ტექსტის კითხვადობის საკითხი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Closed TopicStart new topic
ტექსტის კითხვადობის საკითხი, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრი ტექსტი ადვილად ამოსაკითხი
919
პოსტი May 20 2010, 12:15
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



მეგობრებო,

გადავწყვიტე ამ საკითხს დავუთმო დამოუკიდებელი თემა.
ჩვენი ფორუმი არის ტექსტური და საილუსტრაციო მასალებით
ურთიერთობის საშუალება. ხშირად რეპორტებისა და მოხსენებების
წერისას ჩვენს მიერ დადებული მასალა საკმაოდ დიდი მოცულობის
გამოდის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველა მოიწადინებს და
წევრის მიერ მოწოდებულ მასალას სრულად გადაიკითხავს.
ეს ხშირად გაუგებრობებსაც იწვევს. თუმცა ტექსტის არასრული გაცნობის
ბრალი მხოლოდ მკითხველს არ ედება, ხშირ შემთხვევაში ეს ავტორის
ბრალიც არის.
მერწმუნეთ და ენდეთ ჩემ პროფ-გამოცდილებას, 15-20 სიტყვიანი
სტრიქონი ადვილად წასაკითხი და აღსაქმელი მართლაც არ არის.


ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, იხმარეთ ე.წ. "ენთერის" ღილაკი,
რომელიც მარჯვენა ხელის ნეკის ქვეშ იმყოფება 7-8 სიტყვაში ერთხელ.
ეს გაზრდის თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის წაკითხვის და
მკაფიოდ აღქმის ხარისხსაც.


და ბოლოს, ლირიული გადახვევა- ვართ უნიკალური ერი, გვაქვს
საკუთარი დამწერლობა. საგანს, რომლიც განვიხილე ეწოდება ტიპოგრაფიკა,
მთელს მსოფლიოში მას ხელოვნებას ადარებენ ის ერები რომლების საერთო
დამწერლობით სარგებლობენ, ჩვენ კი ღვთის წყალობით საკუთარი ანბანი
გაგვაჩნია და მას სამწუხაროდ ძალიან უხეშად ვეპყრობით.

აქვე პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევაა ყოველდღიური ცხოვრებისათვის:
"ვორდში" ძირითადი ტექსტის აკრეფვისას, იხმარეთ მხოლოდ ნუსხური
და არა მთავრული. ტექსტის აკრეფვის პარამეტრებში (ფონტის ზომა)
გამოიყენეთ 10-12პტ. სტრიქონებს შორის კი ინტერლინიაჟი 1,5. ასე თქვენი
საბუთი გაცილებით ადვილი საკითხავი და არადამღლელი იქნება newsmile05.gif

პატივისცემითა და საკეთესო სურვილებით
თქვენი გიგა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი May 20 2010, 12:27
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 20 2010, 12:34
პოსტი #3


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 21 2010, 00:03
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



919

ისე, მე ყოველთვის ვიცავ მსგავს პარამეტრებს, ძალიან ცოტა აკეთებს ამას, ja_ja-ს აქვს კიდევ კარგად კითხვადი სტატიების პოსტვის ჩვევები



P.S. შენი პოსტის მაგალითიდან, ნამდვილად არ ჩანს ის რასაც გვიზიარებ, მიყოლებული ტექსტი, ძალიან ძნელი საკითხავია, თუნდაც ვიწრო ფორმა ქონდეს, მთავარია გამოტოვებული სტრიქონი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 21 2010, 13:55
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



Davitus

რა არჩანს აბა მითხარი?
რაც შეეხება სტრიქონშორის მანძილებს ეტყობა ყურადღებით არ კითხულობ,
მე ვორდის მაგალითზე ვახსენე ამ პარამეტრების გამოყენების აუცილებლობა
და არა ფორუმზე პოსტებზე!

ახლა ჩემი ლაკონური პასუხი შენს ე.წ. შენიშვნაზე და ჩემ "არაკომპეტენტურობაზე"
ტიპოგრაფიკისა თუ დიზაინის საკითხში. აიღე ნებისმიერი უცხოური თუ ადგილობრივი
ყოველდღიური ან ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთი.
ყურადღება მიაქციე გვერდის ფორმატს, გაჯერებულობას, სვეტების სიგანეს
და სტრიქონშორის მანძილს...
აგრეთვე ინტერნეტ-ბრაუზერს გააჩნია ფუნქცია Ctrl+, Ctrl- Ctrl 0
რაც გამოსახულებას ზრდის, ამცირებს ან დაჰყავს თავდაპირვალ ზომაზე.

ახლა ჩემი კითხვა: როგორ აღიქმება პროგრამულად ყოველი გამოტოვებული სტრიქონი?

