ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება . - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V  « < 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
ალეკო მიშელაშვილის(aragveli ) შემოქმედება ., პოეზია .
aragveli
პოსტი Apr 30 2014, 22:58
პოსტი #121


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



გაიხარე მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jun 5 2014, 13:02
პოსტი #122


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Jun 5 2014, 15:26
პოსტი #123


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბრავო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 5 2014, 19:30
პოსტი #124


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მე ნუ მიმალავ მინდვრის გვირილავ,
მე შენს ტკივილებს არასდროს ვამხელ.
მე ისეც ვიცი ავდარი, ქარი,
როგორი ტანჯვის მანტიას გაცმევს.

ვერ მომატყუებ მზისფერი სახით,
ყველა ფურცელზე ტკივილი გაწევს.
როგორ არ გტკივა ავ-შარი ქარი,
წელში იმტვრევი და მაინც გარწევს.

მითხარი მიდი, ამოხეთქე, ამოიოხრე,
სათქმელი გტანჯავს , ვხედავ და ვამჩნევ.
მეც მოგიყვები თუ ჩემს საფლავზე,
ჭირისუფალად შენ რატომ გარჩევ.

რომ ყველა მომსვლელს, შეაგებო ეგ მზის ღიმილი,
რომ ყველა მომსვლელს სიცილით დახვდე
და ვერ გაიგოს ვერავინ ვერა,
რამხელა დარდის ლოდები მაწევს.

*********************

"გოდება მთისა"

სულში ვერ ჩამხედავთ , თვალები მაღლა მაქვს,
თვალები მაღლა მაქვს , ღრუბლებში ვტირივარ.
მოყოლით ისევე წარსულზე მოგიყვეთ,
აწმყოში "მითების" დაშლილი წიგნი ვარ.

ვიყავი ჯარჯი და ხოგაის მინდია,
ჭიუხში ჯიხვების ფეხ და ფეხ მივლია.
დღეს ვიღას ადარდებს ან სად რა მიქნია,
მე ხომ წლების ნაცვლად, ნასახლარს მითვლიან.

ვიყავი თორღვა და ვიყავი ნინია,
გმირები რომლებიც დღეს ჩემზე ტირიან.
რა გაგკვირვებია?! მე ვიყავ, მე ვიყავ,
მთებზე ამირანის , მშველელი ფინია.

ვიყავი არდოტის ამაყი კოშკები,
დღეს ბოლო ჩაშლამდე ან რაღა მიკლია.
დამჩა სიკვდილამდე ბოლო დედა ბოძი,
რადგან წლების ნაცლად ნასახლარს მითვლიან.
*******************

ჯიხვმა სთქვა უსამართლოა,
რაც ლეგენდები დაირხა,
რომ ვაჟკაცობას იყოფენ,
მგელი, არწივი, კაი ყმა.
არ გავჩუმდები ვიბღავლებ
შეგაზანზარებთ ჩემი ხმა.
ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ,
ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა.
ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა,
ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა.
თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ,
დაწყებული გაქვს დროს თვლა,
"ვაჟკაცი" მგელი მოვა და
მაგ ქურქს დიდებად მოისხავს.
ასეა ნუ მედავებით,
თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა,
ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ,
თუ ჰუმანურად მოიქცა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?!
სიმხდალეს რაში მოვიხმარ?!
თუ არა გჯერათ მომყევით,
ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ.
მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ,
სულ გაფითრებულს მოგიყვან.
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?!
თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.
*********************


