
http://www.amazon.com/Outdoor-Research-Rocky-Mountain-Gaiters/dp/B00BQ7JKRA/ref=pd_sim_468_17?ie=UTF8&dpID=41%2BSuLfRi6L&dpSrc=sims&preST=_AC_UL160_SR160%2C160_&refRID=15G0V1MCNTR4C39YJZ05

პოსტის ავტორი: Davitus Mar 10 2016, 15:14

უიარაღო

ეგ მუხლს ქვემოთაა + არსად არ უწერია გველისგან იცავს თუ არა, მასალა არის - ნეილონი. სრულყოფილი დაცვა მაინც ვერ გამოდის

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 11 2016, 09:49

Davitus მართალი ხარ. ანტისნეიკებს რომ ვეძებდი იქ ამოაგდო ესენიც და უფრო თოვლისაგან დასაცავები ყოფილა. ისე შენ რომ დადე იმ ანტისნეიკებსაც მუხლს ქვემოთ აქვს დაცვა მიუხედავად იმისა რომ ქსოვილი მენჯ-ბარძაყის სახსრებამდე ადის.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 11 2016, 22:03

უიარაღო

კიბატონო მუხლსქვემოთაა ორივე, იაფ ვარიანტში ეგაა მხოლოდ. მთლიანი აგერ არის, უბრალოდ უაზრო ფასი აქვს

http://www.cabelas.com/catalog/product.jsp?productId=1156687&destination=/category/Mens-Snake-Protection-Clothing/103951980.uts

პოსტის ავტორი: Computer Mar 15 2016, 12:19

მეგობრებო ეგ კი გასაგებია მაგრამ გამოდის ფეხსაცმელიც შესაბამისი უნდა მეცვას რომ თვითონ ფეხსაცმლიდან ვეღარ შეძლოს მაშინ კბილის გატანება. გადავხედავ თქვენს ლინკებს 1 კარგად და იქნებ სეზონამდე მოვახერხო და სეზონზე მშვიდად ვიმოძრაო :-)

პოსტის ავტორი: Davitus Mar 15 2016, 17:43

ფეხზე რათქმაუნდა ესპადრელები არ უნდა გეცვას ))))

პოსტის ავტორი: ჯოლა Mar 15 2016, 20:01

ციტატა(Davitus @ 11th March 2016 - 23:03) *
უბრალოდ უაზრო ფასი აქვს

ashh.gif
რამდენად შეაფასებდი სიცოცხლეს ? D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 15 2016, 20:28

ჯოლა

ვაოფებთ მამენტ newsmile05.gif რიტორიკული კითხვაა, ფილოსოფიაში გადავალთ newsmile05.gif

უფრო მარტივ გამოსავალს ვიპოვიდი, არ წავიდოდი იმ დროს როცა გველი აქტიურობს, მაგ "უაზროდ ძვირის" თავიდან ასაცილებლად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Marshana Mar 15 2016, 23:32

მოგესალმებით ბატონებო,

კარგია რომ სამედიცინო თემას წავაწყდი, ვინაიდან იარაღებში ზედმეტად ახალბედა ვარ და მარტო რჩევებით თუ მოგაბეზრებთ თავს.

მოკლედ ერთი მეგობრული რჩევა მინდა მოგცეთ, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალს ასწავლო რაღაც, ამდენი სამედიცინო ტერმინოლოგიით და პირველადი დახმარება ავხსნათ ტონა არაფრისმომცემი ინფორმაციით იქნება ეს პათფიზიოლოგია, ფიზიოლოგია, ტოქსინების შემადგენლობა/მოქმედების მექანიზმი, ჰოსპიტალური მკურნალობა და ა.შ.

ე.წ. გველის ნაკბენის 'ტრადიციული მკურნალობის წესების' აბსოლუტური უმრავლესობა არის სისულელე, არაეფექტური და პოტენციურად დამაზიანებელი.

ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე, მარტივად აღაასქმელი და დასამახსოვრებელი

სწორი აქცენტებიც არის გაკეთებული ამ თემაში, მაგრამ ძალიან გთხოვთ დაივიწყეთ მითები სარეცხ საპონთან, ცხ**ის ბეწვთან, გარკვეული მცენარეების ღეჭვასთან, საფაღარათო საშუალებებთან, ინექციებით სიარულთან თუ ელექტროშოკით გველის ნაკბენის მკურნალობასთან დაკავშირებით.
მედიკამენტს ნიშნავს ექიმი, ინექციას აკეთებს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი რომელმაც იცის კონკრეტულად სად როდის და რა დოზა მიაწოდოს ადამიანს, მისი სავარაუდო გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები.

