თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სპინინგი _ სპინინგი

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 8 2009, 21:19

მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყლების ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 09:24

მე როგორც ვატყობ, დასავლეთში უფრო თევზაობენ ამ შენი სპინინგით.... აქეთკენ ნაკლებად newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 09:27

გიორგი
არა გიო არაა ეგრე,უბრალოდ დასავლეთში ადგილებია ბლომად თორემ ჩვენსკენ ნაკლებად სპეციალისტები არიან,რაც შეეხება თევზაობას ყველა თევზაობს კოვზით გაკეთებული ბლესნითnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 09:45

ნოსო

და რა მაინტერესებს, ამ სპინინგით მარტო მტახებელ თევზე ხდება თევზაობა ?? თუ არამტაცებელზეც მოსულა ???

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 09:47

გიორგი
არა, მტაცებელი მხოლოდ,ქორჭილა,კარიყლაპია.

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 09:49

და მე თუ სწორად ვხვდები, ახლო მახლო ტბებში მტაცებელი თევზი არ გვყავს და გვრჩება მხოლოდ მდინარე, ხომ ???

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 09:51

გიორგი
არც მდინარეში გვყავს დიდი არაფერი,შენ მინიმუმ დაიჭირო 2 ცალი,3 ცალი,და თევზს ვერდაიჭერ რასაც ქვია,ამის გარდა მე არმინახავს კაცი სპინინგით ლოქო დაეჭიროს საქართველოში,ანუ ეგ თევზის გმორიცხეnewsmile038.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 09:56

მდაააა newsmile038.gif newsmile038.gif აბა რა ჯანდაბათ მინდოდა რო ავაწყე ეს სპინიგნი newsmile05.gif ავტომატუად იბადება კითხვა: რაზე შიძლება გადააწყოს კაცმა სპინინგი newsmile05.gif newsmile05.gif ნუ პაპლავოკზე ალბათ არ იქნება პრობლემა, და დონკაზე თუ შეიძლება ???

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 09:58

გიორგი
ახლა გიო შენ სპინინგს რას ეძახი აქიდანგმოვიდეთnewsmile05.gif?

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 10:12

შტეკერნი ჯოხი, 3.2 მეტრი ნუ კოჭას მგონი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა... + დაწნული ძუა 0.4-იანი...
ბლესნებზე და სხვა სატყუარებზე აღარ მაქვს ლაპარაკი

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 10:23

გიორგი
ახ შენ ყველაფერი გქონია ძმაო მე პირადად არა მაქ არცერთი ზემოთ თმულიnewsmile038.gifმაშინ გამოსავალ არის ერთი,მოკიდე მალამოს ხელი და ჩამოდით ჩემთან და ვნახოთ რაგამოვაnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 10:41

ისე სპინინგი ქვია მაგ ამბავს, თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ჩემი ანკესით ბათუმში ვითევზავე ზღვაზე... რაღაც გამზადებული პავადოკები იყიდებოდა იქვე მაღაზიაში... დონკის და სპინინგის ნაჯვარი იყო newsmile05.gif ანუ დაახლოებით ერთ მეტრიანი პავადოკი იყო, ბოლოში დიდი გრუზი ქონდა მობმული, და 10-12 ნემსკავი რაღაც ფერადი ბურთულებით.

ხოდა მოკლედ, მოიქნევდი ამ შენს ანკეს ზღვაში, მერე ნელ ნელა ამოწევდი.... მოქინევდი... ამოწევდი... ეს იყო მთელი თევზაოვის ტექნოლოგია... მოყვებოდა სტავრიდა, ხან 2-3 ცალი ერთდროულად.... პირველი თევზი მანდ დავიჭირე...

ხოდა სპინინგი ქვია მაგ თევზაობას თუ რა სხვა რამე არ ვიცი...

გაიხარე ნოსო დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, აუცილებლად ვეცდები რომ წამოვიდე

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2009, 10:46

გიორგი
მაგ თევზაობას სპინინგი არქვიაnewsmile05.gifnewsmile05.gifსპინინგის სხვააა ეგ არის რათაც გარდამავალი რა,მე მასე რეზინით ვთევზავობnewsmile05.gifnewsmile05.gifიტოგში,ძმაო არა პრობლემა მაგას დავამუღამებთnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 12:09

ხო, მეც მასე ვფიქრობდი სპინინგი არ ერქმევა თქო... ისე ზღვაზე ხო მოსულა სპინინგი ??? თან მითუმეტეს კატერიც თუ გაიჩითა ???

პოსტის ავტორი: Petre Jul 10 2009, 12:44

არაგვზე ქაშაპი(ეგეც მტაცებელია newsmile05.gif ) არის, მაგრამ მე სპინინგით ვერ დავიჭირე. ვერც ვობლერებზე და ვერც სილიკონის სატყუარებზე.

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 10 2009, 12:55

Petre
სხვა მეთოდით დაიჭირე ქაშაპი?

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 13:08

ციტატა(vito @ 10th July 2009 - 01:55 PM) *
სხვა მეთოდით დაიჭირე ქაშაპი?


კაი კითხვაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Petre Jul 10 2009, 14:35

სასროლი ბადით newsmile035.gif
...................

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 10 2009, 17:27

Petre
ეუ, რა გამიტყდა newsmile05.gif მეთქი ეხლა გვასწავლის თევზაობასთქო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ანკესით არასოდეს არ დაგიჭერია?

პოსტის ავტორი: troutbaiter Jul 27 2009, 13:51

ფოტომასალა დაყარეთ რა

ციტატა(Petre @ Jul 10 2009, 01:44 PM) *
არაგვზე ქაშაპი(ეგეც მტაცებელია newsmile05.gif ) არის, მაგრამ მე სპინინგით ვერ დავიჭირე. ვერც ვობლერებზე და ვერც სილიკონის სატყუარებზე.


ერთი როგორმე უნდა მოვიცალო და მივხედო აქაურ ქაშაპს! დასავლეთის ქაშაპი უპრობლემოდ რეაგირებს ტრიალაზეც, ვობლერზეც და სხვა სატყუარებზეც. მაგრამ იმ სიშორეზე წასვლა ტეხავს ქაშაპის გულისთვის. არაგვი აგერ ყურის ძირშია!

როგორმე ერთობლივად ხომ არ გვეცადა! არ არსებობს - უნდა ავაღებინოთ!!!

პოსტის ავტორი: Petre Jul 28 2009, 22:25

ციტატა(troutbaiter @ Jul 27 2009, 02:51 PM) *
დასავლეთის ქაშაპი უპრობლემოდ რეაგირებს ტრიალაზეც, ვობლერზეც და სხვა სატყუარებზეც.

დასავლეთში არაერთხელ მყავს დანაჭერი ქაშაპი. აღმოსავლეთისას ვერაფერი ვერ გავუგე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 10 2009, 00:42

როგორ მიდის სპინინგის ამბები? გამოგდით რამე?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 10 2009, 01:01

FISHING CLUB
კი, აშკარა წინსვლებია, მართალია მასტერებთან ერთად ვერ მოხერხდა ჯერ, მაგრამ თვითნასწავლისთვის
ჯერ ჯერობით ნამდვილად კმაყფიი ვარ, საერთოდ სპინინგის თენას დავქოქავ მომავალ წლამდე,
ბევრ რამეს წაადგება, რაც მეტი ჩაერთვება თევზაობაში მით ნაკლები ბრაკი იქნება.................

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 10 2009, 10:16

ვიტო
გუშინ ვნახე 4 კილოიანი ლოქო ვობლერზე დაჭერილი და გამიკვირდა ძალიან,იქნებ და ეს თემაც გავახუროთ,საინტერესო ამბავია მგონი!!!

პოსტის ავტორი: ნოდარიძია Aug 10 2009, 10:27

იუტუბზე ვუყურე ამას წინად და მეც ჭკუაში დამიოჯდა მაგის გამოცდა

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 10 2009, 23:23

კაია ბიჭებო შეუბერეთ აბა თქვენ იცით!

პოსტის ავტორი: troutbaiter Aug 11 2009, 15:15

რეალურია!!!
ჩემი ზუგდიდელი ახლობლები იჭერენ ხოლმე ლოქოს ვობლერზე. სურათებიც დავყარე თავის დროზე რომელიღაც ფორუმზე...
ერთი ფოთელი ნაცნობიც მყავს - ისიც იჭერს - ვობლერითაც და სხვა ხელოვნური სატყუარებითაც...

პოსტის ავტორი: salamandra Aug 19 2009, 16:18

სპინინგისტები ლოქოს ძირითადად ჯიგით,სილიკონის სატყუარაზე და პარალონის თევზზე პსკრულ საფეხუროვან გატარებით იჭერენ.ვობლერზე კი მისი დაჭერა შეიძლება როდესაც იგი სიღრმიდან შედარებით უფრო თხელ სანაპირო ადგილებში გამოდის თევზზე სანადიროდ,ეს მეტ წილად საღამოთი ხდება

პოსტის ავტორი: მონადირე Sep 1 2009, 13:06

სპინინგი მაგარი აზარტულია - ბავშვობაში მამაჩემს ჰქონდა და სროლას ვამუღამებდი, თუმცა დაჭერით დიდი ვერაფერი დავიჭირეთ. ახლა არა მაქვს და მაინც მინდა რო შევიძინო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შესაბამისი თევზის ნაირფეროვნება არ არის. დასავლეთში ლოქოს იჭერენ როგორც გავიგე და ამან აზარტი შემმატა.

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 3 2009, 14:30

ესეიგი რა გავარკვიე სპინინგთან დაკავშირებით (თუ რამე შემეშალა - შემისწორეთ):

ჯოხი:
ჯერ ერთი ჯოხის ტესტი უნდა იყოს საკმაოდ მცირე. ვარიანტები 0-დან სადღაც 40 გრამამდე მაქსიმუმ (ლოქოზე და მისთანა გიგანტებზე არ ვგულისხმობ newsmile05.gif )
მერე და ჯოხის სიგრძე 2.4 -2.7 მეტრი. მე მაქვს 2.6 მეტრი... ძალიან სასურველია შტეკერული მაქსიმუმ ორი მუხლიანი...

კოჭა:
კოჭის შერჩევისას ყურადღება ექცევა ორ ფაქტორს: კოჭის ხარისხს და მის წონას. წონიდან გამომდინარე - ძირითადად ხოდშია წინა ფრიქციონიანი კოჭები
აგერ ყიდის პროფესიონალი სპინინგისტი თავის კოჭას: http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=695

რაც შეეხება ძუებს:

ძუები დამწყებთათვის აჯობებს მონო. ისე იყენებენ წნულებს მაღალი LB ტესტით. ტესტის შერჩევა ხდება არა იმდენად სანადირო თევზის წონის გათვალისწინებით, არამედ - ზაცებიდან ხელოვნური სატყუარების ამოღების გათვალისწინებით. ანუ 10LB შეიძლება გეყენოს პატარა თევზეც კი....

ე.წ. "პავადოკები"
იყიდება მაღაზიებში. შესაძლებელია გიტარის სიმისგანაც დამზადება, მაგრამ იყიდება და წვალებად რამდენად ღირს – თქვენით განსაზვრეთ. ძირითადი დანიშნულება აქვს ის, რომ მტაცებელი თევზის კბილებისგან დაიცვას ძირითადი ძუა და შესაბამისად – თევზი არ გაგექცეთ....

ხელოვნური სატყუარა
ძირითადად, ჩვენთან აწვებიან ორ ტიპს: ვობლერერებს და ე.წ. "ვერტუშკებს" (ზოგი ამ უკანასკნელს ბლესნასაც ეძახის). ამ თემაზე ბევრი ჯერ არ გამეგება და ამიტომ, რო გავარკვევ დავამატებ.



ჯერ ჯერობით ესაა, რაც ვისწავლე და გავარკვიე

თუ რამე შეცდომით დავწერე, პროფებს ვთხოვ შემისწოროთ

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 19:32

troutbiter

შენი პოსტი ავიტანე პირველ პოსტად. იმედია წინააღმდეგი არ იქნები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Sep 30 2009, 13:26

მაგრად მაინტერესებს სპინინგით თევზაობა, როგორ უნდა ადგილის შერჩევა ჩასაკიდად იგივე კალმახზე თუნდაც...

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 30 2009, 13:45

კახა კალამახი წითელ წიგნშია და მაგაზე აქ არ ვბაზრობთ.... თანაც ქარიყლაპიით დაიწყო ბევრად გირჩევნია newsmile05.gif

მანდვეა შენთან ჩოლოქში newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 13:59


პოსტის ავტორი: Pendragon Oct 22 2009, 15:54

გიორგი
ულტრალაითი გლიჯამს! ნებისმიერი ზომის თევზის გამოყვანისას მაგრად კაიფობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 22 2009, 15:56

ციტატა(Pendragon @ Oct 22 2009, 04:54 PM) *
გიორგი
ულტრალაითი გლიჯამს! ნებისმიერი ზომის თევზის გამოყვანისას მაგრად კაიფობ newsmile05.gif


ხო მეც მაგრა ვკაიფობ... მეორე ანკესიც მაქვს, მაგრამ ულტრამ იმენა ჭკუაზე გადამრია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 26 2009, 11:33

გიორგი
ერთი ულტრალაითის შეძენა გადავწყვიტე შაბათის მასტერ კლასის მერე და მაღაზია მებადურში იყიდე ხომ შენ შენი სპინინგი?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 11:48

ციტატა(ნიკაP&A @ Oct 26 2009, 12:33 PM) *
გიორგი
ერთი ულტრალაითის შეძენა გადავწყვიტე შაბათის მასტერ კლასის მერე და მაღაზია მებადურში იყიდე ხომ შენ შენი სპინინგი?