"დათვი"
გვიანი შემოდგომაა, წვიმს, სოფელს ნესტიანი ნისლი ახურავს, გულ ცივი საღამო , თავისი მრუმე ფერებით ,ფეხაკრეფით შემოიპარა და გაბატონდა. წვიმის წვეთებისგან დამძიმებული, სიკვდილის პირას მისული, ჭადრის ბოლო ფოთლებიც, გამოეთხოვნენ სიცოცხლეს და მიწას მიებარნენ, მიებარნენ იმიტომ რომ, ნეშომპალად იქცნენ და ახალი სიცოცხლის დაბადებას დაუდონ სათავე. მთაში შემოდგომის სილამაზეს, მხოლოდ იქ გაზრდილი ან ბუნებასთან შესისხლხორცებული ადამიანი თუ შეიგრძნობს ბოლომდე, დანარჩენისთვის ეს უბრალოდ მორიგი თვალ-სეირი ან და მორიგი ლამაზი პეიზაჟი იქნება.
წვიმის წვეთების მელოდიას, სოფლის ერთი ქოხიდან დედაკაცის ქოთ-ქოთი არღვევს. სოფელი მთის ერთ-ერთ სერზეა შეფენილი. სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, ისინიც ერთმანეთისაგან თითქმის კილომეტრით არიან დაცილებულები, დიახ ბატონო ეს არის მთის სოფელი, მთაში ამას ეძახიან სოფელს.
სოფელი ტყესთან საკმაოდ ახლოსაა, უკვე ერთი თვე იქნება ნინიას საქონელს , ბაბრი დათვი შემოეჩვია და ნელ-ნელა უნადგურებს. თოფიც აქვს ნინიას და მსროლელიც სანაქებოა, რამდენჯერმე შეეძლო კიდევაც დათვის მოკვლა, როდესაც საქონლის საცოდავ ბღავილზე გავიდა და საქონლის ბაკთან ზედ შეეჩეხა, თოფიც დატენილი ჰქონდა და ხელში ეკავა, მაგრამ მაინც მხოლოდ ყვირილით და ჰაერში სროლით სცადა, ნადირის დაფრთხობა.
დააფთხო კიდევაც მაგრამ , უმოწყალოდ დაგლეჯილი დეკეული ,მეორე დღეს მაინც მოკვდა.
სიტყვა აქვს ნინიას ნათქვამი , ხატზე შეჰფიცა რომ დათვს არასდროს დათოფავს. ამ შეფიცვამდე კი ნინიას ორი აზარი ჰქონდა ათავებული. ორი სპილოს ძვლიანი ხირიმი მიაბარა მიწას, ჟანგი შეჭამს და გამოისყიდის ალბათ ცოდვებს ორივე. კარგად იცის ნინიამ თავადაც მოუწევს უფლის სამსჯავროზე წარდგენა. მხოლოდ ეს უმოწყალოდ დახოცილი კეთილშობილი ნადირის ცოდვა აშინებს ნინიას, თორემ დანარჩენი ღვთის მოშის კაცად ცხოვრობს, ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მისთვისაც კი აურიდებია ხშირად ფეხი.
ერთ წელიწადს თავის თანასოფლელებთან ერთად ადრიან შემოდგომაზევე დაგეგმა, დათვზე მორეკვით ნადირობა. დაიწყო სარეკი , ნინიას მრეკავად მოუწია წასვლა, სხვებმა გეზი შეუკრეს. ფოთოლი არ იყო ჯერ ბოლომდის გაცვივნილი და მხედველობა ჭირდა, წვრილიანში გარკვევით დალანდა ნინიამ დიდი დათვი, როგორ ოსტატურად ცდილობდა უკან გაპარვას, არ დაუყოვნებია დამიზნებით ესროლა, დათვმა დაიღრიალა , რაც იმის ნიშანი იყო რომ ტყვიამ მიზანს მიახწია. მიახწია მაგრამ სწორეთ მაშინ დაიწყო ნინიასთვის ჯოჯოხეთი, დათვის ღრიალთან ერთად მის უკან ორი პაწაწუნა, ბელი აწკმუტუნდა და ატირდა. თავბრუ დაეხვა ნინიას, მხოლოდ მდევრების გააფთრებულმა ყეფამ გამოაფხიზლა. მდევრები კვალში ედგნენ , დაჭრილ დედა დათვს და მიჰყვებოდნენ. ნინიაც ყეფის მიმართულებით მიჰყვა, ყეფა ერთი ადგილიდან მოისმოდა, რაც იმის ნიშნავდა რომ გაჩერებულ ნადირს უყეფდნენ ძაღლები. ფრთხილად