ამან შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგები.

რა არ შეიძლება:

1 - არანაირმა პირველადმა დახმარებამ არ უნდა დააყოვნოს პაციენტის სწრაფი ტრანსპორტირება ჰოსპიტალში
2 - არავითარი ამოწოვა/გაჭრა და ა.შ. არსებობს ე.წ. ტუმბოები რომლებიც იღებს გარკვეული რაოდენობის შხამს თუმცაღა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე უსარგებლო ტექნიკებს მიეკუთვნება ელექტროშოკი და ყინულიან წყალში დაზიანებული კიდურის ჩაყოფა ან ყინულის დადება
3 - არავითარი ლახტი (თეორიულად მსუბუქი დამწოლი ნახვევი შეიძლეა იყოს სასარგებლო დაგვიანებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუმცაღა რეალურად კიდევ მეტი დაკირვებაა საჭირო გადაჭრით მისი ეფექტურობის მტკიცებისთვის)
4 - არ სცადოთ გველის დაჭერა (სტატისტიკურად საკმაოდ მაღალ პროცენტში მეორე დაგესვლა ხდება პირველის შემდეგ დაზარალებულის ან მისი თანმხლების მიერ მცდელობისას დაიჭიროს გველი), გველის მოკვლის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში ურჩევენ წაიღონ თან საავადმყოფოში ''ამოსაცნობად'', თუმცა საქართველოს კვალბაზე რამდენად ინფორმატიული იქნება სხვა საკითხია იმდენად რამდენადაც მაინცდამაინც დიდი რაოდენობის სხვადასხვა შხამიანი გველების არსებობით არ გამოვირჩევით, ამავე დროს ძალიან საფრთხილოა მისი ტრანსპორტირებაც
5 - არ დაიწყოთ არანაირი მედიკამენტური მკურნალობა ექიმის გარეშე
6 - დაზარალებულს არ მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე, იმ შემთხვევაში თუ ტრასპორტირება ხანგრძლივდება სითხის მიცემა შეიძლება ნორმალური რაოდენობით წყურვილის მოსაკლავად


ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობას ჯობია პრევენცია რათქმაუნდა და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი; სპეცტანსაცმელი იქნება ეს თუ გამოჩენილი სიფრთხილე თუ ორივე ერთად.

მაგრამ თუკი მაინც მოხდა შემთხვევა, პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს ერთად რომ შევადგინოთ არის:

1 - ეცადეთ დაიმახსოვროთ როგორია გველი, რა ფერის მოყვანილობის და ა.შ. დაიკავეთ უსაფრთხო დისტანცია გველისგან, დაუკავშირდით სამედიცინო დახმარების ბრიგადას, დაგეგმეთ ყველაზე სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირება უახლოესი სამედიცინო პუნქტისკენ
2 - იყავით მშვიდად და დაამშვიდეთ პაციენტიც, შეზღუდეთ მისი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა
3 - დაზიანებულ კიდურზე მოხსენით ყველანაირი სამკაული თუ საათი და ა.შ., შეძლებისდაგვარად გაუკეთეთ იმობილიზაცია, ნაკბენის ლოკალიზაციის მიხედვით გახადეთ ფეხსაცმელი, ან მოაშორეთ ტანსაცმელი, ჭრილობა მარტივად გაასუფთავეთ და დაფარეთ სუფთა მშრალი ქსოვილით, კიდური ეცადეთ იყოს გულის დონეზე ან მის ქვევით
4 - რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას


ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით სავარაუდოდ იგივე იქნება პრეჰოსპიტალურ დონეზე, არ ვარ ვეტერინარი... თუმცაღა სერიოზული ეჭვის შეტანა შემიძლია გველის ნაკბენისას იმ მედიკამენტების ეფექტურობაში როგორიცაა: სულფოკანფოკაინი, ნოშპა და ა.შ.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 16 2016, 18:40

Marshana

გეტყობა მედიცინის კვალი ))) მგონი გიცნობ შორიდან, საერთო (მიუჩუალ) მეგობრიდან ))

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 19:29

Davitus

გამარჯობა newsmile05.gif

კი არის რაღაც პატარა კვალი ჩემს მეხსიერებაში რაც მედიცინას უკავშირდება newsmile05.gif

რომელ საერთო მეგობრებზეა საუბარი ხომ ვერ მეტყვი? მეც რო ცოტა მოვიდე აზრზე და ამოგიცნო შორიდან newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: Davitus Mar 16 2016, 20:11

Marshana

ექიმი თუ არ ხარ, მაშინ მეშლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Computer Mar 16 2016, 20:43

Marshana
ალერგიულ ადამიანებთან როგორი მიდგომაა საჭირო რათა თავშივე შევუმსუბუქოთ შესაძლო გართულებები ?

