საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
![]() ![]() |
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, მცირე რაოდენობით შედის საკვებად მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა და ტბებში: ნურიის, პალიასტომის. ცნობილია ატლანტის ოკეანეში, შავ, აზოვისა და ხმელთაშუა ზღვებში. კასპიის ზღვაში გადაყვანილ იქნა 1930 წელს, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. ბიოლოგია. ზღვის ქარავნული, ნახევრად გამსვლელი თევზია. მეტად მგრძნობიარეა ტემპერატურისადმი, 6-8 გრადუსის დროს წყვეტს კვებას. მტკნარი წყლიდან ბრუნდება ზღვაში დასაზამთრებლად, 2-3 გრადუსზე უმოძრაო ხდება, ხოლო 1-1.5 გრადუსზე იღუპება. მისი ოპტიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია. ევრიჰალინური სახეობაა – წყლის მარილიანობას ეგუება 0.05-57%-მდე. იტანს ჟანგბადის ნაკლებობას და გოგირდწყალბადის შემცველობასაც კი. იკვებება ძირითადად დეტრიტით, მოზარდები პლანქტონითა და დეტრიტით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში ტოფობს ივნისიდან ოქტომბრამდე. მრავლდება ღია ზღვაში; ყრის 149-4440 ათასამდე ქვირითს, იგი პელაგურია, სფეროსებრი, შეიცავს ცხიმოვან წვეთს, მისი დიამეტრი 0.84-0.85 მმ-მდეა. ახალი გამოჩეკილი ლარვის სიგრძე 2,4 მმ-ია, ოქტომბრის ბოლოს ლიფსიტა აღწევს 2-3 სმ-მდე, წლიურა 4.5 სმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან რაოდენობის სიმცირის გამო ნაკლები აქვს. სარეწაოები იჭერენ ლობანთან და მახვილცხვირასთან ერთად. შავი ზღვის დანარჩენ ადგილებში კეფალის საერთო ჭერის 80%-ს შეადგენს. იჭერენ ჩასადგმელი, მოსაყრელი, სასროლი ბადეებით, ვენტერით და ჭილობბადით. იყენებენ უმეტესად დამარილებულს, ნაწილობრივ შებოლილს, დაკონსერვებულს, ნედლს და მის ქვირითს. ![]() გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, შედის მდინარეების: რიონის, ხობის, ენგურის შესართავებში, გვხვდება პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარდა გვხვდება თეთრი, ბარენცის, ბალტიის, შავი, აზოვის, ბერინგის, ხოტის და იაპონიის ზღვებში, ლადოგისა და ონეგის ტბებში; მდინარეების: დუნაის, დნესტრის, დნეპრის, დონის, ყუბანის ქვემო დინებაში. სხვაგან ცნობილია: ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილო ნაწილში; ევროპაში – ახალი მიწიდან, თეთრი ზღვიდან, კოლის ნახევარკუნძულიდან შავ ზღვამდე, ისლანდია, ბალტიის ზღვა; ალჟირი; ამერიკაში – გრელნანდიიდან ნიუ-იორკამდე; წყნარ ოკეანეში ბერინგის სრუტიდან სამხრეთით ფუზანამდე, იაპონიამდე, კურილის კუნძულებამდე, ხოლო ამერიკის სანაპიროებში – ქვემო კალიფორნიამდე. ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, ნახევრად გამსვლელი თევზია. ცხოვრობს ძირითადად ზღვაში და აგრეთვე თხელწყლიან მომლაშო სანაპირო ტბებსა და ლაგუნებში, შედის მდინარეების შესართავებში, სადაც ზოგან ადის დიდ მანძილზე, დასაზამთრებლად ბრუნდება უკან და შედის ღრმა ადგილებში. იკვებება ძირითადად მრავალჯაგრიანი ჭიებით, მწერთა მატლებით, კიბოსნაირებით, ხარბად ეტანება თევზის ქვირითსა და ლიფსიტებს. სქესობრივად მწიფდება ერთი- ერთნახევარი წლის ასაკიდან. ტოფობს სხვადასხვა ადგილებში ხვადასხვა დროს – მარტიდან აგვისტომდე. ყრის 400-მდე საშუალოდ 200-მდე ქვირითს, რომელიც მოყვითალოა, მისი დიამეტრიც 1.5-1.8 მმ-მდეა, ინკუბაცია სხვადასხვა ტემპერატურისას გრძელდება 4-12 დღე. ქვირითს ყრის რამდენიმე ჯერად. ტოფობისათვის ირჩევს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულით მდიდარ ადგილებს, სადაც ღეროებისა და ფოთლებისაგან მამალი აკეთებს ბუდეს, მოყავს დედალი, აყრევინებს ქვირითს, ანაყოფიერებს და ამავე დროს იცავს, აღარ უშვებს ბუდესთან დედალს, რომელიც ანადგურებს ქვირითსა და ლიფსიტებს. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს იმ ადგილებში, სადაც მრავლად მოიპოვება (თეთრი, ბალტიის, აზოვის ზღვები). მისგან ამზადებენ ცხოველების საკვებ ფქვილს, სამედიცინო დანიშნულების ცხიმს. ნედლს იყენებენ ღორებისა და ქათმების საკვებად. სხვა, მხრივ ითვლება მავნებლად – ანადგურებს ძვირფასი თევზების საკვებს, ქვირითსა და ლიფსიტებს. ![]() სიგრძე 45 სმ-მდეა, წონა 500 გ-მდე, ჩვეულებრივ სიგრძე 15-20 სმ-მდეა, წონა 80-100 გ-მდე. მონათესავე ფორმა. კოლხური ხრამული – Variocorhinus sieboldi (steindacher)ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში. სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მხოლოდ მდ. ჭოროხში და მის შენაკადებში აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ. გვხვდება მცირე აზიის წყლებში: ბრუსა, მდ. საკარიის აუზი, ტრაპეზუნდი. ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად ცივ, ჩქარ მდინარეში, ეგუება აგრეთვე მდგარ წყლებსაც. იკვებება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებით, უმეტესად ქვებზე და საგნებზე მოდებული წყალმცენარეებით, რომლებსაც ტიპობრივი ხრამულის მსგავსად ფხეკავს გარქოვანებული ქვედა ტუჩით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან ივლისის ბოლომდე თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია. სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი ხარისხის თევზია. საქართველოს წყლებში სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ამჟამად მისი მოპოვება ადგილობრივი, სპორტული ხასიათისაა. იჭერენ სასროლი ბადით, ანკესით და სხ |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან. შედის მდინარეებში, ტბებში და ხელოვნურ არხებში. გვხვდება მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი; ტბებში: პალიასტომი, ნურიის. მოიპოვება აზოვ-შავი ზღვის ყველა სანაპიროში, მდინარეებში: დნესტრი, ბუგი, დნეპრი, დონი, დონეცი, აგრეთვე მარმარილოს ზღვაში. ბიოლოგია. ზღვის სანაპიროს მომლაშო უბნის ფსკერული თევზია. ზამთრობით შედის უფრო ღრმა ადგილებში. იკვებება ლოკოკინებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებით და სხვ. მამალი ტოფობისას არ იკვებება, ხდება და მათი უმეტესობა იღუპება. სქესობრივად მწიფდება ორი წლის ასაკიდან. ტოფობს ზღვის სანაპირო ადგილებში. ქვირითს ყრის (მიწებებით) ქვის ქვედა ზედაპირზე, კლდის ნაპრალში, ჩაძირულ საგნებზე და სხვ. ერთ ბუდეში რამდენიმე დედალი ყრის ქვირითს. ბუდეს დარაჯობს მამალი. ტოფობისას ქვირითს ყრის ორჯერად. ნაყოფიერება აღწევს 200-6200 ქვირითამდე, რომელიც მოგრძო ფორმისაა. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო ხასიათისაა მხოლოდ კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებში. 1933 წელს აზოვის ზღვაში მოპოვებული იყო 375 ათასი ცენტნერი ღორჯო და აქედან ეს სახეობა შეადგენდა 90%-ს. იჭერენ სპეციალური სათრეველა ბადით, სამკედლიანი ჩასადგმელი ბადით, ანკესღობურათი. იყენებენ ძირითადად კოსერვების სახით, ნაწილობრივ შებოლილს და ნედლს |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() მონათესავე ფორმა. ანგორული გოჭალა – Nemachilus angorae Steindachner – ბინადრობს ძირითადად მდინარე ჭოროხის აუზში. გავრცელება. