ნადირობა აღკვეთილში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობა აღკვეთილში |
Jul 31 2012, 17:33
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 31-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით ყველას.
მაინტერესებს, სად და როგორ შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია საქართველოს აღკვეთილების ტერიტორიაზე ნადირობის რეგულაციის შესახებ. როგორც "საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" 1996 წლის 7 მარტიN 136 - IIს მუხლი 20 იუწყება, დაცული ტერიტორიის შიგნით ნადირობა კანონით არ იკრძალება და "რეგულირებას ექვემდებარება". გამოდის რომ ყველა კონკრეტულ აღკვეთილს, თავისი რეგულირება უნდა ჰქონდეს. სხვა წყაროებიდანაც ჩანს რომ ნადირობა იკრძალება ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში, ხოლო სხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე არ იკრძალება. თუ ვინმემ იცით რამე ამ თემაზე, იქნებ დაწეროთ. ალბათ მარტო მე არ ვარ დაინტერესებული. ყველას გმადლობთ. |
|
|
Jul 31 2012, 18:10
პოსტი
#2
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Abeli
ჯერჯერობით ნადირობა ნებადართულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე, ლიცენზიის მიხედვით. კერძო მეურნეობების გარდა. ხოლო რაც შეეხება აღკვეთილებს, ეროვნულ პარკებს და ნაკრძალებს ყოველგვარი ნადირობა აკრძალულია, ხოლო ის პუნქტი რომელიც რეგულაციას ითვალისწინებს, გამოწვეული უნდა იყოს რომელიმე პოპულაციის ჭარბი მატებით, რომელსაც შეუძლია ეკო სისტემის დარღვევა. ესეთი ფაქტი ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუ არ ჩავთვლით გამგებელის მიერ მგელის ამოღებაზე გაცემულ ნებართვას. ანუ გლეხურად რომ ვთქვა გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის |
|
|
Aug 1 2012, 13:04
პოსტი
#3
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 31-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჭალიმგელა, გმადლობ გამოხმაურებისთვის.
ლიცენზია და გადამფრენი ფრინველები გასაგებია, 1988 წლიდან ვნადირობ (სხვათა შორის, არაგადამფრენებზეც არის დაშვებული, მაგრამ ლიცენზიაში მხოლოდ გადამფრენი წერია. ანუ ადგილობრივზე ნადირობა უფასო გამოდის?). მე მაინტერესებდა, თუ ვინმეს ხელი მიუწვდება ისეთ საბუთზე (რეგულაციაზე), რომელიც კონკრეტულად მიუთითებს რომ ამა და ამ აღკვეთილში ნადირობა აკრძალულია. ის კანონი, რომელიც მე მოვიძიე, ამბობს რომ ასეთი რეგულაცია უნდა იყოს, მაგრამ სად არის? თუნდაც ისეთი, რომელიც კრძალავს, არის ხელმისაწვდომი? 5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება: ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერიციული საქმიანობა, შენობები,გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა,ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება; |
|
|
Aug 1 2012, 13:11
პოსტი
#4
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 31-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
აი ამ სტატიას თუ დაუჯერებთ, კონკრეტულად წერია, რომ აღკვეთილში ნადირობა/თევზაობა დაშვებულია.
ესენი ვან არიან და სად ნახეს ეს ინფორმაცია, არვიცი. http://ekofact.com/2012/05/25/%E1%83%A1%E1...83%98%E1%83%A2/ |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 23:50 |