ვგულისხმობ მედიკამენტს, რომელიც შეიძლება მივიღოთ და დოზებს შესაბამისად.

მქონია შემთხვევა სათევზაოდ ყოფნისას კოღოების აქტიური შეტევის შემდეგ დამჭირვებია დექსამეტაზონი კუნთში, რომელიც პრინციპში ყველგან თან დამაქვს

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 22:19

Computer

მწვავე ალერგიული რეაქციის დროს (ანაფილაქსია) სტეროიდები (ანუ იგივე თუნდაც დექსამეტაზონი) არ არის პირველი რიგის პრეპარატი და მას მარტო დექსამეტაზონით ვერ უმკურნალებთ, მცირე ალერგიული რეაქციებისას არის ათასნაირი ანიალერგიული კრემები და სპრეები რომეიც მარტივად შეგვიძლია აფთიაქში შევარჩიოთ.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს როდესაც პაციენტმა იცის რომ ალერგიულია, უნდა აუცილებლად კონსულტაცია ალერგოლოგთან და მაღალი რისკების მქონე პაციენტებს როგორც წესი სპეციალურ იტ-ებს აძლევენდ ა უხსნიან რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, მწერებს თუ ეხება საქმე პრევენციისთვის ეეტ-ის შემცველ სპრეის ხმარობენ რომ აირიდონ კბენა და ა.შ.

თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე?

პოსტის ავტორი: Computer Mar 17 2016, 08:34

Marshana

ციტატა(Mrshana @ 16th March 2016 - 23:19) *
თქვენი კონკრეტული შემთხვევა კოღოსთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ? კონკრეტულად როგორი რეაქცია იყო, რა მოხდა და ვინ გადაწყვიტა დექსამეტაზონის ინექცია და რის საფუძველზე?



ზოგადად ბავშვობიდან ვარ ალერგიული და არა მხოლოდ კოღოზე. ბოლო სტადია მქონდა ენის, ყურის და ტუჩების გასიება. ბავშობაში მიკეთებდნენ ფილარმონიასთან იყო რაღაც პოლიკლინიკა ბეჭზე 3-3 ნემსს და წლები დავიწყებული მქონდა ეგ ამბავი. შემდეგ რომ ისევ დამეწყო ვეღარ მივაკვლიე ჩემს ანკეტას რომ მენახა რა წამალს მიკეთებდნენ. ვიარე ალერგოლოგებთან, ვიკეთე სინჯები და აღმოჩნდა ბევრი საკვებიც, მცენარეც და ძაღლიც ჩემთვის ალერგიული. თუმცა სიამოვნებით ვჭამ ჩაქაფულსაც (ცხვარი აკრძალული მაქვს) გვერდით მყავს შესანიშნავი კურცჰაარი, რომელიც ვითომ არ შეიძლება მაგრამ მწერებზე ისევ ისეთი ალერგიული დავრჩი. ალაზანზე თევზაობის დამეწყო ტუჩების დასიება და ვატყობდი რომ სუნთქვა მიჭირდა. გამახსენდა ალერგოლოგის ნათქვამი ასეთ სიტუაციებში მემკურნალა დექსამეტაზონით. მეც გავიკეთე და კუნთში თავის ალერტეკით და 10-15 წუთში დავსტაბილურდი.
როგორც აღნიშნე დამაქვს
ციტატა(Mrshana @ 16th March 2016 - 23:19) *
მაგრამ ეს არაა გამოსავალი.
კოღოს, კრაზანას, ფუტკარს კიდევ ვუშველი, მაგრამ აი ავადსახსენებელი კი მაგრად მაშინებს. მაგის გამო კიდევ სეზონს ვერ ჩავაგდებ და დავიწყე იმ გზების ძებნა რითაც შემეძლო რისკების შემცირება.

P.s ვეცადე მოკლედ დამეწერა, მაგრამ მაინც გავრცობილი გამოვიდა ;-)
ეეტ-ის შემცველ სპრეი


პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 10:14

Computer

გასაგებია,

ის რომ თქვენ მიუხედავად ალერგიული ფონისა აგრძელებთ რისკის შემცველი საკვების მიღებას, ძაღლთან ურთიერთობას და ა.შ. ეს განაპირობებს უფრო მაღალ რისკს იმისა რომ გქონდეთ მწვავე ალერგიული რეაქცია.