არა, ულტრა-ლაითი არჩილასგან ვიყიდე.... მანდ ლაითი ვიყიდე.... მაგრამ ულტრაც ექნებათ....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 26 2009, 11:55

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 26th October 2009 - 12:48 PM) *
არა, ულტრა-ლაითი არჩილასგან ვიყიდე.... მანდ ლაითი ვიყიდე.... მაგრამ ულტრაც ექნებათ....

და მიახლოებით რა ფასი ადევს ულტრა ლაითს?
ანუ რო ვიუყიდო, სრული კომფლექტი ჯოხი, ძუა, კატუშკა რა უნდა დაჯდეს სავარაუდოდ?
გაითვალისწინეთ დამწყები ვარ!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 11:57

ციტატა(შოთა.03 @ Oct 26 2009, 12:55 PM) *
გიორგი

და მიახლოებით რა ფასი ადევს ულტრა ლაითს?
ანუ რო ვიუყიდო, სრული კომფლექტი ჯოხი, ძუა, კატუშკა რა უნდა დაჯდეს სავარაუდოდ?
გაითვალისწინეთ დამწყები ვარ!!!


სხვადასხვაში არის თემა ანკესი ამაწყობინეთო და მანდ მიწერია სადღაც ბოლო გვერდებზე

პოსტის ავტორი: bugi Oct 27 2009, 09:39

სატყუარები უფრო დიდ მტაცებლებზე მოქმედებს რაც საქართველოს მდინარეებში იშვიათია

პოსტის ავტორი: Fishing Fnatic . Nov 14 2009, 14:24

კუმისზე შეიძლება სპინინგით თევზაობა ? ვინმეს გამოგიცდიათ ? დიდი ხანია კუმისზე არ ვყოფილვარ და წინაზე ისიც საძირავზე ვითევზავე :|

კუმისზე შეიძლება სპინინგით თევზაობა ? ვინმეს გამოგიცდიათ ? დიდი ხანია კუმისზე არ ვყოფილვარ და წინაზე ისიც საძირავზე ვითევზავე :|

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 14 2009, 15:02

სპინინგით კუმისზე კარასზე უნდა ითევზავო თუ თეთრ ამურაზე ? newsmile05.gif მე მგონი კითხვა არამიზნობრივად არის დასმული, სად სპინინგი და სად კუმისი

პოსტის ავტორი: Fishing Fnatic . Nov 15 2009, 17:52

ციტატა(გიორგი @ Jul 10 2009, 11:12) *
შტეკერნი ჯოხი, 3.2 მეტრი ნუ კოჭას მგონი არა აქვს არსებითი მნიშვნელობა... + დაწნული ძუა 0.4-იანი...
ბლესნებზე და სხვა სატყუარებზე აღარ მაქვს ლაპარაკი

არ მირჩევთ სპინინგის აწყობას ? : (((

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 10:03

Fishing Fnatic .
კი გირჩევთ, ოღონდ ჯერ გვითხარი რა თანხაში გინდა
და დააზუსტე რისთვის გინდა, და სპინინგი უბრალოდ ანკესი
არ არის, ასე რომ ჯერ თემები გადაიკითხე და ჩამოყალიბდი,
შიძლება ჩვენი რჩევა აღარც დაგჭირდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 16 2009, 14:25

ციტატა(Fishing Fnatic . @ Nov 15 2009, 18:52) *
არ მირჩევთ სპინინგის აწყობას ? : (((


თუ კუმისისთვის გინდა მაშინ არ გირჩევთ.

პოსტის ავტორი: amroci Nov 16 2009, 16:00

ქობულეთში ქარიყლაპიას ვიჭერხოლმე წეილწადში ასე 5-6-ჯერ. ძირითადად მდინარე ჩოლოქზე, მაგრამ ჩემი სახლის უკან ჭაობებშიც კარგივარიანტია. იქ ბაყაყია კარგი, რადგან პატარა წყლებია და დიდი თასისნაირი ფოთლებითაა სავსე. ამიტომ ბაყაყს სამკავაზე ვაბნევ ისეთნაირად რომ არცეთი კავი არ რჩება შიშვლათ და თანაც ნატურალურად გამოიყურება. ისე გვიან შემოდგომაზე და ადრეულგაზაფხულზე ჭაობებში ბალახები არ არის ამიტომ ყველა სახის სატყუარა მუშაობს. ყველაფერი მაქვს ნასინჯი ჩემი სახლის უკანა ჭაობებში და ხელოვნურ სატყუარებს შორის ეფექტიანობაში აბსოლიტურად არაფერი განსხვავებაა. სამწუხაროდ იქ ქარიყლაპიები პატარებია. ერთ კილოზე მეტიანს ძალიან იშვიათად შეხვდები. ძირითადად ორ წლიანი ქარიყლაპიებია. დაახლოებით ნახევარკილოიანები. კილოზე მეტს რო გაიზდება გაზაფხულის წყალდიდობების დროს ძირითად წყალში გადადიან და მდინარე ჩოლოქში ამოყოფენ თავს ზ. ჟვანიას სახელობის ხიდის მოდამოებში.
ეხლა აგიხსნით როგორ ვსპინინგაობ ჩოლოქში მე:
ჯოხი უბრალო საბჭოთა გამოშვებისმაქვს. ძუაც არ მაქვს დაწნული და არ კოჭა მაქვს განსაკუთრებული (ზღვაზე კარგ კოჭას აზრი არ აქვს, მაინ გაფუჭდება 2 წელიწადში) მაგრამ სატყუარას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ სპინინგისტები ჩოლოქზე. ჭაობის სიკეთის არ იყოს ყველაფერი მშვენივრად ჭრის ქარიყლაპიაზე. (სილიკონი, ვობლერი, ქანქალა, ტრიალა, ბაყაყი და ნამდვილი თევზიც). მე ნადვილად არ ვარ იქ თევზაობის პროფესიონალების რიცხვში მაგრამ ორი კითხვა მეც შემეკითხება ადამიანი. მე კიდე გამოვარკვიე რომ ყველა პროფესიონალი დარწმუნდა ოქროსფერ ან/და ყვითელ ფართო ყანყალას უპირატესობაში. არავინ ვიცით რატომ მაგრამ ნამდვილად უფრო იღბლიანია ასეთი სატყუარა მდინარე ჩოლოქზე. განსაკუთრებით ზ. ჟვანიას ხიდის მიდამოებში.
ყველას კარგად გემახსოვრებათ როგორ დაჯდა მ. სააკაშვილი ბულდოზერზე და დაანგრია ჩოლოქის აფეთქებული ხიდის თავში მილიციის პოსტი. აი ზუსტამ ამ მილიციის პოსტის უკან ადრე იყო მდინარედან შემოსული წყალი ჩიხივით. 2003 წლის ოქტომბერში იმ ახლად დანგრეული პოსტის უკან წყალიში ამოვიყვანე 5 კილოგრამიანი ქარიყლაპია. ნამდვილი ნიანგი იყო რა!!. ისე მა 9 კილოგრამიანიც მინახავს დაუჭერიათ.

პოსტის ავტორი: fisherniko Jan 3 2010, 00:07

შეიძლება უადგილო ადგილას ვწერ მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად დავწერო თქვენ მხოლოდ სატყუარებით თევზაობთ სპინინგით ? ტივტივა ბევრჯერ მინახავს სპინინგზე

პოსტის ავტორი: dmoral Feb 11 2010, 22:26

ბოლო პერიოდში დასავლეთში ხომ არ ყოფილხართ ვინმე? მაინტერესებს თუ მოდის ქარიყლაპია???

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 11 2010, 22:39

dmoral
მე ვიყავი ინავარში, ვერაფერი ავიყვანე, ისე მე დიდაღ აღჭურვილობით არ გამოვირჩეოდი ,მაგრამ 1 კლოვიც არ გაუკეთებია.

პოსტის ავტორი: ბესო Feb 12 2010, 14:03

ციტატა(fisherniko @ Jan 3 2010, 01:07) *
შეიძლება უადგილო ადგილას ვწერ მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად დავწერო თქვენ მხოლოდ სატყუარებით თევზაობთ სპინინგით ? ტივტივა ბევრჯერ მინახავს სპინინგზე


სპინინგი მეთოდია და არა ჯოხის ტიპი. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 8 2010, 19:27

კაი სპინინგი და სატრიალებელი კაგი რომ იყოს 6 კილოიანი რომ დავიჭიროო და სად ვიყიდი და რა პასადდ ??? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 13 2010, 08:51

http://www.amazon.com/Ready-Fish-Spinning-Combo-Tackle/dp/B00383U4XO/ref=sr_1_91?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1273729731&sr=1-91
დამწყებისტვის ეს სპინინგი ივარგებს???? თუ ეს?
http://www.amazon.com/Shakespeare-Catch-CMF-LAKE-POND/dp/B002TZDBSM/ref=sr_1_75?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1273729731&sr=1-75


პოსტის ავტორი: ბესო May 13 2010, 09:33

ციტატა(nikoloza_migina @ 8th March 2010 - 20:27) *
სად ვიყიდი და რა პასადდ ???


რაზე სათევზაოდ გინდა? და სად?

king of fishing

გააჩნია დამწყები რაზე აპირებს თევზაობას?

ზოგადად კი პირველ სპინს მეორე ჯობია მასალის ხარისხით! თან პირველი ვარდისფერია და ყვავილებით გაფორმებული newsmile045.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 13 2010, 13:03

ბესო
MADLOBAAAAA newsmile05.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 13 2010, 13:24

ქარიყლაპიაზე მივდივარ ფოთში და ხომ არ იცით ვინმემრამდენ ხანსჰი ცჰამოვაა????newsmile05.gif წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ბესო May 13 2010, 13:50

რა რამდენ ხანშI ჩამოვა? ის სპინინგი რისი ლინკიც დადე?

თუ იაფიან ჯოხებს ეძებ მაშინ ეს ცადე: http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0070878124185a&navCount=1&podId=0070878&parentId=cat601359&masterpathid=&navAction=jump&cmCat=MainCatcat21404-cat21406-cat601359&catalogCode=OG&rid=&parentType=index&indexId=cat601359&hasJS=true

გრაფიტის სპინია ნორმალური ტესტებით ქარიყლაპიასათვის. PG7035

თუ 5$-ით უფრო მეტს გადაიხდი მაშინ ეს ნახე:
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0066932124203a&navCount=1&podId=0066932&parentId=cat601359&masterpathid=&navAction=jump&cmCat=MainCatcat21404-cat21406-cat601359&catalogCode=9IS&rid=&parentType=index&indexId=cat601359&hasJS=true

ოღონდ ამას ტესტების ნაკლები დიაპაზონი აქვს!

მოკლედ ამ ფასებს თუ დაუმატებ ღირებულების 45%-ს 5-7 დღეში ჩამოგივა კომბო!

პოსტის ავტორი: king of fishing May 13 2010, 17:07

და ეს მარტო ჯოხია ხოოო??? newsmile05.gif

პროსტა ახლა მივდივარ ამიტ და მერე ძვირიანი უნდა ვიყიდოოოოო

პოსტის ავტორი: king of fishing May 13 2010, 21:14

ჩატანა რა ჯდება???? newsmile05.gif

ჩამოტანა შEმეშალა
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 13 2010, 23:18

ციტატა(nikolozi=) @ 13th May 2010 - 18:07) *
და ეს მარტო ჯოხია ხოოო???


არა კომბოებია.

ციტატა(nikolozi=) @ 13th May 2010 - 22:14) *
ჩატანა რა ჯდება????

ჩამოტანა შEმეშალა


ციტატა(Beso @ 13th May 2010 - 14:50) *
მოკლედ ამ ფასებს თუ დაუმატებ ღირებულების 45%-ს 5-7 დღეში ჩამოგივა კომბო!


ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ 90 დოლარის რაღაცეებს დააზაკაზებ თუ არა და მაშინ მოჭრილად 45 დოლარის დამატება მოგიწევს

არის მეორე ვარიანტიც: ღირებულების 25% ამ შემთხვევაში 50 დოლარის რაღაცეები უნდა შეუკვეძთო თუ არა და მოჭრილად 25 დოლარი დაამატე და 2-3 კვირაში ჩამოვა დაახლოებით.

