"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
"ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34)
Bone
პოსტი May 19 2009, 17:59
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სანადირო გლუვლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგგებით, დაპროექტებულია კონსტრუქტორ კოროვიაკოვის მიერ 1965 წელს მაგრამ წარმოება დაიყო მხოლოდ 1969 წლიდან, მანადე გამოდიოდა ერთეულ ეგზემპლარებად.



კალიბრი ძირითადად12 და 28 მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე 20 და 32.თოფის წონა პლასტმასის ამორტიზატორიტ(ე.წ. "პიჩით" )3,200კგ, რეზინის ამორტიზატორით კი 3,300. 28კალიბრის თოფის შემთხვევაში წონა 3,100კგ- მდე. ცევიო(ტიპჟირი) არ იხსნება, მიმაგრებულია ლულებზე სახრახნისებით.



თოფს გააჩნია ჩახმახების შეყენების მაშვენებლები



სამიზნე თამასა ჩვეულებრივი ან გამაგრილებელი ჭრილებით .კონდახი ძირითადად წიფლის და არყის ხის, იშვიათად კაკლის, კონდახის ტიპი პისტოლეტური იშვიათად ინგლისური. (რაც ჩემი აზრიტ ძალიან ელეგანტურია კონკრეტულად ამ თოფზე)



12 კალიბრის ლულების სიგრძე 720-750მმ, 28 კალიბრისთვის კი 660 - 675მმ, სავაზნე 70მმ. სავაზნე და ლულები ქრომირებული, საშუალო მაქსიმალური წნევა 663კგწ/სმ კვადრატზე (700მდე). 28 კალიბრის თოფს იგივე სიმაღლის კალაპოტი და ლულები აქვს(ანუ ლულებიც უფრო მსხვილი ) რაც უაზროდ ამძიმებს თოფს, მაგრამ ამვდროულად საშუალებას გვაძლევს, 28კალიბრის თოფიდან გავისროლოთ გაძლიერებული მუხტისა და ჭურვის მქონე ვაზნები(მაგნუმის მსგავსად) თვალსაჩინოებისათვის დენთის მასა 2 გრამი დენთ "სოკოლის" შემთხვევაში.
ლულის შიდა დიამეტრი 18,5მმ. ლულის შევიწროება როგორც ასეთი 0,5 - 1,00მმ მდე, მაგრამ რეაულრად შეიძლება შეგვხვდეს 0,5 დან 1,3მმ-მდე!! სასხლეტ დამცემი მექანიზმი(სდმ) ჩახმახები ნემსებისგან ცალკეა დამზადებული, საბრძოლო ზამბარა "უადგილო" დაუხვეწავი მდებარეიბისაა რაც მის რესურსზე მოქმედებს უარყოფითად. ძირითადად თოფზე ყენდება ექსტაქტორი მაგრამ არის ეჟექტორიანი ვარიანტიც ინდექსით ტოზ 34E, ხოლო 34EP რეზინის ამორტიზატორით.
ტოზ- 34 ის ბაზაზე გაკეთებულია სპორტული თოფი TO3- 57K მრგვალი სტენდისთვისლულების სიგრძე 680მმ, ლულის ბოლოში გაგანიერებით, პერფორირებული ცევიოთი. სასანგრე სტენდისთვის კი ინდექსით TO3- 57-T , ლულების სიგრძე 750მმ, ჩოკური შევიწროება ჩოკები 1,00მმ - 1,30მმ. მასა 3,600 დან 3,800 მდე




ტოზ - 34 -ის ბაზაზე შეიქმნა და გამოდიოდა კომბინირებული თოფი ტოზ 34-5,6/20 ზედა მრგვალი ანთების ვაზნაზე (22LR) ქვედა ლულა კი 20კალიბრის, მიზანი იყო სარეწაო ნადირობები.. და თოფი ტოზ -34-5,6/28 წონა მაქსიმუმ 2800გრ.
ტოზ 34 ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი ტოზ 55"ზუბრი" (დომბა) "ტოზის" სიამაყე!. თავიდანვე გათვლილი იყო მსხვილ ნადირზე სანადიროდ, მასში გამოიყენეს რუსეთში ერთად ერთი მსხვილი კალიბრი 9# 53(9,3) მაგრამ თოფი მზადდებოდა საცალო ეგზემპლარებად და რიგით მონადირეებთან იშვიათად აღწევდა