მიუახლოვდა, ძაღლები ერთ პანტის ბებერ ხეს, გარს უვლიდნენ და გამაყრუებელი ყეფით იკლებდნენ გარემოს. შეხედა ხეს ნინიამ და ორი პატარა ბელი დაინახა ზედ წამოსკუპებული, რომლებიც ტირილით უხმობდნენ, საშველად თავიაანთ საყვარელ, ყოვლის შემძლე დედიკოს. და ჰოი საოცრებავ , სწორეთ ამ დროს , ბელების ტირილზე დაჭრილი დედა უკან მობრუნდა, შეცბა ნინია ასეთ თავგანწირვას ნამდვილად არ ელოდა, მაინც რამდენი ადამიანი შეძლებდა გადაფარებოდა საკუთარ შვილზე ნასროლ ტყვიას? მოდიოდა დათვი ღრიალით და იცოდა ნინიამ რა დღეც ელოდა, მაგრამ წამითაც კი არ უფიქრია, ამ გმირ დედაზე ხელ მეორეთ თოფის აღმართვა. მხოლოდ ჰაერში სცადა გასროლა, მაგრამ ამაოდ, გამძვინვარებულ ნადირს ეს ნამდვილად ვეღარ შეაჩერებდა.
ნინია გონს მხოლოდ მეორე დღეს, საკუთარ საწოლში მოვიდა, მეუღლე მართა თავით ეჯდა და ცხარე ცრემლოთ ტიროდა. მართამ ყველაფერი უამბო რაც მის შემდეგ მოხდა, რაც ნინიამ გონი დაკარგა, მართას კი ეს ამბავი ნინიას "ნამგალა" მეგობრებმა უამბეს:
ღრიალზე მისახმარებლად ჩასულებს ნინია უკვე დაბეგვილი და გონ დაკარგული დახვდათ, დედა დათვი კი მდევრებს უტევდა და ორი მათგანი უკვე გამოესალმებინა სიცოცხლისთვის, დედა დათვმა მათ მიახლოვებაზე, მდევრებს თავი ანება და მათკენ წამოვიდა შეტევაზე, მაგრამ ვინ აცადა, მყისვე იქუხა თოფებმა და სამაგალითო დედა ჩაიკეცა გვიმრის ფოთლებში.
ყველაზე საშინელება კი შემდეგ მოხდა, გამწარებულმა მონადირეებმა როდესაც ცოცხლად ვერ შეძლეს, პაწაწუნა დაობლებული ბელების ხიდან ჩამოყვანა, დახოცეს და ისე ჩამოყარეს. ბელების ამბავი დაუმალა მართამ, ნინიამ ეს მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ , იგივე მეგობრებისგან შემთხვევით გაიგო და მას შემდეგ გაწყდა კიდეც მათი მეგობრობა.
ამის შემდეგ დადო ნინიამ სიტყვა რომ დათვს არასდროს ესროდა და პირნათლადაც ასრულებდა, მაგრამ ახლა როდესაც დათვმა საქონელი თითქმის გაუნახევრა, მართა გასაქანს არ აძლევდა, ქოთობდა და ლანძღავდა, ემუქრებოდა რომ თავად აიღებდა იარაღს და ნადირს თავად გაუსწორდებოდა. ნინია მშვიდად იჯდა მართას ქოთ-ქოთს ყურსაც არ უგდებდა, უბრალოდ ფიქრებში იყო წასული.
გვიანი ღამეა წვიმამ იმატა, ნინია ღრმა ძილისგან , თოფის ხმამ და მართას განწირულმა კივილმა გამოაფხიზლა. წამოხტა იქვე ბუხართან დაკიდებულ ხანჯალს ხელი დასტაცა და საცვლების ამარა გავარდა გარეთ, დაჭრილი გაავებული დათვი მართას უმოწყალოდ ტორავდა, აზროვნების უნარი დაკარგა, ცნობაზე როდესაც მოვიდა , გულში ხანჯალ გაყრილი დათვი უსულოს ეგდო ნაწვიმარ მიწაზე და ნინიამ თვალ ნათლივ დალანდა დათვის გვერდით როგორ ესვენა მისი სიტყვა გატეხილი კაცობა და დათვის ნეშტთან ერთად როგორ უქადდა მიწა, მისი ორი დამარხული ხირიმივით შეჭმას.
ღირსება, გაუტეხელი ფიცი და სიტყვა, რომელიც მხოლოდ მართას სიყვარულს შეეძლო აეყარა მისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 5 2014, 19:34
პოსტი #125


