აპორტირება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
აპორტირება |
Mar 25 2012, 17:10
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა იმის გამო, რამ ამ საკითხს ჩვენ ძირეულად არ შევხებივართ და ასევე აღნიშნული თემა თუ არ ვცდები არ არსებობს, რაც მემგონი გამოსაწორებელია. დარწმუნებული ვარ, რამ ბევრს განუცდია ის სასიამოვნო გრძნობა , როდესაც კაკაბზე ნადირობის დროს თქვენ ძაღლს ღრმა ხევიდან ამოუტანია ნანადირევი სანამ თქვენ ვაზნებს ცვლიდით ან თუნდაც ჩამომჯდარხართ დასასვენებლად და ასევე მინახია ბევრი მონადირე, რომელსაც თავად უწევდა იმ ხევში ჩასვლა და ნანადირევის ამოტანა. აღარ ვეხები ნადირობას იხვზე, სადაც აპორტირებას მთავარი როლი უკავია. მემგონი დამეთანხმებით რომ აპორტირებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ძაღლით ნადირობაში. შარშან ჩატარდა შეჯიბრი მოტანაში რაც ძალიან მისასალმებელია, სადაც გიორგი ესიავას ძუ კურცჰაარმა დებრამ გაიმარჯვა. მე პირადად მყავდა კურცჰაარი რომელიც კარგად აკეთებდა აპორტს, მაგრამ როდესაც ავიყვანე ინგლისური სეტერი ძალაუნებურად შევეხე ამ პრობლემას. პირველივე წელს ჩემს სეტერს მოქონდა ფრინველი მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს წელს 10 მწყერიდან მომიტანა 2 ან 3 ფრინველი რაც დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეწვრთნა ძაღლი ობერლენდერის მეთოდით, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა.
აღნიშნული მეთოდი არის იძულებითი მეთოდი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ძაღლს არ უჩნდება არდამორჩილების სურვილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპაში ძაღლებს აპორტირებას ძირითადად ამ მეთოდით ასწავლიან და ასევე ევროპაში ტარდება შეჯიბრებები სადაც აპორტირების გარეშე ძაღლს მაღალ შეფასებას არ მიანიჭებენ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობერლენდერის მეთოდით უნდა ასწავლო მოტანა მაშინ არასდროს არ გააფუჭებს ფრინველს და ყოველთვის მოიტანს, უბრალოდ ცოტა რთული და შრომატევადი პროცესია სამაგიეროდ უტყუარი. |
|
|
Mar 25 2012, 18:04
პოსტი
#2
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეს იბერლენდერის მეთოდი რომელია?
|
|
|
Mar 25 2012, 18:36
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ინტერნეტში არის შეგიძლია მოიძიო, ძაღლს ჯერ ნივთის დაჭერას ასწავლი მერე სიარულს და ა.შ. დაუმორჩილებლობა არ არსებობს ამ მეთოდით დაგეშილი ძაღლის მხრიდან. გერმანელები აპორტირებას მარტო მასე ასწავლიან უბრალოდ ცოტა ხანგრძლივი და რთული პროცესია. მეც ეხლა პირველად ვცდილობ ვნახოთ რა გამომივა. რაღაც წარმატებას უკვე მივაღწიეთ.
