დიდი დასუფთავების აქცია !!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Closed TopicStart new topic
დიდი დასუფთავების აქცია !!!, მთელი საქართველოს მაშტაბით
ჭალიმგელა
პოსტი Sep 16 2010, 08:26
პოსტი #16


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აი ეს მოვიდა კიდევ


არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა”


მოგმართავთ ყველას!!!

17,18,19 სექტემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!”

მოგიწოდებთ ყველას - ვისთვისაც კი მნიშვნელოვანია ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სისუფთავე და მოსახლეობის ჯანმრთელობა შ ე მ ო გ ვ ი ე რ დ ი თ!

დაასაუფთავე შენი ეზო, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა და გადაარჩინე პლანეტა!

მოგმართავთ ყველას - საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ცალკეულ პიროვნებებს - ახალგაზრდებს თუ ხანდაზმულებს სამი დღე დაუთმეთ თქვენი ეზოს, ქუჩის, უბნისა და ქალაქის დასუფთავებას.

გამოდით!!!

ასევე გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი თავის მხრივ ორგანიზებას უკეთებს აქციებს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

რეგიონებში აქციები ტარდება ყველა რაიონულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით.

თბილისში:
17 სექტემბერი - ლისის ტბის ტერიტორია - 7.00 საათი
18 სექტქმბერი - თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია - 10.00 საათი
19 სექტემბერი - დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია - 10.00 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: +995 32 362633; +995 90 532600
ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ. ბ.50.
ელ.ფოსტა: info@greens.ge
ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.greens.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Sep 16 2010, 08:37
პოსტი #17


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



აუ ვინ მიდის და სად მოვიდე მერე დაწერეთ კაი? სადაც თქვენ იქაც მე არ ჩამოგრჩებით ძმებო თქვენთან მინდა ყოფნა და რა ჯობია ჩვენს ქალაქს თუ დავასუფთავებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Sep 16 2010, 18:56
პოსტი #18


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ასეთ აქციებში ყოველი გასვლისას ვიღებთ მონაწილეობას,მაგრამ იქ არც ვიდეოს ვიღებთ,არც სურათებს.აბა,რომელიმე თუ წამოსულხართ ნაქეიფარი ადგილიდან ისე,რომ მიმდებარე ტერიტორიიდანაც არ აგეკრიფოთ დაყრილი ნაგავი.მონადირე ბუნებას არ ანაგვიანებს,ამას რეკლამა არ სჭირდება.ჩვენ ისედაც ვიცავთ მას.ასეთ აქციებში ისინი უნდა დატვირთო შუა ქალაქში მანქანიდან ბოთლებს რომ აგდებენ.დარწმუნებული ვარ,სწორედ ასეთი მივა იქ უმრავლესობა და პოზიორობას დაიწყებს კამერებთან,თითქოს ბუნების დიდი მოყვარული იყოს.ჩვენ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები დავასუფთავოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 13:09