როგორ ავარჩიოთ თოფი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ"
რეიტინგი 5 V
 
ჭალიმგელა
პოსტი Oct 6 2012, 14:52
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.

ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი.
ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა.
ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ.

თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა.

ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ.

ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი




ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის.

ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია)
ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება)

სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია.

ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 6 2012, 18:03
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვერტიკალურ ლულებიანი თოფი






ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გამოჩენა სპორტული სროლის გავრცელება უკავშირდება.
ასეთი შეჯიბრის ჩატარების პირობები უფრო დიდ მხედველობის არეს და სწრაფ, ზუსტ დამიზნებას მოითხოვდნენ. შედეგად ვერტიკალურ ლულებიანი თოფი მივიღეთ. მათ მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებთ:
- ვერტიკალური ლულების შემაერთებელი გვერდითი თამასები ბლოკს მეტ სიმტკიცეს აძლევენ და გასროლის მომენტში ლულების ვერტიკალურ ვიბრაციას ამცირებენ.

- ლულის კოლოფის სიმძიმის ცენტრიჰორიზონტალურ ლულებიანთან შედარებით რამდენადმე უკან არის დაწეული, რაც უფრო გრძელი (76 სმ) ლულების გამოყენების საშუალებას იძლევა.

- ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გრძელი და მაღალი ცევიო ხელით უფრო ადვილი და მოსახერხებული დასაჭერია.

- თოფის შედარებით დიდი წონა სროლის უკეთ გაკონტროლების საშუალებას იძლევა და უკუდარტყმის ძალას ამცირებს.

წარმოების რაოდენობის გაზრდამ და ფასების კონკურენციამ მისი ექსტერიერის შედარებითი დაქვეითება გამოიწვია. ეს რა თქმა უნდა ბრენდების უმეტესობას არ შეხებია, მაგრამ იქაც შეიმჩნევა ნაკლები ყურადღება თუნდაც ინგლისურ კორიფეებთან შედარებით, როგორიცაა ჰოლანდი, პერდე, ბოსი და ა.შ.

მაგრამ რეალურად ნადირობის და სროლის მიხედვით, პირადათ ჩემთვისაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან უფრო დიდ ყურადღებას მის პრაქტიკულობას ვანიჭებ ვიდრე ჩუქურთმას.

თუმცა რუსულ თოფებში ექსტერიერიც და ხარისხიც კატასტროფულად დაეცა. ფოლადის შემცველობა გაუარესდა. დაფარვის გარეშეც მისი ფოლადი ესე მარტივად არ უნდა იჟანგებოდეს. გაიხსენეთ ძველი მც 21-12. ჩემსას პირადათ დაფარვა (ვარანენია) შერჩენილიც აღარ ჰქონდა, მაგრამ თვეობით გდების შემდეგაც კი ჟანგის ნასახი არ ეკარებოდა. დაქვეითდა თვითონ დაფარვის ხარისხიც, აღარაფერს ვამბობ მის კომბალივით კონდახსა და ცევიოზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში კი არ არის კორპუსთან, არამედ 1 სანტიმეტრამდე სხვაობასაც იძლევა. მისი დამუშავება ფაქტიურად ახალის გამოთლას ნიშნავს. როგორც ჰორიზონტალურებში ავღნიშნე წინსვლა მხოლოდ მობილჩოკების დამატებაა და იქაც ყიდვისას ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ ლულის ბოლო წესიერად და თანაბრად იყოს მოჭრილი.
აქვე ვიტყვი იმასაც რომ ფორუმის გამოკითხვებიდანაც და მონადირეებში გავრცელებული მოსაზრებიდანაც, ვისაც საბჭოთა იჟ 27 სა და ტოზ 34 ში უნდა არჩევანის გაკეთება, უპირატესობა იჟ 27 ს აქვს.