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



************************
გაზაფხული რომ შეიხსნის ნაბადს,
მე უშენობას ვმკურნალობ ლოცვით
და დაუკოცნელ მაგ ტუჩთა ნაცვლად,
ატმის გაფურჩქნულ ყვავილებს ვკოცნი.

მე ყოველ ღამით ვამოწმებ ღრუბლებს
და მერე ზეცას რკალივით მოვხრი,
რკალივით მოვხრი და ზეცის ღრმულებს,
შენს საძებნელად მოვთხრი და მოვთხრი.

შენს ნაფეხურებს ღრუბლებზე ვეძებ,
და ერთ დღეს ალბათ მე მაგ ფრთებს მოგხსნი,
მე მაგ ფრთებს მოგხსნი ძვირფასო რადგან,
ჩემი სიმცირე ორივეს მოგვხ**ის.

სითავხედისთვის შემრისხავს ღმერთი,
რომ მიწიერი , ზეციერს გეტრფი.
და ზუსტად მაშინ, შენ აფეთქდები,
შენ აფეთქდები, როგორაც დენთი,
ფრთებს შევიხსნი და შენთან მოვდივარ,
თავს მომადებ და ჩურჩულით მეტყვი.

***********************
სადმე მწვერვალზე შემოვხვდეთ მზეო,
დუელი დავთქვათ აღსასრულისთვის,
თორემ უდროოთ, ღალატით ჩასვლა,
მარცხია ჩვენი ავანტურისთვის.

რით მემუქრები?! გული მაქვს მზეო,
გული მაქვს შენზე ათასჯერ მწველი.
ჩემს სადგომად რომ ვარჩიე ჩერო,
ამით ვარ შენზე მთელი და წრფელი.

ჯომოლუნგმაზე დავანთოთ ცეცხლი,
სხივები ჰგავდნენ ისრის კაპარჭებს.
გავტეყოთ ჩვენი ძმობის ფიც-ვერცხლი,
სისხლი ვანთხიოთ ღრუბლის ტრამალებს.

მერე კი თუ კი შეგეტყო დაღლა,
თავი თუ სადღაც მთებში ჩახარე,
იმ ჯალათივით არ მოვალ არა,
შენ რომ იყავ და ბევრი ჩამარხე.

სადმე ტატნობზე მე და შენ მზეო,
შემოვხვდეთ დავთქვათ დუელის მარში,
თორემ ღალატით , უეცრად ჩასვლა,
შენი მარცხია ღრუბლების თვალში.
************************
შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.

************************
იწვიმებს ალბათ, დღეს იწვიმებს ზეცის თვალები
და ლელოსავით გაიტანენ, მზის სამყოფზე ღრუბელს ქარები.
შენ დედამიწავ, წვიმის ბანგით დღესაც დათვრები
და გადახსნილი ვენასავით დატბორავენ, სივრცეს მერე შენი ჭალები.