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემური ფორმაა. ბინადრობს მტკვრის აუზის ყველა მდინარეში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის რეოფილური ფორმაა, ირჩევს მდინარის ჩქარ, ქვა-ქვიშიან უბანს. იკვებება წყლის წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით და თევზის ქვირითით. მრავლდება მაისიდან ივლისის ბოლომდე თხელ წყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს – 3000-5000 ქვირითამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. არა აქვს – სარეველა თევზია. |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() მონათესაცე ფორმა. სამხრეთული ფრიტა – Alburnaides bipunctatus fasciatus (Nordmann) – ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში. გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში ბინადრობს თითქმის ყველგან. ირჩევს მდინარის მდორე ადგილებს, ტბებსა და წყალსაცავებს, მდინარეებში ადის საკმაოდ მაღლა, ტბებში ამჯობინებს სანაპირო ადგილებს. გვხვდება აზერბაიჯანის, სომხეთის, შუააზიის, ირანისა და სხვა წყლებში. ბიოლოგია. თითქმის ერთნაირად ეგუება მდინარისა და ტბის პირობებს. იკვებება ძირითადად ზოობენთოსით, პლანქტონით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2 წლის ასაკიდან. ნაყოფიერება აღწევს 500 – 6000-მდე ქვირითს, მისი დიამეტრი 1,16-2,16 მმ-მდეა. ტოფობს ქვა-ქვიშიან გრუნტზე მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეველა თევზია, სარეწაო თევზების კონკურენტი კვებაში და გამრავლების ადგილებისათვის. ზოგიერთ წყალსატევში მეტი მომრავლების გამო სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ფარავნის ტბაში, სადაც 1940-1960 წლებში დაჭერილ იქნა 336,82 ცენტნერი, მდ. ალაზანში 1947-1959 წლებში 3,2 ცენტნერი. იჭერენ წვრილთვალა მოსასმელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარილებულს |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() მონათესავე ფორმა. გველანა – Cobitis toenia Linne გავრცელებულია საქართველოს წყლებში. გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: მტკვარში, ალაზანში, იორში და მათ შენაკადებში; გვხვდება ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. მოიპოვება: აზერბაიჯანის წყლებში, მდ. დუნაიში, დონში და ეგეოსის ზღვაში ჩამავალ მდინარეებში. ბიოლოგია. რეოფილურ-ლიმნოფილური თევზია – ერთნაირად ეგუება მდინარისა და ტბის პირობებს. იკვებება ცხოველური ბენთოსით, პლანქტონით და ნაწილობრივ მცენარეული დეტრიტით. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 2500 ქვირითამდე, რასაც ყრის რამდენიმე ჯერად. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს – სარეველა თევზია. ![]() გავრცელება. საქართველოში გადმოტანილ იქნა განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930-1934 წლებში და მოშენდა ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბასა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვედეთის წყლებში. ბიოლოგია. ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-270-მდე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტები ათი დღის მერე აქტიურად იკვებებიან ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით (დაფნია, ციკლოპი, დიაპტომუსი, ლეფტოდორა, ბოსმინა და სხვა.) პლაქტონის სიმცირისას ნაწილობრივ ჭამენ ბენთოსურ ორგანიზმებს; გვერდულებს, მწერთა მატლებს, ლოკოკინებს და სხვა. იშვიოათად ეტანება თევზის ლიფსიტებსაც. სქესობრივად მწიფდება მეორე წლიდან. ტოფობს – ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-20ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი უდრის 2 მმ-ს. ინკუბაცია 1.50 ტემპერატურისას გრძელდება 120-155 დღეს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; საკმაოდ ცხიმიანია. 1944-1949 წლებში მისი მოპოვება ფარავნისა და საღამოს ტბებში ყოველწლიურად აღწევდა 290-1328 ცენტნერამდე, საშუალოდ 669 ცენტნერს. აღნიშნულ ტბებში ჭარბი ჭერის შედეგად რიპუსის მარაგი საგრძნობლად მცირდება, რის გამოც საჭირო ხდება შესვენება და მარაგის აღდგენა, ამას ხელს უწყობს აგრეთვე ხელოვნურად მოშენებული ლიფსიტების ჩაშვება აღნიშნულ ტბებში. რიპუსის მოპოვება ხდება მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლსა და ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს ძირითადად; რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, აგრეთვე პალიასტომისა და ინკიტის ტბებში; აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა მდ. ალაზნის ქვემო დინებაში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. ცნობილია არალის, კასპიის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზებში, ევროპასა და დასავლეთი აზიის წყლებში. ბიოლოგია. არის ადგილობრივ მტკნარ წყალში ბინადარი და ნახევრად გამსვლელი ფორმა. ირჩევს ტბას და მდინარის მდორე ადგილებს. მცირე ასაკში იკვებება კიბოსნაირებით, ქირონომიდებით, მოზრდილი ეწევა მტაცებლობას, ჭამს ძირითადათ წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-4 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან აგვისტომდე – სამხრეთში ადრე, ჩრდილოეთში გვიან. ყრის 1 მილიონზე მეტ ქვირითს, იგი ყვითელია, წებოვანი; მისი დიამეტრი 1.25-1.40 მმ-მდეა. მამალი იცავს ქვირითს. ინკუბაცია 150 წყლის ტემპერატურისას გრძელდება 10 დღე. გამოჩეკილი ლარავის სიგრძე 4 მმ-ია. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია; მისი მოპოვება ხდებოდა ძირითადად საბჭოთა კავშირის სამხრეთის წყლებში. საქართველოს წყლებში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, სადაც მისი წლიური მოპოვება შეადგენს 15 ცენტნერამდე. იჭერენ ჩასადგმელი, მოსასმელი, მოსაყრელი ბადეებით, ტრალით. იყენებენ ნედლს დამარილებულს, დაკონსერვებულს, ქვირითს. ![]() ზემოთ აღნიშნულის გარდა, მისი სატყუარებია: ბუზის მატლი, პატარა პეპლები, ძეხვის, სოსისის ნაჭერი (ამ უკანასკნელს ხრამულზე და წვერაზეც იყენებენ) და სხვა. მურწას უმეტესად იჭერენ წყალგამყოლი ანკესით, რომელიც ფსკერს უნდა ეცაცუნებოდეს, დინებას მიქონდეს. ამ თევზისატვის საჭიროა ძუა 0,3–0,4 მმ სისქისა, ხოლო სადავე – 0,22 მმ დიამეტრისა, ანკესი № 2–3 მძიმე ტყვიანი ნემსკავითაც, განსაკუთრებით დიდ, ენერგიულ მდინარეებში. მას ადრე იხელთებდნენ წყლის ტოტების ჩაკეტვე–დაწრეტით, რაც არასპორტულია. ამინდის მიუხედავად, იგი ხშირად ეტანება ანკესს, ჩქარა გაითრევს სატყუარას, ტივტივას ახტუნებს. თუ ცუდი ჭერაა მაშინ უნდა აამღვრიოთ წყალი და გააქტიურდება (ამით ციმორს ჰგავს და მეორე სინონიმური სახელიც ამიტომ აქვს). დაჭერილი მურწა თვინიერია, არ იბრძვის, ყველაზე უკეთ ზაფხულშ იკენკება, თუმცა, ზოგჯერ, კარგ დარებში, შემოდგომითაც იხელთებენ მეანკესეები. მას იყენებენ აგრეთვე ქარიყლაპიის, ფარგის და ქორჭილას დასაჭერ ცოცხლადაც. მურწა მცირერიცხოვანი, გემრიელი თევზია, ძირითადად ნედლად მოიხმარენ. |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() მონათესავე ფორმა. ჭერეხი Aspius aspius (linne) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. ძირითადად გავრცელებულია კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც შედის მტკვარში, არეზში და სხვა მდინარეებში. ამჟად ბინადრობს აგრეთვე მინგეჩაურის წყალსაცავში, იქიდან შემოსულია საქართველოს წყლებში (მტკვარი, ხრამი, ალაზანი,იორი, ჯანდარის ტბა). ადგილობრივი ბინადარი პოპულაცია გავრცელებულია მტკვრის სათავეების აუზის მდინარეებსა და ტბებში. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ბინადრობს კასპიის ზღვაში, არის აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი მინგეჩაურის წყალსაცავში, ალაზნისა და ივრის ქვემო დინებაში, მტკვრის სათავის წყლებში, მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზით. მისი შეყვანა სარეველა თევზებით ჭარბად დასახლებულ წყალსატევებში ხელს შეუწყობს სარეწაო თევზის პროდუქციის გადიდებას. მოზარდები ერთ წლამდე იკვებებიან მწერტა მატლებით, კიბოსნაირებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და სხვა ორგანიზმებით, ერთი წლის შემდეგ იწყებენ მტაცებლურ კვებას. სქესობრივად მწიფდება 4-5 წლის ასაკში. მრავლდება მარტ-აპრილში წყლის 5-15 გრადუსი ტემპერატურის დროს, ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებში. ტოფობა გრძელდება ერთნახევარი თვე, ნაყოფიერება 40-483 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1.6-2 მმ-მდეა. განვითარება წყლის 8.5 გრადუს ტემპერატურისას გრძელდება 17 დღე-ღამე, 12.50 დროს-10.5 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე 7.1-8.7 მმ-მდეა. