4 დღიანი ტური სამეგრელოში და წლის ნადირობა ტყის ქათამზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
4 დღიანი ტური სამეგრელოში და წლის ნადირობა ტყის ქათამზე, მწირი ფოტომასალით :(
megreli
პოსტი Dec 13 2013, 02:13
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით კოლეგებო ! newsmile041.gif
როგორც იქნა მოვახერხე და 3 თვიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს სოფელს 4 დღით,ჩემი მისია იყო ტყის ქათამზე,ბეკასებზე და შეძლებისდაგვარად იხვებზე ნადირობა...
დღე პირველი: ყველაფერი დაიწყო იმით რომ 7დეკემბრის ერთ მშვენიერ დილას ჩავსხედი მატარებელში და გავეშურე თბილისიდან დასავლეთში.4 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედი დანიშნულების ადგილზე,ჩემი ოთფეხა მეგობრებიც ძალიან ემოციურად შემხვდნენ,მიხვდნენ რაშიც იყო საქმეnewsmile05.gifვერ მოვითმინე და ჩასვლის დღესვე გავეშურე საღამოს გადაფრენაზე,იმ იმედით რომ იხვი გამოჩნდებოდა,იქამდე კი ერთი პატარა ტყე ამოვიარეთ მე და ჩემმა ძაღლმა,ერთი ტყის ქათამიც ამიფრინა,მაგრამ მოუხერხებელ ადგილზე ვიდექი,მხოლოდ ის შევძელი რომ თვალი მედევნებინა მისთვის...ახლოსაც არ დაჯდა რომ გადამჯდარზე მივსულიყავით,მოკლედ ასე დამთავრდა პირველი ნადირობის,პირველი ეტაპი...სამწუხაროდ ძალიან თბილი ამინდი დამხვდა და იხვების გადაფრენზე აზრიც არ ქონდა დარჩენას,გადავწყვიტე ბეკასებზე გადავსულიყავიnewsmile05.gifწავედი...მაგრამ აქაც ხელმოცარული გასვლა გამომივიდა.მოკლედ რომ ვქვა პირველი ნადირობა უშედეგოდ,მაგრამ დადებითი ემოციებით დავასრულე,მოვიარე ის ადგილები სადაც ყოველწელს ვნადირობდი და ვთევზაობდი,ვნახე ტყის ქათამი,ბეკასიც და ბევრისთვის გასაკვირად მწყერიც,რომელიც სარას ნაბულის შემდეგ ააფრინდა,გამიხარდა რომ ისევ ცოცხალია ჩემი სოფლის ბუნებაnewsmile05.gifპირველი დღის დასარული კი ტრადიციული ღვინისძიებით დასრულდა newsmile090.gif იმ ჩანაფიქრით რომ გამთენიისას ისევ უნდა წავსულიყავი დილის გადაფრენაზე...
