საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2014'' |
Aug 13 2014, 09:39
პოსტი
#1
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე , როგორც უკვე იცით კლუბი ოჩოპინტრე ყოველწელს სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ატარებს მონადირე ძაღლების , კონკრეტულად კი მეძებრების საველე შეჯიბრებას მწყერზე , რომელსაც ეწოდა "ოჩოპინტრეს თასი" . წელსაც ჩატარდა ეს შეჯიბრი , რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა , გავრცელდა ინფორმაცია და მონაწილეებიც შეიკრიბნენ , შეჯიბრი ჩატარდა ,მჭადიჯვრის მინდვრებში და გაგრძელდა სამი დღე, 8, 9 და 10 აგვისტოს. მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ დიპლომირებული ძაღლები , მათ შორის იყვნენ საკმაოდ გამოცდილები და ახალბედები. წარმოდგენილი იყო სულ სამი ჯიშის მეძებრები : ინგლისური სეტერები , პოინტერები და კურცჰაარები (რომლებიც ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული და პუპოლარულია). იყვნენ მოწვეულნი საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტები : ნოდარ როსტიაშვილი და გია ადიკაშვილი. თითო დღეზე განაწილებული იყო 6 მონაწილე , ჯამში 18 მეძებარი იღებდა მონაწილეობას. ზოგს გაუმართლა დაზოგს არა , მაგრამ მაინც კარგი იყო ნაცნობების ერთად შეკრება , იმ მიზეზით რომ ისინი დარწმინებულიყვენ თავიანთი ძაღლების შესაძლებლობებში. სწორედ ამიტომ ატარებს კლუბი ამ ღონისძიებას,სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, რადგან გავიგოთ თუ როგორი მომზადებულები არიან მეძებრები სანადირო პირობებში სეზონის გახსნის წინ !!
ახლა კი გადავიდეთ შეჯიბრის პირველ დღეზე და მივყვეთ თანმიმდევრობით მეორე და მესამე დღის ამბებს . 8 აგვისტოს დილის 5 საათზე შეკრება დაიწყო ნატახტარში , საიდანაც გადავინაცვლეთ შეჯიბრების ადგილამდე , გათენდა თუ არა , პირველივე მონაწილე შევიდა მინდორში , პირველს მეორე მიყვა , მეორეს მესამე და ა.შ. პირველ დღეს მხოლოდ 4 ძაღლი გამოვიდა გარკვეული მიზეზების გამო 2 მონაწილე არ გამოცხად და შეჯიბრზე , რომლებმაც სხვა დღეს მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ პირველივე დღეს გამოიკვეთა ყველაზე ძლიერი ფავორიტი , გია ესიავას კურცჰაარი "დებრა", მან მისთვის განკუთვნილ დროში მოახერხა 80 ქულის და მე-II ხარისხის დიპლომის აღება , რაც ძალიან სერიოზული შედეგი იყო ამ შეჯიბრზე !! .პირველ დღეს მეტი დიპლომი არ დაწერილა... მეორე დღეც საკმაოდ საინტერესო გამოდგა , ისევ დათქმულ დროზე , დათქმულ ადგილზე შევიკირბეთ და წავედით მინდვრებისკენ... მეორე დღეს კი სრული შემადგენლობით იყვნენ მონაწილეები შეჯიბრზე , განახლდა შეჯიბრი და გამოიკვეთა კიდევ ერთი ფავორიტი , ვანო დონჯაშვილის ინგლისური სეტერი "ჯიმი" რომელმაც მიიღო 79 ქულა და მე- III ხარისხის დიპლომი. მეორე დღეს კი სხვა ძაღლებმაც მიიღეს დიპლომები,მაგრამ ჯიმის შედეგი ვერავინ გააუმჯობესა... მესამე დღეს კი ისევ ისე , როგორც წინა ორ დღეს , შეკრება და მინდვრებში მისვლა დათქმულ დროს მოხდა. მესამე დღე კი ყველაზე დაძაბული იყო , წყდებოდა მთავარი თუ ვინ დაეუფლებოდა "ოჩოპინტრეს თასს" 2014 წელს . ზოგი მონაწილე ახალბედა იყო , ზოგიც გამოცდილი და ამანც განაპირობა შეჯიბრის დაძაბულობა. ისევ რამდენიმე ძაღლმა მიიღო დიპლომი მათ შორის ორმა ახალბედამ რომლებიც ჯერ ერთი წლისაც არ არიან. მესამე დღეს ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა სერგის გუგულაშვილის კურცხაარი პენელოპა რომელმაც მიიღო 74 ქულა მე-3 ხარისხის დიპლომი . ასე დამთავრდა მესამე დღე , გამოვლინდა გამარჯვებული გია ასეიავას კურცჰაარი დებრა მე- II