ანკესი (ჯოხი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ანკესი (ჯოხი) |
Oct 8 2009, 17:22
პოსტი
#1
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ანკესი
ანკესის დაიშნულება ყველამ კარგად იცით ზოგადად მიღებულია, რომ აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება თევზის დასაჭერად და მას ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სათევზაო ინვენტარში. ანკესი გვხდება უამრავი ტიპის, მათი ძირითადი განსხვავება გამოწვეულია თევზჭერის სხვადასხვა მეთოდების მოთხოვნელებებით (სპინინგი, ფლაიფიშინგი, კარპ-ფიშინგი, ტივტივით თევზაობა და სხვა). ანკესები განსხვადება მათი წყობის მიხედვით: 1. ტელესკოპური - ანკესი რომელიც იკეცება ტელესკოპივით. 2. შტეკერული - ანკესი, რომლის მუხლები იწყობა ერთი-მეორეზე შეერთებით ასევე არსებობს ყინულზე თევზჭერის და ე.წ. "მაჩტური" (დუნდუას რომ გამოუგზავნეს ) ანკესები, მაგრამ ამაზე არ შევჩედები ამჯერად. ძირითად ორ კატეგორიას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს +/- სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი პლუსი ტელესკოპური ანკესის (და შესაბამისად მინუსი - შტეკერულის) არის მისი ტრანსპორტირებადობა - რადგანაც ტელესკოპური ანკესი იკავებს ძალიან ცოტა ადგილს დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო შტეკერული ანკესის ძირითადი პლუსი არის მისი სიმსუბუქე, სიმტკიცე და აწყობის სიზუსტე. ძირითადად ყველა ანკესი არის გათვალისწინებული კოჭით თევზაობისთვის, მაგრამ ასევე გვხდება უკოჭო (და შესაბამისად ურგოლო ანკესებიც), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტივტივათი თევზაობისთვის ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა სატყუარას ძალიან ზუსტი ჩაგდება კონკრეტულ ადგილას. ასეთი ანკესები არის ე.წ. "მაჩტური" და ასევე გვხდება ტელესკოპურიც (მე მაქვს მაგალითად უკანასკნელი). ანკესის სიმტკიცე ანკესები ასევე განსხვადება მათი "ღუნვადობის", იგივე სიმტკიცის (Жёсткость) მიხედვით. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ანკესის უნარს შეეწინააღმდეგოს დატვირთვის შდეგად წარმოქმნილ ღუნვას. ანკესები, ღუნვადობის მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 1. რბილი 2. საშუალო 3. ხისტი რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტად იღუნება ეს ერთი და იგივე წონის (დატვირთვის) შედეგად. ხისტი ანკესები გამოიყენება მძიმე სატყუარების გადასაგდებათ და დიდი თევზის ამოსაყვანად. ტბილი ანკესები კი შესაბამისად უფრო მგრძნობიარე არიან და მეტი სიზუსტით გადმოსცემენ თევზის მიკარებას სატყუარაზე (განსაკუთრებით ფსკერული თევზჭერის დროს) ანკესის სიხისტე ანკესები ასევე განსხვადება, მათი სიხისტის (Упругость ) მიხედვით. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ანკესის გასწორების სიჩქარე მასზე დატვირთვის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო ხისტია ანკესი, მით უფრო სწრაფად სწორდება ის, დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ასეთ ანკეს ასევე უწოდებენ "სწრაფ ანკეს". ანკესის ტესტი Casting Weight (C.W.) იგივე "ტესტი" - როგორც წესი მოცემულია გრამების დიაპაზონი, მაგალითად C.W. 4-10Gr (შეიძლება Oz). აღნიშნული დიაპაზონი იშიფრება შემდეგნაირად: ქვედა მაჩვენებელი (მარცხნივ დეფისისგან) გვაძლევს სატყუარის მინიმალურ წონას, რომელსაც აღნიშნული ანკესი "გრძნობს", ხოლო ზედა მაჩვენებელი - სატყუარის მაქსიმალურ წონას, რომლის მოხმარებაც არ ქმნის ანკესის გატეხვის საშიშროებას. შესაბამისად ანკესი ტესტით 5-10 გრამი, ნაკლებად გამოდგება მაგალითად, ფიდერით თევზაობისას, როდესაც სატყუარის წონა მერყეობს 50-150 გრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ანკესი. ამავდროულად ანკესი ტესტით 100-180 გრამით ვერ წახვალთ სპინინგით სათევზაოთ (ტროლინგს არ ვგულისხმობ , ვინაიდან ხელოვნური სატყუარების წონა მერყეობს 5-15 გრამის ფარგლებში და შესაბამისად, ასეთი ანკესით გაგიჭირდებათ ხელოვნური სატყუარის როგორც გადაგდება, ასევე გატარება. |
|
|
Oct 29 2009, 17:07
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
15-25 ლბს
რა გამოდის ეგეთი ჯოხი, ლაითი თუ მედიუმი? |
|
|
Oct 29 2009, 17:29
პოსტი
#3
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
უფრო მედიუმისკენ... ან შეიძლება ითქვას გარდამავალი... წამოსულიყვაი სემინარებზე
|
|
|
Oct 29 2009, 17:51
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
აბააა რა ვიცოდი რო უკვე კატუსჰკას ვიყიდდი?
