ძაღლი და ონკოლოგიური საფრთხეები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ძაღლი და ონკოლოგიური საფრთხეები, ის რასაც მტერსაც არ უსურვებდი
919
პოსტი Dec 25 2012, 16:12
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



გამარჯობა ჩემო ფორუმელო მეგობრებო,

აი უკვე მე2 წელია რაც არც თოფი ამიწყვია და არც თქვენთან ერთად მინადირია.
ყველაფერის მიზეზი კი ჩემი ოჯახის წევრი, ერთგული და ძვირფასი მეგობარი დადუ-ა.

ხო და გუშინ მოხდა ისე, რომ დადუ (ერთკვირიანი ტანჯვის შემდეგ) მიწას მივაბარე.
მიზეზი - კიბო...

ეს დაავადება სულ უფრო და უფრო ვრცელდება ჩვენს 4-ფეხა მეგობრებში.
ამ პოსტში კი მინდა გაგიზიაროთ, როგორც ჩემი მწარე გამოცდილება აგრეთვე
მცირეოდე ინფორმაციაც იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ
ამ დაავადების ვარაუდი.

მითუმეტეს, რომ ვეტერინარია საქართველოში ძალიან, ძალიან მოიკოჭლებს :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Dec 25 2012, 16:46
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



1. პირველი და გარდაუვალი საფრთხე არის ჩვენი საშინლად დაბინძურებული გარემო,
ამას მარტოსულა ადამიანი ვერ უშველის, თითოეული ადამიანის ვალია, რომ სამშობლო
არა მხოლოდ სადღეგრძელოში მოიხსენიოს არამედ საქმითაც დაამტკიცოს მისადმი სიყვარული.

2. ლეკვის აყვანისას გულდასმით შეისწავლოს მშობლების საგვარეულო ნუსხა ახლო ნათესაური
კავშირებისა და ონკოლოგიური თუ გენეტიკური დაავადებების კუთხით.

3. თუ არ აპირებთ მოშენებას ან თქვენი ლეკვი არ აკმაყოფილებს საჯიშე ეკზემპლარის მოთხოვნებს
აჯობებს ჩაუტაროთ სტერილიზაცია.

4. თუ თქვენ ძუს პირველ ფიცხობაზე აღმოაჩნდა საშოს პროლაპსი (საშოს ნაწილობრივი გადმოგდება)
შეჯვარება კატეგორიულად დაუშვებელია. გამოიყურება როგორც ბუასილი, ოღონდ ოდნავ ქვემოდ.

5. ნამშობიარევ ძუს ესაჭიროება არანაკლები ყურადღება ვიდრე მის ნაშიერებს. პირველი კვირის განმავლობაში
საშვილოსნოს შიდა სივრცე და ლეკვების მოშორების შემდეგ სარძევე ჯირკვლების მდომარეობა.

7. მეჭეჭი - ონკოლოგიური ფონის პირელი საგანგაშო ნიშანია. თუ თქვენი ძაღლი ახალგაზრდაა და მას მეჭეჭების
სიმრავლე ახასიათებს - 6 თვეში ერთხელ ჩაუტარეთ სრული ექოსკოპია...

8. ექოსკოპიის წინ ძაღლის საპროექციო ზედაპირი უნდა გაიპარსოს!!! ექოსკოპია კი ჩაუტარეთ სანდო ექოსკოპისტთან!
ასეთი კი ზოოპლაზაში მეგულება.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 25 2012, 16:47
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გისმენთ აბა გიგა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 25 2012, 17:31
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვააახ, გიგა, ეგ ვერ მოგსვლია კაი ამბავი, ვიზიარებ :(((

შენს შემთხვევაში ნათესაური კავშირი წესით გამორიცხული უნდა ყოფილიყო, მოსკოვის ცნობილი კლუბიდან ხომ გყავდა აყვანილი, მეეჭვება მანდ დაეშვათ ახლო შეჯვარება

რატიპის სიმსივნე ქონდა ვერ დაუდგინეთ? მეტასტაზები წავიდა? გაკვეთეთ?


ჩელსი როგორ არის? თათი გამოუსწორდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Dec 25 2012, 18:05
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჩემი რეიც იგივე მიზეზით დაიგუპა ვიზიარებ ძამიკო ვიცი რაცაა ეგ ცუდი ამბავი და მოკლედ მაგრა ტეხავს :(

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Dec 25 2012, 18:10
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



დიდი მადლობა ჩემო დავითუს!