სადღაც უღრანში ირემი იდგა
და შებღავლებით შეელეწა, სურდა ზეცის ყველა კარები.
სათქმელი ჰქონდა, რაც სხვის გულშიც მრავალჯერ ითქვა,
ახლა მას უნდა წარედგინა, თვით უფლისთვის დანაბარები.

ჰეი შენ ღმერთო , სხვის საკბილოდ თუკი დაგვბადე,
თუკი "მგლის ხახა" წააწერე მაგ ჩვენს განაჩენს,
ან სამართალი სად არის და ან ბრმასავით გენდო სადამდე?
ახლა ამაზე მიპასუხე, მერე გეტყვი, გეტყვი დანარჩენს.

მე უცოდველი კრავი ვიყო, არ ვერჩოდე ქვეყნად არაფერს,
ამისთვის უნდა გამრიყო და ზედ შემაკლა ხელში ჯალათებს?!
მეც შემიძლია, რომ ჯიქივით გადავევლო თავზე ქარაფებს
და ფიწალ რქებით დავუხურო, კარი სუსტის მზიან დარაბებს.

თითქოს ადუღდა ნისლი მკათა-თვის
გადმოდიოდა , ამოევსო ხრამი პირამდის.
მთები კი ჰგავდნენ, უცნობ გმირთათვის ,
თვით უფლის ხელით ნაგებ პირამიდს.

უცებ გაისმა ხმა უფლისა, შეკრთა ირემი.
-შენ ახლა ცდილობ შემოლეწო ღია კარები.
უფლის კარები არ გეგონოს, საკუთარი ფურთა ჰარემი,
რადგან კრავი ხარ , იცოდე რომ ბევრს სცოდავენ თვითონ კრავები.

ვიცი რამდენჯერ ჩაიხედე, წყლის კამკამა წმინდა სარკეში,
მაგრამ არასდროს ჩაგიხედავს, საკუთარი სულის სარკეში.
მე ბევრჯერ ვნახე მყვირალობას, შენი ურცხვი, ურცხვი თარეში
და არასოდეს ჩაგიხედავს , შენგან ნაჩხვერ, მომაკვდავი მოძმის თვალებში.

თუ მტაცებელი კბილს გაგკრავს ზოგჯერ,
თავად ნედლ ყლორტებს სისხლივით წოვდე,
თუ ჯალათივით თავი არ მოსჭერ,
მხოლოდ ამიტომ სამოთხეს მოწვდე? !

დადუმდა ირემს მოეჭრა გზები,
ღმერთს სულის სარკე გამოეტანა.
დადამიწას კი დატოტილი, გაბმული მთები,
ირმის რქებივით ამოეზარდა.

****************************

შემომეფარე, უდაბნოში დარგული ხე ვარ
და წყალზე მეტად მენატრება, ვინმეს ხსნა და კეთილი საქმე.
შემომეფარე დასიცხული, სანამდის ვდგავარ,
სანამ უფალმა "უსარგებლოდ" შემრაცხა სადმე.
შემომეფარე მშიერი ხე ვარ
და ღვთის სტუმარით, მწყურია გავძღე.
ზოგჯერ ტოტებით ღრუბლებზე ვწევარ
და მსურს ღმერთის შვილს სულ ოდნავ ვგავდე.
აგერ ააა ქარმა მოწმენდილ ზეცას,
ღრუბლის ცუნამი გადაატარა.
დღეს ან ხვალ მოვა, მოვა და მეტყვის:
სიკვდილმა ცელი გამომატანა
და სანამ მოვა მანამდე მოდი,
რომ მე სიკეთით დავგმო სატანა.
გამომომეზარდოს სიკეთის მხრები,
ზეცამდე შევძლო მადლის ატანა.
მე უდაბნოში დარგული ხე ვარ,
და სხვის სულამდე სითბოს გატანა,
ისე მჭირდება, თუ არ მოხვედი,
თვით კაკტუსთანაც, ყაბულს ვარ შევძლო,
ჩახუტება და ხელში აყვანა.

