ფრინველზე სროლის თავისებურებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ფრინველზე სროლის თავისებურებები, სროლის ტექნიკა და თეორია
feroni
პოსტი Dec 10 2013, 15:14
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამარჯობათ იხვის თემაში თხოვნა იყო, რომ იქნებ ამ თემის ირგვლივაც იყოს ფორუმზე სტატია ან თუნდაც მცირე რეკომენდაციები, მეც გადავწყვიტე უპასუხოდ არ დამეტოვებინა თანაფორუმელების თხოვნა და შევეცდები ნელ ნელა მივყვე და რაც თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა შევიძინე მცირე ხნის განმავლობაში გავუზიარო ყველას, დარწმუნებული ვარ თემას აქვს არსებობის უფლება და სხვა ბევრი მოყვარული თუ პროფესიონალი ჩაერთვება პოლემიკაში
თუ არასწორ განყოფილებაში გავხსენი გთხოვთ გადაიტანოთ შესაბამისად


თავი პირველი
ამ თემაში მინდა განვიხილო სროლის თავისებურებები. მონადირეები ხშირად ინსტიქტურად ვაკეთებთ იმას რასაც პროფესიონალი მსროლელები გააზრებულად შვებიან და ეს უკვე ინსტიქტად აქვთ ქცეული. მონადირემ, რომ თეორიული ცოდნა მიიღოს დარწმუნებული ვარ ერთი ორად გაიუმჯობესებს როგორც სროლის ტექნიკას ასევე შედეგს.
მაშ ასე დავიწყოთ იმით რომ არსებობს სროლის ძირითადი საფუძვლები რაც შემდეგში მდგომარეობს:

თოფის მიბჯენა


პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თოფის მიბჯენა, ანუ თოფი თუ არასწორად მივიბჯინეთ და თავი ზუსტად იმ მდგომარეობაში არ არის კონდახზე სადაც უნდა იყოს, სამიზნის დაკარგვის შანსი დიდია. სწორი ტექნიკის განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ბუნებაში გასვლა და ცოცხალ სამიზნეზე ან თუნდაც სტენდზე თეფშებზე სროლა, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც თავისუფლად შეგვიძლია, მთავარია სახლში მოგვეპოვებოდეს სარკე.
მაშ ასე ვდგებით სარკის წინ, ფეხებს ვშლით მხრების სიგანეზე, მემარჯვენეებს წონა გადაგვაქვს მარცხენა ანუ წინ გადგმულ ფეხზე რომელიც სარკის მიმართ ოდნავ კუთხით არის დადგმული( დაახლოებით 15-20 გრადუსით თუ რატომ ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ), წონა იმგვარად უნდა გავანაწილოთ, რომ წინა ფეხზე მოდიოდეს მისი 60% ხოლო უკანაზე შესაბამისად 40% .ყურადღება მიაქციეთ, რომ დგომის დროს არ უნდა განიცდიდეთ დისკომფორტს, მაქსიმალურად მოშვებულად და თავისუფლად იგრძენით თავი, რადგან დაძაბული პოზიციიდან ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს.
მას შემდეგ რაც მივიღებთ სასურველი პოზიცია და ვდგევართ სარკის წინ, მოვიდა დრო ვიზრუნოთ თავის მდგომარეობაზე, თავი მისწიეთ ოდნავ წინ და დაბლა. სარკეში ფოკუსიერბა მოახდინეთ დომინანტ თვალზე, ანუ იმ ადგილზე სადაც თოფის დამიზნებას აპირებთ, რათქმაუნდა დაგებადათ კითხვა თუ რას ნიშნავს დომინანტი თვალი, სანამ გავაგრძელებთ საუბარს მინდა შევეხო ამ მნიშვნელოვან მომენტს. მონადირეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სროლის დროს აუცილებლად უნდა დახუჭოს ერთი თვალი, რათა ფოკუსირება მოახდინოს როგორც ლულაზე ასევე სამიზნე ობიექტზე. მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად მცდარი შეხედულება. სროლის, დამიზნების და ფოკუსირების დროს, კარგ მსროლელს ორივე თვალი ღია უნდა ჰქონდეს, ეს პირველ რიგში ემსახურება სამიზნის მიზანში ადვილად და სწრაფად ამოღებას რადგან პერიფერიული ხედვა ძალიან გვეხმარება, როგორც ტრაექტორიის განსაზღვრაში ასევე სამიზნის სიჩქარის დადგენაში და რათქმაუნდა ტვინი უფრო ადვილად გადასცემს ორგანიზმს ფიზიკურ პროგრამას რომელიც გასროლის დროს უნდა განხორციელდეს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ტვინს მით უფრო ადვილად მოახდენს ტრაექტორიის გამოთვლას და პრაქტიკულად ხელები თვითონ მივლენ იმ ტრაექტორიამდე და ადგილამდე სადაც საბოლოოდ გასროლა უნდა განხორციელდეს.