დღე მეორე:6საათზე დარეკა მაღვიძარამ და კიც წამოვწიე თავი(წინა დღის ნასვამმაD.gif),მაგრამ თქეშის ხმამ კოვზი ჩამიგდო ნაცარში,ავდექი გავიარე გამოიარე და მივხვდი რომ კარგა ხანს არ გადაიღებდა წვიმა,დავწექი ისევ და ყოველსაათში ერთხელ ვიღვიძებდი იმ იმედით რომ წვიმა გადაიღებდა.ბევრი რომ არ გავაგრძელო პირველის ნახევარზე ავდექი D.gifისევ წვვიმდაD.gifვიფიქრე საღამოს გადაფრენაზე წავალთქო და წავედი,მოვედი სველი და ხელცარიელი,იხვი კი ვნახე მაგრამ შორს და ისიც ორი,თანაც ისე მიფრინავდნენ რომ ზღვის აქეთ არ დაჯდებოდნენ D.gif წვიმას კი თოვლჭყაპი ერეოდა და დილას სავარაუდოდ თოვლი დამხვდებოდა ეზოში,როცა გავიღვიძებდი.ასე დამთავრდა მეორე დღე...
დღე მესამე:ავდექით ისევ გამთენიისას და წავედით მდინარის პირას,დასავლეთის ქარი ქროდა და თოვდა კიდეც,თავსაც ვერ ვწევდი ზევითD.gifერთ საათიანი ბარდნის შემდეგ შეწყდა თოვა და ამოძრავდა ცაში ფრინველი,იხვების ორი დიდი გუნდიც გამოჩნდა,მაგრამ დამჯდომის არაფერი ეტყობოდათ newsmile058.gif ორი გუნდიც წამოვიდა სათოფეზე და გასროლაც მოყვა,სამწუხაროდ უშედეგო,თოფის ხმა და უკუცემაც მეუცნაურა,არ ვარ პროფესიონალი მსროლელი მაგრამ ეგეთ მანძილზე იხვი უნდა ჩამომეგდო(როგორც კი მივედი სახლში სასწრაფოდ დავშალე ე.წ ფაბრიჩნი,სტერლინგის და რაღაც სხვა ფირმის ვაზნები რომლებიც წაღებული მქონდა,ტყვიის მასა ზომიერი იყო,კონტეინერიც მშვენივრად იჯდა,აი როცა წამალთან ჩავედი აღმოჩნდა რომ 4 ნომერ ტყვიაზე,12კალიბრის ვაზნაში ერთ გრამამდე წამალი იტალიური დრაგო ეყარა...ამიტომაც არ მომეწონა თოფის ხმა და უკუცემა სროლისას...)რას ვიზამდი?წავიდნენ იხვები vava.gif გავაგრძელეთ სიარული და შორიდან შევნიშნეთ ბატების გუნდიც,დაახლოებით 20მდე იქნებოდნენ,მართალია ჩვენგან შორს მაგრამ დაბლა დაფრინავდნენ,ადილს ეძებდნენ დასაჯდომს,ვერ ნახეს რადგან მინდვრები თოვლს დაეფარა,მდინარის პირას დაჯდომას კი გაფრენა და სხვა ადგილის ძებნა ამჯობინეს ehh.gif გავიარეთ გამოვიარეთ და უკვე არც იხვი ჩანდა არც ბატი,დავაპირეთ სახლში წასვლა და საღამოსთვის მზადება როცა ისევ გამოჩნდა ბატების 6 წევრიანი გუნდი,ამჯერად რუხი ბატები იყვნენ,მაგრამ სხვა თანამოძმეების მსგავსად მათაც ვერ იპოვეს დასაჯდომად მოსახერხებელი ადგილი,ჩამწვკრივდნენ და გაფრინდნენ ზღვის მიმართულებით.ჩვენც აღარ გვქონდა იმედი რომ კიდევ გამოჩნდებოდა რამე და წამოვედით სახლში.ეს კი ერთ-ერთი ფოტო მესამე დღის ნადირობიდან,ესეც მეnewsmile05.gif
როგორც ზევით აღვნიშნე საღამოსაც წავედით გადაფრენაზე და აქ უკვე გადატენილი ვაზნები წავიღე neaa.gif სანამ გავნაწილდებოდით გადავწვყიტე რამდენიმე ფოტო გადამეღო მობილურით







