მწყერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ჭალიმგელა
პოსტი Nov 30 2009, 15:48
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





მწყერი

მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება.

მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 30 2009, 18:44
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე

მწყერზე ნადორობას სულმოუთქმელი ელოდებიან არამარტო გამოცდილი მონადირეები, არამეტ ახალბედებიც, რამეთუ სწორედ მწყერზე იწყებს მონადირეთა უმეტესობა “დაგეშვას”. ესეთი მოლოდინს ისიც ამძაფრებს, რომ მწყერზე ნადირობით იხსნება ნადირობის სეზონი და 6 თვით მივიწყებული სანადირო თოფის ხმა ისევ აჰყვება ჩვენს გულის ცემას. რა თქმა უნდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ჩვენივე თოფებივით მოწყენილები არ უნდა გვყავდეს სეზონის გახსნამდე და აგვისტოსთვის სრულ მზად ყოფნაში უნდა იყვნენ, რადგან მეძებრით ნადირობა ერთიორად ზრდის ნადირობის ხალისსა და ინტერესს.

რაც შეეხება მწყერზე სანადირო თოფს, უმჯობესია თუ მსუბუქი ცილინდრული გაბურღილობის თოფი გვექნება. ორლულიანი თოფის შემთხვევაში იდეალური ვარიანტია ცილინდრი და 0.25 შევიწროვების ჩოკი. კარგი იქნება თუ სამწყერე თოფი ცალკე ექნება მონადირეს, ან არა და ცვლადჩოკიანი თოფი მაინც.
ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თოფით ვეღარ ვინადირებთ. ყველა ტექნიკურად გამართული და ნორმალურად დაბალანსირებული თოფი შეიძლება გამოვიყენოთ. მთავარია სწორედ შევურჩიოთ ვაზნები. შედარებით პრობლემას წარმოადგენს 71 სმ ზე გრძელი ლულის მქონე სრულჩოკიანი ნახევარავტომატები, (ე.წ. ემცე) რომლებზეც ტყვიის შერჩევა პრობლემატურია, რადგანაც საფანტის წონის შემცირებით უკუცემა მცირდება და ინერციული ჩახმახი გადატენას ვეღარ ახერხებს. საფანტის წონის გაზრდასთან ერთად კი იმატებს მოხვედრის სიმჭიდროვე და გარდა იმისა რომ მოსარტყავად ძნელი ხდება მეტად აზიანებს მწყერს და ხშირ სემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის. აქ რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ თანამედროვე ნახევარავტომატებს, რომლებიც დაკომპლექტებულია ცვლადი ჩოკებით და მათი წონა ორლულიან თოფებზე მცირეც კი არის. ბევრი ოჩოპინტრელი დამეთანხმება იმაში, თუ ვიტყვი რომ, კარგი დაბალანსებული და მორგებული თოფით არა მარტო ნადირობა, სროლაც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს მონადირეს.



მწყერზე სანადიროდ საუკეთესო 10 ნომერი საფანტია. მისი წონა როგორც ზემოთ ავღნიშნე დამოკიდებულია თოფის მიტანაზე და ტიპზე. ძირითადათ 28-30 გრამ საფანტს იყენებენ. თუმცა შესანიშნავი შედეგები აქვს 24 გრამიან სასტენდო ვაზნებსაც, რომელთაც სპეციალური სწრაფგამშლელი (ე.წ. RAPID DISPERSOR) კონტეინერი აქვს.

