knifecenter-დან გამოწერის მანუალი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
knifecenter-დან გამოწერის მანუალი
nihontoman
პოსტი Feb 23 2012, 21:13
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგა ხნის წინ შეპირებული მანუალი ცნობილი ამერიკული ინტერნეტ მაღაზია http://www.knifecenter.com/ -დან სხვადასხვა ნივთების გამოსაწერად ასე თუ ისე მზადაა D.gif



სანამ ინსტრუქციას გაეცნობით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე პასუხს არ ვაგებ შესაძლო გართულებებზე თვითონ მაღაზიასთან, გადამზიდავ კომპანიასთან ან საბაჟოსთან მიმართებაში. ეს ინსტრუქცია შედგენილია ჩემს მიერ როგორც ინფორმაციული, დამხმარე ხასიათის მასალა, რათა ახალბედებს გაუადვილდეთ ამ საიტიდან სასურველი საქონლის გამოწერა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინამდებარე ინსტრუქცია მოიაზრებს თქვენი მხრიდან გადამზიდავი კომპანიების (მაგ. https://www.usa2georgia.com/) მომსახურებით სარგებლობას.

მოკლედ, დავიწყოთ:

ვპოულობთ შესაბამის ნივთს რომლის გამოწერაც გვინდა. ჩემს შემთხვევაში, ეს არის Spyderco Bug Set, რომელიც შედგება სამი მიკრო ზომის დანისაგან. მოძებნის შემდეგ, ვაგდებთ მას კალათაში (გაითვალისწინეთ, არის თუ არა ის საწყობში In Stock, ან თუ არ არის, დაბრუნდება თუ არა როდესმე - წარმოებიდან ამოღებული ნივთების შემთხვევაში). ილუსტრაციისათვის იხილეთ შემდგომი სურათი:



კალათაში ჩაგდების შემდეგ დაგვხვდება ასეთი სურათი:



ამ ფანჯრიდან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შოპინგი და დავამატოთ სხვა ნივთებიც, ან გადავიდეთ უკვე არჩეული ნივთის შესყიდვაზე. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი დოლარი დაემატება სასურველ ნივთს შიდა შიპინგის საფასურად, ანუ გადამზიდავი კომპანიის კარამდე მისატანად. ამისათვის საკმარისია შესაბამის გრაფაში ჩავწეროთ გადამზიდავი კომპანიის შტატის ზიპ კოდი და დავაჭიროთ ღილაკს "გამოთვლა". მაგალითში ნაჩვენებია usa2georgia-ს შტატი Delaware-ს ზიპკოდი. გადავიდეთ შეძენაზე:



ზემოთა ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ექაუნთი ან შევიდეთ უკვე არსებული ექაუნთით, ან საერთოდ ექაუნთის გარეშე გავაგრძელოთ შოპინგი. ექაუნთის შექმნას აქვს გარკვეული პლიუსები და რეკომენდაციას გავუწევდი, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე "სწრაფ" გზას და ცალკე ახალი ექაუნთის რეგისტრაციას აღარ გაჩვენებთ (მით უმეტეს, არამგონია რეგისტრაიას სჭირდებოდეს ცალკე ინსტრუქციები). ვაჭერთ უზარმაზარ ღილაკს რომელსაც აწერია Checkout Now და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე:



როგორც ხედავთ ბევრი ინფორმაციაა შესაყვანი, ბილინგ და შიპინგ მისამართები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და სხვა. ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბილინგ და შიპინგ მისამართებში ორივეგან მიწერია გადამზიდავი კომპანიის მისამართი დ აგაგიჩნდათ კითხვა - რატომ? იმიტომ რომ "მოსულა" და ამ მაღაზიის შემთხვევაში საჭირო არაა ბილინგ ინფორმაციის ჩაწერა. უბრალოდ ყურადღება მიუთითეთ შიპინგ მისამართის სისწორეს და ყურადღებით შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგის მისამართად ის ინფორმაცია, რაც საკრედიტო ბარათს აწერია ხოლმე, კონკრეტულად კი ბანკის მისამართი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ მოცემულ სურათში დეტალურადაა ნაჩვენები თუ სად რა უნდა ჩაწეროთ, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ამავე გვერდზე, ბოლოში იქნება ღილაკი (რმელიც სამწუხაროდ არ გადამიღია) სადაც ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის და ეთანხმებით მაღაზიის პირობებს და გინდათ გააგრძელოთ ნივთის გამოწერა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვხედავთ მსგავს სურათს:



ამ გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ საჭირო ინფორმაციას და დავრწმუნდებით მის სიზუსტეში. ასევე შეგვიძლია გარკვეული ინსტრუქციების მიცემა მაღაზიისათვის, მაგალითად ნივთის შემოწმება გამოგზავნამდე და ა.შ. თუ ყველაფერი მოგვწონს და ვეთანხმებით, ვაჭერთ ღილაკს რომელსაც აწერია Confirm & submit Order. ღილაკის დაჭერისას რამდენიმე წამში საიტი გადაგიყვანთ გვერდზე (რომლის სურათი არ გადამიღია) სადაც მადლობას გიხდით შეკვეთისათვის და გთავაზობთ ასევე გვერდის ამობეჭდვას... გილოცავთ, თქვენ წარმატებით (იმედია) გამოიწერეთ http://www2.knifecenter.com/ დან D.gif

სულ ესაა ჩემი ინსტრუქცია newsmile05.gif რთული ნამდვილად არ არის, გამოცდილი საიტია და პირადად მე უკვე რამდენჯერმე გამომიწერია მათგან ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, მზად ვარ გაგცეთ პასუხი...

P.S. დგეს ჩამომივიდა ეს დანები, ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ინფორმაციის სისწორეში D.gif ასევე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ რაღაც ჭორები, თითქოს საბაჟო აჩერებს დანებს, არის ტყუილი.... როცა დრო მოვა, ასევე დავდებ აი ამ საიტიდან გამოწერის მანუალსაც თუ დაგაინტერესებთ:

http://www.bladehq.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Feb 24 2012, 11:39
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nihontoman
კაი კაცი ხარ შენ small3d018.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Feb 24 2012, 20:35
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



nihontoman დიდი მადლობა...!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:46