პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V  « < 13 14 15  
Reply to this topicStart new topic
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში
samsoni777
პოსტი Jul 22 2016, 22:27
პოსტი #211


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



სადაც გიურზა ბინადროს შანსი არაა, მე იქ ფეხს არ დავადგავ D.gif D.gif შლანგით კი არა გიურზათიც რომ მცემონ მაინც არ წავალ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 22 2016, 23:01
პოსტი #212


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(samsoni777 @ 22nd July 2016 - 23:27) *
შლანგით კი არა გიურზათიც რომ მცემონ მაინც არ წავალ!

არადა სადაც ეგ წყეული ბინადრობს იქ შეიძლება ნადირობა კარგად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samsoni777
პოსტი Jul 22 2016, 23:52
პოსტი #213


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



აბა ერთ სიამოვნებას ვკარგავ მაგრამ რა ვქნა, ჯერ აქ მაშინებენ ხოლმე ეს პატარა წყლის გველები და გიურზა რომ დავინახო მოულოდნელად ხომ გავთავდები კაცი. არადა ბავშვობაში არ მქონდა შიში ტბაში ხშირად გვიყვინთავდნენ ხოლმე ბანაობისას, მერე ალბათ რაც უფრო იშვიათად ვხედავდი გადაჩვეულზე უფრო მეშინოდა და ასე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 31 2016, 23:52
პოსტი #214


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მოგეხენებათ ბატონებო საქართველოში გველის ოცზე მეტი სახეობა არსებობს. მათი უმეტესობა უწყინარია თუმცაღა გვხვდებიან სიცოცხლისთვის საშიში ეგზემპლარები. ესენია:
კავკასიური გველგესლა
ცხვირრქოსანი გველგესლა
ველის გველგესლა და რაღათქმაუნდა ყველასთვის საყვარელი გიურზა newsmile040.gif
(დაგუგლეთ თვითეოული ეგზემპლარი და დაიმახსოვრეთ ვიზუალი)
ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ გველის კბენისგან დაზღვეული არავინაა. მითუფრო ჩვენ მონადირეები. ამიტომ საჭიროა ვიცოდე თუ როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში
შხამიანი და უშხამო ნაკბენის გარჩევა
adult image hosting
გადავქექე ლიტერატურა ვნახე ბევრი სტატია და სიმართლე გითხრათ სულ დავიბენი newsmile058.gif
ამდენი ურთიერთგამომრიცხხავი აზრი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. ზოგან რეკომენდირებულია ხამის ამოწოვა, ზოგი სასტიკად ეწინააღმდეგება. ლახტის დადებაზეც აზრთა სხვადასხვაობაა.
ბევრი კითხვის შემდეგ მივადექი კონკრეტულ რჩევებს რომლებიც ჩემთვის ყველაზე სანდო და მისაღებია. ასევე ძალიან ავტორრიტეტული ხალხის დაწერილი.
ესარის ამერიკის რეინჯერთა რეკომენდაციები პუნქტების სახით
მაშ ასე:
1. მოაშორე დაშავებული გველის სიახლოვიდან
2. მოაშორე ყველანაირი ბეჭედი, თუ რათქმაუნდა ნაკბენის არის კიდურზე
3.დაამშვიდე დაშავებული და შეინარჩუნე ის მაქსიმალურად მშვიდად
4. დაადე დაშავებულს მომჭერი ლახტი - ნაკბენიდან ორი თითის სიშორეზე, ისე რომ ლახტს და კანს შორის ერთი თითი ეტეოდეს მხოლოდ. მკლავზე ან ფეხზე კბენისას კი საჭიროა ორი ლახტის დადება ერთი ნაკბენის ზემოთ მეორე კი ქვემოთ. ხელის მტევანზე ან ფეხის ტერფზე კბენისას კი საჭიროა ნასკვი მაჯის ზემოთ ან კოჭის ზემოთ.
5. დამუშავებული კიდური გაუნძრევლად შეინარჩუნე გულის დონეზე დაბლლა.
6. მოკალი გველი თუ ეს შესაძლებელია( ისე რომ არ დააზიანო გველის თავი და საბრთხე არ შეუქმნა საკუთარ თავს) და გადააგზავნე ის დაშავებულთან ერთად.
7. ამ პუნქტს ალბათ დაწერაც არ სჭირდება, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები დაზარალებულისთვის კვალიფიციური დახმარების აღმოსაჩენათ.

სულ ესაა მე რაც შემიძლია დავამატო ისაა რომ.ლახტის დადება ზამთრის პერიოდში განისაზღვრება 1 საათით ხოლო ზაფხულის პერიოდში 1,5 - 2 საათით. ამასთან ლახტი უნდა მოვუშვათ ყოველ 20 წუთში ერთხელ რათა თავიდან ავიცილოთ კიდურის დაკარგვა. რამდენად მოქმედებს ეს წესები ჩვენ შემთხვევაში არვიცი, რადგან რეინჯერებს აღნიშნული აქვთ რომ ლახტის ისე უნდა დავადოთ რომ მას და კანს შორის 1 თითი ეტეოდეს. შესაბამისად ჩვენ ვერ დავჭიმავთ მას ისე რომ გადაკეთოს სისხძარღვები და დაგვჭირდეს კიდურის ამპუტაცია( გთხოვთ გადაამოწმოთ კვალიფიციურ პირთან)
პირადად მაქვს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების ასეთი მოდელი
free screen capture software
გარდა იმისა რომ მარტივი გამოსაყენებელია შესაძლებელია ზედ წარწერის გაკეთებაც, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ზედმეტი დროით გამოყენება
ასევე ვატარებ ჩვეულებრივ სამედიცინო შპრიცს შხამის ამოსატუმბათ.
არაჯანსაღი კბილების ან ღრძილების შემთხვევაში შეიძლება ინფექცია მოხვდეს ამომწოვის ორგანიზმშიც.

პ.ს ზემოთ მოყვანილი წესები არის ერთი კონკრეტული ლიტერატურიდან ამოღებული. რომელიც მე ჩავთვალე სანდოდ
ამის გარდა არის უამრავი სტატია და ლიტერატურა სადაც გახილულია სხვადასხვა მეთოდები
შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ და გაეცნოთ მათ
გმადლობთ ყურადღებისთვის. გისურვებთ უსაბრთხო ნადირობას!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Aug 1 2016, 00:23
პოსტი #215


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ახალი გაიდლაინებით, ლახტის დადებაც ზედმეტია. შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ. ყველა ვერ იქნება პროფესიონალი, ამიტომ, ეგ ლახტიც დაიკიდეთ.

თუ შესაძლებელია, დაშავებულის სრული იმობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ ტოქსინი არ გავრცელდეს (ლიმფური გზით ვრცელდება) სისხლით რომ ვრცელდებოდეს, ვერანაირი ლახტი მახტი ვერ უშველის.

მოკლედ, არავის ვაშინებ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ჯობია გველმა არ დაგგესლოს. ყველანაირი ზომები მიიღეთ ამისთვის. სამედიცინო ცენტრებში და ამბულატორიებში, სავალალო სიტუაციაა მაგ მხრივ და ყველგან ერთნაირად ვერ გაგიწევენ დახმარებას.

ისე, ეს თემა უკვე არსებობს და ცალკე რატომ ვხსნით? ან გადავარქვათ და იდენტიფიკაციის თემად ვაქციოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V  « < 13 14 15
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 10:08