წარმოების პირველ წლებში გამოდიოდა ვაზნაზე 9,3# 74, დამკვეთის მიხედვით შეიძლებოდა ნებისმიერი წყვილი ლულა გამოეყოლებინათ,
"ზუბრს" აქვს მოდიფიკაციებიTO3- 55-1 კლასიკური შტუცერი, ორივე ლულა 9# 53, ლულების სიგრძე 600მმ საერთო სიგრზე 1050მმ წონა 3,800კგ
TO3- 55-2 ზედა ლულა 12/70, ქვედა9#53 ლულების იგრძე 675,საერთო სიგრზე 1125 მმ, წონა 3,800
TO3- 55-3 ორივე ლულა 12/70, წონა3,400, ლულების სიგრძე 710მმ, საერთო სიგრძე 1170მმ
ტოზ 34 სამი თაობისთვის განუყრელი მეგობარია, ის დიდი სიმპატიით სარგებლოს უამრავ მონედირეში, მის ბალისტიკას კი რუსულ რიგით თოფებში ცოტა თუ უწევს კონკურენციას.... :)


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 19 2009, 18:53
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ტოზ-34 ერთ- ერთი ყველაზე მსუბუქი გლუვლულიანი სანადირო თოფია რუსულ თოფებში ნორმალური ბალანსით და კარგად დამუშავებული კონდახით საფანტის ძლიერი მიტანის მაჩვენებლით, მინუსი მექანიზმია! მშვილდისებური ზამბარები მალე ტყდება და თუ გადატენილი იარაღი დაგრჩათ ჯდება,(იღლება) არის ამ მოდელის რამდენიმე მოდიფიკაცია! ტოზ-34, ტოზ 34-P (კონდახზე პიტჩი აქვს რეზინის) ტოზ-34-EP იჟექტორიანი რეზინის პიტჩით) კალიბრები 12, 20, 28, 32. 32 კალიბრის ეს მოდელი ძალიან ცოტაა დამზადებული და თითქმის არ გვხვდება საქართველოში. ტოზ-34 ტი კოროვიაკოვის პროექტის მიხედვით იწარმოება 1963 წლიდან, პირველ მოდელებს დასაშლელად უნდა გამოქაჩო პირველი სასხლეტი და შემდეგ გადახსნა ბოლომდე რო ლულა გააცალკევო კონდახისაგან და მცველი აქ არაავტომატური ზემოდან დამატებითი ღილაკით ანუ ჯერ ღილაკს ვაწვებით ზემოდან და შემდეგ მცველს ვაწვებით წინ რო გასროლა გავაკეთოთ. ამ სისტემამ არ გაამართლა და შემდეგ მოდელებში დააყენეს მარჯვენა მხრიდან ღილაკი (ფლაჟოკი) რომლის მობრუნების შემდეგაც თოფის ბოლომდე გადახსნის შემდეგ ლულები ცალკევდება კონდახისაგან! აღსანიშნავია ისიც რომ ეს მოდელი არაკლასიკურად იშლება ანუ ორ ნაწილად იშელბა, ლულა და კონდახი! ტიბჟირი (ცივიო) ლულაზევეა მიმაგრებული პატარა ხრახნებით და არ სძვრება. ამ მოდელს არა აქვს კიდევ ერთი დეტალი ღერძი რომელიც გაყრილია ხოლმე კალაპოტის წინა ნაწილში სიგანეზე კალაპოტის ორივე კედლის გავლით და სადაც ლულის კაუჭი ჯდება და რაც უზრუნველყობს ლულის მოძრაობას გადახსნისას! ამის ნაცვლად კალაპოტის წინა ნაწილში კალაპოტის გვედებზე აქვს ჭრილები რომლის შესაბამისი ამობურცულობებიც ლულაზეა დატოვებული სავაზნის გვერდებზე ნახევარ წრიული ფორმით და ამ მეთოდით ჯდება ლულები კალაპოტში. ლულები კარგად დამუშავებული აქვს ქრომირებული, სიგრძე 620-მმ დან 720-მმ დე ჩოკური შევიწროვებები 0,5. 1,3. 0,3. 1,0 თოფის საერთო მასა 3,3 კგ. სასხლეტის დასხლეტვის მაჩვენებელია 1,5-2,5 კგ ზეწოლით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 19 2009, 23:56
პოსტი #3


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩემ ტოზ-34-ს თავზე ოპტიკის დასამაგრებელი მოწყობილობაც ქონდა(ქარხნული) უმაგრესი თოფი იყო...(მივქარე არ უნდა გამეყიდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 20 2009, 10:28
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(levani @ May 19 2009, 11:56 PM) *
ჩემ ტოზ-34-ს თავზე ოპტიკის დასამაგრებელი მოწყობილობაც ქონდა(ქარხნული) უმაგრესი თოფი იყო...(მივქარე არ უნდა გამეყიდა)

