მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
Jul 13 2012, 15:29
პოსტი
#61
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
abu
რა ხდება ამ თემაში? რატოა ასეთი სიჩუმე newsmile041.gif):? ბოლო ბოლო სუნთქავს ცხვირით ძენისას თუ არა,ვერ გევიგეე newsmile045.gif?): მეც თვალ ყურს ვადევნებ ამ თემას და ვერც მე გავიგე ვერაფერი დასკვნა:თუ ძაღლს პოლიპები აქვს სუნთქავს პირით.თუ ამოჭრილი აქვს მაშინ ცხვირით |
|
|
Jul 13 2012, 15:34
პოსტი
#62
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
abu
თუ გაქვს რაიმე ახალი თქვი შე კაცო GIGO მართლა ძალიან საინტერესო კვლევისთვის მიგიგნია. 100 წელი ალბათ მაგ მომენტს ყურადღებას არ მივაქცევდი. ეხლა რას დავაკვირდი ჩემს ძაღლზე: ცხვირის მოძრაობის (ყნოსვით გამოწვეული მოძრაობა მაქვს მხედველობაში) არ ემთხვეოდა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის რიტმს. ანუ ერთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე სამი ოთხი ცხვირის მოძრაობა მოყვებოდა. აქედან გამომდინარე ეჭვი გამიჩნდა სუნთქვასთან დამოუკიდებლად ხომ არ მიდის ცხვირის მუშაობა, თუ რაიმე ახლის პოვნის სურვილით მოჩვენებები დამეწყო ნეტა? |
|
|
Jul 13 2012, 16:07
პოსტი
#63
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ჭალიმგელა
abu თუ გაქვს რაიმე ახალი თქვი შე კაცო ეხლა რას დავაკვირდი ჩემს ძაღლზე: ცხვირის მოძრაობის (ყნოსვით გამოწვეული მოძრაობა მაქვს მხედველობაში) არ ემთხვეოდა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის რიტმს. ანუ ერთ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე სამი ოთხი ცხვირის მოძრაობა მოყვებოდა. აქედან გამომდინარე ეჭვი გამიჩნდა სუნთქვასთან დამოუკიდებლად ხომ არ მიდის ცხვირის მუშაობა, თუ რაიმე ახლის პოვნის სურვილით მოჩვენებები დამეწყო ნეტა? ახალი და საინტერესო აგერ შენ გქონია და,ამას გვიმალავდი? ეგეთი რაღაც მეც ხშირად შემინიშნავს! სუნის აღებისას ცხვირი აბსოლუტურად სხვა რეჟიმში მუშაობს,მაგრამ იმასაც დავაკვირდი რომ პირი ძირითადათ დაკეტილ;ი აქვს. შესაძლებელია რომ სუნთქვას აჩერებდეს ამ მომენტში? |
|
|
Jul 13 2012, 16:11
პოსტი
#64
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
თუ შადიმანის ვერსიას გავიზიარებთ რომ ძაღლი ცხვირითაც ისევე სუნთქავს,როგორც პირით,ახსნა მარტივია-ამოსუნთქვისას გამოტოვებს!!!!!!!! თენგო, ეგ ყველას ვერსიაა! სიტყვა "ძებნისას" გამოგრჩა. მაგ ექსპერიმენტს, ერთ ძაღლზე რომ ჩატარდა, ამ იაღლიშზე მეტად, სხვა რამეს ვუწუნებ. მთავარი ისაა, რომ ამათაც შენსავით ძებნის ცნება აქვთ გამორჩენილი. ექსპერიმენტალურად თუ დამტკიცდა (რაც ჯერ კიდევ საკითხავია), მხოლოდ ერთი რამ დამტკიცდა: ძაღლს შეუძლია სწრაფი თავაწეული სირბილისას (თავდაწეული სწრაფად ვერ ირბენს) ცხვირი დაასვენოს, ცხვირით რაღაცა შუალედებში არ ისუნთქოს. ეგ არის და ეგ. ამ დროს ეძებს თუ არ ეძებს, მით უფრო, იპოვა რამე თუ არა, ვერ დასტურდება და გაურკვეველია. ერთ საწყალ გნოლზე კია ლაპარაკი, მაგრამ ამ ვითომ "განგაშის რეჟიმით" სუნთქვისას იკრა სუნი, თუ ცხვირით იმ 3-4 ღრმა ჩასუნთქვისას, არავინ იცის. ცხვირით შეყვნოსის აქტიურ ფაზაზე შეიძლება ცრუ ახლომიწევითაც გადავიდა და გნოლი ვერც ნახა საბოლოოდ. "ნახვა? არნახვა? - საკითხავი ეს ხომ არ არის.. " ჩემი ვერსიაა, ვარაუდია (მეტზე არა მაქვს პრეტენზია)- ეს სწორედ ის შემთხვევაა, ბევრჯერ რომ გვინახავს და რასაც გლეხურად "ცხვირი გამორთული აქვს და რას იპოვის?" ვეძახით. |
|
|
Jul 13 2012, 17:06
პოსტი
#65
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 106 რეგისტრ.: 25-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kaxeti. kardenaxi |
