Air Arms TX200 MK3, მცირე მიმოხილვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Air Arms TX200 MK3, მცირე მიმოხილვა |
Nov 21 2009, 18:24
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
გთავაზობთ მორიგ თარგმანს,საკმაოდ საიტერესო და მაღალი ხარისხის ზ.პ.დ. შაშხანაზე. როგორც იტყვიან ბედმა გამიღიმა და მომცა შესაძლებლობა შემეძინა Air Arms TX 200 MK3 –ის FAC ვერსია( სრული სიმძლავრის , ევროპაში სიმძლავრეები შეზღუდულია პნევმატიკაზე , 7,5 ჯოული არის თავისუფალ გაყიდვაში , 16 ჯოულამდე იარაღს გაფრომე სჭირდება უფრო მეტი სიმძლავრის მქონე პნევმატიკის (FAC) შესაძენად უკვე ცალკე რაღაც საბუთებია საჭირო ). რათქმაუნდა ისევ ჩემი უკრაინელი აირგანერი მეგობრების წყალობით .
ძირითადი ტექნიკური მონაცემები კალიბრი – 4,5 მმ მთლიანი სიგრძე – 1050 მმ ლულის სიგძე – 370 მმ მასა – 4,1 კგ ავტამატური მცველი – არის ცილინდრის ჩამკეტი – არის ხმის მოდერატორი – ინტეგრირებული 3 კამერიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე ( მწარმოებლის მიერ მითითებული) – 283მ/წმ ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – JSB 0.547 გრამი – 278 მ/წმ ( ენერგია 21,13 ჯოული) ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – JSB 0.67 გრამი – 251 მ/წმ ( ენერგია 21,1 ჯოული) ტყვიის საწყისი სიჩქარე (რეალური) ტყვიებით – Diana Rastatt 0,69 გრამი 242 მ/წმ (ენერგია 20,2 ჯოული) მწარმოებლის საიტი – www.air-arms.co.uk აჰა შევიძნე ჩემი „ოცნებაც“ , ამ იარაღის ყიდვა მინდოდა ჯერ კიდევ მანამდე სანამ HW 97K–ს ვიყიდდი, მაგრამმაშნ არ იყოს ამის საშუალება და ამიტომაც ვიყიდე HW 97K(ვაირაუხი). მოკლედ ამ შაშახანას განვიხილავ HW 97K–სთან ერთად რადგან ისინი მსგავსნი არიან როგორც დიზაინით ასევე ტექნიკური მონაცემებითაც , თუმცა წინასწარ მინდა ავღნიშნო რომ ისინი მაინც განსხვავებული შაშხანებია. აქვე მინდა ავღნიშნო რომ არანაირი დაშლა და რეგულირება არ ჩატარებულა არც ერთ შაშხანაზე და ორივე არის როგროც იტყვიან პირდაპირ „ყუთიდან“ . სასხლეტი მექანიზმი პირველი რაც გხვდება თვალშ და გამახსოვრდება როცა ამ შაშხანას პირველად დაინახავ ეს არის სასხლეტი მექანიზმი, სასხლეტი TX 200–ზე ოდნავ უფრო ახლოს არის კონდახის პისტოლეტურ ტართან ვიდრე ეს არის HW 97k–ზე. რის გამოც კიდევ უფრო კომფორტული ხდება სროლა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის საოცრად რბილი და აქვს მოკლე სვლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა , როცა პირველი 500 ტყვია გავისროლე ცოტა პრობლემები შემექმნა ჯგუფურობასტან დაკავშირებიტ , ამიტომ ავიღე ჩემი HW 97k(ვაირაუხი) და ვცადე ამიტ მესროლა , რაოდენ გაკვირვებული დავრჩი როდესაც ერთი ორჯერ „ვერ მოვახერხე“ ვაირაუხიდან გასროლა მეგონა რომ სასხლეტი „გაიჭედა“ , სიმადვილეშ არ გაჭედილა რათქმაუნდა მაგრამ TX 200–ზე სროლისას იმდენად მცირე დაწოლა სჭრიდებოდა სასხლეტს იმისათვის რომ გასროლა მოგეხდინა , ეს ვაირაუხის სასხლეტი ( რომელსაც მანამდე ვთვლიდი ერთ ერთ საუკეთესო სასხლეტად და არა მარტო მე იგი მართლაც საუკეთესოა) უკვე საკმაოდ „მძიმე“ მომეჩვენა. ნუ მე რათქმაუნდა ვლაპარაკობ ორივე შაშხანაზე პირდაპირ „კოლოფიდა“ რასაკვირველია ვაირაუხის სასხლეტის შეგიძლია დაამსუბუქო ასეთ კონდიციამდე რეგულირების საშუალებით ( ამის შესაძლებლობა კი ნადვილად აქვს მის სასხლეტს) მაგრამ აქ საუბარი მიდის ქარხნულ რეგულირებაზე , ამ ასპექტში TX 200–ის გაცილებიტ მაღლა დგას, იგი იდეალურია . შედარებისთვი მისის სახლეტი ძალიან გავს ИЖ-46М–ის