პოსტის ავტორი: king of fishing May 14 2010, 10:11

ძვირი ჯდებაა ხოოო? რაგა გამოვიდა 27 ლარი ტუ დანიჯდააა ? :(

პოსტის ავტორი: king of fishing May 14 2010, 10:41

www.amazon.com
jobia aqedann iafi jdeba chamotana da im saitidan kide 27 lariii

პოსტის ავტორი: ბესო May 14 2010, 13:09

king of fishing

ნუ ეგ არ ვიცი - ვისთვის როგორ! არითმეტიკა არ შეგეშლება იმედია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: king of fishing May 14 2010, 13:31

65 ლარი ანკესი ჯდება და ჩამოტანა 27 ლარიიი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rniko May 14 2010, 13:37

ჯობია მე თუ მკითხავ მიხვიდე fishing club ში და რამე ნორმალური აარჩიო ..

პოსტის ავტორი: king of fishing May 14 2010, 14:08

მადლობა ნიკოოოოოოოოოო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina May 14 2010, 20:54

მე king of fishingi varrr damaviwda paroli da es maq
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dmoral May 15 2010, 22:03

ნახეთ მაგრად ისიამოვნებთ!!! newsmile05.gif))))))

უფფფფფფფფ newsmile027.gif

http://video.mail.ru/mail/280424/-/105.html

პოსტის ავტორი: ბესო May 17 2010, 10:01

ციტატა(nikoloza_migina @ May 14 2010, 21:54) *
მე king of fishingi varrr damaviwda paroli da es maq
newsmile05.gif


ესეთი რამე როდესაც ხდება. ადმინების თემაში უნდა დაპოსტო!

ამიტომ ეხლა ისევ ძველ ნიკს აღგიდგენ! პაროლს შეგიცვლი და გამოგიგზავნი მეილზე!

პოსტის ავტორი: Pendragon May 17 2010, 14:23

dmoral

უმაგრესი ვიდეოა! newsmile027.gif
მთლად ეგეთი არა, მარა მე მინახავს სატყუარას დადევნებულ ერთ ქარიყლაპიას როგორ უტევდა მეორე (ალბათ თავის ტერიტორიაზე შეჭრისთვის) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 17 2010, 14:34

აუ რა მაგარი ვიდეოააააააა newsmile035.gif
აი ეგრე უნდა თევზაობა რა... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina May 17 2010, 16:50

ციტატა(ბესო @ May 17 2010, 11:01) *
ესეთი რამე როდესაც ხდება. ადმინების თემაში უნდა დაპოსტო!

ამიტომ ეხლა ისევ ძველ ნიკს აღგიდგენ! პაროლს შეგიცვლი და გამოგიგზავნი მეილზე!

მადლობაააააააააააააააააააა

პოსტის ავტორი: dmoral May 17 2010, 18:16

მანდ თუ ნახავთ სხვა ვიდეოებიცაა, არანაკლები. ჯერკებით ქარიყლაპიაზე ნადირობა....



http://fion.ru/video/ribalka_shartoly.html

პოსტის ავტორი: Miro May 30 2010, 19:41

გამარჯობათ ხალხო, : )
მე ვარ ამ ფორუმის ახალი წევრი და ვარ ცოტა პატარა : ) 13 წლის ძალიან მინდა ვისწავლო სპინინგით თევზაობა და სპინინგიც მაქ (ფიდერი) 150გრამიანი (მაჩუქეს და მემგონი მაგარი ანკესია SPRO-ს კოჯით). იქნებ ვინმე სათევზაოთ რო გახვალთ მეც წამიყვანოთ (ან ჩემით მოვალ newsmile035.gif) ახჭურვილობას შევიძენ ყველაფერს არაა პრობლემა.
ძალიან მინდა სწავლა და დიდი მადლობელი ვიქნები მეც თუ წამიყვანთ და პატარა კონსულტაციას ცჰამიტარებთ : )
ხო კიდევ მაქ ერთი კაი ჯოხი შიმანოსი მარა არ ვიცი გამოდგება თუ არა.

პოსტის ავტორი: გოგა May 30 2010, 21:56

Miro
გაგიმარჯოს.

ციტატა(Miro @ 30th May 2010 - 20:41) *
ძალიან მინდა ვისწავლო სპინინგით თევზაობა და სპინინგიც მაქ (ფიდერი) 150გრამიანი

მე როგორც ვიცი სპინინგი და ფიდერი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და იქნებ შეცდომით დაწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Miro May 30 2010, 22:21

:X მიტხრეს რო სპინინგატაც გამოდგებაო და ტან არც დზაან მდზიმე არაა

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 1 2010, 12:14

Miro

"სპინინგი" არის თევზჭერის ერთ-ერთი მეთოდი და არა ჯოხის ნაირსახეობა. თუ გვინდა კითხვა დავსვათ სასპინინგე აღჭურვილობის შესახებ, უნდა ვთქვათ ასეთნაირად: "სასპინინგე ჯოხი", "სასპინინგე კოჭა", "სპინინგის სატყუარები' და ასე შემდეგ.

როგორც მივხვდი, შენ გაჩუქეს ჯოხი და კოჭა, რომლებიც განკუთვნილია ფიდერით სათევზაოდ. ასეთი ჯოხით ითევზავებ მხოლოდ ფსკერული მეთოდით და სპინინგისთვის ვერ იხმარ. გადახედე სპინინგის განყოფილებას, მანდ არის ცალ-ცალკე აღჭურვილობებზე თემები და წერია რა გამოგადგება და რა არა...

პოსტის ავტორი: Miro Jun 1 2010, 15:08

დიდი მადლობა პასუხისთვის,
ერთი კითხვა კიდე მაქ თუ ჯოხი სპინინგის გრამებში (ანუ ჯოხის ტესტი) ექვემდებარება სპინინგის სტანდარტს მაშინ ნებისმიერი ჯოხით სჰეილება თევზაობა?

პოსტის ავტორი: Fuego Jun 1 2010, 16:36

To Pendragon
ფიდერით "სპინინგაობა" ვერ იქნება მოსახერხებელი როცა ფიდერი ჰევი ან ექსტრაჰევია, მაგრამ თუ ფიდერი ლაითია newsmile041.gif ან საერთოდ პიკერია - მაშვინ newsmile027.gif ჯიგისთვის ზედგამოჭრილი იქნება (ოღონდ კაი "კაჩოკი"-ს ხელში) ფიდერის კოჭა კი ძაან იშვიათი რამაა და ნებისმიერი ფიდერისტი შესაბამისი კლასის სპინინგის კოჭაში დიდი სიამოვნებით გაცვლის - რა თქმა უნდა - თუ სჭირდება newsmile090.gif

To Miro

სპინინგის ტესტი გრამებში მიუთითებს მიახლოებით რა წონის სატყუარების სასროლად იქნება ესათუის ჯოხი განკუთვნილი და აქაც თვითონ მეთევზესა და სატყუარაზეცაა დამოკიდებული რამდენად კომფორტულად იგრძნობს სროლას.

პოსტის ავტორი: Miro Jun 1 2010, 17:11

http://www.amazon.com/Shimano®-Solara-Spinning-Rod-56/dp/B0010FEJXS/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1275401108&sr=8-4-spell
აი ეს ნახეთ რა იქნებ მირჩიოთ და რა ზომა ჩამოვიტანო იქნებ ეგეც მითხრათ

პოსტის ავტორი: Pendragon Jun 1 2010, 17:30

Fuego
ნუ ეგრე ბამბუკის ჯოხებითაც სპინინგობენ დასავლეთში ადგილობრივები. ამასთან ერთად, იყენებენ ინერციულ კოჭებს და თევზსაც იჭერენ newsmile05.gif

ამ კაცს, როგორც ამბობს, შეძენაც სურს სასპინინგე აღჭურვილობის და ბარემ შესაბამისი ჯოხის ყიდვა ვურჩიოთ, მე მგონი აჯობებს newsmile045.gif


პოსტის ავტორი: Fuego Jun 1 2010, 18:10

To Miro

http://forum.ochopintre.ge/index.php?s=&showtopic=3521&view=findpost&p=89478

და კიდევ - ეცადე ერთიდაიგივე საკითხი არ დააყენო ყველა თემაში.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 2 2010, 14:17

ციტატა(Miro @ Jun 1 2010, 18:11) *
http://www.amazon.com/Shimano®-Solara-Spinning-Rod-56/dp/B0010FEJXS/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1275401108&sr=8-4-spell
აი ეს ნახეთ რა იქნებ მირჩიოთ და რა ზომა ჩამოვიტანო იქნებ ეგეც მითხრათ

მირო ამას ტუ გამოიწერ მეც მაწყოპს და ერტად ჩამოვიტანოტტტ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fuego Jun 2 2010, 14:32

წესი პირველი - სანამ რამეს შეუკვეთავ, გაიაზრე - გჭირდება თუ არა ეგ ნივთი. newsmile045.gif
წესი მეორე - კარგად ადითვალე ნივთის საფასური - ტრანსპორტირების ფასმა შეიძლება რამდენჯერმე გადააჭარბოს ნივთის ფასს. newsmile093.gif newsmile055.gif
წესი მესამე - შეისწავლე ადგილობრივი ბაზარი, ღირს კი "იქიდან" ბრმად გამოწერა, პრაქყტიკულად გარანტიის გარეშე. newsmile040.gif

წესი საბოლოო - როცა რამე ძძძძძძძძძალიან გინდა, არანაირი წესი და რჩევა არ მოქმედებს. newsmile01.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Miro Jun 2 2010, 15:39

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მართალი ხარ

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 3 2010, 15:22

Miro
ჯობს მიხვიდე FIshing club-ში და იყიდო 49 ლარიანი სპინნინგი მე მომეწონა და უნდა ვიყიდო მალეეე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: amroci Jun 4 2010, 10:27

nikoloza_migina

ეგ რა მისამართზეა?

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 4 2010, 14:47

ციტატა(amroci @ Jun 4 2010, 11:27) *
nikoloza_migina

ეგ რა მისამართზეა?

ნუცუბიდძე N8

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 5 2010, 09:28

მალე იტალიაში მივდივარ და რა ფირმას მირჩევთ კოჭაზე და ჯოხზე????? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jun 7 2010, 13:06

სპინინგით უფრო ხშირად ქარიყლაპიას ვიჭერ სხვა თევზებზეც ვთევზაობ, მაგრამ უმთავრე ხიშნიკებზე

პოსტის ავტორი: ~Dima~ Jun 8 2010, 16:06

ყველას გაუმარჯოს. მე სპინინგით მოთევზავე ვარ. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Jun 8 2010, 16:46

კეთილი!
სად და რაზე თევზაობ? გაგვიზიარე გამოცდილება. სპინინგისტები ცოტანი ვართ და უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და უნდა ვცვლიდეთ ინფორმაციას! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Infest Jul 9 2010, 11:12

ვინც გამოცდილი მეთევზავეა, დამწყებისთვის მირჩიეთ რა სპინინგი :(

უფრო რომელი ფირმის სპინინგები ავარჩიო? რა ზომის, სიგრძის და ა.შ.?

როგორი კოჭა ჯობია? რომელი ძუა და ა.შ.

მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა

პოსტის ავტორი: Pendragon Jul 9 2010, 12:09

Infest

ციტატა
მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა


საუკეთესო სასპინინგე აღჭურვილობა რამდენიმე ათასი USD დაგიჯდება - არჩევით კი აგარჩევინებთ, იცოცხლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jul 9 2010, 12:13

ციტატა(Infest @ Jul 9 2010, 12:12) *
ვინც გამოცდილი მეთევზავეა, დამწყებისთვის მირჩიეთ რა სპინინგი :(

უფრო რომელი ფირმის სპინინგები ავარჩიო? რა ზომის, სიგრძის და ა.შ.?

როგორი კოჭა ჯობია? რომელი ძუა და ა.შ.

მოკლედ საუკეთესო აღჭურვილობა ამარჩევინეთ რა


ჯერ იქედან უნდა დაიწყო რაზე გინდა თევზაობა...

პოსტის ავტორი: troutbaiter Jul 9 2010, 12:29

რა თევზი(ები) გაინტერესებს სასპინინგედ? მარა ბოლოს მაინც ყველაფერი თანხაზე დადის. რა თანხაში გინდა ჩაეტიო?

პოსტის ავტორი: Infest Jul 9 2010, 14:33

ციტატა(Pendragon @ Jul 9 2010, 13:09) *
Infest
საუკეთესო სასპინინგე აღჭურვილობა რამდენიმე ათასი USD დაგიჯდება - არჩევით კი აგარჩევინებთ, იცოცხლე newsmile05.gif


ზოგი იდეალური სპინინგი მინახავს და 200 გელაში ეტეოდა :შ


ციტატა(ბესო @ Jul 9 2010, 13:13) *
ჯერ იქედან უნდა დაიწყო რაზე გინდა თევზაობა...


ზვიგენებზე და ვეშაპებზე არა newsmile035.gif ასე 0-2 (ორ კილომდე ისიც მაქსიმუმ)

ციტატა(troutbaiter @ Jul 9 2010, 13:29) *
რა თევზი(ები) გაინტერესებს სასპინინგედ? მარა ბოლოს მაინც ყველაფერი თანხაზე დადის. რა თანხაში გინდა ჩაეტიო?


