თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ წუნდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 2 2010, 00:00

აბა ვინ რა იცით

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 2 2010, 05:28

სადაა?
პირველად მესმის, იქნებ გუგლის სურათი მაინც დადო....

პოსტის ავტორი: 33 May 2 2010, 05:32

ინფო გამოუშვით სადაა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 2 2010, 05:41

მაიცა კაცო არ მცალია თუ რამე გაქვსთ თქვენ დადეთ ღამურებო

პოსტის ავტორი: Davitus May 2 2010, 09:04

ნოქალაქევსა და თმოგვს შორის არის, ახალქალაქისკენ... ადრე კარგად მოდიოდა საზანი, ადგილობრივებისგან ვიცი, თმოგვის ციხეზე რომ ვიყავი სალაშქროდ მაქეთკენ, მაშინ ვარ ნამყოფი ტბაზეც, სიდიდით დიდი ვერაფერი ტბაა სიღრმე 15 მეტრამდე აქვს დაახლოებით, სამაგიეროდ იქვე შორიახლოს არის ზერეს ტბა
ეგ უკვე კაი დიდი ტბაა


აგერ დისლოკაციის სურათი


http://pix.ge/



პოსტის ავტორი: NNN-504 May 2 2010, 21:47

ასპინძა -ახალქალაქის გზიდან ხერთვისთან (ხერთვისის დიდებულ ციხესიმაგრესთან) ვარძიის მხარეს უნდა გადაუხვიოთ, წუნდის ტბა არის სოფელ წუნდასთან (არმისული ვარძიასთან სადღაც 7 კმ-ში)პირდაპირ გზის პირას 20 მეტრში ხელმარცხნივ, პატარა ტბაა, ერთ მხარეს ნაძვნარია, სიგანეში 50-60 მ. სიგრძეში 100-120 მეტრი(პრინციპში ერთი ფეხბურთის მოედნის ხელაა newsmile045.gif ). ტბას მთელ პერიმეტრზე ნაპირიდან 3-4 მეტრში დაყვება კამიშები რაც საშუალებას არ იძლევა დონკით ითევზაო დიდ თევზზე .გამონაკისია ორი ადგილი,ერთი ნაძვნარში გზის პირას , დაახლოებით15-20 მეტრიანი მონაკვეთი საიდანაც შეიძლება დონკაზე თევზაობა(თუმცა სასტავი თუ დაგხვდა ვერ ითევზავებ) და ტბის მეორე მხარეს 4-5 მეტრიანი მონაკვეთი. ამიტომ უნდა იქონიოთ აუცილებლად ნავები!!!შედიხარ ტბაში მოებმევი კამიშებს და გაიხარე.... კლიოვი ძაან მაგარი 3-4 კილოიანი კობრი ჩვეულებრივი მოვლენა იყო... შარშან როგორც ვიცი(ბორჯომელი რიბაკებისგან) საერთოდ კარასის გარდა თევზი აღარ იჭირებოდა(ბედნიერი ერთი ორი გამონაკლისის გარდა)..მაგ ტბის ფანი ვიყავი, თვეში 2-3 ჯერ გავრბოდი თუმცა არც ისე ახლოსაა თბილისიდან დაახლოებით 260 კმ-ია(+- 10კმ).. ...თევზი მოდიოდა წითელ ჭიაზე, გაროხზე, სიმინდზე, თუთაზე.... ტბა იკვებება პატარ პატარა წყაროებით სუფთაა და ცივი... სიღრმე რაც ვნახე 17 მეტრი იყო... მაგ ტბაში თევზის გაჩენას კახელების სიჯიუტეს აბრალებენ newsmile035.gif , როგორც ყვებიან კახელებს ლიფსიტა წაუყვანიათ ახალქალაქში გასაყიდად(ფასზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები) თუმცა ადგილზე რომ მივიდნენ ადგილობრივმა სომეხმა ფასი გაუნახევრა და მეტს არ აძლევდა, თან სხვა სასტავები გააფრთხილა რომ ეგ ლიფსიტა კახელებისგან არ აეღოთ(სომხური სოლიდარობა!!!), გაბრაზდნენ კახელები და უკან გამობრუნდნენ თუმცა გაი-ს(იყო ეგეთი მილიციის დანაყოფი newsmile045.gif ) ტეკზე (რუსთავის ტეკს ეძახდნენ) გააჩერეს და დიდი ფული მოთხოვეს უკან!!! გამოტარებაში(ქართული სოლიდარობა ehh.gif ). სულ გადარეულმა კახელებმა გაარკვიეს უახლოესი ტბა(ქართულ სოფელთან) სად იყო, ღამე მივიდნენ და გაუშვეს წუნდაში კობრის ლიფსიტა....ასე გაჩნდა მაგ ტბაში კობრი...იფიცებიან ნაღდი ამბავიაო...დაეჯერებათ იმიტომ რომ მაგ ტბაში 15 წლის წინ საზანის ჭაჭანება არ იყო!!!!!..