მოდით ასე ვთქვათ ნებისმიერი მედიკამენტით სიარული ეს რისკს არ ამცირებს ეს უბრალოდ გარკვეული დონის მზაბოას გვაძლევს იმ შემთხვევაში თU იქნება ალერგიული რეაქცია, რათა მოვახდინოთ მისი კუპირება.

რისკების შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს პრევენციის გზით რაც პირველ რიგში გულისხმოს:

1 - შესაძლო ალერგენებისთვის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების, იქნება ეს საკვები, ბეზვი თუ სხვა) თავის არიდება. არ მივიღოთ საკვები რაც გვაძლევს ან მაღლა წევს ალერგიის რისკს, ვიაროთ ''ანტიმოსკიტო'' სპრეებით, თავი ავარიდოთ ცხოველებთან ურთიერთბას, დავიცვათ კიდურები ანტისნეიკებით და ა.შ.
2 - პრევენციულად ჩავიტაროთ სეზონური მკურნალობა ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით

წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის უგულვებელყოფით და მარტო დექსამეტაზონის და/ან ალერტეკის იმედზე ყოფნა არის ცეცხლთან თამაში მეტი არაფერი, ჭეშმარიტი ანაფილკაქსიური რეაქციის განვითარებისას პაციენტის მართვა და გადარჩენა რთულია ჰოსპიტალურ დონეზეც კი პროფესიონალების მეთვალყურეობის დროს.


გასაგებია რომ ზოგჯერ რთულია რაღაცეებზე უარის თქმა და თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ სეზონური მკურნალობა რომელიმე ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატით და შემდეგ ანტიმოსკიტო სპრეების გამოყენებით რისკებს შევამცირებთ მაქსიმალურად, ამის შემდეგ დამატებით თუ გექნებათ იგივე დექსამეტაზონი ჯიბეში გამოყენების შემთხვევაში გაზრდის მის ეფექტურობას.

სანამ ნებისმიერ მედიკამენტს ჩაიდებთ ჯიბეში (განსაკუთრებით ინექციებს) აუცილებლად უნდა გაიაროთ რჩევები ექიმთან და იცოდეთ ზუსტად რა დროს და რა ტექნიკით გამოიყენოთ ის.

მე ვცდილობ ჩემს კომპეტენციებს არ გავცდე და ისეთი რჩევა არ მოგცეთ რამაც შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, ამიტომ ყველთვის საჭიროა კონსულტაცია ალერგოლოგთან კონკრეტული შეკითხვებით, მოგცემთ რჩევას და ამ რჩევას გამოიყენებთ ყოველდღიურობაში.

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 10:29

კოჭოს ნაკბენებისგან თავდაცვა იგივე სპრეებით არამარტო გვარიდებს შესაძლო ალერგიულ რეაქციებს არამედ გვიცავს ყველა იმ დაავადებებისგან რის გადამტანიც შეიძლება იყოს კოღო, საქართველოში ნაკლებია ამ დაავადებების რისკი თუმცა არა 0%

სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z2?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის.


დექსამეტაზონი საკმაოდ ეფექტური და ძლიერი პრეპარატია, ალერტექიც შესანიშავი ახალი თაობის ანტიალერგიული მედიკამენტი თუმცა ზემოთხსენებული ყველა ასპექტის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება იმაზე ფიქრი რა მედიკამენტი ვატაროთ ჯიბით და რა არა, როდის გავიკეთოთ წამალი და როდის არა.

იმედია ჩამოვაყალიბე რის თქმაც მინდოდა, თუ გაქვთ რამე შეკითხვები გთხოვთ არ მოგერიდოთ.

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 11:02

Computer


პ.ს.

ის რომ სუნთქვის გაძნელება გქონდათ მიანიშნებს რომ მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს

პოსტის ავტორი: Computer Mar 17 2016, 19:27

ციტატა(Mrshana @ 17th March 2016 - 11:29) *
სპრეის მე მაგალითად ამას ვხმარობ http://www.amazon.com/gp/product/B000LGN3Z...ailpage_o03_s00 რადგან მიწევს ხოლმე ხშირად ტროპიკულ ქვეყნებში სიარული, სხვა ნებისმიერი სპრეი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომ DEET-ის შემცველობა იყოს >50%, მეტი ეფექტურობისთვის.



