Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Friska Bretonique Style, Epagneul Breton |
Jul 28 2014, 20:41
პოსტი
#31
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გამარჯობათ!
კვირას დილით 6 საათზე მე და ალიკა გავედით მინდორში, წინა დღით დამირეკა და მითხრა, რომ დილით ძაღლები ჩამოყავდა სავარჯიშოდ და თუ სურვილი მექნებოდა შემეძლო ფრისკასთან ერთად მივსულიყავი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა მოეწყო, პოინტერები გარბიან, მაგრამ რას გარბიან, ამას სიტყვებით და ვერც ვიდეოთი ვერ გადმოსცემ უნდა ნახო. მართალია ჯერ მუშაობა ჭირდებათ და დარწმუნებული ვარ ალიკა დააყენებს ყველა ძაღლს რადგან ძალიან დიდ ენერგიას, სახსრებს და დროს ახმარს ამ ძაღლებს. ახალგაზრდა ძუც ძალიან პერსპექტიული მეჩვენა და დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში შთამბეჭდავი ძაღლი დადგება, უფროს თაობაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ, როგორც ზევით დავწერე ეს უნდა ნახოთ ასევე მოეწყო პატარების ვარჯიშიც, ამათმაც ნახეს, რომ აქ სირბილია საჭიროო და დიდი ძაღლებივით დარბოდნენ, თუმცა ჯერ ჩიტებს დასდევენ მაგრამ მთელი ძალით და გამწარებულები. მართალია ფრინველი არ იჯდა მინდორში, მაგრამ სამაგიეროდ გავიცანით ძროხები, ღორები ასევე ავიკიდეთ N რაოდენობით მკბენარები. ლეკვები ორჯერ გაუშვით 15-15 წუთით, ასევე შევაჩვიეთ გასროლას, რეაქცია ნორმალური ქონდათ თავიდან ინტერესით მოტრიალდნენ და ათვალიერებდნენ საიდან იყო ხმა, ხოლო მეორე და მესამე გასროლა არც კი შეუმჩნევიათ და როგორც გარბოდნენ ისე გააგრძელეს სირბილი, რამაც ძალიან გამახარა და რაღა დაგიმალოტ კმაყოფილი დავრჩი დილის ვარჯიშით. შემდეგ გადმოვინაცვლეთ ფოთში, ზღვის და კაპარჭის შესართავში, ძაღლების გაგრილების მიზნით. ასევე ენდის, ფრისკას ნახევარძმას ესაჭიროებოდა მცირე გაკვეთილი წყალთან, ცურვასთან და წყლიდან აპორტირებასთან დაკავშირებით. როგროც კი დაინახა, რომ დაიკო სიამოვნებით შერბის წყალში და გამოაგვს გადაგდებული საგნები ძალიან გათამამდა და უკვე ჯოხის წართმევაც დაუწყო, ამის შემდეგ ორივეს ცალცალკე ბურთს ვუგდებით, მაგრამ მაინც ერთზე იკლავდნენ თავს აგერ სურათებიც. хостинг фото загрузить картинку в интернет хостинг фото фотохостинг бесплатный хостинг фотографий хостинг фото фотохостинг хостинг изображений gif |
|
|
Jul 29 2014, 08:51
პოსტი
#32
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მაგარი კადრებია და რაღა თქმა უნდა საუკეთესო ძაღლები. წარმატებებს გისურვებთ.
|
|
|
Jul 29 2014, 18:43
პოსტი
#33
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
feroni
კარგები არიან წარმატებები!.. მე მაგრად მომწონს ამ ძაღლის ნადირობის სტილი. |
|
|
Jul 30 2014, 17:07
პოსტი
#34
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მადლობა ბიჭებო, ვნახოტ როგორები გაიზრდებიან და დადგებიან, მონაცემები და სისხლი ნამდვილად კარგი აქვს ორივეს დანარჩენი პატრონებზეა დამოკიდებული.
|
|
|
Aug 11 2014, 22:03
პოსტი
#35
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
Aug 12 2014, 15:54
პოსტი
#36
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოკლედ ამ ძაღლის ხელში მალე ფოტოგრაფობას, ოპერატორობას და ვიდეო მონტაჟსაც დავამუღამებ.