ხარისხის დიპლომით და 80 ქულით , მეორე ადგილზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ინგლისური სეტერი ჯიმი , III ხარისხის დიპლომით და 79 ქულით , მესამე ადგილი დაიმსახურა სერგი გუგულაშვილის კურცხაარმა პენელოპამ რომელმაც მიიღო 74 ქულა მე-3 ხარისხის დიპლომი . აგრეთვე კლუბს დაწესებული ქონდა საუკეთესო მგეშავის და კლუბის სიმპათიის პრიზები . საუკეთესო მგეშავის ტიტული დაიმსახურა გია ესიავამ , საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ ადამიანს ამ საქმეში და დამსახურებულად მიიღო ეს ტიტულიც. კლუბის სიმპათია გახდა გივი ოქროპირიძის ხვადი ინგლისური სეტერი როკი , რომელიც ჯერ მხოლოდ 10 თვისაა და უკვე 2 მე- III ხარისხის დიპლომის მფლობელია. გამარჯვებულებს და სხვა პრიზორებს გადაეცათ პრიზები და სიგელები. მადლობა კომპანია "მარსს " სპონსორობის გაწეული სამსახურისთვის !! მადლობა სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების ექსპერტებს : გიორგი ადიკაშვილს და ნოდარ როსტიაშვილს დაუზარელი შრომისთვის . |
|
|
Aug 13 2014, 12:28
პოსტი
#2
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 13 2014, 13:10
პოსტი
#3
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
დღე მეორე
დასაწყისი image hosting site ასე ჩაიარა მეორე დღემ,ბევრიც ვიცინეთ,ვიხალისეთ და რაც მთავარია ძაღლებმაც იმუშავეს გვაყვდა იტალიელი სტუმარი [b]"არნო" ვანო დონჯაშვილის,ინგლისური სეტერი image ru იმასაც ვიტყვი,რომ პირველი დღის ფოტოებით უკმაყოფლიო ვიყავი ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი აშკარად... მაგრამ მეორე დღის ფოტოებმა,ჩემ მოლოდინს გადააჭარბა,ბევრი კარგი კადრის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო მაინც ავარჩიე და ვუწოდე შეჯიბრის ფოტო,თანაც თამამად ნაბულზე მდგომი ინგლისური სეტერი ჯიმი და ამოფრენილი მწყრები free screen capture software სულ ეს იყო,კიდევ ერთხელ მერგო პატივი ღონისძიების გაშუქების,სამწუხაროდ მესამე დღეს ფოტოაპარატი პატრონს დაჭირდა და ვეღარ წამოვიღე.... კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს,მონაწილეებს,ე ქსპერტებს და დამსწრეებს პატივისცემით... megreli... |
|
|
Aug 13 2014, 13:31
პოსტი
#4
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 13 2014, 13:40
პოსტი
#5
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 13 2014, 13:48
პოსტი
#6
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 14 2014, 10:23
პოსტი
#7
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Aug 15 2014, 10:02
პოსტი
#8
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მართლაც, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული შეჯიბრი იყო. დიდი მადლობა ოჩოპინტრეს ამისთვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს. ასევე დიდი მადლობა ბატონ გია ესიავას, გამარჯვების ლამაზად აღნიშვნისთვის.
|
|
|
Aug 15 2014, 10:23
პოსტი
#9
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვულოცავ გამარჯვებულებს.
დიდი მადლობა კომპანია ''მარსს'' გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. დიდი მადლობა მონაწილეებს. დიდი მადლობა ყველას ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ შეჯიბრის ჩატარებაში. |
|
|
Aug 15 2014, 11:11
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კარგ ტრადიციას ჩაეყარა თავიდანვე საფუძველი, მიხარია რომ გრძელდება
უფრო მასშტაბური, მრავალრიცხოვანი და საყურებლადაც კარგი ხდება ღმერთმა ხელი მოგიმართოთ... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 21:28 |