და ალბად ეფექტურია ხომ ?

წინა წელს დაახლოებით 5 სხვადასხვა სპრეი ვიყიდი, მაგრამ შედეგი საერთოდ არ ქონდა...

ციტატა(Mrshana @ 17th March 2016 - 12:02) *
ანტიმოსკიტო

ქუდსაც ვხმარობ სპრეისთან ერთად ;-)

ციტატა(Mrshana @ 17th March 2016 - 12:02) *
მაღალი რისკის ჯგუბში ხართ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მაგ ამბავს


არც ვტოვებ... ყოველი სეზონის დაწყების წინ გავდივარ კონსულტაციებს ალერგოლოგთან, მაგრამ მათ ვერ ვუხსნი თუ ამ ყველაფრის მერე რატომ მინდა მაინც გასვლა სანადირო სავარგულებში და წყალსატევებზე :-)

პოსტის ავტორი: Computer Mar 17 2016, 19:40

ის სპრეი არის როგორც მივხვდი კანზე მისასხმელი და ხომ არ იცი + ისეთი ეფექტური სპრეი, რომელიც გამოიყენება ტანისამოსზე ?

ეს Deet რას ნიშნავს ? და რატომ უნდა იყოს >50% ?


თემას რაც შეეხება სხვა საინტერესო ინფორმაციას ხომ ვერ მოგვაწვდი ?

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 20:07

Computer

სპრეი ძირითადად გამოიყენება კანზე მაგრამ ტანსაცმელზეც შეიძლება, ტანსაცმლის შიგნიდან არ აძლევენ რეკომენდაციას რომ იხმარონ უბრალოდ.

ასევე სინთეტიკას რომ უწოდებენ ისეთ ტანსაცმელზე დასხმით შეიძლება ქსოვილი ცოტა დააზიანოსო ამბობენ.

ზოგადად მაქსიმალური დაცვა არის გრძელ მკლავიანი სამოსი + სპრეი.

DEET ქიმიური ნივთიერების შემოკლებული სახელია რაც მაგ სითხის შემადგენლობაშია, რაც მეტი პროცენტია მით უფრო ეფექტურია და ხანგრძლივი მოქმედების, საშუალოდ მათი მოქმედების ხანგრძლივობა გრძელდება 4სთ დან 12 საათამდე, ეს დამოკიდებულია DEET-ს შემცველობაზე, ასევე გარემო პირობებზე და ფიზიკურ აქტივობაზე (მაგ ოფლიანობამ, ან ნესტიანმა ამინდმა შეიძლება ჩამორეცხოს კანიდან და რათქმაუნდა მცირე ხანი ექნება ეფექტი)

50% იმიტომ ვახსენე რომ უფრო ძლიერი კონცენტრაციაა და უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ზოგადად დაბალი პროცენტიანებიც მუშაობს.

რომელ თემას გულისხმობთ ალერგიულ რეაქციებს თუ გველის ნაკბენს?

ზოგადად ვეცდები ხოლმე სამედიცინი სფეროს შევეხო და დავწერო საჭირო ინფორმაცია, თქვენც თუ შემირჩევთ თქვენთვის საინეტესო თემებს და მეტყვით რა უფო გვაინტერესბს, რათქმაუნდა არ დაგზარდებით. უბრალოდ შეიძლება ხშირ ხშირად ვერ შემოვიდე ხოლმე მაგრამ აუცილებლად მოვამზადებ და მოგაწვდით ინფოს

პოსტის ავტორი: Computer Mar 17 2016, 20:34

Marshana
ალერგიაზე გასაგებია. გველებზე ვეძებ გამოსავალს :-)

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 21:28

Computer

ნუ გველებზე რაც დავწერე ეგ არის ასე თუ ისე სრული ჩამონათვალი პრევენციული და პირველადი დახმარების ღონისძიებებისა რომელიც არასამედიცინო განათლების მქონე პირმა უნდა იცოდეს, სხვა ისეთს ვერაფერს გეტყვით... newsmile05.gif

რაიმე კონკრეტული შეკითხვა თუ არის დამტვირთეთ მაქსიმალურად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 21 2016, 13:38

