ვაზნების ტესტირება ►►►, სამწყერე ვაზნები ▪▪▪ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაზნების ტესტირება ►►►, სამწყერე ვაზნები ▪▪▪ |
Aug 18 2010, 20:36
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სამწყერე ვაზნების ტესტირება
(იჟ-43, იჟ-27, Stoeger 2000, MP-153, ATA neo 12) სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით კლუბმა საჭიროდ ჩათვალა გაეკეთებინა პირველ სანადირო ობიექტზე გამოსაყენებელი ვაზნების სასინჯი ტესტირება, რომელიც კლუბისავე ინიციატივით განხორციელდა.ტესტირების მთავარი მიზანი იყო ის რომ, რაც შეიძლება ფართო მასების მონადირეებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამა თუ იმ ვაზნაზე, რაც იმედია არჩევისას სასარგებლო სამსახურს გაუწევდა მათ. ტესტირებაში იარაღების სახით მონაწილეობა მიიღო საქართველოში მეტ ნაკლებად გავრცელებულმა სანადრიო გლუვლულიანმა თოფებმა. ვაზნების ტესტირებას ხშირად ვაწყდებით უცხოურ ლიტერეატურაში, ეს აპრობირებული მეთოდია, როგორც რეკლამისთვის ასევე მონადირის პირადი ინტერესისთვის, ასეთი ტესტირება პირველ ყოვლისა ინფორმაციის წყაროა და ბერ კითხვაზე შეუძლია გასცეს პასუხი. მინდა ვთქვა რომ არავითარი რეკლამა და შესაბამისად ანტირეკლამა ამ ტესტირებას არ ეხება, მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურია, მიკერძოების გარეშე. იქიდან გამომდინარე რომ კლუბ ოჩოპინტრეს მიზანი ნადირობის კულტურაზე ზრუნვაა, თამამად შემიძლია ვთქვათ რომ ასეთი ღონიძიებით პატარა ქვა ჩვენც დავადეთ ქართული სამონადირეო ლიტერატურის განვითარებას. მართალია ბევრი იწერება ვაზნების სახლის პიროობებში დამზადებაზე მაგრამ მის ტესტირებაზე ინფორმაცია მიზერულია. აქვე მინდა შევპირდე მკითხველს რომ საეთი ტესტები გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათა მიიღებს. რადგანაც გვაინტერესებდა შესაბამისი ნომრების საფანტის ვაზნების მონაცემები და არა თოფების ბალისტიკური მაჩვენებლები, შეირჩა უნიკალური სამიზნე. უპოპულარულესი სანადირო ობიექტი საქართველოში - მწყერი. სამიზნეზე მწყრის გაბარიტების მაქსიმალური იდენტურობაა დაცული მისი მაშტაბია 28-30 სმ კვადრატი ! რაც რეალურის ანალოგია. მინდა დავამატო რომ სამიზნე უნიკალურია და ჩვენს მიერაა შექმნილი რისთვისაც მრავალ საათიანი შრომა დაგვჭირდა. სამიზნე დაფიქსირებული იყო ლულის "წვერიდან" ზუსტად 20 მეტრში. დისტანცია ლაზერული მანძილმზომით გაიზომა და ცდომილების ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ფორმატებისს ზომა 85#85. რატომ ავირჩიეთ სატესტო მანძილად 20 მეტრი? პასუხი შემდეგია: ნებსიმიერი სტანდარტული ქარხნული ვაზნის სიჩქარე, ნებსიმიერი ნომრისათვის (ძირითადად წვრილი საფანტი) საშუალოდ 380 მ/წმ -ია. საფანტის ბალისტიკური ცხრილიდან კი ცნობილია რომ #10 ნომერი საფანტი 25 მეტრზე, ასეთ საწყის სიჩქარეს აგდებს 210-220 მ/წ-მდე. რაც აუცილებელი დაზიანებისათვის მინიმუმზე 10-20 მ/წ-ით ნაკლებია (ასეთი სიჩქარის საფანტს ენერგია არ ყოფნის ფრინველის ძვალის დასაზიანებლად) . არ არსებობს არცერთი ვაზნა და არცერთი საწყისი სიჩქარე რომელიც 1,75 მმ-ი ტყვიის სფეროს უფრო მეტ მანძილზე შეუნარჩუნებს მაღალ სიჩქარეს, ეს VII კლაის ფიზიკის სასკოლო პროგრამაა. #9 (ნომერი 9) საფანტისათვის ზემოთ ხსენებული პრობლემა ასე ვთქვათ მოხსნილია და მისი ენერგია 20 მეტრზე საკმარისია შესაბამისი ფრინველის სასიკვდილო დაზიანებისთვის. კონკრეტულად კი 230 მ/წ. ტესტირებისათვის გამოყენებულ იქნა 3 სხავადასვა მწარმოებლის ე.წ. სამწყერე ვაზნა. რომელიც შეირჩა ფასისა და ხარისხის შეფარდებით. 1. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო 2. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი 3. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი თოფები ყოველ გასროლაზე დაფიქსირებული იყო სპეციალურ სამაგრში რომელიც ხრახნიანი იარაღის მისროლისთვის გამოიყენება. 1. იჟ- 43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 28 მარცვალი სილუეტში 2. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარჩოკი (0,5მმ) 22 მარცვალი სილუეტში * * * 3. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ჩოკი(1მმ) 98 მარცვალი სილუეტში 4. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ნახევარჩოკი (0,5) 75 მარცვალი სილუეტში * * * 5.იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 30 მარცვალი სილუეტში 6. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 19 მარცვალი სილუეტში * * * 7. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 18 მარცვალი სილუეტში 8. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 30 მარცვალი სილუეტში * * * 9. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 69 მარცვალი სილუეტში. 10. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ნახევარჩოკი ჩოკი (0,5მმ) 55 მარცვალი სილუეტში. * * * 11. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 30 მარცვალი სილუეტში 12. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 21 მარცვალი სილუეტში |