რაღაც პროგრამა ვნახე ინეტში და მივჭერ მოვჭერი რაღაცეები. ვიდეო საშინელი გამოვიდა მაგრამ პირველია და ამიტომ ძალიან კრიტიკულადაც არ ვუდგები საკუთარ თავს, მომავალში გაცილებით უკეთესებს გავაკეთებ, პროგრამას უნდა დამუღამება |
|
|
Aug 12 2014, 18:08
პოსტი
#37
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
feroni მშვენიერი ფილმი გამოგსვლია
|
|
|
Aug 12 2014, 22:50
პოსტი
#38
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
marco-polo
გაიხარე, ჯერ ჩაინიკი ვარ გადაღება-მონტაჟში, იმედია ნელ-ნელა დავამუღამებ, ეხლა ციფრულის ყიდვა მინდა თორე ამ ტელეფონმა შემიკლა ხელში, თანაც სადაც არის სეზონი მოვა და იმედი მაქვს ბევრ საინტერესო ვიდეოს გადავიღებ, განსაკუთრებით "ნადირობის" კადრები იქნება საინტერესო, სამწუხაროა დამხმარე არ მყავს არავინ (8 თვის შვილის მეტი, ჩემსავით გიჟდება ძაღლებზე ) თორე ბევრი კარგი მოგონების შენახვა შეიძლება. დღეს ისევ ზღვის პირას მყავდა და პირველი კრონშნეპებიც გამოჩდნენ, სამი ცალი ვნახე შეშინებულიები არ არიან და 30-40 მეტრზე გვიშვებდნენ,ტელეფონით კი გადაუღე ვიდეო მაგრამ არ ჩანს არაფერი, აიფონის ზუმი ვერ ქაჩავს. ფრისკა 50 მეტრიდან უკეთებდა პატიაშკებს, მაგარი ვიხალისე ბრეტონისთვის დამახასიათებელი სვლა ქონდა სწრაფად გაიქცეოდა გაჩერდებოდა მერე ისევ და ასე სდევდა სანამ არ ააფრენდა. ჯერ პატარაა და სრული თავისუფლება აქვს, არაფერს ვუკრძალავ ეჩვევა ახალ ადგილებს, ახალ სუნებს, ფრინველებს და ასე შემდეგ, როგორც კი გავირდება ეგრევე მოვიყვან აზრზე. უკრაინაში რომ ვიყავი კი მითხრეს თვითონ გასწავლის ყველაფერს და თავუკუღმა დააყენებს შენს გამოცდილებას და პრაქტიკასო, არ მეჯერა მაგრამ ამ პატარა გადარეულს, რომ ვუყურებ მართლა მასწავლის ახალ ახალ რაღაცეებს. ბევრი რამეს სხვანაირად შევხედე და იმედია ეს ოხერიც გაამართლებს, პრინციპში სხვა გზა არ აქვს პ.ს. ადრეც მოგწერე, შენც გყავს ბრეტონი და კარაგ ხანია არც სურათი დაგიდია და არც ვიდეო, ხო მშვიდობაა, როგორ არის? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Aug 12 2014, 22:53 |
|
|
Aug 13 2014, 06:42
პოსტი
#39
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
feroni ჩემი ვერ მოვთოკე ვერაფრით,მინდორში რომ გავუშვებ დააწვება და უაზროდ შორს გადის,თვალით ძლივს ვხედავ.ორი დღის წინ კახეთში მყავდა,რგორც კი ავუშვი,დააწვა უკან მოუხედავად,ვეღარ დავინახე,არც სვისტოკზე რეაგირებდა,ძახილით ხმა ჩავიწყვიტე,გავეკიდე და ძლივს მოვაბრუნე. ელექტრო საყელური გამოვიწერე სხვა გზა არ დამიტოვა.
