ცეცხლის დანთება ექსტრემალურ პირობებში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
ცეცხლის დანთება ექსტრემალურ პირობებში
სანდრიკა
პოსტი Oct 12 2010, 13:57
პოსტი #91


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 12 2010, 15:29
პოსტი #92


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(sandrika @ 12th October 2010 - 14:57) *
მე მაქ ისეთი ასანთი რო სველიც ენთება დიდი არაფერია მაგრამ გამოსადეგარია

მეც მაქვს...მონადირულის ვარიანტშია..თან თითოეული ღერი..ცელოფანშია ჩაწეპებული თავის რკინის გასაკრავთან.(სამხედრო ვარიანტია) ყოველთვის მიგდია გულის ჯიბეში... მაგარი რამეა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Nov 4 2010, 21:39
პოსტი #93


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო




პირამიდა




შეშა ლაგდება პირამიდისებურად. საწვავი (ტოტები, გირჩები, ქაღალდი და მისთ.) თავსდება ნაპობებს შორის მიწაზე. იძლევა დიდ და თანაბარ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად ერთი ჭურჭლისთვის და გასაშრობად. საჭიროებს ბევრ შეშას. მცირე მოცულობის პირამიდით ხდება ბევრი სხვა კოცონის დანთება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სანდრიკა
პოსტი Nov 4 2010, 21:55
პოსტი #94


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 177
რეგისტრ.: 7-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



ჭა



შეშა ლაგდება ჭის მაგვარად. იძლევა თანაბარ და დიდ ალს. გამოდგება საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად. საზეიმო დიდ კოცონს ხშირად ჭის ტიპით ანთებენ, რადგან ის ძლიერ ნათებას გამოსცემს. კოცონის მოსაწყობად იყენებენ მორებს, ხოლო მის შუაში, დასანთებად, ათავსებენ პირამიდას.



ვარსკვლავი



ანთება ხდება ცენტრში. შეშის დაწვის შესაბამისად, ნაპობებს თანდათან გადაწევენ შუაგულისკენ. ეს არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი, მის გარშემო შეიძლება გათბობა და გაშრობა. თუ კოცონი პატარაა, შესაძლებელია საჭმლის მომზადება ერთი ჭურჭლისთვის.


ტყე



არის ხანგრძლივი მოქმედების კოცონი. იძლევა დიდ ალს და ტოვებს ბევრ მუგუზალს. კარგია საჭმლის მოსამზადებლად, ტანსაცმლის გასაშრობად და გასათბობად. როგორც ხედავთ სურათიდან, ერთ დიდ მორს რამდენიმე მცირე ნაპობ-მორს შემოუდგამენ და აუცილებლად ქარის მხრიდან.


მონადირეული




ინთება ორ გამომშრალ მორს შორის, რომლებიც ლაგდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე ჩაიდნის, ან ტაფის დადება. გამოიყენება ერთი კაცის საკვების მოსამზადებლად ძლიერი ქარის დროს, ან შეშის ნაკლებობისას. გამოყოფს დიდ სითბოს და იძლევა ბევრ წვრილ მუგუზალს.


ღობე




მოსაწყობად საჭიროა მიწაში ჩავასოთ ოთხი ნაპობი-სოლი, რომელთა შორისაც ღობისებურად ჩაიდგმევა მორები. კოცონი ინთება ქვემოდან. შეუძლია დიდხანს ენთოს. ცეცხლი ინთება ქარის მხრიდან. გამოყოფს განსაკუთრებით დიდ სითბოს, თუ ღობეში ნედლ და გამომშრალ მორებს შევუნაცვლებთ ერთმანეთს. ღობე გამოდგება ტანსაცმლის გასაშრობად


ბუხარი




ძალიან მოსახერხებელია ღამით გასათბობად. იწვის დიდხანს. ვიღებთ ოთხ მოკლე მორს და ჭისებურად ვალაგებთ მათ. შემდეგ ვაწყობთ სითბურ ეკრანს ქარის მხრიდან: ჭის ერთ მხარეს ვასობთ ორ დახრილ სოლს (გადახრილია გარე მხარეს), რომელზედაც ვალაგებთ მორებს. კოცონი ენთება ჭის შიგნით. წვის შედეგად ეკრანის ზედა მორები თანდათან ცურდებიან ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს კოცონის ხანგრძლივობას.
ბუხრის ვარიანტია რეფლექტორი (იხ. სურათი), ამ შემთხვევაში ჭის ნაცვლად გამოიყენება კოცონი მონადირე.


