ნადირობა ხოხობზე, გარდაბნის სამონადირეო მეურნეობაში. 13.01.2018 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ნადირობა ხოხობზე, გარდაბნის სამონადირეო მეურნეობაში. 13.01.2018
საბო
პოსტი Jan 14 2018, 17:02
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ჩემო ძმებო და მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ შობას და ახალ წელს. ყველასათვის ჯანმრთელოსბის სიკეთის, ხვავის და ბარაქის და ეაც მთავარია, წარმატებული ნადირობა-თევზაობის წელი ყოფილიყოს ყველასთვის.
აი, რაც შეგვეხება ოჩოელების მცირე ჯგუფისთვის ახალი წლის ეს ნადირობა კი მართლაც წარმატებული გამოდგა.
მოკლედ ვიწყებ. შუა კვირაში ჩემს კუთვნილ ელსმენზე გაისმა ზარი ბატონი მამუკა შილაკაძის.
ზარი, მართლაც სასიხარულო ამბის მომასწავებელი. მცირედი თბილი მოკითხვის შემდეგ, ბატონმა მამუკამ სასიამოვნო წინადადება შემომთავაზა. ნადვილი ახალი წლის დადგომამდე გარდაბნის სამონადირეო მეურნეობაში გასეირნება შემომთავაზე, ერთი პირობით, რომ ჩემს უფროს ვაჟს წამოვიყვანდი და ხოხობზე ვინადირებდით. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი წინადადებისგან თავის არიდება, სამშობლოს ღალატის ტოლფასია და მეც სიხარულით დავთანხმდი. მოვედი სახლში, საბას ვუთხარი და ამანაც დაკარგა მოსვენენბა. ამხელა ბიჭი, პატარა ბავშვივით ითვლიდა კვირის ბოლომდე დღეებს. პირველი ნადურობა ხოხობზე უკვე ძილშიც ესიზმრებოდა ალბათ. მოკლედ გადაწყდა, რომ ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ მამუკას სიძე, ჩვენის კლუბის წევრი გიორგი, ლევან ბლექი და კონდოლი.
დადგა ნანატრი დილა, შეხვედრის ადგილი უცვლელი-ფრესკოსთან. გავუარე კონდოლს და დანიშნულ ადგილზე გერმანული სიზუსტით მივედით. მაუკას ეკიპაჟი იგვიანებს, ნერვიულობა დამეწყო, ვერ ვითმენ, მეტყობა ალბათ. და აი, გამოჩნდა მამუკას რაშიც. სამწუხაროდ გიორგი გარკვეული მიზეზების გამო ვერ წამოვიდა. ჩავდექით ორი მანქანა, გრელ კოლონაში newsmile045.gif და გავუყევით გზას. ჩავედით დანიშნულ ადგილზე.





ჩავიცვით, ავისხით იარაღი, ჩავისხით სამი აუცილებელი, ჯოლას გამოხდილი უკვდავების წყალი და დავიწყეთ. დავიწყეთ, მაგრამ რა დავიწყეთ. მამუკას "ყავისფერი ეშმაკები", ქალბატონი ბასკა და მისი ულამაზესი ქალიშვილი პოკი, შესაშური სისწრაფით მოედვნენ არემარეს.



გავიარეთ ცოტა და დადგა ერთი, მიყვა მეორეც..... ნახტომი და ..... ცოცხოლად დაიჭირეს მამალი ხოხობი. ასეთი ოსტატური ნახტომი კიდევ ორჯერ ვიხილეთ. დავდივართ და გვიხარია, ძაღლების ასეთი მუშაობის ყურება. დირექტივა გვაქვს მიღებული ბატონი მამუკასგან, რომ პირველ რიგში ისვრის საბა და მერე ჩვენ. მადლობა მას, მართლაც მამაშვილური დამოკიდებულებისათვის, ახალგაზრდობისა და დამწყები მონადირის მიმართ.

ყანიდან ბუჩქნარებისკენ გადავინაცვლეთ. სასწაულად ლამაზად მუშაობენ ქალბატონი დრათხაარები. წამოაგდეს დამფრთხალი ხოხობი, სასროლად შორია, მიხვდნენ ქალბატონები გასროლა არ იქნება. გაყვნენ გაფრენილს და დაჯდომა აღარ აცალეს მიწაზე, ჰაერშივე მოხსნეს და მიართვეს მამუკას. მორიგი ნაბული, ამოყვანა გასროლა და არის...არის , შედეგი მოაქვს ბასკას. მოკლედ იყო, აცილებაც, იყო ულამაზესი მომენტები, აფრთხიალებული ხოხბები და შედეგებიც. საბოლოოდ 9 ხოხობი ანგარიშზე.









წამოვედით მანქანებისკენ, ჰოპპპპპ.....აწია ცხვირი ბასკამ, მოტრიალდა და დაახლოებით 30 მეტრი იარა ცხვირ აწეულმა ბუჩქამდე. მიყვება პოკიც, ნაბული, შეძახილი, ფრთხიალი, გასროლა და შედეგი. ულამაზესი სანახაობა იყო, მსგავსი არც მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს მამუკას "ყავისფერი ეშმაკები" კიდევ მანახებენ.[/b]
მივედით მანქანებთან, არ ისვენებენ ძაღლები, გაყვნენ საბა და მამუკა და კიდევ ორი ცალით ხელდამშვენებული დაბრუნდნენ მანქანებთან. ისროლა ყველამ, შედეგი ქონდა ყველას და დასასრულიც ჩინებული გამოგვივიდა, ტრადიციული სუფრით და ერთმანეთის დალოცვით.



