|
|
|
Aug 13 2014, 08:00
პოსტი
#40
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
marco-polo
ხო ასეთ შემთხვევაზე სხვა გზა არ არის, ჯერ ვიბრო სცადე იქნებ დენი საერთოდაც არ დასჭირდეს, ჩემიც ეგრეა შორს გადის მაგრამ უფრო ფლანგებზე, წინ რომ გავა მიყურებს, დაუსტვენ და ჯერ ჯერ ჯერობით ბრუნდება და რავი აწი თუ აიწყვიტა ალბათ მერე მეც მომიწევს სისტემაში აყვანა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არ დამჭირდება. |
|
|
Aug 13 2014, 08:11
პოსტი
#41
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დამავიწყდა მეთქვა, რომ ამას ზღვაზე აკეთებს მხოლოდ, მინდორში ასე შორს არ დადის ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველგან მაღალი ბალახია და რახან ლეკვია არ უნდა რომ დამკარგოს, ერთხელ დავემალე და მას შემდეგ მაკონტროლებს სად ვარ, აი ზღვაზე 500 და მეტი მეტრიდანაც მხედავს და უბერავს და უბერავს
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Aug 13 2014, 08:12 |
|
|
Aug 13 2014, 14:04
პოსტი
#42
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოდერატორთან მაქვს თხოვნა, თემის სათაურში არის შეცდომა სიტყვა Britonique-ს ნაცვლად უნდა იყოს Bretonique და თუ არ დაგეზარებათ შეცვალეთ.
მადლობა წინასწარ! |
|
|
Aug 20 2014, 22:03
პოსტი
#43
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მეზობლის ეზოში შეუშვი მაინტერესებდა ქათმებზე რა რეაქცია ეგნებოდა და აი შედეგიც, მიდი და გაუწყერი ეხლა არ შეიძლება და ეგ არ არის სანადირო ობიექტითქო
хостинг картинок |
|
|
Aug 21 2014, 09:38
პოსტი
#44
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დღეს შავარდენიც გავიცანით, ჩემს და გასაკვირად ძალიან მშვიდი და კარგი რექცია ჰქონდა. მხოლოდ დასუნა და მექობრულად უქიცინებდა "კუდს", რაც ძალიან მახარებს.
фотохостинг бесплатно |
|
|
Aug 26 2014, 16:07
პოსტი
#45
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
როგორც იქნა დღეს წავაწყდით მწყერს, ეტყობა ზემო რაჭიდან დაიწყო გადმოფრენები, თავიდან სირბილის დროს უფრინდებოდა და მისდევდა უაზროდ, შემდეგ იყო პერველი ნაბულიც და ლეკვი ისე შეიცვალა გეგონებოდათ შეცვალესო, დაიჭირა ქარი და დაიწყო ალურზე სირბილი, ორივე მხარეს ქარის მიმართულებით ტრიალდებოდა, მართალია ფრთები არასიმეტრიული იყო მაგრამ მაგას მოუვლი, ალურიც არ იყო მაიცდა მაინც ფართე, თუმცა გვქონდა გამონათებებიც, მოკლედ მასალა კარგია და სამუშაოც ბლომად არის. ფიზიკურობას არ ვუჩივი არანაირად, მე ამ ლეკვს დაღლას ვერ ვატყობ, ტემპი სტაბილური აქვს. გვერდით მინდორში დარბოდა პოინტერიც და ჩემი დრათჰაარიც, ვერ შევადარებ ვერც ერთს, ამას ტემპი არ დაუგდია ისინი კიდევ ნახევარ საათში ძუნძულზე გადავიდნენ, პრინციპში ჩემი დრატის ამბავი ვიცოდი.
ხო მთავარი არ მითქვამს გვქონდა 7 ნაბული, 3 ცალი მოუკალი, ვეგარ მოვითმინე, მაინტერესებდა თანდაყოლილი აპორტი თუ ქონდა, ჩამოგდებული 3 ვე მონახა და ჩემთან მოირბინა, ახლოს დარბოდა მწყერით მაგრამ მოცემით ჯერ არ მომცა და არც არაფერს ვთხოვ, რო მობეზრდა მაინც ფეხთან დამიგდო, კბილს არ ურტყამს, კატასავით ეთამაშებოდა დაჭრილს, გაუშვებდა დაიჭერდა. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:19 |