ძაღლსაშენი + ბიზნესი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ძაღლსაშენი + ბიზნესი
ვიტო
პოსტი Sep 17 2011, 12:52
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ დრებში რატომღაც ვათვალიერებდი ინტერნეტ სტატიებს და გამოხმაურებებს ძაღლსაშენებზე და
მომინდა 2 სიტყვა დამეწერე საქართველოში პირობითათ ძაღლსაშენის არსებობა/არარსებობის შესახებ,
ანუ საჭიროა თუ არ არის საჭირო, რამდენად გაამართლებს, რამდენად წარმატებული იქნება კომერციული
თვალსაზრისით და ა.შ. რა თქმა უნდა სამონადირეო კუთხით განვიხილავ.

I. პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ ძაღლაშენის შექმნის სურვილის არსებობის შემთხვევაში
უნდა ვიცოდეთ, რომ ქალაქის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია ამის განხორციელება, როგორც
მინიმუმ საკუთარი მიწის ქონის გარეშე. თუმცაღა ამ შემთხვევაშიც შეიძლება გარკვეული პრობლემები
შეექმნას მეძაღლეს აკუსტიკური გარემოებების გამო, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ კარგი პირობა იქნბა თუ
საკუთრებაში გვექნება ქალაქგარეთ-თბილისთან ახოლ რაიმე მიწის ნაკეთი. თბილისტან რომ იყოს ეგეც
ძნელი მისახვედრი არ არის რომ ერთადერთი სწორი განლაგებაა, რადგან ისედაც მწირი ბაზრის
პირობებში ლეკვის შემძენს არ უნდა გაუზარდო ხარჯი, დისკომფორტი ან დრო ლეკვების ნახვის ან ყიდვის
სურვილის შემთხვევაში.

II. საჭიროა გათვალისწინებული იყოს კოლექტივი რომელიცამ ყველაფერსმიხედავს. რაც გადავიკითხე
უმეტესობა გამოდის 3 კაციანი შტატის არსებობაში, ესენია: ვეტერინარი; ადამიანი რომელიც უკურირებს
ძაღლების მოვლას, გასეირნებას, კვებას - ზოგად მიხედვას და მწვრთნელს, რომელიც გამოფენებზე დასაველეებზეც
იქნება ერტერთი გამყვანი და დამხმარე. პრინციპში 3 კაციანი შტატი სავსებით ყოფნის 20 ძაღლსაც,
მაგრამ ჩვენ სულ მინიმალისტურადაც რომ ვიაროთ და ვთქვათ რომ 10 ძაღლი გვეყოება მაინც იგივე
რაოდენობის მომსახურე პერსონალი დაგვჭირდება. ამ სამიდამ რაც აუცილებელია და რომელისაც
აუცილებლად ყოველდღიური შეხება დაჭირდება ძაღლებთან არის მომვლელი (კვება მაინც ყოველდღე
ჭირდებათnewsmile05.gif ). ვეტერინარის ამბავი სეიძლება საერთოდ გამოვრიცხოტ და თუ ტრაკი გავანძრიეთ
შეგვიძლია ჩვენთვითონვე ჩავიყვანოთ აღლები ვეტერინართან აცრების ან რაიმე გარკვეული პროცედურების
ჩასატარებლად ან კიდევ თვეში ერთხელ გარკვეული ანაზღაურების საფასურად ტავად ჩამოვიდეს და დახედოს
ამბებს. ნუ ეხლა არ იფიქროთ ვინმემ რომ აცრებს ვინმე თავისით გააკეთებს, თუ ძაღლსაშენია ყველაფერი
ისე უნდა იყოს რომ კითხვები არ დატოვოს.

III. ალბათ საჭირო იქნეა გარკვეული დოკუმენტაციბის მოძიება, ანუ არ ვიცი რაიმე ლიცნზია თუ არის საჭირო
ამ ყველაფრისთვის სახელმწიფოსტან, მაგრამ კინოლოგიურ ფედერაციაში აღიცხა აუცილებელი იქნება რათ
უფლება მოგცენ შენით გასცე ლეკვებისთვი საჭირო საბუთები.

IV. ნუ რა თქმა უნდა სასტარტო კაპიტალი, რაც ყველაზემნისვნელოვანია და ეს თემაა რომელმაც ეიძლება
განაპირობოს ამ იდეის არსებობა არ არსებობის საკითხი newsmile05.gif ყველა წერს რომ არსად მსოფლიოში ძაღლსაშენი
შემოსავლის ძირითად წყაროს არ წარმოადგენს ანუ ხალხი ამას აკეთებს საკუთარი ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის,
ან უბრალოდ მდიდარი ენთუზიასტების პატრონტაჟის ქვეშ ცოცხლობენ. ამ შემთხვევასი საუბარია
არადეკორატიულ ჯიშებზე, დეკორატიულების საქმე გაცილებით კარგად არის გასაგები მიზეზების გამო,
შენახვის ფასიც განსხვავბულია და ფასიც ბევრად დიდია.

მაშ ასე;
1. საჯიშე ლეკვების ჩამოყვანა. ვთქვათ რომ პირველ ეტაპაზე ჩამოვიყვანოთ 5 ძაღლი, მგავრობის ხარჯებიან
ყველაფრიანად 1 ძაღლეზე ვიანგარიოთ მინიმუმ 1200 ევრო.

2. კვება: ნუ ეგეც შეიძლება დავიყვანოთ მინიმუმამდე ზოომაღაზიებთაბ შეთანხმების ხარჯზე და იყოს 50 გელა
ტომარაზე რომელიც წელიწადში დაჭირდება 6 მინიმუმ(დამოკიდებულია წონაზე).

3. 60 გელა.

4. ვიტამინბი და ბაღლინჯოებისგან დაცვა + ვეტერინარის დათვალიერება + ტრანსპორტირებები + გამოფენები +
საბუთები + ხელფასები +გაუთვალისწინებელი ხარჯები....

5. ამ ყველაფრის გარდა სასტარტო კაპიტალში უნდა იყოს გათვალსწინებული თავად ტერიტორიის ინფრასტრუქტურის
მოწყობა, აშენება, სამშობიარო ბლოკის შექმა და ა.შ.


რამდენი ხანი უნდა დასჭირდეს ესეთ ბიზნესს რომ მოგებაზე იმუშაოს? მგონი 3-4 წელი არ ეყოფა, ან ლეკვის ფასი
რა გამოვა? თუ ესეთი პირობები იქნება გათვალისწინებული ფასი იგივე ნიშნულამდე მივა რაც ევროპაშია, გადაიხდის ქართველი მაგდენს?

მოკლედ როგორც ხედავთ არც ისე ცოტაა.


და ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა, მართებული იქნება თუ არა საქართველოში ძაღლთსაშენის შექმნა? მგონი არა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Mar 26 2012, 02:06
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართებული იქნება..თუ ძაღლები კარგი ხარისხის იქნება და საზღვრებს გარეთ ცნობილი ..საზღვარ გარეთ გაყიდით ევროპულ ფასებში,მაგრამ ამ ყველაფერს(თუ ენთუზია აკლია) დიდძალი შრომა სჭირდება და ცოტა შემოსავალი მოაქვს..ანუ როგორც ბიზნესი დიდი ვერაფერი შვილია..მაგრამ არიან ჩვენთან ენთუზიასტებიც და ამ საქმეს მოაგვარებენ)))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 17:41