მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
88 გვერდი V  « < 86 87 88  
Start new topic
გამოხმაურებები (1305 - 1316)
ჯოლა
პოსტი Aug 10 2017, 15:43
პოსტი #1306


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალექსანდრე
გასაგებია თქვენი გულისტკივილი მაგრამ შიდასაკლუბო ივნთებიც გვაქვს და შესაბამისად მეტს სამწუხაროდ ვერ ვასწრებთ დროის ნაკლებობის გამო. ასევე მინდა გითხრათ რომ ეს ფორუმი ყველასია და თქვენც , ფორუმელებსაც გაქვთ უფლება დაგეგმოთ რაიმე ერთობლივი ღონისძიება და კლუბის წევრებიდან ვისაც დრო ექნება შემოგიერთდებათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკა
პოსტი Mar 17 2018, 11:36
პოსტი #1307


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 855
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზუსტად ერთი წლის და ხუთი დღის წინ დამიდია ფოსტი დაბრუნების შესახებ, ეტყობა ან მე არ ვარ აქტიური ამ საკითხზე ან ჩემი დაბრუნება არავის უხარია ვითხოვე განაცხადის ფორმა და ჯერაც ვერ მოვიპოვე,იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Mar 17 2018, 13:12
პოსტი #1308


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჩიკა
იქნებ ამის ბრალია პატივის ცემით..
ცემით ემუქრები ხალხს და შეშინდნენ D.gif იმედია გამიგებ ხუმრობას. რა საინტერესოა ეს ქართული ენა.
ერთად იწერება რაც იგულისხმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
RISING
პოსტი Aug 10 2018, 13:27
პოსტი #1309


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 26-May 18
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით, მეც მსურს კლუბის წევრობა, თუ შეიძლება გამომიგზავნეთ განაცხადის ფორმა,
მადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikaretay
პოსტი Mar 7 2020, 13:15
პოსტი #1310


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1
რეგისტრ.: 7-March 20
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეც მსურს კლუბის წევრობა, აქ ჯერ არავის ვიცნობ და რეკომენდატორის გარეშე ვერ გავხდები კლუბის წევრი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 8 2020, 22:20
პოსტი #1311


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



nikaretay


სალამი მეგობარო

მოდი ჯერ გაგვეცანი და შემდეგ ვიფიქროთ კლუბის წევრობაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Nov 29 2020, 20:06
პოსტი #1312


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოთო. ვინც უკვე გაცნობილია(ზოგადი ფორმით) იმათმა რა გავაკეთოთ >? )) რა ნაბიჯი გადავდგათ კლუბის წევრობისკენ რას გვირჩევ ?)))დ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Nov 30 2020, 20:27
პოსტი #1313


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,490
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



alex77

აიი ისეთი კითხვა დასვი რა გიპასუხო არ ვიცი,
ამ ვირუსის გადამკიდე ჩვენ ვეტ ვარხერხებთ შეკრებას წელს ყველაფერი ჩავარდა,
დალაგდება ყველაფერი და მერე ვიფიქროთ მაგაზე .

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Dec 1 2020, 11:40
პოსტი #1314


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოთო.
კიბატონო ))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 15 2022, 00:49
პოსტი #1315


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით

ხომ ვერ დამაკვალინებთ რა არის საჭირო კლუბის წევრობისთვის ? newsmile05.gif

და რა გზები არსებობს ? newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 16 2022, 00:01
პოსტი #1316


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ალთაზარ
წასულებზე დიდხანს არ ვჩერდებით ????????????????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 17 2022, 17:14
პოსტი #1317


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე
სიცოცხლის სასღეგრძელო ისმევა ashh.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V  « < 86 87 88
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 03:05