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. მისი მოპოვება საქართველოს ფარგლებში ძირითადად წარმოებს მდ. ალაზანის ქვემო დინებაში, წლიურად 10-25 ცენტნერის რაოდენობით. იჭერენ ფაცრით და ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს და კონსერვის სახით. ქვირითისაგან ამზადებენ ხიზილალას |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. საქართველოს მტკნარ წყლებში გვხვდება ხშირად მტკვარსა და მის შენაკადებში: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომის, ფოცხოვის, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი; მცირეა ტბებში და წყალსაცავებში: ჯანდარის, ფარავნისა და საღამოს ტბებში, ხრამის, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. ცნობილია აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ამჯობინებს ჩქარ დინებას, ნაკლებად ეგუება მდგარ წყლებს, ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი – დედალი 3-4 ჯერ დიდია მამალზე. დედალი სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან, მამალი – 2 წლიდან. სქესმწიფე მამლის მინიმალური სიგრძე 10 სმ, წონა 12 გ, დედლისა – 15 სმ წონა 70 გ. მრავლდება აპრილის ბოლოდან შუა აგვისტომდე, ქვირითს ყრის სამ ჯერად, ნაყოფიერება აღწევს 24 ათასამდე ქვირითს (თბილისის წყალსაცავი), რომლის დიამეტრი 1,94- 2,24 მმ-მდეა. იკვებება ბენთოსით და ნაწილობრივ წყალმცენარეებით, მის კვებაში ზოობენთოსიდან მთავარია: რუისელები, კიბოსნაირები, დღიურები. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს, იჭერენ სხვა თევზებთან ერთად; ანკესით ჭერის კარგი ობიექტია. გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს. ![]() გავრცელება. ბინადრობს საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი; ტბებში: პალიასტომი, ბებესირი, ჯანდარი, ჯაპანის ნარიონალები. სხვაგან გხვდება: აზერბაიჯანის მტკნარ წყლებში, ციმბირის მდინარეების ობისა და ენისეის აუზებში, ბაიკალის ტბაში და სხვაგან. ევროპაში (ისლანდიის გარდა) ჩრდილო შოტლანდიაში, ირლანდიაში, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების აუზების ზოგიერთ მტკნარ წყლებში. ბიოლოგია. ტიპობრივი ფსკერული თევზია, ნაკლებად მოძრავი. ბინადრობს უმეტესად ტბაში, მდინარეშიც ირჩევს მდგარ, მდორე, მცენარეულობით მდიდარ უბნებს. ზამთარში ეფლობა ლამში, ადვილად იტანს ჟანგბადის ნაკლებობას. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული საკვებით, კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, ლოკოკინებითა და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს რამდენიმე ჯერად, წყალქვეშა მცენარეებზე. ნაყოფიერება აღწევს 380 ათას ქვირითამდე, მდ. დნეპრში 827 ათასამდე. იგი წებოვანია, დიამეტრი 1-1.2 მმ. მისი ინკუბაცია გრძელდება 3-7 დღემდე, 22-240 ტემპერატურისას. 12 დღის ლარვა სიგრძით აღწევს 8-10 მმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. ტბორული მეურნეობის კარგი ობიექტია. ტბორში კობრთან ერთად გამოზრდით პროდუქტულობას ადიდებს 20-30%-ით. საქართველოს ტბორულ მეურნეობაში ჯერ გამოყენებული არაა. ბუნებრივ წყალსატევებში სიმცირის გამო ნაკლები მნიშვნელობისაა. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. ![]() მონათესავე ფორმები. ჩრდილოეთ კავკასიური თაღლითა-Alburnas charusini Herzennstein ბინადრობს ბებესირის ტბაში, ამიერკავკასიური თაღლითა-Albarnas charusini hohenackeri Kessler ბინადრობს მდ. ალაზანში. გავრცელება. ამიერკავკასიის ენდემია, ბინადრობს მტკვრის აუზში, საქართველოში გვხვდება: ხრამში, ალგეთში, არაგვში, ლიახვში, ქსანში, გუჯარეთისწყალში, სურამულაში, ბორჯომისწყალში, აბასთუმნისა და ახალქალაქის წყლებში მდ. ალაზანში, იორში, მათ შენაკადებში და ახალქალაქის წყლებში. ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია: ეწევა მცირე მიგრაციას კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებით. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს სამ ჯერად. ნაყოფიერება აღწევს დაახლოებით 1-10 ათასამდე ქვირითს, რომლის დიამეტრიც 0.5-1.18მმ-მდეა. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით, აგრეთვე ბენთოსითა და მწვანე წყალმცენარეებით. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. სარეველა თევზია, სარეწაო თევზების კონკურენტია კვებაში და გამრავლების ადგლებისათვის. ![]() მონათესავე ფორმა. Vimba vimba vimba n.carinata (Pallas) გადაყვანილი იქნა ტყიბულის წყალსაცავში, სადაც მომრავლდა და მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. გავრცელება. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ცივი, ენგური, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, აგრეთვე პალიასტომის ტბაში. ცნობილია: ყირიმში, ყუბანში, მცირე აზიაში, ბულგარეთში და სხვა. ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად მდინარის ქვემო დინებაში, უმეტესად შესართავებში, ამჯობინებს მდორე ადგილებს და მცენარეულობით მდიდარ ძველ ნამდინარევებს. იკვებება ძირითადად ცხოველური ბენთოსით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე, ტოფობს რამდენიმე ჯერად. ნაყოფიერება – 22 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი აღწევს 1.26 მმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარი ![]() გავრცელება. ბინადრობს ძირითადად მდ. მტკვრის შუა და ქვემო დინებაში. საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. მტკვარში ამოდის თბილისამდე. გვხვდება: ხრამში, ალაზანში, იორში, ჯანდარის ტბაში და სხვ. სხვაგან ბინადრობს აზერბაიჯანის წყლებში: აჯიკაბულის ტბაში, მინგეჩაურის წყალსაცავში, არეზის ქვემო დინებაში, მტკვარში, სარისუში, კუმბაშინკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში ჩამავალ მდინარეებში. ბიოლოგია. ძირითადად მდინარისა და ტბის ბინადარია, ეგუება მომლაშო წყალსაც. ირჩევს მდორე ადგილებს. იკვებება პლანქტონითა და ბენთოსით. სქესობრივად მწიფდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – მამალი 2 წლიდან, დედალი 3 წლიდან. ჯუჯა ფორმა შილიანის ტბაში (აზერბაიჯანი) მწიფდება ერთი წლის ასაკში (სიგრძე 3,9-5,4 სმ). ნაყოფიერება აღწევს 24,7-84 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი 1-1,44 მმ-მდეა. ტოფობს აპრილიდან ივლისამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. დაბალი ხარისხის თევზია. ![]() გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვი, კინტრიში, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი და ამტყელის ტბაში. ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. იკვებება ხრამულის მსგავსად ძირითადად წყალმცენარეებით (რასაც ფხეკს ქცედა ტუჩით ქვებიდან და სხვა საგნებიდან) და აგრეთვე პლაქტონური და ბენთოსური ორგანიზმებით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობა იწყება ადრე გაზაფხულზე, მარტიდან და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის 3 ჯერზე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 3-9 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი აღწევს 1.5-1.8 მმ-დე. სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, ხოლო რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად ![]() გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისთამდე, შედის გასამრავლებლად მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ენგური, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ცნობილია პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარეთ ბინადრობს: აზოვ-შავ ზღვაში, კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა, იშვიათად ადრიატიკის ზღვაში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი, ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვორბს ზღვაში, ზაფხულობით იმყოფება სანაპირო თხელ ადგილებში (10-40 მ), ზამთრობით მიდის ღრმა ადგილებში (80-100 მ). გასამრავლებლად შედის მდინარეებში: რიონში ადის სამტრედიამდე, ენგურში – სოფ. ჯვარამდე. არსებობს ცალკეული პოპულაციები, რომლებიც შეგუებული არიან ზღვის გარკვეულ უბანთან, იქ ჩამავალ მდინარესთან და განსხვავდებიან ზრდის ტემპით, მომწიფების ვადით, მდინარეში შესვლისა და ტოფობის დროით, ნაყოფიერებით. ზრდასრული იკვებება ძირითადად თევზებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. ხოლო ლიფსიტა – ზოობენთოსის უწვრილესი ფორმებით. სქესობრივად მამალი მწიფდება 5-7 წლის, დედალი – 10-13 წლის. მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 35,4-633,4 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი – 2,8-3,0 მმ-მდეა. იგი წებოვანია. ფსკერული, ეწებება სუბსტრატს. ქვირითის განვითარება გრძელდება 44-80 საათამდე. წყლის 28-200 ტემპერატურისას. ინკუბაციის პერიოდში გადარჩება ქვირითის მხოლოდ 30%-მდე. ახალი გამოჩეკილი ლარვა აღწევს 6-9 მმ-მდე. ლიფსიტები ზღვისაკენ ეშვებიან რამდენიმე კვირის ან თვის ასაკისა. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. მისი მოპოვება შავ ზღვაში ხდება მცირე რაოდენობით, ხოლო კასპიის ზღვაში დიდი რაოდენობით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოპოვებული იყო 1,7 ათასი ცენტნერი, კასპიის ზღვაში 29,9-48,8 ათასი ცენტნერი. იჭერენ ჩასადგმელი, მცურავი და მოსაყრელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულს, ამზადებენ კონსერვს. |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. გამბუზიის სამშობლოა ჩრდილო ამერიკა, საიდანაც აკლომატიზებულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოყვანილია იტალიიდან ექიმ რუხაძის მიერ 1924 წელს, სადაც მალე ფართოდ გავრცელდა, ხოლო აქედან გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, შუა აზიასასა და სამხრეთ რუსეთში. ბიოლოგია. სითბოს მოყვარული თევზია. 10 გრადუსზე დაბლა ტემპეტატურის დროს ლამში ეფლობა და ძილს ეძლევა, ირჩევს თხელწყლიან ადგილებს. მტაცებელი თევზია. იკვებება თევზის ლიფსიტებითა და ქვირითით, ანადგურებს მალარიის კოღოს მატლებს და სხვა მწერებს, არ ერიდება მცენარეულ საკვებს. სქესობრივად მწიფდება ერთი თვის ასაკიდან. ცოცხალმშობია, წელიწადში იძლევა 4-5 თაობას: ერთ ჯერზე შობს 80-400 ლიფსიტას – ასაკის, ზომისა და გარემო პირობების მიხედვით. სამეურნეო მნიშვნელობა. მასობრივად ანადგურებს მალარიის გადამტან კოღოს მატლებს, რითაც დიდად ხელს უწყობს მალარიას მოსპობას. მეორე მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სარეწაო თევზების გამრავლებაზე – ანადგურებს მათ ქვირითს, ლიფსიტებსა და საკვებს. ![]() გავრცელება. ბალტიის ზღვის აუზის მკვიდრია. ბინადრობს: შვეციისა და ფინეთის ტბებში, საბჭოთა კავშირის წყლებში: ფინეთის ყურე, ლადოგის, ჩუდის, ონეგის, კარელიის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, ლენინგრადის ოლქის ტბები, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზის ტბები. შედის ზოგიერთ მდინარეში (ნევა). საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენიდან ქვირითის გადმოტანით 1930 წელს, ტაბაწყურისა და შემდეგ ფარავნის ტბებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის ქარავნული თევზია, ძირითადად ტბის ბინადარია, ამჯობინებს ცივ წყალს, გაურბის 170-ზე მაღალ ტემპერატურიან წყალს, ზოგან ნახევრად გამსვლელი ფორმაა (ბალტიის ზრვის ყურეები). სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. მრავლდება ტბის გაყინვის წინ და გაყინვის შემდეგ, ჩვეულებრივ წყლის ტემპერატურის 4-50-ის დროს – ოქტომბერ-დეკემბერში. ტოფობის ხანგრძლივობაა 10-30 დღემდე. ქვირითს ყრის ერთდროულად (1,5-3,5 მ სიმაღლეზე) შლამიან, ქვა-ქვიშიან გრუნტზე. ნაყოფიერება მერყეობს 0,8-20 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1-1,4 მმ-მდეა, იგი ფსკერულია, ნაკლებ წებოიანი. ინკუბაცია გრძელდება 160 დღე-ღამემდე, ყვითრიანი ლარვის სიგრძე 7,5 მმ. ლიფსიტა ერთ წლამდე აღწევს 6-8 მმ სიგრძეს, წონით 4-6 გ. ცოცხლობს 10 წლამდე. იკვებება ინტენსიურად ზაფხულში, იყენებს უმთავრესად ზოოპლანქტონს, ნაკლებად ბენთოსს, წყალმცენარეებსა და ხმელეთის მწერებს, იშვიათად თევზის ქვირითსა და მოზარდს. პლანქტონით კვებასთან დაკავშირებით პლანქტონთან ერთად ეწევა ვერტიკალურ მიგრაციას. |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება იშვიათად. მოიპოვება აგრეთვე პალიასტომის ტბაში, მდ. რიონში (სამტრედიამდე), მდ. ჭოროხში და სხვ. საქართველოს გარეთ ბინადრობს შავ, კასპიის, არალის ზღვებში; ადრე ყოფილა აზოვის ზღვაშიც, საიდანაც შედიოდა მდინარეებში დონსა და ყუბანში, ხოლო შავი ზღვიდან – მდ. დუნაიში. კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვარში ადის მინგეჩაურამდე. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე ადიოდა ალაზნისა და ივრის შესართავებამდე. ბიოლოგია. არსებობს ზღვის გამსვლელი ფორმა და აგრეთვე მტკნარი წყლის ბინადარი. კარგად ეგუება მტკნარ წყალს – მდ. რიონში გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი, 1933-1934 წლებში აკლიმატიზებულ იქნა ბალხაშის ტბაში; 1954-1955 წლებში მინგეცაურის წყალსაცავში გადაყვანილ იქნა 11 000 ლიფსიტა. შავ ზღვაში მცირე რაოდენობის გამო მისი ბიოლოგია ნაკლებადაა სესწავლილი. მდ. რიონში, ჭოროხსი, პალიასტომის ტბაში და სხვაგან შედის მარტიდან, ხოლო ტოფობს მაისიდან. კასპიის ზრვიდან მტკვარში შედის მთელი წლის განმავლობაში, უმთავრესად მარტ-აპრილში. სქესობრივად მამალი მწიფდება 9 წლის ასაკიდან, იშვიატად 6 წლიდან. დედალი მწიფდება 14 წლის ასაკიდან, იშვიატად 12 წლიდან. ნაყოფიერება არწევს 279,9-1290 ატას ქვირითამდე. ტოფობს ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი წებოვანია – ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, ინკუბაციის პერიოდი 17,7-21,90 ტემპერატურისას გრძელდება 5 დღე-ღამეს. იკვებება თევზებით. უმთავრესად ღორჯოებით, წყლის მწერტა მატლებით და ჭუპრებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, თევზის ქვირიტითა და სხვ. ფორეჯის ზრდა სხვადასხვა წყალსატევსი განსხვავებულია. მაგალითად, მდ. რიონში 1965 წელს მოპოვებული 2 ეგზემპლარიდან ერთი აღმოჩნდა 15 წლის, მთლიანი სიგრძით 122,5 სმ. წონით 9 კგ, მეორე – 13 წლის, მთლიანი სიგრძით 98,5 სმ, წონით 6,3 კგ. მდ. მტკვარში 10 წლის საშუალოდ არწევს 132 სმ, მდ. ამუდარიაში – 110,8 სმ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი თევზია. საქართველოს წყლებში როდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. უმნიშვნელო რაოდენობით იჭერდნენ მდ. რიონში, ამჟამად მომრავლების მიზნით მისი წერა აკრძალულია. მნიშვნელოვანია კაპიის ზღვის აუზში, სადაც წარსულში იჭერდნენ უფრო დიდი რაოდენობით; არსებული ცნობების თანახმად 1854-1855 წლებში მდ. მტკვარში წლიურად საშუალოდ იჭერდნენ 13400 ეგზემპლარს, საერთო წონით 2680 ცენტნერს; 1952 წელს მოიპოვეს მხოლოდ 612 ცენტნერი, ამჯამად მისი მარაგი იქაც მკვეთრადაა შემცირებული, არარაციონალური რეწვის გამო. მოპოვება ხდება ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებით. გამოიყენება ნედლი, შებოლილი (დოში, ზურგიელი) და ხიზილალა. ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროებთან, გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ღალიძგა, ბზიფი, ფსოუ. სხვაგან მოიპოვება კასპიის, ადრიატიკის, აზოვისა და შავ ზღვებში; მდინარეებში: მტკვარი, ვოლგა, თერგი, ურალი, სეფიდრუდი, ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ნაკლებადაა შესწავლილი. იკვებება ძირითადად თევზებით, ნაწილობრივ ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. მისი ლიფსიტა მდინარეში იკვებება ცხოველური ბენთოსით. ზღვაში მეორე წლიდან გადადის მტაცებლურ კვებაზე. სქესობრივად მწიფდება გვიან, მამალი 12-14 წლისა, დედალი 16-18 წლის, მრავლდება 3-4 წელიწადში ერთხელ; ტოფობს აპრილიდან ივლისამდე მდინარის ჩქარ, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი ფსკერულია, წებოვანი, მისი რაოდენობა აღწევს 5 მილიონამდე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტების უმეტესობა მალე ზღვისაკენ ეშვება. მათი დაღმართობა გრძელდება გვიან შემოდგომამდე. სექტემბრისათვის ლიფსიტების სიგრძე აღწევს 22-36 სმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავ ზღვაში საქართველოში სანაპიროებთან მოიპოვება ფოთთან – რიონის შესართავის უბანში, ენგურის შესართავთან – ანაკლიაში და სხვ. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია მომრავლების მიზნით. მოპოვება ხდება ბადეებით. ადრე მდინარეებში იჭერდნენ ჩანგლებით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოიპოვეს 1,8-2,9 ათასი ცენტნერი, აზოვის ზღვაში – 5,4-18,1. ამჟამად სვიას მარაგი საგრძნობლადაა შემცირებული. 