იხვი 2013-2014 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იხვი 2013-2014
ქსოვრეთელი
პოსტი Jan 9 2013, 16:51
პოსტი #601


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
feroni
პოსტი Mar 2 2014, 15:02
პოსტი #602


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამარჯობათ მონადირეებო!
გილოცავთ სეზონის დახურვას მეთქი ვერ გეტყვით, აბა რომელ მონადირეს უხარია თოფის დაზეთვა და შენახვა?
იმედია ყველას ნაყოფიერი სეზონი გქონდათ და ბევრი სიამოვნებაც მიიღეთ.
მინდა შევაჯამო სეზონის შდაბეჭდილებები და გაგიზიაროთ, რომ პირადად ჩემთვის სეზონმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, ასე თუ ისე იხვი ვნახე და რამოდენიმე ნადირობაც კარგად დამამახსოვრდა, მართალია ბევრი სირბილი და წვალება დამჭირდა წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ხომ იცით ვინც ეძებს ის პოულობს. განსაკუთრებით კარგი ნადირობები მქონდა მთვარეზე და ფიტულებზე, სამწუხაროა მაგრამ წინა წლებთან შედარებით ნაბულის იხვი ძალიან შემცირებულია, ეს ალბათ "მონადირეების" რაოდენობის გაზრდის პირდაპირპროპორციულია და სამწუხაროდ ამას ვეღარ გავექცევით, მომავალი სეზონი ალბათ კიდევ უარესი იქნება ამ თვალსაზრისით.
"ზენიტჩიკებზე" აღარაფერს დავწერ ეს ალბათ ყველა ჩვენთაგანის წუხილია, ნუ წუხილი იმდენად არა რამდენიც ნერვების გლეჯა და ნებისყოფის გამოცდა newsmile045.gif
ეხლა რაც შეეხება ბრაკონიერობას და იმ უკანონობას რაც ტყეში და წყალზე ხდებოდა, სამწუხაროდ ელ-მანოკს ყველგან მოკრავდით ყურს, ასევე ღამით ტყესი ფარით ბორიალს და იხვის ჟლეტას, მაგრამ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, ეს ყოველივე კი გარემოს დაცვის გააქტიურებას შეიძლება დავაბრალოთ. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრისგან მივიღე აღიარებითი ჩვენება, რომ ელ-მანოკი რატომღაც აღარ მუშაობს ისე როგორც ადრეო, როგორც კი ჩავრთავდით იხვი თითქოს აღარ გვეკარებოდა და რაღაცას უფრთხოდაო, ეს ყველაფერი ჩემს თავზეც გამოვცადე, ერთ ერთი სასირის დროს, არხის მეორე მხარეს, ტყეში ელ-მანოკი ჩამირთეს ვიღაცეებმა და მე კიდევ ჩემს დუდუკს ვუბერავდი, ვიცი ბევრი არ დაიჯერებს მაგრამ ორი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, იხვი ჩვენთან "იკლავდა" თავს და იმათ კიდევ მთელი ღამის განმავლობაში ერთი ვაზნაც კი არ უსვრიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელ-მანოკი ვერ ან არ ატყუებს იხვს, ასე ნამდვილა არ არის, უბრალოდ იხვი ხვდებ აუკვე ამ უჩვეულო ხმას და აღარ ტყუვდება იმდენად როგორც ადრე. ან შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს დაზუსტებით ვერ გეტყვით!
ბოლოს კურიოზის სახით მინდა გავიხსენო ერთ შემთხვევა უფრო სწორედ ორი მხოლოდ ეს ორივე ერთ ნადირობაში მოხდა, მოკლედ ვდგევართ სადღაც უღრან ტყეში, მთვარეს ღრუბელი გადაფარებია და კარგი სასასირო პირობებია, ჰოდა დავდექით თუ არა ადგილზე იხვმაც დაიწყო სასირი, დაუძახებ შემოდის ტყეში, ერთი სიტყვით კარგად რეაგირებს საყვირზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რასაც ავძახებ იგივეს ჩამომძახებს ხოლმე ზემოდან, მოკლედ კომუნიკაცია კარგად ავაწყვეთ, მე და ჩემი მეგობარ სულ რაღაც სამი მეტრის მოშორებით დვდგევართ ერთმანეთისგან და მესამე ცოტატი მოშორებით.
