თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ფიშფაინდერი, იგივე ექოლოტი, იგივე სონარი

პოსტის ავტორი: შარკი Sep 23 2009, 17:32

http://www.amazon.com/Norcross-Hawkeye-F33P-Fish-Finder/dp/B000BV6B6K/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1253716267&sr=8-1

არც ისე ძვირი ღირს და დამაინტერესა. ნავის გარეშე თუ თევზაობ ნაპირზე გამოგადგება რამეში?
ხიდიდანაც გასაგებია.

პოსტის ავტორი: ბესო Sep 24 2009, 01:42

ნაპირიდან ნაკლებად...

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 10:27

მე ვნახე ეგეთი რამე ბათუმშე... კატერზე ეყენა ტიპს... ექალოტი ჰქვია... ოღონდაც ეგ სტაციონარულად იყო დამონტაჟებული... ძალიან მაგარი რამეა.... იარა ზღვაში იარა... მერე თქვა "თებზი არის აქო" და ქე ვითევზავეთ საკაიფოდ.... სტავრიდაზე.... ხოდა არასტაციონარული რამდენად კაია -არ ვიცი

პოსტის ავტორი: შარკი Sep 24 2009, 11:05

გიორგი
შენ გედეის კატერზე ხომ არ იყავი? :
ჩვენც გვაქვს ეგეთი ექოლოტი ჩვენს კატერზე.
მაგრამ ეს აშკარად ხელისაა და სურათძე თუ დააკვირდებით, პაპლაოკის პონტში რაღაც აქვს რადარივით, გრძელ შნურზე მობმული, წყალში უნდა გადააგდო და გიჩვენებს ტქვზის ამბავს.
იდეაში ნაპირზეც უნდა გამოგადგეს. ისვრი სადმე პატარა ყურეში...
თუ არა?

იდეაში ნავიდანაც რა, გახვალ ნავით ნებისმიერ ტბის შუაში და გაიგებ.
პახოდუ საჭირო სიღრმესაც გიჩვენებს.

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 11:45

ციტატა(sharky @ 24th September 2009 - 12:05 PM) *
შენ გედეის კატერზე ხომ არ იყავი? :


არა, სასეირნო კატერი იყო

ციტატა(sharky @ 24th September 2009 - 12:05 PM) *
იდეაში ნავიდანაც რა, გახვალ ნავით ნებისმიერ ტბის შუაში და გაიგებ.


ცესით უნდა იმუშაოს... იმიტომ, რომ პრინიპი ერთი აქვთ მაგათ... თუ არ ვცდები ულტრა-ბგერებს უშვებს და იმით გიხაზავს ფსკერს და თუ რამე მოძრაობს.... ნაპირიდან რამდენად პრაქტიკულია არ ვიცი, მაგრამ ნავიდან - ნამდვილად იმუშავებს. თან ეგ ერთ გადაცემაშიც მაქვს ნანახი - ნავიდან რომ ამუშავებდნენ მაგნაირ ტიპს

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 26 2009, 21:36

ისეთ ადგილებში, სადაც წყალი ღრმაა ნაპირთანვე, ალბათ ნაპირიდანაც "არაუშავს" იმუშავებს newsmile05.gif

მაგალითად ალგეთის წყალსაცავზე, უცბად დღმავდება იქ.

პოსტის ავტორი: riko Sep 28 2009, 08:55

საერთოდ ფიშფაინდერი ნაპირიდან არ იხმარება, ნავიდან კი მაგრად ასწორებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 28 2009, 14:37

გია გადაუკეთე ამ თემას სახელი და დაარქვი... [ფიშფაინდერ.ეხოლოტი.სანარი] იმიტომ რო ეგ სამივე ერთი და იგივეა და ყველამ სხვადასხვანაირად იცის და ეძხის

პოსტის ავტორი: datosia Oct 3 2009, 10:48

http://www.anglerscenter.com/lures_pakula-hot-heads.htm#Pakula_Hot_Head_Lures_Color_Range


ეს მოწყობილობა ჩვენთან იმუშავებს?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 3 2009, 12:23

datosia

ეგ მოწყობილობაა თუ სატყუარა ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 3 2009, 13:05

ეგ სატყუარაა და მემგონი ზღვისაა

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 3 2009, 17:47

მეც მასე ვიცი, რომ უნდა შეხვიდე ზღვაში თუ ტბაში და იქ გაჩვენებს არის თებზი თუ არა, ნაპირიდან არა მგონია ივარგოს, უბრალოდ ვერ იხმარ, იმიტომ რომ არ აჩვენებს თევზს, უფრო სწორედ ვერ აჩვენებს........

