IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბურბონული ბრაკი, ბურბონული პოინტერი
Bone
პოსტი Feb 20 2013, 10:26
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





თავისი სახელწოდება ამ მონადირე ჯიშის ძაღლმა, მიიღო, საფრანგეთში ისტორიული რაიონიდან ბურბონი, ცენტრალურ საფრანგეთში, ამავე რაიონში მიმდინარეობდა ჯიშის განვითარება.
ბურბონული ბრაკის პირველი ქომაგი შეიძლება თამამად დასახელდეს იტალიელი მომშენებელი ვინმე ალდროვანდი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის მოშენებით და ჩამოყალიბებით იყო დაკავებული.

ალდროვანდის ჩანახატი


უნდა აღინიშნოს,რომ იმ დროის ბურბონული ბრაკები ცოტა რამით თუ განსხვადებოდნენ თანამედროვე ამ ჯიშის წარმომადგენლებისგან, რაც შეეხება წინაპრებს ამ აზარტიან მონადირე ჯიშის წინაპრებად მიჩნეულია ძველი ფრანგული ბრაკები,ზოგიერთი მკვლევარის დარწმუნებით მათ ურევიათ ძველი ესპანური მეძებრების სისხლი.
XVII საუკუნეში ბურრბონული ბრაკი,რომელიც უკვე იყო სახელგანთქმული ვალდშნეპზე და გნოლზე მონადირე ჯიშად,მიღებულ იქნა სამეფო კარზე მონადირე ძაღლად. ეს მომხიბლავი და ელეგანტური მეძებარი გახდა ერთერთ სიმბოლოდ ფრანგულ მონარქიაში.
საფრანგეთის რევოლუციის დროს,ლუვრში როგორც სხვა ყველაფერი და სხვადასხვა ჯიშიანი და ფუფუნების ნაწილად ქცეული ძაღლები აჯანყებულებმა სასტიკად გაანადგურეს.
მხოლოდ XIX საუკუნეში მოყვარულმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს ამ ჯიშის თავიდან მოშენება. ამ მიზნით ჯიშის მოყვარულებმა სპეციალური კლუბი ჩამოაყალიბეს სადაც არა თუ გადაარჩინეს ბურბონული ბრაკი არამედ სხვა უკეთესი თვისებებიც შესძინეს მას.



I და II მსოფლიო ომებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა ამ ჯიშზე, ძაღლმა დაიკარგა ჯიშობრივი თვისებების უმრავლესობა ასე რომ ჯიში ამოღებულ იქნა საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციიდან(FCA). აღდგენილ იქნა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.
დღეს დღეობით ბურბონული ბრაკის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამ ჯიშს შეიძლება შევხვდეთ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ კანადა გერმანია იტალია საბერძნეთი - როგორც წარმატებული სანადირო ჯიშის ძაღლები. თუმცა მათი რიცხოვნობა მაინც რჩება მცირე და ზოგდად იშვიათ ჯიშად ითვლება. ბურბონული ბრაკი საშუალო სიმაღლის ზომიერად კუნთოვანი ტორსის მქონე ძაღლია.
სიმაღლე 48-57 სმ-ი
წონა 16-25 კგ-ი
შეფერილობა აღსანიშნავია... წაბლისფერი წინწნკლები სირენისფერი ელფერით. ან იგივე ვერცხლისფერ ფონზე.
ბეწვი საკმაოდ მჭიდრო და მოკლეა.



ბბ მრავალფეროვანი მონადირული ნიჭის მქონე, კონტინენტალური მეძებარია. წარმატებულად ნადირობს ნებისმიერ ფრინველზე ნებისმიერ გარემოში, აქვს შესანიშნავი ყნოსვა და მტკიცე ნაბული. სისწრაფით ჩამოუვარდება რიგ მეძებრებს თუმცა ამას აკომპენსირებს გულმოდგინე და დაუღალავი მუშაობით სხვადასხვა სანდირო ობიექტზე.
ბურბონული ბრაკი ლეკვები მხოლოდ იმ შემთხვავაში შეგხვდებათ თუ თქვენ პროფესიონალი მონადირე ხართ. რადგანაც უამრავი მძიმე პერიოდ გამომვლილი ჯიში მხოლოდ მონადირე პატრონის ხელში ხვდება, რადგან ისევ არ დაიკარგოს მისი მონადირული თუ ექსტერიერული მონაცემები.




შინაური ცხოველების ენციკლოპედია
კირილა და მეფოდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 11:18