თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გლუვლულიანი _ RETAY ARMS MASAI MARA

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Sep 3 2017, 04:53

გილოცავთ სეზონის გახსნას. ბევრი გენადიროთ და ბევრი კარგი მოგონებები დაგრჩენოდეთ.
ეს ნახევრად ავტომატური თოფი შევიძინე და პროფესიონალების და მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს. როგორი იარაღია?

პოსტის ავტორი: masai Sep 3 2017, 16:03

ციტატა(DUCK CALLER @ Sep 3 2017, 04:53) *
გილოცავთ სეზონის გახსნას. ბევრი გენადიროთ და ბევრი კარგი მოგონებები დაგრჩენოდეთ.
ეს ნახევრად ავტომატური თოფი შევიძინე და პროფესიონალების და მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს. როგორი იარაღია?


პოსტის ავტორი: masai Sep 3 2017, 16:08

გილოცავ მეგობარო...
გატესტე და შენ გაგვიზიარე როგორია.
ეგ არის 2017 წლის იარაღი კომპანიი სretay armს , რომელმაც პირველი გლუვლულიანი გამოუშვა, თუ არ ვცდები და ვერავითარ ინფოს ვერ მივაგენი გარდა ამისა:
https://www.youtube.com/watch?v=h-EIp2PM-WI

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Sep 5 2017, 23:08

მოკლედ ამ იარაღზე აღმოვაჩინე ერთი ნიუანსი. ყველა ნახევრადავტომატურ თოფს, რომელიც ინერციულია აქვს ერთი პატარა მინუსი სისტემაში. თუ ზატვორს მივწევთ ნელა ამ შემთხვევაში ზატვორის თავი რომელიც იკეტება ბრუნვით. არ დაიკეტება და შესაბამისად გასროლა არ მოხდება. ასეთი შემთხვევა ბევრს მოსვლია და დააბრალა იარაღს ჭედავსო. უბრალოდცოტა ძლიერად ჭირდება გადატენვა. რაც შეეხება MASAI MARAS ეგ პრობლემა მოგვარებულია. თოფი არის ძაან მსუბუქი. დახვეწილი დიზაინით. დამუშავებულია ძაან მაღალ დონეზე. მოყვება გრძელი ჩოკები, ზეთი, კეისი ორი გასაღებით, კონდახის კუთხის რეგულატორები. ისვრის ფოლადის საფანტს. რაც ყველაზე ძაან მომეწონა მექანიზმი გამოდის ღილაკზე ხელის დაჭერით. ანუ რისი თქმა მინდა ინერციული სისტემა ხომ ისედაც მარტივია ბევრი არაფერი არააქვს ჰაზდამტენთან შედარებით და ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, რომ საველე პირობებში უცბად მოვხსნათ მთელი მექანიზმი წამებში გავწმინდოთ და მივაყენოდ უკან. განსაკუთრებით მოგეწონებათ ვისაც იხვზე გიყვართ ჭაობში სიარული. მწარმოებელი გარანტიას იძლევა იმაზე რომ თოფი მსუბუქ ვაზნებსაც ტენის და ასევე იძლევა 5 წლიან გარანტიას. იგივე 5 წლიანი გარანტია მომცეს მაღაზიაშიც.

პოსტის ავტორი: masai Sep 15 2017, 16:05

ფოლადის საფანტს, რომ ისვრის შესაბამისის დამღა არტყია ლულას თუ ეგრე გითხრეს ქარავანში?

ეგრე მეც მითხრეს ბენელი ბელმონტეზე ისვრისო შესაბამისი ჩოკით ფოლადის საფანტსო, მაგრამ დამღა არა აქვს ლულას და ამიტომ არ შეიდძლება სროლა. მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: barbi Nov 5 2017, 15:28

DUCK CALLER როგორ მუშაობს იარაღი გაგვიზიარე წესით უკვე უნდა შეგქმნოდა წარმოდგენა.

პოსტის ავტორი: gio bregva30 Sep 24 2019, 08:26

მოგესალმებით მეგობრებო.მაინტერესებს ინფორმაცია ამ ფირმაზე რამდენად სანდოდა კარგ პროდუქიას უშვებს.მინდა ნახევრად ავტომატი შევიძინო ინერციული. ატა ნეო შტოგერი ან რეტაუ არმს გორდიონ.რომელს მირჩევთ.ვისაც გაქთ ეს იარაგი თქვენი აზრი მაინტერესებს რა პლიუს მინუსიაქვს.მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: gied Jan 15 2020, 18:22

მოგესალმებით მეგობრებო, ვგემავ რეტაი გორდიონის შეძენას, ბევრი ინფორმაცია მოვიძიე ზოგადად რეტაის შესახებ, და უარყოფითი გამოხმაურება აღნიშნულ კომპანიაზე ვერ ვნახე, მასაი-მარას აქებენ ყველაზე მეტად თურქულ იაღაღებში. რაც შეეხება გორდიონს, გორდიონზე ძალიან მწირე ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტში, როგორც მითხრეს ბიუჯეტური მასაი მარაა შედარებით დაბალი კომპლექტაციით (ე.წ. ნაკლები ნავაროტკით), ხარისხი ფაქტიურად ანალოგიური. გორიდონი თუ ვინმეს გაქვთ, სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს შეფასებას აღნიშნულ იარაღზე.

პოსტის ავტორი: gunsmoke4ever Jan 17 2020, 22:53

ერთი თვეა შევიძინე მასაი მარა. იარაღი კარგად მუშაობს 28 გრამიანები ვისროლე ყველაზე პატარა და მშვენივრად ამუშავებს
(24 გრამებით თამაშს არ ვაპირებ, მასეთებზე იჟი მაქვს newsmile029.gif ) ტესტზეც კარგი შედეგები აჩვენა, პლასტიკი ავიღე და ლულის დაფარვა არ მომწონს ცოტა მოფრთხილება უნდა თორემ მალე გაიქექება, მსუბუქი მარტივი კარგი დიზაინი -- მე კმაყოფილი ვარ

პოსტის ავტორი: ჯულაყიძე Mar 8 2020, 21:35

მეც მასაი მარას ყიდვას ვაპირებ თავის ფასში კარგი იარაღის შთაბეჭდილებას ტოვებს

პოსტის ავტორი: GIORGI DVALI Aug 10 2022, 10:39

მირჩიეთ რომელი თოფი ვიყიდო ინერციული თუ აირდამტენი,მასაი მარა თუ ფენომა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)