ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა
ams
პოსტი Jul 29 2013, 14:48
პოსტი #16


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
შენ გაიხარე რა ჯიგარი ხარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 29 2013, 14:50
პოსტი #17


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski

პირადად მაქვს ნავარჯიშევი, ირლანდიული სეტერი, საკმაოდ კარგად აითვისა, შემდგომში განგებ დაგდებული გველის სატამაშოზე, საკმაოდ კარგ არიდებას აკეთებდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jul 29 2013, 14:50
პოსტი #18


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარეტ ბიჭებო ყველას დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 29 2013, 14:58
პოსტი #19


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



გაიხარე შენ, აი ეგაა გამცდილება. newsmile05.gif

მე ვფიქრობ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს თემა აქტუალურია. სტატია ვთარგმნე ჩვენი კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმიდან. არის პროფესიონალი ვეტექიმის დაწერილი.


თუ თქვენს ძაღლს გველმა უკბინა

თუკი თქვენ შეამჩნიეთ ძაღლის არაადეკვატური მოქმედება, ორიენტაციის დაკარგვა, მძიმე სუნთქვა, მოუსვენრობა ან კოჭლობა მაშინ უკვე დასაშვებია რომ მოქმედებს გველის შხამი. ასეთ სიტუაციაში მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ.
ძაღლი დააფიქსირეთ და არ მისცეთ ბევრი მოძრაობის საშუალება, რადგანაც კუნთოვანი სისტემის გაძლიერებული მუშაობა და ტაქიკარდია ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას ორგანიზმში. ამიტომაც გველის ნაკბენის დროს ძაღლი ხელზე გადაწვენილი მიიყვანეთ მანქანამდე. ტრანსპორტირების დროსაც ეცადეთ რომ ძაღლი მანქანაში დაფიქსირებული იყოს და გყავდეთ გვერდულად დაწვენილი, უკეთესია თუ მას პლედს ან თბილ გადასაფარებელს გადააფარებთ რადგან შხამის მოქმედების შედეგად შესაძლოა სხეულის ტემპერატურა დავარდეს.


გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები.

თუ ნახეთ ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ის წყალბადის ზეჟანგით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად სპირტის შემცველი სითხე, რადგან ის ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას, მითუმეტეს არ დაალევინოთ ძაღლს სპირტი ან არაყი.



ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან.

ასევე რეკომენდირებულია ნაკბენ ადგილას ყინულის დადება. სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ შრატი თუ არ ვიცით რა დოზა შეიძლება შევუყვანოთ ძაღლს სჯობს მიმართოთ პროფესიონალს.

საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სჯობს ძაღლი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში.

შხამი

საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახ**ეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს შამოუვარდება.
შხამის შემადგენლობა და მოქმედება

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

ეს ინფორმაციაც გამოგადგებათ



ცხოვრების წესი

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი ტავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე.

ჯვარი ეწეროს ყველას ძაღლებსაც და ადამიანებსაც!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 29 2013, 14:59
პოსტი #20


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



gagrinski

newsmile027.gif

დავამატებ ერთს, ჭრილობასთან შეხება, მანიპულაცია და ნებისმიერი ინვაზიური თუ ზედაპირული მეთოდით ჩარევა, კატეგორიულად დაუშვებელია!

გამოწოვა, გამოდენა და ა.შ. დაივიწყეთ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ დაშავებულის იმობილიზაციას, რადგან შხამი ლიმფური გზით ვრცელდება, ლიმფური სისტემას აქტიური მიმოქცევა არა აქვს როგორც სისხლს, ამიტომ გარეგნული აქტივობით ჩვენ ვაძლიერებთ ამ სისტემის მიმოქცევას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jul 29 2013, 14:59
პოსტი #21


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
ეგ თEმა იმდენჯერ მაქ უკვე წაკითხული მოყოლიტ ვიცი უკვე D.gif
მართლა სასარგებლო რჩევაა მანდ ისეთი რაგაცეები წერია ნებისმიერ ადამინას შეუძლია ექმიმადე მაგ ყველაფრის გაკეთება ძაღლის გადასარჩენად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 29 2013, 15:09
პოსტი #22


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



http://www.uahunter.com.ua/forum/sovet-aybolita-t5793.html

თუ რუსული იცით შედით ამ ლინკზე და ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხვათ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 29 2013, 18:32
პოსტი #23


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იკოს ქონდა გუშინ იდეა და თქვენი აზრიც მაინტერესებს.

ნაკბენის დროს მაქსიმალურად უნდა ეცადო გაუნძრევლად იყო და რამდენად მართებულია ძაღლს დამამშვიდებელი გაუკეთო ვეტერინართან მიყვანამდე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 29 2013, 19:18
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე გადავაჩვიე ელექტრო საყელურით. ეხლა გველს რომ დაინახავს ან იყნოსავს გვერძე გვერძე გადის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 29 2013, 19:25
პოსტი #25


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაუკეთეთ ელექტრო აშეინიკი, გაასეირნეთ ლისზე და გველს როგორცკი ნახავს ეგრევე ძუძგეთ და ეგაა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jul 29 2013, 19:30
პოსტი #26


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(khmaltevza @ 29th July 2013 - 20:25) *
გაუკეთეთ ელექტრო აშეინიკი, გაასეირნეთ ლისზე და გველს როგორცკი ნახავს ეგრევე ძუძგეთ და ეგაა

შენც ხო არ უკეთებ სტოიკებს გველს ? D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 29 2013, 19:31
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



general

არა მე მოვიშალე უკვე D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jul 29 2013, 20:28
პოსტი #28


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
მე გადავაჩვიე ელექტრო საყელურით
სად დავითრიო ეგ ელექტრო საყელური ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 29 2013, 21:39
პოსტი #29


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ams
http://www.mymarket.ge/main.php?do_search=...;user_id=158819


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
peggi
პოსტი Jul 29 2013, 22:18
პოსტი #30


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 45
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ყველას!
2009 წელს ბევრი დაიწერა ამის შესახებ. შედით "ძიებაში" –ჩაწერეთ "პირველადი დახმარება გველის"; გადადით მეორე გვერდზე, ჩამოყევით ქვემოთ და ნახეთ სათაური ''პირველადი დახმარება გველის ნაკბენის შემთხვევაში''. ამ ფორუმზე უფრო დეტალურად სხვა ჩანაწერი არ მინახავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 22:58