დაბა სიონის დასუფთავების აქცია 14.06.2014, ''ოჩოპინტრეს და ''მერსი ქორფს''-ის აქცია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დაბა სიონის დასუფთავების აქცია 14.06.2014, ''ოჩოპინტრეს და ''მერსი ქორფს''-ის აქცია |
Jun 14 2014, 20:10
პოსტი
#1
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით მეგობრებო.
2014 წლის 14 ივნისს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბმა ''ოჩოპინტრემ'', საერთაშორისო ორგანიზაცია ''მერსი ქორფს''-ის დახმარებით, თიანეთის რაიონის დაბა სიონში, წყალსაცავზე და მიმდებარე ტყეში, ჩაატარა დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც კლუბ ''ოჩოპინტრეს'' წევრები და ფორუმელები და ორგანიზაცია ''მერსი ქორფს''-ის თანამშრომლები ასევე თიანეთის დასუფთავების თანამშრომლები და ტექნიკა. აქცია დაიწყო დილის 11 საათზე და დასრულდა საღამოს 16:00-ზე. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. საკმაო რაოდენობის ნაგავი დარჩა როგორც წყლის ნაპირებში, ასევე შემოგარენ ტყეში. უბრალოდ ვეღარ მოვერიეთ. მინდა ვაღიარო, რომ ძალიან დამღლელი და შრომატევადი სამუშაოა და კიდევ ერთხელ დავაფასე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. წლების ნაგროვები ნაგავი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის საგნები აღმოვაჩინეთ. ბოთლები მინის და პლასტმასის, ცელოფნის პარკები, რქინის ქილები, ''შლოპანცები''. სახლის ''ჩუსტები'', ''ბოტები'', ''ბრიტვები'', ზღვის ქაფი უამრავი, ჰიგიენური ''სტიკები'', პამპერსები, სავარცხლები (ეტყობა წიქარას დაუცვივდა ) ''შპრიცის'' ნემსები, სამედიცინო პატარა ქილები, ბადის ნაგლეჯები, ტომრები, რკინის ''დეზოდორანტები'', ლაქის დიდი ქილა და ეს ყველაფერი დაახლოვებით ერთ კილომეტრიან ზოლში. სულ გაივსო დაახლოვებით 160 ცელოფნის პარკი. თითო პარკის მოცულობა 120 ლიტრი გახლდათ. ერთი ნაგვის მანქანა გაივსო და უკვე აღარ ეტეოდა. დარჩა ნაწილი ტყის და 2 დიდი ყურე ასახვეტი. ამდენივე არა, მაგრამ ამის ნახევარი მაინც მოგროვდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ წევრს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. ყველა ფორუმელს, ''მერსი ქორფს''-ს, თიანეთის გამგეობას და პირადად მალხაზ დავითაშვილს, დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელს, ჩვენს მეუღლეებს და შვილებს რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი უანგაროდ გაკეთდა. არავის არაფერი ამოძრავებდა, გარდა ბუნების სიყვარულისა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ: სადაც არ უნდა იყოთ, ნუ დატოვებთ ნარჩენებს ბუნებაში. ვინც საქეიფოდ მიდის, სათევზაოდ, სანადიროდ, უბრალოდ ბუნებაში გადის დასასვენებლად, ყველას მიაქვს ცელოფნის პარკით რაღაც. აიღეთ და ჩაყარეთ ნაგავი ამ პარკებში და მიიტანეთ ურნამდე. დავიჯერო ეს ასეთი ძნელია? არა მგონია. ერთხელ რომ გააკეთებ ამ ყველაფერს, მერე მოერედ და მესამედ ინსტიქტურად გააკეთებთ ამ ქმედებას, ბუნებაც ამოისუნთქებს და ჩვენც სუფთა და გაწკრიალებული საქართველო გვექნება, რაც არა მგონია ცუდი იყოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას. გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალ თაობას, რათა ჯანსაღი ჰაერი ისუნთქონ. სანამ ''ბიჩოკს'' გავისვრით მანქანის ფანჯრიდან, დავფიქრდეთ რამდენი დრო უნდა მის გადამუშავებას ბუნებრივ პირობებში. ცოტა პათოსით გამომდის, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ აქციის ყველა მონაწილეს. მართლაც დიდი სამუშაო გასწიეთ და ღმერთმა ჯანი მოგცეთ სათითაოდ ყველას. მართალია კიდევ ბევრი ნაგავი დარჩა ასაღები ( რომელსაც აუცილებლად ავიღებთ მომავალში), მაგრამ არ გავჩერდებით. ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. კლუბი ''ოჩოპინტრე'', მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქციების ჩატარებას მარტო თავისი ძალებით თუ სხვებთან ერთად, მაგრამ მაინც არ გავჩერდებით. მარტო ჩვენ ვერ მოვერევით ამდენ ნაგავს, შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სისუფთავეზე. პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი: სანდრო ჯანგირაშვილი ახლა კი ცოტაოდენი ფოტო-ვიდეო მასალა, რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება რა ხდებოდა 14 ივნისს დაბა სიონში. ეს ლინკი, ყველა ფოტო ერთად: http://allshares.ge/download.php?id=04DBCD8950 бесплатный хостинг картинок |
|
|
Jun 14 2014, 20:17
პოსტი
#2
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:22
პოსტი
#3
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ბლა
|
|
|
Jun 14 2014, 20:24
პოსტი
#4
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:25
პოსტი
#5
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ბლა ბლა
|
|
|
Jun 14 2014, 20:26
პოსტი
#6
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:32
პოსტი
#7
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტიხარი
|
|
|
Jun 14 2014, 20:32
პოსტი
#8
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:33
პოსტი
#9
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტიხარი
|
|
|
Jun 14 2014, 20:33
პოსტი
#10
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:33
პოსტი
#11
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტიხარი
|
|
|
Jun 14 2014, 20:35
პოსტი
#12
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:35
პოსტი
#13
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტიხარი
|
|
|
Jun 14 2014, 20:35
პოსტი
#14
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 14 2014, 20:36
პოსტი
#15
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ტიხარი
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:28 |