1950-1964 წლებში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მოიპოვეს მხოლოდ 1751 ცენტნერი. გამოიყენება ნედლი, შებოლილი, დამარილებული, კონსერვის სახით და ხიზილალა. საცურავი ბუშტისაგან წებოს ამზადებენ ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: რიონი, ტეხური, ენგური, ჭურია, თიქორი, სხვაგან თეთრი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მდინარეებში, ბალტიასა და შავი ზღვის აუზებში, ყუბანში; საფრანგეთის, ინგლისისის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის წყლებში და სხვ. ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია. ამჯობინებს ნელი დინების წყლებს უბეს, ყურეს, იკვებება ძირითადათ პლანქტონით, ბენთოსით, ნაწილობრივ წყალმცენარეებით. ჭამს ქვირითსა და წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ერთი ტოფობის დროს ქვირითს ყრის სამჯერად. ნაყოფიერება აღწევს 3-10.5 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.5-1.9 მმ-მდეა. იგი წებოვანია, მოყვითალო, მისი ინკუბაცია გრძელდება წყლის 210 ტემპერატურისას 75-80 საათს, ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე აღწევს 4-4.5 მმ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან, სადაც მასობრივადაა გავრცელებული იჭერენ დიდი რაოდენობით. იყენებენ საკვებად ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. მისი ქერცლისგან ამზადებენ ხელოვნურ მარგალიტს. სხვა თევზის ჭერის დროს იყენებენ როგორც მისატყუარ მასალას. ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ბიოლოგია. ბინადრობს უმეტესად ტბებში, მდინარის შესართავთან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. კარგად იტანს წყლის მჟავიანობას; გვხვდება ტორფიან ტბებში და ჭაობებში (კარელია- ფინეთის მხარე). მტაცებელი თევზია. იკვებება ძირითადად თევზით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება მარტიდან ივნისამდე, სამხრეთში უფრო ადრე, ჩრდილოეთში – გვიან. ტოფობს მცენაეულობით მდიდარ ადგილებში, 8-15 გრადუსი ტემპერატურისას, მისი ნაყოფიერება აღწევს 12-900 ათასამდე ქვირითს. იგი ფსკერულია, წებოვანი – ყრის მცენარეებზე გრძელი ლენტის სახით. ქვირითის დიამეტრიც 2-2.5 მმ-ია, რომელიც ვითარდება 16-20 გრადუსი ტემპერატურისას 5,5 დღე-ღამეში, ახალგამოჩეკილი ლარვა 4-5 მმ სიგრძისაა; ყვითრს იწოვს 2-4 დღე- ღამეში. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში მისი მოპოვება ხდებოდა მცირე რაოდენობით სხვა თევზებთან ეთად (პალიასტომი). შედარებით მეტს იჭერდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილო – დასავლეთის და ციმბირის ტბებში, აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ![]() ზურგი და თავის ზედა ნაწილი მუქია – გვერდები მოვერცხლისფრო. ლაყუჩის სახურავის უკან ერთი ან რამდენიმე მუქი ლაქაა. სიგრძე 19 სმ-მდე. გავრცელება. გვხვდება შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ბათუმიდან ოჩამჩირემდე, მდინარეებში: რიონი, სუფსა, მალთაყვა, ჭურია და აგრეთვე პალიასტომის ტბაში. ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. ნახევრად გამსვლელი თევზია. მტკნარ წყლებში შედის აპრილიდან და ტოფობს ივნისში. სამეურნეო მნიშვნელობა მცირეა. ძირითადი მოპოვება ხდება პალიასტომის ტბაში – 1927 წ. მოპოვებული იყო 75,3 ცენტნერი, 1931 წელს 6,64 ცენტნერი. იყენებენ დამარილებულს, დამუჟუჟებულს, შებოლილს. |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. ბინადრობს ლადოგის ტბებში. საქართველოში გადმოტანილი იყო განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930 წელს და მოშენდა ტაბაწყურის ტბაში. ბიოლოგია. ტბის ბინადარია, არ შედის მდინარეში. ირჩევს ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, ქვაქვიშიან ღრმა ადგილებს. მოზარდი იკვებება პლანქტონის წვრილი კიბოსნაირებით. ხოლო მოზრდილი – პლანქტონით და ბენთოსური ორგანიზმებით, ძირითადად გვერდულებით, ლოკოკინებით, ჭიებით, წურბელებით, ულვაშდატოტვილი და ნიჩაბფეხიანი კიბოებით, წყალმცენარეებით, ბაყაყებით, ლიფსიტებით, ქვირითით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლის ასაკიდან, ტოფობს ნოემბერ – დეკემბერში სილიან ან ქვა-ქვიშიან ადგილებში წყლის 1,5-10 მ-ის სიღრმეზე. ქვირითის ინკუბაცია წყლის 70 ტემპერატურისას გრძელდება 40-45 დღე – ღამეს, 40 ტემპერატურისას 80-90 დღე- ღამეს. ნაყოფიერება აღწევს 23-53 ათას ქვირითს, მისი დიამეტრიც 3-4 მმ-მდეა. სამეუერნო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. ტაბაწყურის ტბაში წლიურად იჭერდნენ 80-100 ცენტნერამდე. სიგის მარაგის გადადების მიზნით 1962 წლიდან წარმოებდა ხელოვნური მოშენება, ყოველწრიულად აღნიშნულ ტბაში უშვებდნენ 1.5-3 მილიონ ლიფსიტას. იჭერენ მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარირებულს და შებოლილს |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურის აუზში, კორეაში, ჩინეთში სამხრეთით-კანტონამდე. ხელოვნურად მოშენებულია კუნძულ ფორმოზაზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში გვხვდება ამურში, უსურში, ტბა ხანკაში, საქართველოში 1962 წლიდან მასთან ერთად აკლიმატიზებულია ჭრელი სქელშუბლა-Aristrichthys nobilis (Rich.). ამჟამად იგი ბინადრობს: ჯაპანის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში და სხვ. აკლიმატიზებულია აგრეთვე შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკებში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. მოზრდილი ინდივიდები მდინარის კალაპოტში იმყოფებიან ზაფხულის წყლის დონის მომატებამდე, შემდეგ შედიან მდინარესთან დაკავშირებულ ტბებში საკვებად, შემოდგომით ბრუნდებიან ისევ მდინარეში და იზამთრებენ იქ. ამ თევზს ახასიათებს ერთი საინტერესო ჩვევა – რაიმე საგნის ძლიერ ხმაურზე შიშისაგან ხტება წყლიდან 2-3 მ-ის სიმაღლეზე, ხშირად ნავის ხმაურზე ამომხტარი სქელშუბლა ვარდება ნავში, ზოგჯერ იმდენი, რომ იქმნება ნავის ჩაძირვის საშიშროება. იკვებება ძირითადად მცენარეული პლანქტონით, აგრეთვე ცხოველური პლანქტონით, წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით; კეფალის მსგავსად იყენებს ორგანული ნივთიერებებითა და კაჟიანი წყალმცენარეებით მდიდარ ლამს. სქესობრივად მწიფდება 5-6 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისის ბოლოდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარის ჩქარი დინების ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 467-542 ათას ქვირითამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. ხორცი აქვს გემრიელი, ცხიმიანი (ცხიმი საშუალოდ 8-13%, დიდებს 23.5%-მდე). ამურის აუზში ყოველწლიურად იჭერენ დაახლოებით 10 ათას ცენტნერს, ჩინეთის წყლებში გაცილებით მეტს. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი, რაიონებისათვის, საუკეთესო სააკლიმატიზაციო ობიექტია. იჭერენ მოსამწყვდევი ბადეებით, იყენებენ ძირითადად ნედლს, ნაწილობრივ დამარილებულს, შიგნეულისაგან ამზადებენ საჭმელ ცხიმს. |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() მონათესავე ფორმა. ჭყორა ღორჯო – Gobius cephalarges Pallas, ბინადრობს შავ ზღვაში და მასში ჩამავალ მდინარეებში. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში თითქმის ყველგან, ზოგიერთ ტბაში და წყალსაცავში. ცნობილია აზერბაიჯანის, დაღესტნის წყლებში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს მდინარეებში, მდ. ყუბანში და სხვ. ბიოლოგია. უმეტესად ბინადრობს ჩქარ მდინარეებში, ირჩევს ქვა-ქვიშიან ბიოტოპს. იკვებება წვრილი თევზებით, ბენთოსური ორგანიზმებით, ნაწილობრივ ხმელეთის მწერებით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს მაის-ივნისში. ნაყოფიერება აღწევს 400-1000 ქვირითამდე, იგი მოგრძოა, დიამეტრით 2-2,4 მმ-მდე. ქვირითს ყრის ქვის ქვედა ზედაპირზე მიწებებით რამდენიმე მწკრივად, გარკვეული წესით, რის გამო მკვლევარმა ნორდმანმა (1840) უწოდა ,,კონსტრუქტორი”. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. ![]() გავრცელება. გვხვდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, შედის მტკნარ წყლებში; ნაპოვნია მდ. კოდორის შესართავში, ნურიის ტბაში და სხვ. ცნობილია შავი, აზოვის და კასპიის ზღვების მომლაშო უბნებში; დნეპრის, ბუგის, დონის, ყუბანის შესართავებში, მანიჩის წყალსაცავში. ბიოლოგია. ძირითადად ზღვის ბინადარია, ნახევრად გამსვლელი, უმეტესად იმყოფება წყლის სისქეში, ვიდრე ფსკერზე. იკვებება ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით და სხვადასხვა მწერებით. სქესობრივად მწიფდება 1 წლის ასაკიდან. მრავლდება მარტიდან ოქტომბრამდე. ქვირითს ყრის ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში, ნაყოფიერება აღწევს 280-1100 ქვირითამდე. მწარმოებლები ტოფობის შემდეგ იღუპებიან. სამეურნეო მნიშვნელობა. არა აქვს – სარეველა თევზია |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. წყნარი ოკეანის ამერიკის სანაპიროების ბინადარია (ალიასკადან მექსიკამდე), მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აკლიმატიზებულ იქნა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში. საბჭოთა კავშირში 1936-1940 წლებში მოაშენეს ლენინგრადის, კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ესტონეთსა და უკრაინაში. საქართველოში შემოიყვანეს კურსკის ოლქიდან და მოაშენეს შავწყალას საკალმახე მეურნეობაში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობაში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ცივი წყლის მოყვარული, მაგრამ მდინარის კალმახთან შედარებით უფრო ამტანია – ეგუება წყლის ტემპერატურას 4-300. მის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება დაახლოებით 200. სქესობრივად მწიფდება მე-3 – 4 წელს. ნაყოფიერება საშუალოდ აღწევს 500-2500 ქვირითამდე. მრავლდება თებერვლიდან ივნისამდე ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, ქვირითს მარხავს ქავ-ქვიშაში. იგი ფსკერული – არაწებოვანია, მოყვითალო, ნარინჯისფერი, დიამეტრით 4-6,5 მმ-მდე. მისი ინკუბაცია გრძელდება 1,5-2 თვემდე, წყლის ტემპერატურის მიხედვით. ლარვის მიერ ყვითრის შეწოვა ხდება 7-14 დღის განმავლობაში. ხელოვნურ ტბორში ორი წლისა აღწევს 350-450 გ-მდე, 3 წლისა 1-1,2 კგ-მდე, 4 წლისა 2 კგ-მდე – კვების პირობების მიხედვით. იკვებება კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, მწერების მატლებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და წვრილი თევზებით. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო სატბორე თევზია. იყენებენ უმთავრესად ნედლს ![]() მოზარდებს აქვს მუქი-მომწვანო, ან ყომრალი ზურგი, მუცელი ყვითელი ან თეთრი და ზოგჯერ მკვეთრი ყვითელი გვერდები. სქესობრივი სიმწიფის მოახლოებისას იცვლიან ფერს; ზურგი თითქმის უშავდებათ, გვერდები და მუცელი ღებულობენ მოვერცხლო მეტალისებრ ფერს. სიგრძე 150 სმ-მდეა, იშვიათად 2 მ-მდე, წონა 6 კგ-მდეა, ჩვეულებრივ უფრო პატარაა. გავრცელება. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება მცირე რაოდენობით, ნახულია შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, რიონი, წყალწითელა, ხობი, ოჩხამური, ბესლეთი და ტბა პალიასტომში. ცნობილია ევროპაში თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებში, მაროკო, კანარის, აზორის კუნძულები, მადეირა და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვრობს მტკნარ წყლებში, ეწევა კატადრომულ მიგრაციას – მდინარიდან მიდის ზღვაში გასამრავლებლად, მტაცებელი თევზია, dირითადად იკვებება წვრილი თევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით, მცენარეულობით და სხვ. მოზრდილისაგან განსხვავებით ლარვა იკვებება პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება მამალი 8.5 წლისა, მისი სიგრძე 29 სმ, დედალი – 10.5 წლისა, მისი მინიმალური სიგრძე 42 სმ, მრავლდება ატლანტის ოკეანეში 300-400 (1000-მდე) მ-ის სიღრმეზე ადრე გაზაფხულიდან ზაფხულამდე. სატოფე ადგილებში წყლის მარილიანობა 35%-ზე მეტია, ტემპერატურა არა ნაკლებ 7 გრადუსისა. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე 5 მმ-მდეა, იგი არ გავს მოზრდილ ფორმას – გამჭვირვალეა, ფოთოლივით ბრტყელი, აქვს დიდი პირი და გრძელი კბილები. განვითარება ხდება მეტამორფოზით ანუ გარდაქმნით. ლარვის სტადია გრძელდება 3 წელს, რის შემდეგ შედის მდინარეში, იქ რჩება 4-7 წელი. 7-10 წლის ასაკში გასამრავლებლად ბრუნდება ზღვაში. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, საკმაოდ ცხიმიანი (23%), ჩვენ წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო უმნიშვნელოა. იჭერენ უმთავრესად სალიკი ბადით, ანკესღობურით, წვრილთვალა ბადეებით. იყენებენ უმეტესად შებოლილს, ნაწილობრივ ნედლს და კონსერვის სახით ![]() მუცლის და ანალური ფარფლები არ გააჩნია, აქვს მხოლოდ ზურგის 2 ფარფლი და კუდის ფარფლი. პირი მრგვალი. ძაბრისებური, მოსაწოვარი, ყბებს მოკლებულია. ჩონჩხი ხრტილოვანი. გამრავლების პერიოდში სალამურას უმოკლდება სხეული, ზურგის ფარფლები უმაღლდება და უერთდება ერთიმეორეს. ქვედა ტუჩზე კბილების რამდენიმე რიგია, რომლებიც ჩვეულებრივ არ ქმნიან მთლიან ზოლს. პირის დისკოს პერიფერიაზე ჩვეულებრივ რამდენიმე რიგად განწყობილი ტუჩის მრავალრიცხოვანი წვრილი კბილებია. ქვედა ყბის ფირფიტაზე 5-10-მდე კბილია, ზედა ყბის ფირფიტაზე-2; მათ შუა ზოგჯერ არის პატარა კბილი, ზოგჯერ განაპირა მსხვილ კბილებს შორის 3 პატარა კბილაკია. ტუჩის გვერდითი კბილები თითოეულ მხარეზეა 3 ან 4, ისინი ჩვეულებრივ არ არიან სამკაპა, მათგან შუა კბილი ორკაპაა. ენის წინა ფირფიტაზე შუა კბილის გვერდებთან ორ-ორი კბილაკია. მტკნარი წყლის ბინადარია. სხეულის სიგრძე 21 სმ-მდეა. გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვისწყალი, ჩაისუბნისწყალი, ხობი, ენგური, კოდორი, კელასური, მაჭარა, გუმისთა, ბზიფი. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მდინარეებში ყუბანი, დონი, დნეპრი, დნესტრი, პრუტი და ნოვოროსისკის მიდამოები. ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. მრავლდება მარტიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე (მდ. დნეპრი). ქვირითის დიამეტრი 1 მმ-ე მეტია. განვითარება ხდება მეტამორფოზით, ლარვა ძლიერ განსხვავდება ზრდასრულისაგან – პირი არა აქვს მრგვალი, მისაწოვარი, ძაბრისებრი და კბილებს მოკლებულია. ლაყუჩის ხვრელები მოთავსებულია ღარში, თვალები კანის ქვეშაა დამალული, ფარფლები სუსტადაა განვითარებული. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. ![]() მონათესავე ფორმა. დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი- Gobio gobio lepidolaemus n. caucasicus Kamensky – ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში: მტკვარი და მისი შენაკადები, ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისის და სიონის წყალსაცავები. სხვაგან ცნობილია: აზერბაიჯანში, სომხეთში და ირანში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებითა და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირითი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. უხარისხო, სარეველა თევზია,იყენებენ ნაკლებად ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვარში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში. აღნიშნულ წყლებში შემოვიდა მტკვრის ქვემო დინებიდან მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მტკვარში შესართავამდე, კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში მდ. სამურიდან ფეხლევის ყურემდე, მეტი რაოდენობითაა კიროვის ყურეში, იქიდან შედის მდინარეებში: კუმბაშინკაში და ვილიაჟჩაიში, არეზის შესართავში, ოლხოვის ტბაში. ბიოლოგია. მტკვრის ქვემო დინებაში ნახევრად გამსვლელია. საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია. სქესობრივად მწიფდება მესამე წლიდან, ცალკეული ინდივიდები – მეორე წლიდან. ნაყოფიერება აღწევს 1000-55000 ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1,06-1,63 მმ-მდეა. მრავლდება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს – მარტიდან ივნისამდე, ქვირითს ყრის თხელწყლიან ადგილებში წყალქვეშა მცენარეებზე. ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღე-ღამეს (18-190). ლარვა ქვირითიდან გამოსვლისას 5-6 მმ სიგრძისაა. იკვებება მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და მცენარეულობით. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში გავცელების შემდეგ თბილისის ზღვაში მოიპოვა სარეწაო მნიშვნელობა, იქ 1961 – 1965 წლებში მოპოვებულ იქნა 21 ცენტნერი. აზერბაიჯანის წყლებში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეწაო თევზად. იჭერენ მოსასმელი, ჩასადგმელი მცურავი და მოსაყრელი ბადეებით. გემრიელი თევზია, ცხიმიანობა აღწევს 2,4%. იყენებენ ნედლს, უმეტესად შებოლილსა და დამარილებულს |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. საქართველოს წყლებში ბინადრობს: მტკვარში, ხრამში, არაგვში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში. სხვაგან – აზერბაიჯანის წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. სქესობრივად მწიფდება მესამე წელს. სქესმწიფე დედალი აღწევს 9.7 სმ-ს და მეტს, წონით 17-160 გ-მდე, მამალი 7.7-15.8 სმ-მდე, წონით 8.5 – 49 გ-მდე, მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, ტოფობს ერთდროულად. ნაყოფიერება აღწევს 1500-7000 ქვირითამდე, ქვირითის დიამეტრი 1.21-1.69 მმ-მდე. იკვებება ძირითადად წყალმცნარეებით (ხრამულის მსგავსად, ფხიანი ქვედა ტუჩით საგნებიდან ფხეკს), აგრეთვე წყლის მწერებითა და მატლებით. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად ![]() მონათესავე ფორმა. მახვილცხვირა კეფალი – Mugil saliens Risso გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება ყველგან. საკვებად შედის მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბებში: ნურიის, პალიასტომი, ინკიტი და სხვ. ცნობილია ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში და მათთან დაკავშირებულ ზღვებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში. ბიოლოგია. ზღვის ძლიერ მოძრავი ქარავნული თევზია. ევრიჰალინური ფორმაა – კარგად ეგუება წყლის მარილიანობის ცვლილებას; შედის მტკნარ წყლებში გვხვდება 75-88% მარილიან წყლებში. იკვებება შლამის ზედაფენებში განვითარებული ორგანული ნივთიერებებით, აგრეთვე ჭიებით, ლოკოკინებით, კიბოებით და სხვ. სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. სიღრმეში სანაპიროებიდან დაშორებით ყრის 2-8 მილიონამდე ქვირითს, რომელიც პელაგურია. მისი დიამეტრიც 0,7 მმ-მდეა. ლარვები იჩეკებიან 2-5 დღეში. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. იჭერენ ჩასადგმელი ბადეებით, მცურავი ჭილობბადით. ვენტერით, სასროლი ბადით (მდინარეში). საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, იქ მოპოვებული კეფალის რაოდენობა წლების მიხედვით ძალიან მერყევია – ყველაზე მეტი მოპოვებულია 1930 წელს (78.8 ცენტნერი). ყველაზე მცირე – 1947 წელს (26.9 ცენტნერი). იყენებენ ძირითადად ნედლს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ![]() გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი,ლეჩა, რიონი, ენგური, თიქორი, ჭურია; ტბებში: ნურიის, პალიასტომის, ბებესირის. საქართველოს გარეთ გვხვდება: აზერბაიჯანის წყლებში, კასპიის, არალის, აზოვის, შავი, ბალტიის ზღვების აუზების მტკნარ წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს მცენარეულობით მდიდარ, ნელი დინებისა და მდგარ წყლებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლიდან, ნაწილი – უფრო გვიან. ნაყოფიერება აღწევს 37-147 ათას ქვირითამდე (დნეპში 232 ათას ქვირითამდე). ტოფობს აპრილიდან ივლისამდე. ქვირითს ყრის წყალქვეშა მცენარეებზე, იგი წებოვანია, დიამეტრით 1.5 მმ. განვითარება 20-220 დროს გრძელდება 3 დღე-ღამეს; ახალგამოჩეკილი ლავრის სიგრძე 4 მმ-მდეა. იკვებება ძირითადად ფიტოპლანქტონით, წყლის მცენარეებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სამეურნეო მნიშვნელობა. მცირე ღირსების თევზია. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო მოპოვება ხდება ვოლგა-კასპიის რაიონში, დნეპრის დელტაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის მრავალ მდინარესა და ტბაში, შუა აზიაში (სირდარია, ამურდარია), იჭერენ სხვა თევზებთან ერთად სხვადასხვა ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილ ![]() გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურში, ჩინეთში კანტონამდე. გავრცელებულია მდ. ამურის შუა და ქვედა დინებაში, მდ. უსურში, ტბა ხანკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან, ბინადრობს ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში, მარაბდის წყალსაცავში და სხვა. საქართველოს გარეთ აკლიმატიზებულია შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკაში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. დღისით იმყოფება მდინარის ღრმა ადგილებში, ღამე ამოდის სანაპირო ზოლში საკვებად. იკვებება წყლის მცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით და სხვა. მოზარდი ერთი თვის ასაკამდე იკვებება, პლანქტონით, ხოლო შემდეგ – მცენარეულით. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან, როცა იწონის არანაკლებ 3.5 კგ-ს. ნაყოფიერება 100-816.7 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მდინარის ჩქარი ადგილების ზედა ფენებში, წყლის 26-30 გრადუსი ტემპერატურისას. საქართველოში ამრავლებენ ხელოვნურად. ქვირითი ნახევრად პელაგურია, მისი დიამეტრი აღწევს 2-2,5 მმ, ქვირითიდან ლარვა გამოდის 32-40 საათის შემდეგ. ყვითრის შეწოვა მთავრდება მე-6 დღეს და იწყებს დამოუკიდებელ კვებას. 1 წლის სიგრძით აღწევს 20-25 სმ, წონით – 0.6 კგ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (5.2-6.7%), გემრიელი, გამოიყენება როგორც საუკეთესო საკვები, (ნედლი და დამარილებული)და აგრეთვე წყალსატევების, ხელოვნური არხების, მცენარეულობისაგან გამწმენდი (იკვებება ძირითადად წყლის მცენარეულობით). მისი მოპოვება ხდება უმთავრესად ზაფხულში, ძირითადად მოსაყრელი და მცურავი ბადეებით, ვენტერით. ![]() პირი დიდია; კბილაკები კარგად განვითარებული. მუცელი გვერდებიდან შეტყლეჟილია და კარგად გამოხატული ქედი აქვს. თვალები ცხიმოვანი ქუთუთოებით. სხეული დაბალია და წაგრძელებული. თავის ზედა მხარე და ზურგი მომწვანო-მოლურჯოა, გვერდები მოვერცხლისფრო-მოთეთრო, ვარდის ან იის ელფერით. ლაყუჩის სახურავის უკან მუქი ლაქაა. არჩევენ ორ ბიოლოგიურ რასას – მსხვილსა და წვრილს, მსხვილის სიგრძე აღწევს 45 სმ-მდე, წვრილის – 25 სმ-მდე. გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება ძირითადად წვრილი ფორმა, შედის პალიასტომის ტბაში და მასში ჩამავალ მდინარეებში. საქართველოს გარეთ ცნობილია შავი-აზოვის ზღვებში, საიდანაც შედის მდინარეებში: დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი. ბიოლოგია. გამსვლელი, ქარავნული თევზია; ბინადრობს ძირითადად ზღვაში, შედის გამტკნარებულ სანაპირო ადგილებში, მდინარეებში, ტბებში. იკვებება ძირითადად წვრილი თევზებით (ქამსა, ქარსალა და სხვ.-74%). ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს. მამალი სქესობრივად მწიფდება უმეტესად ორი წლის ასაკში, დედალი – სამი წლის ასაკში. ტოფობს მდინარეებში, ტბებში მაისიდან აგვისტოს ნახევრამდე. ნაყოფიერება აღწევს 10,1-141 ათას ქვირითს; მისი დიამეტრი 2,58-2,86 მმ-მდეა, ინკუბაცია გრძელდება 43-72 საათი, წყლის 19,50 ტემპერატურისას. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში სიმცირის გამო ამ თევზის მოპოვება თევზრეწვის სტატისტიკით ცალკე არ აღირიცხება. შედარებით დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვ-შავი ზღვის აუზში, სადაც 1936-1938 წლებში მოპოვებული იყო 52,3-76,9 ათასი ცენტნერი. იჭერენ ძირითადად ბადეებით. ქაშაყებს შორის ყველაზე ცხიმიანი (18,8-21,8%) და გემრიელია. იყენებენ ძირითადად დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებს. ![]() მონათესავე ფორმა. ბათუმის თრისა, შამაია (ელავი) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში. სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით – არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდ. იორში, ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში, ალაზანში, იორში, გვხვდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში, ძირითად ბინადრობს კასპიის ზღვაში. გვხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან. ბიოლოგია. არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა, საქართველოს წყლებში ამჟამად გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გამრავლებისათვის ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, მდ. ალაზანში, მდ.