როგორ დავადგინოთ რომელია დომინანტი თვალი?
როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში, 99% თუ ადამიანი მემარჯვენეა დომინანტი თვალიც მარჯვენა აქვს და პირიქით, მაგრამ არიან გამონაკლისები ანუ ის 1%-ი, რომელსაც „ჯვარედინი“ თვალის დომინირება აქვს, ანუ მემარჯვენეა და მარცხენა თვალი აქვს დომინანტი.

დომინანტი თვალის დადგენა



დომინანტი თვალი ნიშნავ უფრო ძლიერ თვალს რომელიც მეორესთან შედარებით მეტად განვითარებულია და რეალურად ფოკუსირების დროს ადამიანი მხოლოდ ამ თვალს იყენებს. მაშ ასე ცერა და საჩვენებელი თითით შეკარით წრე და ხელი გაიშვირეთ წინ, შემდეგ ოთახში აირჩიეთ რაიმე პატარა საგანი და ორივე ღია თვალით მოაქციეთ ეს საგანი ამ წრეში, შემდეგ დახუჭეთ მარცხენა თვალი თუ საგანი ისევ რგოლშია თქვენი დომინანტი თვალი მარჯვენა ყოფილა და თუ საგანი გავიდა რგოლს გარეთ და( მარჯვენა ხელით დამიზნების შემთხვევაში თქვენ ხედავთ ხელის მტევნის უკანა მხარეს) საგანი გაქრა თვალთხედვიდან, ამ შემთხვევაში დომინანტია მარცხენა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღმოჩნდით იმ 1%-ში? სამწუხაროთ მე პირადად ვდგევარ ამ პრობლემის წინაშე და ჯერ ჯერობით ვერაფერი მოვახერხე გარდა იმისა რომ ბოლო მომენტში ოდნავ ვხუჭავ მარცხენა თვალს. არსებობს მეთოდები რომლითაც შეგვიძლია დომინანტი გავაზარმაცოთ და მეორე თვალი გავაძლიეროთ მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა და ყოველდღიური ვარჯიშები ჭირდება, ასევე შეიძლება სასროლ სათვალეებზე პატარა ადგილის დაფარვა რომელიც დამიზნების დროს დაფარავს ლულას და ხელს არ შეგვიშლის ფოკუსირებაში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვეძლება პერიფერიული ხედვის გამოყენება. ასევე არსებობს სპეციალური კონდახები რომლებიც ცოტა უცნაურად გამოიყურება, ანუ კონდახს იბჯენთ მარჯვენა მხარზე, მაგრამ ლულა დგება მარცხენა თვალის ქვეშ.
მაშ ასე დაუბრუნდეთ სარკეს და თავის პოზიციას, თავი ოდნავ წინ წაწეული და დახრილია, როგორც ზემოთ ავღნიშნე ფოკუსირებას ვახდენთ დომინანტ თვალზე, ანუ თვალი თვალში გვაქვს გაყრილი. ამის შემდეგ ერთი შეუჩერებელი მოძრაობით, თოფი მოგვაქვს თვალთან ისე რომ ყვრიმალის ქვედა ნაწილი კარგად იყოს მიბჯენილი კონდახზე, თუ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და კონდახიც ჩვენს პარამეტრებს შეესაბამება ლულის ბოლოს ჩვენ უნდა ვხედავდეთ საკუთარი თვალის გუგას სარკეში.