ძალზე საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა. მთელი თემის კითხვისას ერთი ამბავი მახსენდებოდა, რომელიც ძველმა მონადირემ და მებაღემ მომიყვა:
საზამთროს კრეფისას ერთ მკრეფავს გველმა უკბინაო, ხოდა დავესიეთ და ვინც რა ვიცოდით გავუკეთეთო, ნაკბენი გავუჭერით რომ სისხლი გარეთ გამოსულიყო და შხამი გამოეტანაო, მერე ვაზნა დავშალეთ და თოფისწამალი ჭრილობაზე ავუფეთქეთო, თან ერთი პოლიტრა არაყი ძალით დავალევინეთო. ამ ყველაფრის მარე მოტოციკლზე დავსვით და საავადმყოფოში წავიყვანეთო. ექიმმა გვითხრა რა დაგიშავათ რატო კლავდითო და მილიციაში რეკავდა- რომ მომიკვდეს რით დავამტკიცო რომ ნაწამები არ არის და ნაკბენმა მოკლაო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდაო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 21 2016, 13:43

koba1973
D.gif

პოსტის ავტორი: apxazi Jul 20 2016, 16:09

მეგობრებო, დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე, რაღაც სპრეისმაგვარი რაღაცააა რომელსაც როგორც ამიხსნეს, აქვს ძალიან მყრალი სუნი და გველი ერიდებაო, ანუ ძაღლს რო თათებზე დაასხა საერთოდ აღარ მიეკარებაო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ და რამდენად მუშაა თუ იცით?

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 20 2016, 22:03

apxazi
მე ვნახე ადრე ერთერთ აგრო მაღაზიაში ოღონდ ეგ რავარიანტია. მაგას ასხავენ სახლში ყვავილების ბაღის გარშემო რო გველი არ შემოძვრეს და მაგ შემთხვევაში მოქმედებს ალბათ
ის რო ბოტასებზე დაისხას კაცმა და არიქა ყველა გველი აითესება მაგის არ მჯერა

პოსტის ავტორი: apxazi Jul 21 2016, 08:21

ციტატა(assassin29 @ Jul 20 2016, 23:03) *
apxazi
მე ვნახე ადრე ერთერთ აგრო მაღაზიაში ოღონდ ეგ რავარიანტია. მაგას ასხავენ სახლში ყვავილების ბაღის გარშემო რო გველი არ შემოძვრეს და მაგ შემთხვევაში მოქმედებს ალბათ
ის რო ბოტასებზე დაისხას კაცმა და არიქა ყველა გველი აითესება მაგის არ მჯერა

ნუ იცი რა თემაა, სტოიკაზე მაგრა აქტიურად უდგება ხოლმე ხოკერებს და რო გაუჩერდება ის რო გაეცალოს რააა..... თუ არადა წინა საღამოს ვერტალიოტიდან უნდა დაამუშავო მინდორი D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 21 2016, 08:36

როცა ადამიანი მოძრაობს მინდორში, მიწის ვიბრაციას გველი გებულობს და ერიდება.
თუ მოხდა ისე, რომ დააბიჯა ადამიანმა, ვერც სითხის მისხმა უშველის და ვერც დეზოდორანტის ამოსმა...
ასე რომ ფრთხილად იყავით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 21 2016, 08:52

ციტატა(apxazi @ Jul 20 2016, 17:09) *
მეგობრებო, დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე, რაღაც სპრეისმაგვარი რაღაცააა რომელსაც როგორც ამიხსნეს, აქვს ძალიან მყრალი სუნი და გველი ერიდებაო, ანუ ძაღლს რო თათებზე დაასხა საერთოდ აღარ მიეკარებაო და ვინმეს რამე ინფორმაცია ხო არ გაქვთ და რამდენად მუშაა თუ იცით?


თუ მართლა მასეთი მყრალი სუნი აქვს რა მნიშვნელობა აქვს გველი მოგკლავს თუ მაგ საწამლავის სიმყრალე. ან ძაღლს რომ დაასხა თათებზე რიღასი მპოვნელი იქნება ?

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 21 2016, 11:04

ციტატა(uiaragho @ 21st July 2016 - 09:52) *
თუ მართლა მასეთი მყრალი სუნი აქვს რა მნიშვნელობა აქვს გველი მოგკლავს თუ მაგ საწამლავის სიმყრალე. ან ძაღლს რომ დაასხა თათებზე რიღასი მპოვნელი იქნება ?

D.gif D.gif
აერწინაღი უნდა გაიკეთო

პოსტის ავტორი: apxazi Jul 21 2016, 16:45

ციტატა(assassin29 @ Jul 21 2016, 12:04) *
D.gif D.gif
აერწინაღი უნდა გაიკეთო

და ძაღლსაც უნდა გაუკეთო D.gif D.gif D.gif შლანგით ცემა უშველის?