იორში და სხვ. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვივნულ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54.7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.33-1.94 მმ-მდეა. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდი რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწეო მნიშნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ. ხრამში მოიპოვა 55.3 ცენტნერი, მდ. მტკვარში 1959-1960 წლებში 24.9 ცენტნერი, ალაზანში-16.9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით. ![]() ზურგი მუქი ნაცრისფერი, ლურჯი-ფოლადის ელფერით. გვერდები და მუცლის მხარე მოვერცხლისფრო-თეთრი. სხეულზე შავი ლაქები, უმეტესად გვერდითი ხაზის ზევით. თავის გვერდებზე უფრო მსხვილი მუქი ლაქებია. ფარფლები ნაცრისფერი. ზურგის ფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლების ფუძეები უმეტესად მოვარდისფროა. ზოგ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. სიგრძე აღწევს 110 სმ-მდე. წონა 24 კგ-მდე, იშვიათად მეტს. გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში; საქართველოს სანაპიროებთან შედის შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, მაჭახელა, კინტრიში, ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი. შედის აგრეთვე აზოვის ზღვაში, ყირიმის მდინარეებში, დნეპრში, დუნაიში, ყუბანში და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში, დაწყებული მარტიდან ივლისამდე. მდინარეში მცირე მოზარდები რჩებიან 1-3 წლამდე, შემდეგ ჩადიან ზღვაში, სადაც ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და იქიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდებიან მდინარეში, სადაც სრულდება მათი სქესობრივი მომწიფება. ორაგული, ანუ ზღვაში ბინადარი კალმახი თავისი ძირითადი ფორმის – მდინარის კალმახისგან განსხვავდება სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც გამოწვეულია ზღვის თავისებური პირობების გავლენით. იკვებება მდინარეში კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით. ხმელეთიდან ჩაცვივნული ჭიანჭველებითა და სხვა მწერებით. ზღვაში ძირითადად იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვ.), სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია – მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, ზღვაში ერთი-ორი წლის ყოფნის შემდეგ. მდინარეში შედიან ჯერ მსხვილი ინდივიდები 80-100 სმ სიგრძისა, შემდეგ მცირე ინდივიდები 50-60 სმ სიგრძისა. მდინარეში ტოფობა გრძელდება ოქტომბრიდან თებერვლამდე. ორაგულის სატოფო ადგილები განლაგებულია მდინარის შუა და ზემო დინებებში, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითს ყრის თავის მიერ ამოთხრილ ორმოში. წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 2,5-15,5 ათას ქვირითს. ორაგულის ქვირითის განაყოფიერებაში მონაწილეობს აგრეთვე მდინარის კალმახი. ორაგული ტოფობის შემდეგ ბრუნდება ისევ ზღვაში. ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, 9-100 ტემპერატურისას ინკუბაცია გრძელდება 40-50 დღე-ღამეს. ორაგულისა და კალმახის ახალგაზრდა თაობა მდინარეში ერთიან ფონდს შეადგენს, რაც ცხოვრების მეორე წელს ცალკევდება (ითიშება) მდინარეში დამრჩომ კალმახად და ზღვაში ჩამსვლელ ორაგულად, ამ დროს საორაგულე მოზარდები ღებულობენ ვერცხლისებრ შეფერილობას და ეშვებიან ზღვისკენ; როგორც წესი, ძირითადად მიდის მდედრობითი სქესის ინდივიდები, რაც შეადგენს 80-90%, ხოლო მდინარეში რჩება უმთავრესად მამრობითი სქესი. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. ადრე მისი მოპოვება, ოფიციალური ცნობებით აღწევდა წლიურად 90 ცენტნერამდე; ამჟამად თევზის მარაგის შემცირების გამო სარეწაო ჭერა არ ხდება; ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღდგენისათვის. ![]() გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში: ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი. ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები; ამტყელის ტბა, ტყიბულის და ლაჯანურის წყალსაცავები, ცნობილია მცირე აზიის წყლებში მდ. საკარის აუზამდე. ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ეგუება მდგარ წყლებსაც. მდინარეებში ადის კალმახის გავრცელების ქვედა უბნამდე. უმეტესად იკვებება ცხოველური ბენთოსით (სიმულიდები, ქირონომიდები, გვერდულები, ლოკოკინები, რუისელები, დღიურები), ცხოველური და მცენარეული დეტრიტით, მდინარის კიბოებით, ზოგჯერ ჭამს წვრილ თევზებს და მათ ქვირითს. კოლხური წვერას ზრდა სხვადასხვა წყალსატევებში ჩვეულებრივ განსხვავდება; მდინარეში იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ტბაში და წყალსაცავებში. მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი ზრდაში, სახელდობრ, დედალი იზრდება უფრო დიდი, ვიდრე მამალი. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს ორჯერ, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება დამოკიდებულია ძირითადად ასაკსა და სხეულის ზომაზე, რაც მდინარეში აღწევს 2-15 ათას ქვირითს, ხოლო ტბაში 4-30 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია. სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება მხოლოდ ადგილობრივი სპორტული ხასიათისაა. იჭერენ უმთავრესად სასროლი ბადითა და ანკესით, აგრეთვე სხვა იარაღებით. იყენებენ უმთავრესად ნედლს. ![]() მონათესავე ფორმა. აღმოსავლური კაპარჭანა – Abramis brama orientalis Berg -საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. გავრცელება. ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური. ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, თეთრი და შავი ზღვის აუზებში. ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია. ბინადრობს უმეტესად მდინარის ქვემო დინებაში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ ადგილებს. ცხოვრობს აგრეთვე ტბებში და ზღვის გამტკნარებულ უბნებში. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, ჭიებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, აგრეთვე წყალმცენარეებით. მოზარდი იკვებება პლანქტონით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან ივლისამდე, თხელწყლიან, მცენარეებით მდიდარ ადგილებში, წყლის 12-13 გრადუსი ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს საშუალოდ 381600 ქვირითამდე (მდ. დნეპრში 587 ათასამდე). ქვირითის დიამეტრი 1-1.5 მმ-მდეა, იგი წებოვანია, მისი განვითარება წყლის 20 გრადუსია ტემპერატურის დროს გრძელდება 6 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე აღწევს 4.2-4.4 მმ-მდე. ყვითრის შეწოვა ხდება 3-4 დღე-ღამეში. სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, საქართველოს წყლებში იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. რაოდენობის სიმცირის გამო დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ითვლება აგრეთვე თევზის ხელოვნური მოშენების ობიექტად. მისი მოპოვება ხდება ძირითადად კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, აზოვის ზღვაში, შავი ზღვის გამტკნარებულ ადგილებში, პეტერბურგის ოლქის ტბებში, ბალტიის ზღვის აუზის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოპოვება მცირეა. დიდი ეგზემპლარების ცხიმიანობა შემოდგომით აღწევს 4.9-8.7%, პატარა ეგზემპლარები შედარებით მჭლეა. გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული. მის ნარჩენებს იყენებენ ტექნიკური ცხიმის, წებოს და ფქვილის დასამზადებლად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th June 2024 - 06:34 |