და ტან რაც კაიპია მაგ ტესტის ამერიკიდან გამოგზავნილი, 2,74 სანტიმეტრიანი სპინინგიც ვიპოვნე |
|
|
Nov 18 2009, 19:05
პოსტი
#5
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
6' MEDIUM
7' MED 5'6" UL 5' UL 6'6" MED 6'6" M/H 7' M/H 8' MED/HVY ესენი ყველა შტეკერულებია იასნა, და აქ რო ვიხმარო რომელი გამომადგება ყველაზე მეტად ? :| |
|
|
Nov 18 2009, 19:25
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
fishing.fnatic
არასწორედ დასმული კითხვაა, და არც შტეკერულები უნდა იყოს აუცილებლად..... შენ ის თქვი რაზე გინდა თედვზაობა და სად |
|
|
სტუმარი_triglit_* |
Nov 18 2009, 20:06
პოსტი
#7
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
15-25 ლბს რა გამოდის ეგეთი ჯოხი, ლაითი თუ მედიუმი? და არც ეგ შეკითხვაა მთლად კარგად დასმული მგონი. 15-25 LB - იგივე ლიბრი, ჩვეულებრივი კარპის შტეკერული ჯოხისთვის.... ფაქტიურად არ გამიგია. რადგანაც, კარპის ანკესები როგორც ვიცი არსებობს 2-2.5-2.75-3-3.5-4 LB, ბოლო 2 კი სპოდინგისთვისაა განკუთვნილი და ლოქოზე სათევზაოდ. ამდენად არც ლაითად ითვლება ეგ და არც მედიუმად. არსებობს კიდევ 36 LB ტესტის მქონე, რომელიც ზღვაზე სათევზაოდ გამოიყენება, ალბათ "მერლინზე" და მისდაგვარზე. 1LB შეესაბამება დაახლოებით 29გრ, რაც ნიშნავს იმას რომ ანკესის წვერზე ამ წონის სიმძიმის დაკიდებისას ანკესის წვერი მოიღუნება 90C. იქნებ გრამი გქონდა მხედველობაში და ეხებოდა სპინინგებს, ტივტივის ან ვაგლერის ჯოხებს, მაგ შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე. |
|
|
Dec 1 2009, 15:13
პოსტი
#8
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
2 შოთა.03
15-25 LB - ძუის ტესტია და შეესაბამება ამერიკულ H ან MH მწარმოებლების მიხედვით. 10 გრამამდე სატუარა ესეთ ძლიერ ბლანკზე.... თუმცა მე შეიძლება ვცდები კიდევაც.? |
|
|
Feb 17 2010, 15:57
პოსტი
#9
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 97 რეგისტრ.: 17-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოგესალმებით ყველას მოკლედ კოჭაზე დავსვი უკვე შეკითხვა და ეხლა ჯოხზეც დავწერ.