იღბლიან ნადირობას გისურვებთ ოჩოპინტრელებო. თქვენი ჭალიმგელა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Nov 30 2009, 22:19
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ცოტას მეც დავამატებ.........
მწყერი არის ნადირობის ძირითადი ობიქტი რომელზეც ყველაზე ინტენსიურად ვნადირობთ საქართველოში, რა
თქმა უნდა იხვი უფრო დიდი ხნის პერიოდით რჩება სანადირო ობიექტად, მაგრამ ესე შედეგიანი ნამდვილად არ არის,
მთელი ხიბლი არის ძაღლის ნაბულის დანახვა და არა უბრალოდ ერთ ადგილზე ჩასაფრება და მერე კი იცით რაც newsmile05.gif

ძაღლზე შევჩერდები 1 აბზაცით და ვიტყვი, რომ მწყერი ნამდვილად არ არის ძაღლის დასაგეშად საუკეთესო ობიექტი,
რადგან მეძებარს აძლევს ახლოს მივლის საშუალებას, ამიტომ იგი ეჩვევა მხოლოდ მძაფრ სუნზე შეჩერებას და არა შორიდან,
ბევრისთვის ცნობილი იქნება ის სიტუაცია როდესაც ცხვირწინ აუფრენია ფრინველი რაც დიდ დისკომფორტს ქმნის ახალბედებისთვის,
ანუ იმათთვის ვისაც კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული სროლის ტაქტიკა, სასხლეტზე დაჭერის დრო, მანძილის
განსაზღვრა და ა.შ. თუმცა საუკეთესო დასაგეშ ობიქტებზე სხვა თემებში..........

რაც შეეხება იარაღს მეც დავეთანხმები ჭალიმგელას და ვიტყვი რომ საუკეთესო არის მხოლოდ ცილინდრული ლულის მქონე იარაღი,
თუმცა ნებისმიერი ჩოკითაც შეიძლება ნადირობა გარკვეული პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ეს წლების მანძილზე მოდის,
ამ შემთხვევაში მთავარია მანძილის განსაზღვრა, ანუ აფრენილი მწყერი რაც შეიძლება შორს უნდა გაუშვა და მერე გამოკრა სახლეტს...
ამ საკითხზეც გვაქვს შეაბამისი თემები მაგრამ განვმეორდეთ, მაინც სწავლის დედაა newsmile05.gif ცილიდრულ გაბურღვა საშუალებას იძლევა
რომ ადრე გაიშალოს საფანტი, აქედან გამომდინარე შედარებით ახლო მანძილძე შეიძლება სროლა, ოღონდ შედარებით და არა ზედ
მიდებულზე newsmile05.gif

თვითონ მწყერის ხასიათსაც შევეხოთ - ამას ის ადამიანი შეამჩნევდა ვისაც უნადირია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში....
მე მინახია მწყერი რომელიც ღალღასავით დარბის და ისეთი რომელსაც ძაღლი ლამის ზედ ადებს ცხვირს და აფრენისას მის
პირით დაჭერასაც ახერხებს მარამ ამას ერთ და იგივე ზონაში არ აკეთებდა, ანუ რაჭაში სხვანაირად იქცევა, შირაქში სხვანაირად,
თბილისის ზღვაზე სხვანაირად, თუმცა შეიძლემა ხასიათის ამბავი არ იყოს და უკანაკსნელი გადაფრნის მანძილზე იყოს დამოკიდებული,
ანუ მისი ფზიკური კონდიციისთვის იყოს დამახასიათებელი(თუ გინდათ ეს საკითხიც გავშალოთ)......

საბოოოდ იმას ვიტყოდი რომ მწყერი მაინც რჩება ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნილებად და აზარტულ სანადირო ობიექტად საქართველოში...

თუ რამე კითხვები გაქვთ ჩემ პირად შეხედულებებთან მწყერის თაობაზე მზად ვრ გიპასუხოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ
არც დიდი მონადირე და არც დიდი ორნიტოლოგი ვარ, ასე რომ მხოლოდ პირად გამოცდილებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე შემიძლია გესაუბროთ newsmile035.gif

ციტატა(Giorgi @ 30th November 2009 - 19:44) *
იღბლიან ნადირობას გისურვებთ ოჩოპინტრელებო.

მეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Dec 1 2009, 00:40
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
კი ბატონო

პრინციპიპზეც..........., მაგრამ ამ შემთხვევაში 4 ფეხა მეგობრების გარეშე ვერ გავალთ და თუ რამეა ეს პოსტიც მიაშლიგინეთ სადაც გინდათ newsmile05.gif
ვთქვათ რომ არსებობს მწყერაობის რამოდენიმე მეთოდი რაც ეხლა მახსენდება, ძაღლით, ხმაურზე, ელექტრო ხელსაწყოებით
რაზეც საერთოდ არ ვილაპარაკობთ და ბადით, რომელსაც ძირითადად იყენებენ ფრინველის ცოცხლად დაჭერის სურვილის შემთხვევაში რაც
ნადირობასთან კავშირში საერთოდ არ არის. უკანასკნელ 2 მეთოდზე ნამდვილად არ უნდა გავჩერდეთ.................

ძაღლით ნადირობა მოითხოვს მის დაგეშვას და რაც შეიძლება შესაბამის გაწვრთნას, მაგალითისთვის ავიღოთ მინდორი რომლის რეიდიც გვიწევს,
და ეს მინდოი ვთქვათ არის 1 ჰექტარი კვადრატული ფორმის, საუკეთესო ვარიანტი არის ამ ტერიტორიის 2 ნაწილად გაყოფა, ანუ გავლა და გომლა....
ძაღლის გასვლაც ამ შემთხვევაში უნდა შემოიფარგლებოდეს საშუალოდ 25 მეტრის გავლით მონადირისგან ორივე მხარეს

ხარისხისთვის ბოდიში newsmile05.gif
შავი - 1 ჰექტარი
წითელი - ზონის სიგრძეები
მწვანე - მონადირის სიარულის მიმართულება
ლურჯი - ძაღლის მოძრაობა



ხმაურზე(შუმავოი) წარმოადგენს ე.წ. ჯაჭვში(ცეპში) ნადირობას, ანუ რამოდენიმე მონადირე დგება ერთ ზოლში და ხამურის საშუალებIტ ცდილობენ
მწყერის დაფრთხობას რაც იწვევს მის ამოფრენას, შედეგი ნაკლებია მაგრამ სროლის მეთოდი და იარაღი იგივეა რაც პირველ შემთხვევაში........

შემდეგი კითხვა newsmile05.gif

პ.ს. მარტო მე ნუ შემატოვებთ ამ თემაში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Dec 1 2009, 18:54
პოსტი #5


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალიმგელა
თქვენი ნებართვით ერთ რამეს დავამატებ: ხდება ხოლმე რომ მონადირის მიერ დაჭრილ მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
shalva-zimin
პოსტი Dec 1 2009, 22:17
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 10-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(შალვა @ Dec 1 2009, 19:54) *
ჭალიმგელა
თქვენი ნებართვით ერთ რამეს დავამატებ: ხდება ხოლმე რომ მონადირის მიერ დაჭრილ მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ.

მოგესალმები სეხნია newsmile041.gif იძულებული ვარ დაგეთანხმო newsmile027.gifასე ხშირად მომსვლია .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იკა კაპანაძე
პოსტი Dec 2 2009, 08:23
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 465
რეგისტრ.: 6-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ციტატა(shalva-zimin @ Dec 1 2009, 23:17) *
მოგესალმები სეხნია newsmile041.gif იძულებული ვარ დაგეთანხმო newsmile027.gifასე ხშირად მომსვლია .

მეც ასე გამიგია ძველი მონადირეებისაგან, დაჭრილი ფრინველი რამოდენიმე წუთი არ გამოსცემს სუნსო და ტუ ძაღლი ვერ იპოვის ცოტა ხნის შემდეგ თავიდან უნდა მოაძებნინოო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Dec 2 2009, 08:40
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



შალვა
ციტატა(shalva @ 1st December 2009 - 19:54) *
მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ.