სარკესთან ვარჯიში


ხშირად გაიმეორეთ ეს სავარჯიშო სახლის პირობებში და რეალურ სიტუაციაში აღმოაჩენთ, რომ კონდახის მიბჯენისას აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი მოძრაობები და ლულის გასწორება, არამედ უკვე სანადირო ობიქტზე გადავა მთელი ყურადღება და გასროლაც გაცილებით ზუსტი და იოლი გამოვა.
იმის შემდეგ რაც სწორ მიბჯენას შეეჩვევით შეგიძლიათ თოფის მოძრაობაზე გადახვიდეთ, მაგალითად კედლების და ჭერის შეერთბის ხაზებს გაყევით მიბჯენილი თოფით, ეს თქვენ განგივითარებთ იარაღის სწორი და ერთგვაროვანი ტრაექტორიით მოძრაობას. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ლულის მოძრაობა უნდა მოდიოდეს თეზოებიდან და არა ხელებიდან, ასეთ შემთხვევაში თქვენი მოძრაობა გაცილებით სტაბილურ ხასიათს შეიძენს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ზუსტი სროლისთვის არის ფეხების განლაგება, ანუ ჩვენ მაქსიმალურად სწორად უნდა ვიდგეთ, რომ გასროლაც შესაბამისად კომფორტული და ზუსტი გამოდგეს.

ფეხებით მუშაობა სროლისას


მას შემდეგ რაც ფრინველი ამოფრინდება პირველი მოძრაობა რასაც ვაკეთებთ არის ის რომ ვიკავებთ სასურველ პოზიციას, ანუ ვუტრიალდებით ფრინველს და არავითარ შემთხვევაში არ ვიწყებთ თოფის უაზრო ქნევას, მაშ ასე რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ფრინველის მიმართულება, მარცხენა ფეხს ვატრიალებთ იმ მიმართულებით სადაც ვაპირებთ გასროლის განხორციელებას ხოლო უკანა ფეხს იმ მიმართულებით სადაც უნდა დასრულდეს ლულის მოძრაობა, ეს იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მემარჯვენეებისთვის ფრინველი ამოფრინდა და ის მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნივ, და თუ პირიქით ხდება და ფრინველი მარჯვნიდან მარცხნივ მიფრინავს ამ შემთხვევაში თქვენი წინა ფეხი მარჯვენა უნდა იყოს და მარცხენა კი იმ მიმართულებით უნდა იყოს სადაც ლულების მოძრაობა უნდა დასრულდეს. ეს რაც შეეხება გადამკვეთ სამიზნეებს ანუ თუ ფრინველი მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით მოძრაობს, სხვა შემთხვევებში თქვენ არ დაგჭირდებად მნიშვნელოვანი მოძრაობის გაკეთება, ანუ თუ თქვენგან ან თქვენსკენ მოფრინავს/მიფრინავს, ან თქვენგან და თქვენსკენ მეოთხედი კუთხე ტრაექტორია აქვს. ასეთ შემთხვევაში სულ მცირეოდენი ფეხის კორექტირებაც საკმარისია და თქვენ არ მოგიწევთ ფეხის გადადგმა.
ალბათ გაგიკვირდებათ რას ნიშნავს ლულების მოძრაობის დასრულება და ფიქრობთ, რომ სადაც სასხლეტს გამოვკრავთ იქვე ჩერდება ლულაც, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის და თუ თქვენს მიერ სასხლეტზე დაწოლის დროს ლულა გაჩერებულია, უმეტეს შემთხვევაში გასროლა ფრინველის მოძრაობას ჩამორჩება რაც გარატირებულად აცდენას გამოიწვევს.
მივედით შემდეგ მნიშვნელოვან მომენტზე, როდესაც მოძრავ სამიზნეს ვესვრით, სასხლეტზე დაწოლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობაში და არავითარ შემთხვევაში გაჩერბულ პოზიციაში, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს სროლის ტექნიკა რომელსაც ჩასაფრებით სროლა ჰქვია და ამ შემთხვევაში თქვენ წინასწარ გაქვთ მიმართული ლულა იმ ადგილას სადაც ფრინველმა უნდა გაიფრინოს და ამ უკანასკნელის მოახლოებისას აწვებით სასხლეტს. ასეთი ტექნიკის გამოყენება იშვიათ შემთხვევებში ხდება, ფრინველი ამის საშუალებას ხშირად არ გვაძლევს, რადგან ჩვენი დანახვისთანავე იცვლის ფრენის ტრაქტორიას. ამ ტექნიკის გამოყენება ყველაზე უპრიანი იქნება მწყერზე ნადირობისას რადგან ვიცით, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი არჩეული ტრაექტორიით მიფრინავს და ძალიან იშვიათად ცვლის მას.