|
|
Aug 18 2010, 21:14
პოსტი
#2
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
13. MP 153 მობილჩოკი.
ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 19 მარცვალი სილუეტში 14. MP 153 მობილჩოკი. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 14 მარცვალი სილუეტში * * * 15. MP 153 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 106 მარცვალი სილუეტში 16. MP 153 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 42 მარცვალი სილუეტში * * * 17. MP 153 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 24 მარცვალი სილუეტში 18. MP 153 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 38 მარცვალი სილუეტში * * * 19. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანზილი 20. ჩოკი (1მმ) 16 მარცვალი სილუეტში 20. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანზილი 20. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 24 მარცვალი სილუეტში * * * 21. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 81 მარცვალი სილუეტში 22. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 51 მარცვალი სილუეტში 23. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 25 მარცვალი სილუეტში 24. Stoeger 2000 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 27 მარცვალი სილუეტში * * * 25. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 28 მარცვალი სილუეტში 26. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 21 მარცვალი სილუეტში * * * 27. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 51 მარცვალი სილუეტში 28. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 65 მარცვალი სილუეტში * * * 29. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 31 მარცვალი სილუეტში. 30. ATA NEO 12 მობილჩოკი. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 32 მარცვალი სილუეტში. |
|
|
Aug 19 2010, 01:18
პოსტი
#3
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Aug 19 2010, 08:58
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 889 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ძალიან მაგარი ამბავი გამოგვივიდა რომელიც სერიოზული ინფორმაციის წყაროა, ასეთ წყაროს ან შეხვდები სადმე ნეტში ან ვერა, უფრო ვერა მაგრად მომეწონა და მზად ვარ კიდევ მივიღო მონაწილეობა ასეთ კარგ საქმეებში თქვენთან ერთად
|
|
|
Aug 19 2010, 09:18
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კარგი იყო მალადეც ბიჭებო! მაგრამ მე ამ სეზონზე ვიყინებ უკრაინულ ტყვიებს,,ოლიმპი,,-ს . დიდი სურვილი მქონა ამ ტყვიაზეც გეთქვათ რამე:(
მე ამ სეზონზონამდე და ამის მერეც უპირატესობას #9 ვანიჭებ |
|
|
Aug 19 2010, 09:29
პოსტი
#6
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იქნება ყველაფერი თანდათან, უმეტესობა ვანზა გაიტესეტბა
|
|
|
Aug 19 2010, 09:42
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა. ყოჩაღ ბიჭებო, შრომისა და მონდომებისთვის.
ეხლა კი მივხვდი , რისთვის აგროვებდა პატ. BONEHILL-ი 12 კალიბრის იარაღებს. მაგრამ რატომ მიჩმორეთ და დაივიწყეთ 16 კალიბრის ფანები? შემომაქვს წინადადება! ჩამოვაყალიბოთ კლუბისა და საზოგადოებრივ საწყისებზე, 16 კალიბრით მონადირეთა საპარლამენტო ფრაქცია. |
|
|
Aug 19 2010, 09:44
პოსტი
#8
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იდეა კარგია, 16 კალიბრებზეც დავფიქრდებით.
|
|
|
Aug 19 2010, 09:48
პოსტი
#9
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
პირადად მე დიდ მადლობას გიხდით ამ ღონისძიების მონაწილეებს დაუღალავი შრომისა და საჭირო ინფორმაციისათვის !!!! ასეთი რამ აქამდე არსად მინახავს..
|
|
|
Aug 19 2010, 10:16
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა.მადლობა ყველას,ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.
დასკვნის სახით კიდევ რომ დაგეწერათ,ციფრები არის,მაგრამ მაინც პროფები რომელს მიიჩნევთ ამათგან საუკეთესოდ წარმოდგენილი თოფებისთვის. |
|
|
Aug 19 2010, 10:42
პოსტი
#11
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ერთ ვიტყოდი მპ153 დან უკონტეინერო #10 საფ. ვაზნამ აჩვენა კრიტიკული ჩედეგი, ანუ გაფუჭებული ან დაცილები მწყერი.
|
|
|
Aug 19 2010, 10:46
პოსტი
#12
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 19 2010, 10:52
პოსტი
#13
|
|
პოინტერით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი |
თან თუ არ ვცდები 16 კალ. ვაზნები 12-თან შედარებით ძვირია..
|
|
|
Aug 19 2010, 10:54
პოსტი
#14
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
sabo73
ჩამოვაყალიბოთ კლუბისა და საზოგადოებრივ საწყისებზე, 16 კალიბრით მონადირეთა საპარლამენტო ფრაქცია. ია ზა ჯერ მე და შენ ვართ აბა ჩაეწერეთ სიაში ყალიბდება ახალი სექტა 16-იანები საღოლ ბიჭებო კარგად გიშრომიათ და სწორად არის გაკეთებული ყველაფერი რესპექტები ჩემგან |
|
|
Aug 19 2010, 11:13
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
16-იანების სიაში მეც მიმაწერეთ
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:48 |