რაც შეეხება ნათესაურ კავშირებს, დადუს რა თქმა უნდა ასეთი იაღლიშ არ ქონია.
პროლაპსი კი პირველივე "ტეჩკაზე" ქონდა.

სიმსივნის კერა იყო საშვილოსნო და საკვერცხეები. შემდეგ მოედო სარძევე ჯირკვლებს
საიდანაც დავიწყეთ მკურნალობა. ზაფხულში ჩაუტარეთ გამოკვლევები ექოსკოპიის სახით,
პასუხი იყო უარყოფითი, მუცლის ღრუ და გულმკერდის ღრუ სუფთა არისო.
24 ნოემბერს ჩაუტარეთ განმეორებითი ექო - პასუხი ისევ უარყოფითი და ჩვენ ამოვისუნთქეთ.
19 დეკემბერს დადუმ დაიწყო განში გასვლა... მივხვდით, რომ რაღაცა სერიოზულია.
მიუხედავად ამისა ჭამის მადა არ დაკარგვია, ამრეთვე ნორმალურად გადიოდა
კუჭში და შარდში.
მე3 ექოსკოპია ჩაუტარდა 22 დეკემბერს "ზოოპლაზაში", სადაც გამოჩნდა
მეტასტაზები ღვიძლში. დეგენერაციის განცდა დაიწყეს თირკმელებმაც,
შარდის ბუშტის კედლების სისქე გაიზარდა 1 სმ-მდე... დადუს უჭირდა შარდვა.
ძაღლი ვერ წვებოდა ეძინა (თუ ამას ძილი ქვია) მჯდომიარედ.

QUOTE (hunter777 @ Dec 25 2012, 19:05) *
ჩემი რეიც იგივე მიზეზით დაიგუპა ვიზიარებ ძამიკო ვიცი რაცაა ეგ ცუდი ამბავი და მოკლედ მაგრა ტეხავს :(


ჩემი რეიც იგივე მიზეზით დაიგუპა ვიზიარებ ძამიკო ვიცი რაცაა ეგ ცუდი ამბავი და მოკლედ მაგრა ტეხავს :(

მადლობა ჩემო ძმაო - თბილი სიტყვებისათვის! ჩათვალე შვილი დავკარგეთ... :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 25 2012, 18:25
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



919

მაგარი გული დამწყდა მართლა, გამახსენდა ახლა ბევრი ფრაგმენტები :((

მეტასტაზები ადენოკარცინომამ იცის, ძაღლებშიც გავრცელებულია, ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ



ცოტას ფაოფებ, მაგრამ მაინც ტემასტან კავშირშია და ჩელსი როგორ არის? თათის ამბავი მაინტერესებს

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Dec 25 2012, 19:02
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



919 ვიზიარებ ძმაო მაგრა ტეხავს ოთხფეხა მეგობრის დაკარგვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Dec 25 2012, 20:29
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,386
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაა გიგა ტეხავს მაგრა ტოო :( საწყალი ცუგა:(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 25 2012, 21:00
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცუდი ამბავია, გიგა, ნამდვილად ცუდი.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Dec 25 2012, 21:16
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



ბიჭებო, დროა რომ ამ საკითხს კერძოდ კი ვეტერინარიას ჩვენ ფორუმზეც სერიოზული
ადგილი დავუთმოთ. რადგან ნადირობა ჩვენი 4-ფეხა ოჯახის წევრების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ყოველდღიური ცხოვრებაც წარმოუდგენლად მიმაჩნია.

კიდევ ერთხელ მადლობა სულიერი/სიტყვიერი თანადგომისათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Dec 25 2012, 21:59
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



აქვე დავამატებდი რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას თუ როგორ გაუფრთხილდეთ
ძაღლს და ავარიდოთ ონკოსაფრთხეს:
1. ვასეირნოთ დილის საათებში სანამ ამოძრავდება ა/ტრანსპორტი თუ სასეირნო ადგილი ახლოს არის გზასთან მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მლვერიდოთ ტექნიკური დაბინძურების ტერიტორიებს, პროფილაქტიკებს, ქარხნებსა და ლაბორატორიებს.
3. არ მივცეთ ძაღლს და მითუმეტეს ლეკვს სათამაშოდ პეტის ბოთლები.
4. მოვერიდოთ აზბესტსა ეპოქსიდის შემცლელ ნაკეთობებს
5. არ ვასეირნოთ ძაღლი ასფალტზე განსაკუთრებით ცხელ პერიოდაში.


აი ესეც ჩემი დადუ



ლამაზი სიცოცხლის ბოლო დღეები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:50