სამი მორი





ვიღებთ 2-2,5 მეტრი სიგრძის 3 მორს. თავიდან ვაწყობთ ორს ერთად, მათზე ვალაგებთ საწვავს (ხმელი ტოტები, გირჩები და ა.შ.) და ვუკიდებთ. როცა საწვავი კარგად აალდება, ზემოდან ვადებთ მესამე მორს. სასურველია თუ ეს მორი ქვედა მორებზე სქელი იქნება, რადგან უფრო სწრაფად დაიწვება. ასეთი კოცონი ანთია რამდენიმე საათის განმავლობაში. სამი მორი გამოდგება ძლიერი სიცივის დროს გასათბობად და გასაშრობად.


გისოსი




ინთება გამომშრალი და ნედლი შეშისგან. გამოდგება პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ანთია საკმაოდ დიდხანს.

სამნაპობიანი კოცონის დასანთებად გამოიყენება პირამიდა. ქვედა 2 ნაპობი იდება პარალელურად განლაგებულ მორებზე, რაც წარმოქმნის საქარეს. ასეთივე მორებზე იდება მესამე ნაპობი. კოცონს შეუძლია 2 სათზე მეტხანს გაძლოს დამატებითი საწვავის გარეშე.


ორმო




ამ ტიპის კოცონისთვის საჭიროა ორმოს ამოთხრა. სითბოს შესანარჩუნებლად კარგი იქნება, თუ ორმის ძირში ჩავალაგებთ ქვებს. ასეთ კოცონზე შეიძლება წყლის ადუღება და საჭმლის მომზადება. ორმო ზოგავს შეშას. ის ითხრება დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე.


ტრანშეა




გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად ქარიან ამინდში ღია ადგილას (მაგ.: მინდორში). ამისთვის საჭიროა გავთხაროთ საჭირო სიგრძის და სიგანის პატარა ტრანშეა, რაც საშუალებას მოგვცემს დავდგათ მასზე კარდალა და სხვა საველე ჭურჭელი. ტრანშეას აქვს კონუსის ფორმა, ფართე ფუძე ქარის მხარეს კეთდება. ამ კოცონს არ სჭირდება ბევრი შეშა.
გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეიძლება გათბობაც. შეშის გახურების შემდეგ, ტრანშეას უნდა გადავაფაროთ გასხეპილი ნედლი ტოტები, მივაყაროთ მიწის თხელი ფენა და ბალახი (ფოთლები). შეგიძლიათ ზედ დაწვეთ და სითბოში დაიძინოთ.


ბოლი




კვამლის გამომცემი კოცონები გამოდგება სიგნალის მისაცემად და კოღოებისაგან დასაცავად. ჩვეულებრივ კოცონზე (სურათზე ჭაზე) შეშის ზემოდან ადებენ ნედლ წიწვოვან ტოტებს, ან მწვანე საფარს (ბალახი, ფოთლები) და უკიდებენ შიგნიდან.


რჩევები


კოცონი უნდა დაინთოს ღია ადგილას, ბუჩქებისა და ხმელი ბალახულისგან მოშორებით. კატეგორიულად აკრძალულია კოცონის დანთება საშუალო სიმაღლის წიწვოვან ტყეში, ან ტორფნარში.

კოცონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰაერით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად დაიწყებს წვას და ახრჩოლდება.

კოცონის ჩაქრობის შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად, საჭიროა მუგუზლებს მივაყაროთ ფერფლი და ცოტა მიწა. ამ შემთხვევაში სითბო 10 საათზე მეტხანს გამოიყოფა.

თუ დიდხანს უნდა გაჩერდეთ ცვლადი ამინდის პირობებში, კარგი იქნება თუ თან წაიღებთ ბენზინით გაჟღენთილ ნაჭრებს (პარკში შეფუთავთ), ან წვრილად დაჩეხილ მშრალ ტოტებს. ეს გაგიიოლებთ კოცონის დანთებას.