მაშ ასე პირველი თავის ძირითადი მომენტებია:
1.თოფის მიბჯენა ხდება ყვრიმალთან და არავითარ შემთხვევაში მიბჯენა და შემდგომ ყვრიმალის დადება კონდახზე.
2. თოფის მოძრაობა უნდა მოდიოდეს თეძოდან და არა ხელებიდან.
3. ფრინველის „ფეხებით დამუშავება“ ანუ სასურველი პოზიციის მიღება სროლისას
4. გასროლის მომენტსი ლულები უნდა იყოს მოძრაობაში და არავითარ შემთხვევაში სტატიკურ მდგომარეობაში. გარდა გამონაკლისი შემთხვევისა.


თავი მეორე

მეორე თავში მინდა შვეხო უშუალოდ სროლის ტექნიკას.
მაშ ასე, არსებობს სროლის სამი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება როგორც ნადირობაში ასევე სპორტულ სროლაში.

1. დაეწიე -გაასწარი-გაისროლე.

ეს ტექნიკა თავის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, მას შემდეგ რაც ფრინველი აფრინდება ჩვენ თოფს მივმართავთ მის უკან დავეწევით მას და გავასწრებთ, როდესაც ვიგრძნობთ, რომ წინსწრება საკმარისია, მოძრაობაში ვაწვებით სასხლეტს, გახსოვდეთ რომ ლულები ამ პროცესის განმავლობაში სულ მოძრაობაშია.
ამავე ტექნიკის ნაირსახეობა შეიმუშავა ჯორჯ დიგვიდმა 19-ჯერ მსოფლიო ჩემპიონმა სპორტინგში, ყველაფერი იგივეა რაც ზევით წერია მხოლოდ, როცა კი ჩვენი ლულები გაუსწორდება ფრინველის ნისკარტს, ვაწვებით სასხლეტს, ამ შმთხვევაში გვგონია, რომ თითქოს წინსწრებას საერთოდ არ ვაკეთებთ მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, რადგან ჩვენი თოფი მოძრაობაშია და სანამ ტვინი სიგნალს გადასცემს საჩვენებელ თითს და ეს უკანასკნელი დააწვება სასხლეტს ლულები უკვე გამცდარია ფრინველ რადგან ჩევნი ლულები გასწრების მომენტში უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ფრინველი და საჭირო წინსწრებაც სახეზე გვაქვს.

2. მიყოლა-გასწრება-გასროლა

ეს ტექნიკა თვის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, ფრინველის აფრენისას ჩვენ ლულებს მივმართავთ პირდაპირ ფრინველზე, ვმოძრაობთ მასთან ერთად რათა დავადგინოთ მისი ფრენის სიჩქარე შემდეგ გავდივართ წინ სასურველი მანძილით და ვაწვებით სასხლეტს, ამ ტექნიკას ძირითადად იყენებენ მონადირეები.