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 22 2016, 09:34

ციტატა(apxazi @ Jul 21 2016, 17:45) *
და ძაღლსაც უნდა გაუკეთო D.gif D.gif D.gif შლანგით ცემა უშველის?


შლანგით ცოტა საეჭვოა რომ უშველოს. გველით კი ნამდვილად უშველის. გიურზათი სჯობია ცემა.

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 22 2016, 09:36

ციტატა(apxazi @ 21st July 2016 - 17:45) *
შლანგით ცემა უშველის?

იყო მსგავსი თემა გახსნილი თუ ვნახე დაგილინკავ. ჯერ შლანგი დაუგე მინდორსში, ისე რომ არ დაინახოს.მერე მიიყვანე იმ ადგილთან რომ დაინახავს ხომ ეცემაა ?? ხოდა აი მანდ აქვს დარხეული D.gif D.gif კარგად დაიმახსოვრე ადგილი და დაათვალიერე.შარში არ აღმოჩნდე D.gif D.gif

ციტატა(uiaragho @ 22nd July 2016 - 10:34) *
გიურზათი სჯობია ცემა.

D.gif D.gif D.gif ცოცხალი უნდა იყოს თუ მკვდარი? D.gif ეფექტური რომელია? D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 22 2016, 09:39

მკვდარი უსაფრთხოა. თუ ცოცხალი იქნება მაშინ ჯერ სტომატოლოგთან უნდა მიიყვანო გველი რომ ეშვები ამოუღოს. ასეთ შემთხვევაში ცოცხალითაც შეიძლება ცემა.

პოსტის ავტორი: apxazi Jul 22 2016, 16:29

უიარაღო
იიიიფფფფ თუ კაია შენ ცემე გიურზათი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 22 2016, 22:27

სადაც გიურზა ბინადროს შანსი არაა, მე იქ ფეხს არ დავადგავ D.gif D.gif შლანგით კი არა გიურზათიც რომ მცემონ მაინც არ წავალ!

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 22 2016, 23:01

ციტატა(samsoni777 @ 22nd July 2016 - 23:27) *
შლანგით კი არა გიურზათიც რომ მცემონ მაინც არ წავალ!

არადა სადაც ეგ წყეული ბინადრობს იქ შეიძლება ნადირობა კარგად

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 22 2016, 23:52

აბა ერთ სიამოვნებას ვკარგავ მაგრამ რა ვქნა, ჯერ აქ მაშინებენ ხოლმე ეს პატარა წყლის გველები და გიურზა რომ დავინახო მოულოდნელად ხომ გავთავდები კაცი. არადა ბავშვობაში არ მქონდა შიში ტბაში ხშირად გვიყვინთავდნენ ხოლმე ბანაობისას, მერე ალბათ რაც უფრო იშვიათად ვხედავდი გადაჩვეულზე უფრო მეშინოდა და ასე.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 31 2016, 23:52

მოგეხენებათ ბატონებო საქართველოში გველის ოცზე მეტი სახეობა არსებობს. მათი უმეტესობა უწყინარია თუმცაღა გვხვდებიან სიცოცხლისთვის საშიში ეგზემპლარები. ესენია:
კავკასიური გველგესლა
ცხვირრქოსანი გველგესლა
ველის გველგესლა და რაღათქმაუნდა ყველასთვის საყვარელი გიურზა newsmile040.gif
(დაგუგლეთ თვითეოული ეგზემპლარი და დაიმახსოვრეთ ვიზუალი)
ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ გველის კბენისგან დაზღვეული არავინაა. მითუფრო ჩვენ მონადირეები. ამიტომ საჭიროა ვიცოდე თუ როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში
შხამიანი და უშხამო ნაკბენის გარჩევა
https://postimg.cc/image/u47745elj/https://postimage.org/
გადავქექე ლიტერატურა ვნახე ბევრი სტატია და სიმართლე გითხრათ სულ დავიბენი newsmile058.gif
ამდენი ურთიერთგამომრიცხხავი აზრი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. ზოგან რეკომენდირებულია ხამის ამოწოვა, ზოგი სასტიკად ეწინააღმდეგება. ლახტის დადებაზეც აზრთა სხვადასხვაობაა.
ბევრი კითხვის შემდეგ მივადექი კონკრეტულ რჩევებს რომლებიც ჩემთვის ყველაზე სანდო და მისაღებია. ასევე ძალიან ავტორრიტეტული ხალხის დაწერილი.
ესარის ამერიკის რეინჯერთა რეკომენდაციები პუნქტების სახით
მაშ ასე:
1. მოაშორე დაშავებული გველის სიახლოვიდან
2. მოაშორე ყველანაირი ბეჭედი, თუ რათქმაუნდა ნაკბენის არის კიდურზე
3.დაამშვიდე დაშავებული და შეინარჩუნე ის მაქსიმალურად მშვიდად
4. დაადე დაშავებულს მომჭერი ლახტი - ნაკბენიდან ორი თითის სიშორეზე, ისე რომ ლახტს და კანს შორის ერთი თითი ეტეოდეს მხოლოდ. მკლავზე ან ფეხზე კბენისას კი საჭიროა ორი ლახტის დადება ერთი ნაკბენის ზემოთ მეორე კი ქვემოთ. ხელის მტევანზე ან ფეხის ტერფზე კბენისას კი საჭიროა ნასკვი მაჯის ზემოთ ან კოჭის ზემოთ.
5. დამუშავებული კიდური გაუნძრევლად შეინარჩუნე გულის დონეზე დაბლლა.
6. მოკალი გველი თუ ეს შესაძლებელია( ისე რომ არ დააზიანო გველის თავი და საბრთხე არ შეუქმნა საკუთარ თავს) და გადააგზავნე ის დაშავებულთან ერთად.
7. ამ პუნქტს ალბათ დაწერაც არ სჭირდება, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები დაზარალებულისთვის კვალიფიციური დახმარების აღმოსაჩენათ.