**********************

ჩვენ ზოგჯერ წასვლით, ვიღაცის წასვლით,
იმ მატარებელს ვემსგავსებით,
შუა გზაზე ლიანდაგს რომ გადაუჭრიან.
ვჩერდებით ვიყინებით ერთ ადგილზე
და ის მგზავრებიც კი რომლებიც,
საკუთარი ზურგით აქამდე მოვიყვანეთ,
უკან მოუხედავად გვტოვებენ.
მიზანი დაკარგულია, გული მკვდარი,
უცნაურად მკვდარი(ფეთქავს, მაგრამ ვეღარ გრძნობს)
ობობების საყვარელი თავშესაფარი ვხდებით,
ხშირად გვსუმრობენ ქვეწარმავლები და
ამიტომაც გარედან გვაწერია "ფრთხილად საშიშია"
მხოლოდ გაზაფხულზე დაბრუნებული,
მერცხლები არ გვიფრთხიან,
შემოდიან ჩვენში ბუდეებს იშენებენ
და ჩვენი ერთად-ერთი მესაიდუმლე ხდებიან.
ზოგის ლიანდაგს ვიღაც აღადგენს,
გაჩნდება მიზანი და ქვეწარმავლები იმ წამში ტოვებენ.
ივსება სითბოთი და მგზავრებიც ძველებურად უბრუნდებიან.
ზოგი კი თავად არ ვაძლევთ,
ჩვენს მწყობრში მოყვანის უფლებას არავის.
რაღაც უცნაური, ერთგულების ქანდაკებად ვიქცევით
და მთელი ცხოვრება ჩვენში ნაგროვებ, გაუცემელ სითბოს,
უსულო საგნებსა და მერცხლებს ვუნაწილებთ,
რომლებსაც თბილ ქვეყნებამდე გასაფრენად ყოფნით,
ჩვენ კი მერცხლებმა რომც წაგვიყვანონ,
არასოდეს გავყვებით, რადგან შესაძლოა,
ამ დროს ის დაბრუნდეს და ლიანდაგი აღსდგეს.

******************************
ჩემგან გადაღლილ მფარველ ანგელოზს,
მე ვიცი ჩუმად დედა მფარველობს
და ამიტომაც ჩემს თავზე მტერმა,
ხმალი რამდენიც გინდა აელვოს.

რამდენიც გინდა გახსნან იარა,
ამ ვენებიდან სისხლი დალიონ,
შემომიჭირონ ტანზე ხვიარა,
მიმყიდონ ვინმე ნაიბ დარიოსს.

თხუთმეტჯერ დამკრას ჯალათმა ცული,
თხუთმეტჯერ ჰქონდეს სიკვდილს იმედი,
სანამ დედაა უკვდავად ვცოცხლობ,
სიკვდილამდე კი ბევრჯერ მივედი.

მე კი მშობელი მხოლოდ ლექსისა
რამდენჯერ ქვაზე ნაწერებს ვტოვებ
და სანამ ძილში ის ქვები კვნესის,
ალბათ სიმშვიდეს ვერასდროს ვპოვებ.

სიკვდილთან თამაშს დავიწყებ რადგან,
მტერი მოდგა და გული ქართველობს
და ჩემს გადაღლილ მფარველ ანგელოზს,
დედა თავისი სუნთქვით მფარველობს.

*************************

ვერ გაგიგებენ ჭიამაია,
შენ ჯერ არ ნახულ სიყვარულს ეტრფი,
სად გაგონილა უბრალო ჭია,
ჭრელ პეპელას რომ სიყვარულს ეტყვი.
იჭორავებენ, გაგრიყავენ ნუ გიკვირს ჩემო,
აქ სიყვარულმა, სიძულვილზე მეტი დაგლიჯა
და რადგან მაინც გაუსინჯე აკრძალულს გემო,
უნდა შეძლო და ყველაფერი გულში ჩაიკლა.
ვერ გაგიგებენ, გაგრიყავენ და მერე ჩემო
ერთგულად გულში, მხოლოდ შავი მიწა ჩაგიკრავს.
მზადა ხარ ქვეყნად უანგარო სიყვარულს ეყმოო??!
მაშინ შეძელი რაც გატკინეს, მიუტევო , გულში ჩაიფქვა.