და რამდენი დაჯდება?

პოსტის ავტორი: troutbaiter Jul 9 2010, 15:36

მე გკითხე რამდენში გინდა ჩაეტიო, რომ კონკრეტული მოდელები შეგირჩიო და არ მეუბნები... რა გიყო აბა?
მე დაახლოებით ასე შევარჩევდი:
რაიმე ნორმალური ( დაივა ან კორმორანი) ჯოხი 2.4-2.7მ/ 3-18გრ ტესტით - 100$-ჩამოტანით -150$
კოჭა (Daiwa SOL 2500) ინტერნეტ მაღაზიებში - 200$- ჩამოტანით 300$ (განბაჟება უწევს)
ძუა და სატყუარები და სხვა აქსესუარები + 150$
600 $ გამოდის ჩემი ვარაუდით

პოსტის ავტორი: demi Jul 9 2010, 17:08

Infest, ალტერნატივაც არსებობს შედარებით დაბალ ფასებში, თბილისის მაღაზიებში. ერთი დღე მოვიცალოთ ამისთვის და დავიაროთ მაღაზიები, საშენოს შევარჩევთ რამეს, მთავარია, როგორც უკვე გირჩიეს, იცოდე ძირითადად რაზე და სად ითევზავებ, აქედან გამომდინარე შეირჩევა ჯერ ჯოხი(სპინინგი) სიგრძისა და ტესტის მიხედვით, ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი კოჭა და(ან) ძუა(წნული), ასევე სატყუარები და ა.შ. თავიდან (თუ დამწყები ხარ) გირჩევ ძალიან ძვირიანს ნუ იყიდი(ჯოხს და კოჭას), როცა კარგად აითვისებ ამ სტილით თევზაობის ელემენტებს, შეგიძლია ნელ- ნელა გააუმჯობესო შენი "ასორტიმენტი", საერთო თევზაობისას ზოგს გვერდით მდგომი გაჩუქებს(მაგალითად მე), ზოგიც დაბადღეზე პრეზენტი და შეივსება შენი პატარა ყუთი(ები) newsmile027.gif ჩვენ გვერდით დაგიდგებით და სოფელიც აშენდება newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Infest Jul 9 2010, 19:00

ციტატა(troutbaiter @ Jul 9 2010, 16:36) *
მე გკითხე რამდენში გინდა ჩაეტიო, რომ კონკრეტული მოდელები შეგირჩიო და არ მეუბნები... რა გიყო აბა?
მე დაახლოებით ასე შევარჩევდი:
რაიმე ნორმალური ( დაივა ან კორმორანი) ჯოხი 2.4-2.7მ/ 3-18გრ ტესტით - 100$-ჩამოტანით -150$
კოჭა (Daiwa SOL 2500) ინტერნეტ მაღაზიებში - 200$- ჩამოტანით 300$ (განბაჟება უწევს)
ძუა და სატყუარები და სხვა აქსესუარები + 150$
600 $ გამოდის ჩემი ვარაუდით



არა კაცო ეგ ძაან ჩერესჩურია, ჯერ ერთი ჩამოტანა/გამოწერა არ მჭირდება, თბილისში მინდა ვიყიდო + მაქსიმუმ 100-200 ლარში ჩავეტიო ყველაფრიანად


ციტატა(demi @ Jul 9 2010, 18:08) *
Infest, ალტერნატივაც არსებობს შედარებით დაბალ ფასებში, თბილისის მაღაზიებში. ერთი დღე მოვიცალოთ ამისთვის და დავიაროთ მაღაზიები, საშენოს შევარჩევთ რამეს, მთავარია, როგორც უკვე გირჩიეს, იცოდე ძირითადად რაზე და სად ითევზავებ, აქედან გამომდინარე შეირჩევა ჯერ ჯოხი(სპინინგი) სიგრძისა და ტესტის მიხედვით, ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი კოჭა და(ან) ძუა(წნული), ასევე სატყუარები და ა.შ. თავიდან (თუ დამწყები ხარ) გირჩევ ძალიან ძვირიანს ნუ იყიდი(ჯოხს და კოჭას), როცა კარგად აითვისებ ამ სტილით თევზაობის ელემენტებს, შეგიძლია ნელ- ნელა გააუმჯობესო შენი "ასორტიმენტი", საერთო თევზაობისას ზოგს გვერდით მდგომი გაჩუქებს(მაგალითად მე), ზოგიც დაბადღეზე პრეზენტი და შეივსება შენი პატარა ყუთი(ები) newsmile027.gif ჩვენ გვერდით დაგიდგებით და სოფელიც აშენდება newsmile041.gif



ვახ ვახ ვახ newsmile05.gif დიდი მადლობა newsmile045.gif

და რაც შეეხება ანკესს - ერთხელ ვინმესთან ერთად დავივლი უბრალოდ მაღაზიებში როგორ ვუთხრა მაინტერესებს, ანუ პარამეტრები/ზომები და ა.შ. ძვირიანიც არ მინდა, მაგრამ ცუდებიც არ მინდა (რომლებიც შეიძლება გატყდეს/დაიღუნოს და ა.შ.)

ძირითადად პატარა თევზზე ვაპირებ თევზაობას (ჯერ), ასე მაქსიმუმ 2 კილომდე და სად და რავი სადაც ჯობია, აქვე ახლოს რომ იყოს და კარგი ადგილიც რომ იყოს მაგ. თბილისში სადმე, ან ბაზალეთი/კუმისი და ა.შ.

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 9 2010, 19:15

Infest
გერევა მეგობარო,newsmile05.gif სპინინგით უნდა ითევზავო მტაცებელ სახეობებზე და შენ ჩამოთვლილი ტბებს არ ყავს მტაცებელი. შენ კარგად ჩამოყალიბდი რა გინდადაიჭირო? ანუ წონას დაანებე თავი რა თევზი და რა სტილი თევზაობის?newsmile05.gif

პოსტის ავტორი: demi Jul 9 2010, 19:33

შენ სპინინგი გინდა? თუ ჯოხი ფსკერული ან ტივტივით თევზაობისთვის ? what.gif thinking.gif vava.gif (საკითხავი აი ესაა)



მაიფიქრე რაღა და ჩვენ დაგეხმარებით, ვახ... ashh.gif

პოსტის ავტორი: Infest Jul 10 2010, 12:36

სპინინგით არ გამოვა?

ლისზე და ბაზალეთზე სპინინგით გადასარევად ვთევზაობდით?

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2010, 13:06

Infest
ეგ არააა სპინინგიnewsmile05.gif როგორ რაღაცას მეუბნები იცი ახლა newsmile035.gif მანქნით კარგად ვიფრინეო newsmile035.gif newsmile05.gif 2 ტრანსპორტია მაგრამ სხვადასხვა დანიშნულების newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Infest Jul 10 2010, 13:36

აუ ეხა ვნახე რო შემშლია :">

ჯერ დამწყები მეთევზავე ვარ და არ ვიცი დიდად რა რა არი, სპინინგზე ხელოვნური სატყუარები ყოფილა და სულ უნდა ამოძრაო ))

და მე მინდა ანკესი)) კრუჩოკზე გაუკეთებ რამეს, ჩააგდებ და რო ზიხარ და ელოდები )))


მარა ანკესებიც ხო სხვადასხვანაირები არსებობს და რომელი ავირჩიო? :შ

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 10 2010, 14:37

Infest
ხო ახლა უნდა მოგეხმარო ხომ? მე არმეზარება, მაგრამ მიდი მონიდომე შესაბამისი თემა მონახე და იქ დასვი ეგ კითხვაnewsmile05.gif ამის გარდა ეგეთი თემა არის ფორუმზე დაძებნო უნდა და ნახავ ყველაფერსnewsmile05.gif




პ.ს. მოდერებს ვთხოვ ოფები წაშალოსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 11 2010, 20:08

Infest

მოგესალმები
ამდენ გაოფებას და ყველგან ერთი და იგივეს წერას დამწყები ვარ და ანკესი ამაწყობინეთ ჯობდა ამ ფორუმზე არსებული საკმაოდ დიდი ინფორმაცია აგეთვისებინა და მერე ჩამოგეყალიბებინა აზრი თუ რა გინდა. როგორც დაინახე დახმარებაზე არავინ დაგზარებია და ყველანაირადგვერდში ამოგიდგებით
გთხოვ თუ თევზაობის დაწყება გინდა გადაიკითხო ყველაფერი და შემდეგ ჩამოყალიბებულად გვითხრა რა გინდა

პოსტის ავტორი: amroci Jul 19 2010, 10:10

უბრალოდ ნახეთ ამ სპინინგის მონაცემები რა. http://www.tackledirect.com/st-croix-triumph-surf-travel-rods.html
http://pix.ge/
ერთი შეხედვით შემიყვარდა
აი ეს მინდა ზღვაზე პრიჩალიდან სკუმბრიის საჭერად.
ვინმეს ხო არ გეგულებათ სადმე აქვე მაღაზიაში რო იყიდებოდეს რაიმე მაგვარი მონაცემების მქონე სპინინგი.
არაა აუცულებელი გრაფენის და სუფთა კარბონის იყოს. ოღონდ მინიმუმ 3 მ. მჭირდება.

პოსტის ავტორი: troutbaiter Jul 19 2010, 10:25

კარგი ჯოხებია! სამოგზაურო ვარიანტშია, რაც ფასს ზრდის. ორნაჭრიანი უფრო იაფი იქნება.
აქ მაგდაგვარი ხარისხის არაფერი იყიდება.

პოსტის ავტორი: amroci Jul 19 2010, 11:12

troutbaiter
აბა ასეთი მაინც თუ იშონება? http://www.tackledirect.com/daiwa-sls1303mhfs-sealine-surf-spinning-rod.html
ასეთი მონაცემები აქვს.
http://pix.ge/
ამისთანა ახლოს რო იყოს მაინც. ფასიც კარგი აქვს.
მაგრამ ტესტი არ მომწონს ნამეტარი მძიმე სატყუარებზეა.
მე პირადად მჭირდება 25გრრამი. აი 15-დან 35 გრამის ფარგლებში რო ჯდებოდეს დაახლოებით.

პოსტის ავტორი: troutbaiter Jul 19 2010, 14:03

ამ დღეებში რამდენიმე ადგილას (მაღაზიებში) ვარ მისასვლელი, ვნახავ და გეტყვი.

პოსტის ავტორი: amroci Jul 19 2010, 15:47

troutbaiter
უღრმესი მადლობა.

მოკლეთ რამდენი ათასი საათი და რამდენი ათასი საიტი გადავქექე ვერ მოვთვლი.
ვერა და ვერ ვიპოვე ჩემი გემოვნების საზღვისპირო სპინინგის ჯოხი.
თუ ასე გაგრძელდა დაგროვილი გელაებს თოფში დავხარჯავ ალბათ.

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2010, 01:25

amroci

შენ ის თქვი რა მონაცემების გინდა, რომ სპინინგი გქონდეს და რაიმეს როგორ ვერ გიპოვით...
ყოველ შემთხვევაში ჩამოტანის გზებს მაინც გასწავლით...

პოსტის ავტორი: amroci Jul 20 2010, 09:10

ბესო
მადლობთ ყურადღებისთვის.

კრიტერიუმები:

1. ზღვის (Saltwater Fishing Rods)

2. საერთო სიგრძე 320 სმ.დან 420 სანტიმეტრამდე. (11' - 15')

3. სახელური: იდაყვის სიგრძე სახელურით (კოჭამდე მონაკვეთი)

4. Action: M ან MS უარეს შემთხვევაში MF-ც წავა

5. Power: M ან ML. მაგამ, თუ 30 გრამამდე ექნება Lure Weight მაშინ Lite-ც კარგია რათქმაუნდა.

6. Lure Weight: მისი ცენტრალური წონა იყოს 25 გრამი. ანუ სატყუარას წონის დიაპაზონი უნდა ფარავდეს დაახლოებით 15-დან 60 გრამამდე. ნებისმიერ დიაპაზონის გაფართოვებას (უნივესალობას) მივესალმები. უკეთესია დაბალი წონისკენ ვინემ დამძიმებისკენ.

7. რგოლები მჭირდება განკუთვნილი ძალიან შორს სასროლად. აუცილებლად წნული ძუაზე გათვლილი. aluminum oxide guides ან მისდაგვარი.

8. მასალა ნუ იქნება სუფთა კარბონი და გრაფენი თორე მთლად $250-300 გადაახტება ფასი. ივარგებს კომპოზიტი მინაბოჭკოვანთან. ნურც მხოლოდ მინაბოჭკო იქნება, რადგან მე აქტიურად ვთევზაობ და მალევე გაუჩნდება მიკრო ბზარები.

9 ბოლო და მთავარი. მხოლოდ ჯოხი მინდა, ანუ მარტო ჯოხისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ლარი. ნებისმიერი სახის ეკონომიას მივესალმები.

ვგონებ საკმაოდ კონკრეტულად ვარ ჩამოყალიბებული. როგორ ფიქრობთ?