სასხლეტს. გადასატენი რიჩაგი გადასატენი რიჩაგი დაფიქსირებულია პატარა შარიკით. იმისთვის რომ მოძრაობაშ მოვიყვანოთ გადასატენი რიჩაგი საკმარისია უბრალოდ დავქაჩოტ იგი დაბლა . ვაირაუხის შემთხვევაშ კი საჭიროა ლულის დაბლა მყოფი ფიქსატორის თავზე ღილაკის დაჭერა. პრინციპში არც ერთი კონსტრუქცია არ არის ერთმანეტზე უკეთესი რამით ან უარესი , ორივე საკმაოდ გონივრული და საიმედოა. უნდა აღნიშნოს რომ რიჩაგზე დაწოლა გადატენისას TX 200–ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ვაირაუხზე თუმცა რიჩაგის „მუშა“ სვლა უფრო მეტია . მცველი მცველი TX 200–ზე განტავსებულია იმავე ადგლას და მუშაობს ზუსტად იმავე პრინციპით როგორც ეს არის ვაირაუხზე . ერთად ერთი განმასვავებელი და ულაპარაკოდ დიდი პლიუსი ის არის რომ , გადატენის შემდეგ შეგიძლია მოხსნათ მცველიდან იარაღი დავაჭიროთ სასხლეთს ხელი ისე რომ თან გადასატენი რიჩაგი ხელშ გვეჭიროს და შაშხანა „მოვხნათ“ საბრძლო მდგომარეობიდან ანუ მარტივად რომ ვთქვათ ზამბარა დაბაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. ასეთი რამის გაკეთება ვაირაუხზე შეუძლებელია. ცილინდრის ჩამკეტი ამ მექანიზმს მვთვლი ძალიან სასარგებლოდ, ადვილად გამოსაყენებლად და მოკლედ კარგ რამედ , ეს არის ის რაც თქვენ ცერა თითს დაიცავ მოწყვეტისაგან იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით შაშხანა გაგივარდათ ტყვიის ლულაში ჩადებისას. . იგი ბლოკირებას უკეთებს ცილინდრ და სანამ იმ ბერკეტს არ დააჭერ ხელს მანამდე გადასატენ რიჩაგს თავის ადგილზე ვერ დააბრინებ რომ შაშხანა დაკეტო. ისე არც ვაირაუხს აწყენდა ეს ბერკეტი |
|
|
Nov 21 2009, 18:25
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 53 რეგისტრ.: 2-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
......
|
|
|
Nov 21 2009, 18:25
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
გადამშვები
ზუსტად ისე გადაწყვეტილი როგორც HW 97K–ში , მაგრამე რთი განსხვავებიტ აქ ცილინდრზე რაღაც გაუგებარი შავი გაიკაა მიმაგრებული , ჩემი ვარაუდით ამის საშუალებით ხდება გადამშვების მოხსნა შაშხანის სრული დაშლის გარეშე, მდაა............. სად ვეძიო ეხლა ესეთი კლუჩი ჰა? დასატენი ფანჯარა და ტყვიის შესასვლელი დასატენი ფანჯარა TX 200–ზე გავს უფრო Diana ტიპის შაშხანებისას რადგან ვაირაუხზე ეს ფანჯარა არის ერთ დონიანი და როგორც მემარჯვენეს ისე მემარცხენეს შეუძლია იგი ერთნაირი კომფორტით გამოიყენოს, აქ კი მემარცხენეებს ცოტა დისკომფორტი შეექმნებათ . თუმცა არსებობს ვერსიები ცაციებისტვისაც . უნდა ავღნიშნო რომ ვაირაუხშ უფრო მიადვილდება ტყვიის ჩადება ვიდრე ამ შაშხანაში , მაგრამ ეს დასატენი ფანჯრის უნივერსალური კონსტრუქციის გამო სულაც არ არის , უბრლოდ ვაირაუხს გაცილებით ზევით აქვს „აწეული“ ლულა TX 200–თან შედარებით. ტყვიის შესასვლელი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , იგი ისევე როგოც ვაირაუხზე სწორად და ხარისხიანად არის შესრულებილი და მომხმარებლის ჩარებას არ საჭიროებს ინტეგრირებული ხმის მოდერატორი და ლულის კვეთის ფასკა ამ მოდელზე ლულის წინა პრობკა არ იხსნება იგი ერთი მთლიანი შრაუდერია რომელიც მთელს ლულას ფარავს ბოლომდე. შიგნით ჩახედვისას შეიმჩნება ორი თეთრი პლასმასის ტიხარი ( სავარაუდოდ ფლოროპლასტის) , რომელიც მოდერატორის კამერის კედლების ფუნქციას ასრულებენ , ასე რომ ვიღებთ 3 კამერიან მოდერატორს , რომელიც ვერ ვიტყვი რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობს თუმცა ხმას აშკარად უფრო სასიამოვნო ხდის ყურისთვის . ვაირაუხთან