IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ"
რეიტინგი 5 V
 
ჭალიმგელა
პოსტი Oct 6 2012, 14:52
პოსტი #16


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.

ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი.
ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა.
ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ.

თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა.

ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ.

ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი




ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის.

ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია)
ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება)

სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   როგორ ავარჩიოთ თოფი   Oct 6 2012, 14:52
- - ჭალიმგელა   ჰო და დამწყები რომ ...   Oct 8 2012, 15:44
- - შალვა   ამ ბოლო დროსს იქეთ ...   Oct 8 2012, 17:48
- - Bonehill   კიდე კაი ზედა ქვედ...   Oct 8 2012, 18:05
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(shalva @ 8th October 2012 ...   Oct 9 2012, 09:26
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(shalva @ 8th October 2012 ...   Oct 9 2012, 09:31
- - rezident   ჭალიმგელა   Oct 16 2012, 12:57
- - ჭალიმგელა   დამწყებებმა გადახ...   Oct 8 2013, 00:31
- - minchanin   ახლა გადავხედე თემ...   Sep 3 2014, 20:45
- - Gianni   მოგესალმებით სული...   Jan 21 2015, 18:39
- - assassin29   კარგი თოფია მშვიდო...   Jan 21 2015, 18:55
- - დაქსი   Gianni ციტატა(Gianni @ 21st Janu...   Jan 21 2015, 20:41
- - Gianni   დაქსი კი, პირველი ს...   Jan 21 2015, 21:48
- - Davitus   Gianni ვაახ, მააღწიე ა...   Jan 21 2015, 22:35
- - დაქსი   Gianni ციტატა(Gianni @ 21st Janu...   Jan 21 2015, 23:58
- - Gianni   Davitus ჰაჰაჰ იზოზღლე ...   Jan 22 2015, 09:34
- - kimotiii   გამარჯობატ ამ იარა...   Apr 10 2015, 15:48
- - Che   გამარჯობა. ნახევრა...   Jul 7 2015, 23:43
- - უიარაღო   ნახევრადავტომატუ...   Jul 8 2015, 07:27
- - 4x4   მოგესალმებით პირვ...   Aug 16 2015, 21:25
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(4x4 @ 16th August 2015 ...   Aug 16 2015, 21:35
|- - 4x4   ციტატა(ლეონ-ბლექ...   Aug 16 2015, 21:58
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(4x4 @ 16th August 2015 ...   Aug 16 2015, 22:34
- - gari   მოგესალმებით,კითხ...   Sep 4 2015, 07:42
- - kobavar   gari კი გაბერილი ფას...   Sep 4 2015, 10:44
- - gari   თუ იცით ფაბარმს სა...   Sep 5 2015, 20:45
- - assassin29   gari ნწუ, კარენოი იტა...   Sep 5 2015, 22:02
- - dato6   გამარჯობათ ყველას ...   Sep 10 2015, 08:45
- - kardinal84   dato6 http://www.ochopintre.ge/forum/index.php?sh...   Sep 10 2015, 09:15
- - mamuka1   მოგესალმებით სანა...   Jan 2 2017, 12:38
- - ჯოლა   mamuka1 დაბადების მოწმ...   Jan 2 2017, 12:42
- - ჭალიმგელა   ჯოლა შენც რომ არ და...   Jan 3 2017, 18:27
- - koba1973   ყველას გილოცავთ ახ...   Jan 3 2017, 19:02
- - koba1973   ციტატა(koba1973 @ 3rd January 201...   Jan 4 2017, 17:02
- - apxazi   ალბათ რამე პომპა, შ...   Jan 4 2017, 17:51
- - koba1973   apxazi ციტატა(apxazi @ 4th Janua...   Jan 4 2017, 19:43
- - apxazi   500 ლარად არამგონი რ...   Jan 5 2017, 08:54
- - koba1973   apxazi აბა 700 ლარად შტოე...   Jan 5 2017, 14:20
|- - apxazi   ციტატა(koba1973 @ Jan 5 2017, 15...   Jan 5 2017, 18:03
- - koba1973   ან თუ ვინმეს ქონია ...   Jan 5 2017, 14:28
- - ჭალიმგელა   koba1973 მეც ვფიქრომ რა...   Jan 5 2017, 16:26
- - koba1973   apxazi მართალი ხართ, მა...   Jan 5 2017, 18:16
- - koba1973   შევიძინე აი ეს: https://ww...   Jan 17 2017, 19:53
- - Tarxana   https://youtu.be/khVGKFkzcOY   Mar 29 2020, 22:14

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   


Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2024 - 03:43