ძირითადად მჭირდება სკუმბრიისთვის. მასზე ჩემებური თევზაობის მეთოდი მიწერია აი აქ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226.
მაგრამ ზემოთ აღნიშნული მონაცემები საშუალებას მომცემს სარგანაც ვიჭირო, ლიფიორაც, დიდი სტავრიდებიც და ქარიყლაპიაც კი.

პოსტის ავტორი: ბესო Jul 20 2010, 14:22

amroci

რაღაცას შეგირჩევთ ოღონდ ნუ დაგვაჩქარებ. newsmile05.gif
ყველა პარამეტრს ერთდროულად ალბათ ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მეტ-ნაკლებად ოპტიმალურს შევარჩევთ!

პოსტის ავტორი: amroci Jul 20 2010, 14:30

ბესო

არავითარი დაჩქარება არავითარ შემთხვევაში.
ცოცხალი ფული ხელზე სექტემბერში გაჩნდება. მაშინ როცა სკუბრია შემოდის.
ასე რომ თადარიგისთვის საკმაო დრო მაქვს აღებებული და სექტემბრის შუა რიცხვებამდე თავში კარგად დაჯერებული არჩევანის გაკეთებას მოვახერხებ.

მაგრამ თუ ვერ მოვახერხე მაშინ იძულებული ვიქნები აი ამ http://www.tackledirect.com/daiwa-sealine-surf-rods.html სიიდან შევარჩიო რომელიმე. კონკრეტულად ამ ორიდან მომიწევს ძალზედ რთული არჩევანის გაკეთება
http://pix.ge/
ალბათ ასეთები იქნება
http://pix.ge/

ამ ცხრილში ეს No.Guides რას გულისხმობს ვერ მივხვდი.

პოსტის ავტორი: amroci Jul 21 2010, 09:55

აი ეს რა ბიჭია ხო ვერავინ მეტყვის?
http://pix.ge/
ვერ გავიგე Action-ს "R" რას ნიშნავს
კოჭას მისამაგრებელი ხრახნი წინა მხრიდან რატო აქვს? რაღაც უცნაურადაა. რგოლებიც რაღაც ღერძთან ახლოს უჩანს.
იქნებ წაიკითხოთ და თქვათ რა ტიპის არის.
აქედანაა http://www.daiwa.com/rod/detail.aspx?id=124&parentid=120

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 15:31

მგონი მივაგენი ჩემს სპინინგს
http://pix.ge/

მაგრამ ცნბილ შოპებში არ ფიგურირებს და არც ფასი ვიცი მისი ehh.gif

ხხხთფუი!! newsmile042.gif ჩინურ-კორული ყოფილა.

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 16:05

ეს ჯოხი ხომ არ იყიდება თბილისის მაღაზიებში?
http://pix.ge/
Вес (г) 283
Длина (м) 330
Длина при транспортировке (см) 168
Количество колец 11
Количество секций 2
Материал XT60+Biofibre
Тест, г 14-40
http://www.100-tovarov.ru/product_info.php?products_id=15059

პოსტის ავტორი: domenti Dec 1 2010, 20:39

გამარჯობა!
შვედეთში ვიყიდე ჯოხი და ვერ გავერკვიე მონაცემებში-ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ
მონაცემები
spinning rod 8 fee 6 sec 10-40gr.
Hand made for Sweden in
High modulus Super Graphite 7

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 1 2010, 21:12

domenti
სიგრძე 8 ფუტი და 6 დუიმი ანუ 260 სმ

სატყუარას ტესტი არის 10 დან 40 გრამამდე

ხელით ნაკეთებია

და გრაფიტის არის ანუ კარგია newsmile05.gif

თუმცა არ უწერია ძუის ტესტი

პოსტის ავტორი: domenti Dec 1 2010, 21:21

sjösländan XP ასე აწერია ზემოდან კიდევ. ეგ ხომ არაა ძუის ტესტი? კიდევ ის მაინტერესებს, რამდენ კილოს უძლებს.
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: Pendragon Dec 2 2010, 10:39

6 section - ანუ გამოდის რომ ტელესკოპურია (გასაშლელი).

ძუის ტესტი აქტუალური აღარაა ამ შემთხვევაში, რადგან სატყუარის ტესტი საკმაოდ მაღალია. ამ ჯოხით საქართველოში იმხელა თევზს ვერ დაიჭერ, რომ გაგიტეხოს newsmile05.gif (თუ არ ჩავთვლით ლოქოს).
შენ ის გვითხარი, რა რგოლები აყენია - ან ფოტო გადაუღე რგოლები კარგად რომ გამოჩნდეს ისე.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 2 2010, 12:38

http://pix.ge/ მგონი ესეთი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ბესო Dec 2 2010, 15:08

რაცხა ნამეტანი უხეში სპინინგი გამოდის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: domenti Dec 3 2010, 00:15

კი,ზუსტად ეგეთია სურათზე რომაა.ვარგა რამედ,ანუ გამომადგება საქარტველოში?
მადლობა გამოხმაურებისთვის

პოსტის ავტორი: ბესო Dec 3 2010, 10:53

გამოდგომით როგორ არ გამოგადგება, მაგრამ არა სასპინინგედ, მაგხელა ანკესის მთელი დღე ხელში დაჭერა და ქნევა ცოტა არ იყოს და დამღლელი იქნება!

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Dec 3 2010, 14:36

და რამდენი მეტრია??? newsmile05.gif რა მიეცი? კიტავოიაა

პოსტის ავტორი: domenti Dec 3 2010, 19:15

2.60 სმ. 700 შვედური კრონი. მსუბუქი კია.

ანუ,70 ევრო

პოსტის ავტორი: ბესო Dec 3 2010, 21:25

ციტატა(domenti @ 3rd December 2010 - 20:15) *
მსუბუქი კია.


ნუ ეს მცნება ცოტა ფარდობითია. გააჩნია შენ მსუბუქს რას ეძახი.. აწონე არ გაინტერესებს?

ჩემთვის მსუბუქი იწყება 80-90 გრამიდან და ადის 50-170 გრამამდე

პოსტის ავტორი: domenti Dec 4 2010, 00:23

ეხლა არ მაქვს საწორი,მაგრამ უნდა ავწონო აუცილებლად.მე ვფიქრობ,რომ,ასე 300-350 გრამი იქნება. ძალიან დამღლელი არ იქნება ალბათ.

პოსტის ავტორი: ბესო Dec 4 2010, 14:40

ციტატა(domenti @ 4th December 2010 - 01:23) *
300-350 გრამი იქნება. ძალიან დამღლელი არ იქნება ალბ


დამიჯერე მაგარ კუნთებს დაგიყენებს თუ სპინინგით აპირებ თევზაობას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 4 2010, 14:43

ციტატა(domenti @ 4th December 2010 - 01:23) *
მე ვფიქრობ,რომ,ასე 300-350 გრამი იქნება.

რა იყო დონკაა?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: domenti Dec 5 2010, 01:34

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: zurikela Jan 30 2011, 12:16

თქვენი საუბრებიდან ერთი აზრი გამოვიტანე,რო თუ ძალიან ძვირფასიანი სპინინგი თუ არვიყიდე თევზს ვერ დავიჭერ.მე ვიყიდე ეს სპინინგიhttp://pix.ge/x/b/x/oyiy7/......20 ლარში იმედი მაქვს პატარა ლიფსიტებს მაინც დავიჭერ vava.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Jan 30 2011, 12:54

zurikela

ნუ გავიწყდება უმთავრესი აქსიომა, რომ ხელი იჭერს და არა ჯოხი. ასე რომ სანსი გაქვს ლიფსიტებიც დაიჭირო და მათი ბებია-ბაბუებიც! newsmile05.gif

წარმატებები!

პოსტის ავტორი: zurikela Jan 30 2011, 12:55

ეს ფოტოები ინტერნეტში მოვიძიეhttp://pix.ge/x/b/o/n2uvg/ http://pix.ge/x/a/n/ejl47/
ეს არის კროკოდილის პირმის სპინინგი

პოსტის ავტორი: dmoral Jan 30 2011, 14:52

ციტატა(zurikela @ Jan 30 2011, 13:55) *
ეს ფოტოები ინტერნეტში მოვიძიეhttp://pix.ge/x/b/o/n2uvg/ http://pix.ge/x/a/n/ejl47/
ეს არის კროკოდილის პირმის სპინინგი


ეგ არის ე.წ. მინაბოჭკოს( "სტეკლოვოლოკნო") სპინინგი, ძალიან დიდი ტესტით რომლის ზედა ზღვარიც 150 გრამია, თუ უფრო მეტი. მასალიდან

და ტესტიდან გამომდინარე, წონაც მნიშვნელოვნად დიდი აქვს ქარიყლაპიაზე, ქორჭილაზე თუ ქაშაპზე გამოსაყენებელ სპინინგებთან შედარებით

და შეიძლება ითქვას ამ თევზებზე სასპინინგოდ მისი გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. სამაგიეროდ, ფსკერული მეთოდით,

რეკომენდირებულია როგორც ლოქოზე ასევე კობრზეც.

პოსტის ავტორი: Infest Jan 30 2011, 18:07

ციტატა(zurikela @ Jan 30 2011, 13:16) *
თქვენი საუბრებიდან ერთი აზრი გამოვიტანე,რო თუ ძალიან ძვირფასიანი სპინინგი თუ არვიყიდე თევზს ვერ დავიჭერ.მე ვიყიდე ეს სპინინგიhttp://pix.ge/x/b/x/oyiy7/......20 ლარში იმედი მაქვს პატარა ლიფსიტებს მაინც დავიჭერ vava.gif


სივეიდა არაა ცუდი newsmile045.gif სივეიდას ტივტივას ჯოხი მაქვს 4 მეტრიანი

ისე და ეს სპინინგი HEAVY-ა? :?

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jan 30 2011, 19:06

ზუსტად ეგეთი სპინინგი მაქვს ვიყენებ ლოქოზე. ტესტი 100-250გრ newsmile05.gif მეც ლილოში ვიყიდე newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 30 2011, 21:44

ციტატა(zurikela @ 30th January 2011 - 13:16) *
თუ ძალიან ძვირფასიანი სპინინგი თუ არვიყიდე თევზს ვერ დავიჭერ

ნუ ეგრე არ არის, მაგრამ რაც უფრო კარგი გაქვს მით უფრო გაქვს მით უფრო გსიამოვნებს პროცესი.

ხოლო ეგ სპინინგი კი სალიფსიტედ ნამეტანი მოგსვლია newsmile05.gif ნამეტანი ექსტრა-ჰევი რამეა newsmile05.gif

ზოგადად კი ლილოს სპინინგებს დაანებეთ თავი არ შემოდის მანდ არაფერი საჩვენო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jan 31 2011, 18:54

გამარჯობააააა newsmile05.gif ერთი კითხვა მაქვს ... ტელესკოპური წავა შუკაზე???

გამარჯობააააა newsmile05.gif ერთი კითხვა მაქვს ... ტელესკოპური წავა შუკაზე???

პოსტის ავტორი: ბესო Feb 1 2011, 05:11

ციტატა(nikoloza_migina @ 31st January 2011 - 19:54) *
ტელესკოპური წავა შუკაზე???


წასვლით წავა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dmoral Feb 1 2011, 14:16

ციტატა(nikoloza_migina @ Jan 31 2011, 19:54) *
გამარჯობააააა newsmile05.gif ერთი კითხვა მაქვს ... ტელესკოპური წავა შუკაზე???

გამარჯობააააა newsmile05.gif ერთი კითხვა მაქვს ... ტელესკოპური წავა შუკაზე???


წასვლით კი წავა. მაგრამ ტელესკოპურსაც გააჩნია. ისე ადგილობრივები ( ფოთელები) სპინინგის ჯოხად, რაც მინახია, სუყველა ტელესკოპურს

იყენებს.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Feb 1 2011, 17:03

არა ჩვეულებრივი არ არის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 3 2013, 19:40

ულტრა ლაითის აწყობა რამდენი დამიჯდება გამოწერების და ეგეთი ამბების გარეშე newsmile05.gif თბილისის მასშტაბით (ფასები მაენტერესებს,რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჩემთვის D.gif )

პოსტის ავტორი: ალთაზარ Mar 3 2013, 20:32

megreli
http://fishingclub.ge/index.php

პოსტის ავტორი: Fishman Mar 3 2013, 23:30

megreli

ეგრე ვერ გაიგებ რა... მე ერთ მაღაზიაში სპინინგის ჯოხი ვნახე ულტრალაითი 300 ლარი ღირდა. ჰოდა ეგრე თუ წახვედი ძალიან ძვირი დაგიჯდება D.gif ყველანაირი ფასის არსებობს. შეიარე Fishing Club-ში და დაგაკვალიანებენ რა და როგორ. თან კარგი ფასები აქვთ!

