ახალი იარაღი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ახალი იარაღი
minchanin
პოსტი May 24 2013, 13:08
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ მეგობრებო. გადავწყვიტე ახალი თემა შემექმნა, რaდგან მსგავსი ვერ ვნახე. საქმე შემდეგშია - სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა ასეთი რამ.

ეს არის დუბელის ჩასაჭედებელი პისტოლეტი СМП-3, ერთი კვირა ვიფიქრე რაში გამომეყენებინა, და მომივიდა იდეა ამ აგრეგატიდან გამეკეთებინა თოფი. მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება მაქვს (ლიცენზია იარაღის დამზადებაზე). გადავაკეთე სასხლეტი და დამცემი მექანიზმები, გავუკეთე სამიზნე და ონდახი, დავუყენე ოპტიკა და ლაზერული სამიზნე და მივიღე ეს



ნახაზებსა და სქემას შეგნებულად არ დავდებ, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მათი მხრიდან, ვისაც ამისი უფლება არ გააჩნია. მე მხოლოდ ვილაპარაკებ მის ტაქტიკო-ტექნიკურ შედეგებზე, ბალისტიკაზე, მასში გამოყენებულ ვაზნებსა და მუხტებზე, ასეთი იარაღის მიზანშეწონილობაზე და ა. შ.
დავიწყებ წონიდან.წონა გამოვიდა 3,8 კგ. სიგრძე 71 სმ. რა თქმა უნდა თავის სიგრძესთან შედარებით მძიმეა, მაგრამ... სამაგიეროდ დიდი გამძლეობის მარაგით („ზაპას პროჩნოსტი“). ლულის სიგრძე არის 28,5 სმ.

კომპლეკტში მოყვა სამი ლულა -ორი 8 მმ.-იანი და ერთი 12 მმ.იანი კალიბრი .მართალი გითხრათ ლულა ძალიან მოკლეა ჩემი მიზნისთვის, მაგრამ რაც არის ეგ არის. შიგნიდან და გარედან ლულები მოქრომილია

თანაც საკმაოდ ხარისხიანად, ბევრი სანადირო თოფი ვერ დაიკვეხნის ასეთ ხარისხიან მოქრომვას. ვინ თქვა საბჭოთა კავშირში უხარისხო ნაწარმს უშვემდნენო? აგრეგატი გამოშვებულია 1966 წელს. და ისე კაეგად იყო გაპოხილი საპოხი მასალით , და შენახული, რომ სრულიად ახალივით გამოიყურება. გარდა ამისა ლულები არიან ნაწრთობები ისე მყარად, რომ სახარატო ჩარხის საჭრისი ვერ იღებს. ჩემი აზრით გამძლეობის მარაგით არა თუ არ ჩამოუვარდება 7,62 კალიბრის შაშხანებს, არამედ აღემატება მათ სულ მცირე ორჯერ მაინც (თუმცა ეს ჩემი სუბიეტტური აზრია). ასეთი გამძლეობის მარაგი საშუალებას მაძლევს თამამად ჩავატარო ექსპერიმენტები ოპტიმალური მუხტისა და ტყვიის წონის შესარჩევად.


პირველი პრობლემა იყო მისთვის ვაზნის მოძებნა. მაგრამ, ლულის საგილზის ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ვაზნები თვითონ გამეჩარხა