|
|
|
Jul 13 2012, 21:55
პოსტი
#66
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
შადი შამოდი
შადიმან,სწორედ მაგ ცხვირის გამორთვის მიზეზი მაინტერესებს. მე ვთვლი რომ ეგ სხვა უამრავ კომპონენტთან ერთად, მონადირული ჟინის ნაკლებობის ბრალია. კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს. თუ ძაღლი ძებნისას): (არ გამომრჩა) ცხვირით ამოსუნთქვისას ვერ უნდა იყნოსოს,მაშინ გამოტოვებული ფრინველის გამო ქულა არ უნდა დავაკლოთ! ამის თქმის უფლებას მაძლევს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი);,! ჩვენ ის კი არ უნდა ვივარაუდოდ რომ ძაღლმა გამოტოვებული ფრინველი ვერ იყნოსა,არამედ უნდა ჩაითვალოს რომ მან ფრინველთან ჩავლისას ამოისუნთქა და არც უნდა ეყნოსა იგი! |
|
|
Jul 13 2012, 22:34
პოსტი
#67
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ბოდიში ჩაგეჭრებით.რას ნიშნავს ძაღლს ყნოსვა არ ააქვს.ბევრჯერ გამიგია რო ძაღლი ვერ ეძებს ყნოსვა არ ააქვსო. მე უფრო მგონია,რომ ეგ ესე უნდა ვთქვათ ძაღლს მონადირული ჟინი არ ააქვს და მაგიტომ ვერ ეძებს ან არ ეძებს.
|
|
|
Jul 13 2012, 22:42
პოსტი
#68
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
თენგო, სულ იმას ვამბობ რომ ეს ძალიან დიდი თემაა, რომელიც 5 % ითაც კი არაა შესწავლილი. ნათელია, რომ საქმე ერთმნიშვნელოვნად არ არის ასე მარტივად, - შესუნთქვისას ყველა ყველაფერს ყნოსავს, ამოსუნთქვისას ვერცერთი ვერაფერს. პრაქტიკა და გამოცდილება გვეუბნება, რომ აქ კარგად გამოხატული მეტ-ნაკლებობაა. ზოგი ძაღლი ახერხებს ოპტიმალურად შეუთავსოს ერთმანეთს ძებნის სისწრაფე, ცხვირით შესუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმი, ყნოსვის სიძლიერის ბუნებრივი მონაცემი, სხვა რამეები(რა? ზუსტად არ ვიცით) ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დარჩეს ყნოსვის არეალს მიღმა. ზოგი ამას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, ქარივით დაჰქრის თუ პანდასავით დაზოზინობს.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, რაც მეტია ძებნის სისწრაფე, მით უფრო ურთულდება ძაღლს ამოცანა, მით უფრო მეტი უნარ-თვისებები და ნიჭი ჭირდება. სამაგიეროდ, სუპერლიგას ეპოტინება. ფრინველის გამოტოვება დანაშაული არ არის, როგორც მწყერისთვის თოფის აცილება. მაგრამ მაგარი მონადირე - ძაღლი პოულობს და კაცი მიზანში არტყამს. ამაში ვაჯიბრებთ ხოლმე ერთმანეთს. ჰო, რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მონადირული ჟინი გადამწყვეტია. ანუ პროგრამა, რომლითაცაა დაინსტალირებული მეძებრის ტვინი, რა ფუნქციონალური დატვირთვის მატარებელია. საინტერესო იქნებოდა, ამ მხრივ, მეძებრის, მდევრის და მწევრის შესწავლა იმავე მეთოდოლოგიით. |
|
|
Jul 14 2012, 10:03
პოსტი
#69
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
შადი შამოდი
ჰო, რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მონადირული ჟინი გადამწყვეტია. ანუ პროგრამა, რომლითაცაა დაინსტალირებული მეძებრის ტნივი ანუ "ნიჭი ბიძიკო,ნიჭი"-ო ტვინის მიერ ზედმეტი გადაძაბვის თავიდან აცილების მიზნით ფრინველის სუნზე არ რეაგირების ვერსიაზე რას იტყვი? აქვს არსებობის და განხილვის უფლება თუ აბსურდია? |
|
|
Jul 14 2012, 10:38
პოსტი
#70
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
თენგო, ძალიან საინტერესო ვარაუდია, განხილვადაც ღირს და ექსპერიმენტებადაც, შესაძლებლობა რომ იყოს.
მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ექსპერიმენტი სამონადირეო პრაქტიკაა. უტყუარი ერთი ფაქტია: რაც უფრო იღლება, (ტვინიც ეღლება) უფრო მეტს ტოვებს. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 13:08 |