******************************
შენ თუ ცა ხარ და ცხრათვალა მზე ხარ,
მე ცისარტყელად დაგემართები
და სანამ სადმე სხვის სულში ჩახვალ,
ჰორიზონტს სანამ ჩაეფარები,
ჩაგაცმევ ზღაპრულ პატარძლის კაბას
ცხელ გულში ჩუმად ჩაგეპარები.
მოვძებნით ცაში ვარსკვლავთა დაბას,
ღრუბლების იქით ჩავესახლებით.
რა პატივია მზის ქმარი გერქვას,
მე ასეთ პატივს ვერ გეახლები.
უბრალოდ გულის დამჩემდა თუთქვა,
დამჭირდი როგორც სულის თანმხლები.
ვინ იტყვის რომ ვარ ცივი და გულქვა,
თუ გულში სითბოს მზემ მიაგენი.
უნდა ვიყვირო რომ შენ ხარ სუნთქვა,
ჩემი ნატეხი და ტკბილი სენი.
რომ შენი სახით ჩამოდგა ზეცა,
და მე სამყარო მაშინ ვიგრძენი.
მე ცისარტყელა გახლავარ ჩემო,
ავდარს და დელგმას მე დაგიხსენი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Aug 6 2014, 09:47
პოსტი #126


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ ყოჩაღ მეამაყება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Aug 6 2014, 15:26
პოსტი #127


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aragveli
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 6 2014, 16:26
პოსტი #128


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



გაიხარეთ ლომებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 27 2014, 10:47
პოსტი #129


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



დილას არაგვთან იდგა აპრილი
ქსანზე მიმავალ ქარებს ათბობდა.
ეყარა დაჭრილ სულზე მარილი,
და მგლოვიარე ქართლის ქალობდა.
წყალი იმდენი იყო ჩავლილი,
უყმოც იმდენი იყო ხატობა,
ქარჩოხთან იდგა ქარი დაჭრილი
და გორგასალის მახვილს ნატრობდა.
თუ ბაყათარმა მოგვჭამა ჭირი,
არა გვჩვევია თუკი დათმობა,
დღეს საქართველოს ქსანთან აქვს ხიჭვი,
მაჩვენეთ ერთი თქვენი და-ძმობა.
მაჩვენეთ ერთი თვალებში სხივი,
ტატოს მერანის ერთი დაფრთხობა.
მისი ნაფრენი ცხრა მთა და ხევი,
მთვრალი ხევსურის ერთი გაფხორვა.
მაჩვენეთ ერთი სადმე ნაცემი,
იბრუხისაგან ტოტიას ხროვა.
რომ აღარა გვყავს ჩვენში გამცემი,
რომ ანტიქრისტე არასდროს მოვა.
რომ დავიქუხო, შევიშრო ცრემლი,
ქსანზე დაიწყოს იების თოვა.
ავახმაურო ხმალი და გრდემლი,
ახლა მტრის აპრილს დაუდგეს გლოვა.

***************************
"შემოდგომა"

მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, ბამბის გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს ფრთები, ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.


