იაგური ტურ-ბულენცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იაგური ტურ-ბულენცია, 2015
ჭალიმგელა
პოსტი Nov 16 2015, 11:46
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თურმე წინა რეპორტი არ დამიდია, ამიტომ ორივეს ერთად დავდებ

გადავწყვიტეთ წლევანდელი ტურისტობის სეზონიც გაგვეხსნა, ხოდა შევკაზმეთ ცხენები, გავამზადეთ მშვილდ-ისარი, გამოვიყვანეთ ჩვენი ლომტერიერები და დავიძარით ნაცნობი ადგილებისკენ

პირველივე ხევი შედეგიანი გამოდგა. იაგები ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ ფორმიდან, მაგრამ მალევე მოვიდნენ აზრზე.

სარეკში როგორც ყოველთვის მე წავედი, ჰოდა დავცხე შეძახილები (სიტყვებს აქ ვერ დავწერ, უნდა მოისმინოთ D.gif)

აიღეს კვალი და აფათურდნენ ტურებიც. ხევის ბოლო საიმედოთ იყო ჩაკეტილი, ერთი ნაცნობი გასაძრომი რჩებოდა გვერდით და ისიც ზახარამ ამოკეტა, ინტუიციამაც არ უღალატა

პირველი გასროლა ზახარასი იყო და ერთი ადგილზე დატოვა. ცოტა ხანში ბოლოსკენაც ატყდა სროლები, იქ გურგენასაც დაუსჯია ერთი ბოროტი. რამოდენიმე უკან ჩატრიალდა

ბოლოში გავაღწიეთ, შედეგი 1 ტურა და ერთი მელა აღმოჩნდა


































უკანა გზაზე ძაღლები არ დავაბით, თან ნუკრამ თქვა ნამდვილად დავინახე ერთი უკან ჩაბრუნდა ხევშიო

ხოდა მანქანამდე სულ ცოტა გვაკლდა რომ აიშას სუსტი ხმა გავიგე, ეგრევე სარა მიეშველა და ატყდა დიდი გნიასი, ამ ყველაფერს ჟაკანა დიპლომატიურად აკვირდებოდა newsmile05.gif

არც ტურას აწუხებდა მაინცდამაინც და არც ჩვენ გვწყვეტდა გულს ტყუილად ვარო newsmile05.gif ბოლო ბოლო იკადრა და ისიც ჩაება საქმეში

ტურა ტრიალებდა პატარა წრეში, ირგვლივ კარგად გვქონდა ჩაკეტილი, გაქცევის შანსი არ ქონდა, ჰოდა გადაწყვიტა გარედან მოვივლიო და ზედ ზახარას დაეჯახა newsmile05.gif

დაეჯახა თქო რომ ვამბობ, ნამდვილად დაეჯახა newsmile05.gif ზახარა სროლას ვერ ახერხებდა, დაჩი ჩანდა სროლის ხაზზე, ხოდა ადგა და მაგარი პანჩური ამოკრა newsmile05.gif

ტურამ ვაიო დაიძახა და ისევ ბუჩქებში შეძვრა. იქვე დაჩისთან წამიერად გაკვესა ლანდმა, ცოტა მოცხო 00 მაგრამ ვერ მოასწრო.

ბოლოს ისევ ჩემთან გამოიძურწა, თან სარა და აიშა ტრაკზე აჯდნენ, ჰოდა იკადრა გამოძრომა. მეც 00 ით დავასაჩუქრე. სანამ გოგოები წეწავდნენ ჟაკანაც მოვიდა მეც აქ ვარო, განა ვერ მივაგნებდიო და ესეც ეცა

სურათი მობილით გადავიღე, საკმაოდ ბანძია







image hosting no register

ამის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მთელი მინდორ, ველ, გორ, ბორცვ, ხევ, მაღლობი გადამწვარი დაგვხვდა

მაგის გადამწველის დდშვც მე და ყველა ეგეთი დეგენერატის სახლ-კარიც მოვსდღან.

მოკლედ გასვლა 3 ერთეულით დავამთავრეთ, კაი პურიც ვჭამეთ და წამოვედით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 30)
hunter88
პოსტი Nov 18 2015, 23:23
პოსტი #31


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 485
რეგისტრ.: 12-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi-bakuriani



small3d018.gif კარგია საღოლ ბიჭები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 04:53