პოსტის ავტორი: jorj Mar 4 2013, 07:21

megreli ოოო ეგ ძვირი დაგიჯდემა.მარტო ჯოხი (კარგი ხარისხის)300ლ.მეტი.კოჭაც სპეციალურად 1000-ნი გინდა(სიჩქარე).ისე გააჩნია რა თევზზე გინდა.ეს რაც ჩამოგითვალე ძირითადად მიკროჯიგზეა.მიკროჯიგისთვის თუ არგინდა 120ლარში ააწყობ. newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 4 2013, 08:53

megreli
ლილო და ეგეთები დაივიწყე თუ აქ გინდა ყიდვა. მაგელანში აქვთ, მაგრამ ძვირია. ბიძოსთან შედარებით დაბალი კლასია, თუმცა კარგი ფასები აქვს. მე ამ ეტაპზე ბიძოსტან გირჩევდი, თან თვითონ დაგეხმარება დაკომპლექტებაში

პოსტის ავტორი: Che Mar 4 2013, 09:05

ციტატა(Chalimgela @ 4th March 2013 - 09:53) *
ლილო და ეგეთები დაივიწყე თუ აქ გინდა ყიდვა. მაგელანში აქვთ, მაგრამ ძვირია. ბიძოსთან შედარებით დაბალი კლასია, თუმცა კარგი ფასები აქვს. მე ამ ეტაპზე ბიძოსტან გირჩევდი, თან თვითონ დაგეხმარება დაკომპლექტებაში

ჭალიმგელა
გთხოვ ამიხსნათ მშრალ ხიდთან რომაა ნაყიდი ჩემი სპინინგი, რატომაა ბანძი?
20-25 ლარად მიყიდეს მგონი. ანუ რას ვერ აკეთებს? თეთრია და შიგნით ბრჭყვიალა ხაზია რ გასდევს ეგაა და ეგ მგონი.
არ ვღადაობ, მართლა მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 09:09

ashh.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 4 2013, 09:21

T A M P L I E R
ანუ არაფერი ხო? D.gif D.gif D.gif

არადა ფერი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 09:25

არაფერი არაფერი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 10:57

Fishman d778bc34f693c93907196ff195628213.gif
jorj d778bc34f693c93907196ff195628213.gif
ჭალიმგელა
d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
მადლობა,გავივლი და გავითვალისწინებ თქვენ რჩევებს newsmile05.gif


ციტატა(Chalimgela @ 4th March 2013 - 09:53) *
ლილო და ეგეთები დაივიწყე თუ აქ გინდა ყიდვა.

ისა და ლილოში უხარისხო პონტი ჩითავს ? D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 4 2013, 11:00

ციტატა(dato1992 @ 4th March 2013 - 11:57) *
ისა და ლილოში უხარისხო პონტი ჩითავს ?

megreli
არამგონია, ეგენი იმენნა კანალზე სხედან, ეგრევე მწარმოებლებისგან იღებენოო D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 11:01

კი მართალია!მწარმოებლისგან ნამდვილად იღებენ!მაგრამ ჩინელები კარგს რას გააკეტებენ D.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 4 2013, 14:36

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 4th March 2013 - 12:01) *
მაგრამ ჩინელები კარგს რას გააკეტებენ

რას ამბობ. ჩინელმა ეშმაკს სული მიჰყიდა და 3 დღეში გაუფუჭდაო D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2013, 15:13

ჩინეთში უამრავი საქონელი იყიდება, ისეთო რმელიც შეიძლება ხარისხიანიც იყოს და უხარისხოს, პირადად მაქვს უამრავი ფაქტი ნანახი.

ვისაც ჩამოაქვს, ადგილზე ამდენ საქონელს ყველას ვერ გატესტავს, აქ რომელიც გამოდგება, შემდეგში ცდილობს იგივე პროდუქცია ჩამოიტანოს ან იგივე გამყიდველის საქონელს მიეძალოს, ხარისხზე კონტროლი რომ არ ხდება მაგის გამოა სარისკო, იმ მიზერის გადაყრა და ძიებაში შეიძლება იმდენზე ავიდეს თანხა, რომ დანანებით თქვა ჯობდა ცოტა ძვირიანი და ხარისხიანი მეყიდაო

არც მაღაზიებში არ არის გამორიცხული უხარისხო საქონელის შეტანა, თუ ბრენდი არ არის ან ვინმე სპეციალიზირებული არ არის ხარისხიანების ჩამოტანაში, უბრალოდ ოქროს შუალედის: მისაღები ფასი+ ხარისხი, საკმაოდ ძნელია ხოლმე, თუმცა არა შეუძლებელი

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 20:13

მეგობრებო არ მიკთხავს ამდენი D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2013, 20:42

megreli

კონკრეტულად შენ არც არავინ გპასუხობს, თემაა და განვრცობილი პასუხი უნდა დაიწეროს რომ ასობით მომხმარებელი, რომელიც ამ გვერდს ნახულობს, რაღაც ინფორმაცია მიიღოს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 20:44

ციტატა(Davitus @ 4th March 2013 - 16:13) *
რას ამბობ. ჩინელმა ეშმაკს სული მიჰყიდა და 3 დღეში გაუფუჭდაო

სპინინგთან რა შუაშია ?! D.gif რავიცი რავიცი D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2013, 21:01

megreli

მაგ ლოგიკით ნახევარ ფორუმზე ბანია მისაცემი, ისევ საწყალი მოდერები და ადმინები ვიჩაგრებით მადენი თემები წმენდით, რასაც ზოგჯერ საერთოდ ვერ იგებთ თქვენ, მაგრამ თქვენ იყავით კარგად და ჯანდაბას ჩვენი ნერვები D.gif


კიდევ გააოფებ და ვორნი, აბა ჩემს თავს ხომ არ დავუწერ D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 21:03

Davitus
არა მე ჩინურ სპინინგს არ ვიყიდი D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 4 2013, 22:01

ციტატა(dato1992 @ 4th March 2013 - 22:03) *
არა მე ჩინურ სპინინგს არ ვიყიდი

მე დიდატ ვერ ვერკვევი მაგ საკითხში, მაგრამ ჩემმ ახლობელმა ჩინეთში იყიდა ანკესი (ჩინური), რომელიც 35 დოლარით მეტი ღირდა, ვიდრე შიმანო.
ზუსტად იგივე მონაცემებით და ტესტებით და ეგეთი რაღაცეებითო.
ხოდა არც მინანია, ძაან მაგარი გამოდგაოო..........

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 22:15

ციტატა(ნუკრიMax @ Mar 4 2013, 23:01) *
მე დიდატ ვერ ვერკვევი მაგ საკითხში, მაგრამ ჩემმ ახლობელმა ჩინეთში იყიდა ანკესი (ჩინური), რომელიც 35 დოლარით მეტი ღირდა, ვიდრე შიმანო.
ზუსტად იგივე მონაცემებით და ტესტებით და ეგეთი რაღაცეებითო.
ხოდა არც მინანია, ძაან მაგარი გამოდგაოო..........

გაოფებას რო გადავრჩენოდე მაგიტო დავწერე (თუ არ მომხვდა ახლა xPMWh.gif xPMWh.gif )
ყველაფერი უხარისხო მართლა არააქვთ მაგათ უბრალოდ არჩევაც უნდა იცოდე ხარისხის newsmile05.gif
მოკლედ მე ფულს ვაგროვებ უკვე სპინინგისთვის D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 19 2013, 00:11

ხომ არ იცით სადაური სტილია სპინინგი? ანუ სად ჩაეყარა საფუძველი ამ სტილს?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 19 2013, 09:42

Fishman

ციტატა(khmaltevza @ 19th April 2013 - 01:11) *
ხომ არ იცით სადაური სტილია სპინინგი? ანუ სად ჩაეყარა საფუძველი ამ სტილს?


ფოთელებმა მოიგონეს D.gif (ეს ხუმრობით)

რამდენადაც მახსოვს სკანდინავიურ ქვეყნებში.

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 21 2013, 11:08

ამას ნამდვილად არ მოველოდი და ჩემთვის სიახლეა, ნეტა ჯანდარაზე თუ ღირს მოსინჯვა ?!





პოსტის ავტორი: jorj Dec 21 2013, 15:53

ციტატა(LeoTaso @ 21st December 2013 - 12:08) *
ნეტა ჯანდარაზე თუ ღირს მოსინჯვა ?!

ჯანდარაზე ნამდვილად არ ღირს vava.gif იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მანდ ეგ თევზი არ ბინადრობს.რასაც 99%მეთევზეების წითელფარფლას ეძახის არის (платва)

პოსტის ავტორი: D.asanidze Oct 4 2014, 17:09

გამარჯობათ მე ვარ ახალი წევრი ამ ჯგუფის და მოგესალმებით ყველას მაინტერესებს რომელი სატყუარით შეიძლება ქაშაპზე თევზაობა სპინინგზე მაინტერესებს გთხოვთ დამაკვალიანოთ D.gif D.gif
ashh.gif

\




პოსტის ავტორი: Tarantuli Dec 1 2015, 23:15

გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა D.gif D.gif D.gif . და შესაბამისი კოჭაც რო ვიყიდო რამდენათ ვიყიდი,,,

პოსტის ავტორი: tozi777 Dec 2 2015, 08:59

ციტატა(Tarantuli @ Dec 2 2015, 00:15) *
გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა D.gif D.gif D.gif . და შესაბამისი კოჭაც რო ვიყიდო რამდენათ ვიყიდი,,,

მეგობარო ერთს გეტყვი რომ მაგ ფასში ვერანაირად კარგს კი არა საშუალოსააც ვერ იყიდი. საშუალო დონის 90-140 მარამდე მერყეობს დანარჩენს მიხვდებით თქვენც.. და 20-25 ლარი მხოლოდ ხელოვნურ სატყუარაზე ან ვობლერზე თუ გეყოფა.ნუ ასეა, ძვირიანი სახეობაა
და კოჭაც მასეა 100 ლარს ზევით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 2 2015, 11:47

Tarantuli
შანსი არ არის

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 11 2016, 07:34

ციტატა(Tarantuli @ Dec 2 2015, 00:15) *
გამარჯობათ..მაინტერესებს ასე 25-30 ლარის ფარგლებსში სპინინგის ჯოხს თუ ვიყიდი.ოღონდ ისეთს ძაან ბანძიც რო არ იყოს რა D.gif D.gif D.gif . და შესაბამისი კოჭაც რო ვიყიდო რამდენათ ვიყიდი,,,



შეGიძლია სეიძინო კომპოზიტური მასალის სპინინგი



ფასი ეწყება 35 ლარიდან.

ამ ჯოხით დიდი სიამოვნებას ვერ მიიღებ, მაგრათ თუ სპინინგით თევზის ჭერა გინდა ნამდვილად დაიჭერ. მგრძნობიარე ჯოხია რბილი წყობის. არუნდა საშუალო დონის სპინინგს 150 ლარი. აქ 20$-იანს რომ 120 ლარად ყიდიან მასე კი უნდა ) 60-100 ლარის ფარგლებში იყიდი ისეთ სპინინგს რომელიც სრულიად საკმარისია დამწყებზე და ბევრ ძაან გამოცდილსაც უჭირავს მაგ დიაპაზონის. მთავარია ჯოხი გრძნობდეს სატყუარას და იყოს მსუბუქი ხოლო მას jackall ეწერება თუ pantoon 21 ეგ შენს გემოვნებაზე და ბიუჯეტზეა)

პოსტის ავტორი: uchinski Mar 29 2016, 15:50

გამარჯობა

თუ შეიძლება დამეხმარეთ, დამწყები ვარ სპინინგის ამბავში, ძირითადად ფსკერულა თევზაობით ვიყავი დაკავებული და მინდა ვცადო სპინინგი;

საქართველოში ყველა გამდიდრებაზე ფიქრობს და ინვენტარის შესაძენად იმდენი ფულია საჭირო საშუალო ფენის წარმომადგენელ ახალგაზრდებს გვიჭირს შეძენა და ალბათ დამეთანხმებით... (სამწუხაროდ)

საიდან და როგორ შეიძლება გამოწერა ინვენტარის რომელიც რეალურად ღირებულია და არ ჩამოვა უხარისხო ხარისხიანის გამოწერის შემთხვევაში?
არსებობს თუ არა ფორუმზე ადამიანი რომელიც ამ ყველაფრითაა დაკავებული (მაღაზია მეტეორი არ მიმასწავლოთ ვიცი უკვე)

არ შეიძლება გაკეთდეს ფორუმზე თემა სადაც შესაძლებელი იქნება ვეტერანმა მეთევზეებმა თავიანთი გამოყენებული მივიწყებული ინვენტარი შეიძლება გადმოგვცენ დამწყებ მეთევზეებს თუნდაც თევზაობის პოპულარიზაციის მიზნით D.gif თუნდაც იმ გრძნობის განსაცდელად რასაც პირველი ანკესი პირველი თევზი და პირველი სიხარული ქვია newsmile05.gif) მე პირადად გამიხარდება ესეთი თემა რომ გაიხსნას, ან სადაც გაცვლა იქნება შესაძლებელი ან ჩუქება

მადლობა

პოსტის ავტორი: grigola Mar 29 2016, 23:43

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian


ჩემი შემოქმედებაა მეგობრებო და რას მეტყვით აბა, გამოდგება?