ასე მშვიდობიანად და ლამაზად დავასრულეთ გოგრასლობა და დავუბრუნდით მშობლიურ ქალაქს.
მინდა ყველას სახელით განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ მამუკა შილაკაძეს პატივისცემისთვის და მომავალ თაობაზე ასე ზრუნვისთვის.
მადლობა ბატონ მეურნეობის მეპატრონეს, ბატონ ზაზას უბადლო მასპინძლობისთვის.
მადლობა ბატონ ნოდარს გვერდში დგომისთვის.
მადლობა მთავარ გმირებს, მამუკას ბრწყინვალე ძაღლებს, ბასკას და პოკის ულამაზესი მუშაობითვის და უდიდესი სიამოვნების მონიჭებისთვის.
მადლობა, ლევანს და კონდოლს, კარგი კაცობისთვის და მეგობრობისთვის.
ღემრთმა ყველას გაგნგაცდევინოთ ასეთი სიამოვნება და კარგი ნადირობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kobavar
პოსტი Jan 14 2018, 17:43
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 96
რეგისტრ.: 29-April 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძალიან კარგი. აქ რა ჯდება ერთი კაცი თავის ერთი ხოხობითურთ ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 14 2018, 18:53
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(kobavar @ Jan 14 2018, 18:43) *
ძალიან კარგი. აქ რა ჯდება ერთი კაცი თავის ერთი ხოხობითურთ ??


ერთი ხოხობი 50 ლარი. შესვლაში ფული არ გადაგვიხდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jan 14 2018, 23:55
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მართლაც მაგარი იყო. მადლობა ბატონ მამუკა შილაკაძეს მასპინძლობისთვის. ასევე მის ოთხფეხა მეგობრებს, ქალბატონ პოგის და ჩაკნორისა ბასკას. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 15 2018, 00:34
პოსტი #5


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საბო

სურათი ვერ დაკიდენ....

რაცხა დადენ ბაოვშის კტას ხელაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 15 2018, 08:46
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



კარგი ნადირობა გამოგსვლიათ. სურათები ძალიან პატარაა. სურათზე რომ ვაწკაბებ გადიდებისათვის სპენისის გადიდების რეკლამა ამოდის და ცოტა უხერხულია სამსახურში საზოგადოებაში ამის ნახვა. არადა სურათების ნახვაც რომ მინდა. რა გავაკეთო? D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Jan 15 2018, 08:51
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კაია ხოხობი small3d018.gif small3d018.gif მანდ როგორც ვიცი ევროპულები ყავთ არა ? თუ კოლხურებიც არის ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 15 2018, 09:06
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბოდიშით ბატონებო, მაგრამ სურათები დადებულია ფორუმის წესების მიხედვით. ჩასწორების საშუალება არ მაქვს, უფრო დიდი რეზოლუციით, რომ დავდო. ვთხოვ ადმინს, ან თვითონ ჩაასწოროს, ან ჩამირთოს შესაბამისი ღილაკე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jan 15 2018, 18:21
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მალადცი თქვენ კარგი დრო გიტარებიათ .

საბო


ნელ ნელა ჩაგისწორებ სურათებს დრო რო მექნება.


ციტატა(Chalimgela @ 15th January 2018 - 01:34) *
სურათი ვერ დაკიდენ....

რაცხა დადენ ბოვშის კუტას ხელაა...




რა ოხერი ხარ ჭალო შენ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kondoli
პოსტი Jan 16 2018, 09:20
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 318
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოჩოელებო გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს!!!!!
ახლა კი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნადირობის თანამონაწილეებს, პირველ რიგში საბა ვერულავას, დამწყებ მონადირეს, რომელიც ძალიან მაგარი მონდომებით და შემართებით არის განწყობილი, გაიხარე საბა...!!!
უღრმესი მადლობა მამუკას თავისი ულამაზესი და უჭკვიანესი ბასკათი და პოკის.
ჩემ ძმა საბოს, ბატონ ლევანს და რათქმა უნდა სამონადირეო მეურნეობის მასპინძლებს ზაზას და ნოდარს...
მართლაც ულამაზესი დღე იყო და ულმაზესი ნადირობა Shooting.gif gunshot.gif , თავისი ჩანართებით d778bc34f693c93907196ff195628213.gif ...!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
general
პოსტი Jan 17 2018, 13:25
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,443
რეგისტრ.: 6-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი დრო გიტარებიათ შემოგევლეთ თქვენ xoshian.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jan 17 2018, 18:34
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



small3d018.gif small3d018.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Abeli
პოსტი Jan 23 2018, 15:07
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო, მაგ მეურნეობის კონტაქტები შეიძლება რომ დაწეროთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 24 2018, 11:08
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Abeli @ Jan 23 2018, 16:07) *
მეგობრებო, მაგ მეურნეობის კონტაქტები შეიძლება რომ დაწეროთ?



599446564 ზაზა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Abeli
პოსტი Jan 24 2018, 17:40
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაიხარე!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:29