პირველი შეჯიბრი ოფიციალური წესებით - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
პირველი შეჯიბრი ოფიციალური წესებით, compak sporting
Bone
პოსტი Oct 13 2013, 17:08
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით !

ბევრისათვის უკვე კარგად ნაცნობი სიახლე , სასტენდო სროლასთან დაკავშირებით უკვე ფართო მაშტაბურ სახეს იღებს. გენერალურად აღდგენილი თბილისის სასროლეთი აქტიურ მოღვაწეობას იწყებს. ამა წლის 12 ოქტომბერს თბილისის სასროლეთმა, სროლის ეროვნულმა ცენტრმა, ახალაშენებულ კომპაკ სპორტინგის მოედანზე უმასპინძლა, საქრთველოს სპორტის ისტორიაში პირველ ოფიციალურ კომპაკ სპორტინგის შეჯიბრს . შეჯიბრი იყო აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით, ყველა წესის გათვალისწინებით კომპაკ სპორტინგში ( FITASC - ის წესების მიხედვით.)


მონაწილეობა მიიღო არა სპორტსმენმა მსროლელებმა. კერძოდ მონადირეებმა და ქლეი შუთინგის მოყვარულმა საზოგადოებამ.
შეჯიბრი გაიმართა 50 ქულიანი ფორმატით.

შეჯბრი დაიწყო 11:00 -ზე

კენჭისყრის შედეგად პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი
(სხვათაშორის არც თუ სასიამოვნოა პირველი გასროლები სპორტის ამ სახეობაში)





სროლა დიდი ემოციიით უდიდესი სიხარულის ფონზე დავიწყე, მაგრამ გასაოცარი შედეგი ნადმვილად არ მიჩვენებია.

მეორე ნომრად ისროდა ზაზა კაკუბავა, ადამიანი ვინც მეორე სუნთქვა ჩაურთო ქართულ ქლეი შუთინგს
დღეს დავფიქრდი იმაზე რომ ბედმა ნომერი 1 მარგუნა სპორცმენებს შორის....





ზაზა საკმაოდ შედეგიანად იდგა ნომერზე.

მესამე სასროლ პოზიციაზე , სასროლ ჩარჩოში შევიდა ჩვენიკლუბის წევრი და შესანიშნავი ადამიანი ზურა ეზიეშვილი იგივე "ძამა"



"ტანმორჩილ" ძამას გაუჭირდა ჩარჩოებში კოფორტულად დგომა, მაგრამ ამას მისთვის დიდად ხელი არ შეუშლია სროლაში



პარალელურად , მეოთხე სასროლ ნომერზე შევიდა გია ჭიჭინაძე იგივე ჭიჭი"



გია არ იმყოფებოდა საუკეთესო ფორმაში

მას შემდეგ, პარალელურად, მეხუდე სასროლ პოზიციაზე იდგა ვეტერანი მსროლელი, მონადირე და სასიამოვნო პიროვნება გივი ქვათაძე



საკმაოდ შედეგიანად ისროლა...

პირველი სერიის შემდგომ ცხადია ნომრებზე შევიდნენ მეორე გუნდის წევრები

პირველი პოზიციაზე დადგა გოგა ლომიძე.



მშვენივრად ისროდა მაგრამ შიგა და შიგ ცხარობდა ....

მეორენომერზე დადგა ჩვენთვისკარგად ნაცნობი გიორდი ვარდოსანიძე. არაოფიციალურ შეჯიბრებში გამარჯვებული
მაგრამ ამ შეჯიბრზე არადამჯერებლად გამოიყურებოდა





შემდეგ გახლდათ კახა სიხარულიძე.
ერთი ვირტუოზული სროლისმომენტი გვაჩუქა შეჯიბრზე



მორიგი სპორცმენი წარდგა ჩვენს წინაშე დავით იმედაშვილი, ქლეი შუთინგის დიდი მოტრფიალე





ბოლო ნომრად მეორე გუნდში , ასპარეზობდა გირგი ალავიძე, რომელმაც გასაოცარი შედეგი აჩვენა, ადამიანმა რომელაც პირველად თიხის სამიზნეს ესროლა რამდენიმე დღის წინ





პირველი სერიის შემდეგ დაფიქსირებული შედეგები:


ელერჯია - 16
კაკუბავა - 15
ეზიეშვილი - 16
ჭიჭინაძე - 14
ქვათაძე - 13

ლომიძე - 15
ვარდოსანიძე - 9
სიხარულიძე - 15
იმედაშვილი - 15
ალავიძე - 14

მეორე სერია ჩვეული რიგითობით დაიწყო, პირველი პოზიციაზე გავიდა თქვენი მონა მორჩილი



კაკუბავა



ეზიეშვილი



ჭიჭინაძე



ქვათაძე



მეორე გუნდიდან პირველი ისევ ლომიძე



ვარდოსანიძე



სიხარულიძე



იმედაშვილი



ალავიძე



ორი სერიის შემდეგ შედეგები

ელერჯია - 30
კაკუბავა - 34
ეზიეშვილი - 34
ჭიჭინაძე - 30
ქვათაძე - 26

ლომიძე - 33
ვარდოსანიძე - 18
სიხარულიძე - 33
იმედაშვილი - 28
ალავიძე - 28

გაირკვა 6 ფინალისტის ვინაობა: კაკუბავა. ეზიეშვილი. სიხარულიძე. ლომიძე ჭიჭინაძე. ელერჯია.

გადასროლა გაიმართა 10 სამიზნით. მესამე ნომრის პროგრამით. გადასროლის დროს მსროლელები თითქოს ერთბასად დაიბნენ და აღელვდნენ, რაც აისაცა მათ შედეგებზეც....

საფინალო სროლის შედეგები :

ელერჯია 9 + 8
ეზიეშვილი 8 + 5
ლომიძე 5 + 6
კაკუბავა 6 +4
სიხარულიძე 5 + 4
ჭიჭინაძე 3 + 6

მესამე დაგილი მალევე გაირკვა, გოგა ლომიძემ ფინალში დაგროვილი ქულებით ჩამოიტოვა მეტოქე და დაეუფლა მესამე საპატიო ადგილს.

ჩემი და ძამას დუელმა არც თუ ცოტა ხანი გასტანა. ოთხი პროგრამა ერთ ნომერზე !

ზურას საუკეთესო შედეგის მიუხედავად ფინალში გარკველი სეცდომები დაუშვა,დაღლილობამაც თავისი ქნა, დამუხტულ ფინალურ ატმოსფერო საუბარიც არ მინდა. მეორე საღამოა ვერ აღვიდგინე ენერგია....

მოკლედპირველ სერიაში დავაგროვეთ : მე 9 ქულა ძამამ 8 ქუა
მეორე სერიში ძამამ 5 ქულა მე კი 8 ქულა
ელერჯია 9+8
ეზიეშვილი 8+5

ეს იყო უდიდესი დღე, სიხარული უსახღვრო,ემოციები ზღვა, მოგონებები დაუვიწყარი

მე გავხდი პირველი კომპაკსპორტინგის შეჯიბრის გამარჯვებული კომპაკ სპორტინგში , ეს მხოლოდ სიზმარში თუ შეიძლებოდა მენახა. მადლობა ბატონ ზაზა კაკუბავას........






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Oct 13 2013, 20:38
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 588
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მომილოცავს small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭაღარა
პოსტი Oct 13 2013, 20:50
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 809
რეგისტრ.: 23-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გორი



ყოჩაღ ბონე. ძალიან გამიხარდა ასეთი შეჯიბრი რომ მოეწყო და წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Oct 13 2013, 21:03
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ ნიკუშ რავიცი რა ვთქვა ისე კარგად ჩამოაყალიბე რომ ვერაფერს დავამატებ ვიტყვი იმას რომ იყო ძალიან მაგარი დღე სიზმარში კი არა შენ თუ არა აბა ვის უნდა მოეგო იმასაც დავამატებ რომ არცერთ მსროლელს არასდროს არ უხარია იყოს პირველი ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია და ძალიან ძნელია ისროლო პირველ ნომრად გილოცავ გილოცავ და გილოცავ და კიდევ ბევრჯერ მომელოცოს მე კი ჩემ მეორე ადგილს არასდროს არავის არ დავუთმობ უკვე მეოთხედ გავედი მეორე ადგილზე, ეჰჰჰჰ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 13 2013, 21:06
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გცოდნია ბაბუ სროლა და ამას გვიმალავდი!?გილოცავ და მეტი წარმატებები ამ სპორტში და ცხოვრებაშიც

ძამა ისე შენ შოთAს მაინც არ ევასები მაგრამ სროლა კი უსწავლებია D.gif (თავად თქვა ჩემი გაზრდილიაო )
გილოცავ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Oct 13 2013, 22:23
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



გილოცავთ პრიზიორებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Oct 13 2013, 22:34
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბონეე სუპერ მსროლელი 2013.....გილოცავ ჯიმა............