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 2 2010, 22:05

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ამ ტბას თამარის ტბასაც უწოდებენ და მასთან უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული
(ერთ-ერთის შესახებ ჩვენმა მეგობარმა უკვე ისაუბრა) newsmile090.gif

კერძოდ:
ბასიანის ბრძოლის შემდეგ
თბილისისაკენ მომავალ ქართველთა ლაშქარს წუნდელები დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ
დიდი სუფრაც გაშალეს
და ლხინის დროს ერთმა ადგილობრივმა მოხუცმა
დავით სოსლანისა და თამარის სადღეგრძელო უზარმაზარი ყანწით შესვა
გამოცალა ყანწი და სულიც განუტევა
შეწუხდა მეფე და ლაშქარი
თამარმა მკვლელი ყანწი მოითხოვა
ხალხმა გაიფიქრა დალევას ხომ არ აპირებსო
მაგრამ თამარმა სასმისი ტბასთან მიიტანა და მსახურებს უბრძანა წყალში გადაეგდოთ
თან ესეც მიაყოლა:
ჯერ ბრძოლის დროა
ოდეს განცხრომის დრო დაგვიდგეს ქართველებს
მაშინ ამოიღეთ და შესვითო.

ჰოდა ეგ ყანწი ახლა კახელ საზანებთან ერთად ტბის ფსკერზე ცხოვრობს
და იმ საზანისა არ იყოს
არამგონია კაი ხანი ზედაპირზე ამოყვანის დრო დაუდგეს newsmile055.gif

პოსტის ავტორი: NNN-504 May 3 2010, 00:06

ზედა სურათზე ხალხი რომ დგას(ნაძვებს შორის) ეგაა ჩემი ნახსენები პირველი სათევზაო ადგილი newsmile05.gif)ადრე მანდ ელექტრო გაყვანილობის ბოძი იყო... კიდე რამოდენიმე რჩევას დავამატებ წამსვლელთათვის: მწვადის შეწვა თუ მოგინდებათ პრობლემა არაა გირჩებზე(მანდვე ტბის გარშემო შეაგროვებთ) საკაიფოდ იწვება, თუმცა ღამის გასათევებლად კოცონისთვის შეშა პრობლემაა, გირჩევთ ბორჯომში ფოსტასთან (სანატორიუმი მთის ბროლი) ლტოლვილებთან შეიძინოთ შეშა, ტომარა 3 ლარი ღირს, არაყი თუ გიყვართ ასპინძის შEმდეგ სოფლებში შინდის , ჭანჭურის ან თუთის არაყი შეიძინეთ, 0,5ლ -10 ლარი ძვირია თუმცა ცოფია თან გემრიელი...კეთილი მგზავრობაnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: axalcixeli May 4 2010, 11:42

წუნდაზე კიდევ ერთი ლეგენდაა. ვარძიაში თამარის დროს დიდი ოქროს კარები იყოო. მომავალში არ ვიცი ზუსტად როდის ეს კარები მტრის ნადავლი რომ არ გამხდარიყო წუნდაში ჩააგდესო. რამდენი9მე წლის წინ გამიგია, რომ მყვინთავები იყვნენო ჩასული მაგრამ ვერ იპოვნეს ვერაფერი, ლაფიაო დაბლა ძალიან დიდი და ტან ცივა ფსკერზე და ბნელაო.
vot-tak.gif