პოსტის ავტორი: datosia Oct 4 2009, 20:38

http://www.norcrossmarine.com/


aba es naxeT aq suratebze chans rom napiridanac tevzaoben. inglisuri kargad ar vici, magram mgini kargi ram aris. vapireb shevukveto.

პოსტის ავტორი: შარკი Oct 6 2009, 10:20

T A M P L I E R

თემის სათAურში შეცდომაა. სონარი უნდა ეწეროს და არა სანარი. და ექოლოტი და არა ეხოლოტი.
datosia
ჰო, ეგეც რაღაცა მსგავსია.

პოსტის ავტორი: შარკი Oct 20 2009, 21:10

ჩამომივიდა newsmile035.gif
მარა ჯერ ვერ გამოვცადე ვერსად newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 20 2009, 23:00

შარკი
მერე მაგი რა პრობლემაააnewsmile05.gifnewsmile05.gif ჩამობრძანდით ფოთში და ქაფშიას გუნდებს მივაგნოთ იქნებnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: datosia Oct 21 2009, 15:36

შარკი

რომელი მოდელი შეიძინე შეგიძლია დასახელება და ლინკი დადო? მეც ვაპირებ შეძენას და როცა გამოცდი შედეგების დაწერა არ დაგეზაროს კაი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 21 2009, 16:24

მე მინახია ანკესზე დასამონტაჟებელი სპეც მოწყობილობა (მინი ექოლოტი) ანუ ანკესზე სადაც კოჭაა, მის ზემოთ
მაგრდება ეს მოწყობილობა და ძუაზე კონტაქტის საშუალებით აჩვენებს ფსკერის მდგომარეობას. ანუ ამ ვარიანტში ნავით შესვლა აღარ არის საჭურო და პირდაპირ ნაპირიდან ხდება თევზის მოძებნა. ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი მოწყობილობა და თუ იცის პრაქტიკაში რეალური გამოყონება როგორი აქვს?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 21 2009, 16:37

მე რამდენადაც ვიცი ძუა მაგასთან არაფერ შუაშია. გრძელი შნური და ტივტივა სკანერიაქვს ნაპირიდან რამდენიმე მეტრზე ისვრი.. არამგონია პრაქტიკული იყოს, ეხოლოტით შედეგის მისაღწევად ნავში ჩაჯდომას ვერ აცდებით დამიჯერეთ!

სამოყვარულო მაგრამ ნამბვილზე მიმსგავსებული ეხოლოტის შაძენისას გაითვალისწინეთ: ეგენი გათვლილია კატერზე დასამაგრებლად და ელემენტებზე არ მუშაობს, ჭირდება შნურით აკუმლიტორზე შეერთება... ოღონდ ჩვეულებრივ აკუმლიატორზე არა დაწვავს.. თუ სწორედ მახსოვს 6V 4 ამპერიანი უნდა იმენა! რაც ცოტა რთული საშოვია... სკანერსაც სამაგრი მოყვება რო უძრავად იყოს დამაგრებული კატერიდან წყალში რო იყოს ჩაყოფილი. მარა ხელშიც შეგვიძლია დავიჭიროთ და ვამოძრაოთ.. გამოცდილი მაქვს მუშაობს უპრობლემოთ...
მდინარეში სადაც ჩქარი დინებაა ტყვილა ნუ ეცდებით გამოყენებას არ მუშაობს.. ტბაზე, წყალსაცავზე, ზღვაზეც იდეალურია... როგორც ზევით ვახსენე ნავი გჭირდებათ ყველავარიანტში..
ნურავის ექნება ილუზია რო მაგის შეძენით თევზს უფრო მეტს დაიჭერს! ჯერ კაცმა უნდა ისწავლოს კარგად თევზაობა.. და მერე პოტენციური სათევზაო ადგილების შესარჩევად იდეალურია!