სულ ესაა მე რაც შემიძლია დავამატო ისაა რომ.ლახტის დადება ზამთრის პერიოდში განისაზღვრება 1 საათით ხოლო ზაფხულის პერიოდში 1,5 - 2 საათით. ამასთან ლახტი უნდა მოვუშვათ ყოველ 20 წუთში ერთხელ რათა თავიდან ავიცილოთ კიდურის დაკარგვა. რამდენად მოქმედებს ეს წესები ჩვენ შემთხვევაში არვიცი, რადგან რეინჯერებს აღნიშნული აქვთ რომ ლახტის ისე უნდა დავადოთ რომ მას და კანს შორის 1 თითი ეტეოდეს. შესაბამისად ჩვენ ვერ დავჭიმავთ მას ისე რომ გადაკეთოს სისხძარღვები და დაგვჭირდეს კიდურის ამპუტაცია( გთხოვთ გადაამოწმოთ კვალიფიციურ პირთან)
პირადად მაქვს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების ასეთი მოდელი
https://postimg.cc/image/45ntoyuxt/https://postimage.org/app.php
გარდა იმისა რომ მარტივი გამოსაყენებელია შესაძლებელია ზედ წარწერის გაკეთებაც, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ზედმეტი დროით გამოყენება
ასევე ვატარებ ჩვეულებრივ სამედიცინო შპრიცს შხამის ამოსატუმბათ.
არაჯანსაღი კბილების ან ღრძილების შემთხვევაში შეიძლება ინფექცია მოხვდეს ამომწოვის ორგანიზმშიც.

პ.ს ზემოთ მოყვანილი წესები არის ერთი კონკრეტული ლიტერატურიდან ამოღებული. რომელიც მე ჩავთვალე სანდოდ
ამის გარდა არის უამრავი სტატია და ლიტერატურა სადაც გახილულია სხვადასხვა მეთოდები
შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ და გაეცნოთ მათ
გმადლობთ ყურადღებისთვის. გისურვებთ უსაბრთხო ნადირობას!

პოსტის ავტორი: Davitus Aug 1 2016, 00:23

ახალი გაიდლაინებით, ლახტის დადებაც ზედმეტია. შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ. ყველა ვერ იქნება პროფესიონალი, ამიტომ, ეგ ლახტიც დაიკიდეთ.

თუ შესაძლებელია, დაშავებულის სრული იმობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ ტოქსინი არ გავრცელდეს (ლიმფური გზით ვრცელდება) სისხლით რომ ვრცელდებოდეს, ვერანაირი ლახტი მახტი ვერ უშველის.

მოკლედ, არავის ვაშინებ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ჯობია გველმა არ დაგგესლოს. ყველანაირი ზომები მიიღეთ ამისთვის. სამედიცინო ცენტრებში და ამბულატორიებში, სავალალო სიტუაციაა მაგ მხრივ და ყველგან ერთნაირად ვერ გაგიწევენ დახმარებას.

ისე, ეს თემა უკვე არსებობს და ცალკე რატომ ვხსნით? ან გადავარქვათ და იდენტიფიკაციის თემად ვაქციოთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)