3. მუდმივი წინსწრება-გასროლა

ეს ტექნიკა თავის თავში მოიცავს შემდეგ მოქმედებას, ფრინველის აფრენის სემდეგ ჩვენ წინასწარ მივმართავ ლულებს წინსწრებით, ვმოძრაობთ ფრინველთან ერთად, ვარეგულირებთ საჭირო წინსწრებას და ვაწვებით სასხლეტს, ამ ტექნიკას ძირითადად იყენებენ მრგვალი სტენდის მსროლელები

თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Davitus: Dec 11 2013, 23:57
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Dec 10 2013, 15:45
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საინტერესოა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Dec 10 2013, 22:07
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



feroni
გაიხარე გამიხარდა ამ თემის გახსნა! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 10 2013, 22:11
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაქსიმუსა
დღეს რაც მოვახერხე დავწერე აწი და აწი კიდევ საინტერესო რაღაცეებს დავდებ, შენც შეიტანე წვლილი და ასე ერთად გავამდიდროთ ფორუმი.
მეორე თავში უშუალოდ სროლის და წინსწრების ტექნიკას შევეხები, რაც შენ ესე ძალიან გაინტერესებს newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 10 2013, 22:47
პოსტი #5


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



feroni

საღოლ! მე მინდოდა ამ სტატიაზე ტავის მობმა, მაგრამ ვერა და ვერ ვქენი, სურათებითაც რომ გავამდიდროთ კარგი იქნება, მერე ყველაფერს ერთ პოსტში გადავიტან და საიტი რომ გვექნება სტატიების განყოფილებაში აუცილებლად მოვახვედრებ. მეც იმ 1% ში გავდივარ სამწუხაროდ და ყველა თოფს ვერ ვირგებ :( რაც კი თოფები მქონია, იჟ 27 მახსოვს 20 კალიბრიანი რომელიც ყველაზე კარგად მქონდა მორგებული, მას მერე სულ თოფების ცვლაში ვარ.

მაგ თოფისთვის რომ მიმაგნებინა, ალბათ სამუდამოდ დავიტოვებდი :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 10 2013, 23:01
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Davitus
დავით შევეცდები, რომ სურათებით და ვიდეობითაც გავამდიდრო ეს თემა, უბრალოდ შეგაწუხებ ხოლმე თორე ხომ იცი მე რედაქტირების უფლება არ მაქვს.
ისე ამ თვალმა მეც ამომაძრო სული, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 10 2013, 23:06
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



feroni

ითს, აფ თუ იუ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Dec 12 2013, 19:00
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თავი მესამე

ამ თავში მინდა ვისაუბრო წინსწრებაზე, ანუ რომელ ფრინველს როგორი წინსწრება ჭირდება ფრენის ტრაექტორიის და მანძილის გათვალისწინებით.
რათქმაუნდა მონადირეების და სპორცმენების უმრავლესობას წინსწრების მანძილი გრძნობის დონეზე აქვთ დაყვანილი და ამას ინსტინქტურად აკეთბენ, მაგრამ რა ქნას ახალბედა მონადირემ ან სპორცმენმა რომელსაც არ აქვს საკმარისი პრაქტიკა და არც გრძნობა გამოუმუშავებია?
რასაკვირველია უნდა დავიწყოთ თეორიით და შემდეგ თეორია გავამყაროთ პრაქტიკით, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თეორიის წაკითხვის შემდეგ თქვენ ავტომატურად კარგი მსროლელი ვერ გახდებით რადგან სროლაში ყველაზე კარგი მასწავლებელი მაინც პრაქტიკაა, მაგრამ თუ პრაქტიკას თეორიული ცოდნა უდევს საფუძვლად თქვენ უკვე გარანტირებულად მიაღწევთ კარგ შედეს.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ წინსწრების სწორი მანძილი საჭიროა სამიზნეები დავყოთ ძირითად კატეგორიებათ და ამის შემდეგ დავიწყოთ წინსწრებაზე საუბარი

მაშ ასე,
1 პერპენდიკულარულად მოძრავი სამიზნე ანუ გადამკვეთი (მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით)
2. ჩვენგან პირდაპირ მიმავალი ან მომავალი, პარალელური, ასევე თავზე გადამფრენი და ზურგს უკნიდან გადმომრენი
3. ჩვენგან მიმავალი მეოთხედი კუთხით მარჯვნივ/მარცხნივ
4. ჩვენსკენ მომავალი მეოთხეთი კუთხით მარჯვნივ/მარცხნივ
5. სანთელი, ანუ ვერტიკალური
6. ცვალებადი ტრაექტორია
რათქმაუნდა ყველა ტრაექტორიის ჩამოთვლა შეუძლებელია როდესაც ცოცხალ სამიზნეს ეხება საქმე, მაგრამ ძირითადი რაც ყველა მსროლელმა უნდა იცოდეს ზევით მოყვანილ პუნქტებშია ჩამოთვლილი.

ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია ვაზნების საწყისი სიჩქარე და ლულიების შევიწროებაც, რათქმაუნდა ხვდებით, რომ სხვა და სხვა საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნებს სხვადასხვა წინსწრება ესაჭიროებათ, რადგან საფანტის მიერ მანძილის დაფარვის დრო პირდაპირპროპორციულია საწყისი სიჩქარისა, რაც უფრო მაღალია საწყისი სიჩქარე მით უფრო მალე დაფარავს საფანტი მანძილს სამიზნემდე და შესაბამისად ნაკლები წინსწრება იქნება საჭირო.
ასევე გასათვალისწინებელია ქარი, ზღვის დონიდან სიმაღლე, ტენიანობა ატმოსფერული წნევა, თუმცა თავს არ შეგაწყეთნ ამდენი მონაცემებით რადგან ქარის გარდა დანარჩენი პირობები ძირითადად შორ მანძილზე ხრახნილლულიანი იარაღისთვის უფროა მნიშვნელოვანი ვიდრე გლუვლულიანისთვის.


დავიწყოთ პირველი პუნქტით
პერპენდიკულარულად მოძრავი სამიზნეები

შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის სამიზნეები კარგად დამუშავება არის აუცილებელი პირობა ყველა მონადირისთვის და ჩვენ მათ ზედმიწევნით კარგად უნდა ვფლობდეთ, რადგან ამის გარეშე ვერ ქვექნება პრეტენზია თავს დავარქვათ მსროლელი. ამ ტიპის სამიზნე ყველაზე რთულად გვპატიობს შეცდომას, შესაბამისად ასეთი სამიზნისთვის წინსწრების განსაზღვრა კრიტიკულია და შეიძლება ითქვას სხვა სამიზნეებთან შედარებით ყველაზე მეტ წინსწრებასაც მოითხოვს.

მაშ ასე, ამოფრინდა ან შევამჩნიეთ პერპენდიკულარულად მოძრავი ფრინველი სასურველია თოფის მიბჯენის შემდეგ ჩვენი ლულები მიმართული იყოს ფრინველის ტრაექტორიის ოდნავ ქვევით, რათა კარგად ვხედავთეთ ფრინველს, რომ სათანადოდ შევაფასოთ მისი ფრენის სიჩქარე, როგორც წესი ასეთი სამიზნისთვის ყველაზე მისაღები ტექნიკაა მუდმივი წინსწრება, რადგან საშუალებას გვაძლევს ადვილად დავაკორექტიროთ მანძილი და თუკი ის მეტია ან ნაკლები, შეგვიძლია ფრინველი ვამუშაოდ ჩვენს სასარგებლოთ, ანუ ოდნავ ლულების დამუხრუჭებით ეს უკანასკნელი ავტომატურად შემოვა სასიკვდილო ზონაში და პირიქით ლულების ოდნავ აჩქარებით და სასხლეტზე დაწოლით ჩვენ მივიღებთ შედეგიან გასროლას.

ქვევით მოყვანილ სურათებში ნაჩვენებია, სხვადასხვა ფრინველებისთვის სასურველი წინსწრება მანძილის გათვალისწინებით.
1ფუტი=30.48სმ

хостинг изображений gif

бесплатный хостинг картинок
დავით ფორუმზე იყო სადღაც თემა სადაც ყველა ფრინველზე იყო ასეთი სურათები, ვეძებე მაგრამ ვერ ვიპოვე და შენ თუ გახსოვს ლინკი მომე ან პირდაპირ გადმოიტანე, კი შეგაწუხე მაგრამ ინეტში ვეძებე და ვერ მივაგენი, თუ არადა დავძებნი და სხვებს ჩავსვავ, უბრალოდ ესენი ყველაზე თვალსაჩინოა

