პოინტერის ლეკვები უკრაინიდან - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

7 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
პოინტერის ლეკვები უკრაინიდან, აკოპ კაზარიანის საჩუქარი ,,ოჩოპინტრეს"
ზაზა
პოსტი May 23 2012, 19:59
პოსტი #31


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერი ლამაზი ქალაქი ყოფილა. ადრე სსრკ-ს დროს ფეხბურთში ჩემპიონიც გახდა დნეპრი, კუჩერევსკი იყო მწვრთნელი როგორც მახსოვს. კარგი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, შემდეგ კიევის დინამოში გამოდიოდნენ და ნაკრებშიც. აკოპი არ ყოფილა ფეხბურთის დიდი მოყვარული და ისევ ძაღლებზე გავაგრძელეთ საუბარი. ქალაქში მაკდონალდსში შევიარეთ და მალევე მივადექით იგორ ტოვმაჩის კორპუსს.
თბილისიდან ჩატანილი ღვინო და ყანწები ხარჯლითურთ ვაჩუქე. სიდედრთან ერთად იყო სახლში. მაგრა გაუხარდათ ჩემი მისვლა. კარგად დამხვდნენ. თვითონ უფრო მეთევზეა, ვიდრე მონადირე. ამანაც განაპირობა ვენტას მხოლოდ ერთ მესამეხარისხიანდიპლომიანობ

newsmile05.gif
თავად ვენტა სულ შავია, ის შეგვიძღვა ოთახში, თითქოს მეუბნებოდა,-ამხელა გზა გაგივლია ჩემო ზაზა, აჰა, ნახე, რა ლეკვები დაგახვედრეო.


ოთახში ცხრა ულამაზესი ლეკვი დარბის, თითქოს მაბნევენ, უნდათ ვერ ავარჩიო და არ დავაშორო ერთმანეთს. ნარსიას ნათქვამი მახსენდება, ლოტოს კოჭებივით მოურიე, თვალები დახუჭე და რომელსაც დაავლებ, ეგენი წამოიყვანეო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 20:28
პოსტი #32


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეკვებიდან 3 ჩალისფერია (ერთი ხვადი), 3 შავთეთრი ხვადები, ორი შავი ძუ და ერთი წითელთეთრი ხვადი. ყველაზე აქტიური ეგრევე მომეწონა, მაგრა დარბის და ვერ ვიჭერ. გიზოვიჩს ჰყავს ეს ლეკვი ახლა. ვადარებ ამ შავს მეორე მისთანას, ისიც ულამაზესია, მაგრამ ეს რაღაცით ჯობს. აკოპს ვუყურებ და ვატყობ, მეთანხმება. დივანზე დავსვი არჩეული და ახლა უკვე ხვადის არჩევის დროა. აქედანვე მყავდა ერთი შავთავიანი შერჩეული, მაგრამ ადგილზე სხვა მომეწონა, ჩალისფერი ხვადი ძაან მძიმე ჩანდა, ხმაურზე და ტაშზე უკან იწევდნენ. აკოპმა მაქსიმუსი აიყვანა. მამამისია, ანტია, მაგრა ჰგავსო, მეც ეგ ლეკვი მომეწონა. ხვადებიდან უშიშარი, გაწონასწორებული ხასიათის ჩანდა. სხვებზე მეტად მოქნილი. მოკლედ, ამ ,,არჩევნებში" მაგრა კი ვინერვიულე და ბოლოს ორი ლეკვით გამოვედი ბინიდან.



ქალაქში აკოპის ახლობელს გავუარეთ. ხარკოვში დაახლოებით 3 საათში დავბრუნდით. ლეკვები ჩუმად იყვნენ. არც დაუსვრიათ






აი ,საგზაო ავტო ინსპექცია newsmile05.gif

სახლში ჩვენებური პურმარილი გველოდა, უგემრიელეს საჭმელს ამზადებს მისი მეუღლე




ორი დღე ამ სახლში ვცხოვრობდი. ტრენაჟორები, აუზი... სავარჯიშო დარბაზივითაა.