რაც შეეხება თურქულ თოფებს, მიუხედავად ბევრი სკეპტიკოსისა საკმაოდ კარგად განვითარდა და დღითი დღე გვაკვირვებენ. დღეს ჩვენთან ძირითადათ HUGLU, ATA, ARMSAN, YALDIZ ი შემოდის. აქედან რუსულ თოფებთან ფასით HUGLU 104, იალდიზის რამოდენიმე მოდელი და არმსანია მიახლოებული,950 დან 1150 ლარამდე. თუმცა ხელში აღებისთანავე კარგად ჩანს მათი სხვაობა რუსულებისადმი. დახვეწილი ფორმები, კაკლის ფაქიზად დამუშავებული კონდახი, მობილჩოკები და ყველა ის წვრილმანი დამატებითი გამოგონებები რაც 21 ე საუკუნეში დაემატა იარაღის ინდუსტრიას. არც არჩევა არ ჭირდება როგორც რუსებს, ყველანი სტანდარტულად ერთი ხარისხისაა.
შედარებით მაღალი ფასი აქვს ატა სპ და იალდიზის რამოდენიმე მოდელს. ატას ფასი 1500 დან 1800 ლარამდეა და საკმაოდ დახვეწილი ნაკეთებიცაა ვიდრე ჰუგლუ. 104 მოდელზე რომელიც წინასასეზონოდ შევიძინე აღმოვაჩინე მცირედი ხარვეზები. ქვედა მობილჩოკის მოხსნას ხელოსანთან მიტანა დასჭირდა და გასაღები გადასაგდები გახდა და რაც მოხვედრაზე ყველაზე დიდ გავლენას იწვევდა იყო საკმაოდ მძიმე სასხლეტები, თუმცა ეგეც გაკეთებადია. იალდიზის პრემიუმ მოდელები 2000 დან 3000 ლარამდე ადის. შესანიშნავი ნამუშევარია, სახელი რომ არა ევროპული ბრენდებიდან ვერც გავარჩევდი თუმცა მაინც თურქულის ფაქტორი წონის და 3000 ლარის გადახდამდე შეიძლება კარგად დაგვაფიქროს.

კიდევ უფრო მაღალი ბიუჯეტის შემთხვევაში შეგვიძლია ფაბარმის რამოდენიმე მოდელის განხილვა რომლებსაც თურქულებსა და მაღალი კლასის იტალიელებს შორისი ნიშა უჭირავთ.

თავისუფალი ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში კი ბერეტა და ბრაუნინგი თქვენს განკარგულებაშია. მათ განხილვას არ დავიწყებ, რადგან უმაღლესი კლასის თოფებია და ფოლადის ხარისხზე დაფარვაზე (ვარანენია) და კონდახზე ზედმეტიცაა საუბარი. უკვე მხოლოდ თქვენი ფანტაზია და სურვილია საჭირო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Oct 6 2012, 18:46
პოსტი #3


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნახევრად ავტომატური თოფები




დღესდღეობით ყოველი მეორე გაყიდული თოფი ნახევარავტომატია. იგი ხარისხიანი და იაფია და მრავალი ღირსება გააჩნია. ამ თოფებს მნიშვნელოვნად შემცირებული უკუცემა აქვთ.
ნახევარავტომატი იმ გამოცდილ მსროლელებსაც გამოადგებათ, ვინც ისეთ ნადირობას ირჩევს, სადაც სამი და მეტი გასროლაა საჭირო. მაგალითად გარეული მტრედის და იხვის გადაფრენაზე.
მობილჩოკიანი ნახევარავტომატი ძალზე მოსახერხებელია. მე გირჩევდით 71 სმ იანი ლულით შეძენას და საჭიროების შემთხვევაში დამაგრძელებელი მობილჩოკის ხმარებას.


უარყოფითი მხარეები!
- კატეგორიულად არ ვურჩევ დამწყებ მონადირეებს ნახევარ ავტომატის შეძენას!
იმის ხარჯზე რომ 5 ტყვია აქვთ მჭიდში, სროლის ხაისხს აღარ უყურებენ და აქცენტი რაოდენობაზე გადააქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში "მაყრული" გასროლების სერიებს იწვევს.

-ისინი უფრო დიდხანს და რთულად იტენებიან. მონადირე იძულებულია ერთი რომელიმე ნომერი საფანტი გამოიყენოს, რაც ნადირობის დროს უხერხულობას ქმნის, რადგან სასროლ არეში ყოველთვის შეიძლებასხვადასხვა ნადირი ან ფრინველი გამოჩნდეს.

- ეს თოფები კოლექტიური ნადირობის დროს არასასურველია, რადგან ამ დროს უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა. ასეთ ნადირობაზე გადასახსნელი თოფი ჯობია. ნახევარავტომატის გახსნილი საკეტი ყოველთვის სეიძლება თავისთავად დაიკეტოს და ლულაში ვაზნა შეიტანოს.


ეს არის რისი რჩევაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. ყოველი სიახლის სემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ




P.S. იმედია ბრაუნინგ გოლ ფუჟენის ფოტოზე არ გამინაწყენდებით D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iosebovich
პოსტი Oct 6 2012, 20:27
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 248
რეგისტრ.: 13-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Oct 6 2012, 21:26
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერი სტატიაა ვერაფერს იტყვი!