მე გაგიზიარეთ კანონი, რომელისაც მე პირადათ ვიცავ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.
თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდა - მომართე PM-ში


და საერთოდ რა მიმართვის ფორმაა P.S-ში?



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი May 21 2010, 14:23
პოსტი #6


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გიგა კარგი რამე ვისწავლე, კიდევ რა- სხვა ილეთების

შესწავლაზეც არ ვიტყოდით უარს ოთხმოციანელები newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 21 2010, 15:03
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



შალვა

მადლობა გაგებისათვის! newsmile05.gif

§1.
რაც უფრო მცირე კეგელის შრიფტს ვიყენებთ პოლიგრაფიაში,
მით უფრო დაუშვებელია ამ შრიფტის ე.წ. "ბოლდ" გარნიტურის გამოყენება.

§2.
სასთაურო ანუ ასომთავრული შრიფტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ
სათაურებში და ლოზუნგებში მაქსიმუმ 5-6 სიტყვის მოცულობისა.

§3.
მსხვილი, დიდი ზომის და მთავრული შრიფტი სულაც არ ნიშნავს
მაღალ კითხვადობისა და აღქმის ხარისხს.

§4.
შრიფტის მექანიკური გაწელვა ან დაბრტყელება უკიდურესად ცუდათ
მოქმედებს შრიფტის აღქმადობაზე.

§5.
ნუსხური შრიფტის აღქმის სიჩქარე გაცილებით მაღალია მთავრულზე.

§6.
ერთ სახვით ზედაპირზე (პლაკატი, ბილბორდზე, ყდაზე) 2-ზე მეტი
დეკორატიული შრიფტის გამოყენება მეტყველებს გამომცემლის უვიცობაზე!

§7.
ერთ სახვით ზედაპირზე 2-ზე მეტი სამუშაო შრიფტის სახეობის გამოყენებაც
არ არის მიზანშეწონილი.


არსებობს კიდევ სიმბოლოთა შორის მანძილის მცნება, ე.წ. კერნინგი
და საკერნინგო წყვილები, მაგრამ ამას ვერც ფორუმზე და ვერც არაგრაფიკულ
პროგრამაში ვერ გამოვიყენებთ. კერნინგი არის ასოებსშორის მანძილის
რაციონალურ გამოყენებას (შედგმა). მაგ.: აზ, ლზ, ეზ, იზ, ხზ და მრავალი სხვა...
ლათინურში კი : LT, AV, AY, LW, LO, AW, FJ და ასე შემდეგ.
ამას ფორუმი ავტომატურად აკეთებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 21 2010, 15:48
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



Davitus

ნათელი ილუსტრაცია:


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 21 2010, 17:37
პოსტი #9


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(919 @ May 21 2010, 16:48) *
Davitus

ნათელი ილუსტრაცია:


ეს პარამეტრები როგორ ჩავრთო??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 21 2010, 18:36
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ლეკი

პირველი ილუსტრაცია არის ვორდის პარამეტრების ჩვენება.
ინსტრუმენტების პანელების გაყოლებაზეა და იშლება ინტერაქტიულად.
აქ არის განხილული სტრიქონშორის მანძილის პარამეტრები:
Single spacing - 1 ზომის
1,5 spacing - 1.5 ზომის
double spacing - ორმაგი

სადაც ზომაში ნაგულისხმევია ძIრითადი ტექსტის ფონტის ზომა.
თუ ძირითადი ტექსტი აკრეფილია მე12 კეგლით სტიქონშორის მანძილი
დასაშვებია, რომ იყოს 12, 18 და შესაბამისად 24 პუნქტი (ანუ კეგელი).

მე2 ილუსტრციაში მინდოდა მეკითხა თუ სად აღმოაჩინა დავითუსამ
ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა, ანუ სად ვეწინააღმდეგები საკუთარ
თავსა და მოხსენიებულ კანონებს...


ფორუმის სატექსტო ფანჯარაში კი ე.წ. ინტერლინიაჟი თუ "სტრიქონშორისი"
მანძილი ავტომატურია, მაგრამ რაც სტრიქონის სიგრძეს შეეხება ეს უკვე
პოსტის ავტორზეა დამოკიდებული.
დავითუსას მიერ ნახსენები ჯაჯასებური მეთოდი რაციონალური მართლაც არ არის.
თუ ყველა წევრი დაიწყებს სტრიქონების გამოტოვებას, დაუფიქრდი, რა რესურსი
გვეყოფა?! newsmile045.gif Space თუ Enter-ი აღიქმება, როგორც სიმბოლო და გააჩნია
საკუთარი მოცულობა. მე პირადათ სტრიქონის გამოტოვებით ავღნიშნავ
აზრობრივი დატვირთვის მქონე ტექსტურ ბლოკებს. იმის გამო რომ არ გაგვაჩნია
აბზაცის სიმბოლო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 21 2010, 19:03
პოსტი #11


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(919 @ May 21 2010, 19:36) *
ლეკი

პირველი ილუსტრაცია არის ვორდის პარამეტრების ჩვენება.

