desert eagle - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
desert eagle, დანიშნულება: ნადირობა, სპორტი, სილუეტებზე სროლა
xishnika
პოსტი Feb 27 2012, 17:45
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



მჭიდის ტევადობა ყალიბის მიხედვით————————-9 (.357), 8 (.44) ან 7 (.50)
წონა (გრ)———————–1750
”desert eagle” ისრაელში შეიქმნა,ქალაქ მინეაპოლოსში 1979 წელს სამმა მონდომებულმა და მოტივირებულმა ადამანმა დააფუძნეს კომპანია Magnum Research Inc. მიზანი: შექმნილიყო .357 მაგნუმზე გათვლილი ავტომატური პისტოლეტი.
მოკლედ იდეა იყო გასაგები და ტექნიკური საკითხებზე მომუშავე ბერნარდ უაიტმა 1983 წელს შეიტანა განაცხადი პატენტზე ახალ ავტომატურ პისტოლეტზე. ძირითადი პეწი ახალი სისტემის იყო ავტომატიკის სისტემა, რომელიც ადეკვატური იქნებოდა უფრო მოიერიშე შაშხანაში ვიდრე პისტოლეტში. გადატენისას პისტოლეტი იყენებდა აირების უკუქცევის ძალას. დგუში განლაგებულუ ლულის ქვეშ, აირების ზემოქმედებით აწვებოდ საკეტს და ხსნიდა მას (საკეტი არის ბრუნავი) და ახდენდა გასროლილი მასრის ექსტრქციას. შემდეგ საკეტი ბრუნდება წინ და აწვდის მორიგ ვაზნას. საკეტი იკეტება სამ საბრძოლო “უპორზე”. სწორედ ასეთი სისტემის გამო დეზერტ იგლს გააჩნია ტრაპეციის ფორმა, ვინაიდან დენთის აირების სისტემა თავისი დგუშით დგუშით განლაგებულია ლულის ქვევით ხოლო ორი საბრძოლო ზამბარა გვერდიგვერდ.

ოფიციალური ვერსიით კომპანიამ, არასკამარისი გამოცდილების გამო ვერ შეძლო ბოლომდე დაეხვეწა კონსტრუქცია და უკვე ამ პერიოდში საქმეში ჩაერთი ყველასთვის ალბათ ცნობილი კომპანია IMI (იზრაელ მილიტარი ინდსატრის) სადაც მოხდა კონსტრუქციის დახვეწა და 1985 წელს პირველი სერიული პისტოლეტის იქნა გამოშვებული. ამავე დროს პარალელურად აღებულ იქნა მეორე პატენტი პისტოლეტის კონსტრქუციაზე. გარკვეული დრო პისტოლეტი გამოდიოდა ისრაელში მაგრამ შემდგომ კომპანიამ გადმოიტანა წარმოება აშშ-ში და ამავე დროს დაიწყეს ახალი მოდიფიკაციის ეწ მარკ XIX გამოშვება, რომელიც განსხვავდება იმით რომ ლულაზე არის განლაგებული სამაგრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა და სხვა ოპტიკური სამზინეების დაყენებას. სხვა და სხვა მოდელების შორის არის განსხვავება, ზომებში, ბოლო მოდიფიკაცია ანუ პლატფრომა XIX განსხვავდება იმით, რომ არის გათვლილი .50AE და მასზე შეიძლება ნებისმიერი სხვა საკეტის, ლულის და მჭიდის გამოყენება, რომელსაც უშვებს კომპანია. ანუ პლატფორმა არის გეჯა, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, რომელზეც ყენდება სურვილის მიხედვით, სასურველი კალიბრის, ლულა, საკეტი და მჭიდი. ადრინდელი მოდელები უფრო სუსტი კალიბრით შედარებით “პატარა” ზომებისაა და მათი ნაწილები არ არის ცვლადი უფრო მსხვილი კალიბრის მოდელებთან და XIX პლათფორმასთან