როგორც იქნა ოდნავ ჩამობნელდა და გავნაწილდით,გზად მიმავალმა კი დავინახე როგორ ჯდებოდა იხვი ჩემს პირდაპირ მდინარეში,რომელიც საერთოდ ვერ მხედავდა(ჩემდა საბედნიეროდ ერთი თხმელა მეფარებოდა და მეც გავშეშდი)ჩაჯდა ეს იხვიც ჩემგან 60-70მეტრში ისე რომ თავისუფლად დავადგებოდი და მწყერივით ამოვარენდი,იქამდე კი თოფში 2 და 6 ნომერი ვაზნები მედო,მინდოდა 6 და 7ჩამედო რომ ახლოდან არ გამჭირვებოდა იხვის მაქსიმუმ 2 სროლით ჩამოგდება,მაგრამ ჩემი ახლობლის ძაღლი ცუდ დროს ცუდ,ადილზე აღმოჩნდა newsmile015.gifდა გავიქეცი,ვის ეცალა ვაზნების გამოსაცვლელადD.gifგაიქცა და გავიქეცი საბოლოოდ დამასწრო მისვლა და ამოფრინდა იხვი,მეც ვიჩქარე(ვერც დავუმიზნე)და ორმაგი ზალპით გავაცილე newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif მოკლედ აქაც მომეცარა ხელი,არც საღამოს გადაფრენაზე არ გამოჩენილა არაფერი სათოფეზე,ისე კი ორმა პატარა იხვმა გადაიფრინა სადღაც......D.gifჩვენც დავბრუნდით სახლში.სიმართლე რომ ვთქვა გულიც კი მწყდებოდა 3 დღიანი სიარულის მერე რომ ვერაფერი მოვინადირე,რაც არ უნდა იყოს ყველა მონადირისათვის თითოეული ნანადირევი დიდი სიხარული და ემოციის ზღვაა,მითუმეტეს მე ტაფაზე დადებული იხვი გავუშვი იმ საღამოს newsmile040.gifასე თუ ისე ეს დღე დამთავრდა და ახლოვდებოდა ჩემი წამოსვლის დღეც,იმედს არ ვკარგავდი რომ ტურის ბოლო დღეს მაინც მოვიწყობდი ჩემთვის სასუველ ნადირობას,უამონდობის გამო გადადებული ნადირობა ტყის ქათამზე უნდა მომეწყოnewsmile05.gif
დღე მეოთხე და წლის ნადირობა ტყის ქათამზე:მაინც ვერ ვისვენებდი და კიდევ ერთ დილას ავდექი გამთენიისას და წავედი მდინარის პირას,მაგრამ წინა დღეებთან შედარებით უარესი სიტუაცია დამხვდა,არც ერთი იხვი არ მინახავს 2 საათის განმავლობაში...ესეც ერთ-ერთი ფოტო იმ დილის ნადირობიდან
ვიმაიმუნეD.gif
მზიანი დილა გათენდა და სითბოც იგრძნობოდა,ვხდებოდი რომ დაგდა ის დღე რომლისთვისაც ვიყავი ჩასული,დილის ნადირობიდან დაბრუნებულა დავაპურე ოთხფეხა მეგობრები მოვეფერე და დავისვენე რამდენიმე საათი. დაახლოებით დღის 2 საათზე წავედით ტყეში ქათამზე სანადიროდ,გზად შემხვედრმა სოფლელმა კი მახარა რომ იმ ტყეში დილით ყოფილა და ვერაფერი უნახავს,ხელცარიელი დაბრუნებულა...სიმართლე რომ გითხრათ მისი აზრი და შედეგი დიდად არ მაინტერესებდა newsmile015.gif მჯეროდა ჩემი ძაღლის შესაძლებლობების და ვიცოდი რისი მაქნისიც იყოnewsmile045.gifგავაგრძელეთ გზა ტყის შესავლელთან ჩვენდა მოულოდნელად ერთი ქათამი აფრინდა,თოფში ვაზნებიც არ გვქონდა ჩადებული და მხოლოდ იმედი დამრჩა რომ მასავით გრძელნისკარტა ტიპები კიდევ შეგვხდებოდნენ.მოვემზადეთ და შევედით ტყეში,პირველი ზონა უშედეგოდ გავიარეთ და გადავედით მეორე ზონაში.ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ჩემმა ძაღლმა რამდენიმე ჩვეული მოძრაობა გააკეთა და პირველი ნაბულიც ვნახე,ცნობისმოყვარეობამ წამძლია და მივედი საჭიროზე მეტად ახლოს და დავადექი ბუჩქს,მის მეორე მხარეს კი გაყუჩული ქათამი იჯდა,რამდენიმე წამი მიყურა და ამოფრინდა,ამოფრინდა ისეთ დახლართულ ხეებში გაყო თავი რომ თოფის აწევასაც დაუკარგა აზრიD.gifვუყურე და არც ისე შორს ჩაჯდა,დავუძახე სარას და წავიყავნე იმ ქათმის მოსაძებნად,რამდენიმე მეტრი გავიარე და ისევ აფრინდა ეგ ოხერი,მეგონა რომ აღარც დაჯდებოდა ახლოს და გავჩერდი,ის კი თითქოს მიწვევდა და 50-60 მეტრში დაჯდა,მივიყვანე ძაღლი და რამდენიმე წამში მეორე ნაბულზეც დაგდა,ეცი!ვბრძანე და ამოფრინდა ქათამიც, Shooting.gif და ჩამოვაგდე,სიხარულისგან დავიყვირე კიდეც,მივედი
ავიღე,შევათვალიერე,ბუმბულები გავუსწორე და ჩავიდე ჩანთაში,ჩემი პირველი ქათამი ამ სეზონზე.დავუბრუნდი მეორე ზოლს და როგორც სხვებმა მითხრეს მათაც უნახავთ ორი ქათამი,მაგრამ ვერ ესროლეს.გავაგრძელე სვლა ჩემ ზოლზე და კიდევ ერთი ნაბული,ბრძანებას ამოფრენა მოყვა,მაგრამ გასროლა ვერა,იმდენად ახლოს ამოფრინდა ქათამი რომ,იმ მოკლე მანძილზე სადაც სროლის საშუალება მქონდა რომც მომერტყა ასაღებად არ ივარგებდა,ისიც ისე გაუჩინარდა რომ თვალიც ვერ გავაყოლე...ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კიდევ რამდენიმე ნაბული ვიხილე ჩემი ძაღლის და ამოფრენილი ქათმები,ზოგსაც ესროლეს და ჩამოაგდეს კიდეც ,ჩვენ თან გვახლდა ერთი ახალბედა მონადირე რომელსაც ყველაზე მეტად გაუმართლა იმ დღეს და მისკენ ღია სივრცეში 4 ქათამი გავგზავნეთ მე და სარამ,მაგრამ მან ზოგი ნახა და ზოგს ააცილა,რომ არა მისი გამოუცდელობა იმაზე მეტს მოვინადირებდით ვიდრე შევძელით,ამასობაში საღამოც მოვიდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ზონა უნდა გაგვეარა,ჩავუყევით ამ უკანასკნელსაც,გათოვდა და თანაც ისე რომ რამდენიმე წუთში თოფის ლულები თოვლით იფარებოდა,რაღაცნაირად გულსავსე ვბრუნდებოდი სახლისკენ როცა კიდევ ერთი ნაბული და აფრენილი ქათაამი ვიხილე,მაგრამ მოხდა ისე,რომ ქათმის აფრენაზე ჩვენს ახლაბედას შეეშინდა და დაუმიზნებლად ესროლაD.gifწამოვიდა ქათამი ჩემკენ,მართალია ტოტებში იყო,მაგრამ მაინც ვცადე დამიზნება და ვესროლე 6ნომერი საფანტი,როგორც ჩანს გააღწია რამდენიმე კაკალმა და დააზიანა ქათამი,რომელიც ფარფატიტ დაეშვა მიწაზე,მეც ისე მივუდექი რომ აფრენის შემთხვევაში ღია მხარეს გაფრენილიყო,ახლოს როგორც კი მივედი წამოფრინდა და დავაწიე 9 ნომერი საფანტი,ესეც ჩამოვაგდე და როგორც პირველს,მასაც მივაგე პატივი და ჩავდე ჩანთაში.უკევე ღამდებოდა და ვინაიდან ტყეს გარედან მივუყვებოდი ზევითაც გამირბოდა თვალი ეგებ სხვა გადმოფრენილ ქათამზეც მომეკრა თვალი და საფანტიც მიმეწვდინა,მაგარმ ფიფქების მეტი არაფერი ჩანდა...მოკლედ ამოვიარეთ ყველა ზონა და ჯამში:მოვინადირეთ 3 ქათამი,2 მე 1 ბიძაჩემმაც,ავაფრინეთ დაახლოებით 10 ქათამი(არ გამოვრიცხავ რომ რამდენიმე გადამჯდარი იქნებოდა)ვნახე ჩემი ძაღლის რამდენიმე ნაბული და კმაყოფილი წამოვედი სახლში,მართალია უფრო გამიხარდებოდა რომ ჩვენს ახალბედასაც ეყოჩაღა,მაგრამ იმ შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი რასაც მივაღწიეთ,მოკლედ ასე დამთავრდა ეს ნადირობაც და სახლში მისულებმა ღვინისძიებით დავასრულეთ ეს დღე d778bc34f693c93907196ff195628213.gif
ესეც ნანადირევის მოკრძალებული ფოტოები