შედარებით ოდნავ დაბალი და მოგუდული ხმა აქვს ისე კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ეს განსხვავებაც 10 მეტრის მანძილზე უკვე ქრება. ლულის კვეთის ფასკა კარგია, სყფთად და აკურტულად არის დამუშავებული. კონდახის ერგონომიკა და დამაგრება კონდახის დამუშავების ხარისხი TX 200–ზე იდეალურია და მაღლ დონეზეა შესრულებული. ძლიან კარგად არის გაკეთებული „ნასეჩკები“ და სასიამოვნო შესახედია. ეს კონდახი არის მხოლოდ მემარჯვენეებისთვს განკუთვნილი გარდა სალოყისა რომლიც ამ კონკრეტულ ეგზემპლიარს მემარჯვენებიისტვის კგანკუთვნილ მახარეს აქვს ასევე პისტოლეტური ტარის ისე გაკეთებული რომ მემარჯვენეს შეუქმნას სროლისას მაქსიმალური კომფორტი , ხოლო ცაციას ძალიან გაუჭირდება ამითი სროლა . ვაირაუხის კონდახიც ძალიან მაღალ დონეზე და ხარისხიანად არის დამუშავებული , მაგრამ უფრო უნივერსალურია და როგორც მემარცხენესტვის ისე მემარჯვენესთვის ვაირაუხიდან სროლა ერთნაირად კომფორტულია. ანუ არაფრით უარესი არ არის TX 200–ზე მაგრამ TX–იდან სროლა მემარჯვენისთვის ერთმნიშვნელოვნად უფრო კომფორტული იქნება ვიდრე ვაირაუხიდან. კონდახის წინა ვინტები ორივე შაშხანაზე ერთნაირი სქემით არის დამაგრებილი და არანაირი ლუფტი არ არის აი TX 200–ის და ვაირაუხის კონდახის პისტოლეტური ტარები , ჰო დაახლოვებიტ 2000 გასროლის შემდეგ ისინი პრიალს იწყებენ ამიტომ ეს ერთ ერთი გამომდგარი მეთოდიი ნახმარი შაშხანის ყიდვისას იმის გასაგებად ტუ დაახლოვებით რამდენია ნასროლი ამ შაშხანიდან TX 200–ზე სროლა სულ თავიდან როცა შაშხანა მოვიტანე სახლშ დავიწყე JSB Heavy–ი ტყვიების სროლა, სამიზნე იყოს 25 მეტრზე და სროლა მიდიოდა ეგზოტიკური საყრდენიდან ( სკამი, ზედ ტაბურეტკა და ამ ტაბურეტკაზე დახვეული კურტკა ) პირველმა სროლებმა ვერ გამაკვირვა სუპერ სიზუსტით მაგრამ ტავისუფლად ვჯდებოდი 15 -20 მმ–ში პირველი 500 გასროლის შემდეგ ცოტა შევეჩვიე შაშხანას და რეზულტატიც გაუმჯობესდა მოდევნო და მომდევნო სროლები შედეგები კიდევ უფრო უმჯობესდებოდა აი TX 200–ის და HW 97K–ის შესადარებლად პატარა ტესტი გავაკეთე , ლიდერი ჯერ ჯერობით ვერ გამოვავლინე. ტანაბარნი არიან . მაგრამ აი ტყვიების შერჩევაზე კი ღირს ყურადღების გამახვილება. ვისროდი 0.547 გრამიანი JSB –ს ტყვიებიტ ( მძიმე ტყვიები ამ დროისატვის გამითავდა) ამ ტყვიებს ვაირაუხი ასე თუ ისე „ამუშავებს“ და მიზანშიც ისვრის მაგრამ აი რაც შეეხება TX 200–ს ეს ტყვიები აშკარად არ მოეწონა. ავდექი და ავიღე ჩემი ტყვიების მარაგიდან 0.69 გრამიანი Diana Rastatt–ი და მაშნვე გაუმჯობესდა შედეგი და ასევე სტაბილურად გაგრძელდა. მოკლედ TX 200–ს მჩატე ტყვიები აცთუისე მოსწონს მიუხედავად იმისა რომ მათგან შაშხანა მაქსიმალურ ენერგიას „წურავს“. აი კიდევე რთი პატარა ტესტი, პირველ სამიზნეზე ნასროლია რბილი საყრდენიდან მარცხენა ხელის მიხმარების გარეშე ხოლო დანარჩენ როზე კი ორივე ხელიტ მეჭირა შაშხანა. ეს არის ვიდეო პნევმატიკურ სამყარაში საკმცნობილი არაპროფესიონალი მიმომხილველის http://vidego.multicastmedia.com/player.php?v=dd4740op მოკლედ რა შეიძება ითქვას ამ შაშხანაზე? იგი მაღალი დამუშავება ხარისხისაა, ბალანსი იდეალურია, გამოყენებული მასალებიც მაღალი ხარისხისაა , ძალა საკმარისზე მეტი აქვს , ზუსტია , და არც ფასი იკბინება ძალიან . მოკლედ ფასი ხარისხის ფარდობით ეს შაშხანა ერთ–ერთი საუკეთესოა. |
|
|
Nov 21 2009, 18:37
პოსტი
#4
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 15-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჯორჯიკ რა ღირს ეს სიკარგე??