ამერიკაში პისტოლეტს ამზადებდა დაკვეთით კომპანია საკო დეფენს, ხოლო მისი მფლობელის შეცვლის შემდეგ წარმოება კვლავ გადატანილი იზრაელში სადაც ის დღემდე იწარმოება. მითი იმაზე რომ დეზრტ იგლი ყველაზე ძლიერი პისტოლეტია არა არი სინამდვილე რადგან არსებობს პისტოლეტები უფრო ძლიერ კალიბრებზე და არსებობს რევოლვერები გაცილებით უფრო ძლიერ კალიბრებზე მაგ. უალდი და აუტომაგი და ასე შემდეგ, რომლებიც იყენებენ იგივე და უფრო ძლიერ ვაზნებს ვიდრე დეზერტ იგლი, თუმცა იმის და გამო რომ დეზერტ იგლი უფრო დახვეწილია და კომფორტული და უფრო ტრადიციული კონსტრუქცია აქვს, ის დღემდე ცოცხალია და კარგადაც იყიდება.. ისე წარმოდგენა, რომ შეგექმნათ პისტოლეტის შესაძლებლობებზე უნდა ითქვას, რომ .50AE ენერგია შეადგენს 1450 ჯოულს, შედარებისთვის .223 რემინგტონის ენერგია გახლავთ 1870 ჯოულს, ხოლო .357 მაგნნუმის ენერგია “მხოლოდ” 700, 9X19 ლუგერის 500-600.. დეზერტ იგლი იყენებს თითქმის ძლიერ რევოლვერის ვაზნებს .44 და .357 მაგნუმებს და ასევე გააჩნია ორიგინალური კალიბრი.

გარკვეული გამოყენება აქვს დეზერტ იგლს როგორც სანდირო და სპორტულ იარაღს,მას არ იყენებენ სპეც სამსახურები და სხვა და სხვა სპეციფიური სამსახურები რადგან კილო ნახევრიდან ორ კილოგრამამდე წონის პისტოლეტი, ძალიან დიდი ზომის ვერასდროს ვერ იქნება კარგი სამოქალქო ან სპეციალური დანიშნულების იარაღი და რა თქმა უნდა “სამსახურეობრივი”.
უნდა აღინიშნოს რომ იერიხოს პისტოლეტების მოდელები ვიზუალურად წააგავს დეზერტ იგლს და ეტყობა წმიდა მარკეტინგული თვალსაზრისით კომპანიამ ჩათვალა, რომ მათი მსგავსობა შეიძლება მომგებიანი იყოს. სხვა და სხვა დროს იერიხოს პისტოლეტები იყიდებოდა როგორც უზი იგლ, ბები იგლ, ბები დეზერტ იგლ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეზერტ იგლის ფასი სულაც არ არის დიდი, ახალი იარაღი ჯდება სადღაც 1200-1500 დოლარი, მეორადი გაცილებით ნაკლები.
Jericho 941 (baby Eagle)


ინფორმაცია აღებულია საიტიდან armada.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 28 2012, 14:35
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ეს ჩემი დაწერილი სტატიაა, ჩემ ბლოგზე და არმადამ დააკოპირა და წყარო არ მიუთითა

სტატიას პირველი აბზაცი აკლია, გამოდის რომ მინეაპოლისი ისრაელშია ეს კიდე ამერიკული ქალაქია



არმადას მე ცალკე დაუკავშირდება და ახსნა განმარტებას მოვთხოვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2012, 18:32
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ციტატა(Shooter @ Feb 28 2012, 15:35) *
ეს ჩემი დაწერილი სტატიაა, ჩემ ბლოგზე და არმადამ დააკოპირა და წყარო არ მიუთითა

სტატიას პირველი აბზაცი აკლია, გამოდის რომ მინეაპოლისი ისრაელშია ეს კიდე ამერიკული ქალაქია



არმადას მე ცალკე დაუკავშირდება და ახსნა განმარტებას მოვთხოვს

ჩემს მიერ დაწერილი ინფორმაციის ძირიოთადი წყარო აღებულია არმადადან და ვორლდგანიდან,თქვენ ბლოგთან საერთოდ შეხება არ მქონია და არც ვიცი რომელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2012, 18:38
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ისე ძაან მაგარიუ იარაღია რა
აი კიდევ ახალი სურატები


ესეც ჩვენი ერტ ერთი საყვარელი თამაშიდან


ეს იარაღი გულგრილს ალბათ არავის არ დატოვებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 28 2012, 19:02
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(mengreli @ Feb 28 2012, 19:32) *
ჩემს მიერ დაწერილი ინფორმაციის ძირიოთადი წყარო აღებულია არმადადან და ვორლდგანიდან,თქვენ ბლოგთან საერთოდ შეხება არ მქონია და არც ვიცი რომელია



არმადამ ბანალურად მოიპარა ჩემი სტატია და განათავსა თავის ვებ გვერდზე.

აქ კიდე ჩემ დაწერილს ნამდვილად ვცნობ newsmile05.gif

ა ბატონო ოროგინალი სტატია

http://shooterscentral.ge/?p=216

და თემა სადაც ის გამოქვეყნდა პირველად

http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=25&am...t=desert#p90180
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2012, 19:44
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ციტატა(Shooter @ Feb 28 2012, 20:02) *
არმადამ ბანალურად მოიპარა ჩემი სტატია და განათავსა თავის ვებ გვერდზე.