მაგ ტბას თამარის სარკესაც უძახიან, ადრე კამკამა წყალი ყოფილა, ახლა სამწუხაროდ დაბინძურებულია ტბის ნაპირიც და გარშემო ტერიტორიაც. ძალათ მეთევზეები რასაც ჭამენ და სვამენ მანდვე ყრიან.
საზანი კიდე მარტო მაისის ბოლოს ქვირითობისას გამოდის სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში შეიძლება დაჭერა

პოსტის ავტორი: axalcixeli May 4 2010, 12:12

ადგილობრივების თქმით მაგ ტბაში ორჯერ ჩავარდა მეხი, ალბათ ფსკერზეაო რაიმე ისეთი რაც იზიდავს, თევზს ტომრებით ეზიდებოდნენ თურმე, ბევრი კი გაფუჭდებოდა

ციტატა
სამაგიეროდ იქვე შორიახლოს არის ზერეს ტბა


ეგ ზერეს ტბა კი არა ზრესის წყალსაცავია თანაც წუნდიდან საკმაოდ შორსაა, თუ არ ვცდები სერიოზული თევზია მანდ მაგრამ ვიღაცის არის და არ გათევზავებენ, ყოველ შემთხვევაში ასე გამიგონია. გარკვევა უნდა მაგ საქმეს

პოსტის ავტორი: GAJET Jun 21 2011, 14:21

2 -3 წლის წინ მე პირადად ძალიან "ნაყოფიერად" მითევზავია. მართლა კარგი იყო, თუმცა ეხლა იქაურები ამბობენ რო მაინც ყვებაოო...
ერთმა იქაურმა მითხრა რო ხშირად მეხი ეცემოდა ტბაში. და ამტკიცებდა რო დიდი განძი არისო ფსკერზეო და ამიტომაც ხდება ესეოო.... newsmile05.gif newsmile05.gif
დავაზუსტებ თუ ყვება თევზი და გაგაგებინებთ....

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 21 2011, 14:25

GAJET
ვისთან დააზუსტებ ის ჯერ არ წავიდოდა თან უთქვენოდ

პოსტის ავტორი: axalcixeli Jun 21 2011, 14:44

მაგ ტბაში 100% არის საზანი და იშვიათად სარკისებრი კობრიც. ტბას გარშემო სულ ლელები აქვს, მაგრამ არის პატარა თავისუფალი ადგილებიც სათევზაოდ. ტბა პატარაა, მაგრამ ძალიან ღრმა 11 მეტრზე მეტს აღწევს. საზანზე თევზაობა თუ იცი და გამოცდილება გაქვს დიდი შანსია დაიჭირო. მაქაურ საზანს უყვარს სიმინდი და მოხარშული კარტოფილი, კოპტონზე არ მოდის. ჩემი ახლობელია მაქაური მაგარი მეთევზეა ის იჭერდა ხოლმე ყოველთვის ძირითადად ტივტივაზე.

http://pix.ge/

აი ეს არის წუნდაში დაჭერილი. ტივტივაზე მოხარშული კარტოფილით.

ფსკერი ბალახიანია, ამიტომ ფსკერულით არ თევზაობენ

პოსტის ავტორი: GAJET Jun 23 2011, 16:32

ნიკა

ციტატა(nika @ 21st June 2011 - 15:25) *
GAJET

ის აწი ნაკლებად წავა, მარა მაგისგან გავიგებ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 29 2015, 04:42

აბა ამ ტბაზე წელს ხომ არ ყოფილხართ ვინმე? რა ხდება, იჭირება თევზი ნეტა?

პოსტის ავტორი: XACHASABA Apr 29 2015, 20:38

მე ვიკავი მაგრამ არაფერი სახარბიელო 7 ცალი კარასი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)