გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები |
Sep 17 2013, 20:03
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 35 რეგისტრ.: 7-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით. კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა. შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე. ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია. ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი). სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე. |
|
|
Sep 17 2013, 20:07
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
სხვა პრობლემა ვერაფერი ნახეს? მინდვრები საკონცერტო დარბაზად იქცა და მდინარეები ძველებურად დენს ირტყმევინებიან.
|
|
|
Sep 17 2013, 20:36
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
მდააააა ესეც კაარგია დროდადრო დაიხვეწება და ცჰამოყალიბდება ეს წესები იმედია სასიკეთოდ და შესაბამიოსი კვლევის საფუძვლებზე დაყრდნობით მიღებენ კანონებს
|
|
|
Sep 18 2013, 10:13
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,443 რეგისტრ.: 6-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გადასარევია. თანდათან დახვეწავენ ალბათ ყველაფერს, ესეც კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა
|
|
|
Sep 18 2013, 12:26
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
მტაცებელზე არ დაუშვებენ ნადირობას ხო არ მოგიკრავთ ყური?
|
|
|
Sep 18 2013, 13:50
პოსტი
#6
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
kupra
ჯერ არაფერი არ ისმის მტაცებლებთან დაკავშირებით. იმედია მალე მაქეთა მხარესაც მიხედავენ. |
|
|
Sep 18 2013, 16:07
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 23-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
მშვენიერი ცვლილებებია... მეც იმედს ვიქონიებ, რომ უფრო მეტად დაიხვეწება
|
|
|
Sep 18 2013, 23:44
პოსტი
#8
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 832 რეგისტრ.: 27-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვააა, მაგარი ინფოა, რაცხას მიხვდნენ მემგონი!
|
|
|
Sep 19 2013, 03:54
პოსტი
#9
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Sep 19 2013, 06:21
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Dec 20 2015, 20:48
პოსტი
#11
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-December 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
მაინტერესებს თუა საქართველოში შესაძლებელი წეროების გადაფრენის ნახვა, და თუ კი რომლები იქნებიან აქ ვინც ცხოვრობენ თუ უბრალოდ საქართველოს თავზე ვისაც მოუწია გადაფრენა ?
|
|
|
Dec 20 2015, 23:29
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ფოთში შესაძლებელია ეგ გურიაშიც რათქმაუნდა
|
|
|
Dec 21 2015, 00:06
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Dec 21 2015, 02:02
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Dec 24 2015, 17:16
პოსტი
#15
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 31-July 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
მაინტერესებს თუა საქართველოში შესაძლებელი წეროების გადაფრენის ნახვა, და თუ კი რომლები იქნებიან აქ ვინც ცხოვრობენ თუ უბრალოდ საქართველოს თავზე ვისაც მოუწია გადაფრენა ? არაერთხელ მინახავს თბილისის ცაშიც, მაგრამ 80-ან წლებში. ადგილობრივი ნამდვილად არ იქნებოდა, ძაან დიდი გუნდები იყო. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიფრინავდნენ, შემოდგომით. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 13:31 |