აქ კიდე ჩემ დაწერილს ნამდვილად ვცნობ newsmile05.gif

ა ბატონო ოროგინალი სტატია

http://shooterscentral.ge/?p=216

და თემა სადაც ის გამოქვეყნდა პირველად

http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=25&am...t=desert#p90180

გასაგებია შუთერ აი ზუსტად ეგრე წერია არმადაზე უბრალოდ მე მითები არ ჩამომითვლია და ცოტა ლიტერატურული მოდიფიცირება დავუკეთე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 28 2012, 21:07
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mengreli

როცა რამეს აკოპირებ და წყაროს უთითებ არანაირი მოდიფიცირება არ სჭირდება, ახლა კოპირაითის წესები და გაკვეთილები ჩაგიტაროთ კაცო, აწი ნუღარაფერს ნუ დააკოპირებ, არ არის საჭირო

გასაგებია, რომ რაღაც პოსტი გინდა შემატო, მაგრამ იმდენ გაუგებრობებს იწვევს შენი დაკოპირებულ-მოდიფიცირებული თემები რომ ვაი დედა... მოკლედ შეეშვი, ადამიანურად გთხოვ ჯერ

დაბადების თარიღი 1987 წელი გიწერია და 14-15 წლის ბავშვის შთაბეჭდილებას კი ტოვებ ან IQ-სთან ვერ ძმაკაცობ სათანადოდ

ყველა პოსტში დევნას ვერ დაგიწყებ, მსგავსი გაუგებრობა ან დეზინფორმაცია გაკეთდება შენი ნიკის მეშვეობით და 10 დღიანი ბანი გარანტირებული გაქვს

მატივისცემით, მე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Feb 28 2012, 21:54
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ციტატა(Davitus @ Feb 28 2012, 22:07) *
mengreli

როცა რამეს აკოპირებ და წყაროს უთითებ არანაირი მოდიფიცირება არ სჭირდება, ახლა კოპირაითის წესები და გაკვეთილები ჩაგიტაროთ კაცო, აწი ნუღარაფერს ნუ დააკოპირებ, არ არის საჭირო

ორ წყაროდან რო ვიღებდი ინფორმაცია ერთმანეთს თუ არ შევუწყვე ტექსტი ზუსტად სიტყვა სიტყვით გადმოტანილი ცოტა ულამაზო იქნებოდა

ციტატა(Davitus @ Feb 28 2012, 22:07) *
mengreli


გასაგებია, რომ რაღაც პოსტი გინდა შემატო, მაგრამ იმდენ გაუგებრობებს იწვევს შენი დაკოპირებულ-მოდიფიცირებული თემები რომ ვაი დედა... მოკლედ შეეშვი, ადამიანურად გთხოვ ჯერ

დაბადების თარიღი 1987 წელი გიწერია და 14-15 წლის ბავშვის შთაბეჭდილებას კი ტოვებ ან IQ-სთან ვერ ძმაკაცობ სათანადოდ

ყველა პოსტში დევნას ვერ დაგიწყებ, მსგავსი გაუგებრობა ან დეზინფორმაცია გაკეთდება შენი ნიკის მეშვეობით და 10 დღიანი ბანი გარანტირებული გაქვს

მატივისცემით, მე!

მე თემა შევქმენი და არანაირი გაუგებრობა და დეზინფორმირება არ შემომიტანია საიტზე,აღნიშნულ იარაღე თითქმის ეგეთი ინფო დევს ვორლდგანზე და იმას ხომ არ დავუწყებთ ძიებას ვინ საიდან,როგორ და სად გადაიტანა ეგ ინფო,საერთო ინფორმაცია ყველასათვის საერთოა რომელიც არ არი დაცული საავტორო უფლებით,ამ და ბევრ სხვა თემაზე განსაკუთრებულს და ორიგინალურს ვერავინ ვერ დაწერს თუ რა თქმა უნდა იარაღის გამომგონებლებს არ მოვიწვევთ,ასე რომ ჩემი აზრით თემის გაფუჭებას ჯობია რომ თემის გარშემო ვისაუბროთ,განვავრცოთ,აქ ხომ მაგისთვის ვართ რომ ერთმანეთს გამოცდილება,ცოდნა და ინფორმაცია გავუნაწილოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Feb 28 2012, 21:59
პოსტი #9


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



mengreli

საიდანაც მიგითითეს, იქიდან დააკოპირე, ჩაასწორე შენი პირველი პოსტი (პირველწყაროც მიაწერე) და დანარჩენს მივაშლი, თუარადა მთლიანად წაიშლება თემა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Mar 7 2012, 17:52
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



წაშალეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:43