უკომენტაროდ ! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

უკომენტაროდ !, ანუ . . . . .
Maverick
პოსტი Dec 20 2010, 09:09
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პრეზიდენტმა მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება დაავალა
თბილისი (GBC) - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება დაავალა.

პრეზიდენტის განმარტებით, სამინისტროს რეორგანიზაციის საჭიროება მის უწყებაში შემავალ სატყეო დეპარტამენტში აღმოჩენილმა კორუფციულმა დანაშაულებებმა განაპირობა.

"ის, რომ სამასკაციან სამსახურში 110 ადამიანს დააპატიმრებენ, კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ყოველი მესამე ადამიანი ამ სამსახურში დაპატიმრებულია და მინდა ვთქვა, რომ კიდევ ასია დასაჭერი. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ საქმიდან ასე ჩანს. საქართველოში ყველამ იცის, რომ სატყეო დეპარტამენტი ის ადგილია, სადაც წესრიგი ვერაფრით ვერ დავამყარეთ... ერთადერთი ადგილი, სადაც ქრონიკულად ვერ ვამყარებთ წესრიგს, არის ტყე. როდესაც ლაპარაკია 30-40-100 ლარიან ქრთამზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კორუფციის დონე დაბალია, არამედ იმას, რომ აქ კორუფცია სისტემურია და მასში ყველაა ჩართული. პირადად მე, ბევრი ინფორმაცია მომივიდა ამ კონკრეტულ ადამიანზე. მას ბევრჯერ უთქვამს: ტყეში არ შემოგიშვებ, თუ ჩემს ნათესავს საკუთარ ფირმას არ გააკეთებინებო და ა.შ", - განაცხადა პრეზიდენტმა სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე პაპუნა ხაჩიძეზე, რომელიც კორუფციაში ბრალდების გამო დააკავეს.

პრეზიდენტის განცხადებით, ტყე უნდა ჩამოყალიბდეს მომგებიან, მაგრამ კარაგად კონტროლირებად ბიზნესად.

"ეს უნდა იყოს ბიზნესი, რომელიც რეალურად არჩენს ქვეყანას, მეტყევეებს და მუშაობს ხალხისთვის. ბევრჯერ ვყოფილვარ შვედეთში და თვითმფრინავიდანაც ჩანს როგორ მუშაობს სატყეო დეპარტამენტი - ტყე ზოგან გაჩეხილია, ზოგან ახალია და ზოგან ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი. ამას სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს და არ დაიჯეროთ, რომ სხვაგვარად შესაძლებელია. მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ რეგულირდებოდა არაფერი, საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში კი, ყველაფერი მკაცრად რეგულირდება და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა პიდაპირ ვთქვა, რომ თქვენ ეს სფერო ჩააფლავეთ. ამ სამინისტროში ყველაფერი უნდა შეიცვალოს. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსშია, მაქსიმუმ, წლის დამლევამდე დასხედით ყველა ერთად და წარმოადგინეთ იმის გეგმა, როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა. ბევრს წასვლა მოუწევს, ფუნქციები გადანაწილდება და საერთოდ, ბევრი საკითხი უნდა დაისვას სტრუქტურული თვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
2 გვერდი V  < 1 2  
Start new topic
გამოხმაურებები (15 - 15)
919
პოსტი Dec 21 2010, 23:11
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



DATKA

ერთ რამეს ვერ ვხვდებით მეგობრებო, რომ ჩევნ მხოლოდ სიმპტომების
მკურანლობა გვიტაცებს და არა მიზეზის. ანუ ეს ყვეაფერი მაგონებს
სარკის წინ მდგომ მოზარდს, რომელიც ფერიჭამიებს იჩიჩქნის და გონია,
რომ სახეს იწმიდავს თუ ილამაზებს, სინამდვილეში კი უარესი ღრმა იარებისა
თუ სტაფილოკოკის რისკის წინაშეა... ამ ყველაფერს დრო სჭირდება, დრო-ო.

არ იჭერენ- "რატომ არიჭერენო?!?!?!"
დაიჭერენ - "უხ ამათი უჯიშო დედა, რა პატიოსანი ხალხი დაუჭერიათ"!!!

ისე, კარგია, რომ ყინული დაიძრა და არაკაცებს ბოლო-ბოლო დაენძრათ! newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 00:04