ისე საღოლ შენ ძმაო! ჩინური ფორომიდან თარგმნი ხო? |
|
|
Nov 21 2009, 19:04
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
რა ღირს ეს სიკარგე? 570$ პირამიდზე + ჩამოტანა + განბაჟება ( ალბათ) http://www.pyramydair.com/p/air-arms-tx-200-air-rifle.shtml ლოიდთან 316 ფუნტი + 50 ფუნტი ჩამოტანა + განბაჟება ( ალბათ) http://airgunbuyer.com/Showproducts.asp?ca...%20Air%20Rifles ისე საღოლ შენ ძმაო! ჩინური ფორომიდან თარგმნი ხო? შენ ეხლა გატრაკებას მაეშვი გაიგე? , მეც ვიცი რომ რუსული ყველამ იცის მაგრამ ქართული რესურსი არ გინდათ რომ გქონდეთ? ან ყველამ იცის ის საიტები საიდანაც ჩვენ ვთარგმნით? |
|
|
Nov 21 2009, 20:52
პოსტი
#6
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 206 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflisi :D |
|
|
|
Nov 21 2009, 23:45
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
geojorjika
ჩემპიონ ჩინეთა |
|
|
Nov 22 2009, 01:19
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 15-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
geojorjika
კარგი რაააა არა ტო სხვა ნაირად გამიგე! იმიტო გითხარი ჩინურიდან თარგმნი მეთქი რო უფრო მუღამი ექნებოდა წარმოდიგინე ვინე შემოდის და კითხულობს რომ როჟამ ჩინურიდან გადმოთარგმნა ამხელა სტატია! რათქმაუნდა ჯობია რომ ქართული რესური გვქონდეს და ნუ მეჩხუბები ვააახ პ.ს წავა ეხლა აიღებს ფაუსტს დიაწყებს სროლას გამიშვით უნდა მოვკლაო |
|
|
Nov 27 2009, 18:33
პოსტი
#9
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 27-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვინმემ მირჩიეთ, რომელი ჯობია, ცო2 ტუ ზამბარიანი? ამ ცო2-იანს რომ ყიდულობ დასატუმბი მოყვება? და კიდევ, ოპტიკიანად და დასატუმბიანად 600 ლარად ნორმალურს ვიყიდი რამეს ისეთს ნადირობა რომ შეიძლებოდეს?
|
|
|
Nov 27 2009, 19:47
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
aresaaa
ჯერ კეთილი იყოს შენი ფეხი , მეორეც რჩევა დარიგებისთვის ჯობდა ახალი თემა გაგეხნა , მესამე CO2 და PCP-ი სხვა და სხვა რამეა მოდი აი ეს წაიკითხე და შენით მიხვდები http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=59 http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=51 http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=53 |
|
|
Nov 27 2009, 23:24
პოსტი
#11
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
geojorjika
რა იეღოვას მოწმესავით ხარ რა... ვინმეს რამე წამოსცდეს და ეტაკები ეგრევე და სტენი აირგანის ლინკებს მე პიემში მივწერე კაი ხნის წინ, მგონი შევაშინეთ :S |
|
|
Nov 27 2009, 23:25
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
Davitus
მეზარება ყველასტვის ერთი და იგივეს ახსნა , და ჯობია თვითონ წაიკითხონ |
|
|
Nov 28 2009, 01:11
პოსტი
#13
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 206 რეგისტრ.: 24-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tiflisi :D |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 19:41 |