კარგი იქნება თუ ლაშქრობაში თან წაიღებთ სპეციალურ ასანთს, რომელიც ნებისმიერ ამინდში ინთება და არ სველდება. ჩვეულებრივი ასანთი და სანთებელა აუცილებლად უნდა შეფუთოთ საიმედოდ, რათა არ დასველდნენ.

თუ არ გსურთ კვალის დატოვება, შეგიძლიათ დაახლ. 10 სანტიმეტრზე მოხსნათ გრუნტი. ეს ფილები უნდა დადოთ ჩრდილში და დანამოთ წყლით. ღამისთევის ადგილის აშლისას კოცონის ამოჭრილ მცირე ტრანშეაში ყრით ნაცარს, ნახშირს და ზემოდან ადებთ გრუნტის ფილებს.


მასალა გადმოკოპირებულია საიტიდან ucnauri.com
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 01:40
პოსტი #95





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 08:09
პოსტი #96





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს არის ტანსაცმლის საკიდით და სხვა ნივთებისგან გაკეთებული ცეცხლის სანთები მოწყობილობა ადვილი გასაკეთებელია ძალიან ასანთები ხის მასალა კარგია ფიჭვი და კედარი

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Mar 23 2012, 09:03
პოსტი #97


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 02:40) *
ძალიან საინტერესო და გამოსადეგი ხერხია ესე ცეცხლის დანთება და ზედ ადვილად და თავისუფლად საჭმლის თუ სასმელის მომზადება




მაგარია მაგრამ ტყეში დრუჟბის წაღებას ზედადგარი წაიღო არ ჯობია? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 23 2012, 09:40
პოსტი #98


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Rider Man

მაგ ლეღვობა ვიდეოების ყურებას, ჯობია მამაპაპაურად ისწავლო ცეცხლის დანთება, ეგ უფრო გამოგადგება, ვიდრე მაგ დებილი ბურჟუების ვითომ ეფექტური ვიდეოები.

იმდენი არაპრაკტიკული რაღაცეებია მაგ იუთუბის ბევრ ვიდეოებში, შეიძლება გამოასირონ ისეთი ადამიანი, ვინც ვერ აზროვნებს ლოგიკურად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 23 2012, 10:04
პოსტი #99


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ის პირველი ვიდეო მაგა ღლეობაა მეორე ს არაუშავს ვეშოლკა დასაკეცი სკამი დანა და ვენოკი თუ მაქ ასანთი რაღა გახდა მაგის დედაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_Rider Man_*
პოსტი Mar 23 2012, 11:20
პოსტი #100





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



გამოუვალ სიტუაციაში არც ასანთია და არც ვეშოლკა მაგარ ტოტს მოჭრი ფეხსაცმლის თასმებს შეაბავ და ეგაა დაანთებ ეს ვიდეო უბრალოდ როგორ კეთდება დეტალურადაა აღწერილი და იმითომ დავდე თორემ არაა აუცილებელი ვეშოლკები და გარდერობები რაც შეეხება მეორე ვიდეოს სრულიად მისაღებია მარტო ტოტებით ხომ არ ინთება ცეცხლი რომ შენარჩუნდეს უნდა მორები დაპობილი და ახლა ერთი ხმელი ხე რომ მოჭრა და ეგრე გააკეთო არ სჭირდება ბენზოხერხი "დრუჟბა" ვფიქრობ გასაგებად დავწერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 23 2012, 11:57
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 12:29) *
Davitus
26 წლის ვარ ღიმილი რა შუაშია?და ასაკიანებმა რა თქვეს რო წამადგეს? სანთებელა სანთებელაო გაიძახის აქ ხალხი და ექსტრემალურ სიტუაციაში სანთებელა თუ მიგყვა ბანაკამდე კი ბატონო მოკლედ რა მაგარი წუნია და პრეტენზიული საიტია რა ნუ ხალხიც საწყენად არ ვამბობ