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Dec 12 2013, 19:04
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 9 2014, 22:37
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ციტატა(feroni @ 10th December 2013 - 23:11) *
მეორე თავში უშუალოდ სროლის და წინსწრების ტექნიკას შევეხები, რაც შენ ესე ძალიან გაინტერესებს

მართლაც რომ ძალიან განვიცდი მაგ მომენტს, ვერ ვხვდები სად ვუშვებ შეცდომას, ჩემი ნასროლი მოძრავ სამიზნეს წინ უსწრებს თუ უკან რჩება, ალბათ უკან იმიტომ რომ როცა პერპენდიკულარულად მოძრავ იხვს ვესვრი ყოველთვის ისე მიფრინავს როგორც სროლამდე მიფრინავდა, ანუ ყურებსაც არ იბერტყავს, სხვა შემთხვევაში ალბათ რამე რეაქცია ექნება, თუ საფანტის ჯგუფმა წინ გაუარა.
თავიდანვე ცუდ სროლას ვარ მიჩვეული და ძალიან მიჭირს გადაჩვევა, ვფიქრობ მანძილს ვერ ვსაზღვრავ სწრაფად სამიზნემდე და მის სიჩქარეს. რას არ მივცემდი ვინმე ამ საქმის პროფესორთან რამდენიმე გაკვეთილი რომ გამევლო! newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 9 2014, 22:51
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 9 2014, 23:09
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მაქსიმუსა
კარგი იმფოა.
ყოველ გასვლაზე ვრწმუნდები რომ რამდენიც არუნდა იკითხოს მონადირემ პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 10 2014, 00:44
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აუ ეს რა თემა ვიპოვე, საღოლ ფერონ - მაგარი ხარ

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ams
პოსტი Jan 10 2014, 10:18
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 989
რეგისტრ.: 3-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ვფიქრობ მანძილს ვერ ვსაზღვრავ სწრაფად სამიზნემდე და მის სიჩქარეს. რას არ მივცემდი ვინმე ამ საქმის პროფესორთან რამდენიმე გაკვეთილი რომ გამევლო! newsmile039.gif

მაქსიმუსა
მეც მაგ დღეში ვარ მწყერზე კი კარგად მაქვს დამუღამებული მარა ბეკასი ჩემი ტკივილია მანძილის განსაზღვრა მიჭირს და სუ მგონია ბეკასი ისე შორს ამოდის რო ვერ ვესვრი .
რამოდენიმე გაკვეთილი წყალივით მჭირდება ესე წაკიტხვიტ ვერაფრეს ვგებულობ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ams: Jan 10 2014, 10:19
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 10 2014, 11:08
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიდიხარ ქუჩაში, სადაც ხარ იმ წერტილიდან რამე საგნამდე (ბოძი, ნაგვის ურნა, სკამი გაჩერებაზე და ა.შ.)
გაიფიქრე რამდენი ნაბიჯი იქნება, მერე კი გადათვალე (წინასწარ უნდა იცოდე, მშვიდი სიარულის დროს რა სიგრძის არის შენი ერთი ნაბიჯი)
გადაიყვან მეტრებში და ეგაა ვარჯიშიც....

მე ამან მიშველა თავის დროზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 10 2014, 14:00
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



Bone
მაგას ზუსტად მსგავსი მეთოდებით ვამუღამებ, მაგრამ სიჩქარე? აქ უკვეეე ... რამე ხერხი ხომ არ არსებობს მაგისიც

ციტატა(dilar @ 10th January 2014 - 11:18) *
მეც მაგ დღეში ვარ მწყერზე კი კარგად მაქვს დამუღამებული

მწყერი ჩემთვისაც არ წარმოადგენს პრობლემას, მეტიც კარგი შედეგები მაქვს, აი იხვი, მართლაც რომ ჩემი თავის ტკივილია, ალბათ მასაც როგორც მწყერს ისე ვესვრი და ნასროლი ყოველთვის უკან რჩება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 15:40