**********************
მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე.
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Sep 27 2014, 14:37
პოსტი #130


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ ალეკო small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 27 2014, 16:17
პოსტი #131


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



marco-polo- გაიხარე. d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Nov 29 2014, 20:38
პოსტი #132


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მთის წვერზე გინახავთ მზის შარავანდედი?!
ან მოგისმენიათ ბღავილი ირმისა?!
გინახავთ არწივი, ან კლდის შევარდენი,
ჩანჩქერი კლდეებზე როგორა ტირისა ?!
გინახავთ ?! სამშობლო აქედან იწყება,
აქედან იწყება დათმენა ჭირისა.
მთებიდან იწყება, იწყება ყოველი,
და თერგიც გულდიდათ ამიტომ ყვირისა.
ამას უმღეროდა ვაჟა და ჩოხელი,
სული რომ ჩაუდგეს, კლდესა და ყვავილსა
და მე ვინ ოხერი და შენ ვინ ოხერი,
დრო -ჟამი გავიდეს, დღეს ამის ყავლისა.
მთა ის ბედაური მგონია მე ზოგჯერ,
მშიშარა მხედარს რომ არასდროს არ ისვავს
და თუკი მუცალს დღეს, მარჯვენა არ მოსჭერ,
მოგპარავს და თავის ბაგაზე დაიბავს.
თუ კი არ გინახავს ხვამლი და არხოტი,
მთვარე რომ ღრუბლის თმებს, არაგვში დაიბანს,
შენ ძმაო სამშობლო გიგრძვნია არც როდის,
და აბა არ ნანახს, ან როგორ დაიცავ ? !
მუცო ინგრეოდა, შენ სხვაგან გარბოდი,
და როცა საკუთრად მიიღე სხვისი ცა,
ანატორს შეტოკდა ძვლები და დაობლდი,
ისე რომ ფუძეც კი არ დაგრჩა სახლისა
და როცა მე გულში, ვერაფრით ვაქრობდი,
მთებისგან გაჩენილ, ვარ-ვარა სახმილსა,
შენ გვერდზე მიმწიე და ჩემი მთებითურთ,
კუზიანს მეძახდი, უქონელ მახინჯსაც.
მე მეცოდებოდი, ვიცოდი რამე თუ,
ქვეყნად ვინც ცხოვრებამ ბოლომდე აყინჩა,
მე თქვენთან ვიდექი, დღეს როგორც დემეტრე,
სამშობლოს გულისთვის რომ იდგა ყაენთან.
ალეკო მიშელაშვილი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Nov 29 2014, 20:53
პოსტი #133


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Nov 29 2014, 21:21
პოსტი #134


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ღამე მთაში
ბნელა ხევადან ამოიცმევს ბინდი ქალამნებს,
მთვარე მხედარი, ზურგს უმშვენებს ღრუბლის ფაშატებს.
დგება მყინვარი საპატარძლოდ მორთულ ქალივით
და ვარსკვლავები აბნევია ნისლის ფატაზე.

შეჰყმუვლებს მგელი და მწვერვალებს ექო დაივლის,
ჩაეჭიდება მთვარე ღრუბელს გაშლილ ფაფარზე.
შორს ოჩოპინტრე, კლდის ეხებში ნადირს დაითვლის,
წამოუწვება სადარაჯოდ ჯიხვებს ქარაფზე.

ვიღაც იბრუხი გათენებას აღარ დაიცდის,
გადაევლება სერებს თავზე ,ნისლის ფაფახზე.
სად მოეღება ერთხელ ბოლო კაცმა არ იცის,
მშობელს კი მზერა ეყინება ფანჯრის რაფაზე.

გათენებისას ქარიშხლებმა ვინ სად გალახეს,
მთვარე თავისთვის გადაითვლის, გადააფასებს.
ჩამოიბერტყავს ღამე ცრემლებს, დასხავს ბალახზე
და ხევში ნისლებს გააბოლებს ბოლო ნაფასზე.

აედევნება ბუხრებიდან კვამლი ლაჟვარდებს
იმშობიარებს ჰორიზონტი ნისლში ნაბან მზეს,
დაასხით ერთი, უნდა შევსვა ჯანიც გავარდეს,
იტყვის პაპა და ჯიხვის ყანწით ლოცვას აღავლენს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Nov 29 2014, 21:41
პოსტი #135


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

10 გვერდი V  « < 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th June 2024 - 09:25