პოსტის ავტორი: შარკი Oct 22 2009, 22:03

datosia
პირველ გვერდზეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: TORO Oct 23 2009, 15:34

არსებობს ბევრი მოდიფიკაციის დისტანციური ექოლოტები რომლებსაც ჩვეულებრივად ანკესით ისვრით რა მანძილზედაც გაგიხარდებათ და შემდეგ გატარებისას ასკანერებს ფსკერს სიგნალი ნაპირზე გადმოიცემა და ეკრანზე ხედავთ შედეგებს, ისე როგორც წესი ექოლოტი მაინც ფსკერის და წყლის ტემპერატურების საკვლევად გამოიყენება, თევზის საძებნად იშვიათად იყენებენ (გარდა ზღვისა) რადგან ძალიან დიდი ცდომილება აქვს და ნებისმიერი საგანი რომელშიც ჰაერის მოცულობაა ან თუნდაც წყალმცენარის ფოთლებზე გაჩენილ ჰაერის ბუშტუკებს აღიქვამს როგორც თევზს. ბოლო დროს ზოგიერთმა მწარმოებელმა გამოუშვა ექოლოტები რომლებიც სამ განზომილებიან გამოსახულებას იძლება, ისე საჭირო ნივთია თუ სწორად მიუდგები მის გამოყენებას

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 23 2009, 15:42

ტორო

მაგ საქმეს კარგი ცოდნა უნდა, თორემ შეიძლება იყიდო და აღმოჩნდეს რომ შესაღებია და გადასაგდები newsmile035.gif
შენ გააქვს პრაქტიკული გამოცდილება?

პოსტის ავტორი: TORO Oct 23 2009, 16:01

დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ აზრზე ვარ, ისე უამრავი ლიტერატურაა მაგ თემაზე წაკითხვად ღირს და რაც მთავარია ნივთი რეალურად მუშაობს და გამოსადეგია, თუმცა შერჩევაც აუცილებლად უნდა გასათვალისწინებელია სონარის სხივთა რაოდენობით და გრადუსით დაწყებული დისპლეის მონაცემებით დამთავრებული

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 23 2009, 16:02

http://www.tigergps.com/fishfindersgps.html აი ფიშფაინდერები.... თან ამ საიტიდან საქართველოში აგზავნიან უპრობლემოდ... მე მიყიდია მაქედან რაღაცეები

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 23 2009, 16:06

მასე ვიცნობ ხალხს რომ ჩამოიტანეს ეგ აპარატურა და შედეგი ნოლი, შესაღები და გადასაგდები გახდა, ისე კარგი ხარისხის ექოლოტები საკმაოდ ძვირი ღირს, საკმაოდ

პოსტის ავტორი: TORO Oct 23 2009, 16:14

ჩვენი პირობებისათვის, როცა ვსაუბრობთ მცირე სიღრმეებზე თევზაობაზე ექოლოტი უნდა იყვეს რაც შეიძლება დიდი გრადუსის მქონე სხივით რომ დაბალ სიღრმეზე რელიეფის მაქსიმალურად დიდი ფართობი დაასკანერო ოპტიმალური იქნება 90 ან მეტი გრადუსიანი 2 ან 3 სხივიანი ექოლოტი, ამ ხელსაწყოს გამოყენებას პრინციპში აზრი არ აქვს 1-2 მეტრის სიღრმეებზე. ანუ მეთევზის მიზანია იპოვოს რელიეფის ისეთი ნაწილები რომლებიც წარმოადგენს ამა თუ იმ ჯიშის თავმოყრისათვის ოპტიმალურ გარემოს , დანარჩენი გამოცდილების და სათევზაო აღჭურვილობის სწორი მოხმარების ამბავია თორე ექოლოტით თევზის დანახვა არ ნიშნავს რომ ამ თევზს დაიჭერ.

პოსტის ავტორი: temo Jun 12 2010, 20:46

აი ესეთი გვინდა სუყველას მარტივი და მუსშა http://www.amazon.com/Humminbird-SmartCast-Wireless-Remote-Finder/dp/B000752MKY/ref=sr_1_23?s=electronics&ie=UTF8&qid=1276364709&sr=1-23

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 14 2010, 15:08

temo
მართლაც მაგარი რამეა უნავობის დროს

პოსტის ავტორი: cybernetic Jun 15 2010, 19:02

ერთი შეხედვით კარგი რამე ჩანს, მაგრამ მე პირადად პრაქტიკულად გამოცდილება არ მაქ რამდენად მუშაა და ა.შ.

ისე მე სულ არ მჭირდება მძგავსი ფინთიკლუშკები, ბოლოს ისე ჩავუმუღამე რომ გავისვრი სიმძიმეს პირდაპირ თავში ვარტყავ თევზს newsmile035.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)