შემდეგი ოპერაცია იყო მათი დატენვა. 8 მმ.-იანი ფინთიხი ( კარტეჩი) ხელმისაწვდომია. გავატარე ლულაში. საკმაოდ მჭიდროდ გაიარა, და ამასთანავე ფინთიხი თითქმის არ დეფორმირებულა.ავწონე. გამოვიდა 3,13 გრამი. ბუტურლინის თეორიიდან გამომდინარე, დენთის წონა (კერძოდ "სოკოლის") უნდა იყოს 1/16. "სოკოლის" წონა გამოვიდა 0,2 გრ. მაგრამ, სულმა წამძლია და გადავწყვიტე მეტი მუხტით გამომეცადა. და დავტენე 0,35 გრ. "სოკოლით".პიჟად გამოვიყენე ხელსახოცი ქაღალდი და მაგრად ჩავპრესე. სამი მეტრიდან გახ**იტა სამი 3 სმ. -იანი ხმელი ფიჭვის ფიცარი, და მეოთხეში ტყვია ნახევრამდე (ტყვიის დიამეტრის ნახევრამდე) შევიდა. ე.ი. 94 მმ.-ზე შევიდა. ტყვიის სჩქარე (ქრონოგრაფით) აჩვენა (საშუალო) 569,8 მ/წ. ანუ 508 ჯოული ლულის ენერგია (შეიძლება არა სწორად გადავთარგმნე რუსული „დულნაია ენერგია“). თუ შევადარებთ ე,წ. „გეკოს“- ტყვიის სიჩქარე 333 მ/წ (ზოგიერთ შემთხვევასი 350 მ/წ) , ლულის ენერგია -140 ჯოული (153) , გამოდის რომ მისი (გეკოს) ტყვიის სიჩქარე 1.7 -ჯერ ნაკლებია, და ლულის ენერგია კი 4-ჯერ. „კალაშნიკოვის“ (7,62) ტყვიის სიჩქარეს 150 მ/წ-ით ჩამორჩა. და 12 კალიბრის ჟაკნის სიჩქარეს 190 მ/წ-ით აჯობა. გადავწყვიტე „სოკოლის“ მაგივრად გამომეყენებინა „რექსი“. „სოკოლის“ შეფარდება „რექს“-თან (მაღაზიის რეკომენდაციით) 1,375. ე.ი. 0,35/1,375=0,26 გრ. გავტესტე სიზუსტე

რეზულტატმა არ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. დავტენე ვაზნები სტანდარტული , 0,15 გრ. „რექსით“, ტყვიის საშუალო სიჩქარე აჩვენა 378.3 მ/წ. მგონი სიჩქარეც სტანდარტულია. გავტესტე სიზუსტეზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
8 გვერდი V  « < 6 7 8  
Start new topic
გამოხმაურებები (105 - 111)
ალთაზარ
პოსტი Aug 15 2013, 00:36
პოსტი #106


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



minchanin
ლიცენზია არა იარაღის დამზადებაში არამედ ნადირობაში ამ იარაღით რომელიც თქვენ შექმენით newsmile05.gif

ძააან ისე გამოგდით არაფერი არ არსებობს და იმის ეჭვიც მაქვს რომ არც ცდილობთ რეალური პასუხის გაგება თუ რატომ ვერ ან არ მოხდა თQვენი იარაღის რეგისტრირება და საერთოდ შსს მიერ პასუხი თქვენს მიერ განცხადებულზე .


მეც და ფრედიმაც გითხარით აწი მართლა თქვენ იცით
მე აქ დავასრულე თQვენთან საუბარი მართლა უაზრობაა ჩემი დროის კარგვა ამ თემაში ....



--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 15 2013, 01:54
პოსტი #107


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თელავში აკეთებს ადამიანი თავის იარაღს და არანაირი პრობლემა არ აქვს ნებართვაზე. იქნებ მაგასთან გაგევლო კონსულტაცია. ეგ ყველა ნიუანსი გავლილი ექნება და ალბათ დაგაკვალიანებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 15 2013, 05:36
პოსტი #108


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(minchanin @ Aug 14 2013, 22:35) *
ალთაზარ, HUNTER FREDY
მეგობრებო. ნამდვილად აღარ მინდა ამ რაკუსში ამ თემის გაგრძალება. რადგან თემა გადადის უაზრო კამათში. მე უკვე ვახსენე მიზეზები, რომლებიც მიშლიან ხელს მის (იარაღის) რეგისტრაციაში. ალთაზარ, თქვენ ახსენეთ სტანდარტები. სრულიად ლოგიკურია, მაგრამ არც ასეთი სტანდარტები არსებობს საქართველოში. და არც კომისია, რომელიც "აჯაპსანდალის" გემოვნების მიღებულობას ამტკიცებს.
ამას მე უკვე ვუპასუხე ზემოთ, და ვერ გავიგე თუ რატომ ახსენებთ ლიცენზიის არ ქონებას.




minchanin

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მუშაკები არ მოგთხოვენ იარაღის დამზადების ლიცენზიას, მაგათ კომპეტენციაში არ შედის ეს მაგრამ მოითხოვენ იარაღის რეგისტრაცის დოკუმენტს და ასევე ბუნებიდან გადამფრენი ფრინველების ამოღების ნებართვას, იგივე ნადირობის ლიცენზიას. დ ამათი არ ქონი შემთხვევაში შეადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შესაბამისი მუხლების მიხედვით , მინდა გითხრა რომ ჯარიმა სოლიდური იქნება იარაღის რეგისრტაციის დოკუმენტის არქონის შემთხვევაში კი გაიხსნება საქმე სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის ან მუხლების მიხედვით.