ეს კაი ვიდეოა |
|
|
Mar 25 2012, 19:59
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
არაა აუცილებელი ბალიში,ისე კაი კი იქნება! რამე ბურთით ჩაანაცვლე! *(ჩოგბურთის ,ან სპეციალური ძაღლის ბურთები იყდება ზოომაღაზიებში)
ისე მე მაქ რაღაც ბალიშები თუ გინდა მოგცემ! |
|
|
Mar 26 2012, 18:20
პოსტი
#5
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Giorgi_M დამაინტერესა ამ მეთოდმა და იქნებ ჩვენც გვასწავლო? ნუკრიMax მაგარი ტიპია ღმერთმა თითით საჩვენებელი გაგიზარდოს! სწავლით მე ვერ გასწავლი იმის გამო რომ მეც პირველად ვცდილობ ამ მეთოდით ძაღლის წვრთნას. ზემოთ აღნიშნული ვიდეო არის მხოლოდ მესამე ნაწილი. სამივე ნაწილს რომ უყურო გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის ობერლენდერი უნდა გადაიკითხო არა ერთხელ და დაუკვირდე ყველა წვრილმანს. http://www.hunter.ru/dogs/oberlender/index.htm შეგიძლია გადაიკითხო. ერთს ვიტყვი მხოლოდ ამ მეთოდით გაწვრთნილ ინგლისურ მეძებრებს წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს |
|
|
Mar 27 2012, 02:22
პოსტი
#6
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს? ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ") |
|
|
Mar 27 2012, 09:31
პოსტი
#7
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს? ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ") სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ყვავს აქვს საშინელი სუნი რომელსაც ძაღლი ვერ იტანს და უმრავლესობა ძაღლების ყვავის აპორტს არ აკეთებს. ყვავს კი არა უმრავლესობა ინგლისური მეძებრების იხვს არ კიდებს პირს და სხვა ფრინველსაც. რაც შეეხება არ დალოდებას ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მაგ ძაღლმა კონკრეტულად იმ მომენტში დაიწყო ყვავის მოტანა და პატრონი მას ამ პატარა შეცდომას ჯერჯერობით პატიობს. |
|
|
Mar 27 2012, 11:16
პოსტი
#8
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
Giorgi_M
მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის, მაგრამ ეგრე კარგად რუსული არ მესმის თუ სადმე ქართული ვარიანტია სიამოვნებით შევისწავლიდი |
|
|
Mar 27 2012, 13:53
პოსტი
#9
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ქართულად ვერ ნახავ, ყოველ შემთხვევაში მე არსად მინახავს
|
|
|
May 28 2012, 11:56
პოსტი
#10
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
May 28 2012, 12:09
პოსტი
#11
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
May 28 2012, 12:27
პოსტი
#12
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ამ ვიდეოებში ძაღლს ახალი დაწყებული აქ ფრინველის მოტანა. ჩანს ძაღლის უხალისობა და ინერტულობა. დასაწყისში ყველა ძაღლი , რომელიც ამ მეთოდით არის გაწვრთნილი მასე იქცევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაძაბულობა და შიში ეხსნება. შესრულების სიწრაფეც მოიმატებს. დღეს უკვე ბევრად ხალისიანად მოქონდა გადავიღებ და დავდებ.
|
|
|
May 28 2012, 13:00
პოსტი
#13
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Giorgi_M
კარგი შედეგი გაქვს მეგობარო. ძაღლსაც ეტყობა რომ ჭკვიანია, მაგრამ მგონი აბნევ როდესაც უკვე მოტანილზე ''აპორტს'' ეუბნები.... თუ ვცდები მაპატიე..... |
|
|
May 28 2012, 13:06
პოსტი
#14
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Giorgi_M კარგი შედეგი გაქვს მეგობარო. ძაღლსაც ეტყობა რომ ჭკვიანია, მაგრამ მგონი აბნევ როდესაც უკვე მოტანილზე ''აპორტს'' ეუბნები.... თუ ვცდები მაპატიე..... არა არ ვაბნევ უბრალოდ თავი დავიზღვიე რომ არ დაეგდო ფრინველი. ახალი დაწყებული აქ ფრინველის მოტანა შემდეგ ვიდეოებში უკეთეს შედეგს ვნახავთ. |
|
|
May 28 2012, 13:16
პოსტი
#15
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
რა ინტენსივობით ისიც დაწერეთ ამ 1 თვის განმავლობაში ყოველ დღე დღეში ორჯერ 30-40 წუთი ვავარჯიშე, თან ჯერ ხო არ არის დასრულებული ბევრი რამ დასახვეწია. მოკლედ ერთ უკრაინელთან მაქ მიმოწერა ამ საქმით არის დაკავებული და მისი თქმით 2 თვე მაინც არის საჭირო, რომ ძაღლმა უნაკლოდ მოიტანოსო. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:39 |