აა... გასაგებია მადლობა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 22 2010, 10:48
პოსტი #12


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Gigs13 @ 21st May 2010 - 14:55) *
Davitus

რა არჩანს აბა მითხარი?
რაც შეეხება სტრიქონშორის მანძილებს ეტყობა ყურადღებით არ კითხულობ,
მე ვორდის მაგალითზე ვახსენე ამ პარამეტრების გამოყენების აუცილებლობა
და არა ფორუმზე პოსტებზე!

ახლა ჩემი ლაკონური პასუხი შენს ე.წ. შენიშვნაზე და ჩემ "არაკომპეტენტურობაზე"
ტიპოგრაფიკისა თუ დიზაინის საკითხში. აიღე ნებისმიერი უცხოური თუ ადგილობრივი
ყოველდღიური ან ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთი.
ყურადღება მიაქციე გვერდის ფორმატს, გაჯერებულობას, სვეტების სიგანეს
და სტრიქონშორის მანძილს...
აგრეთვე ინტერნეტ-ბრაუზერს გააჩნია ფუნქცია Ctrl+, Ctrl- Ctrl 0
რაც გამოსახულებას ზრდის, ამცირებს ან დაჰყავს თავდაპირვალ ზომაზე.

ახლა ჩემი კითხვა: როგორ აღიქმება პროგრამულად ყოველი გამოტოვებული სტრიქონი?

მე გაგიზიარეთ კანონი, რომელისაც მე პირადათ ვიცავ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.



ვაღიარებ რომ მიმართვის ფორმა არ გამომივიდა კარგად, ჩემო გიგა წერილობით ტექსტს ხომ იცი რომ ინტონაციებს და ბევრ ეფექტს ვერ დაურთავ, არაკომპეტენტურობაში ნამდვილად ვერ დაგდებ ბრალს, იმიტომ რომ მაგ მხრივ ჩემზე და ბევრ აქ მყოფზე კომპეტენტური ხარ,

უბრალოდ, პირადად მე რომელი ფორმაც უფრო მანიჭებს სიამოვნნებას და ადვილად კითხვადს ხდის დიდი მასის ტექსტს, იმ ფორმას დავუჭირე მხარი, ვაღიარებ რომ უხეშად დაწერილი გამოვიდა, და შენს მიმართ მაგს საკითხის პროფესიონალიზმში ერთი წამიტაც არ მეპარება ეჭვი

კიდევ ერთხელ ვაღიარებ რომ არასწორი რაკურსით დავსვი ჩემი შენიშვნა-მოსაზრება newsmile05.gif

ხომ იცი ახლა რაფერ პატივს გცემ და სულ რომ არასწორი ვიყო ეგეთ პოსტს არ გაკადრებ ქვეშენიჭირიმე newsmile045.gif

ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 22 2010, 11:56
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



Davitus

მიღებულია ჩემო ძმაო! გეხუტუნები სულში და გულში newsmile05.gif newsmile090.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 22 2010, 19:40
პოსტი #14


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Davitus
რათ ვეკამათებით ეხლა ამ კაცს,ხო ვიცით ყველამ რო მართალს ამბობს newsmile05.gif
ეგრეა,რაც უფრო გრამატიკულად და სწორად(და ისე როგორც გიგამ თქვა) არის დაწერილი პოსტი,მით უფრო საინტერესო საკითხავია.
მე მაგალითად ტამპლიერის პოსტების კითხვა ნაღდად არ მსიამოვნებს(კიდე სხვებისაც,მაგრამ აღარ დავასახელებ newsmile05.gif ) იმიტო რო ერთ წერტილმძიმეს არ იხმარს ხოლმე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი May 22 2010, 23:17
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



გოგა

უკვე გავარკვიეთ ეს საკითხი ჩემო გოგა newsmile045.gif newsmile05.gif
მაგრამ 100%-ით გეთანხმები რომ სასვენი ნიშნის (პუნქტუაცია) ხმარება დიდი საქმეა
ურთიერთგაგების საკითხში! რომ მცოდნოდა მე8 კლასში 2 ორინაი ენასა
და ლიტერატურაში არ გამომყვებოდა newsmile035.gif და ვერავინ დამაჯერებდა, რომ
მე, ამ საგანს გაუგებდი და ამისთანა პატივს ვცემდი newsmile035.gif მძულდააააა ყველა
ენის გრამატიკა, მძულდა და გული მერეოდა!!! newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:46