ეს ანტი, ლეკვების მამა. გამოფენების ჩემპიონი. უჭკვიანესია. მეორე დილით მინდორში გავიყვანეთ. საათნახევარი ირბინა ერთ ტემპში, პატრონმა და ძაღლმა მაჩვენეს გაწაფულობის უმაღლესი მომზადება, ყოველგვარი სახელით დაძახების გარეშე, მხოლოდ სასტვენით. სამწუხაროდ მწყერი ვერ ვნახეთ


მაგრამ სხვა მონდორში დამფრთხალი დიდი კურდღელი დავინახე







ეს არის ინგლისური სეტერი დინა. 12 წლისაა. მრავალი II ხარისხის დიპლომიანი


აქ ცხოვრობენ ანტი და დინა


სკაიპით ესაუბრა ოლეგ ნოსკოვს, ცნობილი პოინტერის ანჯუ ლე ბრავის მფლობელს. მეც გამაცნო ეს ადამიანი, რომელმაც თავისი პოინტერით საფუძველი ჩაუყარა ანჯუს კლუბს, რომელშიც მრავალი სახელოვანია ძაღლია. სხვათაშორის გიგო კუხალეიშვილის დინო ამ ძაღლის შვილია, ხოლო ირაკლი ნარსიას მაქსი კი - შვილიშვილი


ეს ძაღლი 12 წლისაა და დამსახურებულ პენსიაზეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 23 2012, 20:56
პოსტი #33


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პირველ რიგში კიდევ ერთხელ კლუბის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აკოფს ასეთი დიდი საქმისთვის, გულისხმიერებისთვის და ასევე ზაზას დიდებული დახვედრა-გამოცილებითვის. ბატონო აკოფ, თქვენნაირი ადამიანები სამწუხაროდ ცოტა დარჩა. მადლობა რომ არ ივიწყებთ საქართველოს და გინდათ რაღაცით წვლილი შეიტანოთ იმ დიდი საქმეში რასაც ,,ქართული მეძაღლეობა ,, ჰქვია. ( მგონი სწორად ვთქვი, თუ რამე მეშლება შემისწორეთ) მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე და საქართველოზე და არ ივიწყებთ ყველაფერს ქართულს და არა მარტო პირადად თქვენ, არამედ თქვენს ლამაზ ოჯახს. ბევრი თქვენს ადგილზე ასე არ მოიქცეოდა. მართლაც რომ სანაქებო და თითით საჩვენებელი კაცი ხართ. მეამაყებით და გვეამაყებით მთელს კლუბს და ფორუმს და არა მარტო..... ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ხელი მოგიმართოთ ყველა წამოწყებულ საქმეში.

ზაზა
გიზოვიჩ

გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჯანმრთელები და სასხელოები გაგეზარდოთ......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი May 23 2012, 21:04
პოსტი #34


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგარია დზმებო! მადლობა აკოპ კაზარიანს.იმედია გავიცნობთ ამ პიროვნებას ადრე თუ გვიან ლაივში newsmile05.gif


ბიჭებო აწი თქვენზეა ყველაფერი,იმედი მაქ რომ სასახელო ძაღლებს გაზრდით!!! გბალეშიკობთ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 21:41
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაგრძელებ...
აკოპი ესაუბრა ვალია ზაგალსკაიას (მსოფლიო ჩემპიონია მძლეოსნობაში, უკრაინელია), შავი პოინტერის ვიკონტის მფლობელს, ამ ვიკონტმა მოიგო 2008 წელს შეჯიბრი გნოლზე I ხარისხით, მე ასე ვნახე ინტ.-ზე. ჩვენი ძაღლების სისხლები საქართველოში მიყავთო, მეგობარი ჩამოვიდაო. ასევე ესაუბრა სტოიაჩკოს, გორბენკოს...ცნობილ ექსპერტებს... ყველას გაუხარდა და კარგ საქმეს აკეთებო, ჩვენ კი წარმატებები გვისურვეს.
ესეც ზაგალსკაია ვიკონტთან