დაუძახე, შემოდის, დაეშვა და ჩვენ ორს შორის უნდა ჩაიფრინოს მკერდის სიმაღლეზე რადროსაც ჩემმა მეგობარმა ხელი დასტაცა, მაგრამ კარგად ვერ შეავლო და ბუმბული შერჩა ხელში, იხვი ვერ მიხვდა რა მოუვიდა ჯერ ჩამოვარდა იქვე, იქეთ აქეთ მიმოიხედა და ისევ წამოიწია, ჩვენ ვერ ვესროდით ძალიან ახლოს იყო, ხილო მესამე მეგობარი ყბადაღებული უყურებდა ამ ყველაფერს, სანამ გონს მოვიდა იხვი კინაღამ გაექცა.
შემდგომისთვის შევთანხმდით რომ ხელით დაჭერას აღარ ვართ და თუ ასეთი რამ განმეორდება ვაცადოთ დაჯდომა და მერე დავაფრთხოთ და აფრენის შემდეგ ვესროლოთ, მოკლედ მეორდება იგივე იხვი ისევ შემოგვეპარა ოღონ ეხალ უკვე ზურგიდან და ჩემს და მეგობარს შორის ჩაჯდა, დახლოებით მისი ფეხიდან 1 მეტრში, მე შემოვტრიალდი და ვხედავ რომ ისევ არ იშლის თავისას და იხვისკენ იხრება ორივე ხელით, რომ მიწაზე დააფიქსიროს და დაიჭიროს, რა დროსაც ეს იხვი აფრინდა და ვერ წარმოიდგენთ პირდაპირს სახეში დამეჯახა, კარგად ჩამომპორჭყნა სახე, ფრთებითაც შემომცზო ერთი ორი სილა და ასე გაბითურებულ გალახული დაგვტოვა ორივე, სროლა არც კი მიფიქრია ისეთი გამწარებული ვიყავი, სულ გინება და წყევლით გავაცილე მოუსვლელში, ჩემი საფირმო წყევლაც კი მივაყოლე, სახლში არ მიფრინდი ცოცხალი მეთქი. მერე მთვარე გადავიდა და როგორც ხდება ხოლმე ტყეში გვერდი გვეცვალა, მოვიკითხე კომპასი ნავში დამრჩენოდა ასე რომ დავიწყე ბორიალი და ჩემი კვალის ძებნა (ჭაიობში ამის გაკეთება არც თუ ისე იოლია), მერე გამახსენდა ჩემი აიფონის შესახებ და შვებით ამოვისუნთქე, ჩავრდე ნავიგატორი და პირდაპირ ნავთან გამოვედით ნახევარ საათში.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ კარგი იყოო, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- PREDATOR   იხვი 2013-2014   Jan 9 2013, 16:51
- - megreli   ჭალიმგელა ციტატა(Ch...   Feb 24 2014, 12:01
- - უიარაღო   იხვზეც რომ გაგვიგრ...   Feb 24 2014, 12:43
- - ალექსანდრე   აქეთაც მტკვარზე თე...   Feb 24 2014, 14:38
- - assassin29   უიარაღო 3 კაცზე 17. დ...   Feb 24 2014, 18:42
|- - უიარაღო   ციტატა(assassin29 @ Feb 24 2014, ...   Feb 25 2014, 08:44
|- - ჭალიმგელა   ციტატა(უიარაღო @ Fe...   Feb 25 2014, 08:52
- - assassin29   უიარაღო მე არ ვყოფ...   Feb 25 2014, 08:48
- - უიარაღო   მადლობა . ზუსტაგ აღ...   Feb 25 2014, 08:54
- - Davitus   ციტატა(uiaragho @ 25th February 2...   Feb 25 2014, 10:35
- - utruxune   კახეთში არის ჯერ კ...   Feb 26 2014, 22:18
- - უიარაღო   კახური იხვი.   Feb 27 2014, 10:07
- - assassin29   უიარაღო კახური თუ ...   Feb 27 2014, 11:59
- - უიარაღო   ასეთი მსუქანი იხვი...   Feb 27 2014, 12:00
- - maxo_987   თითქოს გეუბნება ბლ...   Feb 27 2014, 12:22
- - უიარაღო   წუხელ მოვედი , ახლა ...   Feb 27 2014, 12:38
- - assassin29   უიარაღო იყო სადღა...   Feb 27 2014, 12:55
- - maxo_987   ან მოთუთქე მდუგარე...   Feb 27 2014, 13:15
- - ალთაზარ   хостинг фото   Mar 1 2014, 00:05
- - უიარაღო   აქ მონადირეები არი...   Mar 1 2014, 12:29
- - გოგიტა   უიარაღო ფაქტიურად...   Mar 1 2014, 18:21
- - უიარაღო   ამ სეზონზე პირველი...   Mar 1 2014, 21:03
- - feroni   გამარჯობათ მონადი...   Mar 2 2014, 15:02
7 გვერდი V  « < 5 6 7


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 08:46