ნახევრად ავტომატური თოფი რულესსს!!!! ბერეტა რათქმაუნდა! (ჩემთვის)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 6 2012, 22:50
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
შენი ლიტერატურული საქმიანობაც ვიცი ჩემო გიო, გრამატიკულ ცოდნაშიც ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გამოცდილებამ და სანადირო იარაღთან მჭიდრო კავშირმა, ეს ნამდვილად მშვენიერი ნაშრომი შექმნა.
ამ სტატიაში იგრძნობა მთხრობელის , უშუალო კონტაქტი ალბათ თითოეულ მკითხველთან.
ჩემი შეფასებაა ფრიადი ჭალიმგელა.

ამის შემდეგ დაჯდება და "დაწერს" ვიღაცა პლაგიატი, პერდეზე, ფაბრიზე და თომას ბოსზეც კი """"სტატიას"""" ისე რომ მხოლოდ გაუგია ეს სახელები. არც წაუკითხია კლასიკოსები ამ სფეროში, ხელშიც კი არ სჭერია ასეთი თოფები, როგორც ჩანს რუსულ ენაზე ტექსტის კითხვა შეუძლია სამწუხაროდ......ნაკითხს - გადათარგმნის, სურათებს "დაგუგლვით" მოიპოვებს და ვაი სტატიაც მზადაა......

დაახლოებით ერთი თვის წინ მითხარი ჭალო მახსოვს,ამ სტატიას, რომ წერდი.....დამიჯერე ეს დრო ღირდა ამისთვის.

ბოლოს ერთი კითხვა მექნება :
ზედა ქვედა ლულებიანი თოფი ჯობია თუ იჟ დვაცატსემი
თუ ორთავე კარგი თოფებია. ?



newsmile01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
xishnika
პოსტი Oct 6 2012, 23:07
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



მე როცა ვყიდულობდი თოფს აქცენტი ჩოკურ შევიწროვებაზე გავაკეთე და ვიყიდე ე. წ სამტრედე თოფი გაძლიერებული ჩოკებით,სხვებსაც ამას ვურჩევ,თავიდან აცილებების სერიით დავიწყე მწყერზე ნადირობა მაგარამ მერეშევურჩიე გილზებს დატენვის მეთოდი და დიდად გავაუმჯობესე შედეგი,საბოლოოდ მშვენიერი აგრეგატი შემრჩა რომლითაც მწყერზეც მშვენივრად ვინადირე და აწი ხო დავუბაზუნებ ქედნებს და კვატებს newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი Oct 7 2012, 08:43
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლა კარგი ნამუშევარია ......... small3d018.gif ......

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 7 2012, 10:37
პოსტი #9


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაი სტატიაა, სასიამოვნოდ იკითხება, ცუდიი ისაა რომ მალე მთავრდება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Oct 7 2012, 11:41
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჭალიმგელა
ტაშის ღირსი ხარ შენ მეტრეველო!

საკმაოდ პრაქტიკა დაგვიგროვდა და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ჩვენი პრაქტიკა სხვებს(ძირითადათ ახალბედებს)გავუზიაროთ.
ამ თემიდან კი დამწყებთათვის გასაგები იქნება რა და როგორ, ყველაფერი გადმოცემულია შინაურულად და გასაგებად!

ერთს დავამატებდი
ბევრი დამწყები და არც ისე დამწყები შემოდის ამ ფორუმზე და კითხულობს ჩვენს რჩევას,რა თქმა უნდა ჩვენი "არუჟეინი ვოლკები" არ იშურებენ რჩევა დარიგებებს და ამა თუ იმ იარაღის მიმოხილვას, მაგრამ ზოგი მაინც ჯიუტად დაციკლულია რომელიმე კონკრეტულ არარეკომენდირებულ თოფზე და"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელმა: გამიშვით ცხვარი მთაში მიდისო".
ხოდა ასეთებს მინდა ვუთხრა რომ კი ბატონო!იყიდეთ ის რაც თქვენ გსურთ მაგრამ ყოველი იმ ხინჯის აღმოჩენისას გაიხსენეთ "ოჩოპინტრელების"რჩევა დარიგებები და თითიც მოკაკვეთ newsmile05.gif თუ კი დასწერთ ამ ხინჯებს აქ კარგი იქნება რადგან სხვა ურწმუნოებმაც ნახონ თქვენი მაგალითი და აღარ წაიმტვრიონ ცხვირი.
ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე და მეორეთ იმედია აღარ მოგივათ იგივე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 7 2012, 11:54
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(nika @ 7th October 2012 - 12:41) *
ჭალიმგელა
ტაშის ღირსი ხარ შენ მეტრეველო!