ძამა გილოცავ და კიდევ უფრო მეტი შემართება და უფრო დიდი წარმატებები ბიჭებო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 14 2013, 01:25
პოსტი #8


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბენი..ისტორიაში რომ შეხვედი იმას თუ ხვდები?.. პირველი ოფიციალური შეჯიბრის პირველი გამარჯვებული რომ ხარ. 100 წლის მერე მუზეუმში გამოგფენენ როგორც პირველ გამარჯვებულს. მაგ დროისთვის აგუგუნებული ეიქნება ეგ სახეობა და ვეტერანებში საპატიო ადგილი არ აგცდება. ასე რომ ძალიან გილოცავ. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 14 2013, 06:01
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მადლობა ბიჭებო მადლობა დიდი

ბლექ

მაგან გამაგიჟა ზუსტად, ორი დღეა ვერ დავმშვიდდი, ალბათ მაინც ღმერთმა დამიფასა ჩემი შრომა ამ საქმის გარშემო და ასე ინება - ესაა ჩემი აზრი.
თორე შედეგი არაფერი არ მქონია

სროლას რაც შეეხება, პრაქტიკულად არ მივარჯიშია, რაც სპორტინგი გაიხსნა იმ დღეს პირველმა ვისროლე 30 იოდე ვაზნა, სანთელს ვერ ვტეხავდი ვერცერთს !

ქულებით კი იმდენად ცუდად ვისროლე მეორე სერია, რომ ერთ ერთი დუბლეტი არასწორად წავიკითხე ,მოკლედმე სხვაგან ვიყურებოდი თეფში სულ სხვაგანიდან გამოფრინდა.....ეგ მარტო 2 - დაცილება

ერთი სიტყვით მეორე სერიის შემდეგ არც მეტი არც ნაკლები დავკეცე თოფი, გავიხადეჟილეტი, ჩავიცვი სხვა ტანისამოსი და დავჯექი ოპერატორად, იმდენად ნათელი იყო ყველაფერი.....მაგრამ თურმე ფინალში ვარ....ამოიკითხეს ჩემი გვარი და წავიდა , თოფის აწყობა თავიდან, ჟილეტი, მომზადება ყველაფერი თავიდან წავიდა.....მააგრად მოვიკრიბე ძალები, არც ვიცოდი საით ვისროდი D.gif
ძამა ანერვიულდა ეგ უეჭბელად ვიცი....ჩემზე ცოტა უკეთესი მსროლელია....\

მადლობა ლომებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezident
პოსტი Oct 14 2013, 06:10
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 468
რეგისტრ.: 13-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



Bone
მომილოცავს მეგობარო. სხვა განცდაა შეჯიბრი. სროლაში კი არა სუ რო პეპლების ჭერაში ეჯიბრებოდე ვინმეს მაინც სრტესია და ამ სტრესის წარმატებით დაძლევა და მერე გამარჯვების მიხწევა უდიდესი პატივია. ეს ერთი და სხვა მრავალი ......newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Oct 14 2013, 08:18
პოსტი #11


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




Bone

გილოცავ ბონე, გამიხარდა ძალიან..! ვამაყობ შენით..! kiss.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Oct 14 2013, 08:29
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



კიდევ ერთხელ გილოცავ ბონე, მრავალი გამარჯვება მოგველოცოს კიდევ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 14 2013, 09:29
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



გილოცავთ ბიჭებო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩავლე
პოსტი Oct 14 2013, 09:45
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,764
რეგისტრ.: 29-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავთ ლომებო, ეგ ერთი და სხვა მრავალი მოგება გაგვეგოს თქვენზე newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Oct 14 2013, 10:14
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მომილოცავს.......!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 21:38