პუდელი, როგორც მონადირე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პუდელი, როგორც მონადირე |
Jul 3 2016, 23:47
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-July 16 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობა. როგორც ვიცი და მინახავს (უცხოელების ვიდეოებში,სამწუხაროდ პირადად არ),პუდელიც კარგი მონადირეა. ვგულისხმობ,ასრულებს ლაბრადორის იდენტურ ფუნქციას - ჩამოგდებული ფრინველი მოაქვს ნებისმიერი ადგილიდან (კარგად ცურავს) პატრონამდე. რა თქმა უნდა,არ ვგულისხმობ პატარა ზომის პუდელს (თოი პუდელი),მაგრამ როგორც ვიცი მინი (საშუალო) და სტანდარტ ("კარალევსკი",დიდი) პუდელები მშვენივრად ართმევენ თავს ამ მოვალეობას.
https://www.youtube.com/watch?v=StMENSFvuFY მაინტერესებს,ვინმეს ხომ არ გინადირიათ პუდელის თანხლებით და/ან რაიმე სახის ინფორმაციას ხომ არ ფლობთ საქართველოს პირობებში რამდენად კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. გმადლობთ. |
|
|
Jul 4 2016, 08:35
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
საქართველოს პირობებში ცოტა უკეთესი ჯიშები მეძებრების ვერ ართმევენ თავს და პუდელზე ვერაფერს გეტყვით ნამდვილად ისე თუ ატარებ დაგეშავ შეილება უჯიშო ძაღლმაც ინადიროს მთავარი მანერა და სტილია მონადირის გემოვნებაში როგორ ჩაჯდება.
|
|
|
Jul 4 2016, 16:19
პოსტი
#3
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-July 16 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჯერ 8 თვისაა ჩემი გოგო და სოფელში რომ მყავდა,კურდღლის ბაჭიას გამოეკიდა და კუთხეში მიიმწყვდია. განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს,ქეჩოში ჩაავლო პირი ძალიან მოწიწებით და ბრძანებაზე მომიყვანა სრულიად უვნებელი,თუმცა ისე ეჭირა,რომ გაქცევის შანსი არ ქონდა ბაჭიას სოროსაც დიდი მონდომებით და წარმატებით თხრის ხოლმე,ხან დამოუკიდებლად და ხან ბრძანებაზე (უკვე იცის დაჯექი,დაწექი,ახტომა,პეხზე დგომა,ამოთხრა,მოტანა,ცურვა. ბრძანების გარეშე(ჭამე) საჭმელს პირს არ აკარებს,ჯდება და მელოდება როდის დავრთავ ნებას). ვფიქრობ,კარგი გოგო დადგება თვითონაც გაერთობა და მეც გამახარებს
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 18:32 |