თეთრი არაგვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
თეთრი არაგვი, თევზაობა ფასანაურში
(dila)adriano
პოსტი Aug 24 2010, 22:43
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი
თან ისეთ სასტავთან ერთად
რომ
10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს
(ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ)
ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა
თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე
და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ
"ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ
პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი
გამოვცადე ყველანაირი სატყუარა
თეთრი ჭია
წითელი
კალია
"სმესი"
მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი

სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი
იქნებ თქვენც იცნობთ
ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია
გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს"
ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე
ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა
შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს
(ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული
ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის)

რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა:
მსუბუქი დონკა
გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა)
და რაც მთავარია
სატყუარა
არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის
სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა
თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს
სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან
მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა
მდინარე ხანდოსწყლამდე
ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ
ეს მწერი იმდენია რომ
შეიძელბა არც დამიჯეროთ
ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია
სხვათა შორის
თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია)
სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ
უმჯობესია წინდაში

რაც შეეხება ყურყუმალას
მისი დაჭერა გაცილებით რთულია
ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე)
(ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია)
და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ

სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია
ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები
ზომით 5 სანტიმეტრამდე
სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა
(თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა
დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში
ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე
რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა
ორი დღის შემდეგ კი
ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით)

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ
რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა
მთავარი წესია:
გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში
გებას newsmile090.gif გრძელი და მსუბუქი ჯოხი
და მუდმივად იმოძრაო
ერთი მორევიდან მეორისაკენ

რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა
ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია:
ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი
კალმახი 500 გრამი
და მურწა 250 გრამი

რაც შეეხება ჩემს მონაგარს
როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა
ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა
ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად
თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი
10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია:
40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი)
ერთი კალმახი (გათავისუფლებული)
ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან newsmile090.gif

ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია
პრინციპი ერთია:
"შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო"
ხრამულს კი არა
ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა
პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო
და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო newsmile090.gif

მე რა უნდა მექნა
ცოლიანი კაცი ვარ
და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Aug 25 2010, 02:14
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვააა, კარგი იყო............ მეამა, კარგად და საინტერესოდ წერ......... მაგრამ ეს ყურყუმელა ვერ მივხვდი რომელია.... ის რაღაც მატლი, ფშატის ჭია ხომ არ ყო შემთხვევით? ... ისე ცოტა პრეტენზიული ხრამული და მურწა ყოფილა, თიანეთში ეგრევე ეგებოდნენ წითელ ჭიაზე და ეტყობა მანდეთ გაბლატავებულები არიან............ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zaza1978
პოსტი Aug 25 2010, 09:14
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 83
რეგისტრ.: 3-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



(dila)adriano
ვა საღოლ როგორც ყოველთვის მაგარი რეპორტია. ის სამტრედიელი რომანოზა რა გვარის კაცი იყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romanoza
პოსტი Aug 29 2010, 17:31
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 29-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



გაუმარჯოს ყველა მეტევზეს დილაადრიანო მადლობა შექებისტვის მარა არტს ტუ ისეტი მაგარი მეტევზე ვარ შენ რო დამახასიატე ტუ სურვილი გექნებად შევიკრიბოტ და ერტ დგეს წავიდეტ სანამ მოდის მურწა-კალმახი-ფიჩხული

ორი დგის უკან ვიყავი არაგვზე მაგარი ნასიამოვნები დავრჩი სულ ბებერი მერწები მოდიოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romanoza
პოსტი Aug 29 2010, 18:47
პოსტი #5


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 29-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(zaza1978 @ Aug 25 2010, 10:14) *
(dila)adriano
ვა საღოლ როგორც ყოველთვის მაგარი რეპორტია. ის სამტრედიელი რომანოზა რა გვარის კაცი იყო?

მითაგვარია ვარ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 30 2010, 17:24
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



(dila)adriano
საოცარ newsmile05.gif სპინინგი არ გიცდია? ერგ სანსამალა ჭუპრებში ხომ არ არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zaza1978
პოსტი Aug 30 2010, 17:29
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 83
რეგისტრ.: 3-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



romanoza
სურვილი როგორ არ არის როგორც თევზაობის ასევე ზემლიაკის გაცნობის, უბრალოდ ეხლა შაბათ- კვირას არ მცალია, აი მომდევნო შაბათს შეიძლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 30 2010, 17:41
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(ვიტო @ Aug 30 2010, 18:24) *
(dila)adriano
საოცარ newsmile05.gif სპინინგი არ გიცდია? ერგ სანსამალა ჭუპრებში ხომ არ არის?

ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romanoza
პოსტი Aug 30 2010, 19:12
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 29-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



barem-mec-gilocav.gif
ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18:41) *
ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif

სანსალა ჩქერში ქვის ქვეშ ბინადრობს მარა ყველგან არა არაგვზე სანსალას არაპერი ჯობს დამიჯერეტ
წასვლას რც შეეხება მე 15 სექტემბრამდე მაქ მშვებულება მერე არ მტსალია და აზრიც არ ექნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zaza1978
პოსტი Aug 31 2010, 11:16
პოსტი #10


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 83
რეგისტრ.: 3-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



romanoza
11-12 შევძლებთ ალბათ ჩამოსვლას, უბრალოდ თქვენი დახმარება დაგვჭირდება ალბატ ბატონო რომანოზ. როგორც მივხვდი სატყუარების (თეთრი ჭია, წითელი ჭია, სმესი და ა.შ) წამოღებას აზრი არ აქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი Aug 31 2010, 12:31
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18:41) *
ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif

ჩვენ მაგას ღორტავას უძახით. მდინარე კინტრიშზე ძირითადად მაგით თევზაობენ. მე ძალიან იშვიათად :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romanoza
პოსტი Aug 31 2010, 13:45
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 29-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(zaza1978 @ Aug 31 2010, 12:16) *
romanoza
11-12 შევძლებთ ალბათ ჩამოსვლას, უბრალოდ თქვენი დახმარება დაგვჭირდება ალბატ ბატონო რომანოზ. როგორც მივხვდი სატყუარების (თეთრი ჭია, წითელი ჭია, სმესი და ა.შ) წამოღებას აზრი არ აქვს

მე ტბილიში ვარ ეხლა მოვილაპარაკოტ და წავიდეტ სატყუარას ადგილზე ავიგებთ ჩემი სკაიპია (რამან741) ლათინურით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
zaza1978
პოსტი Aug 31 2010, 14:02
პოსტი #13


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 83
რეგისტრ.: 3-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



romanoza
ოკ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Aug 31 2010, 14:17
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



zaza1978
romanoza
თუ წახვედით ნორმალური რეპორტი დაგვიდეთ რა, სურათები და დეტალური განხილვა არ დაგეზაროთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romanoza
პოსტი Aug 31 2010, 21:21
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 29-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ვიტო @ Aug 31 2010, 15:17) *
zaza1978
romanoza
თუ წახვედით ნორმალური რეპორტი დაგვიდეთ რა, სურათები და დეტალური განხილვა არ დაგეზაროთ newsmile05.gif

ტუ სუტვილი გაქვტ შეგიძლიატ წამოხვიდეტ ბინის პრობლემა არ არი მე იქ სახლი მაქ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 14:32