მართააალ......
მე ვნახე რუსულ ახრხზე ეგეთი მწყერის აღების ერთ ერთი მეთოდი, მინდორში მონადირეები ატარებენ
პატარა ნარინჯისფერ დროშებს(ფლაჟოკებს), თუ ვერ იპოვა ძაღლმა ასვავენ და ბოლოს მაგ ადგილების რევიზიას
აკეთებენ, შედეგები ყოველთვის ამართლებდა მოლოდინს.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Dec 2 2009, 14:42
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კი ნამდვილად ეგრეა. მარტო სუნს არ გამოსცემს და იკუმშება არ შველის მაგ ამბავს - ისედაც გარკვეული დრო ჭირდება ფრინველს, რომ ახალ ადგილას, რომ ჩამოვარდება იქ სუნი დატოვოს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში 5 წუთში უკან მობრუნება და იმ ადგილის ძაღლით "დაშმონვა" სასურველ შედეგს იძლევა ხოლმე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 2 2009, 15:46
პოსტი #10


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შალვა
ციტატა(shalva @ 1st December 2009 - 19:54) *
მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ.

100% გეთანხმები. არა მარტო მწყერზე, იგივეა ტყის ქათამზე და სხვა ფრინველებზეც. განსაკუთრებით გამოირჩევა დუპელი. მაგას ქვია სტრესული შოკი და როგორც ცოცხალზე ისევე მკვდარ ფრინველზეც ვრცელდება. 20-25 წუთში გადის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კახაბერ
პოსტი Aug 8 2010, 07:23
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სუნის დაკარგვას რაც შეეხება, ეს თქვენი მეშვეობით გავიგე. 10-მდე მწყერი მაქვს ესე დაკარგული. ისე კარგად აღწერთ თვალწინ მიდგას ის მომენტები და ვხვდები, რომ ნამდვილად ესეა. გიჟს გავდა ძაღლი. ... და მეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
strong
პოსტი Aug 9 2010, 10:51
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 143
რეგისტრ.: 29-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(shalva @ 1st December 2009 - 19:54) *
თქვენი ნებართვით ერთ რამეს დავამატებ: ხდება ხოლმე რომ მონადირის მიერ დაჭრილ მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ

შალვა

100% ჭეშმარიტებაა,

და საერთოდ ფრინველი სუნს ჟირითადად მოძრაობისას გამოსცემს, იმიტომაცაა ნადირობა დილას და საღამოს რომაა უფრო რეზულტატიანი... შუა დღესაც ხომ იგივე რაოდენობის მწყერი უნდა იყოს, მაგრამ უმოძრაოდ არიან და ამიტომაც ძაღლს უჭირს მუშაობა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Jan 16 2013, 11:57
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას,თუ ვინმეს შემოგრჩათ მწყერი სეზონის დროინდელი და გაგემეტებათ ჩემთვის,ძაან მჭირდება.თუ გაგემეტებათ ვინმეს დიდად მადლობელი დავრჩები,გარეული მინდა თორე ბაზარი სასვსეა შინაურით, სანამ სოფელში მიწევდა ყოფნა ყველა პადრანკას ვინახავდი გაზაფხულამდე წელს ვერ შევინახე სამწუხაროდ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 16 2013, 21:39
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



giga_megu

დააკონკრეტე, მწყერი გინდა თუ ბუნდღა...... newsmile090.gif
თუ ბუნდღა გინდა, მაქვს , დავშლი თავქვეშ ამოდებულ ბალიშს და გიწილადებ ბუნდღას.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giga_megu
პოსტი Jan 17 2013, 16:19
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 17-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(sabo73 @ Jan 16 2013, 22:39) *
giga_megu

დააკონკრეტე, მწყერი გინდა თუ ბუნდღა...... newsmile090.gif
თუ ბუნდღა გინდა, მაქვს , დავშლი თავქვეშ ამოდებულ ბალიშს და გიწილადებ ბუნდღას.........

მწყერი მინდა ბუნდღა მეც მაქვს,მაინც დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 21:15