IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :)))
megreli
პოსტი Jun 10 2015, 02:57
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით! newsmile041.gif

2015 წლის 7 ივნისს წალკაში ჩატარდა საქართველოს სეტერ კლუბის მესამე შეჯიბრი-გამოყვანა.
შეჯიბრს მსაჯობდნენ ექსპერტები: გია ადგიკაშვილი და ნოდარ როსტიაშვილი.



შეჯიბრში მონაწილეობდა 9 დიპლომირებული ძაღლი. გამოყვანაში 5 უდიპლომო. პირობები იყო ნორმალური, ბალახი კარგი სიმაღლის, მწყერიც საკმაოდ.
სამწუხაროდ ბოლო მომენტში გამოგვაკლდა 4 საინტერესო ძაღლი. მიუხედავად ამისა შეჯიბრებამ ჩვენთვის საინტერესოდ ჩაიარა.
9-დან 6-მა აიღო მესამე ხარისხის დიპლომი. 5 უდიპლომოდან 2-მა აჩვენა დადებითი მუშაობა და აიღეს მესამე ხარისხის დიპლომები.
დანარჩენი 3 გამოეკიდა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნია ანრი ლაცაბიძის ძუ. იმუშავა კარგი სისწრაფით,
აჩვენა კარგი ყნოსვა, თუმცა გამოეკიდა. მომხიბლავი სტილით დასამახსოვრებელი იყო ლუკა კობალავას ძუ, სამწუხაროდ ისიც გამოეკიდა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეორე შეჯიბრია, სადაც თავისი საკვებით სეტერ კლუბს ასპონსორებს ესპანური ფირმა "ბონმასკოტა"
და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.



შეჯიბრში მონაწილე ძაღლებიდან პირველზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ყველასათვის ცნობილი,
გამოცდილი "ჯიმი" 77 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.



მეორეზე გავიდა ლაშა თევზაძის "რიჩი" 76 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.
წელს მისი მეორე დიპლომია მაღალი ქულებით. პატრონიც და ძაღლის კარგ ფორმაში არიან.



მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ბადრი ცატავას "მესი" 75 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით,
აქედან ყნოსვაში 19 ქულით. აჩვენა 3 დადებითი მუშაობა, ორჯერ გადამჯდარზე.



მეოთხეზე გავიდა გიორგი მეტრეველის "გუფი" 71 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა დამაჯერებელი მუშაობით.

მეხუთე ადგილზე გავიდა ირაკლი ტყებუჩავას "ლანა" 70 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 17 ქულა.

მეექვსეზე გავიდა რამაზ კენჭიაშვილის "ჯუსი" 68 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.


ესეც სამივე პრიზიორი ერთად



შეჯიბრმა დაგვანახა ჩვენი სეტერების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. იმედი მაქვს შემდეგ შეჯიბრზე, რომელიც სავარაუდოდ
შემოდგომაზე ჩატარდება და რამდენიმე ახალგაზრდა ძაღლის დამატებას ველოდებით კიდევ უფრო სრულ სურათს მივიღებთ სეტერების არსებულ მდგომარეობაზე.









დაწყება მიჭირს,მერე ვერ ვჩერდები wtfg.gif
ჰოდა...
ამა წლის 7 ივნისს წალკაში გაიმართა სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება,ღონისძიება დაყოფილი იყო ორ ძირითად ეტაპად(რამოდენიმე კლასგარეშე ეტაპი იყო და ფოტოებში ვრცლად გამოჩნდება),პირველ ეტაპზე ტარდებოდა შეჯიბრი დიპლომირებულ ძაღლებს შორის,რომლებიც პირველობისთვის ასპარეზობდნენ,მეორე ეტაპზე კი უდიპლომო სასიძო-სარძლოები დიპლომისთვის ცდიდნენ თავიანთ და მფლობელის შესაძლებლობებსnewsmile05.gif
დათქმულ დროს და ადგილას შეიკრიბნენ მონაწილეები,ორგანიზატორები,ე
ქსპერტები და უბრალოდ ამ საქმის მოყვარულები,დავიძარით შეჯიბრის ადგილისკენ,შეჯიბრის იდეალურად ჩატარებას კი არაფერი უშლიდა ხელს,მშვენიერი ამინდი იყო,ძაღლებისთვის კარგი სამუშაო პირობები და საკმაო რაოდენობით ფრინველი(შეჯიბრის დაწყებამდე მწყერის ხმა ყველა მხირდან ისმოდა)ჩატარდა კენჭიყრა და დაიწყო შეჯიბრი,
ცოტა ფოტოებიც და გაგრძელებაც იქნება...




























































хостинг картинок для форумов
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- megreli   სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015   Jun 10 2015, 02:57
- - megreli   შეჯიბრმა კი საკმაო...   Jun 10 2015, 03:07
- - megreli   და ბოლოს... მადლობა ...   Jun 10 2015, 03:24
- - megreli   ნუ...არც ეგრე იყო სა...   Jun 10 2015, 03:31
- - ჭალიმგელა   გუფი არაა არცერთ ს...   Jun 10 2015, 03:40
- - დაქსი   გილოცავ გიო შენი ე...   Jun 10 2015, 03:48
- - megreli   ციტატა(Chalimgela @ 10th June 201...   Jun 10 2015, 04:08
- - ჩელე   ვულოცავ გამარჯვებ...   Jun 10 2015, 09:01
- - jaba_gugesha   ვულოცავ გამარჯვებ...   Jun 10 2015, 10:59
- - jaba_gugesha   megreli კარგი იქნება სხ...   Jun 10 2015, 12:12
- - kajuberi   ვულოცავ ყველა პრიზ...   Jun 10 2015, 13:06
- - ჭალიმგელა   მართალი გითხრათ გა...   Jun 10 2015, 13:35
- - megreli   ციტატა(jaba_gugesha @ 10th June 2...   Jun 10 2015, 22:33
- - gagrinski   მოკლედ უდიპლომო ძა...   Jun 11 2015, 11:25
- - hunter88   გილოცავთ ყველას ამ...   Jun 11 2015, 13:31
- - kobavar   ძაან სასიხარულოა რ...   Jun 11 2015, 18:16
- - kardinal84   gagrinski გაიხარე დავით ...   Jun 11 2015, 21:38
- - Fishman   ჩასწორებულია პირვ...   Jun 14 2015, 22:16


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 02:33