თხოვნა იქნება, ამის შემდეგ ფოტოს ზომა მიუთითე 800/600 და მის გასწვრივ მდებარე ლინკი დაკკოპირე ხოლმე: Hotlink for forum (1)

პატივისცემით: ჩელე....


moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: თაზო Mar 30 2016, 11:42

grigola
შემოქმედება გადასარევია))) აი გამოდგება თუ არა, ეგ იქ გამოჩნდება, ცაში))) chali.png

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 30 2016, 12:56

uchinski

ძალიან კარგია, რომ გადაწყვიტე სპინინგის გამოცდა. სულ სხვა თევზაობაა და სხვა ''მუღამი'' აქვს. მინდა წარმატებები გისურვო. რაც შეეხება ჩუქებას და ა.შ. ეგ პიროვნებაზეა დამოკიდებული და თუ გადაწყვეტს ვინმე რამე გააჩუქოს, აუცილებლად დაწერს და გააჩუქებს ან მინიმალურ ფასად გაყიდის. ისე კი არის განყოფილება გაცვლა-გაჩუქების. მე მაგალითად ჩემ ჯოხს ვერავის ვაჩუქებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯოხი მაქვს და სანამ რამე არ მოუვა (ღმერთმა დამიფაროს newsmile05.gif) არც ვფიქრობ საერთოდ გამოცვლას ან სხვის ყიდვას. ჰოდა გატეხილს და დაზიანებულს კიდევ ვერავის მივცემ, იმიტომ მინიმუმ ტეხავს newsmile05.gif

grigola

მაგას აქ ვერ გეტყვით. უნდა გამოსცადო მდინარეში, ტბაში და მუშაობის მიხედვით შეაფასებ. რა სილიკონები გაქვს გამოყენებული?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 30 2016, 22:51

გაუმარჯოს სპინინგის მოყვარულებს!
მოკლედ, დაინტერესებული ვარ ძალიან ამ სპორტით და ნელ-ნელა ვცდილობ გარკვევას ყველაფერში.

ბიძაჩემმა მოსკოვიდან ჩამომიტანა DAIWA-ს სპინინგის ჯოხი, სიგრძე 2.4 მ, ამავე ფირმის კოჭათი.
მაინტერესებს ჩვენს პირობებში რომელ მტაცებელზე გამოდგება აღნიშნული მოდელი. ტესტებშიც ვერ ვერკვევი და სატყუარებშიც ჯერჯერობით.
http://postimg.cc/image/mu072o8hl/full/
http://postimage.org/
http://postimg.cc/image/mu072o8hl/full/
http://postimage.org/
http://postimg.cc/image/k5q7p5279/full/
http://postimage.org/
http://postimg.cc/image/kxpcbqyaz/full/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 30 2016, 22:57

აღარ ჩამასწორებინა ზომები და თუ შეიძლება დამეხმარეთ

პოსტის ავტორი: თაზო Mar 30 2016, 23:58

კარგი ჯოხი ჩანს, ტესტიც კარგია. ჩვენ პირობებში სულ რამოდენიმე ჯიშია მტაცებელი თევზის, რომლებზეც წარმატებით შეგიძლია ითევზაო ამ ჯოხით და კოჭით. (ცისარტყელა კალმახი. ქაშაპი, ქორჭილა, წებრი-იგივე ქარიყლაპია) ასე რომ წარმატებები))

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 31 2016, 00:24

თაზო

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
კი, ნამდვილად კარგი ჩანს, მაგრამ ცოტა გრძელი ჯოხი ხომ არაა ჩვენს პირობებში? 2.4 მ-ია.

პოსტის ავტორი: თაზო Mar 31 2016, 08:56

მშვენიერი ჯოხია, მშვენიერი სიგრძით. მითუმეტეს დასაწყისისათვის. ახლა ბევრი სიარული და პრაქტიკა გჭირდება იმისათვის, რომ თავადვე მიხვდე რამდენად აკმაყოფილებს ეგ ჯოხი შენს მოთხოვნებს. მე ულტრა ლაითით დავიწყე, მართლა სიამოვნებაა. მაგრამ არის მომენტები როცა ხვდები, რომ სხვა ჯოხია საჭირო. მოკლედ, ეძიებდე და ჰპოვებდეო, უთქვამთ ძველ ბერძენ მეთევზეებს))))

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 31 2016, 10:02

თაზო

ეს როგორი ტიპის ჯოხია? ულტრალაითი არ უნდა იყოს

პოსტის ავტორი: uchinski Mar 31 2016, 13:03

ჩელე დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის newsmile05.gif

ჯოხის ჩუქება არც მიგულისხმია, ჯოხს ალბათ ძნელია შეელიო, ისევე როგორც სანადირო თოფს; ვიგულისხმე მცირე საჩუქრები, თუნდაც სატყუარებიnewsmile05.gif)


პოსტის ავტორი: shotaa Mar 31 2016, 14:20

uchinski
კაია რო ხარ დაინტერესებული, ჩემი სატყუარები ძაან მიყვარს მაგრამ შეველევი რამოდენიმეს.

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 31 2016, 15:10

jaba_gugesha

მოკლედ ასეთი ამბებია. ჩემი გამოცდილებით გეტყვი. როგორც დაამუღამებ, ისე იქნება. არის ადგილები, რომ დიდი ჯოხი გჭირდება. არის ადგილები, სადაც მოუხერხებელია დიდი ჯოხი და ფიქრობ: ნეტა პატარა ჯოხი მქონდესო. ეგ ძალიან ინდივიდუალური საკითხია.
რაც შეეხება მაგ ჯოხს, მშვენიერი ჯოხია. დარწმუნებული ვარ გასიამოვნებს. კოჭაც ნორმალური ჩანს. გააჩნია ხელი არ დაგიღალოს. მაგათ საერთოდ თავისი ბალანსი აქვთ. ''პლიწიონკაც'' ნორმალური ჩანს. ასე ფოტოთი ვერ იტყვი, მაგრამ კარგი ნაკრებია და გილოცავ. კარგი ეგზემპლარების დაჭერაში. newsmile05.gif

uchinski

ციტატა(uchinski @ 31st March 2016 - 14:03) *
ჯოხის ჩუქება არც მიგულისხმია,


მივხვდი რასაც გულისხმობდი, უბრალოდ ზოგადად ვლაპარაკობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 31 2016, 15:23

ჩელე

მადლობა.

ვნახოთ, ამ სეზონზე დავამუღამებ იმედია და მივხვდები მერე უკვე, სად რა არის საჭირო.
ჩემი პირადი აზრია, ამ ჯოხზე, რომ უფრო ტბაზე გამოდგება. მდინარეისთვის ალბათ უფრო ელასტიური ჯოხი იქნება საჭირო, 180 სმ -მდე სიგრძის.

ნელ-ნელა გავთვიცნობიერდები newsmile027.gif xexe.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: თაზო Mar 31 2016, 16:39

ციტატა(jaba_gugesha @ 31st March 2016 - 11:02) *
ეს როგორი ტიპის ჯოხია? ულტრალაითი არ უნდა იყოს

ულტრა ლაითი ნაღდად არარის)))

პოსტის ავტორი: shotaa Mar 31 2016, 19:34

ეგ ჯოხია მედიუმს და ჰევის შორის სადღაც, ჩვენ პირობებში უფრო მსუბუქი ჯოხი ჯობია მაგრამ დასაწყისისთვის არაა პრობლემა.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 31 2016, 20:53

ერთი სიტყვით ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს სიტუაცია.
პირველ რიგში გილოცავ მეგობარო სპინინგის განხრით წასვლას და პირველ ნაბიჯებს....
ეხლა რა ხდება, სპინინგში არის ესეთი მომენტი, როდესაც შენ თავს ეკითხები რა გინდა? სად გინდა? და რისთვის გინდა?
სამივე რო გააერთიანო მაგისთვის ეგ ჯოხი გამოგადგება, გამომდინარე იქიდან რო დამწყები ხარ ჯერ, გავა დრო, მოიწამლები და მიხვდები თუ რა ზომის ჯოხია შენთვის იდეალური და რა ტესტის, მეც პირველად რო დავიწყე სპინინგით თევზაობა, ოფიციალურად პოლის ჯოხი მქონდა newsmile05.gif დღეს ულტრამდე ჩავედი და ფლაიფიშინგზეც გადავედი, მანამდე ჯერ "ეკლიანი" გზა გაქ გასავლელი...
იმისთვის რომ მოიწამლო, მიხვდე თევზის ჭერის კაიფს, ისწავლო სროლა და სატყუარების გატარება პირადად გირჩევ ვარიანში საკალმახე მეურნეობაში წასვლას და რამოდენიმე გაკვეთილის ჩატარებას საკუთარ თავთან...
2.40 პირადად ჩემთვის ძაან გრძელია აღმოსავლეთ საქართველოში კალმახზე სათევზაოდ, ამისათვის იდეალური შუალედი არის 1.80-2.00 სიგრძე, სამაგიეროდ ეგ ჯოხი იდეალურია სიგრძეს ვგულისხმობ დასავლეთში ქარიყლაპიისთვის და ქორჭილისთვის, ასევე ზოგ ზოგიერთ ადგილზე კალმახისთვისაც.
რაც შეეხება ჯოხის ტესტს, პირდაპირ გეტყვი რო ძაან დიდია... ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც შეძლებ ყველაფერზე თევზაობას, (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს) newsmile05.gif newsmile05.gif უბრალოდ ნაკლებ კაიფს მიიღებ + შორს გასროლა ვერ მოხვდეება მსუბუქი და ზემსუბუქი სატყუარების...
ამიტომ წადი გორში, სოფელ ვარიანში, 2-3 თევზაობის შემდეგ შენთითონ მიხვდები ბევრ რამეს, პირველრიგში გულის აცრუებას გადარჩები newsmile05.gif ანუ უეჭველი დაიჭერ კალმახს. + ისწავლი სატყუარების სწორად გატარებას.
შემდეგ როცა მოხვდები ველურ პირობებში აი მანდ უკვე თავად მიხვდები რა გჭირდება უშუალოდ კონკრეტულ მდინარეზე, რელიეფზე, და სამიზნე ობიექტზე (თევზი იგულისხმება).
პრაქტიკა წვალება პრაქტიკა წვალება პრაქტიკა წვალება!!!
შედეგი : საბოლოოდ წინ ბევრი ლამაზი წუთები გელოდება!!!!
ამად ღირს ყველაფერი დამიჯერე!!!
მე პირადად გისურვებ წარმატებებს და თუ კითხვა დაგებადა დიდი სიამოვნებით დაგეხმარები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 31 2016, 21:02

ჩელე

ციტატა(chele @ 30th March 2016 - 13:56) *
მე მაგალითად ჩემ ჯოხს ვერავის ვაჩუქებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯოხი მაქვს და სანამ რამე არ მოუვა

შენი ""ზეაქტიური"ხმარებით დამიჯერე დიდი დიდი დაჟანგო newsmile05.gif სხვა მაგას არაფერი არ მოუვა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Mar 31 2016, 23:13

შოთა.03


დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის!

ფაქტიურად პასუხი გაეცი ყველა იმ კითხვას, რომელიც მე მაინტერესებდა და რომელზეც ეჭვი მქონდა.
სატყუარები რაც მაქვს, სრულიად ქაოსურად მაქვს ნაყიდი, ყოველგვარი ტესტის გათვალისწინების გარეშე.ამიტომ ცოტა მიჭირდა სროლა ვარიანში, თან ქარი იყო ძლიერი. ვარიანი,პინციპში ყველაზე კარგი სავარჯიშო ადგილია. კუს ტბაზეც შეიძლება მოსინჯვა.
დასავლეთში ნამდვილად კარგი იქნება ამ ჯოხის გამოყენება, ქარიყლაპიაზე, შესაბამისი ზომის სატყუარებით.



მოკლედ დიდად ვარ დაინტერესებული სპინინგით და ნელ-ნელა განვვითარდები. თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა newsmile05.gif



მცირე წონის სატყუარებზე ცოტა სიმძიმის დამატება თუა შესაძლებელი? აშკარად შეუსაბამო სატყუარები მაქვს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 1 2016, 09:20

jaba_gugesha

ციტატა(jaba_gugesha @ 1st April 2016 - 00:13) *
მცირე წონის სატყუარებზე ცოტა სიმძიმის დამატება თუა შესაძლებელი?

1 გრამითაც რო დაამძიმო არცერთი არ იმუშავებს...
ციტატა(jaba_gugesha @ 1st April 2016 - 00:13) *
კუს ტბაზეც შეიძლება მოსინჯვა.

კი მარა ჯერ მაინც არ გირჩევ მანამ არ "მოიწამლები". newsmile05.gif

ციტატა(jaba_gugesha @ 1st April 2016 - 00:13) *
.ამიტომ ცოტა მიჭირდა სროლა ვარიანში, თან ქარი იყო ძლიერი. ვარიანი,პინციპში ყველაზე კარგი სავარჯიშო ადგილია.