ეს დეკორატიული კურდღელი აკოპის ქალიშვილის დიანასია
ჩვენი ლეკვების დანახვაზე ვოლიერს თავფეხს ურტყამდა, ეჭვიანობდა ეტყობა


ორი ღამე ლეკვები ამ ყუთში იყვნენ, მე არ დამაძინეს, გიზოვიჩს კი არხეინად ეძინა ორთაჭალაში newsmile05.gif


ხუთშაბათს დილით 6 საათზე აკოპი მეძახის: ბატონო კაკავა, ხო არ გძინავს? წავედით მინდორში.
ამ ტოიოტათი წავედით. რა მინდვრებია, რა ფართობია...


როგორც ადრე დავწერე, მწყერი ვერ ვნახეთ, მაგრამ ანტის მუშაობა, სისწრაფე, მანერა, გაწაფულობა იდეალურად მეჩვენა.


ეს თხებიც იქვე გარეუბანში ვნახეთ, ერთი მოხუცი ბებო მიერეკებოდა


ეს ჰიპერმარკეტების ქსელია, გუდვილის სტილის
როუმინგი არ მქონდა ჩართული, იქ ბილაინის ,,კარტა" მირჩიეს, მაგრამ ვინ გაყიდინა, ნომერი თანხითუთრ აკოპმა გვაჩუქა


ასევე ლეკვებისთვის საკვებიც კი იყიდა.

მეგრული სულგუნიც პოპულარულია უკრაინაში


აქვე დავდებ ქალაქის სურათებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 23 2012, 21:43
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დაუვიწყარი რეისია პირდაპირ newsmile05.gif

მადლობა ალბათ საქმით უფრო გამოჩნდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 21:46
პოსტი #37


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi







მეტალისტის სტადიონი








ეს ლენინის ძეგლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 23 2012, 21:49
პოსტი #38


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



ვა ლენინი ძია ისევ ხელ გაშლილია გააგრძელეთ ბატონო ზაზა თქვენი ამბის თხრობა კარგად მიდიხართ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 21:51
პოსტი #39


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს ადამიანი ვეტექიმია. მან გააკეთა ლეკვების ჯანმრთელობის ცნობა. მის გარეშე ვერ წამოიყვან. ამ ცნობას წარუდგენ აეროპორტის ჯანდაცვის სამსახურს, რომელიც შეამოწმებს, დასვავს ბეჭედს. იგივე ცნობა მოწმდება ჩვენს აეროპორტშიც შესაბამისი სამსახურის მიერ ანუ ეს აუცილებელია წამოყვანა-შემოყვანისთვის. ესკაცი არის მოყვარული მფრინავი, იქვე დევს თვითმფრინავის ძრავი, რომელსაც აწყობს და დაფრინავს ხარკოვის თავზე
მისმა 6 თვის კანე კორსომ აღმაფრთოვანა



ასეთის აწყობა უნდა

ეს ძრავა და
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Akop
პოსტი May 23 2012, 21:52
პოსტი #40


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 271
რეგისტრ.: 27-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ზაზა @ May 23 2012, 20:33) *
... სეზონზე თურმე დღიური ლიმიტი 3 მწყერია, ეს უკრაინაში ....

არა ზაზა, ეს ნორმა მხოლდ ხარკოვს, და მის რაიონებს ეხება.... არამთ მთელ უკრაინას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 22:05
პოსტი #41


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ესეც ლეკვი, ლეკვია ეს...


ისევ ლეკვებს დავუბრუნდეთ...
ასე ეძინათ


რა ეძინათ, ბაგირას თვალები აქვს დაჭყეტილი, მიხედე გიზოვიჩ შენს ლეკვს-მეთქი... არც მე მაძინებდა


საკუთარი ეზოს ჭის წყალია. გაგიმარჯოთ...