მეეჭვება რომ ეგ რომელსაც ამბობ ტოზ-34 ყოფილიყო ეგ უფრო ტოზ-55 ზუბრი იქნებოდა ჩემის აზრით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 20 2009, 23:48
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



არა.. ნამდვილად ტოზ-34 იყო, ზედ ეწერა... თან სასხლეტის გამოწევით იშლებოდა, უბრალოდ "სასაჩუქრე" ვარიანტი(ნავაროჩენნი) იყო... ჩუქურთმებით და ქრომირებული კალაპოთით... პრინციპში მაქვს ეგ თოფი გადაღებული ბავშვთან ერთად და დავდებ მერე....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 22 2009, 11:23
პოსტი #6


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




ესეც ტოზია!!!დამიზნება არ ჭირდება,თავისით კლავს!!! newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato238
პოსტი May 24 2009, 10:44
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 16
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Dedoplistskaro



მე მაქვს ტოზ-34რ ,,შტუჩნოი'' 1986 წლის გამოშვება ძალიან მაგარიაა,კმაყოფილი ვარnewsmile05.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 24 2009, 16:05
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჰანტერ777 მგონი ასეთ რამეზე ამბობდა ლევანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 24 2009, 16:35
პოსტი #9


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კი.. ეგეთ რამეზე ვამბობდი.. მაგრამ ჩემსას უფრო უკან ქონდა სამაგრები, ეგეთი სამაგრი ზაუერზე მაქვს ნანახი...აი როგორც თხილამურების "კრეპლენიე" წინა მხარეზე 2 კბილი ჯდებოდა.. უკან კი რაღაც გამოსაქაჩი ქონდა.. თვითონ თოფიც უფრო ნავაროჩენნი იყო, მოჩუქურთმებული და ნიკელის თუ ქრომირებული კალაპოტით...(ქათქათა თეთრი) კონდახიც უმაგრესი.. მუქი კაკალი, მაგარი სალოყეთი..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 24 2009, 18:36
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(Bonehill @ May 24 2009, 04:05 PM) *
ჰანტერ777 მგონი ასეთ რამეზე ამბობდა ლევანი

ეს კოლიმატორი დაუდგამთ ეგეთებს ნებისმიერ ბოკფლინტზე დაადგამ. თან კოლიმატორი სამიზნე თამასაზეა დამაგრებული!. იმას ლევანი რო ამბობდა მგონი ინტეგრირებული ანუ საკუთარი სამაგრი ,,კრეპიოჟი,, ექნებოდა ცოტა უკან და კონდახზე კიდე სალოყე უეჭველი რო დასამიზნებლად ყოფილიყო მოსახერხებელი ოპტიკა სამიზნე თამასადან საკმაოზე ზემით აიწევდა და მაგიტომ! ეს ჩემი აზრია ალბათ ეგრე იქნებოდა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 25 2009, 03:17
პოსტი #11


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



არა.. სამაგრები ლულაზე ქონდა(პატრონნიკის თავზე) ჩემი ქარხნულად იყო ეგეთი, მაგ სამაგრების შუაში წვრილი ღარი იყო დატოვებული, დამიზნების დროს პლანკას ჩვეულებრივად ვხედავდი, ოპტიკის გარეშეც ჩვეულებრივად ვნადირობდი. ძველ ფოტოებზე მაქვს გადაღებული... სკანერი მჭირდება რომ დავდო აქ, სადმე მოვახერხებ და დავდებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 12 2009, 15:04
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე გრავიურებზე ტულა რუსეთში ჩემპიონია რა, მე მაქვს ვე დე ენ ხაზე ნანახი ტოზი, სერია ნაღდად არ მახსოვს რომელიც 38 ათასი დოლარი ღირდა ძაან მაგარი ნახელავი იყო, სროლაში კი იძახდნენ მაგარიაო, მაგრამ ეგ უკვე მე აღარ ვიცი, ალბათ კარგი იქნებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jun 15 2009, 21:10
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill
როგორც ყოველთვის, ამომწურავ და საინტერესო ინფორმაციებს ათავსებ!

მამაჩემს ჰქონდა ტოზ-34-ე - ეჟექტორიანი ე.წ. საექსპორტო ვარიანტი 1976წ 12 კალ. კარგი თოფი იყო, სამწუხაროდ გაიყიდა ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში აუცილებლობის გამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი.
პოსტი Jun 20 2009, 13:56
პოსტი #14


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 27
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ტოზი მაგარია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 20 2009, 18:54
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ირაკლი @ Jun 20 2009, 01:56 PM) *
ტოზი მაგარია


კამყოფილი ხარ? ერთადერთი იჟ თან სედარებით რთული ასაწყობია, მაგრამ თავისი მუღამი აქვს რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 14:37