ასეთი იყო ჩემი"ნადირობანი სამეგრელოში"მომენტებით და შედეგებით კმაყოფილი ვარnewsmile05.gifყველაზე მეტად კი გული დამწყვიტა ფოტოაპარატის უქონლობამ,ამ ყველაფერს კი უამინდობის გამო 3 დღიანი უშუქობა დაემატა,ტელეფონითაც შევძლებდი მცირე ფოტომასალის მოგროვებას,მაგრამ ეგეც არ მეღირსა...ასე ჩაიარა 4 დღიანმა ტურმა და როცა დედაქალაქისკენ ვბრუნდებოდი სოფელში ასეთი სიტუაცია იყო







ჩემი ეზო newsmile045.gif

კიდევ მინდა ბევრი რაღაცის დაწერა მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვპუოლობ newsmile058.gif newsmile05.gif
პატივისცემით მე...newsmile041.gif Shooting.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Dec 13 2013, 02:15
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მალიადეცები შენააა


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 13 2013, 02:43
პოსტი #3


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
მაგარია. მთავარია ემოციები განიცადე. ქათამიც მოგინადირებია. მართალია წარღვნაში და უშუქობაში მოარტყი გასეირნება..მაგრამ მაინც გადასარევი დრო გიტარებია.
ისე რამდენი დაგიწერია..გავსკდი კითხვით. newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Dec 13 2013, 02:49
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სგ სგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 13 2013, 03:49
პოსტი #5


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაია საღოლ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 13 2013, 08:35
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ
newsmile041.gif
ლეონ-ბლექი
ციტატა(levani @ 13th December 2013 - 03:43) *
მთავარია ემოციები განიცადე. ქათამიც მოგინადირებია.

newsmile027.gif ძალიან მაგარი იყო newsmile05.gif
ციტატა(levani @ 13th December 2013 - 03:43) *
მართალია წარღვნაში და უშუქობაში მოარტყი გასეირნება..მაგრამ მაინც გადასარევი დრო გიტარებია.
ისე რამდენი დაგიწერია..გავსკდი კითხვით.

ზოგი ჭირი მარგებელიაო და უამინდობაც დამეხმარა ნადირობებში,რომ არა ეგ შეიძლება არც არაფერი მენახა newsmile090.gif არც ისე ბევრი დავწერე,ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი,რო გადავხედე კიდე შეიძლებოდა რაღაცების დაწერა მაგრამ მეც საკმარისად დაღლილი ვიყავი newsmile058.gif გამიხარდა რომ მოგეწონათ newsmile05.gif

T A M P L I E R
Davitus
d778bc34f693c93907196ff195628213.gif ვსწავლობ ჯერაც newsmile05.gif newsmile045.gif გაიხარეთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Dec 13 2013, 08:51
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია მომეწონა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 13 2013, 09:02
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღი ხარ შენ მეგრელო. ბრავოოო small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 13 2013, 09:41
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato1992 @ 13th December 2013 - 10:35) *
ამოსუნთქვითაა დაწერილი,

სხვათაშორის..ძალიან კარგად გაქვს დაწერილი. იუმორით თავის ადგილზე. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 13 2013, 11:22
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ხოშიან!!! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Dec 13 2013, 11:52
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მალიადეც ჰოროსკოპი.... D.gif კარგიხარ კარგი newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 13 2013, 12:02
პოსტი #12


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



megreli
კარგია, შენ დიდი მომავალი გაქვს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Dec 13 2013, 13:20
პოსტი #13


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




xoshian.gif ვისიამოვნე რეპორტით.. newsmile05.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Dec 13 2013, 13:31
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგია!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Dec 13 2013, 14:24
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლეონ-ბლექი
ციტატა(levani @ 13th December 2013 - 10:41) *
სხვათაშორის..ძალიან კარგად გაქვს დაწერილი. იუმორით თავის ადგილზე.

blashe.gif blashe.gif მადლობა newsmile05.gif

მადლობა ყველას მოწონებისთვის !!! :
d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია megreli: Dec 13 2013, 14:24
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:19