პარასკევს დილის 8-ის ნახევარზე გამოვედით. თვითმფრინავმა 2 საათი დააგვიანა, გზას აცდაnewsmile05.gif თუ რა მოხდა არ ვიცი. ორის ათ წუთზე უნდა ყოფიყო დაფრენა თბილისში, 3-ზე კი ჩამოვედით newsmile05.gif
ხარკოვის აეროპორტში ეს ტრაქტორი აღმოვაჩინე


მეგრელების გარეშე არ გამოვიდოდა ეს მოგზაურობა. აეროპორტში რიგში ნაცნობი კილო და დიალოგი მომესმა. მარგალეფი, ჯიმალეფი...გამიხარდა ძალიან...სხვათაშორის, ბატონი აკოპის მეგობარი ნუკრი, რომელიც ვერ გავიცანი სამწუხაროდ, სამეგრელოდანაა. მათ ვთხოვე და სამახსოვრო ფოტოც გადაგვიღეს


წეღან დავწერე ლეკვების გადასაყვან ყუთს დავუბრუნდები-მეთქი. ეს ყუთი 6 კილოზე იყო გათვლილი. ლეკვები ისეთი მოვლილი და დიდები დამხვდნენ, ძლივს ჩავტენეთ, 4200 ხვადი და 3800 ძუ, სამაგიეროდ ისე ჩაეხუტნენ, რომ ხარკოვიდან გლდანამდე ხმა არ ამოუღიათ ანუ დილის 8-ის ნახევრიდან 4 საათამდე არაფერი გაუფუჭებიათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 23 2012, 22:09
პოსტი #42


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



მაგარია ზაზა და ლეკვები ზუსტადა რა ასაკისები არიან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 22:15
პოსტი #43


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობა ამ ადამიანს , ასეთი დახვედრა, ყურადღება, მთელი ოჯახისგან. ყველა ქართულად თავისუფლად საუბრობს, ბიჭიც, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, ამბობს, რომ ქართული ძალიან უყვარს. მათ ოჯახში ქართული კერძები მზადდება. მეუღლე ისეთ ხინკალს და ხაჭაპურს ამზადებს, რომ რა ვიცი, უგემრიელესია. ისეთივე ატმოსფერო დამხვდა, როგორც ჩემი მეგობრების ოჯახებში, ჩვენებური, ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. აკოპი myvideo-ზე ლაშა ღლონტის სიმღერებს უსმენს. მღერის , ხატავს და ლექსებს წერს (ქართულადაც). ჩემს მარის ხარკოვის ტორტი გამოუგზავნა, ამან ისე გაახარა მარი, რომ მაქსის უვლის,-ჩემი პატარაა ძმააო newsmile05.gif
მაქვს კიდევ სურათები, ვიდეოებიც და დავდებ

ციტატა(ჰერცოგი997 @ May 23 2012, 23:09) *
მაგარია ზაზა და ლეკვები ზუსტადა რა ასაკისები არიან


ლეკვები დაიბადნენ 3 აპრილს, ჩვენ წამოვიყვანეთ 16 მაისს, ავწონეთ 17-ში, რადაგან ზუსტი წონა უნდა გვეთქვა აირზენასთვის, ხვადი 4 და 200 იყო, ძუ - 3 და 800. დღეს მაქსი 4 და 600-ია

სპეციალურად ,,ოჩოპინტრესთვის" ხარკოვებიდან მე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 22:21
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თვითმფრინავიდან კარგად გამოჩნდა აფხაზეთი. შავ ზღვაზე გადაფრენისას სიჩუმე იყო, მგზავრები მონატრებამ ჩააფიქრა. დაბლა 10 კილომეტრში ჩანდა ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე, სამწუხაროდ იმ დღეს მხოლოდ შორიდან...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 23 2012, 22:27
პოსტი #45


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თბილისში ბიჭები მელოდნენ. ირაკლის ძალიან მოეწონა ორივე. შემდეგ მავერიკი შეგვეხმიანა, დავურეკეთ თენგოს, ჩემს ძმაკაცებს და კარგად მოვილხინეთ. თამადობა ნარსიას ერგო, 5-ჯერ დავლიეთ ლეკვების, მეძებრების, ყველა ძაღლის, წასული ძაღლების და მომავალი ლეკვების სადღეგრძელო



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 04:24