მოდი ასე ვქნათ, შენ რო მოახერხებ შემხვდი, მანახე შენი სატყუარები და ძუაც და გავერკვეთ ზუსტად რა გჭირდება და რა არა.
ყოველდღე ვაკეში ვარ დილიდან შუადღემდე, დანარჩენი დრო გლდანშI, სადაც გაგიხარდება იქ შევხვდეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 1 2016, 12:26

შოთა.03

კაი. იმ კვირაში შეგეხმიანები პმ-ში. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: shotaa Apr 2 2016, 11:51

მეგობრებო იქნებ ვინმემ მიმასწავლოდ სად ვიყიდო ე.წ ''ატცეპი'' ან როგორ დავამზადო?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 9 2016, 10:13

shotaa

აი მაგის თემა http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=3563

პოსტის ავტორი: ძირულა Sep 1 2016, 18:58

სალამი ყველას. ერთი კითხვა მაქ სპინინგის სატყუარაზე 6 კავია ჯამში და აკრძალული ხომ არ არის მაგით თევზაობა? კანონდებლობაში როგორც ვისი სამ კავზე მეტით არ შეილება თევზავი და სულ ჯამში ვობლერზე 6 კავი გამოდის და არაა აკრძალული?

პოსტის ავტორი: nexus5 Dec 12 2017, 18:25

ციტატა(გიორგი @ Jul 8 2009, 22:19) *
მტაცებელ თევზებზე ნადირობა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ულამაზესი ორაგულისებრი მტაცებლის – კალმახის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ თევზაობის “უმაღლეს პილოტაჟად” აღიარებულ ყველაზე ელეგანტური მეთოდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ინგლისურად FLY FISHING-ი ეწოდება.

რიგი მიზეზების გამო ამ ულამაზესი მეთოდით თევზაობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. FLY FISHING-თან შედარებით ჩვენში ოდნავ მეტად მოიკიდა ფეხი სპორტული თევზაობის მეორე, არანაკლებ მომხიბლავმა მეთოდმა, რომელსაც ინგლისურად SPINNING-ი ეწოდება. აქვე მინდა დავძინო, რომ ქართული სათევზაო ტერმინოლოგია ძალზე ღარიბია და ჩვენი მეთევზეების დიდი ნაწილი რუსულ ტერმინებს ხმარობს.

ამავე დროს სათევზაო სამყარო ძირითადად ინგლისურ ტერმინოლოგიას იყენებს და უმჯობესია ნურც ჩვენ გადავუხვევთ არსებულ ტრადიციას. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შევეცადოთ ტერმინოლოგიის გადმოქართულებას, არამედ პირიქით, სათევზაო ტერმინებს მაქსიმალურად შევუსადაგოთ ქართული სიტყვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ ინგლისური ან სხვა ტერმინები, როცა ისინი მთელ მსოფლიოშია შემოღებული.

სამწუხაროდ დღეს-დღეობით ქართველი მეთევზეების დიდი უმრავლესობა არაინფორმირებულობის გამო “სპინინგს” მოიხსენებს სხვადასხვა არასწორი მნიშვნელობით. სინამდვილეში კი სპინინგი მხოლოდ და მხოლოდ მტაცებლებზე თევზაობის მეთოდია და არა ჯოხი, რომლის მნიშვნელობითაც მას უმეტეს შემთხვევაში იყენებენ.

მტაცებლებზე სპინინგით თევზაობა ორიოდ ათეული წლის წინ დავიწყე, და ისე გამიტაცა, რომ ყველა სხვა მეთოდით თევზაობას თავი დავანებე. წარმოიდგინეთ მდინარის, ან ტბის კამკამა წყლის სივრცეში მოფარფატე სატყუარა, რომელსაც უეცრად ლოდის, მორის, ან წყალმცენარის უკან ჩამალული მტაცებელი გამოეკიდება, ელვის სისწრაფით დაეწევა და ეძგერება. ხოლო ნემსკავზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმოგვიდგენს განუმეორებელი წარმოუდგენელი ენერგიით აღსავსე ფინტების კასკადს ნემსკავიდან გათავისუფლების მიზნით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სანახაობა მტაცებლების საბინადრო სუფთა და გამჭვირვალე წყლის წყალობით მონადირისათვის თვალსაჩინოდ ხდება და ძლიერ ამაღელვებელ სანახაობას წარმოადგენს! ასეთი ემოციური სანახაობები სპინინგით თევზაობისას ძალზე ხშირია და მონადირეზე დაუვიწყარ შთაბაჭდილებას ახდენს.

საქართველოში სპინინგით მტაცებლებზე მონადირენი ძალზე ცოტანი ვართ. როდესაც მხოლოდ ვიწყებდი, მაშინ მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელნი თუ ვიქნებოდით. დღეს უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მაინც არასაკმარისად ბევრნი, როგორც ამას მტაცებლები და მათზე ნადირობის ეს მშვენიერი მეთოდი იმსახურებს. ღირსეული მტაცებლებზე მონადირე სპინინგისტი – ნამდვილი ბუნების ქომაგია! ის არ დაუშვებს თევზის უმოწყალოდ განადგურებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ წესიერი და პატიოსანი მეთევზეების მომრავლებითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი წყ**ბის ლამაზ მობინადრეებზე ბრაკონიერების საშინელი პრესის ნაწილობრივ შემსუბუქებას.
ამ საქმეში საჭიროა თვით მოსახლეობისა და პირველ რიგში ბუნების ქომაგი მეთევზეების უფრო მეტი აქტიურობა, რადგან ვხედავთ, რომ ბუნების დასაცავად შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც გვახსოვს, ახლო წარსულში ხშირ შემთხვევაში ბრაკონიერობა ხდებოდა თვით რაიონების ხელმძღვანელებისა და ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მფარველობის ქვეშ – ვისაც ბუნება უნდა დაეცვა თვითონ აჩანაგებდა მას.

იმედია ახლადშექმნილი გარემოს დაცვის ინსპექცია სხვა კეთილ საქმეებთან ერთად საქართველოს მცირე მდინარეებს, ტბებსა და არხებსაც მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას. გვესმის, ეს ძალზე ძნელია მცირე დაფინანსების, ინფორმაციის, კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებების უაღრესად შეზღუდულ პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თვით მონადირეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და გდი-ის ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში შევძლებთ იმდენად დავიცვათ მტაცებელთა საბინადრო წყალსატევები, რომ პირველ ეტაპზე გადავარჩინოთ ალაგ-ალაგ შემორჩენილი მცირერიცხოვანი პოპულაციები სრული განადგურებისაგან, ხოლო მეორე ეტაპზე ნელ-ნელა ხელი შევუწყოთ გადარჩენილი პოპულაციების ზრდას.

საქართველოში მტაცებელი თევზების გადარჩენა, შენარჩუნება და შემდგომში მომრავლება მეტად მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმედ მიმაჩნია. მომავალში ამ საქმემ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითისათვის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, (განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მაგრამ არც სხვა დანარჩენი ევროპული ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ჩამორჩებიან) საკალმახე მდინარეები თევზით იმდენად მდიდარია, რომ საშუალებას იძლევა განვითარდეს სათევზაო ტურიზმი. ერთი პირისათვის საკალმახე ხუთდღიანი ტურის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო საორაგულე ტურები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. ეს მაშინ, როცა ტურის მომწყობისათვის დანახარჯები გაცილებით უმნიშვნელოა! აქვე მინდა დავამატო, რომ ამ ქვეყნებში თევზის დაცვის ღონისძიებები უმაღლეს დონეზეა დაყენებული. სახელმწიფო და თავად მდინარეების მონაკვეთების მოიჯარეები (რომელთაც მდინარის გარკვეული მონაკვეთები სახელმწიფოსაგან იჯარით აქვთ აღებული) ყოველწლიურად უშვებენ მდინარეებში ხელოვნურად გამრავლებული თევზის ლიფსიტებს. გარდა ამისა საყოველთაოდ არის გავრცელებული თევზაობის პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი”. ანუ მეთევზეები იჭერენ თევზს მხოლოდ სიამოვნებისათვის. ხოლო გასტრონომიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მიაქვს სახლში დაშვებული ზომის ორი ან სამი ეგზემპლარი.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზზე ზრუნვა ამით შემოიფარგლება. პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მჭიდრო კავშირშია თევზაობის წესების კიდევ ერთ აკრძალვასთან. მაგალითისათვის, კატეგორიულად არის აკრძალული კალმახის და სხვა ძვირფასი სახეობის თევზის ჭერა ყველა სახის ბუნებრივი სატყუარებით, ანუ როგორიცაა: ჭია, მატლი, პეპელა და სხვა. გარდა ამისა ზოგან სპინინგის ხელოვნური სატყუარებიც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ FLY FISHING-ის ხელოვნური სატყუარები – ე.წ. “ბუზები”. ეს ყოველივე იმისათვის კეთდება, რომ სატყუარამ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ტრავმები მიაყენოს თევზს და პრინციპი “დაიჭირე – და გაუშვი” მაქსიმალურად ეფექტურად ამუშავდეს. ყველასათვის ნათელია, რომ ბუნებრივ სატყუარას თევზი ეჭვის გარეშე განსაკუთრებული აგრესიულობით ეძგერება ხოლმე და ღრმად ყლაპავს. ხშირად ამ შემთხვევაში ტრავმები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე.

სრულიად განსხვავებულია მტაცებლებზე ნადირობა სპორტული მეთოდებით. დასაწყისისათვის მოდით ჩამოვთვალოთ იმ თევზების სახეობები, რომლებზეც შესაძლებელია სპინინგით თევზაობა: ქაშაპი, ჭერეხი, ქარიყლაპია, ქორჭილა, ფარგა, შამაია, ლოქო და სხვ. სანამ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ, მოდით სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ტერმინზე შევთანხმდეთ. დასაწყისისათვის საყოველთაოდ ცნობილი რუსული ტერმინი “БЛЕСНА” მოდით შევცვალოთ ინგლისური SPINER-ით, ან საჭიროებისამებრ ტრიალა SPINER-ით. “КОЛЕБЛЮЩАЯСЯ БЛЕСНА” -ს ან “КОЛЕБАЛКА”-ს იქნებ სფუნ ბეითი ან ყანყალა ვუწოდოთ. “НАХЛЫСТ” –ს (FLY FISHING) კი შესაძლებელია “გაწკეპლვა”, “გაწკეპლვით თევზაობა” ან “შოლტით თევზაობა” მოუხდეს. არავითარ შემთხვევაში არა მაქვს პრეტენზია ჩემეული ტერმინების დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში შესაბამისი ტერმინი თავად მოიკიდებს ფეხს პრაქტიკოს მეთევზეთა წრეებში.

ავტორი: troutbaiter



https://youtu.be/igy9YtJqoRI

პოსტის ავტორი: shotka Jul 10 2018, 20:33

მოგესალმებით, თხოვნა მაქვს, იქნებ დამაკვალიანოთ. მოკლედ, ვიყიდე სპინინგი - სიგრძე 2.40, ტესტი 5-25 გრამი. ვაპირებ მოვსინჯო შამაიაზე. მაინტერესებს რომელი სატყუარებით ჯობია შამაიაზე თევზაობა და რამდენ გრამიანებით. ასევე მაინტერესებს 5 გრამზე ნაკლები წონის სატყუარას გამოყენება თუ იქნება შედეგიანი. ლოგიკურად ალბათ მოვახერხებ, მაგრამ რადგან ამ საქმეში პირველად ჩავერთე გამოცდილი ადამიანების რჩევა მნიშვნელოვანი იქნება.

ინტერესი ინტერნეტში ატვირთულმა ვიდეოებმა გამოიწვია, სადაც ალაზანზე საკმაო წარმატებით თევზაობენ შამაიაზე სპინინგით.

მადლობა წინასწარ.

და კიდევ, თუ მიმასწავლით სად შეიძლება ნორმალურ ფასად ვიყიდო სატყუარები და დამხმარე აღჭურვილობა ძალიან დამავალებთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 11 2018, 09:05

shotka
ძირითადათ ულტრალაითებით თევზაობენ. 0-5 გრამი. ძირითადი ძუა გამჭვირვალე და მაქსიმუმ 0.2. უმჯობესია პატარა ჯიგების და სილიკონის სატყუარების გამოყენება.

ვერცხლის ქუჩაზე იყიდება ჩვენი ფორუმელია სმეკოსმკო და დეტალებზე დაგაკვალიანებს

პოსტის ავტორი: shotka Jul 17 2018, 09:54

დიდი მადლობა. ვიყავი მითითებულ მაღაზიაში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. პირველ რიგში დამოკიდებულებით, მერე უკვე სხვა დანარჩენით

პოსტის ავტორი: bondoshondo Jun 9 2023, 14:07

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს http://https://geodezia.ge/servisebi/miwis-azomva/ რაც არა ნაკლებ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

პოსტის ავტორი: bondoshondo Jun 9 2023, 15:18

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს https://geodezia.ge/servisebi/miwis-azomva/ რაც არა ნაკლებ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)