ანუ რა მაინტერესებს დიდი მოთევზავე არავარ მაგრამ ძალიან მომწონს პაპლავოკით თევზაობა და დონკაზეც (ეს ის ორი სახეობაა რომელიც ამ მომენტში მაინტერესებს და რაზეც მითევზავია და ძალიან მომეწონა) მაგრა მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე როგორ უნდა შევარჩიო შესაბამისი ჯოხი? |
|
|
Feb 19 2010, 20:15
პოსტი
#10
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მაინტერესებს ნორმალურ ჯოხს ჩვენ პირობებში სად ვიყიდი და რა დაჯდება ეს სიამოვნება? (ტივტივაზე რო გამომადგეს)
|
|
|
Mar 7 2010, 00:17
პოსტი
#11
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 51 რეგისტრ.: 24-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გამარჯობათ, მაქვს 3.6 მეტრიანი ტელესკოპური და 2 მეტრიანი შტეკერული (შეიძლება ცოტა გძელიცაა, სოფელშია ამჟამად და ვერ დავაზუსტებ), ხოდა რომელი რაში გამოვიყენო მითხარით რაა ხოდა მინდა ტივტივაზე სათევზაოდ 4–5 მეტრიანის შეძენა, ოღონდ ცოტა ხარისხიანის და რას მირჩევთ?
|
|
|
Mar 10 2010, 09:50
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებით ყველას მოკლედ კოჭაზე დავსვი უკვე შეკითხვა და ეხლა ჯოხზეც დავწერ. ანუ რა მაინტერესებს დიდი მოთევზავე არავარ მაგრამ ძალიან მომწონს პაპლავოკით თევზაობა და დონკაზეც (ეს ის ორი სახეობაა რომელიც ამ მომენტში მაინტერესებს და რაზეც მითევზავია და ძალიან მომეწონა) მაგრა მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე როგორ უნდა შევარჩიო შესაბამისი ჯოხი? ტივტივა და ფსკერული თევზჭერა 2 სხვადასხვა სახეობაა - შესაბამისად სხვადასხვა ჯოხებიც ჭირდება. გააჩნია იმასაც თუ სად აპირებ თევზაობას - ანუ ძირითადად ტივტივათი თევზაობისას ჯოხის სიგრძემ შეიძლება ითამაშოს! უფრო კონკრეტულად თუ დაწერ შენს მოთხოვნებს რაიმეს გირჩევდით! მაინტერესებს ნორმალურ ჯოხს ჩვენ პირობებში სად ვიყიდი და რა დაჯდება ეს სიამოვნება? (ტივტივაზე რო გამომადგეს) ეგეთ ჯოხს იყიდი ძალიან ბევრ მაღაზიაში - გადახედე ჩვენს ფორუმზე მაღაზიების განყოფილებას. ამასთანავე შეგიძლია მოინახულო მაგელანიც - და გამოცდილი ლილოს ბაზრობა! გამარჯობათ, მაქვს 3.6 მეტრიანი ტელესკოპური და 2 მეტრიანი შტეკერული (შეიძლება ცოტა გძელიცაა, სოფელშია ამჟამად და ვერ დავაზუსტებ), ხოდა რომელი რაში გამოვიყენო მითხარით რაა ხოდა მინდა ტივტივაზე სათევზაოდ 4–5 მეტრიანის შეძენა, ოღონდ ცოტა ხარისხიანის და რას მირჩევთ? 3.6 ტელესკოპურს რაც შეეხება - გააჩნია რა ტესტი აქვს - მაგრამ ზომით თუ ვიმსჯელებთ ალბათ უფრო კარპ-ფიშინგისთვის და ფსკერული თევზაობისთვის გამოგადგება! ასევე ძნელია პასუხის გაცემა შტეკერულზეც ვინაიდან არც ტესტები ვიცით და არც ზუსტი სიგრძე. კარგი ჯოხის ყიდვა კი ბევრგან შეიძლება გადახედე ჩვენს ფორუმზე არსებულ მაღაზიების განყოფილებას! |
|
|
Jun 3 2010, 19:37
პოსტი
#13
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 8-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
გამარჯობათ , ჩემ ჯოხს ასე აწერია და იქნებ მითხრათ.დონკაზე თუ გამომადგება ეს ჯოხი; LENGHT-3.60M. SECTIONS:8. CASTING WEIGHT: 40-80g . კოჭა კი ესეთია: LBS/YDS 10/215 12/160 15/120. MM/M 0.30/195. 0.35/145. 0.40/110. GEAR RATIO 5.2:1 1 BALL/BEARING.
|
|
|
Jun 7 2010, 21:14
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jun 11 2010, 15:24
პოსტი
#15
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 10 რეგისტრ.: 3-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Poti |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:45 |