ძამიკო რა რჩევას მოგცემ და გასანთლე ასანთის ღერები გოგირდიანი მხარე და მოათავსე ფოტოაპარატის ფირი რომელ კოლოფშიც დევს იქ თავის გასაკრავთან ერთად ერთი ზურგჩანთაში შეინაზე ერთი ასეთივე კოლოფი ტანსაცმლის შიდა ჯიბეში და ერთიც სადმე სხვაგან მე მაგალითად თოფის კონდახის ღრუში მაქვს შენახული, და მორცენილი საქმეა არც ,,ვეშოლკა,, დაგჭირდება და არც გრდემლი, ცეცლის ასანთებად მსუბუიქია, პატარა და ფუნცციური, აღარაფერს ვამბობ მაგნეზიუმის სანთებალას და გაზის სანთებელაზე, იქვე ზურგჩანთაში თუ პატარა ნაჭერ რეზინსაც მოათავსებ ცეცლის ანთებას აღარაფერი უნდა შეშის გარდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 23 2012, 12:15
პოსტი #102


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Rider Man @ Mar 23 2012, 13:07) *
hunter777
გმადლობ რჩევისთვის
მაგრამ თემის გამო დავდე ეს ვიდეოები და არა გინდა თუარა ესე დაანთეთ ცეცხლითქო რავი რა კაის გავაკეთებ ვორნიო არ ვიცოდი რაღაცეეები ამ ფორუმზე "საიტზე" სწორედაც და ვორნიო რავი ვფიქრობ რამდენიმე იუზერიდან უფროა ნაგლობა და დამცირება ადამიანების ვიდრე ჩემი რაღაც ვიდეოებით



ნუ გაბაზდები უაზრობაა, აქ არავინ არავის ებრძვის ძამიკო ცოტა ხანში თვითონ დარწმუნდები რო უმრავლესობა კარგი ხლხია ამ ფორუმზე, ცეცხლს ვინ როგორ და სად დაანთებს მაგი საჩხუბარი და საკამათო არაა, უბრალოდ პრაქტიკულობოდან გამომდინარე ზოგისთვის მიუღებელი აღმჩნდა ცეცხლის დანთების ეგ ფორმა მიუხედვად იმისა რომ არა გვაქვს ისეთი ტაიგა და უდაბნო ჩვენ რო დკარგულმა კაცმა ერთ დღეში ცივილიზაციამდე ვერ მიაღწიო თუ გინდა რათქმაუნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Mar 23 2012, 12:18
პოსტი #103


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამ თემიდან ლამის 60 ოფტოპიკი წავშალ ახლა, ნუღარ გააოფებთ

Rider Man

არავინ არ მოგსდევს შენ უსამართლოდ, ნუღარ გავაგრძელებთ აქ, ან შესაბამის თემაში ან PM
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 28 2012, 12:24
პოსტი #104


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე.. მაგალითად არაფერს არ ვერჩი მაგ ვიდეოებს. ნამდვილად არ დავუწყებ ტყეში ვეშოლკას ძებნას..მაგრამ ის კი გავიგე..რომ თურმე იმ ნახახუნები ჩამონაფხვენით უნდა აანთო ცეცხლი. აქამდე რაც მე ნახახუნები მაქვს და არაფერი გამომივიდა...მაგას ვინ მოთვლის. D.gif (თან სულ გიჟს ვგავდი..პირველყოფილებს რომ გამოსდიოდათ და 21-ე საუკუნის ადამიანს არა) უბრალოდ მუღამის ამბავია..თორემ ასანთი და სანთებელა რომ უნდა გვედოს ჯიბეში...არამგონია ვინმემ არ ვიცოდეთ. ეგ კი არადა მანქანებიც კი გვიყენია იქვე თავისი ფეჩით და სიყვარულობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Gcckoka
პოსტი Mar 16 2015, 16:21
პოსტი #105


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 527
რეგისტრ.: 14-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიდეოსაც გადავიღებ მაგრამ შევეცდები სიტყვებით და თეორიულად ავხსნამ სანამ ეგ იქნება)



ცეცხლის დანთება მშვილდით

პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ სათანადო მასალა და ამისთვის უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები არ უნდა იყოს გამხმარი ხე და არ უნდა იყოს ძალიან ნედლი, არ უნდა იყოს მაგარი ხე , გვჩირდება რბილი რომ გავარჩიოთ ჯოხს მოვაცლით კანს , ავათლით პატარაზე და დავაჭერთ ფრჩხილს თუ რაიმე დავატყვეთ ზნაჩიტ გვაწყობს .