საკმაოდ პრაქტიკა დაგვიგროვდა და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ჩვენი პრაქტიკა სხვებს(ძირითადათ ახალბედებს)გავუზიაროთ.
ამ თემიდან კი დამწყებთათვის გასაგები იქნება რა და როგორ, ყველაფერი გადმოცემულია შინაურულად და გასაგებად!

ერთს დავამატებდი
ბევრი დამწყები და არც ისე დამწყები შემოდის ამ ფორუმზე და კითხულობს ჩვენს რჩევას,რა თქმა უნდა ჩვენი "არუჟეინი ვოლკები" არ იშურებენ რჩევა დარიგებებს და ამა თუ იმ იარაღის მიმოხილვას, მაგრამ ზოგი მაინც ჯიუტად დაციკლულია რომელიმე კონკრეტულ არარეკომენდირებულ თოფზე და"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელმა: გამიშვით ცხვარი მთაში მიდისო".
ხოდა ასეთებს მინდა ვუთხრა რომ კი ბატონო!იყიდეთ ის რაც თქვენ გსურთ მაგრამ ყოველი იმ ხინჯის აღმოჩენისას გაიხსენეთ "ოჩოპინტრელების"რჩევა დარიგებები და თითიც მოკაკვეთ თუ კი დასწერთ ამ ხინჯებს აქ კარგი იქნება რადგან სხვა ურწმუნოებმაც ნახონ თქვენი მაგალითი და აღარ წაიმტვრიონ ცხვირი.
ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე და მეორეთ იმედია აღარ მოგივათ იგივე!

+100000000000
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2012, 00:07
პოსტი #12


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(nika @ 7th October 2012 - 13:41) *
ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე

ჭკვიანები სხვის შეცდომებზეც სწავლობენ. ამიტომ იმედი მაქვს, გაითვალისწინენებენ ახალბედები აქ დაგროვილ პრაქტიკას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2012, 00:18
პოსტი #13


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე მცირე შენიშვნა მექნებოდა "შუსტირებასთან" დაკავშირებით.ეგ, საკმაოდ მძიმე თემაა და ეგრე ხელაღებით სტიგმატიზაცია ალბათ არ შეიძლება. ძალიან ბევრ ..ძვირფასი თოფის მფლობელს შეიძლება ცუდად შეეხოს. საქმე იმაშია, რომ ეგეთი თოფები, როგორც წესი 100 წელს უკაკუნებენ. ამ დროის მანძილზე, ხმარებისგან ლითონი განიცდის გაფართოვებასაც და ცვეთასაც. ამიტომ ხშირად არის ხოლმე ცდომილება რელურ ზომასა და აღნიშნულ დამღას შორის. მერე ვიღაცა "დიდოსტატი" დაასკვნის, რომ ამაოშუსტულია და ღირებულებას უკარგავს უძვირფასეს თოფს.(რამდენჯერმე მქონდა შეხება ეგეთ კვერცხობასთან)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Oct 8 2012, 13:48
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეონ-ბლექი
ლულის კედლის ყველაზე თხელი ნაწილის სისქეს გავიგებთ და ვსო.(თუ კარგად მახსოვს) 0.6- ზე ნაკლები თუ არაა, ამოშსტულიც რომ იყოს პრობლემა არაა თოფისთვის.

ხომ არ მეშლება ბლეკ ?...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 8 2012, 15:22
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(niko @ 8th October 2012 - 15:48) *
ლულის კედლის ყველაზე თხელი ნაწილის სისქეს გავიგებთ და ვსო.(თუ კარგად მახსოვს) 0.6- ზე ნაკლები თუ არაა, ამოშსტულიც რომ იყოს პრობლემა არაა თოფისთვის.

მართალია. მაგას ვამბობ ზუსტად. ერთ სიტყვაში მოაქციო "ამოშუსტულია" ეგ ეგრე არ არის. ძალიან ბევრი ნიუანსია მანდ. მაგას კარგი შემოწმება ჭირდება. თუ მართლა 0.6-ზე ქვემოთ არის..მაშინ აღარ არის რეკომენირებული მაგ თოფით სროლა. 0.6 ქარხნული სისქეა ზოგიერთ მოდელზე. პატარა ცვეთა და გაფართოვება, მანდაც დასაშვებია(სავარაუდოდ 0.5-მდე) მაგის ქვემოთ აღარ მოსულა. ეგეც ფოლადს გააჩნია. ეგ 0.6. "იდეალზეა" დასაშვები. რომელზეც მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ფოლადი "ჰერკულესი" გამოიყენება. ისიც 3 დაფნის გვირგვინით. რუსულ ა 50-ზე შეიძლება თუ არა მაგდენი..ეგ კიდე საკითხავია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 22:26