აი ამდენი რამე გითხარით და ღმერთმა არ ქნას და რო რამე მოხდეს თქვენი სიჯიუტის გამო მთავრობას უნდა დაუწყო გინება, არადა ათასჯერ ვთქვით და გაგაცანით თუ რა შეიძლება მოყვეს ეგეთ უპასიხისმგებლო საქციელს რასაც ყოველივე ამის შემდეგ მაინც ჯიუტად აპირებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Aug 15 2013, 19:27
პოსტი #109


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 311
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Aug 15 2013, 02:54) *
თელავში აკეთებს ადამიანი თავის იარაღს და არანაირი პრობლემა არ აქვს ნებართვაზე. იქნებ მაგასთან გაგევლო კონსულტაცია. ეგ ყველა ნიუანსი გავლილი ექნება და ალბათ დაგაკვალიანებს.

მასთანაც მქონდა საუბარი, მაგრამ რაიმე კონკრეტული ვერ (ან არ )მითხრა. მე კი არ შემიძლია მოვთხოვო.


ციტატა(AJLTA3AP @ 15th August 2013 - 01:36) *
ძააან ისე გამოგდით არაფერი არ არსებობს და იმის ეჭვიც მაქვს რომ არც ცდილობთ რეალური პასუხის გაგება თუ რატომ ვერ ან არ მოხდა თQვენი იარაღის რეგისტრირება და საერთოდ შსს მიერ პასუხი თქვენს მიერ განცხადებულზე .

ჩემს გარდა რომ ვინმეს კიდევ ეცადა ამ გზის გავლა, მისთვის გასაგები იქნებოდა თუ რამდენად დაუხვეწელია ჩვენი "კანონი იარაღის შესახებ".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Aug 15 2013, 21:12
პოსტი #110


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იმაზე თუ გიფიქრია შენი გაკეთებული იარაღი რამდენად დახვეწილია ??? იმსახურებს თუ არა პოზიტიურ ყურადღებას ჩვენი ,,დაუხვეწავი,, კანონიგან? კანონია დაუხვეწავიო რო ამბობ!.



გზა ახსენე და ის გზა ჭეშმარიტი გზა უნდა იყოს რომელი გზის გავლასაც აპირებ, სიჯიუტე კიდე ჭეშმარიტება არასდროს ყოფილა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 15 2013, 23:09
პოსტი #111


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(minchanin @ 15th August 2013 - 21:27) *
ჩემს გარდა რომ ვინმეს კიდევ ეცადა ამ გზის გავლა,

ეტყობა ქრისტეფორე კოლუმბის ბედი გარგუნა ღმერთმა. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(minchanin @ 15th August 2013 - 21:27) *
მისთვის გასაგები იქნებოდა თუ რამდენად დაუხვეწელია ჩვენი "კანონი იარაღის შესახებ".

მაგი მეც დამჭირდება როდესაც სათანადო დონეს მივაღწევ.. მანამდე შენ ტემპი არ დააგდო და მერე ერთად მოვუწყოთ მაგ კანონის დამწერებს ზამბარების რევოლუცია. newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 16 2013, 06:29
პოსტი #112


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რათქმაუნდა, თავიდან მოყოლებული ყველა პოსტს ვკითხულობ.
პირველად შევაქე კიდევაც ამ თემის ავტორი. მაგრამ ამდენი გაუთავებელი დავის შემდეგ (ესაა დავაა) არც არაფერი დადებითი არ მემეტება არავის მიმართ.
თქვენც მცოდნე იქნებით, ჰანთერ ფრედი კი ზუსტად ვიცი ,რომ რაღაცეები გაეგება.....


minchanin
თუ შეიძლება , ჩემი პირადი თხოვნა იქნება, თქვენი იარაღის , თქვენთვის სასურველი და სასიხარულო მომავალი დაგვიწერეთ.

მადლობა წინასწარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V  « < 6 7 8
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 14:59