მშვილდი:

თუ გვაქვს ფუფუნება და არის თხილის ჯოხი კარგი და თუ არა უნდა მოვძებნოთ დაახლოებით მაჯის სისქეზე ცოტა პატარა მყარი მოღუნული ტოტი დაახლოებით ესეთი

თავებზე ამოვაჭრათ თოკის დასამაგრებელლი ადგილი , თოკი ყველაზე კარგია ე.წ პარაშუტის თოკი თუარადა სხაც გამოდგება მტავარია გაუძლოს ზეწოლას, შემდეგ ვამაგრებთ თოკს და უნდა გავაკეთოთ ცოტათი მოშვებულად ანუ ამ თოკში ჯოხს რომ გავუყრით ხელს რომ გავუშვებთ უნდა დატრიალდეს და ისე მოძვრეს უნდა ცადოთ რამოდენიმეჯერ რომ არც ძალიან დაჭიმული იყოს და არც მოფანფალებული,
შემდეგ უნდა გავაკეთოთ ხელში დასაჭერი ხის ნაჭერი რომელსაც ამოვაჭრით ცენტრში ცოტას აი ესეთი რაღაც უნდა მივიღოთ მოკლედ :


შემდეგ გვჭირდება დაახლოებით იდაყვის სიგრძე სწორი ჯოხი ზემოთ მითითებული პრინციპით არჩეული რომელსაც წვრილ თავს გავუთლით და გავუკეთებთ წვეტს და მეორე ბოლოს მოვუმრგვალებთ და მივიღებთ შემდეგნაირ რამეს:



შემდეგ გვჭირდება ე.წ ცეცხლის დაფა რომელიც უნდა იყოს ზევით მითითებული პრინციპით არჩეული და უნდა იყოს დაახლოებით იდაყვის სიგრძე და სატიალებელ ჯოხზე მინიმუმ ორჯერ სქელი , უნდა ავუთალოთ ორი გვერდი ერთმანეთის პარალელურად და ერთ ბოლოში დაფის ცენტრში უნდა ამოვჭრათ ცოტა დაახლოებით ესეთი რამე უნდა მივიღოთ:


შემდეგ მშვილდს ვუკეთებთ ჯოხს ვდებთ ერთ ბოლოს ამ ამოჭრილში ისე რომ წვეტიანი მხარე იყოს ზევით და წვეტიან მხარეს ვადებთ იმ ხის ნაჭერს ხელში დასაჭერად რომელიც გამოვთალეთ ამოჭრილში ვათავსებთ წვეტს და ვატრიალებთ , თუ ცოტა ხანში ბოლმა არ გაუშვა ესეგი რომელიმე მასალა უნდა გამოვცვალოთ , თუ გამოუშვა ამის შემდეგ დაახლოებით 45 გრადუსს ვაჭრით ამ დაფას და მივიღებთ აი ესეთ რამეს:



შემდეგ ვიღებთ ან დიდ ფოთოლს ან ფურცელს თუ გვაქ ან ხის ქერქს და ვდებთ ამ დაფის ქვევით , საბოლოოდ ამ ყველაფერს რომ გავაკეთებთ უნდა მივიღოთ ასეთი რამ



შემდეგ ვატრიალებთ და ვატრიალებთ სანამ ბოლი ისე არ ამოვა რომ რო შევწყვეტთ ტრიალს ისევ უნდა ამოდიოდეს ბოლი , შემდეგ ქვევით შეფენილი ფოთლით ვიღებთ ამ ნახშირს რომელიც ჩამოიყარა და ვდებთ მანამდე გამზადებულ ძალიან მშრალი ბალახის ან ხის ჩამონათალების კონაში და ვუბერავთ სულს არც ნელა რომ ჩაქრეს და არც ჩქარა რომ გადავარდეს ნახშირი და ეგაა ყველაფერს თუ სწორად ვიზავთ დაინთება ცეცხლი და ამ ცეცხლმოკიდებულ ბალახს ვდებთ სამკუთხედის სტილში დალაგებულ ჯოხებში ეგაა და ეგ


რაღაცეები ვიბოდიიალე ტერმინოლოგია რო არ არსებობს ქართულად ამის ჩემით ვიჩალიჩე და მემგონი გასაგებად დავწერე მაგრამ რამეს თუ ვერ გაიგებთ აგერ ვარ და მკითხეთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 07:18